„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.04.2022
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ნომერი
#07-3/201/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: კანონში (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: 1. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა აკრძალულია ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მიმართ განსაზღვრული ან/და დაშვებული გამონაკლისებისა), ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე ან გზისპირზე. ამასთანავე, ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი და შესაბამისი საგზაო მონიშვნა).“; 2. 41-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან/და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული ან/და დაშვებული მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M 1 კატეგორია) მოძრაობას. ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული ან/და დაშვებული მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M 1 კატეგორია) მოძრაობა ან/და გაჩერება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი ბოლო წლებში საქართველოს დედაქალაქში პრაქტიკულად მთლიანად განახლდა როგორც M2, ისე M3 კატეგორიების ავტობუსების პარკი და დღეის მდგომარეობითაც მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლების ღონისძიებები. ამასთანავე, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე შემოღებულ იქნა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლები და ეს ქსელი დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ინტენსიურად ვითარდება. ამავე დროს 2018 წლამდე მომსახურების სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, როგორიცაა მსუბუქი ავტომობილითტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა, არ ექვემდებარებოდა რაიმე სახის რეგულაციას. შედეგად, საქართველოს დედაქალაქში ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილის ტაქსად გამოყენება შესაძლებელი იყო. ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც ჰქონდა მართვის მოწმობა, შეეძლო მგზავრთა გადაყვანა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, არ მოითხოვებოდა რაიმე სახის სტანდარტების დაკმაყოფილება მძღოლის და მსუბუქი ავტომობილის მიერ, უკონტროლოდ იზრდებოდა ტაქსების რაოდენობა და იმავდროულად არ არსებობდა მათი აღრიცხვის სტატისტიკაც. ამასთანავე, მგზავრთა გადაყვანის მიზნით გამოყენებული მსუბუქი ავტომობილების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავი იყო, რაც პირდაპირ კავშირშია მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებასთან და ასევე არ იყო დაცული სისუფთავე. შექმნილი ვითარების გამოსწორების მიზნით საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი (ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებში, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“), რომელიც 2018 წლის 7 ივლისიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ეტაპობრივად დარეგულირებას. დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულირების მიხედვით, მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი იძულებულია დაარღვიოს კანონი და ავტომობილი მგზავრთა ჩასხდომის ან/და გადმოსხდომის მიზნით გააჩეროს მოძრაობის ზოლში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოძრაობის უსაფრთხოებას ან გადაკვეთოს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი და შეაფერხოს სამარშუტო ტრანსპორტის მოძრაობა, რაც თავის მხრივ, იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით, მიზანშეწონილია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე გაჩერების და დგომის უფლებამოსილება, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, მიენიჭოს მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M 1 კატეგორია), თუ ამ მიზნით საგამონაკლისო სახით, საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს. ამასთან, ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, თუ არ იქნება 7.4 საგზაო ნიშანი და შესაბამისი საგზაო მონიშვნა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემოაღნიშნული ყველა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M 1 კატეგორია) მგზავრთა ჩასხდომის ან/და გადმოსხდომის მიზნით გამოიყოფა მოძრაობის ან/და გაჩერების ადგილები, რითაც ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ უსაფრთხოდ უზრუნველყონ მოძრაობა, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომა ან/და ავტომობილიდან გადმოსხდომა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M 1 კატეგორია) მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილას მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან/და ავტომობილიდან გადმოსხდომის მიზნით იმოძრაონ ან გაჩერდნენ. ამასთანავე, ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის წინამდებარე ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი შედის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა, რათა დროულად მოხდეს წინამდებარე ცვლილებების იმპლემენტაცია. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ შესაძლოა მუნიციპალიტეტებმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ საგზაო მონიშვნების ცვლილება, რაც დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლების მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება და რომლებიც შეძლებენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M 1 კატეგორია) მოძრაობის ან/და გაჩერების (მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის) ადგილებით სარგებლობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნება“