„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 125-ე მუხლის:
ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის
დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის
დაუცველობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 50 ლარის ოდენობით“;
ბ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ
ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული ან/და
დაშვებული კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M 1 კატეგორია) გარდა სხვა სახის
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა
სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული
გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
დ) მე-15 და მე-16 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების
პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის
ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი
ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
16. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
ე) შენიშვნის:
ე.ა) პირველი, 11 და 12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“
მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე
მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით
გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ
სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს
სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება
აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს
ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალება
გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს
სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება. სატრანსპორტო საშუალება ამკრძალავი
ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან
სპეციალურ დაცულ სადგომზე იქნება გადაყვანილი ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს
სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება, თუ შესაბამისი მინიშნება ახლავს
ამკრძალავ ნიშანს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი
სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის ან სატრანსპორტო საშუალების თვლების
ბლოკირების შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური
შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების
ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის ან
სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის ანაზღაურება
სამართალდამრღვევს დაეკისრება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
უფლებამოსილია განსაზღვროს მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში გადაყვანას დაქვემდებარებული
სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და
სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების, საფასური.
სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო
საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის
ასანაზღაურებლად თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სატრანსპორტო
საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის ასანაზღაურებლად თანხის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის
მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენისთანავე.
11. ამ მუხლის მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო
საშუალება შეიძლება დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი სპეციალურ დაცულ სადგომზე.
სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო
საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის
ასანაზღაურებლად თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
წარდგენისთანავე.
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს მუნიციპალიტეტის
კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში,
გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე
ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით
ბლოკირების საფასური.
12. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ
სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან
ნიშნები), უფლებამოსილი პირი ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის
იდენტიფიცირებას და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით
განსაზღვრული პირის მიმართ, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის
მოწმობა ბოლოს არის გაცემული, გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო თუ სატრანსპორტო
საშუალებას აქვს დროებითი სანომრე ნიშანი, უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარს
გამოწერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით
მოსარგებლე პირის მიმართ და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ
დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. თუ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე
უფლებამოსილი პირი ვერ ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი
სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის იდენტიფიცირებას, სატრანსპორტო საშუალება
ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას, ხოლო
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის
იდენტიფიცირება და საჯარიმო ქვითრის გამოწერა ხდება სპეციალურ დაცულ სადგომზე.
აღნიშნული საჯარიმო ქვითარი ჰბარდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან
დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს. სატრანსპორტო საშუალება მის
მესაკუთრეს/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს/მფლობელს დაუბრუნდება
ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან
მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს
მუნიციპალიტეტის
კომპეტენციას
მიკუთვნებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების შემთხვევებში, გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო
საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის
საფასურები. იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის,
ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის არქონა მისი ქურდობით იყო გამოწვეული,
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირი
თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისა და სატრანსპორტო საშუალების
ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდისგან.“;
ე.ბ) 42 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42.
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის
მიერ ამ მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემთხვევაში ჯარიმის
ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული
ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის
გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
თუ
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული
ერთეული
ან
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ამ
მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე
შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო სამართალდარღვევის ეს ფაქტი
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება და შედგება საჯარიმო ქვითარი, ამ მუხლის
შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2904 და 290
5 მუხლებით დადგენილი წესით.“;
2. 1252 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების
ადგილზე
სატრანსპორტო
საშუალების
პარკირებისთვის
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის
გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“;
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი
სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება
დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:
„51. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების
ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების სახეობის
გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი, სატრანსპორტო
საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“;
ე) შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება მის
მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და
სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის ასანაზღაურებლად თანხის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან
მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის
დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის
წარდგენისთანავე.
სატრანსპორტო
საშუალების
თვლებს
ბლოკირება
მოეხსნება
თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის ასანაზღაურებლად თანხის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან
მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის
დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის
წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია
განსაზღვროს მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების შემთხვევებში, გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო
საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის,
აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური.“;
ვ) შენიშვნის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ
კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის
გადაუხდელობისას პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
საურავის დარიცხვიდან 30 დღეში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში
პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება
ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. თუ მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის
სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ამ მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო
სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდებადა შედგება
საჯარიმო ქვითარი, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ
კოდექსის 2904 და 2905 მუხლებით დადგენილი წესით.“;
ზ) შენიშვნის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნას.
3. 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
მიწისზედა
ელექტროტრანსპორტით
(ტროლეიბუსი,
ტრამვაი),
მიწისქვეშა
ელექტროტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გზით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში
რეგულარული
სამგზავრო
გადაყვანის
განმახორციელებელი
ავტოსატრანსპორტო საშუალებით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით
ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
მგზავრი
ვალდებულია
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
ელექტროტრანსპორტით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან საბაგირო გზით მგზავრობისას
მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით
გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი
უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.“;
4. 1353 მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს
აცხადებს სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება
სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალება მის
მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ
სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო
საშუალების
სარეგისტრაციო
მოწმობის
ან
მინდობილობის
და
პირადობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
წარდგენისთანავე.
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს მუნიციპალიტეტის
კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში,
გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე
ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით
ბლოკირების საფასური.“;
5. 2401 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და ნაწილი:
„3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ფიზიკური ან იურიდიული პირი,
რომელიც დააფიქსირებს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ფაქტს,
საჯარიმო
ქვითრის
შედგენაზე
უფლებამოსილი
ორგანოსთვის/პირისთვის გადაგზავნის მიზნით.“.
6. 242-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16
ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით და 1353 მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ
კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს
ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი,
რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ
სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება,
დგება საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან საჯარიმო
ქვითარი ივსება ელექტრონული ფორმით, რომელიც უნდა გაეგზავნოს სატრანსპორტო
საშუალების მესაკუთრეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლებით ორგანოს გადაწყვეტილების შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი
შესაძლებელია ამოიბეჭდოს და განთავსდეს სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება მიზნად ისახავს საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
განსახორციელებელ ცვლილებთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მსუბუქ
ავტომობილს – ტაქსს (M 1 კატეგორია) არ აქვს უფლება მგზავრთა ჩასხდომის ან/და
გადმოსხდომის მიზნით
იმოძრაოს ან გაჩერდეს აღნიშნული ქმედებისათვის
გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 100 ლარის ოდენობით).
წარმოდგენილი ცვლილებით კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილი ითვალისწინებს
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში
(„BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული ან/და
დაშვებული კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M 1 კატეგორია) მოძრაობას, გაჩერებას
ან დგომას ითვალისწინებს და ასეთ შემთხვევაში ამ სატრანსპორტო საშუალება არ დაჯარიმდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის,
1252 მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების დღეს მოქმედი რედაქციებით შესაბამის
სამართალდარღვევაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 10 ლარის ოდენობით, ხოლო 125-ე მუხლის
მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილების, 1252 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების დღეს მოქმედი
რედაქციებით - 50 ლარის ოდენობით. ჯარიმების მცირე ოდენობებიდან გამომდინარე ხშირია
მოქალაქეთა მხრიდან ამ სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტები, საკანონმდებლო
რეგულაციები ვერ აღწევს მის მიზანს მოახდინოს სამართალდარღვევათა პრევენცია. აღნიშნულის
გათვალისწინებით პროექტის მიხედვით იზრდება ჯარიმების ოდენობა: 125-ე მუხლის მე-8
ნაწილით და 1252 მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებით ჩადენილ სამართალდარღვევათა
შემთხვევებში - 50 ლარამდე, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში - 100 ლარამდე. ამასთან,
კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას პირს დაერიცხება
საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. ყოველივე გამოწვეულია შემდეგი
მიდგომების გათვალისწინებით: აღსანიშნავია, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისში 2019
წლის ზაფხულიდან მოქმედებს ზონალური პარკირება, რომელიც ითვალისწინებს პარკირების
საფასურის საათობრივად გადახდას და აღნიშნულის შემოღების მიზანი იყო საგზაო მოძრაობის
განტვირთვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღმოფხვრა. უმრავლეს შემთხვევაში
მძღოლი ერთსა და იმავე ზონალური პარკირების ადგილას მთელი დღის განმავლობაში აჩერებს
სატრანსპორტო საშუალებას, ვინაიდან ზონალური პარკირების საფასური დროის განმავლობაში
აღემატება კოდექსით დადგენილი 10 ლარიანი ჯარიმის ოდენობას. ამავე დროს, ასევე ხშირია
შემთხვევები, როდესაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გაჩერებული, მოძრავი და
მდგომი სატრანსპორტო საშუალებები იწვევენ საგზაო მოძრაობის შეფერხებას და ქმნიან
საცობებს, ხოლო მძღოლებს უფრო მიზანშეწონილად მიაჩნიათ კოდექსით დადგენილი 10
ლარიანი ჯარიმის გადახდა, ვიდრე დაემორჩილონ საგზაო მოძრაობის წესებს. ამავე დროს
კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით სამარშრუტო
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“)
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობა, გაჩერება ან დგომა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც იმავე
მუხლის მე-13 ნაწილის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით ველოსიპედის ბილიკზე ან
ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობა, გაჩერება ან დგომა იწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. სამართალდამრღვევი
ასეთ შემთხვევაში გასაგები მიზეზის გამო ირჩევდა 50 ლარიან ჯარიმას, ხოლო წარმოდგენილი
პროექტით გათვალისწინებულია ამ ორი საჯარიმო სანქციის გათანაბრება და ორივე 100 ლარს
შეადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას და 1252
მუხლს მე-5 ნაწილის შემდეგ ემატება 51 ნაწილი, რაც გულისხმობს, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, პარკირების ადგილზე განსაზღვრული,
სატრანსპორტო საშუალების სახეობის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომის
სპეციალურ
მოწესრიგებას,
შესაბამისად,
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევისთვის პირი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ხშირია
შემთხვევები,
როდესაც
სატრანსპორტო
საშუალების
მძღოლები
მოქმედებენ
არაკეთილსინდისიერად, ირჩევენ პარკირებისთვის შეუსაბამო ადგილს, ნაცვლად სპეციალურად
მათთვის გამოყოფილი სადგომისა.
საბოლოოდ, ვხვდებით სატრანსპორტო საშუალების მძღოლების არაკეთილსინდისიერ ქმედებას,
რაც ერთის მხრივ, გამოიხატება გადასახადისგან თავის არიდებაში, მეორეს მხრივ კი, აფერხებს
პარკირებაზე დაშვებული სახის სატრანსპორტო საშუალებების პარკირების პროცესს.
წარმოდგენილი პროექტი კიდევ ერთ სიახლეს ითვალისწინებს: კოდექსის 125-ე მუხლის
შენიშვნის პირველი, 11 , 12 და 42 ნაწილებში შედის ცვლილება და მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობით ორგანოს დამატებით მიენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს,
მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
განხილვის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას
სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების
ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით
ბლოკირების საფასური. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საქმიანობის უფლება
მინიჭებული ჰქონდა პირს და მას ვერ აკონტროლებდა მუნიციპალიტეტი, ამიტომ
მიზანშეწონილია
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობით
ორგანოს,
როგორც
თვითმმართველობის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს მიერ მოხდეს საფასურის
ადეკვატურობის შეფასება/დადგენა, რაც აქამდე არ ხორციელდებოდა. აღნიშნულით
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს შესაძლებლობა ექნება დასაბუთებულად
გადაწყვიტოს ამა თუ იმ რაოდენობის საფასურის დადგენის მიზანშეწონილობა წარდგენილი
არგუმენტების გათვალისწინებით, რითაც გამოირიცხება სუბიექტური ფაქტორების
გათვალისწინებით საფასურის დადგენის შესაძლებლობა.
კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს მიწისქვეშა
ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით უბილეთო მგზავრობის შემთხვევაში
სამართალდამრღვევი
პირის
დაჯარიმებას.
ამასთან,
საქართველოს
დედაქალაქის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
ინტენსიურად
განვითარდა
სამგზავრო
გადაყვანის
მომსახურების ინტეგრირებული სისტემა, რომელიც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანის
გამარტივების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
ერთმანეთთან
დაკავშირებული
ავტობუსებით
(M 2 და
M 3 კატეგორიის),
მიწისქვეშა
ელექტროტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გზით, აგრეთვე სხვადასხვა სახის სატრანსპორტო
საშუალებებით საინფორმაციო ბაზის, გაბილეთიანების სქემისა და განრიგის ინტეგრირებით, რის
გამოც დღის წესრიგში დადგა მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით
უბილეთო
მგზავრობის
შემთხვევებში
შესაბამისი
ადმინისტრაციული
რეაგირების
განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა
კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და საჯარიმო სანქციის გავრცელება
მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით გადაყვანის განხორციელებისას
უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევებშიც. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება
დაზუსტებას, რათა მოცული იყოს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც
შესაძლებელია უბილეთო მგზავრობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც მიწისქვეშა
ელექტროტრანსპორტით (მეტრო), ისე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით
უბილეთო მგზავრობის მონიტორინგი ხორციელდება არსებული რესურსით და თანამშრომელთა
რიცხოვნობის არც გაზრდა და არც შემცირება არ იგეგმება.
კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საჯარიმო ქვითრის შემდგენი ვალდებულია
საჯარიმო ქვითარი ამობეჭდოს და განათავსოს სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე.
არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ქმედება აბინძურებს
გარემოს, ამასთან, არახელსაყრელი ამინდის პირობებში (ქარი, წვიმა, თოვლი და სხვა)
ფიზიკურად შეუძლებელი ხდება სამართალდამრღვევისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიღება
და რეალურად ძირითადად ისინი ინფორმაციას იღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების
მეშვეობით. შესაბამისად მიზანშეწონილია ცვლილება განხორციელდეს კოდექსის 242-ე მუხლის
მე-4 ნაწილშიც, რომლის მიღების შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი ვალდებულება
საჯარიმო ქვითრის შემდგენმა საჯარიმო ქვითარი ამობეჭდოს და განათავსოს სატრანსპორტო
საშუალების საქარე მინაზე, რითაც ერთი მხრივ შემცირდება გარემოზე ზემოქმედება, მეორეს
მხრივ კი გასათვალისწინებელია, რომ როგორც უკვე აღინიშნა არსებული პრაქტიკიდან
გამომდინარე დაჯარიმების თაობაზე ინფორმაციის მიღების წყაროს სამართალდამრღვევისთვის
უმრავლეს
შემთხვევაში
წარმოადგენს
მოკლე
ტექსტური
შეტყობინება,
რომლის
სამართალდამრღვევისთვის გაგზავნის ვალდებულება საჯარიმო ქვითრის შემდგენს, ამ კოდექსის
მიხედვით, ისედაც გააჩნია.
ამასთანავე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის გაუმჯობესების მიზნით
მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს კოდექსის 2401 მუხლში, რომლის მიღების შემთხვევაში
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ფიზიკური ან იურიდიული პირი,
რომელიც
დააფიქსირებს
ვიდეოფირზე
ან/და
ფოტოფირზე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ფაქტს და აღნიშნულ ფაქტზე საჯარიმო ქვითრის შედგენის მიზნით
მასალებს გაუგზავნის საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილ ორგანოს/პირს. აღნიშნულ
შემთხვევაში არსებულ საკადრო რესურსს, რომელსაც სხვადასხვა უფლებამოსილება აქვს, ემატება
კიდევ ერთი ფუნქცია და აღნიშნული არ გამოიწვევს როგორც საკადრო რესურსის, ისე
დაფინანსების გაზრდას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოაღნიშნული ყველა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი
ცვლილებების შეტანით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიზანია საგზაო მოძრაობის შემდგომი გაუმჯობესება. საგზაო მოძრაობის
ორგანიზების შემდგომი მოწესრიგება მოახდენს პრევენციას და შეამცირებს მოქალაქეთა მხრიდან
სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტებს, ამასთანავე, გაუმჯობესდება ქვეითად მოსიარულეთა,
ასევე, სხვადასხვა ჯგუფების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითადი არსია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის შემდგომი დახვეწა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის
განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებთან
ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და
დაშვებული მსუბუქი ავტომობილისთვის – ტაქსისთვის (M 1 კატეგორია) მოძრაობის,
გაჩერების ან დგომის უფლების მინიჭება, აგრეთვე საჯარიმო სანქციის გავრცელება
მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით
(მეტრო) და საბაგირო გზით
გადაყვანის
განხორციელებისას უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევებშიც, ასევე ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების სახეობის
გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის სანქციის დაწესება. შესაბამისი
ცვლილებების არსი და დასაბუთება დამატებით ასახულია წინამდებარე განმარტებითი
ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისში 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებს
ზონალური პარკირება, რომელიც ითვალისწინებს პარკირების საფასურის საათობრივად
გადახდას და აღნიშნულის შემოღების მიზანი იყო საგზაო მოძრაობის განტვირთვა და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღმოფხვრა. უმრავლეს შემთხვევაში მძღოლი
ერთსა და იმავე ზონალური პარკირების ადგილას მთელი დღის განმავლობაში აჩერებს
სატრანსპორტო საშუალებას, ვინაიდან ზონალური პარკირების საფასური დროის
განმავლობაში აღემატება კოდექსით დადგენილი 10 ლარიანი ჯარიმის ოდენობას. ამავე დროს
ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გაჩერებული,
მოძრავი და მდგომი სატრანსპორტო საშუალებები იწვევენ საგზაო მოძრაობის შეფერხებას და
ქმნიან საცობებს, ხოლო მძღოლებს უფრო მიზანშეწონილად მიაჩნიათ კოდექსით დადგენილი
10 ლარიანი ჯარიმის გადახდა, ვიდრე დაემორჩილონ საგზაო მოძრაობის წესებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი,
რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს გამომდინარე იქიდან, რომ
პროექტის ამოქმედება გამოიწვევს მუნიციპალიტეტების მთელ რიგ აქტებში ცვლილებების
შეტანას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საჭიროების შემთხვევაში
დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე
კანონპროექტის ამოქმედების შედეგად დამატებით შემოსავლებს მიიღებენ სახელმწიფო და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, ვინაიდან ხდება უკვე მოქმედი ჯარიმების ოდენობათა
გაზრდა. კერძოდ, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ დანართის
36.1.3 გრაფის შესაბამისად, პროექტით 1252 მუხლში გათვალისწინებული შესატანი
ცვლილებებით ჯარიმების თანხების 100% ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველობების
ბიუჯეტებში, ხოლო იმავე კანონის დანართის 36.2 გრაფის შესაბამისად, პროექტის 125-ე
მუხლში გათვალისწინებული მე-8 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმების თანხების 60%
ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში, 40% კი - საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში. შემოსავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ
სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას
და 1252 მუხლს მე-5 ნაწილის შემდეგ ემატება 51 ნაწილი, რაც გულისხმობს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, პარკირების
ადგილზე განსაზღვრული, სატრანსპორტო საშუალების სახეობის გარდა სხვა სახის
სატრანსპორტო საშუალების დგომის სპეციალურ მოწესრიგებას, შესაბამისად, ამ
მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პირი დაჯარიმდება 100
ლარის ოდენობით, რაც მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე
საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვასთან
დაკავშირებული საჭირო ხარჯები დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის
სტრუქტურული ერთეულის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ. გასაწევი ხარჯების
ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა ოდენობაზე.
როგორც აღინიშნა, შესაბამისი ცვლილები ხორციელდება კოდექსის 130-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და საჯარიმო სანქციის გავრცელება მიწისქვეშა
ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით გადაყვანის განხორციელებისას
უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევებშიც. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება
ემსახურება დაზუსტებას, რათა მოცული იყოს ყველა სახის საზოგადოებრივი
ტრანსპორტი, სადაც შესაძლებელია უბილეთო მგზავრობა. ამასთანავე, აღსანიშნავია,
რომ როგორც მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), ისე მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
რეგულარული
სამგზავრო
გადაყვანის
განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით უბილეთო მგზავრობის
მონიტორინგი ხორციელდება არსებული რესურსით და თანამშრომელთა
რიცხოვნობის არც გაზრდა და არც შემცირება არ იგეგმება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღება მოახდენს უარყოფით გავლენას იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს გამომდინარე იქიდან, რომ
ასეთის არსებობის შემთხვევაში მათ მოუწევთ შესაბამისი ჯარიმების გადახდა.
რაც შეეხება 125-ე მუხლის მე-12 ნაწილში შესატან ცვლილებას, მსუბუქი ავტომობილით
ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვების მფლობელებისთვის მას ექნება დადებითი
გავლენა, ვინაიდან საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი მუნიციპალიტეტისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ, ცვლილების მიღების
შემთხვევაში, აღარ განხორციელდება საჯარიმო ქვითრის შედგენა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის მიხედვით იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა რიგ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია
მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებით, მათი სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვითა და თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის
განხორციელების ხელშეწყობით.
ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას და 1252 მუხლს მე-5 ნაწილის შემდეგ
ემატება 51
ნაწილი, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში, პარკირების ადგილზე განსაზღვრული, სატრანსპორტო
საშუალების სახეობის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომის სპეციალურ
მოწესრიგებას, შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის
პირი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს
მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“