საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (№07-3/90; 24.06.2021) საქართველოს კანონის პროექტები; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ფრიდონ ინჯიას, ავთანდილ ენუქიძის, დავით ზილფიმიანის და გელა მიქაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/187; 06.04.2022) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5723/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-5723/22 02-05-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები: − საქართველოს კანონების პროექტები: „ამნისტიის შესახებ“ და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (N07-3/90; 24.06.2021); − საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/187; 06.04.2022). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-5707/22 02-05-2022 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს NN 74/1, 06.07.2021 და 139/1, 11.04.2022 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ამნისტიის შესახებ“ და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (N07-3/90; 24.06.2021) და საქართველოს პარლამენტის წევრების: ფრიდონ ინჯიას, ავთანდილ ენუქიძის, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/187; 06.04.2022). აღნიშნული კანონპროექტების განხილვის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 02 მაისამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი მითითებულ ვადაში საკითხების განხილვას ვერ ახერხებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge