„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე
მომსახურების გაწევა ამ კანონის მე-6 მუხლის „ძ“ ან „ძ1“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-10 ან მე-11
მუხლებით განსაზღვრულ დროში;“;
ბ) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან
იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიტანოს იარაღი:
ე1.ა) სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით, ან
ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, ან
უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის ჩაბარების/გადაცემის მიზნით;
ე1.ბ) შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე მიტანის მიზნით;
ე1.გ) შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე მიტანის და შენახვის ადგილზე
დაბრუნების მიზნით;
ე1.დ) სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენის მიზნით;
ე1.ე) შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანის და შენახვის
ადგილზე დაბრუნების მიზნით (ვრცელდება მხოლოდ შენახვის უფლებით რეგისტრირებულ
იარაღზე);
ე1.ვ) შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში მიტანის ან/და შენახვის ადგილზე
დაბრუნების მიზნით (ვრცელდება მხოლოდ შენახვის უფლებით რეგისტრირებულ იარაღზე);
ე1.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;“;
გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) შიდა ტრანზიტი – სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა
ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის
შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;“;
დ) „კ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სატრანსპორტო საშუალება:
ლ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
ლ.ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი
ბუქსირებისათვის;
ლ.გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი;
ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ
ქვეპუნქტის „ლ.ა“−„ლ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები;“.
2. მე-6 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე1“−„ე8“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა),
აგრეთვე ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო
სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა) ან ამ მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული გარემოების არსებობისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე
ნიშნის) ერთი წყვილის ხელახალი დამზადება და გაცემა – 35 ლარი;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 50 ლარი;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის,
მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე8.ბ“ და „ზ2“–
„ზ4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე მოტოციკლის, კვადროციკლის,
ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის,
სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის
ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8.ბ“ და „ზ4“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან ამ მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას ერთი რეგისტრაციის ნომრის
(სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახალი დამზადება და გაცემა – 25 ლარი;“;
დ) „ნ“ და „ნ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული შემთხვევისა) ერთ ერთეულ იარაღზე -10 ლარი;
ნ1) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე1.დ“ ან „ე1.ე“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული მიზნით, ერთ ერთეულ იარაღზე - 20 ლარი;“;
ე) „ნ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ2“ ქვეპუნქტი:
„ნ2) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე1.ვ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული მიზნით, ერთ ერთეულ იარაღზე - 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ
იარაღზე - 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე -100 ლარი;“;
ვ) „ო“--ო4 “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 20 ლარი;
ო1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა −
30 ლარი;
ო2) პირის უგზო - უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა − 30
ლარი;
ო3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის
გაცემა, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი − 30
ლარი;
ო4) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − 30
ლარი;“
ზ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 30
ლარი;“;
თ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“„ფ1“
და „ქ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 30
ლარი;“;
ი) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“და „ს2“ ქვეპუნქტები:
„ს1) სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებით
განკარგვას დაქვემდებარებული ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი
ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო
შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 40 ლარი;
ს2) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება (გარდა ამ მუხლის „ფ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი
შედგენის გარეშე – 20 ლარი;“;
კ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) შიდა ტრანზიტის გაცემა - 50 ლარი;“;
ლ) „უ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
მ) „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე,
სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან
ერთი
ერთეული
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 60 ლარი;
ფ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან
ერთი
ერთეული
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა)
შესაბამისი აქტის შედგენით – 60 ლარი;“;
ნ) „ქ“ და „ქ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის
მიერ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
რეგისტრაციისათვის
ან
აღრიცხვიდან
მოხსნისათვის საჭირო განცხადების/ერთობლივი განცხადების მიღება ან/და შესაბამისი
ადმინისტრაციული საქმის წარმოება (სრულად ან ნაწილობრივ) ან/და სარეგისტრაციო
ნიშნების ჩაბარება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ –
50 ლარი;
ქ1)
დაინტერესებული
პირის
მოთხოვნის
საფუძველზე,
სააგენტოს
სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან
ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 30 ლარი;“;
ო) „შ“ და „შ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო
ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან
აღრიცხვის მოწმობის გამოწერა (გარდა ამ მუხლის „შ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა) ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის
(დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსათვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა –
50 ლარი;
შ1) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის
მოწმობის შევსება (გარდა რეექსპორტისას) − 30 ლარი;“;
პ) „ჰ2“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“-„ჰ5“ ქვეპუნქტები:
„ჰ3) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა - 20 ლარი;
ჰ4) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა - 20 ლარი;
ჰ5) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა - 20 ლარი.“;
ჟ) შენიშვნის:
ჟ.ა) 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34. რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეცვლისას, სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაციის გაუქმებისას, აგრეთვე რეგისტრაციაში ცვლილებების
განხორციელებისას, თუ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსათვის ჩაბარება, ამ მუხლის
„ე“–„ე8“, „ზ“ და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები
(სახელმწიფო სანომრე ნიშნები) დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სააგენტოში
ჩასაბარებლად. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია:
ა) ამ მუხლის „ე1“–„ე5“ ან „ე7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი
(სახელმწიფო სანომრე ნიშანი):
ა.ა) მისი სააგენტოსათვის ჩაბარებიდან გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, მაგრამ არაუადრეს ერთი სამუშაო დღისა;
ა.ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, იმავე
ციფრებისა და ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი)
ხელახლა დაამზადოს და გასცეს ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის
სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან
მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში –
აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ
არაუგვიანეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სააგენტოსათვის
ჩაბარების ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა;
ბ) ამ მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი
(სახელმწიფო სანომრე ნიშანი):
ბ.ა) მისი სააგენტოსათვის ჩაბარებიდან გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, მაგრამ არაუადრეს ერთი სამუშაო დღისა;
ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, იმავე
ციფრებისა ან/და ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი)
ხელახლა დაამზადოს და გასცეს ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის
სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან
მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში –
აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე;
გ) ამ მუხლის „ზ2“ ან „ზ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი
(სახელმწიფო სანომრე ნიშანი):
გ.ა) მისი სააგენტოსათვის ჩაბარებიდან გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, მაგრამ არაუადრეს ერთი სამუშაო დღისა;
გ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, იმავე
ციფრებისა და ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი)
ხელახლა დაამზადოს და გასცეს ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის
სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან
მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში –
აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ
არაუგვიანეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სააგენტოსათვის
ჩაბარების ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა.“;
ჟ.ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ჟ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე
განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე:
ა) ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის შესაბამისი
საფასური 45 ლარით მცირდება;
ბ) ამ მუხლის „ფ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის
შესაბამისი საფასური 30 ლარით მცირდება;
გ) ამ მუხლის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის
შესაბამისი საფასური 15 ლარით მცირდება.“;
ჟ.დ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ჟ.ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო სასაქონლო
ოპერაციისათვის ან სარეალიზაციოდ განკუთვნილი, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში
მიქცეული ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების
საექსპერტო
შემოწმებისას,
სხვა
მონაცემებთან
ერთად
დამატებით
სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულებას.“;
ჟ.ვ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
განსაზღვრავს
„17. სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაზე ტრანზიტული ნიშნის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) შეიძლება
განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულმა სხვა უფლებამოსილმა პირმა. ამ პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ
ტრანზიტული ნომრისა და შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესსა ერთობლივი
ბრძანებით ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრები.“;
ჟ.ზ) 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე პუნქტი:
„25. იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე იარაღის გადაადგილების წესსა და პირობებს,
იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი.“.
3. მე-7 მუხლის „კ“-„კ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;
კ1) ამ კანონის მე-6 მუხლის „ო1“ − „ო4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცნობის გაცემა – 3
სამუშაო დღე;
კ2) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;
კ3) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა – 3 სამუშაო დღე;“.
4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტით დადგენილი წესებით რეგისტრაციის
ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახალი გაცემისას რეგისტრაციის ნომრის
(სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით
განსაზღვრული
სატრანსპორტო
საშუალების
მესაკუთრე
ან
მოსარგებლე
ან
მისი
მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე):
ა.ა) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე1“–„ე7“, „ზ2“, ან „ზ3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი საფასურის
გადახდისაგან;
ა.ბ) ამ კანონის მე-6 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახალი გაცემისათვის დადგენილი
საფასურისაგან, თუ სააგენტოსათვის ჩაბარებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო
სანომრე ნიშნის) ხელახალი გაცემა მასზე ხორციელდება ჩაბარების დღესვე და საჭირო არ არის
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადება;“.
5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:
„13. სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება
განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების
საფასურის განაკვეთია 30 ლარი.
14.
ერთ
ერთეულ
დაგირავებულ
სატრანსპორტო
საშუალებაზე
ან
ერთ
ერთეულ
დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის
მოწმობის გაცემა 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურის
განაკვეთია 50 ლარი.“.
6. მე-11 მუხლის:
ა) პირველი − 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის
განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
11. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო
დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20
ლარი.
12. უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო
დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20
ლარი.“;
ბ) მე-4 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის
თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული
მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
5. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემის
თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული
მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
6. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემის
თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული
მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.“
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ კანონის მე-6 მუხლის „ო3“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესახებ ცნობის
გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღეში გაცემისათვის დაჩქარებული
მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.“.
7. მე-12 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
მინისტრის
ბრძანებით
შესაძლებელია
დამატებით
განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი
საფასურის
წინასწარ
(მომსახურების
გათავისუფლების სხვა გარემოებები.“.
გაწევამდე)
გადახდის
ვალდებულებისაგან
მუხლი 2
1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, თუ ამ კანონის ამოქმედების
შემდგომ სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ კანონის ამოქმედებამდე
დაინტერესებული
პირის
მიერ
წარდგენილი
მოთხოვნის
საფუძველზე,
საფასური
მომსახურების გაწევისათვის გადაიხდება სააგენტოსთვის შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის
დღისათვის მოქმედი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციით
გათვალისწინებული განაკვეთის ოდენობითა და წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქციის
მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტით დადგენილი წესით სააგენტოში ჩასაბარებლად
წარდგენილი რეგისტრაციის ნომერთან (სახელმწიფო სანომრე ნიშანთან) დაკავშირებული
სააგენტოს ვალდებულება, რომელიც ამ კანონის ძალაში შესვლისას არ იყო გაუქმებული,
ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და სრულდება ამ კანონით განსაზღვრული წესით. ამასთანავე,
ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება ამ კანონის ამოქმედებამდე „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით სააგენტოს ვალდებულების წარმოშობის დღიდან.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების,
მე-2 პუნქტის „კ“, „ლ“,„ჟ.ბ“ და „ჟ.დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-2 პუნქტის „კ“,
„ლ“, „ჟ.ბ“ და „ჟ.დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ − მომსახურების სააგენტო)
საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჯარო სამართლის იურიდიული
პირია, რომელიც წლის განმავლობაში საშუალოდ 680 000 ფიზიკურ პირსა და 20 000
ორგანიზაციას უწევს მომსახურებას. ამასთანავე, მომსახურების სააგენტოს
საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მის მიერ გაცემული დოკუმენტების
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეობები, საფასურის
განაკვეთები, მომსახურების გაწევის წესი და პირობები წესრიგდება „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამ კანონის ერთ-ერთი
მიზანი კი აღნიშნულ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. 1 სწორედ ამ მიზნით მომსახურების
სააგენტო მუდმივად იკვლევს მომხმარებლის საჭიროებებსა და სათანადო
რეკომენდაციებს და ორიენტირებულია მომსახურების შემდგომ დახვეწასა და
განახლებაზე, მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებაზე.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული კანონი დროდადრო საჭიროებს გადასინჯვასა
და მასში სათანადო ცვლილებების განხორციელებას, რასაც ემსახურება ამჯერად
წარმოდგენილი კანონპროექტი.
ამრიგად, კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გზით მომსახურების სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურების ხარისხისა და ამ სფეროში დანერგილი ტექნოლოგიების
იხ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი.
1
1
გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის უკეთესი
გარემოს შექმნასა და მისი ინტერესების ჯეროვან დაკმაყოფილებას ემსახურება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი კანონით წესრიგდება. შესაბამისად, ამ
საკითხის კანონით ახლებურად მოსაწესრიგებლად საჭიროა საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხის მოწესრიგება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მოკლელულიანი თავდაცვის იარაღის
შეძენის ნებართვას ფიზიკური პირისათვის მხოლოდ შენახვის უფლებით
ითვალისწინებს (გარდა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების შემთხვევისა),
რაც იმას გულისხმობს, რომ პირს არ აქვს მის საკუთრებაში არსებული იარაღის
ტირში/სასროლეთში სროლის მიზნით გადატანის შესაძლებლობა. ეს კი ხშირად
იარაღის მესაკუთრის უკმაყოფილებას იწვევს. გასათვალისწინებელია, რომ
იარაღთან მოპყრობის, მათ შორის, უსაფრთხოების, წესების შესასწავლად საჭიროა,
იარაღის მესაკუთრეს, სათანადო საფასურის გადახდის სანაცვლოდ, გონივრული
შეზღუდვებით, თავისი იარაღის ტირში/სასროლეთში სროლის მიზნით გადატანის
უფლება მიეცეს. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად,
მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი გახდება, შენახვის უფლებით
რეგისტრირებულ იარაღზე გასცეს იარაღის დროებითი მოწმობა მისი შენახვის
ადგილიდან ტირში/სასროლეთში გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების
მიზნით. იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე იარაღის გადაადგილების
წესი და პირობები, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესი
განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
ამასთანავე, ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს შესაძლებლობა ექნებათ იარაღის
დროებითი მოწმობის საფუძველზე განახორციელონ შენახვის უფლებით
რეგისტრირებული იარაღის გადატანა შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების
ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით.
კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი და ფართოვდება იარაღის
დროებითი მოწმობის გაცემის საფუძვლები; კერძოდ, იარაღის დროებითი
მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება:
2
−
იარაღის შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში დროებით გადატანისა
და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, რისთვისაც საფასური ერთ
ერთეულ იარაღზე განისაზღვრება 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ
იარაღზე − 50 ლარი, ხოლო ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100
ლარი;
− იარაღის შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან
დროებით გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, რისთვისაც
საფასური ერთ ერთეულ იარაღზე განისაზღვრება 20 ლარი.
კანონპროექტით წარმოდგენილი ერთ-ერთი ცვლილება ეხება სატრანსპორტო
საშუალების სანომრე ნიშნის შენახვის წესს; კერძოდ, დღეს მოქმედი მოდელი
ითვალისწინებს ე. წ. ფასიანი ნომრების ფიზიკურად შენახვას, რაც მოითხოვს
მომსახურების სააგენტოს მიერ სათანადო ფართის გამოყოფას. ამასთანავე,
აღნიშნული მოდელი მომხმარებლისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებებს იწვევს,
ვინაიდან შენახული ნომრის აღება პირს შეუძლია მომსახურების სააგენტოს
მხოლოდ იმ სტრუქტურულ ერთეულში, რომელშიც მან ნომერი ჩააბარა; ამდენად,
ნომრის მოძებნა დროში ჭიანურდება; ხშირად ხდება ასევე შენახული ნომრის
დაზიანება. კანონპროექტის თანახმად კი, შესაძლებელი იქნება ნომრის შენახვა არა
ფიზიკურად, არამედ „ვირტუალურად“. შედეგად, მომხმარებელი შეძლებს,
მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მცირე დროში
დაიბრუნოს თავისი სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი.
კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, იმავე მუხლის
შენიშვნის 34 პუნქტსა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის
თანახმადაც, მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო
სანომრე ნიშანს, 7 თვის ნაცვლად, შეინახავს 1 წლამდე ვადით. სახელმწიფო
სანომრე ნიშნის შენახვა განხორციელდება არა ფიზიკურად, არამედ პირის
მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მათი ამ ვადის განმავლობაში
ხელახლა დაბეჭდვა/გაცემა. ამასთანავე, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა
ექნება, ზემოხსენებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა მოითხოვოს
მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში და არა მხოლოდ
იმ სტრუქტურულ ერთეულში, სადაც მან ნომერი ჩააბარა. აღნიშნული
მომსახურების საფასური ავტომობილის შემთხვევაში შეადგენს 35 ლარს, ხოლო
მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის
შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება 25 ლარი.
კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება აგრეთვე „სატრანსპორტო საშუალების“
განმარტება; კერძოდ „სატრანსპორტო საშუალება“ განიმარტება როგორც:
− მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
− მისაბმელი,
რომელიც
განკუთვნილია
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალებებით მისი ბუქსირებისთვის;
3
− სპორტული დანიშნულების ავტომობილი;
− ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული
სატრანსპორტო საშუალება.
კანონპროექტით უქმდება გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი, რომელიც 365 დღით
გაიცემა და რომლის ღირებულებაც 450 ლარს შეადგენს. ვინაიდან გრძელვადიანი
შიდა ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობა პრაქტიკაში ხშირად არ ხდება, აღარ
არის ამ მომსახურების არსებობის აუცილებლობა.
კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 მარტიდან შეიცვლება შიდა ტრანზიტის
მომსახურებაც; კერძოდ, მოქმედი კანონის მიხედვით, შიდა ტრანზიტი გაიცემა
ჯამში 90 დღით, რომლის დღიური საფასური 1 ლარია. ცვლილების თანახმად კი,
შიდა ტრანზიტის 90 დღის ვადით გაცემისთვის განისაზღვრება ერთიანი საფასური
50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, უქმდება შიდა ტრანზიტის ვადის
გადაცილებისთვის
დღეების
მიხედვით
დადგენილი
სანქცია
ყოველ
ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით (ჯამურად არაუმეტეს 500
ლარისა) და დაკარგული ნომრის აღდგენის 30-ლარიანი საფასური. გარდა ამისა,
მცირდება შიდა ტრანზიტისთვის დადგენილი საფასური. შიდა ტრანზიტის
გაცემასთან დაკავშირებით ახალი პირობების დადგენის უფლებამოსილება ექნება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
კანონპროექტის მიხედვით, ქაღალდის ტრანზიტული სანომრე ნიშნის გაცემის
ნაცვლად, შესაძლებელი იქნება ლითონის სანომრე ნიშნის ფირნიშის გაცემა
(საფასური − 50 ლარი).
მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევ მომსახურებებს შორის ერთ-ერთ ყველაზე
მოთხოვნად მომსახურებას განეკუთვნება ცნობების გაცემა, რაც, მოქმედი კანონის
თანახმად, 5 სამუშაო დღის განმავლობაში ხორციელდება, ხოლო დაჩქარებული
მომსახურების გაწევის ვადა 3 ან 1 სამუშაო დღეა (რომლის მიღების მიზნითაც,
დაინტერესებული პირი დამატებით საფასურს იხდის); ეს ცნობებია, მაგალითად,
ნასამართლობის შესახებ, უფლების ჩამორთმევის შესახებ, პირის მსჯავრდების
შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული
ინფორმაციის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაგადმოკვეთის შესახებ, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის
გამოცხადების შესახებ ცნობები. კანონპროექტის მიხედვით, ცნობების გაცემის
საერთო სტანდარტული ვადა 5 სამუშაო დღიდან მცირდება 3 სამუშაო დღემდე,
ხოლო დაჩქარებული მომსახურების გაწევის სახედ მხოლოდ 1 სამუშაო დღეში
ცნობის გაცემა დარჩება, რითაც მომხმარებლისთვის უკეთესი პირობები შეიქმნება.
მოქმედი კანონის თანახმად, ნასამართლობის შესახებ, პირის მსჯავრდების შესახებ
და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების 5 სამუშაო დღეში გაცემა არის უფასო,
ხოლო მათი 3 სამუშაო დღეში გაცემის, როგორც დაჩქარებული მომსახურების
გაწევის, საფასურია 15 ლარი. კანონპროექტის მიხედვით, ეს ცნობები, 5 სამუშაო
დღის ნაცვლად, გაიცემა 3 სამუშაო დღეში და მათი ღირებულება განისაზღვრება 20
4
ლარის ოდენობით, ასევე 1 სამუშაო დღეში დაჩქარებული მომსახურების გაწევის
საფასური 25 ლარიდან შემცირდება 20 ლარამდე.
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი დაჩქარებული მომსახურებების შემოღებას
(დაჩქარებული მომსახურების გაწევას არ აქვს სავალდებულო ხასიათი და
დამოკიდებულია დაინტერესებული პირის ნებაზე). კანონპროექტით შემოღებულ
იქნება შემდეგი ახალი დაჩქარებული მომსახურებები: მომსახურების სააგენტოს
მიერ
დამზადებული/გაცემული
დოკუმენტის
აპოსტილით
დამოწმება
შესაძლებელი იქნება დაჩქარებული წესით, განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის
განმავლობაში, რისთვისაც საფასურის განაკვეთი განისაზღვრება 30 ლარის
ოდენობით; ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ
ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ
საშუალებაზე გირავნობის მოწმობის მიღება დაინტერესებულ პირს შეეძლება 1
სამუშაო დღის განმავლობაში, რისთვისაც დაჩქარებული მომსახურების
საფასურის განაკვეთი განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით იცვლება გარკვეული მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის
განაკვეთები; მაგალითად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე,
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ
შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე ერთი ერთეული
სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის
დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერებისთვის არსებული საფასური
გახდება 60 ლარი; სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის
ფარგლების გარეთ, შესაბამისი აქტის შედგენით, ერთი ერთეული სატრანსპორტო
საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების მომსახურების საფასური გახდება
ასევე 60 ლარი, ხოლო აღნიშნული მომსახურების შესაბამისი აქტის შედგენის
გარეშე მიღებისთვის საფასური განისაზღვრება 30 ლარის ოდენობით.
პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ
მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე
ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე
დათვალიერების/საექსპერტო შემოწმების საფასური ერთ ერთეულზე:
− სატრანსპორტო
საშუალების
სტრუქტურული
ერთეულის
გარეთ
დათვალიერება აქტის შედგენით ან მის გარეშე − საფასური შემცირდება 45
ლარით;
− სატრანსპორტო საშუალების სტრუქტურული ერთეულის გარეთ საექსპერტო
შემოწმება აქტის შედგენით − საფასური შემცირდება 30 ლარით;
− სატრანსპორტო საშუალების სტრუქტურული ერთეულის გარეთ საექსპერტო
შემოწმება აქტის შედგენის გარეშე − საფასური შემცირდება 15 ლარით.
საგულისხმოა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს
5
კანონის მე-12 მუხლის შენიშვნას ემატება ახალი მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელი იქნება
დამატებით განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების
გაწევისათვის დადგენილი საფასურების წინასწარ (მომსახურების გაწევამდე)
გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი ნორმები კანონპროექტით იხვეწება
აგრეთვე სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით და უფრო ცხადი შინაარსით
ყალიბდება, რაც ასევე განაპირობებს, მათ შორის, მომხმარებლისთვის უკეთესი
გარემოს შექმნას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან
მე-15 დღეს, ხოლო ნაწილი − 2023 წლის 1 მარტიდან, რადგან, კანონპროექტის
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების
ამგვარი ვადების დადგენა. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტი (საკუთარი შემოსავლები); კერძოდ,
მომსახურების სააგენტო არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ მისი
6
საქმიანობის დაფინანსების წყაროა მის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული
შემოსავლები. შესაბამისად, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული
აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
მომსახურების სააგენტოს მომსახურებებს კანონპროექტით ემატება მომსახურების
ახალი სახეები და ცალკეულ შემთხვევებში ხდება საფასურთა დაზუსტება.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული
მომსახურების აღნიშნული საფასურები მომხმარებლისთვის აბალანსებს ფასთა
ზრდისა და შემცირების თანაფარდობას. შესაბამისად, მომსახურების ახალი
სახეებისა და საფასურების დანერგვა გაზრდის მომსახურების სააგენტოს
შემოსავალს, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
გაზრდას გამოიწვევს, რადგან მომსახურების სააგენტოს შემოსავლის 10 პროცენტი
სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. მომსახურების სააგენტოს მოსალოდნელი
შემოსავალია წლის განმავლობაში 23 000 000 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება იქონიებს ფინანსურ შედეგებს მომსახურების სააგენტოს
მომსახურებით მოსარგებლე პირებისათვის, რადგან მომსახურების სააგენტოს
მომსახურებებს ემატება მომსახურების ახალი სახეები და ცალკეულ შემთხვევებში
ხდება საფასურთა დაზუსტება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ
კანონპროექტით განსაზღვრული მომსახურების აღნიშნული საფასურები
მომხმარებლისთვის აბალანსებს ფასთა ზრდისა და შემცირების თანაფარდობას.
7
კანონპროექტით გათვალისწინებული მომსახურების ახალი სახეებია:
− იარაღის შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში დროებით გადატანისა
და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, რისთვისაც საფასური ერთ
ერთეულ იარაღზე განისაზღვრება 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ
იარაღზე − 50 ლარი, ხოლო ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100
ლარი;
− იარაღის შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან
დროებით გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, რისთვისაც
საფასური ერთ ერთეულ იარაღზე განისაზღვრება 20 ლარი.
− მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის
აპოსტილით დამოწმების დაჩქარებული მომსახურების (განაცხადის შეტანიდან
1 სამუშაო დღის განმავლობაში დამოწმების) საფასურის განაკვეთია 30 ლარი.
− ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ
დაგირავებულ
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკურ
საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემის დაჩქარებული მომსახურების (1
სამუშაო დღის განმავლობაში გაცემის) საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
ცნობების გაცემის ცალკეული საკითხები კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი
სახით:
− მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაგადმოკვეთის შესახებ ცნობის 5 სამუშაო დღეში გაცემის საფასურია 20 ლარი.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ეს ცნობა 5 სამუშაო დღეში აღარ
გაიცემა, არამედ გაიცემა 3 სამუშაო დღეში და მისი ღირებულება შეადგენს 30
ლარს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ცნობის 3 დღეში
გაცემა მიეკუთვნებოდა დაჩქარებულ მომსახურებას, რისი ღირებულებაც
ჯამურად 35 ლარს (15 ლარს დამატებული 20 ლარი) შეადგენდა. საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის
დაჩქარებული მომსახურების (განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის
განმავლობაში გაცემის) საფასური განისაზღვრა 20 ლარით, რომელიც მოქმედი
კანონის თანახმად 25 ლარია).
− სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის 5
სამუშაო დღეში გაცემის საფასური განისაზღვრა 30 ლარის ოდენობით (იგი
მოქმედი კანონის თანახმად 20 ლარია).
− მოქმედი კანონის თანახმად, ნასამართლობის შესახებ, პირის მსჯავრდების
შესახებ და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების 5 სამუშაო დღეში გაცემა
არის უფასო, ხოლო მათი 3 სამუშაო დღეში გაცემის, როგორც დაჩქარებული
მომსახურების გაწევის, საფასურია 15 ლარი. კანონპროექტის მიხედვით, ეს
ცნობები, 5 სამუშაო დღის ნაცვლად, გაიცემა 3 სამუშაო დღეში და მათი
ღირებულება განისაზღვრება 20 ლარის ოდენობით, ასევე 1 სამუშაო დღეში
დაჩქარებული მომსახურების გაწევის საფასური 25 ლარიდან შემცირდება 20
ლარამდე.
− პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობისა
და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული
8
ინფორმაციის შესახებ ცნობის 3 სამუშაო დღეში გაცემის საფასური
კანონპროექტით განისაზღვრება 30 ლარით, ხოლო 1 სამუშაო დღეში
დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 20 ლარს.
− სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის 3
სამუშაო დღის განმავლობაში გაცემის საფასური, კანონპროექტის თანახმად,
შეადგენს 30 ლარს, ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის
დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი დგინდება 20 ლარის
ოდენობით.
ცალკეული მომსახურებები და მომსახურების ცალკეულ საფასურთა განაკვეთები
კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი სახით:
− ტერმინთა განმარტებებში იხვეწება იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის
არსებული მიზნობრიობა და განისაზღვრება ისეთი მომსახურება, როგორიც
არის იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა შენახვის ადგილიდან იარაღის
შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან დროებით გადატანისა და შენახვის
ადგილზე დაბრუნების მიზნით (აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ შენახვის
უფლებით რეგისტრირებულ იარაღზე). მომსახურების საფასური, 10 ლარის
ნაცვლად, იქნება 20 ლარი.
− განსხვავებულად წესრიგდება იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების გაცემის
შესახებ ცნობის გაცემის საფასურის განაკვეთი; კერძოდ, არსებული საფასური
იზრდება 10 ლარით და შეადგენს 20 ლარს.
− კანონპროექტით წარმოდგენილი ერთ-ერთი ცვლილება ეხება სატრანსპორტო
საშუალების სანომრე ნიშნის შენახვის წესს; კერძოდ, დღეს მოქმედი მოდელი
ითვალისწინებს ე. წ. ფასიანი ნომრების ფიზიკურად შენახვას. კანონპროექტით
თანახმად, მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო
სანომრე ნიშანს, 7 თვის ნაცვლად, შეინახავს 1 წლამდე ვადით. სახელმწიფო
სანომრე ნიშნის შენახვა განხორციელდება არა ფიზიკურად, არამედ პირის
მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მათი ამ ვადის განმავლობაში
ხელახლა დაბეჭდვა/გაცემა. ამასთანავე, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა
ექნება, ზემოხსენებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა მოითხოვოს
მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში და არა
მხოლოდ იმ სტრუქტურულ ერთეულში, სადაც მან ნომერი ჩააბარა. აღნიშნული
მომსახურების საფასური ავტომობილის შემთხვევაში შეადგენს 35 ლარს, ხოლო
მოტოციკლის,
კვადროციკლის,
ტრიციკლის,
მოპედის,
მსუბუქი
კვადროციკლის შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება 25
ლარი.
− კანონპროექტით უქმდება გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი, რომელიც 365
დღით გაიცემა და რომლის ღირებულებაც 450 ლარს შეადგენს. ვინაიდან
გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობა პრაქტიკაში
ხშირად არ ხდება, აღარ არის ამ მომსახურების არსებობის აუცილებლობა.
− კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 მარტიდან შეიცვლება შიდა ტრანზიტის
მომსახურებაც; კერძოდ, მოქმედი კანონის მიხედვით, შიდა ტრანზიტი გაიცემა
ჯამში 90 დღით, რომლის დღიური საფასური 1 ლარია. ცვლილების თანახმად
კი, შიდა ტრანზიტის 90 დღის ვადით გაცემისთვის განისაზღვრება ერთიანი
9
−
−
−
−
−
−
საფასური 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, უქმდება შიდა ტრანზიტის ვადის
გადაცილებისთვის დღეების მიხედვით დადგენილი სანქცია ყოველ
ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით (ჯამურად არაუმეტეს 500
ლარისა) და დაკარგული ნომრის აღდგენის 30-ლარიანი საფასური. გარდა ამისა,
მცირდება შიდა ტრანზიტისთვის დადგენილი საფასური. შიდა ტრანზიტის
გაცემასთან დაკავშირებით ახალი პირობების დადგენის უფლებამოსილება
ექნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
იცვლება ერთი წყვილი ტრანზიტული ნომრის გაცემის საფასური, კერძოდ, ეს
საფასური იზრდება 20 ლარით და შეადგენს 50 ლარს. კანონპროექტის
მიხედვით, ქაღალდის ტრანზიტული სანომრე ნიშნის გაცემის ნაცვლად,
შესაძლებელი იქნება ლითონის სანომრე ნიშნის ფირნიშის გაცემა (საფასური −
50 ლარი).
ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების შესაბამისი აქტის
შედგენით საექსპერტო შემოწმების (გარდა მომსახურების სააგენტოს
ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმებისა) საფასური განისაზღვრება 30
ლარით. ამ მომსახურების საფასური 10 ლარით იზრდება.
სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან
იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული ერთი ერთეული სატრანსპორტო
საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების შესაბამისი აქტის შედგენით საექსპერტო შემოწმების
საფასური განისაზღვრება 40 ლარით. მომსახურების სააგენტო ამ მომსახურებას
დღესაც ახორციელებს, თუმცა აღნიშნული მომსახურება კანონპროექტით
ცალკე მომსახურების სახედ განისაზღვრება.
ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების შესაბამისი აქტის
შედგენით ან მისი შედგენის გარეშე დათვალიერების (გარდა სააგენტოს
სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ დათვალიერებისა) საფასური
განისაზღვრება 20 ლარით.
დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო
საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე
დათვალიერების საფასური განისაზღვრება 60 ლარით.
დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო
საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების შესაბამისი აქტის შედგენით საექსპერტო შემოწმების
(გარდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული
ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული ერთი ერთეული სატრანსპორტო
საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების შესაბამისი აქტის შედგენით საექსპერტო შემოწმებისა)
საფასური განისაზღვრება 60 ლარით. ამ მომსახურების საფასური 20 ლარით
იზრდება.
10
−
−
−
−
−
დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი
პირის მიერ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
რეგისტრაციისათვის
ან
აღრიცხვიდან
მოხსნისათვის
საჭირო
განცხადების/ერთობლივი
განცხადების
მიღების
ან/და
შესაბამისის
ადმინისტრაციული საქმის წარმოების (სრულად ან ნაწილობრივ) ან/და
სარეგისტრაციო ნიშნების ჩაბარების (სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის
ტერიტორიის ფარგლების გარეთ) საფასური განისაზღვრება 50 ლარით. ნორმა
ტექნიკურად ზუსტდება.
დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო
საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე საექსპერტო
შემოწმება განისაზღვრება 30 ლარით. ამ მომსახურება საფასური 10 ლარით
იზრდება.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ
სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე
საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერის (გარდა ერთ
ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების
აღრიცხვის მოწმობის შევსებისა (გარდა რეექსპორტისას)) ან/და სასაქონლო
ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების)
შემოსავლების სამსახურისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსათვის მიწოდების ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ
ბაზაში ასახვის საფასური განისაზღვრება 50 ლარით. ნორმა ტექნიკურად
ზუსტდება და აღნიშნული მომსახურების საფასური 20 ლარით იზარდება.
ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების
აღრიცხვის მოწმობის შევსების (გარდა რეექსპორტისას) საფასური
განისაზღვრება 30 ლარით. ამ მომსახურების საფასური 10 ლარით იზარდება.
პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ
მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე
ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე
დათვალიერების/საექსპერტო შემოწმების საფასური ერთ ერთეულზე:
სატრანსპორტო
საშუალების
სტრუქტურული
ერთეულის
გარეთ
დათვალიერება აქტის შედგენით ან მის გარეშე − საფასური შემცირდება 45
ლარით;
სატრანსპორტო
საშუალების
სტრუქტურული
ერთეულის
გარეთ
საექსპერტო შემოწმება აქტის შედგენით − საფასური შემცირდება 30 ლარით;
სატრანსპორტო
საშუალების
სტრუქტურული
ერთეულის
გარეთ
საექსპერტო შემოწმება აქტის შედგენის გარეშე − საფასური შემცირდება 15
ლარით.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელი იქნება დამატებით
განისაზღვროს მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის
11
დადგენილი საფასურების წინასწარ (მომსახურების
ვალდებულებისგან გათავისუფლების გარემოებები.
გაწევამდე)
გადახდის
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
მომსახურების სააგენტოს მომსახურებებს კანონპროექტით ემატება მომსახურების
ახალი სახეები და ცალკეულ შემთხვევებში ხდება საფასურთა დაზუსტება (იხ. „ბ.ე“
ქვეპუნქტი).
ამასთანავე,
გასათვალისწინებელია,
რომ
კანონპროექტით
განსაზღვრული მომსახურების აღნიშნული საფასურები მომხმარებლისთვის
აბალანსებს ფასთა ზრდისა და შემცირების თანაფარდობას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
12
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ირაკლი შატაკიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო
იობაშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური.
13