„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312)
შეტანილ იქნეს ცვლილება და 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას დადგენილი
წესით რეგისტრაციას ექვემდებარება:
ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი
ბუქსირებისათვის;
გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი;
დ) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების
ნომრიანი აგრეგატები;
ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;
ვ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ პუნქტის
„ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნომრიანი
აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის
თანახმად, საქართველოს მთავრობას ევალება ავტომობილის სპორტული
დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესის და კრიტერიუმების განსაზღვრა.
აქედან გამომდინარე, შემუშავებულია „ავტომობილის სპორტული დანიშნულების
ავტომობილად მიჩნევის წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც უახლოეს
მომავალში დამტკიცდება. აღნიშნული დადგენილების პროექტის თანახმად,
სპორტული
დანიშნულების
ავტომობილად
მიჩნეული
სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესით და რეგისტრაციის შედეგად გაიცემა
სარეგისტრაციო ნიშნები (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და
რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). ამის გამო, საჭიროა
ცვლილება განხორციელდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
და რეგისტრაციას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშალებების ჩამონათვალს
დაემატოს სპორტული დანიშნულების ავტომობილი.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს
პარლამენტმა მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1011-VIმს-Xმპ კანონი, რომლითაც
შეიცვალა ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების განმარტება და დადგინდა
სატრანსპორტო საშუალებათა ახალი კატეგორიები. აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებით შეიცვალა, მათ შორის, „მოპედის“ განმარტება და დაკონკრეტდა, რომ
მოპედი არის განსაზღვრული პარამეტრების მქონე მექანიკური სატრანსპორტო
საშუალება.
იმავდროულად,
ცვლილება
განხორციელდა
„მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების“ განმარტებაში და გამონაკლისი, რომ მასში არ
მოიაზრება მოპედი და მასთან გათანაბრებული სხვა სატრანსპორტო საშუალება,
გაუქმდა. შესაბამისად, მოქმედი კანონის თანახმად, მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებას განეკუთვნება, მათ შორის, მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი და
ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. აქედან გამომდინარე,
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველ პუნქტში
არსებულ ჩამონათვალში მოპედისა და ელექტროძრავიანი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისგან
დამოუკიდებლად მითითება, სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, აღარ
1
არის მართებული. შესაბამისად, აღნიშნულ პუნქტში კანონპროექტით რამდენიმე
ტექნიკური ხასიათის ცვლილება ხორციელდება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი კანონით წესრიგდება. შესაბამისად, ამ
საკითხის კანონით ახლებურად მოსაწესრიგებლად საჭიროა საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად აღმოიფხვრება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები და გაუმჯობესდება ამჟამად მოქმედი
სამართლებრივი მოწესრიგება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით იცვლება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53ე მუხლის პირველი პუნქტი და რეგისტრაციას დაქვემდებარებული
სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალს ემატება სპორტული დანიშნულების
ავტომობილი.
ამასთანავე, იმავე პუნქტში ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება და,
რეგისტრაციას დაქვემდებარებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
ჩამონათვალის (მოპედი, მსუბუქი კვადროციკლი, ელექტროძრავიანი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება) ნაცვლად, მიეთითება, რომ რეგისტრაციის
ვალდებულება ვრცელდება, ზოგადად, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასა და
მისაბმელზე, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით
მისი ბუქსირებისათვის. კანონპროექტის თანახმად, რეგისტრაციის ვალდებულება
არ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების
ნომრიანი აგრეგატებზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს, რადგან იგი, კანონპროექტის მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე,
2
მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადების დადგენა. წარმოდგენილი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტი (საკუთარი შემოსავლები);
კერძოდ, მომსახურების სააგენტო არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
არამედ მისი საქმიანობის დაფინანსების წყაროა მის მიერ გაწეული
მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. შესაბამისად, კანონპროექტის
მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება მომსახურების
სააგენტოს ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
რეგისტრაციას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშალებების ჩამონათვალს
კანონპროექტით ემატება სპორტული დანიშნულების ავტომობილი, რამაც
შესაძლოა შესაბამისი გავლენა იქონიოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
საშემოსავლო ნაწილზე, ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის გაზრდას, რადგან მომსახურების სააგენტოს შემოსავლის 10
პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
3
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
რეგისტრაციას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშალებების ჩამონათვალს
კანონპროექტით ემატება სპორტული დანიშნულების ავტომობილი, რამაც
შესაძლოა შესაბამისი გავლენა იქონიოს ამ სახის ავტომობილის რეგისტრაციის
მსურველ პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
4
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ირაკლი შატაკიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო
იობაშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური.
5