„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-16
ბიუროს ნომერი 150
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების
სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სამართლებრივ
საფუძვლებს და სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებს.“.
2.
მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომლებს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის
უფროსის მოადგილეს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე მათთვის შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური
წოდებების მინიჭების თაობაზე;“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„5. სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები ექვემდებარებიან სამსახურში
მიღების, განთავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალურ წესს,
რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
3. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. სახელმწიფო სპეციალური წოდება და მისი მინიჭების წესი
1.
თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის
უფროსის მოადგილეს ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება.
2.
სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
თანამშრომლის და სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი
სამსახურის უფროსის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოადგილის შრომის
ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის და ფულადი
ჯილდოსაგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა
და წელთა ნამსახურობის დანამატისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
დანამატისაგან.
3.
,,სახელმწიფო
სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს,
კომპენსაციისა
და
სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად, უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია
ან სახელმწიფო პენსია.
4.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს:
ა) სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის
საქმიანობაზე
ზედამხედველი
სამსახურის
უფროსის
მოადგილისთვის
სახელმწიფო
სპეციალური წოდების მინიჭების წესს;
ბ) სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის
საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების,
სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის
დანამატის ოდენობას, მათი გაცემის წესსა და პირობებს.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2022 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ
კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6
მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების მიღება.
2. 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა
(შემდგომში - სსიპ შემოსავლების სამსახური), საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ
განსაზღვრული წესის შესაბამისად, უზრუნველყოს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი
სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად
საჭირო ღონისძიების გატარება.
მუხლი 3.
1.
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა
და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1
სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურაში შემავალი საბაჟო
დეპარტამენტის (შემდგომში - საბაჟო დეპარტამენტი) საქმიანობის ძირითად ფუნქციურ
მიმართულებებს წარმოადგენს სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების, საზოგადოებრივი
უსაფრთხოების, მცენარეთა და ცხოველთა სიჯანსაღის, ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის
ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული
საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებსაც
საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლის მეშვეობით, მის შემადგენლობაში
არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონების, გაფორმების განყოფილებების, გამშვები
პუნქტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიაზე.
დღეისათვის საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციები მნიშვნელოვნად არის გაფართოებული
და საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის, სატრანსპორტო
საშუალებებისა და ფიზიკური პირების კონტროლთან ერთად, საბაჟო კონტროლი ასევე
მოიცავს არასატარიფო ღონისძიებებს (20-მდე სხვადასხვა სახის სახელმწიფო კონტროლით),
ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და
სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლსაც.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საბაჟო
ორგანოებზე
ნაწილობრივ
დელეგირებულია
სამართალდამცავი
ორგანოების
რიგი
ფუნქციებისა, როგორიცაა მაგალითად ფიზიკური პირების საპასპორტო კონტროლის ან
საბაჟო
საზღვარზე
გადაადგილებული
სატრანსპორტო
საშუალებების
შემოწმების
განხორციელება.
საბაჟო კონტროლი ხორციელდება ასევე ქვეყნის შიგნით სპეციალურად შექმნილ საბაჟო
კონტროლის ზონებში, დეკლარირებული საქონლის გაფორმებისას, როდესაც გაფორმების
ეკონომიკური ზონები და გაფორმების განყოფილებები ახორციელებენ დეკლარანტის მიერ
წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციისა და დოკუმენტების, დეკლარირების ვადების და
დეკლარირების სისწორის (მათ შორის, სასაქონლო კოდის, საქონლის საბაჟო ღირებულების
განსაზღვრის, შეზღუდვებისა და აკრძალვების დაცვის, გადასახდელების დარიცხვის)
შემოწმებას, საქონლის დათვალიერებას, საჭიროების შემთხვევაში სინჯების/ნიმუშების
აღებას და ექსპერტიზას.
კონტროლისა და პრევენციული ღონისძიებების გარდა, საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომლები კომპეტენციის ფარგლებში ახდენენ სამართალდარღვევების გამოვლენას და
სათანადო რეაგირებას. საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის
წარმოებასთან ერთად, მათ უწევთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენაც,
რადგან ოპერატიულად აქვთ შეხება ისეთ საქონელთან, როგორიცაა ნარკოტიკი, იარაღი,
ნაღდი ფული, ორმაგი დანიშნულების საქონელი, მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებები,
სხვა აკრძალული ან შეზღუდვას დაქვემდებარებული საქონელი. ასეთ შემთხვევებში,
არსებული კომპეტენციის გათვალისწინებით, მათ მიერ ხორციელდება დანაშაულის
ობიექტისა (საქონელი, სატრანსპორტო საშუალება) და დანაშაულის ჩამდენი პირის შეჩერება,
შესაბამისი მასალების მომზადება და საგამოძიებო ორგანოსთვის გადაგზავნა.
თუ გადავხედავთ უცხო ქვეყნების (მათ შორის, ჩვენს რეგიონში) გამოცდილებას,
უმრავლესობაში საბაჟო ორგანო წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოს ან სპეციალური
სტატუსის
მქონე
სამსახურს,
სამართალდამცავთან
გათანაბრებული
ფუნქცია-
მოვალეობებითა და სოციალური გარანტიებით. მაგალითად, საბაჟო წოდებებს
ითვალისწინებს ალბანეთის, სომხეთის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბელგიის,
ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის,
ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის,
ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლატვიის, ლიტვის, მალტას,
მოლდოვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის,
რუსეთის ფედერაციის, სერბეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის,
შვეიცარიის,
ტაჯიკეთის,
მაკედონიის,
თურქეთის,
თურქმენეთის,
უკრაინის,
გაერთიანებული სამეფოს, უზბეკეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის
კანონმდებლობა.
საბაჟო დეპარტამენტს, როგორც საზღვრის უსაფრთხოების დაცვაში ჩართულ ორგანოთა
სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს და შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობებით
აღჭურვილ სტრუქტურულ ერთეულს, აუცილებელია ჰქონდეს როგორც შესაბამისი
მოთხოვნები თანამშრომელთა მიღებისას, ასევე სათანადო პირობები მათთვის სპეციალური
წოდებების მისანიჭებლად.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა წახალისების (მ.შ.
ფულადი ჯილდოს) არსებული სისტემა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა
მოტივაციას
მათზე
დაკისრებულ
სამსახურებრივ
მოვალეობათა
სანიმუშოდ
შესრულებისთვის,
ხანგრძლივი
და
კეთილსინდისიერი
მნიშვნელოვნად
ჩამორჩება
მანამდე
არსებულსაც.
სამსახურისთვის,
შედეგად,
დაიწყო
ამასთან,
საბაჟო
დეპარტამენტიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება და 2019–2022 წლებში
საკუთარი სურვილით სამსახური დატოვა 150-მა თანამშრომელმა. მათ ნაცვლად ახალი
კადრების შერჩევას, მომზადებასა და მათ დანიშვნას მინიმუმ 6-დან 8 თვემდე პერიოდი
სჭირდება. ამასთან, ახლად მიღებული თანამშრომელი პროფესიული ვალდებულებების
შესრულების ხარისხით ვერ გაუთანაბრდება შესაბამისი წელთა ნამსახურობისა და
გამოცდილების მქონე თანამშრომელს. ეს მოქმედებს როგორც მომსახურების ხარისხზე, ასევე
საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი კონტროლის ეფექტურობაზე.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
კვალიფიციური
კადრების
მოზიდვის/დამაგრების და მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით, აუცილებელია საბაჟო
დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებების შემოღება, თანამშრომლებისთვის
შესაბამისი სოციალური გარანტიებისა და კომპენსაციების უზრუნველყოფით. აღნიშნული
საშუალებას მისცემს საბაჟო ორგანოს, ხარისხობრივად შეიცვალოს კარიერული წინსვლის
ჩარჩო სტანდარტები და შექმნის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მოტივაციის
წინაპირობას, რაც სულ მცირე 70-80 პროცენტით შეამცირებს კადრების გადინებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
თანამშრომელთა მიღების და განთავისუფლების წესი, საჯარო მოსამსახურეთა
კატეგორიები, ვისაც შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური წოდება, წოდების
მინიჭებასთან
დაკავშირებული
დებულებები
წარმოადგენს
საკანონმდებლო
დონეზე
რეგულირებულ ნორმებს და შესაბამისად მათში ცვლილება და სახელმწიფო სპეციალური
წოდების მინიჭებას დაქვემდებარებულ სუბიექტებად შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომელთა განსაზღვრისთვის აუცილებელია შესაბამის კანონებში
ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის
უფროსის მოადგილეს, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიენიჭება სპეციალური
სახელმწიფო წოდება. შედეგად, აღნიშნული წოდების მქონე თანამშრომლები მიიღებენ
შრომის ანაზღაურებას, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის,
ფულადი ჯილდოსაგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი
სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული
სხვა დანამატებისგან.
ამასთან, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება,
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო
პენსია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის „შემოსავლების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში, კერძოდ,
საკანონმდებლო დონეზე დგინდება, რომ აღნიშნული
კანონი განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის
სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის
გარანტიებს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებს ემატება უფლებამოსილება,
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომლებს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის
უფროსის მოადგილეს მიანიჭოს სახელმწიფო სპეციალურ წოდება, ასევე იშუამდგომლოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე მათთვის შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური
წოდებების მინიჭების თაობაზე.
კანონპროექტის
მიხედვით,
თანამდებობისა
და
წელთა
ნამსახურობის
გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის
საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს მიენიჭება სპეციალური
სახელმწიფო წოდება. მათთვის სპეციალური სახელმწიფო წოდების მინიჭების, აგრთვე
სამსახურში მიღების, განთავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის წესს
განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
თანამშრომელი
მიიღებს
შრომის
ანაზღაურებას,
რომელშიც
სარგო, სახელფასო დანამატი, ფულადი ჯილდო, აგრეთვე
შევა
თანამდებობრივი
სახელმწიფო სპეციალური
წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო და წელთა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები.
ნამსახურობის
დანამატი
და
საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე
ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო
სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის
ოდენობას, მათი გაცემის წესსა და პირობებს დაადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
კანონპროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებები, რომლებიც
მნიშვნელოვანია კანონპროექტის სრულად ამოქმედებისათვის. კერძოდ, კანონპროექტის მე-2
მუხლის შესაბამისად, 2022 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი
უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მიღებას. ამასთან, შემოსავლების სამსახურს ევალება, კანონის სრულად ამოქმედებიდან 1
თვის ვადაში (2022 წლის 1 ოქტომბრამდე) გაატაროს საჭირო ღონისძიებები საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი
სამსახურის
უფროსის
მოადგილისთვის
სახელმწიფო
სპეციალური
წოდებების
მისანიჭებლად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3
პუნქტით გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება, ხოლო კანონის
პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
კანონის 81 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ამოქმედდება 2022 წლის 1 სექტემბრიდან,
რადგან შესაბამისი დებულებების ამოქმედებამდე საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების
განხორციელება, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები და შემოსავლების სამსახურის მიერ
მომსახურების გაწევიდან მიღებული საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების გარკვეული კატეგორიისათვის
სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება, რაც გაზრდის აღნიშნულ პირთა შრომის
ანაზღაურებას (სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული წოდებრივი
სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის შემოღებით)
და შესაბამისად გაიზრდება
სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა. კანონპროექტის
მომზადების დროისათვის ნავარაუდევია, რომ სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება
1637 პირს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა
დამოკიდებული იქნება სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ წოდებრივი
სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობაზე.
სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის წოდებრივი სარგოსა და წელთა
ნამსახურობის დანამატის პირველი წლის ხარჯის ოდენობა ნავარაუდევია 1 021 860 ლარი
(საიდანაც საშემოსავლო გადასახადის წილი (20%) შეადგენს 204 372 ლარს), მეორე წელს - 2 819
370 ლარი (საიდანაც საშემოსავლო გადასახადის წილი (20%) შეადგენს 563 874 ლარს, ხოლო
მესამე წელს - 4 855 218 ლარი (საიდანაც საშემოსავლო გადასახადის წილი (20%) შეადგენს 971
043 ლარს).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთათვის სახელმწიფო
სპეციალური წოდებების მინიჭება და შესაბამისად წოდებრივი სარგოსა და დანამატების
დაწესება არ გამოიწვევს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებების გაზრდას. განხორციელებული
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ
სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურების
დანამატის განსაზღვრის შემდეგ, შესაბამისი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა
განხორციელდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის/სსიპ
შემოსავლების
სამსახურისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
თანამშრომლების რაოდენობა, ვისაც შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური
წოდება, კანონპროექტის მომზადების პერიოდისათვის შეადგენს დაახლოებით 1637 პირს.
აღნიშნულ პირებზე პირველ წელს გასაცემი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურების
დანამატის ოდენობა ნავარაუდევია 1 021 860 ლარი, მეორე წელს - 2 819 370 ლარი, ხოლო
მესამე წელს - 4 855 218 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების წარმოშობას.
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა
მიმართაც
ვრცელდება
მისი
მოქმედება.
კერძოდ,
კანონპროექტით
გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისა
და
საბაჟო
დეპარტამენტის
საქმიანობაზე
ზედამხედველი
სამსახურის
უფროსის
მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება, რაც შესაბამისად გაზრდის
აღნიშნულ პირთა შრომის ანაზღაურებას (სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის
გათვალისწინებული წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურების დანამატის შემოღებით).
თანამშრომლების რაოდენობა, ვისაც შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური
წოდება, კანონპროექტის მომზადების პერიოდისათვის შეადგენს დაახლოებით 1637 პირს.
თითოეულ პირთან მიმართებით ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
იმაზე, რა ოდენობით განისაზღვრება სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის წოდებრივი
სარგო და წელთა ნამსახურების დანამატი, რაც უნდა დადგინდეს კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით. ჯამურად, აღნიშნულ პირებზე პირველ წელს გასაცემი წოდებრივი
სარგოსა და წელთა ნამსახურების დანამატის ოდენობა ნავარაუდევია 1 021 860 ლარი, მეორე
წელს - 2 819 370 ლარი, ხოლო მესამე წელს - 4 855 218 ლარი.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ან
ბიუჯეტში
სხვა
და
სახის
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
მრავალმხრივ
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
ხელშეკრულების/შეთანხმების
და
არსებობის
საქართველოს
ორმხრივ
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.