საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[44e6]22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

მოხსენება
საქართველოს პარლამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა თბილისი 2022 შინაარსი 1. კანონშემოქმედება 2. საპარლამენტო კონტროლი 3. საგარეო ურთიერთობები 4. ღია პარლამენტი 5. საქართველოს პარლამენტის აპარატი 6. 2022 წლის სამოქმედო გეგმა 2 1. კანონშემოქმედება 2021 წელს საქართველოს პარლამენტი თავის საქმიანობას კვლავ პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე აგრძელებდა. ამის მიუხედავად, საკანონმდებ ლო საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გაიმართა საქართველოს პარლამენტის 62 პლენარული სხდომა (მათ შორის, 15 რიგგარეშე). საქართველოს პარლამენტმა მიიღო 338 საქართველოს კანონი; მათ შორის, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების ინიციატივით წარმოდგენილ იქნა 201 საქართველოს კანონი (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 კანონი; საქართველოს პარლამენტის კომიტეტები 7 კანონი, საქართველოს პარლამენტის წევრები – 189 კანონი), საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით – 132 საქართველოს კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით – 3 საქართველოს კანონის, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით – 2 საქართველოს კანონის პროექტი. მიღებულ იქნა 1068 საქარ თველოს პარლამენტის დადგენილება. საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 46 საერთაშორისო ხელშეკრულების (მათ შორის, ხელშეკრულების, შეთანხმების, მემორანდუმის, კონვენციის) რატიფიცირება. მიღებულ იქნა 1 საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია. ზემოაღნიშნულთაგან თავისი მნიშვნელობითა და შედეგებით გამორჩეულია შემდეგი კანონების პროექტები: საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/39; 02.03.2021) საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებულ მემორანდუმსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას. კერძოდ, საარჩევნო სისტემისა და პროცედურების გასაუმჯობესებლად პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა მრავალრაუნდიანი დიალოგი, რის შედეგადაც შემუშავდა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე, არჩევნების 3 კანონშემოქმედება სანდოობის გაზრდასა და დემოკრატიული პროცესების ჯეროვან და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები. აღნიშნულის გათვალისწი ნებით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/92; 29.06.2021) საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად: ა) საქართველოს პარლამენტის მომ დევნო ორი არჩევნებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 2%-იანამდე მცირდება; ბ) მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/5; 16.12.2020) საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით ახლებურად დარეგულირდა პოლი ტიკური პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტისა და შეჩერების სა ფუძვლები. კერძოდ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამასთანავე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი 4 კანონშემოქმედება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ორგანული კანონი ითვალისწინებს აგრეთვე იმ პოლიტიკური პარტიისთვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებას/შეჩერებას, რომელსაც ზემოხსენებული საფუძვლით შეუწყდება/შეუჩერდება საბიუჯეტო დაფინანსება. გარდა ამისა, ამავე კანონის გარდამავალი დებულებით დადგინდა, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც 2021 წლის 1 აგვისტომდე დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება 2021 წლის 1 აგვისტოდან აღუდგებოდა. ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიას მიეცემოდა ყველა ის თანხა, რომელსაც იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით 2021 წლის 1 აგვისტომდე მიიღებდა, რომ არ დაეკარგა ზემოაღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება (ამავე დროს, ასეთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის უფლებაც მიეცა). საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/41; 24.03.2021) საკანონმდებლო ცვლილებებით ორგანულ კანონში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინ სპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შე ტანის თაობაზე“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/150; 22.12.2021) საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიენიჭა გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს – პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი 5 კანონშემოქმედება საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქარ თველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/489; 09.09.2020) ცვლილებების შედეგად შეიქმნა საკანონმდებლო საფუძველი საქართველოს ტე რიტორიაზე მოქმედ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამე დიცინო მომსახურების სივრცეების სავალდებულო წესით ფუნქციონირებისა და იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტის განსაზღვრისთვის. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარ მოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/36; 31.03.2021) ცვლილებების შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იქ ლეგიტიმურად მცხოვ რები პირები, რომლებიც სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში მოქმედ, სენსორული დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და წესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ირიცხებიან და მათ სახელმწიფო აფინანსებს. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/137; 08.12.2021) საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად: გაიზარდა აზარტული თამაშების მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი; დამკვიდრდა თამაშზე დამოკიდებული პირისა და აკრძალული პირის ცნებები, შეიქმნა მათი სიები და დადგინდა თამაშზე და მოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი (მონაცემების შეტანა, მისი ვადა); განი საზღვრა აკრძალულ პირთა წრე, კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთი ან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრებს აეკრძალათ აზარტულ ან/და მომ გებიან თამაშობებში მონაწილეობა; დაკონკრეტდა შემოსავლების სამსახურის ვალდებულება – დადგინდა, რა შემთხვევაში უნდა გასცეს მან დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირების შესახებ პერსონალური 6 კანონშემოქმედება მონაცემები; აიკრძალა მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონ მდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/44; 31.05.2021) კანონის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტიანად დაცვა, ძეგლის დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანების ან განადგურების გამოვლენა და მასზე სათანადო რეაგირება. დაზუსტდა და დაკონკრეტდა ძეგლის განადგურებისა და ძეგლის დაზიანების ცნებები, რაც ხელს შეუწყობს ამ ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით – ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/67/10; 05.07.2021) 2021 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტი, აგრეთვე კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები, მოამზადა საბოლოო დასკვნა და ის წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობისთვის გადასაგზავნად. კომიტეტმა განიხილა ამ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/14/10; 18.01.2021) კანონით ცვლილება შევიდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში. ცვლილებით ზუსტად განისაზღვრა სპე ციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნივთიერების ოდენობები და მათი 7 კანონშემოქმედება დოზები. აღნიშნული 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებით დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/125/10; 24.11.2021) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტა ნის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღებით მოწესრიგდა მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში. თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციად ჩაითვალა და აიკრძალა სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო მოწყობილობის შიდა ან გარე ნაწილზე ისეთი აღნიშვნის, სურათის, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტის განთავსება, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა. კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) მასში არასრულწლოვანის ყოფნისას. აღნიშნული კანონის მიღება განაპირობა თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილში გამოკვეთილი ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ან/და ახლებურად დარეგულირების აუცილებლობამ. უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა განახორციელეს შემდეგი საკანონმდებლო აქტივობები: აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და სავალდებულო დასკვნა მოამზადა 10 კანონპროექტზე. მათგან აღსანიშნავია:  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/12/10; 30.12.2020) კანონი მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ვადად 2022 წლის 1 იანვრის განსაზღვრას, რამაც 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს კანონით დაკისრებული 8 კანონშემოქმედება მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა მისცა. მათ, 2022 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველეყოთ კოოპერატივების წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების კანონთან შესაბამისობა.  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკა ნონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/40/10; 17.03.2021) „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი მიზნად ისახავს კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტებასა და დარეგულირებას: ზოგიერთი ტერმინის შეცვლას და ახალი ტერმინების დამატებას; ბიზნესოპერატორის აღიარებასთან დაკავშირებული საკითხის დაზუსტებას; ვეტერინარიის სფეროში ბიზნესოპერატორის ვალდებულებების დაზუსტებას; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის №1367-Iს საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ვეტერინარის რეგულირებად პროფესიად განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას; კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პასუხისმგებლობის ზომებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებასა და დარეგულირებას; ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის ოქმის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირებას და სხვა ცვლილებების განხორციელებას.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/43/10; 07.04.2021) „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შედეგად უზრუნველყოფილ იქნა: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების აღდგენა, მათი გაშენების, მოვლისა და დაცვის ხელშეწყობა, ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის თავიდან აცილება; სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაშენებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღმოცენება, მათი ზრდა-განვითარებისა და მოსავლიანობის გაზრდისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნ ველყოფა; ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქარსაფარ ზოლებში მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების გამოყენების ხელშეწყობა; ქვეყანაში ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებული სახელმწიფო 9 კანონშემოქმედება პოლიტიკის განსაზღვრა; ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასა და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების დადგენა. აღნიშნული კანონიდან გამომდინარე კანონების მიღება განპირობებული იყო ამ კანონების მასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ან მათში ახალი მარეგულირებელი ნორმების ასახვის აუცილებლობით.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/49/10; 02.06.2021) „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღების მიზანი იყო დაურეგულირებელი პროდუქტისთვის შესაბამისი სამართლებრივი ნორმების დაწესება და არსებული ცვლა. ღვინისეული სასმელი და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ღვინის კატეგორიებისთვის დამატებული ახალი კატეგორია – დეალკოჰოლიზებული ღვინო თავიანთი მახასიათებლებით განსხვავდება კანონით განსაზღვრულთაგან. ბაზარზე მათი არსებობა საჭიროს ხდიდა მათი წარმოებისა და რეალიზაციის წესების საკანონმდებლო რეგულირებას. ასევე მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებდა საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო სერტიფიცირების, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელთან ერთად ყურძნისეული წარ მოშობის სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების წარმოების სამართლებრივად მოწესრიგება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციირება მიზნად ისახავდა კოდექსის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გამართა 63 სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე კომიტეტმა განიხილა: • 64 საკანონმდებლო ინიციატივა (263 კანონპროექტი), მათ შორის, 31 საკა ნონმდებლო პაკეტი (230 კანონპროექტი) და 33 ცალკე კანონპროექტი. 10 კანონშემოქმედება მათგან წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულ იქნა 4 კანონპროექტი; • 10 საკანონმდებლო წინადადება. ყველა საკანონმდებლო წინადადება განხილულ იქნა წამყვანი კომიტეტის სტატუსით; • 2 პეტიცია. ორივე პეტიცია განხილულ იქნა წამყვანი კომიტეტის სტატუსით; • 8 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი. მათგან წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულ იქნა 1 საკითხი. კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები:  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „არასრულ წლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/107; 02.09.2021) წარმოდგენილი ცვლილებებით ინერგება არასრულწლოვანთა მართლმსა ჯულების პროცესში სპეციალიზებული ექსპერტების მონაწილეობის წესი და დგინდება ცალკეულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ჩატარებისას არა სრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების შემცირების მექანიზმები, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სტანდარტი.  საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონ მდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/151; 22.12.2021) პანდემიის გამო მსჯავრდებულთათვის დაწესებული შეზღუდვების (ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა) სამართლიანი კომპენსირების მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღო ნისძიების სახით მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლებათ განსხვავებული (საშეღავათო) წესით.  საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკა ნონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/25; 04.02.2021) კანონით შეიცვალა ტერმინ „ოჯახის წევრის“ განმარტება, აგრეთვე ახლებურად დარეგულირდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემასთან, ბინად რობის ნებართვის მოქმედების ვადასთან, საქართველოს მოქალაქეობის 11 კანონშემოქმედება ნატურალიზაციით მინიჭებასა და უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებასთან დაკავშირებული საკითხები.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის „აღსრულების კოდექსის“ პროექტი და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/34; 22.02.2021) აღსრულების სფეროში იქმნება ახალი, ერთიანი, სისტემატიზებული სამარ თლებრივი დოკუმენტი, რომელიც იზიარებს საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას და ქმნის აღსრულების მოქნილ და ეფექტიან სისტემას, რომელიც სამართლიანობის, პროპორციულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზეა დაფუძნებული. წესრიგდება აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულების პროცესი. განისაზღვრება საქართველოს აღმასრუ ლებელთა პალატის მოწყობისა და საქმიანობის, აგრეთვე საქართველოს იუს ტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომსახურების გაწევის წესი და პირობები. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2021 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა გამართა 33 სხდომა. აღნიშნულ პერიოდში კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 16 კანონპროექტი, ხოლო სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად – 4 კანონპროექტი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილულ, მიღებულ კანონებს შორის შინაარსობრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი:  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქარ თველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/489; 09.09.2020) ცვლილებების შედეგად შეიქმნა საკანონმდებლო საფუძველი საქართველოს ტე რიტორიაზე მოქმედ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამე დიცინო მომსახურების სივრცეების სავალდებულო წესით ფუნქციონირებისა და იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტის განსაზღვრისთვის.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათ ლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/32; 12.02.2021) 12 კანონშემოქმედება საკანონმდებლო ცვლილებებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა 332 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კერძო სკოლის უფლებამოვალეობებს მოსწავლის მიმართ. კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლეს დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მისცეს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შესაძლებლობა, ხოლო მოსწავლის სტატუსი შეუწყვიტოს მომდევნო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, რათა მან შეძლოს სხვა სკოლაში მობილობით სწავლის გაგრძელება. მობილობის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისთვის ვალდებულება დაეკისრა როგორც კერძო სკოლას, ისე სახელმწიფოს. კერძოდ, მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტისას სკოლა შეუფერხებლად გასცემს მობილობისთვის საჭირო, მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი ხელს შეუწყობს მას სხვა სკოლის მოძიებასა და მობილობის შედეგად სწავლის გაგრძელებაში.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლე ბის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/36; 31.03.2021) ცვლილებების შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იქ ლეგიტიმურად მცხოვ რები პირები, რომლებიც სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში მოქმედ, სენსორული დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ირიცხებიან და მათ სახელმწიფო აფინანსებს.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/69; 01.06.2021) ცვლილებების შედეგად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ5“ ქვეპუნქტი და მე-2 ნაწილი, რომელთა თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში არსებული, სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქ 13 კანონშემოქმედება მიანობაში, თავისუფლდება ქონების გადასახადისგან. საგადასახადო შეღავათი ვრცელდება აგრეთვე პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება გამოიყენება უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატი ვის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№‑07-3/123; 17.11.2021) ცვლილებების მიზანია ქვეყნის მასშტაბით როგორც კერძო, ისე საჯარო ბაგაბაღების ავტორიზაციის პროცესის განხორციელება, რასაც გარდამავალ პერიოდში (2030 წლამდე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. აღნიშნული პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: თავდაპირველად ბაგა-ბაღები აღირიცხება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში, შემდეგ ისინი თვითშეფასებას განახორციელებენ, ხოლო 2025 წლიდან დაიწყება მათი ეტა პობრივი ავტორიზაცია, რომელიც 2030 წლამდე გაგრძელდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა: • გამართა 31 სხდომა; • წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 38 კანონპროექტი და 2 საერთა შორისო ხელშეკრულება; • სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად განიხილა 9 კანონპროექტი და 6 საერთაშორისო ხელშეკრულება. კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი 14 კანონშემოქმედება პასუხისმგებლობის შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-2/501/9; 14.07.2020) (საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია 2021 წლის 2 მარტს) „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმს, რომლის მიხედვით, პირი, რომე ლიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება განახორციე ლოს გარემოს აღსადგენად საჭირო ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ამის შედეგად ზიანის ასანაზღაურებელი თანხა მთლიანად მოხმარდება ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორ ციელებას.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანამდევი კანონპრო ექტები (№07-3/80; 16.06.2021) (საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია 2021 წლის 14 დეკემბერს) საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით გადაიჭრა მნიშვნელოვანი პრობლემა – დადგინდა დასაწყობებული, უკანონოდ მოჭრილი და ჩამორთმეული ხეტყის განკარგვის ახალი წესი. კერძოდ, აღნიშნული ხეტყე დაუყოვნებლივ გასხვისების მიზნით გადაეცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ეროვნულ სატყეო სააგენტოს. საქართველოს ტყის კოდექსით დაზუსტდა კერძო საკუთრებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხები. სახელმწიფო ტყის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სახელმწიფო ტყის კონტურში მოქცეული მიწების კერძო პირებისთვის დარეგისტრირება, თუ კანონმდებლობით არ იქნება დადგენილი შესაბამისი კრიტერიუმები, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც სისტემური რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო, ტყის მართვის ორგანოს ჩართულობით განახორციელებს მიწის რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ტყის კონტურში იქნება მოქცეული. საქართველოს ტყის (გარდა მუნიციპალური ტყისა) დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ სუბიექტებს დაემატა ეროვნული სატყეო სააგენტო.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-2/86; 15.11.2021) საკანონმდებლო ინიციატივა არის უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ ცვლილე ბათა შემცველი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სრულიად ცვლის წყლის 15 კანონშემოქმედება რესურსების მართვის პრინციპებს. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შედეგად შეიქმნება წყლის რესურსების მართვის ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული, „წყლის ჩარჩო დირექტივისა“ და წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი სხვა ევროდირექტივების შესაბამისი, თანამედროვე სისტემა. კერძოდ, ჩამოყალიბდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემა, რაც იმას გულისხმობს, რომ შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი/ინსტიტუციური საფუძვლები და დაინერგება წყლის რესურსების მართვის ახალი სისტემა – მდინარეთა სააუზო მართვა; უზრუნველყოფილი იქნება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის დაგეგმვის/განხორციელების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა; ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების დონეებზე დაინერგება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მიდგომები; შეიქმნება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რესურსების მდგრადი გამოყენების სისტემა.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021) კანონპროექტის თანახმად, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებს შორის გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის, არსებობა სავალდებულო გახდება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/115; 03.11.2021) (მიღებულია პირველი მოსმენით 2021 წლის 1 დეკემბერს) კანონპროექტი ითვალისწინებს პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას (სანქციები: მეპატრონე ფიზიკური პირისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, მეპატრონე იურიდიული პირისთვის ან/და ინდივიდუალური მეწარმისთვის – 1500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა ან/და ინდივიდუალური მეწარმისა – 3 000 ლარის ოდენობით). 16 კანონშემოქმედება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა 182 კანონპროექტი („გამომდინარე“ კანონპროექტების ჩათვლით). მათგან 35 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 147 კანონპროექტზე მოამზადა სავალდებულო დასკვნა. კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 24 საერთაშორისო ხელშეკრულება. მათგან 2 საერთაშორისო ხელშეკრულებაზე კომიტეტი იყო წამყვანი. კომიტეტმა განიხილა აგრეთვე 7 საკანონმდებლო წინადადება და 1 პეტიცია. აღნიშნულ პერიოდში კომიტეტმა გამართა 39 სხდომა. კომიტეტის საქმიანობა შეეხო შემდეგ სფეროებსა და საკითხებს: ენერგეტიკა, კონკურენცია, ვაჭრობა, სივრცის დაგეგმარება, სატრანსპორტო პოლიტიკა, სახელმწიფო ქონება, ბიზნესის ხელშეწყობა, აზარტული თამაშობების რეგულირება და სხვა. აღსანიშნავია, შემდეგი კანონპროექტები:  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/29; 09.02.2021) საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად აღმოიფხვრა „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედ კანონში არსებული ხარვეზები, რაც ემსახურებოდა: კანონის როლისა და დანიშნულების გაძლიერებას; საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას; შიდაკორპორაციული ურთიერთობების უფრო დეტალურ მოწესრიგებას; მე წარმეობის თავისუფლების ხელშეწყობას და ამ სფეროში გამჭვირვალობის გაზ რდას. გარდა ამისა, ახალი კანონის მიღებით შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნები და საქართველოს კანონმდებლობაში დაინერგა 6 დირექტივა.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/63; 25.05.2021) კანონის მიღების შედეგად: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ სა ქართველოს კანონის მოქმედების სფეროდან გამოირიცხა ელექტროტრან 17 კანონშემოქმედება სპორტის დამტენი პუნქტების/სადგურების მეშვეობით ელექტროტრანსპორტის დატენის მიზნით ელექტროენერგიის რეალიზაციის საქმიანობა; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და ეკისრა ვალდებულება, დაადგინოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრების მარეგულირებელი წესები და პირობები, აგრეთვე დაწესდა ჯარიმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრული ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/ და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევისთვის; განიმარტა და დაზუსტდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზრებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრების ცნებები; დაზუსტდა წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტების სია.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატი ვის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართვე ლოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/124; 24.11.2021) კანონით გადავადდა საკონტროლო-სალარო აპარატებით არასტაციონარული სავაჭრო ადგილების აღჭურვის ვალდებულება და შესაბამის ვადად, 2022 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2023 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. აღნიშნული მარეგულირებელი ნორმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2017 წელს შევიდა. თუმცა, ვინაიდან მისი ამოქმედება მთელ რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და ის ძირითადად რიგით მოვაჭრეებზე ახდენდა გავლენას, ეს ნორმა კოდექსით დადგენილ ვადაში არაერთხელ შეიცვალა, მათ შორის, 2019 წელს, როდესაც მისი ამოქმედების ვადად 2022 წლის 1 იანვარი განისაზღვრა.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/137; 08.12.2021) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ სა ქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების აუცილებლობა განაპირობა სათამაშო ბიზნესის სფეროში საზოგადოების მაღალმა საჯარო ინტერესმა, რომლის საფუძველზედაც საჭირო გახდა ქმედითი და გამართული სამართლებრივი ნორმების დაწესება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენდა თამაშზე დამოკიდებულ პირთა აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისგან დაცვის ეფექტიან მექანიზმებს და 18 კანონშემოქმედება არ განსაზღვრავდა იმ პირთა წრეს, რომელთაც აკრძალული უნდა ჰქონოდათ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა. საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად: გაიზარდა აზარტული თამაშების მო ნაწილეთა ასაკობრივი ზღვარი; დამკვიდრდა თამაშზე დამოკიდებული პირისა და აკრძალული პირის ცნებები, შეიქმნა მათი სიები და დადგინდა თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი (მონაცემების შეტანა, მისი ვადა); განისაზღვრა აკრძალულ პირთა წრე, კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის წინებულ პირებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრებს აეკრძალათ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა; დაკონკრეტდა შემოსავლების სამსახურის ვალდებულება – დადგინდა, რა შემთხვევაში უნდა გასცეს მან დამოკიდებულ პირ თა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირების შესახებ პერსონალური მონაცემები; აიკრძალა მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზედაც კომიტეტი წამყვა ნი იყო:  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესა ხებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/82; 21.10.2021) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი ეხება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისთვის აუცილებელი კვოტების გაცვლის პირობებს. კანონის მიღებამდე სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში არ არსებობდა სატვირთო გადაზიდვების სფეროში ნებართვების განაწილების/გაცემის წესი და, შესაბამისად, სააგენტო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესში მუდმივად აწყდებოდა პრობლემას, რომელიც გამოწვეული იყო ნებართვების არასაკმარისი რაოდენობითა და არასამართლიანი განაწილებით, რის გამოც გადამზიდველები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანი იყო დადგენილი კვოტების ფარგლებში გაცვლილი საერთაშორისო საავტო 19 კანონშემოქმედება მობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვების გაცემისა და მათ გაცემაზე უარის თქმის წესის არსებობა, რომელიც ნებართვების შეზღუდული რაოდენობის პი რობებში პროცესის მოწესრიგებას უზრუნველყოფდა.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/36; 24.02.2021) საკანონმდებლო პაკეტის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ად მინ ისტრაციულ საზღვრებში უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარ ღვევით წარმოებული მშენებლობის დარეგულირება. იგი ადგენს სან ებართვო პირობებ ის დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპ ლუატაციაში მიღების დროებით წესს. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქ მიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ექსპლუატაციაში მიღება ეხება იმ ობიექტს, რომელზედაც გაცემულია მშენებლო ბის ნებართვა და რომლის მშენებლობა, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, დამთავრებულია. გარდა ამისა, სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელზედაც ვრცელდება კანონის მოქმედება, თავისუფლდება ყველა შესაბამისი დაკისრებუ ლი/დასაკისრებელი პასუხისმგებლობისგან. ამავდროულად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი ამკაცრებს სანქციებს ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის. კერძოდ, კანონის მიხედვით, ადმინისტრა ციულსახდელდადებული პირი მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისთვის ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ხოლო იურიდიული პირი – ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორ თმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. ამასთანავე, კანონით იკრძალება ობიექტის საცხოვრებელი ან სხვა დანიშნულებით ფუნქციონირება მის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ასევე ლიცენზიატს ეკრძალება ობიექტის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგება მის ექსპლუ ატაციაში მიღებამდე. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება დასაშ ვებია მხოლოდ სამშენებლო საქმიანობისთვის.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სათამაშო ბიზ ნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/136; 08.12.2021) 20 კანონშემოქმედება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიზანია სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული გადასახდელის (მოსაკრებლის) მოწესრიგება, რათა არ დაბ რკოლდეს აღნიშნული ინდუსტრიის განვითარება. კანონით შეიცვალა ლატა რიისთვის დადგენილი გადასახდელის დაანგარიშების წესი და იგი, ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ნაცვლად, დაუკავშირდა ლატარიის ერთობლივ შემოსავალს, რომელიც არის ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა. კანონის მიღების შედეგად ლატარიის ორგანიზატორის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი მოსაკრებელი დაკავშირებულია არა რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასთან, არამედ ლატარიის ერთობლივ შემო სავალთან, რაც ლატარიის ორგანიზატორს ბრუნვის გაზრდის, გამართული ფუნ ქციონირებისა და განვითარების შესაძლებლობას მისცემს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 29 საერთაშორისო ხელშეკრულება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ განხილული დოკუმენტებიდან საყურადღებოა:  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/33/10; 12.02.2021). კანონით 2 წლის ვადით − 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა: • საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესაძლებლობა (მუხლი 302. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა); • საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესით სარგებლობის შესაძლებლობა (მუხლი 311. საქართველოს ტერიტორიაზე დაბა დებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესი); 21 კანონშემოქმედება • საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა (მუხლი 322. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება);  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/67/10; 05.07.2021);  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი დოკუმენტი „ქვეყ ნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022–2025 წლებისათვის“ (№07-2/78/10; 01.10.2021);  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/90; 22.11.2021). ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში განხილულ იქნა საქართველოს პრემიერმი ნისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლა მენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2021–2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) და მომზადდა შესაბამისი დასკვნა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ძირითადად ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთან ხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. 2021 წელს კომიტეტმა გამართა 21 სხდომა. განხილულ იქნა 48 ნორმატიული აქტის პროექტი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტების მიღების შედეგად მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახ ლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ 13-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის სამართალთან დაახლოება უზრუნველყოფილია აგრეთვე კანონქვემდებარე 22 კანონშემოქმედება ნორმატიული აქტებით, რომელთა შემუშავება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საფუძველზე. მნიშვნელოვანი კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/29; 09.02.2021) „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. კანონის მიღებით მოხდა ეროვნული კანონმდებლობის ასო ცირების შესახებ შეთანხმების XXVIII დანართში („კორპორაციული სამართალი)“ მითითებულ დირექტივებთან დაახლოება. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღებით კორპორაციულ სფეროში ფუნ დამენტური ცვლილებები განხორციელდა, მოწესრიგდა ძველი კანონით დაუ რეგულირებელი საკითხები, შეიქმნა ბიზნესგარემოსთვის უფრო მოქნილი და ხელსაყრელი პირობები. კანონით შემოღებულ იქნა დისპოზიციური ნორმები, რომელთა გამოყენებითაც მეწარმეები კორპორაციული ურთიერთობების უკეთ მოწესრიგებას შეძლებენ. კანონის მიღების შედეგად გაუმჯობესდა მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზარდა კორ პორაციული გამჭვირვალობა. საკანონმდებლო პაკეტის მიღებით მოხდა ევრო კავშირის შესაბამის ნორმატიულ აქტებთან დაახლოება.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-2/86; 15.11.2021) საკანონმდებლო პაკეტის მიღებით შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XXVI დანართით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც მოიცავს წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების მართვას, მათ შორის, წყალდიდობის რისკის მართვას. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ადგენს წყლის რესურსების მართვის ახალ სისტემასა და სტანდარტებს, განსაზღვრავს საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდისთვის მიკუთვნებულ წყლებს და წყლის რესურსების საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს და ადგენს წყალდიდობების რისკების მართვის მექანიზმებს. საკანონმდებლო პაკეტის მიღებით მოხდება ევროკავშირის შესაბამის ნორმატიულ აქტებთან დაახლოება. 23 კანონშემოქმედება საანგარიშო პერიოდში გაიმართა თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ერთი ანი ევროგადახდის სივრცის სისტემაში საქართველოს შესვლის თაობაზე და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 5 კანონპროექტზე, რომელთაგან 4 კანონპროექტი იყო საქართველოს პარლა მენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივა, ხოლო 1 კანონპროექტი – საქარ თველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა. ამასთანავე, კომიტეტი წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 1 საკანონმდებლო წინადადებაზე. კომიტეტმა მოამზადა საქართველოს კანონებში შესატანი შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები:  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქარ თველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/50; 09.06.2021) მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები წელთა ნამსახურობის მიხედვით ფაქტობრივად უთანაბრდებიან უფროს ოფიცერთა შემადგენლობას. ამდენად, კანონის მიღების შედეგად მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს, უფროს ოფიცერთა შემადგენლობის მსგავსად, ექნებათ იარაღის ტარების უფლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/73; 09.06.2021) კანონით დადგინდა ვალდებულება, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო განახ ლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ. ამასთანავე, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა და განახ ლება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპეციალური წოდების მქონე აპარატის იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც 24 კანონშემოქმედება მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო წოდება, წელთა ნამსახურობის დანამატის განსაზღვრისას სამხედრო წოდებით სამსახურიც ჩაეთვლებათ.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სა ქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლი ლების შეტანის შესახებ“ (№07-3/61; 25.05.2021) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით განისაზღვრა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ცნება, ასეთი იარაღის ტარების, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღის ტარების მარეგულირებელი ნორმები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის მიღების შედეგად შეიქმნა ეფექტიანი მექანიზმები იარაღის ბრუნვის შეზღუდვისთვის. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოამზადა „საქართველოს თავდაცვის ძა ლების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებების პროექტები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა 66 სხდომა. განხილულ იქნა 69 საკანონმდებლო ინიციატივა (211 კანონპროექტი). კერძოდ, კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 48 საკანონმდებლო ინიციატივა (139 კანონპროექტი) და 1 საქართველოს პარლამენტის დადგე ნილების პროექტი, ხოლო სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად – 21 საკანონმდებლო ინიციატივა (72 კანონპროექტი). 2021 წელს იურიდიულ სა კითხთა კომიტეტის აპარატმა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა განახორციელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ 23 საქმეზე. კომიტეტმა განიხილა აგრეთვე 74 საკანონმდებლო წინადადება, 1 პეტიცია, 5 საერთაშორისო ხელშეკრულება. კანონპროექტებიდან აღსანიშნავია:  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25 კანონშემოქმედება ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/39; 02.03.2021) საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორ მებულ მემორანდუმსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით სა ქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას. კერძოდ, საარჩევნო სისტემისა და პროცედურების გასაუმჯობესებლად პოლიტიკურ პარ ტიებს შორის გაიმართა მრავალრაუნდიანი დიალოგი, რის შედეგადაც შემუშავდა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე, არჩევნების სანდოობის გაზრდასა და დემოკრატიული პროცესების ჯეროვან და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტი რებული რეკომენდაციები, რომლებმაც მემორანდუმის სახე მიიღო. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „ქართული ოცნე ბა − დემოკრატიული საქართველო“, „ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“. შეთანხმება გულისხმობდა მემორანდუმით განსაზ ღვრული საკითხების გადაწყვეტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენას.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პრო ექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/92; 29.06.2021) კონსტიტუციური კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში, კერძოდ, მათ ემატება ნორმები, რომელთა თანახმად: ა) საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 2%-იანამდე მცირდება; ბ) მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას პროექტიდან ამოღებულ იქნა გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის დამდგენი ნორმები.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატი ვის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 26 კანონშემოქმედება ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფცი ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/41; 24.03.2021) საკანონმდებლო ცვლილებებით ორგანულ კანონში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კან დიდატთა შერჩევის წესთან დაკავშირებით.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/149; 22.12.2021) საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღ ლესი საბჭოს დაკომპლექტების წესთან, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურასთან, დისციპლინური გადაცდომებისა და დისციპლინური სახდელების სახეებისა და დისციპლინური საქმის განხილვის ვადებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების ახლებურად დარეგულირებას და ახალი წესების დადგენას.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანამდევი კანონპროექტები (№07-3/150; 22.12.2021) საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებო ბა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ საგამოძი ებო სამსახურს მიენიჭა გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს – პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია. ყველა ამ ფუნქციის შესრულება საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე მთლიანად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებათა ფარ გლებში იყო მოქცეული. ამასთანავე, გაფართოვდა ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან შედარებით, სპეციალური საგამოძიებო სამსა ხურის საგამოძიებო ქვემდებარეობას დაემატა საქართველოს სისხლის სამარ 27 კანონშემოქმედება თლის კოდექსით გათვალისწინებული 50-მდე დანაშაულის გამოძიების უფლება მოსილება.  საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკა ნონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ამნისტიის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/3; 16.12.2020) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით ამნისტია გავრცელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულთა ფართო წრეზე და, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსა კუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გა თვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ასევე დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეეცვალათ ცალკეული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირებს.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/56; 19.05.2021) საკანონმდებლო ცვლილებებით დაიხვეწა ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორ მირებასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შედეგად უზრუნველყოფილ იქნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულობის უფრო მეტი კანდიდატის გამოცხადების შესაძლებლობა, რაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის უფრო შემჭიდროებულ ვადებში ჩამოყალიბებას განაპირობებს. კულტურის კომიტეტი 2021 წლის განმავლობაში კულტურის კომიტეტმა გამართა 18 სხდომა. კომიტეტი წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 2 ნორმატიული აქტის პროექტზე:  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკა ნონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის 28 კანონშემოქმედება პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/44; 31.05.2021) კანონის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტიანად დაცვა, ძეგლის დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანების ან განადგურების გამოვლენა და მასზე სათანადო რეაგირება. დაზუსტდა და დაკონკრეტდა ძეგლის განადგურებისა და ძეგლის დაზიანების ცნებები, რაც ხელს შეუწყობს ამ ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით – ოკუპირებულ ტერიტორიებზე.  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021–2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთან ხმება (№07-2/107; 13.12.2021) კომიტეტმა მოამზადა და წარადგინა 8 სავალდებულო დასკვნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხებზე. 2021 წლის 18 ნოემბერს კომიტეტმა წარმოადგინა საკანონმდებლო ინიცია ტივა – საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათ ლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№073/118/10; 08.11.2021). ცვლილებების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დიპლომის მქონე პირებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულებსაც ეძლევათ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კო მიტეტმა გამართა 46 სხდომა. კომიტეტმა განიხილა 23 საკანონმდებლო ინიციატივა (მათ შორის, 5 საკანონმდებლო ინიციატივა – წამყვანი კომიტეტის სტატუსით), 1 საკანონმდებლო წინადადება, 1 პეტიცია, 20 რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულება. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზედაც კომიტეტი წამყვანი იყო:  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი 29 კანონშემოქმედება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/35; 23.02.2021) კანონით მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) მერი უფლებამოსილია არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით პრივა ტიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის, ვალდებულების გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შემსუბუქების შესახებ. ამ შეღავათების დაწესების უფლებამოსილება მერს მიენიჭა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე. აღნიშნული უფლებამოსილება უკვე ჰქონდა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას და ის სხვა მუნიციპალიტეტებსაც მიეცა.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/116; 03.11.2021) ცვლილებების მიღებამდე მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლე ბოდა ჰყოლოდა ერთი მოადგილე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტში 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობდა – 2 მოადგილე, თბილისის მუნიციპალი ტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კი შეეძლო ჰყოლოდა პირველი მოად გილე და მოადგილეები (მოადგილეთა რაოდენობა დაკონკრეტებული არ იყო). ამასთანავე, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავდა ერთი მოადგილე, ხოლო თუ ფრაქციაში 9 წევრზე მეტი იყო, მას შეიძლებოდა ჰყოლოდა დამატებით ერთი მოადგილე. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავდა ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ 9 წევრზე იგი უფლებამოსილი იყო ჰყოლოდა დამატებით ერთი მოადგილე. ამასთანავე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეეძლო ჰყოლოდა არაუმეტეს 3 მოადგილისა. მუნიციპალიტეტის საკრებულოში როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ისე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ფუნქცია-მოვალეობათა განაწილების გამარტივებისა და, შესაბამისად, მართვის გაუმჯობესებისთვის, აგრეთვე საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად მიზანშეწონილი იყო ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა 30 კანონშემოქმედება და აღნიშნული მოადგილეების არჩევის პრინციპის შეცვლა. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ვალდებული იყო რეგისტრაციისთვის ჰქონოდა პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. მიზანშეწონილი იყო ორგანული კანონიდან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქციის მსგავსად, ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების ვალდებულების ამოღება და ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაციისთვის მხოლოდ წესდების შემუშავების ვალდებულების დატოვება. მეტიც, საკრებულოში ფრაქციის შექმნის წესი განსხვავდებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულისგან. შესაბამისად, იმისთვის, რომ პარტიის წარმომადგენლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ისევე ყოფილიყო უზრუნველყოფილი, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, და გაზრდილიყო ფრაქციის როლი და სტატუსი, მიზანშეწონილი იყო, საკრებულოში ფრაქციის შექმნის წესის შეცვლა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მსგავსი რეგულირების შემოღება. ამასთანავე, ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია იძლეოდა შესაძლებლობას, საკრებულოში ხელოვნურად შექმნილიყო მცირე ფრაქციები, რაც დამატებით ხარჯებს იწვევდა და არაჯანსაღი პრაქტიკა იყო. მეტიც, ის არ ასახავდა ამომრჩევ ლის მიერ არჩევნებში გამოხატულ ნებას.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/135; 08.12.2021) ცვლილებების მიღებამდე მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარე) ვალდებული იყო ყოფილიყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დამატებით აკისრია საკრებულოს ადმინისტრაციული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, მიზანშეწონილი იყო, მას მისცემოდა შესაძლებლობა, თავად განესაზღვრა, ყოფილიყო თუ არა რომელიმე კომისიის შემადგენლობაში. ამას თანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოქმედი რედაქცია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებებს. მუნი ციპალიტეტის საკრებულოში პოლიტიკური ძალების ორგანიზებულად ფორ მირებისთვის მიზანშეწონილი იყო ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის, საქართველოს პარლამენტის მსგავსად, განისაზღვრა უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები. 31 კანონშემოქმედება საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა რატიფიცირებისთვის წარმოდგენი ლი 20 დოკუმენტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული საკანონმდებლო საქმიანობა. ამ საქმიანობიდან აღსანიშნავია: 1. „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებე ბის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია და საქარ თველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდ გენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სა ხელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/23/10; 08.02.2021) კონვენციის ხელმოწერა და სავალდებულოდ აღიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც, კონვენციის მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ის ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, განვითარებას. ამასთანავე, საქართველო გახდება მორიგების შეთანხმებების გამოყენებისა და აღსრულების ერთი, უნი ფიცირებული საერთაშორისო ინსტრუმენტის მონაწილე. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს განცხადებული მიზანია საქართველოს, როგორც ნეიტრალური, გამჭვირვალე, ბიზნესზე მორგებული და სტაბილური ბიზნესცენტრის, იმიჯის განმტკიცებით უახლოეს მომავალში საქართველოს რეგიონის ბიზნესცენტრად ჩამოყალიბება. 2. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკა ნონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/25; 04.02.2021) კანონის მიღება აუცილებელი იყო საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლების (საქართველოში ბინადრობის ნებართვა, საქართველოდან გასვლის 32 კანონშემოქმედება ვალდებულების გადავადება) სრულყოფისა და კეთილსინდისიერად გამოყენების უზრუნველსაყოფად, რაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროა. კანონის მიღების შედეგად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდა და მხოლოდ უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლეს, არასრულწლოვან შვილსა და არასრულწლოვანის მშობელს მიეცა. გაუმჯობესდა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა. საქართველოში 6 წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვების საფუძვლების არსებობისას უცხოელი დროებითი ბინად რობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას შეძლებს, რითაც ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს გადაეჭრება პრობლემა, რადგან მასზე აღარ გავრცელდება მოქალაქეობის ქვეყანაში რეგისტრაციიდან მოხსნის ვალდებულება. საანგარიშო პერიოდში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანაინიციირებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „დეოკუპაცი ისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“. 2021 წლის 13 დეკემბერს საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა 45 საერთაშორისო ხელშეკრუ ლება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გა მართა 52 სხდომა და გააფორმა სათანადო ოქმები. კომიტეტმა იმუშავა 45 სა კანონმდებლო აქტისა და 4 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე. კერძოდ, კომიტეტი იყო წამყვანი 9 საკანონმდებლო აქტისა და 4 სა ქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე, ხოლო სავალდებულო დასკვნა მოამზადა 36 საკანონმდებლო აქტის პროექტზე. აღნიშნულ პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2 საკანონმდებლო წინადადება. კანონპროექტებიდან აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენ ტის რეგლამენტის პროექტები: 33 კანონშემოქმედება  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/17; 27.01.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილების თანახ მად, იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა დროულად მიიღოს გადაწყ ვეტილება წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კა ნონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ, სამართლებრივად ზუსტად უნდა განისაზღვროს, ვინ იქნება ინიციატორი, და დროულად უნდა განახლდეს აღნიშნული კანონპროექტების განხილვის პროცესი, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტიანობაზე აისახება. შეიცვალა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგ რძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/57; 19.05.2021) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს X მოწვევის პარ ლამენტში არსებული კონფიგურაციის გათვალისწინებით, აგრეთვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულე ბების შესასრულებლად, პოლიტიკური პარტიებისთვის საპარლამენტო საქმიანო ბის უკეთ განხორციელების შესაძლებლობების გაფართოებისა და ხელის შეწყობის მიზნით შეიმუშავა და განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პრო ექტი. ცვლილების თანახმად; – საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა, ან თუ საარჩევნო ბლოკში შემავალმა შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა საარჩევნო ბლოკი, ან თუ იგი საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი იყო, როგორც პარლამენტის წევრობის უპარტიო კანდიდატი, უფლება აქვს, სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთან/პარლამენტის წევრებთან ერთად შექმნას ფრაქცია ან გაერთიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში. ამ შემთხვევაში იმავე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ სხვა პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, რეგლამენტის შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია; 34 კანონშემოქმედება – პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს, თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო, როგორც პარლამენტის წევრობის უპარტიო კანდიდატი, უფლება აქვს, სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთან/პარლამენტის წევრებთან ერთად შექმნას ფრაქცია ან გაერთიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის/საარჩევნო ბლოკების მიერ შექმნილ ფრაქციაში. ამ შემთხვევაში იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ სხვა პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, რეგლამენტის შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/68; 01.06.2021; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „სა ქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ №07-3/129; 01.12.2021) არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეუძლია საქართველოს პარლამენტის რეგ ლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ – პოლიტიკური ჯგუფი). პოლიტიკური ჯგუფის შექმნისა და გაუქმების წესები ფრაქციისთვის დადგენილის ანალოგიურია და პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომ ლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუ ფი. ამასთანავე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხო ლოდ ერთ პოლიტიკურ ჯგუფში და პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს ფრაქციის წევრი.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/54; 19.05.2021) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტა ტუსით განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომლის მიზანი იყო, 1987 წლის 26 ნოემბრის „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის“ მე-5 მუხლით დადგენილი სამი კანდიდატის წარდგენის 35 კანონშემოქმედება ვალდებულებიდან და კომიტეტის წევრის თანამდებობის მნიშვნელობიდან გა მომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისთვის ისეთი დებულებების დამატება, რომლებიც გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებზე დამყარებული კონკურსის ჩატარების სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს დაემატა აგრეთვე 2082 მუხლი (საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა წარდგენა), რომელიც დეტალურად განსაზღვრავს კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებს, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობების დამტკიცებისა და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2021 წლის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გამართა 35 სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე განხილულ იქნა 492 საკითხი. მათგან 260 საკითხზე კო მიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 232 საკითხზე მოამზადა სავალდებულო დასკვნა. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 37 საერთაშორისო ხელშეკრულება (მათ შორის, შეთანხმება, კონვენცია). მათი უმეტესობა განხილულ იქნა წამყვანი კომიტეტის სტატუსით. კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა 2021 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბი უჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონა ცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2021–2024)“ საბოლოო, დაზუსტებუ ლი ვარიანტი. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/67/10; 05.07.2021) კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები, 2021 წლის მარტი–მაისის ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, ორიენტირებული იყო სამი ძირითადი მიზნის მიღწევაზე: ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის 36 კანონშემოქმედება ხელშეწყობა, პანდემიის მართვისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის დანახარჯების დაფინანსება. წარმოდგენილი ცვლილებებით გაიზარდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ოდენობა, ამასთანავე, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობები და მათი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ პროცენტული თანაფარდობის მაჩვენებლები. ცვლილებებით საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა დაგეგმილთან შედარებით 1 174.9 მლნ ლარით გაიზარდა და 17 933 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გადასახდელების ოდენობა 1 114.2 მლნ ლარით გაიზარდა და 19 498.7 მლნ ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის ცვლილებებით მხარჯავი დაწესებულებებისა და ცალკეული პროგრამების ასიგნებების მოცულობები განისაზღვრა ზემოაღნიშნული სამი ძირითადი მიზნის შესაბამისად.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/90; 22.11.2021) 2021 წლის დეკემბერში „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებული იყო, 2021 წლის ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2021 წლის მაკროეკონომიკური და ფისკალური ცვლადების საგეგმო მაჩვენებლების განახლების საჭიროებით. კერძოდ, გაიზარდა მშპ-ის მოცულობა, აგრეთვე ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ოდენობები, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობები და მათი მშპ-ის მიმართ პროცენტული თანაფარდობის მაჩვენებლები. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით გაიზარდა ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე გადანაწილდა ცალკეული უწყებებისა და პროგრამების ასიგნებებში წარმოქმნილი ეკონომია.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (№07-2/78/10; 01.10.2021) 2021 წლის ოქტომბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვას. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული 37 კანონშემოქმედება კანონპროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022–2025 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და შეაფასა კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები, მათ საფუძველზე მოამზადა საბოლოო დასკვნა და ის წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობისთვის გადასაგზავნად.  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგა ნიზაციების ბიუჯეტების ფორმირება კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა: 1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“; 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 4. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 5. საქართველოს პარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 6. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი. საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნები და საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების პროექტები გადაეცა საქართველოს პარლამენტს განსახილველად, ხოლო საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების – კვლევითი ცენ ტრის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საბი უჯეტო განაცხადების პროექტების შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილებები გადაეცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად საქართველოს მთავ რობისთვის გადაგზავნის მიზნით. 38 კანონშემოქმედება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განიხილა და სავალდებულო დასკვნა მოამზადა შემდეგ კანონპროექტებზე: • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანდართული კანონპროექტები (№07-2/20; 01.02.2021) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფე როების უკეთ ადმინისტრირებისთვის შეიქმნა ახალი სამინისტრო, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეწოდა.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლე ბის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/77; 29.09.2021) კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროს-, ვერცხლის- ან ბრინჯაოსმედალოსნები გახდებიან, სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე შეძლებენ. 2021 წელს კომიტეტმა განახორციელა შემდეგი მნიშვნელოვანი ინიციატივები: • სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის გასაძლიე რებლად შეიქმნა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონი ტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებების, სპორტული ორგანიზაციების, სამოქალაქო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს. ჯგუფის ამო ცანებად განისაზღვრა არსებული პოლიტიკის ნაკლოვანებების შესწავლა და პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების მომზადება. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შედეგად მომზადდა კვლევის ანგარიში – „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანალიზი“. კვლევა ემსა ხურება არსებული პოლიტიკის ნაკლოვანებების აღმოფხვრას, რაც გავ 39 კანონშემოქმედება ლენას მოახდენს სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ სპორ ტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი სახსრების ეფექტიანობის ზრდაზე, საჯარო-კერძო თანამშრომლობის ინიციატივების განვითარებასა და სფეროში კერძო ინვესტიციების მოცულობის ზრდაზე, სპორტული ობიექტების მართვასა და საქმიანობის გაუმჯობესებაზე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფართო ფენების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისა და ქალებისთვის სპორტული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. • ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა სპორტთან დაკავშირებულ საქმიანობათა გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე. საქართველოს ეკონომიკაში სპორტის როლისა და წვლილის სრულყოფილად შესაფასებლად სსიპ – საქარ თველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა სამუშაო გეგმის პროექტი, რომლის საფუძველზედაც შემუშავდება სპორტის სატელიტური ანგარიშების სისტემა. გეგმის მიხედვით, სხვა შესაბამისი მონაცემები 2023 წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. სპორტის სატელიტური ანგარიშების სისტემის ამოქმედებით შესაძლებელი გახდება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სპორტის წილის გაანგარიშება და გამოქვეყნება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 12 საკანონმდებლო ინი ციატივა (19 კანონპროექტი), ხოლო სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად – 9 საკანონმდებლო ინიციატივა (121 კანონპროექტი). კომიტეტმა განიხილა აგრეთვე 10 საერთაშორისო ხელშეკრულება და 14 საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტისა და კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებულ იქნა და საქართველოს პარლამენტმა მიიღო 8 საკანონმდებლო ინიციატივა (13 კანონპროექტი) და 1 სა ქართველოს პარლამენტის დადგენილება. ამასთანავე, კომიტეტმა: მოამზადა 67 დასკვნა; გამართა 37 სხდომა და 80-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა; განიხილა 1230-მდე განცხადება/წერილი; შეიმუშავა 20-მდე რეკომენდაცია (ახალი კორონავირუსის (COVID-19) მართვისა და ვაქცინაციის, პრეპარატ „ნარკანის“ აფთიაქიდან გაცემისა და სხვა საკითხებზე). კანონპროექტებიდან აღსანიშნავია: 40 კანონშემოქმედება  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საზოგა დოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/127/10; 26.11.2021 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინის ტროებს მინიჭებული ჰქონდათ უფლებამოსილება პანდემიის წინააღმდეგ საბ რძოლველად. პანდემიასა და მის შედეგებთან მყისიერად და ეფექტიანად გა სამკლავებლად აუცილებელი იყო შესაბამისი ვადის გადაწევა და არსებული სამართლებრივი მექანიზმის შენარჩუნება, რომელიც ახალი კორონავირუსის გავ რცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/14/10; 18.01.2021) კანონით ცვლილება შევიდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში. ცვლილებით ზუსტად განისაზღვრა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. აღნიშნული 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებით დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე.  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარ მოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე“ (№07-3/440/9; 04.03.2020) დადგენილების პროექტის შემუშავება განაპირობა კომიტეტის მიერ უფლე ბამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის – „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ სა ქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის საბოლოო ანგარიშის სა ქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის აუცილებლობამ. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, აგრეთვე გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული 41 კანონშემოქმედება ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები და შემუშავდა რე კომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია კანონის ეფექტია ნად აღსრულებისთვის.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/31/10; 10.02.2021) ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის და მოსახლეობის სი ცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელი გახდა პირბადის ტარება ღია საჯარო სივრცეშიც და, აქედან გამომდინარე, ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესება. კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ჯარიმას 20 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის. ამასთა ნავე, კანონი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ჯარიმას 50 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილები სას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის.  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი ლების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/482/9; 22.07.2020) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის თანახმად, 2021 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ჩაი თვალა და დაბრუნებას არ დაექვემდებარა, ასევე შეწყდა ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ლეგალიზებული საარსებო შემწე ობისა და სოციალური პაკეტის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. კანონის მიღების შემდეგ ლეგალიზებულ იქნა ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის თანხები და შესაბამისი პირები გათავისუფლდნენ სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისგან, რაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე ღარიბი და მო წყვლადი ოჯახების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. 42 კანონშემოქმედება  საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/125/10; 24.11.2021) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტა ნის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღებით მოწესრიგდა მთელი რიგი სა მართლებრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში. თამბაქოს ნა წარმის პოპულარიზაციად ჩაითვალა და აიკრძალა სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო მოწყობილობის შიდა ან გარე ნაწილზე ისეთი აღნიშვნის, სურათის, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტის განთავსება, რო მელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა. კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) მასში არასრულწლოვანის ყოფნისას. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება განაპირობა თამბაქოს კონ ტროლის სფეროში არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილში გამოკვეთილი ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ან/ და ახლებურად დარეგულირების აუცილებლობამ. 43 2. საპარლამენტო კონტროლი საპარლამენტო კონტროლი საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი ძირითა დი კონსტიტუციური პრეროგატივაა. საკანონმდებლო საქმიანობის მსგავსად, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი აქტიურად ახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ მაკონ ტროლებელ უფლებამოსილებებს, იყენებდა საზედამხედველო ინსტრუმენტებს და აკონტროლებდა საქართველოს მთავრობის საქმიანობას. 2021 წელს მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მოხსენებები წარმოადგინეს: m 17 თებერვალს – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრა სტრუქტურის მინისტრმა; m 5 მარტს – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა; m 18 მარტს – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა; m 28 აპრილს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა; m 13 მაისს – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა; m 11 ივნისს – საქართველოს ფინანსთა მინისტრმა; m 18 ნოემბერს – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა; m 19 ნოემბერს – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა; m 1 დეკემბერს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა; m 3 დეკემბერს – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა; m 16 დეკემბერს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა; m 17 დეკემბერს – საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. 44 საპარლამენტო კონტროლი საქართველოს პარლამენტმა მოისმინა შემდეგი მოხსენებები: • საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 9 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოსმენილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება. • საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 25 ივნისის პლენარულ სხდომაზე მოსმენილ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი „სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება“; საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მოსმენილ იქნა საქართვე ლოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგე ნილი 2020 წლის საქმიანობის შესახებ შემდეგი ანგარიშები: • საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ; • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგა რიში; • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში; • საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში (იხ. სა ქართველოს პარლამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №1226-VIIრს-Xმპ დადგენილება). საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №238-IVმს-Xმპ დად გენილებით შეიქმნა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქარ თველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა დასკვნა და რეკომენდაციები. აღნიშნულთან დაკავშირებით 2021 წლის 26 ივლისის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის №832-Vრს-Xმპ დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევ ნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომი სიის საქმიანობის შედეგების შესახებ“. უფრო კონკრეტულად, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში საქარ თველოს პარლამენტის კომიტეტებმა განახორციელეს შემდეგი ძირითადი აქტივობები: 45 საპარლამენტო კონტროლი აგრარულ საკითხთა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სტრუქტურების საქმიანობის ანგარიშები (23 ანგარიში). აღსა ნიშნავია, რომ 2021 წელს კომიტეტმა პირველად გამოიყენა საზედამხედველო ინსტრუმენტები – თემატური მოკვლევა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი. აღნიშნულ წელს კომიტეტმა მოამზადა 2 თემატური მოკვლევისა და 1 ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ანგარიში. თემატური მოკვლევის ანგარიშები: • „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძ ლებლობები ევროპის ბაზარზე“; • „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმო ებასა და რეალიზაციაზე“. კომიტეტმა განახორციელა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქარ თველოს კანონის აღსრულების კონტროლი. თემატური მოკვლევები • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებული თე მატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას თემაზე „სასოფლო-სამეურნეო პრო დუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“. • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას თემაზე „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“. კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფები • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულების საფუძველზე, კო მიტეტის 2021 წლის 20 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით შეიქმნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი და განისაზღვრა მისი შემადგენლობა. 46 საპარლამენტო კონტროლი კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 2021 წელს გამართა ორი სამუშაო შეხ ვედრა. შეხვედრებზე გამოიკვეთა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სა სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის სფეროში ერთიანი პოლი ტიკის განსაზღვრის საჭიროება: 1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული მიწების პრივატიზების/იჯარით გადაცემის ხელშეწყობა; 2. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებს შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშ ნულების მიწების განკარგვის საკითხების დარეგულირება; 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გადაცემის საკითხის გადაწყვეტა. • თანამედროვე აგრორეგიონის პროექტის სამუშაო ჯგუფი: თანამედროვე აგრორეგიონის პროექტის სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანია აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან, ექსპერტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის შედეგად თანამედროვე აგრორეგიონის კომპლექსური განვითარების ხედვის შემუშავება. კომიტეტის ამ ინიციატივას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებენ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობები, რომელთა დახ მარებითაც ხორციელდება აღნიშნული პროექტი. • მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი: საანგარიშო პერიოდში მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა გამართა ოთხი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა დარგის გამოწვევები და პერსპექტივები. სამუშაო ჯგუფმა გამოავლინა დარგის განვითარებისთვის შემდეგი აქტივობების განხორციელების აუცილებლობა: 1. სახელმწიფო უწყებებთან მოლაპარაკების წამოწყება, სახელმწიფო მფლო ბელობაში არსებული ჩაის პლანტაციების ინვენტარიზაციის პროცესის დაწყება; 2. ჩაის ტექნიკური რეგლამენტის შექმნა და დანერგვა; 3. მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებისგან დარგის განვითარების ხედვის მიღება და მისი განხილვა; 4. ჩაის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის დეტალური გეგმის მომზადება. 47 საპარლამენტო კონტროლი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომ პეტენციის ფარგლებში განიხილავს და რეაგირებას ახდენს მოქალაქეთა მიმართვებზე. 2021 წელს დაინერგა მოქალაქეთა განცხადებების დამუშავებისადმი ახლებური მიდგომა: საჭიროების შემთხვევაში კომიტეტი მოქალაქეს აძლევს წერილობით სამართლებრივ განმარტებას მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებლობების შესახებ. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე შემოვიდა მოქალაქე თა 2056 განცხადება. 2021 წლის განმავლობაში მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების სახით უწყებებსა და მოქალაქეებს 1139 წერილი გაეგზავნათ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, კომიტეტის 2021 წლის 8 თებერვლის სხდომაზე დასასწრებად მოწვეულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე მისივე მოთხოვნის საფუძველზე. იუსტიციის მინისტრმა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე. კომიტეტის 2021 წლის 18 ივნისის სხდომაზე წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში წარმოდგენილი 370 რეკომენდაციიდან კომიტეტმა გაიზიარა 339 რეკომენდაცია, რომლებიც, თავის მხრივ, აისახა საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის №710-Vრს-Xმპ დადგენილებით გაცემულ 333 დავალებაში. კომიტეტის მიერ რეკომენდაციების გაზიარების წლიური მაჩვენებელი 91.7%-ია. მიღებული კანონებისა და მათი გარდამავალი დებულებების აღსრულების მონიტორინგის მიზნით კომიტეტმა 2021 წელს თოთხმეტი განხილვა მოაწყო. კერძოდ, კომიტეტმა: შვიდჯერ განიხილა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებუ ლებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზ ღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობა; ერთხელ შეამოწმა ბავშვის უფლებათა კოდექსის დებულებების შესრულების მდგომარეობა; ხუთჯერ განიხილა „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობა; 48 საპარლამენტო კონტროლი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2021 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოისმინა საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი 9 ანგარიში, რომელთაგან 3 ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან იყო დაკავშირებული. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა შემდეგი ანგარიშები: 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ; 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის თაობაზე; 4. სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანამდე, რომლებითაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს გამოეყო კულტურის ნაწილი, კომიტეტმა მოისმინა სსიპ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ანგარიშები. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები: 1. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (№1-5729/21; 29.04.2021); 2. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლი ური ანგარიში“ (№07-2/42; 28.05.2021), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (№1-6497/21; 20.05.2021) და ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინის ტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (№07-2/47; 31.05.2021); 49 საპარლამენტო კონტროლი 3. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (12.10.2021). საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ზედამხედველობა გაუწია 4 საკანონმდებლო აქტის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას. 2021 წლის განმავლობაში კომიტეტმა სამჯერ გამოიყენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომელიც გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებისთვის რეკომენდაციების გაცემას:  კომიტეტმა მოისმინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოხსენება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების თაობაზე, რის შემდეგაც დაადგინა რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის კანონით განსაზღვრულ ვადებში შესრულების კუთხით არსებული გამოწვევა. შესაბამისად, კომიტეტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ მიიღო რეკომენდაცია, რომლითაც უწყებას დაევალა, ყოველი თვის დასაწყისში (პირველ სამუშაო დღეს) კომიტეტის წინაშე წარმოედგინა წერილობითი ინფორმაცია არსებული გეგმით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების იმავე დოკუმენტით განსაზღვრულ ვადებში მიღების/დამტკიცების თაობაზე. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 650 წერილი, რომლებზედაც მოხდა შესაბამისი რეაგირება პასუხის, შუამდგომლობის გაგზავნისა და პირადი შეხვედრების გამართვის სახით. აღნიშნულ პერიოდში კომიტეტმა განახორციელა თემატური მოკვლევა COVID19-ით გამოწვეული პანდემიის ზოგად განათლებაზე გავლენის შეფასების მიზნით. 2021 წელს კომიტეტი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობდა კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით და პერმანენტულად თანამშრომ ლობდა დარგში მომუშავე კომპეტენტურ პირებსა და ორგანიზაციებთან. ამის გათვალისწინებით კომიტეტმა შექმნა 3 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო: 1. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო; 2. სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბ ჭო; 3. პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. 50 საპარლამენტო კონტროლი საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განახორციელა განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავების საჭიროების კვლევა. ამ კვლევის მიზანი იყო კომიტეტის მხარდაჭერა განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავებისა და მიღე ბის მიზანშეწონილობის თვალსაზრისით საკანონმდებლო ბაზის ანალიზის განხორციელებაში. შესაბამისად, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა, იდენტიფიცირებულ იქნა გამოწვევები და გამოიკვეთა ახალი, კოდიფიცირებული საკანონმდებლო ბაზის არსებობის საჭიროება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში კომიტეტმა:  გამართა 2 სხდომა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;  გამართა 2 სხდომა და მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია საქართველოში მიმ დინარე მწვანე კლიმატის ფონდის პროექტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პრო ექტების შესახებ;  გამართა 3 სხდომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განსახილველად;  2021 წლის 31 მაისის სხდომაზე მოისმინა სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ 2016–2021 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში;  2021 წლის 4 ივნისის სხდომაზე მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია ცირკულარული ეკონომიკის შესახებ;  2021 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე მოისმინა გაეროს კლიმატის ცვლი ლების ჩარჩო კონვენციის, პარიზის შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტის (NDC), კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021–2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში; 51 საპარლამენტო კონტროლი  განახორციელა თემატური მოკვლევა „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა“. ინერტულ ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხი პირველად სწორედ აღნიშნული თემატური მოკვლევის ფარგლებში წამოიწია. გამოვ ლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შემაფერხებელი ფაქტორია. შემუშავდა რეკომენდაციები, რომ ლებიც შესაბამის უწყებებს გაეგზავნება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა მის საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების ანგარიშები და ქვეყანაში არსებული პრობლემური საკითხების მდგომარეობა. მათგან აღსანიშნავია სა ქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექ ტორში 2020 წელს მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, სა ქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის წლიური ანგარიში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 და 2020 წლების საქმიანობის ანგარიშები და სხვა. წარმოდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით კომიტეტმა აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო უწყებებისა და ეროვნუ ლი მარეგულირებელი ორგანოების მიმართ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. კომიტეტმა განიხილა აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუ ჯეტის შესახებ“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის საკითხები, აგრეთვე საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლა მენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა. 52 საპარლამენტო კონტროლი ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა: • სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში (№1-5728/21; 29.04.2021); • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე (№2-7206/21; 07.07.2021); • მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში 2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; • სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამ სახურის უფროსის ინფორმაცია საქართველოს აგროდაზღვევის ბაზრის მიმოხილვის (2020-2021 წწ.) შესახებ (განხილულ იქნა კომიტეტის 2021 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე); • საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ანგარიში ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში 2020– 2021 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ; • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ტურიზმის ინდუსტრიაში 2020 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და პოსტკოვიდურ პერიოდში დაგეგმილი აქტივობები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამი სად, კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განახორციელა მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული და ვალებების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი. ზედამხედველობა გაეწია 14 საქართველოს კანონით განსაზღვრულ 64 დავალე ბას. მათი უმეტესობა კანონით დადგენილ ვადაში შესრულდა. თემატური მოკვლევები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაიწყო 6 თემატური მოკვლევა, რომლებიც ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, მეწარმეობის განვითარებას, განახლებად ენერგიას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, პირდაპირ 53 საპარლამენტო კონტროლი უცხოურ ინვესტიციებსა და ტურიზმს. აღნიშნულ პერიოდში მომზადდა „განახლე ბადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ და „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრი ზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“ თემატური მოკვლევების დასკვნები და ისინი წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში შემოვიდა 311 განცხადება, სხვადასხვა სახის შუამდგომლობები და წერილები. ყველა განხი ლულ იქნა და მოხდა შესაბამისი რეაგირება. მომზადდა არაერთი სარეკომენდაციო წერილი და შუამდგომლობა დიასპორული ორგანიზაციებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიერ წარმოდგენილი პროექტების მხარდასაჭერად. 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა დაამტკიცეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა. კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა და მიზნად ისახავდა, საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას. კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კომიტეტს სისტემატურად აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორული პოლიტიკის კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ. ერთობლივად დაიგეგმა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესების გზები. 2021 წლის 28 აპრილისა და 15 დეკემბრის სხდომებზე კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია სსიპ – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2021 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. 2021 წლის 29 აპრილს კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია საქარ თველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარ ტამენტის 2021 წლის გეგმების თაობაზე. 54 საპარლამენტო კონტროლი 2021 წლის 31 მაისს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია დიასპორისთვის განხორციელებული საგანმანათლებლო პროექ ტების შესახებ. 2021 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წელს გამოცხადებული საგრანტო პროგრამების („იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“; „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“) თაობაზე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2021 წელს საზედამხედველო ფუნქციის შესასრულებლად ევროპასთან ინტეგრა ციის კომიტეტმა დამოუკიდებლად და საქართველოს პარლამენტის სხვა კო მიტეტებთან ერთად გამართა 11 საკომიტეტო მოსმენა: 1. 1 თებერვალს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში 2020 წელს „ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ; 2. 9 თებერვალს კომიტეტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 3. 10 მარტს კომიტეტმა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 4. 26 აპრილს კომიტეტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიში ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმე 55 საპარლამენტო კონტროლი ბისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 5. 28 აპრილს კომიტეტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ერთად მოისმინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 6. 31 მაისს კომიტეტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად მოისმინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 7. 7 ივნისს კომიტეტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტი კის კომიტეტთან ერთად მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების, ენერგეტიკის დარგში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 8. 28 ივნისს კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიში ფინანსური მომსახურების, დაბეგვრის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 9. 25 ოქტომბერს კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხ თა კომიტეტთან ერთად მოისმინა საქართველოს ოკუპირებული ტერი ტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლისა და 2021 წლის 6 თვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 56 საპარლამენტო კონტროლი 10. 13 დეკემბერს კომიტეტმა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად მოის მინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტ როს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; 11. 20 დეკემბერს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2021 წლის 15 დეკემბერს გამართული აღმო სავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართვე ლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე. საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარი შების მოსმენის შედეგად კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები და განახორციელა მათი შესრულების კონტროლი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობის მიზნით კომიტეტმა გამართა 3 სხდომა: 1. 24 მაისს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს მთავრობის მიერ წარ მოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულე ბის 3 თვის მიმოხილვა; 2. 7 ივნისს კომიტეტმა მოისმინა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“, სახელმწიფო აუდიტის სამ სახურის მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ და ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ; 3. 8 ოქტომბერს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიში საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ . თემატური მოკვლევები 1. 2021 წლის 9 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა 2020 წელს კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისას“ ანგარიში და სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა. 57 საპარლამენტო კონტროლი 2. საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და აგრა რულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მიღებულ იქნა გადა წყვეტილება გაერთიანებული თემატური მოკვლევის „სასოფლო-სა მეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე. 3. 2021 წლის 24 მაისს კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა „ევროკავში რის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია – შესაძლებლობები და გამოწვევები“. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მიიღო მოქალაქეთა 43 წერილი. ყველა წერილზე მოხდა რეაგირება. „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) მხარდაჭერით კომიტეტმა განახორციელა თემა ტური მოკვლევა „ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაცია – შესაძლებლობები და გამოწვევები“. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში თავდაცვისა და უშიშროების კო მიტეტმა განახორციელა არაერთი ღონისძიება: • 2021 წლის 8 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კომი ტეტების ერთობლივ სხდომაზე მოისმინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადა წყვეტილების თაობაზე. • 2021 წლის 21 თებერვალს კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2021–2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) (№07-2/27; 19.02.2021). 58 საპარლამენტო კონტროლი • 2021 წლის 11 მარტს კომიტეტმა დახურულ ფორმატში მოისმინა ინფორ მაცია შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციი დან მომდინარე საფრთხეების შესახებ. • 2021 წლის 24 მარტს კომიტეტმა გამართა საკომიტეტო მოსმენა ნატოსაქართველოს პარტნიორობის საკითხზე. • 2021 წლის 26 აპრილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კო მიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოისმინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში. • 2021 წლის 13 ივლისს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოხსენება საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავ დაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ. • 2021 წლის 20 ივლისს კომიტეტმა გამართა დახურული საკომიტეტო მოს მენა ტოტალური თავდაცვის საკითხებზე ქართულ-ამერიკული თანამშრომ ლობის თემაზე. • 2021 წლის 29 ნოემბერს გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთობლივი დახურული სხდომა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის შესახებ. • 2021 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე კომიტეტმა გამართა საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო განათლების, საბრძოლო მომზადებისა და წვრთნების შესახებ ინფორმაციის საკომიტეტო მოსმენა (სამხედრო წვრთნების ნაწილში – დახურული). • 2021 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა წარმოადგინა ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს 2021 წლის სახელ მწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრუ ლების წლიური ანგარიში“. აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა კომიტეტის 2 სხდომა. კომიტეტმა განიხილა აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშები და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინ ფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სა მინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. 59 საპარლამენტო კონტროლი საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან. კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ოპერაციების წინასწარ გაცნობასა და საპარლამენტო კონტროლს, აგრეთვე მათ მიერ განხორციელებული ან/და დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვების მო ნიტორინგს. 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის საფუძველზე კომიტეტის წევრებმა 453 პარლამენტის წევრის კითხვა გაგზავნეს. მათგან 380 კითხვას შესაბამისმა უწყებებმა პასუხი გასცეს, ხოლო 73 კითხვა რეაგირების გარეშეა დარჩენილი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 103 წერილი (განცხადება). მათგან 49 განცხადებაზე განხორციელდა წერილობითი რეაგირება. წერილობითი რეაგირების გარეშე დატოვებულია იმ მოქალაქეთა განცხადებები, რომლებთანაც გაიმართა ზეპირი გასაუბრება/კონსულტაცია, აგრეთვე ის განცხა დებები, რომლებიც ერთმა და იმავე მოქალაქემ იდენტური შინაარსით არაერთხელ შემოიტანა და რომლებზედაც კომიტეტმა რეაგირება რამდენჯერმე მოახდინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი • 2021 წლის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება განხორციელდა დაინტერესებულ პირთა 857 განცხადებაზე (წერილზე). • კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული 4 საკითხი, კერძოდ, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემად გენლობა და სამთავრობო პროგრამა „2021–2024 „ევროპული სახელ მწიფოს მშენებლობისთვის“, აგრეთვე სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგე ნილი 2 ანგარიში. • კომიტეტმა განიხილა თანამდებობის პირების განწესებასთან დაკავშირე ბული 4 საკითხი. 60 საპარლამენტო კონტროლი კულტურის კომიტეტი 2021 წლის განმავლობაში კულტურის კომიტეტმა მოისმინა საქართველოს პარ ლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი შემდე გი ანგარიშები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართვე ლოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა; 2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და სახელ მწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართვე ლოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა; 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართვე ლოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022–2025 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“; 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართვე ლოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში; 6. სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი სსიპ – საზოგა დოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში (№1-5728/21; 29.04.2021). 2021 წლის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შემოვიდა 97 წერილი, რომლებზედაც მოხდა შესაბამისი რეაგირება პასუხის, შუამდგომლობის გაგზავნისა და პირადი შეხვედრების გამართვის სახით. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კო მიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის კუთხით გამართა მოსმენები შემდეგ საკითხებზე: • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ანგარიში საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ; 61 საპარლამენტო კონტროლი • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინის ტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი 2020–2025 წწ. დეცენტრალი ზაციის სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2020–2021 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების წლიური ანგარიში; • ანგარიში მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობის (2019– 2021 წწ.), გაწეული სამუშაოების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ; • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების 2019–2021 წლებში განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ; • საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№072/42; 28.05.2021), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „სა ქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (№1-6497/21; 20.05.2021) და ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ; • ანგარიში ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში 2020–2021 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ (საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად); • საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის 2020– 2021 წლებში წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ; • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ანგარიში მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო გეგმებში სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მი ნისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „სოფლის 62 საპარლამენტო კონტროლი მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ; • მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ანგარიში საქართველოს რეგიონებში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და მომსახურებების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემოვიდა 75 წერი ლი. ყველა წერილზე მოხდა შესაბამისი რეაგირება. კომიტეტმა გამართა საკომიტეტო მოსმენები საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით შემდეგ საკითხებზე: 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნ ქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგე ნილი ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლება თა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე; 2. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვი ლის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარ მოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2021–2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“; 3. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესა ხებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქარ თველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების“ პროექტი (№07-2/32; 18.03.2021); 4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2020 წლის ანგარიში (№1-4030/21; 31.03.2021); 63 საპარლამენტო კონტროლი 5. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კო მიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართული საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის შესახებ; 6. მოსმენა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დაარსების, მისიისა და ამოცა ნების, წარმომადგენლობის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგ მების შესახებ; 7. მოსმენა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ; 8. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ჯანჯღავას მოსმენა თემაზე „საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები“. საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიზნით კომიტეტმა დანერგა ახალი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც კომიტეტის სხდომებზე პერიოდულად იმართება საქართველოში აკრედიტებული ელჩების მოსმენები. ელჩები კომიტეტის წევ რებს აწვდიან ინფორმაციას მათ მიერ წარმოდგენილი ქვეყნების საგარეო-პო ლიტიკური მიმართულებებისა და საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ. ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გაიმართა შემდეგი მოსმენები: 1. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მოსმენა (01.06.2021); 2. საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იმამურა აკირას მოსმენა (15.06.2021); 3. საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერ თიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარკ კლეიტონის მოსმენა (22.11.2021). გარდა ამისა, საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით კომიტეტმა დაიწყო კომიტეტის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპ ლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების მოსმენა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობის მიზნით კომიტეტმა მოისმინა შემდეგი ინფორმაცია/ანგარიშები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართვე ლოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (№1-5729/21; 29.04.2021); 64 საპარლამენტო კონტროლი 2. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ და ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (№07-2/42/10; 28.05.2021); 3. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდი ნარეობის შესახებ მიმოხილვა; 4. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწი ფო ბიუჯეტის შესახებ“, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022–2025 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/78/10; 01.10.2021). საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სის ტემატურად ახორციელებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების კონტროლს. ამ მიზნით კომიტეტი შეისწავლიდა და აფასებდა განხორციელებული საპარლამენტო პროცედურების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მდგომარეობას, საკანონმდებლო აქტის ეფექტიანობას და შესაბამისი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში განიხილავდა მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს. კო მიტეტი აფასებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების მდგომარეობას, აანალიზებდა გამოვლენილ ხარვეზებს და ახდენდა მათზე სათანადო რეაგირებას, იღებდა ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. კომიტეტი ახორციელებდა ცალკეული კანონებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებებისა და მათი დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლს. 2021 წლის განმავლობაში კომიტეტმა განახორციელა 55 საქართველოს კანონით განსაზღვრული 203 დავალების კონტროლი (მათი ნაწილი 2021 წელს, ნაწილი კი – 2020 წელს, წინა მოწვევის პარლამენტში უნდა შესრულებულიყო), აგრეთვე 2 საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული 2 დავალების კონტროლი. 2021 წელს განხორციელდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვე ტილებებით განსაზღვრული 186 დავალების კონტროლი. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია. 65 საპარლამენტო კონტროლი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების 11 სხვადასხვა სახის ანგარიში. 2021 წელს კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეებისა და ორგანიზაციების 565 წერილი და გან ცხადება, რომლებზედაც მოხდა სათანადო რეაგირება. კომიტეტი მუდმივად ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრუ ლების მონიტორინგს: m საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური კომიტეტს ელექტრონული ფოსტით გადასცემს ყოველდღიურ ინფორმაციას შემო სავლების შესახებ, აგრეთვე მოკლე საბალანსო ცხრილს შემოსავლებისა და გადასახდელების შესახებ. m საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური საქართველოს პარლამენტს ყოველთვიურად დეტალური ინფორმაციის სახით (ნაზარდი ჯამით) წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სრულ ანგარიშს შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის, დეფიციტისა და ფისკალური მაჩვენებლების შესახებ. m საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვეში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. m საქართველოს ეროვნული ბანკი კომიტეტს ყოველთვიურად წარუდგენს არააუდიტირებულ საბალანსო უწყისებს (საანგარიშგებო თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით). განხორციელდა კომიტეტში შემოსული ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციის დინამიკაში დაკვირვება, შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მასალები წარედგინა კომიტეტის ხელმძღვანელობას. ამასთანავე, კომიტეტმა საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში: • 2021 წლის 2 ივნისს კომიტეტის სხდომაზე მოისმინა საქართველოს ეროვ ნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში; • 2021 წლის 16 ივნისს კომიტეტის სხდომაზე მოისმინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში; • 2021 წლის 21 ივნისს კომიტეტის სხდომაზე მოისმინა სსიპ – საპენსიო საა გენტოს 2020 წლის ანგარიში და „IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2020 წლისათვის“; 66 საპარლამენტო კონტროლი • 2021 წლის 28 ივლისს ერთობლივ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად მოისმინა „ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირე ბის დღის წესრიგის 2020 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომ სახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდე ბულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ ანგარიშები; • 2021 წლის 26 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა სსიპ – საპენსიო სააგენტოს 2020 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმია ნობის ანგარიში; • განიხილა 2022−2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლი ტიკის ძირითადი მიმართულებები; • 2021 წლის 21 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა სსიპ – საზოგადო ებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდ მივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა საანგარიშო პერიოდში გამართულ სხდომებზე განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 23 ანგარიში შესაბამისი 175 რეკომენდაციით. მათგან 173 რეკომენდაცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დასამტკიცებლად წარედგინა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი აქტიურად და უწყვეტად ახორციელებს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განახორციელა თემატური მოკვლევა „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“. თემატური მოკვლევა ემსახურება, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი დარგობრივი უწყებების მიზნობრივი პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას, აგრეთვე იმ სფეროების გამოკვეთას, რომლებიც დამატებითი პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. მოკვლევის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებების ანალიზისა და ზეპირი მოსმენების შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული სუბიექტებისთვის. 67 საპარლამენტო კონტროლი საზედამხედველო საქმიანობის კუთხით კომიტეტმა უზრუნველყო შემდეგი ძი რითადი ღონისძიებების განხორციელება: P საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხის განხილვა; P საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან სპორტული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხის განხილვა; P საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდ გენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021–2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა; P კომიტეტის პროფილური საზედამხედველო მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017–2020 წლებში ჩატარებული აუდიტებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოსმენა; P სპორტული და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობისა და პრობ ლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენა; P საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხის განხილვა: • კომიტეტი თავისი საქმიანობის ფარგლებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას. კომიტეტის ინიციატივით გან ხორციელდა თემატური მოკვლევა „ახალგაზრდების დასაქმების ხელ შეწყობა“. კომიტეტის პროფილური საზედამხედველო მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017–2020 წლებში ჩატარებული აუდიტებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოსმენა: 68 საპარლამენტო კონტროლი • საქართველოს პარლამენტის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია სპორტულ ფედერაციებში 2014–2019 წლებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი სისტემური ხასიათის მიგნებებისა და სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციების თაობაზე. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის კუთხით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განახორციელა შემდეგი აქტივობები: • კომიტეტმა დაიწყო „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრუ ლების კონტროლი, რომელიც გრძელდება. კომიტეტმა გამართა სამუშაო შეხვედრა, რომელზედაც ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკ) ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, შემუშავდა კითხვები და განისაზღვრა დაინტერესებული მხარეები. ნორმატიული აქტების აღსრუ ლების კონტროლი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვი თარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკ რატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით; • კომიტეტში შექმნილია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის აქტიური ჩარ თულობით მიმდინარეობდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართვე ლოს კანონის აღსრულების მონიტორინგი. გაიმართა საბჭოს 5 სხდომა; • კომიტეტმა განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის ტროსადმი ანგარიშვალდებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის მუშაობის ანგარიში; • კომიტეტის სხდომებზე განხილულ იქნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო ნაწილით გათვალისწინებული ძირითადი საკითხები: სოციალური დაცვის სისტემის მიმოხილვა, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ან გარიში, დევნილთა საკითხები, პირველად ჯანდაცვაში არსებული მდგო მარეობა და გამოწვევები; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გაიმართა დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, 69 საპარლამენტო კონტროლი ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლისა და 2021 წლის 6 თვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა; • კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა სსიპ – საპენსიო სააგენტოს 2020 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში; • 2020 წლის 22 დეკემბერს კომიტეტში შეიქმნა კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო; • კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით მიმდინარეობდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქ ცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის განწყობის შესწავლა. კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული 2021 წელს განხორციელებული 3 კვლევისთვის სამიზნე ჯგუფების შერჩევაში; • კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა საჯარო ონლაინშეხვედრები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ვებინარებში კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომად გენლებმა და ექსპერტებმა; • კომიტეტმა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით და ორგანიზაცია EGERIA Solutions-ისა და ექსპერტის დახმარებით, 2021 წლის 30 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილე ბით დაიწყო თემატური მოკვლევა „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“; • თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართა ზეპირი მოსმენები, რომლებზედაც თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები გაეცნენ სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს. ამ ეტაპზე კომიტეტში მიმდინარეობს დასკვნისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების პროცესი; • კომიტეტმა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით და ექსპერტის დახმარებით განახორციელა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი და შეიმუშავა შეფასების ინსტრუმენტები. მზადდება შესაბამისი ანგარიში. 70 3. საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე საპარლამენტო კავშირების გაძლიერება საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელე გაციების, მეგობრობის ჯგუფების, კომიტეტებისა და პარლამენტის აპარატის მო ნაწილეობით პარლამენტის აქტიურობა საერთაშორისო არენაზე ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს: • სტრატეგიული და მეგობარი ქვეყნების პარლამენტებთან ურთიერთობების გაღრმავებას; • საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკი ცებას; • ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორ ციელების წახალისებას; • საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო-პოლიტიკური მიზნების – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის ხელშეწყობას; • დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების უზრუნ ველსაყოფად უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებას; • ქვეყნისთვის კრიტიკულ საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების მხარ დაჭერის მობილიზებას, მნიშვნელოვან მოვლენებზე საგარეო კომუნიკა ციას. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური იყო თანამშრომლობა მრა ვალმხრივ ფორმატებში. საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ვენაში გამართულ მსოფლიო სპიკერების კონფერენციაში, რომელიც ფოკუსირებული იყო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზებისა და ამ მიმართულებით უფრო ეფექტიანი საპარლამენტო ინსტრუმენტების ჩამოყალიბების საკითხის განხილვაზე. საქარ თველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ასევე მონაწილეობდა საპარლამენტთაშორისო კავშირის მადრიდში გამართული 143-ე ასამბლეის მუშაობაში, რომლის ძირითადი სამსჯელო თემა იყო დემოკრატიის თანამედროვე 71 საგარეო ურთიერთობები გამოწვევები და პოლარიზაცია. მრავალმხრივი ფორმატებიდან აღსანიშნავია აგრეთვე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდო მარემაც მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში, აღნიშნული მრავალმხრივი პლატ ფორმების ფარგლებში შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 40-ზე მეტი ოფიციალური და არაფორმალური შეხვედრა აფრიკის, აზიისა და ევროპის კონტინენტების სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. ამასთანავე, საპარლამენტო კავშირების გასაღრმავებლად ინტენსიური იყო თანამშრომლობა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან, ევროპის საბჭოსთან, ნატოსთან, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტებთან, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში. განხორციელდა არაერთი საერთაშორისო ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს. ის აქტიურად იყო ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ხელმძღვანელობდა ასამბლეის ბიუროს სხდომებს, აგრეთვე აქტიურად მო ნაწილეობდა ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციების/ანგარიშების შემუშავების პროცესში, რომლებიც საქართველოს შესახებ მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავდა. მათ შორისაა: 2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტის მიერ მიღებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები, 2021 წლის 7 ივლისის რეზოლუცია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების კონტექსტში ევროკავშირისა და ნატოს თანამშრომლობის შესახებ და სხვა. საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა ევროპარლამენტთან არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორუმებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობას. კომიტეტის განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული იყო სა ქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტისა და ევრო ნესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქმიანობისა და საქართველოს ინტერესების ამსახველი დოკუმენტების მიღებისთვის მუშაობისკენ. საანგარიშო პერიოდში როგორც ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ისე პირისპირ კომუნიკაციით გაიმართა არაერთი შეხვედრა საქართველოს პარლამენტისა და უცხო ქვეყნების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტებს შორის, კერძოდ, 72 საგარეო ურთიერთობები შედგა შეხვედრები უკრაინის რადას, ლიეტუვის, ჩეხეთის, ლატვიის, პოლონეთის, ესტონეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთი ერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტებიდან აღსა ნიშნავია აგრეთვე შემდეგი: • 2021 წლის 24–26 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი უკრაინაში, რომელიც უკრაინელი კოლეგების მიწვევით შედგა. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყირიმის პლატფორმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში. • 2021 წლის 7–10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში. ვაშინგტონში გაიმართა შეხვედრები კონგრესის წარ მომადგენელთა პალატაში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ეროვ ნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და დემოკრატიის ეროვნულ ფონდში. მხარეთა შორის საუბრის ძირითადი თემა იყო უსაფრთხოება და საქარ თველოს ნატოში გაწევრების დაჩქარება. • საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომი ტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას ვიზიტი იტალიაში. რომში მიგრა ციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარ დაჭერით ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იტალიაში მოღვაწე დიასპორის წარმომადგენლის, პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის – გიორგი აფხაზის ნამუშევრების გამოფენის გახსნაში, პატივი მიაგო მის ხსოვნას და მისი ახალაღმოჩენილი საფლავი გვირგვინით შეამკო. • გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, 2021 წლის 9 ივნისს საქარ თველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ჟენევაში, სადაც იგი ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრას თავმჯდომარეობდა. შეხვედრაზე მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ორჰუსის კონვენციის 2022– 2025 წლების სამუშაო პროგრამასა და 2022–2030 წლების სტრატეგიულ გეგმებსა და პროექტებს უკავშირდება. ამის შედეგად ორჰუსის კონვენციის ფარგლებში დაინერგება მექანიზმი, რომელიც გარემოს დამცველთა 73 საგარეო ურთიერთობები დასჯისა და დევნის შემთხვევებზე სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს. დაინიშნება სპეციალური მომხსენებელი, რომლის მანდატიც მოიცავს აღნიშნული პირების დიპლომატიური და სხვა დაცვის ღონისძიებების საშუალებით დაცვას. საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტე ბის თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები აგრძელებდნენ შეხვედრებსა და მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თბილისში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების განსახილველად. 74 4. ღია პარლამენტი ღია პარლამენტის 2021–2022 წლების სამოქმედო გეგმის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც ღია მმართველობის მუდმივ მოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები: • საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებებთან დაკავშირებით სა მუშაო ჯგუფის შექმნის ვალდებულებისა და მისი მუშაობის ვადების გან საზღვრა; • საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშთან/საქართველოს პარლა მენტის შესაბამის დადგენილებასთან დაკავშირებით უწყებების პასუხების გამოქვეყნება; • პარლამენტის კომიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; • პარლამენტის კომიტეტების სხდომების ოქმების საქართველოს პარლა მენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთვის ვადების შემოღება; • კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტების სხდომების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება; • ჯანმრთელობის დაცვის სამთავრობო პროგრამების საზედამხედველო ონლაინ პლატფორმის ანგარიშების საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნება. საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შემუშავდა ღია პარლამენტის 2021–2022 წლების სამოქმედო გეგმის ახალი ვალდებულება, რომელიც მიზნად ისახავს საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას. 75 5. საქართველოს პარლამენტის აპარატი საქართველოს პარლამენტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება P შემუშავდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმიანობის უწყვეტო ბის მართვის პოლიტიკის დოკუმენტი და პარლამენტის აპარატის სტრუქ ტურული ერთეულების საქმიანობის უწყვეტობის გეგმები. აღნიშნული დო კუმენტი, რომელიც პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმიანობის უწყვე ტობის მართვის პოლიტიკის განხორციელების ძირითად პრინციპებს და საქმიანობის უწყვეტობისთვის პასუხისმგებელი სუბიექტების ფუნქციებსა და ვალდებულებებს, აგრეთვე პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის უწყვეტობის გეგმების სტანდარტებს; P შემუშავდა საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექ ნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის სტრატეგია და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა (2021–2024). დოკუმენტის მომზადების პროცესში, რომელიც პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით გან ხორციელდა, შეფასდა დეპარტამენტში არსებული მდგომარეობა და მისი შესაძლებლობებისა და გამოწვევების გათვალისწინებით განი საზღვრა ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიული მიზნები. აღ ნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ იქნა და დაი გეგმა დეპარტამენტის ამოცანები, რომლებიც შესაძლებელს გახდის საქართველოს პარლამენტის აპარატის მისიის ეფექტიანად შესრულებას და სამომავლო ხედვის რეალიზებას; P საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრმა პარტნიორი ორგანიზა ციის მხარდაჭერით გადახედა თავის სტრატეგიას და მასზე დაყრდნობით შეიმუშავა 2021–2024 წლების სტრატეგიული გეგმა და 2021-2022 წლების დეტალური სამოქმედო გეგმა. სტრატეგიული გეგმით განისაზღვრა სამი ძირითადი მიზანი და მათი განხორციელებისთვის იდენტიფიცირებული ამოცანები. საჯარო ინფორმაციის თავისუფლება 2021 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის აპარატმა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების 76 საქართველოს პარლამენტის აპარატი კუთხით ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის 100%-იანი მაჩვენებლით კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. 100%-იანი შედეგი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორ მაციის ნუსხის გამოქვეყნების მიხედვით. ციფრული პროექტები 2021 წელს სატესტო რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდი – www.parliament.ge. ვებგვერდს გაუაქტიურდა ორი ახალი დომენი: www.parlamenti.ge და ქართული დომენი – პარლამენტი.გე. პარლამენტის ახალი ვებგვერდი მორგებულია მოქალაქეთა საჭიროებებზე (მათ შორის, უსინათლო და მცირემხედველი პირების საჭიროებაზე). იგი უფრო მოქნილი და ინტერაქტიულია. მისი ონლაინშესაძლებლობები ორიენტირებულია ქვეყნის საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე. ვებგვერდის მრავალი ინოვაციური სიახლიდან აღსანიშნავია შემდეგი: • ვებგვერდზე ამოქმედდა ონლაინკომუნიკაციის – Chat-ის ფანჯარა, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების მარტივ კომუნიკაციას პარლამენტთან და მათ მიერ ინფორმაციის უფრო მოკლე ვადებში მიღებას; • ვებგვერდს დაემატა საპარლამენტო ზედამხედველობის თემაზე შექმნილი სპეციალური ფანჯარა („ზედამხედველობა“), სადაც ერთ სივრცეში შე საძლებელია ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ დეტალური ინ ფორმაციის მოძიება; • გააქტიურდა ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილ ანგა რიშებზე მოქალაქეთაგან უკუკავშირის მიღების ელექტრონული ფანჯარა; • ფანჯარას „კანონმდებლობა“ დაემატა სრულყოფილი საძიებო სისტემა, შესაძლებელი გახდა დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტების საძიებო სისტემის გამოყენება; • შესაძლებელია ინიციირებულ კანონპროექტებზე მოქალაქეთა მოსაზრებების ელექტრონული ფორმატით გამოგზავნა; • ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია კომიტეტების სხდომებზე დასწრების მსურველ მოქალაქეთა ინლაინრეგისტრაცია; • ვებგვერდზე ამოქმედდა ამომრჩეველთა საკანონმდებლო ინიციატივებზე ელექტრონული ხელმოწერების განხორციელების, პეტიციების წარდგენისა და მხარდაჭერის ელექტრონული გვერდი; მიერ 77 საქართველოს პარლამენტის აპარატი • ვებგვერდს დაემატა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ელექტრონული შესაძლებლობა; • გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდის მიზნით საქართველოს პარლამენტის წევრთა პერსონალურ გვერდებზე გამოტანილია მათი ქონებრივი მდგო მარეობის დეკლარაციები; • მნიშვნელოვანი სიახლეა ფანჯარა „ჩაერთე“, სადაც თავმოყრილია მო ქალაქეთა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის ელექტრონული მექანიზმები. ამავე სივრციდან შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის სასახლეში ვიზიტის ელექტრონულად დაჯავშნა და პარლამენტის სიახ ლეების გამოწერა. P გასული წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის კომიტეტები, პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები დისტანციური და შერეული ფორმატის, სხვადასხვა მასშტაბის შეხვედრებისთვის საჭირო, შესაბამისი ელექტრონული პროგრამით მხარდაჭერას უწყვეტ რეჟიმში იღებდნენ. P გასულ წელს საქართველოს პარლამენტის ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაცია პირველად სრულად ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ელექტრონულად განისაზღვრა თითოეული ნივთის ადგილმდებარეობა, მისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ინვენტარიზაციის აღნიშნული სახით ჩატარება გამორიცხავს მსგავსი ნივთების დუბლირებას ან არასწორი რაოდენობის მიღებას, მათ შორის, ნივთების გადაადგილების გათვალისწინებით. P საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი დოკუმენტბრუნვის უმეტესი ნაწილის ელექტრონული ფორმატით განხორციელებაზე გადავიდა. დოკუმენტების მატერიალური ფორმით ბრუნვის ელექტრონულით ჩანაცვლებით დაიხვეწა და უფრო სრულყოფილი გახდა ელექტრონული არქივის წარმოების პროცესი. საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრი P განახლდა და შემუშავდა 8 სასწავლო პროგრამა; P ჩატარდა 58 ტრენინგი და გადამზადდა 522 პირი (347 ქალი და 175 მამა კაცი); 78 საქართველოს პარლამენტის აპარატი P მომზადდა და დაიბეჭდა ახალი სახელმძღვანელო/გზამკვლევი „პრაქ ტიკული რჩევები ევროკავშირთან საქმიანობის საწარმოებლად“ (ავტორი – ი. ნანობაშვილი). ინფრასტრუქტურული პროექტები P გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით საქართველოს პარლამენტის სასახლეში საქართველოს ეროვნული გმირის – მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნა. ამით უპირობოდ იქნა აღიარებული საქართველოს ისტორიაში ქალთა მიერ შეტანილი უდიდესი წვლილი. დარბაზის სარემონტო სამუშაოები და აღჭურვა საქართველოს პარლამენტის პარტნიორი ორგანიზაციების, შვედეთის მთავრობისა და პარლამენტის აპარატის მხარდაჭერით გან ხორციელდა; P განხორციელდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში განთავსებული ხარების სახელობის სამლოცველოს სარემონტო სამუშაოები: გაიწმინდა სენაკების კედლები, დაზიანებული ნალესისგან გასუფთავდა კედლები და ჭერი, სათანადო დამუშავების შემდეგ კედლები წყალმედეგი მასალით შეილესა, ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, განახლდა ჩამონადენი წყლის ორგანიზებულად მიღების სისტემა; P საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში განხორ ციელებული სამუშაოების შედეგად მოეწყო სივრცე პლენარული სხდო მების საქმიანობის მხარდამჭერი აპარატის თანამშრომლებისთვის. პარლამენტის პლენარული სხდომების გამართულად ჩატარებისთვის სხვადასხვა ფუნქციის შემსრულებელი პირების ერთ სივრცეში განთავსება მათ უფრო ეფექტიან კოორდინაციას უზრუნველყოფს; P დაიწყო მუშაობა საქართველოს პარლამენტის სასახლის „C“ კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრებისთვის. ჩატარებული ტენდერის საფუძველზე გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელ შეკრულება შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მოწოდებაზე. 79 6. 2022 წლის სამოქმედო გეგმა 2022 წლისთვის საქართველოს პარლამენტი გეგმავს: 1. კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო მიმართულებით არსებული ინსტრუმენტები სრულად გამოყენებას. მაგალითად, საპარლამენტო კო მიტეტები 2022 წლის განმავლობაში იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე (კომიტეტების საქმიანობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მათი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები): – აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ფერმერის ან/და ფერმერული მეურნეობის სტატუსს/გან მარტებას. ფერმერი და ფერმათა რეესტრი გვხვდება მხოლოდ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N350-ე დადგენილებაში. აღნიშნული დადგენილება ფერმერს განმარტავს როგორც პირს, რომელიც ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. დადგენილებით გაწერილი კრიტერიუმები ვერ უზრუნველყოფს რეალური ფერმერული საქ მიანობის ან/და ფერმერის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ფერმერის სტატუსის განსაზღვრისა და ფერმერთა ერთიანი ბაზის/ რეესტრის არსებობის აუცილებლობა განპირობებეულია შემდეგი მიზეზებით: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სა მეურნეო დანიშნულების მიწის, განსაკუთრებით, საძოვრების გას ხვისებისას მნიშვნელოვანია მიწის საკუთრებაში თუ დროებით სარგებლობაში გადაცემისას უპირატესი უფლება ჰქონდეს ფერ მერს, რომელიც მიზნობრივად გამოიყენებს აღნიშნულ მიწას; ბ) სა ხელმწიფოს პოლიტიკის განსაზღვრისას, მათ შორის, ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებისას, ხშირად ვერ ხდება ფერმერთა იდენტიფიცირება და მიბმულია საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწაზე, რაც არ იძლევა რეალურ სურათს; გ) ფერმერული საქმიანობის შესახებ კანონით მიზანშეწონილია, გაიწეროს აგრო ტურისტული საქმიანობა (როგორც დამატებითი საქმიანობა ფერმე რული მეურნეობის ფარგლებში) და ბიომეურნეობების ფარგლებში საქმიანობის რეგულირების მიზნით შესაბამისი ნორმები; დ) ფერმერთა ერთიანი ბაზის/რეესტრის არსებობის პირობებში შესაძლებელი იქ ნება სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროგრამები ზუს ტად პასუხობდეს ფერმერთა არსებულ საჭიროებებს (მათ შორის, შესაძლებელი იქნება დიფერენცირებული მიდგომა მცირე და დიდი ფერმერულ მეურნეობების მიმართ). 80 2022 წლის სამოქმედო გეგმა – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კო მიტეტი – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგ რაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იქნა საქართველოს კანონის პრო ექტი „აღსრულების კოდექსი“ და თანმდევი საკანონმდებლო პა კეტი, რაც მიღებულია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით და ამჟამად გრძელდება შემდგომი განხილვის პროცედურები. აღსრულების კოდექსი წარმოადგენს აღსრულების სფეროში ახალ, ერთიან, სისტემატიზებულ საკანონმდებლო აქტს, რომლის მი ზანია აღსრულების ახალი, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფ ლებების დაცვის პრინციპებზეა დაფუძნებული. კოდექსის იმპლე მენტაციის შედეგად აღსრულების პროცესში დაინერგება პრო პორციულობის პრინციპი, რაც აღსასრულებელ მოთხოვნასთან მიმართებით განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებებისა და მათი მოცულობის პროპორციულობას გულისხმობს. გარდა ამისა, დაინერგება აღმასრულებელთა საქმიანობის ახალი სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს კრედიტორთა ინტერესების დაცვას და შე ამცირებს მოვალის უფლებათა ხელყოფის შესაძლებლობას. მოხდება სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების გამიჯვნა და მკაფიოდ ფორმულირება, სააღსრულებო პროცესის გამარტივება, აგრეთვე როგორც აღსრულების პროცესში, ისე მის მიღმა არსებული სერვისების გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის ახალი სერვისების შეთავაზება. კოდექსის მიღებით საქართველოს სააღსრულებო კანონმდებლობა მაქსიმალურად ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების, მათ შორის, საკუთრე ბის უფლების, დაცვას და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოს გაუმ ჯობესებას. – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი – განათლებისა და მეცნიერე ბის კომიტეტი, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებუ ლი საკანონმდებლო ბაზის ანალიზის საფუძველზე, იწყებს მუშაობას განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის შემუშავებაზე, რათა მოხდეს ამ სფეროში არსებული კანონების სისტემატიზაცია და ერთ დოკუმენტში მოქცევა. ასევე, მოიაზრება სისტემური რეფორმების გა ტარება კოდექსის წერის დროს, კანონებში არსებული ხარვეზებისა და კანონების ურთიერთმიმართების ფარგლებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ტექნიკური საკითხების განხილვა, 81 2022 წლის სამოქმედო გეგმა ექსპერტთა შემადგენლობის დაკომპლექტება და სამუშაო ჯგუფის შექ მნა. ამავდროულად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მუშა ობს განათლების სისტემაში ელექტრონულ/დისტანციური სწავლების შესაძლებლობების გაჩენის საკითხებზე, რათა შეიქმნას ახალი რეგუ ლაციები აღნიშნული მიმართულებით. ზემოხსენებული საკითხი არის დამუშავების პროცესში. – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – „კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავების დაწყება. კლიმა ტის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. 2017 წელს, პარიზის შეთანხმების დამტკიცების შედეგად, საქართველო შეუერთდა შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს და განაცხადა მზაობა, პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საკუთარი წვლილის შეტანის შესახებ. საქართველოში უშუალოდ კლიმატის ცვლილების შესახებ კანონი მიღებული არ არის. შესაბამისად, კლიმატის ცვლილების შესახებ რელევანტური ინფორმაცია ფრაგმენტირებულია სხვადასხვა სექტორულ საკანონმდებლო აქტში. ამდენად, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. კანონის პროექტით ასევე განისაზღვრება საქართველოს პარლამენტში კლიმატის ცვლილების საპარლამენტო საბჭო შექმნა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პარლამენტის როლს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ფორმირებასა და მისი განხორციელების ზედამხედველობაში. კომიტეტი კანონის პროექტს ბრიტანეთის მთავ რობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭე რით შეიმუშავებს. – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავების მიზანია, ერთი მხრივ, მოძველებული მოქმედი კანონის ჩანაცვლება და, მეორე მხრივ, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება (347-ე მუხლი და XXIX–ე დანართი), კერძოდ, (EU) 2015/2302 და 2008/122/EC დირექტივებთან მიერთება. კანონპროექ ტის შედეგად, დაინერგება რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე ტუ რისტული მომსახურების სფეროში. კანონპროექტის შემუშავების პროცესში კომიტეტი თანამშრომლობს USAID-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან და ტურისტულ ალიანსთან. კანონ პროექტის შემუშავების პროცესში კომიტეტში გაიმართა 40-მდე სა მუშაო შეხვედრა კერძო სექტორის მონაწილეობით და ერთი შეხ ვედრა საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში. 82 2022 წლის სამოქმედო გეგმა – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – 2022 წლის პერი ოდში კომიტეტი იმუშავებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა დარგობრივი საკანონმდებლო აქტების დახვეწაზე დიას პორელებისათვის დამატებითი პრივილეგიების მინიჭების, მათი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში ჩართვის და სახელ მწიფოსთან პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირების გამყარების მიზნით. ცვლილებები უნდა მოიცავდეს შემდეგ შესაძლებლობებს: უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა საქართველოში შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, განახორციელონ სამე წარმეო და შრომითი საქმიანობა; საქართველოს მოქალაქის პას პორტი აიღონ გამარტივებული წესით. – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – აღმასრულებელ ხელისუფლე ბაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად, კომიტეტი როგორც ცალკე, ისე დარგობრივ კომიტეტებთან ერთად, ისმენს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების პე რიოდულ ანგარიშებს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალის წინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ, აკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მათ შესრულებას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სა მოქმედო გეგმით განსაზღვრულია აღნიშნულ საკითხებზე საკომიტეტო მოსმენების გამართვის პერიოდულობა და თემატიკა. ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების საქ მიანობაზე საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, 2022 წლის გაზაფხულზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა გამართა 4 სა კომიტეტო მოსმენა. 2022 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია 6 სა კომიტეტო მოსმენის გამართვა ევროკავშირში ინტეგრაციასთან და კავშირებულ თემატურ საკითხებზე. – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – პარლამენტი მიიღებს თავ დაცვის კოდექსს, რომელიც შექმნის ტოტალური თავდაცვის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს, მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გააუმჯობესებს თავ დაცვის ძალების მართვის ეფექტიანობას და მოახდენს თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას. კოდექსით განისაზღვრება ეროვნული მედეგობის გაძლიერების და ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზების საფუძვლები, განხორციელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემის რეფორმა და საკანონმდებლო დონეზე გამყარდება სამ ხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური გარანტიები. 83 2022 წლის სამოქმედო გეგმა – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა ახალ კოდექსზე მუშაობა და სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული გადასინჯვა: ადმინისტრაციულ სამართალდარ ღვევათა ახალი კოდექსით სისტემურად მოწესრიგდება კანონის არ სებული დებულებები და შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მკაფიო ნორმები. ამასთანავე, ყოველივე ეს განხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის სა ერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ძირეულად გადაისინჯება სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და კერძო ნაწილები, რა დროსაც ყურადღება გამახვილდება ისეთ კონცეპტუალურ საკითხებზე, როგორებიც არის: სასჯელის დანიშვნის პრინციპები, სასჯელის სახეები, პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელი ვადა და სხვა; ყურადღება გამახვილდება, ასევე, მთელ რიგ დანა შაულთა შემადგენლობებზე, მათ დამამძიმებელ გარემოებებზე, მათი ჩადენისას გამოსაყენებელ სასჯელებსა და სხვა. – კულტურის კომიტეტი – საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისთვის 2022 წელს პრიორიტეტს წარმოადგენს სახელოვნებო განათლების რეფორმა. ზემოაღნიშნული რეფორმის განხორციელე ბის საჭიროება განაპირობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში შექ მნილმა კვალიფიციური კადრების დეფიციტმა და სახელოვნებო სფე როს დასუსტებამ, რაც 2006 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგია. ამასთან, რეგულირების მიღმა აღმოჩნდა სკოლის გა რეთ სახელოვნებო განათლების სისტემა, ხოლო სახელოვნებო ფორმალური და არაფორმალური განათლების კომპონენტებს შო რის მოხდა აღრევა. სახელოვნებო განათლების რეფორმასთან და კავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. დარგის სპეციალისტებთან ერთად, სამუშაო ჯგუფში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერ ტებიც. კულტურის კომიტეტი, სამუშაო ჯგუფთან ერთად, გეგმავს აქტივობების განხორციელებას სახელოვნებო განათლების სფე როში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეა გირების მექანიზმების დაგეგმვის მიზნით, აგრეთვე, „სახელოვნებო განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავებას, რომელიც განსაზღვრულია „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის გარ დამავალი დებულებებით (მე-40 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – 2022 წლის განმავლობაში აღნიშნულმა კომიტეტმა აქცენტი გა აკეთა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლზე, რომლის ფარგლებშიც კომიტეტი შეისწავლის, თუ როგორ მიმდინარეობს 84 2022 წლის სამოქმედო გეგმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პრაქტიკული რეალიზაცია. ვინაიდან კანონის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, ხოლო ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ყოველ წელს იხარჯება მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხა, კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეისწავლოს, თუ რამდენად მიიღწევა ამ კანონის მიზნები. – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – კომიტეტი მუშაობდა საზე დამხედველო ფუნქციების და ამ კუთხით ახალი მექანიზმების შემუშავებაზე. 2021 წლიდან კომიტეტმა დაიწყო საქართველოში არსებული დიპლომატიური მისიების ხელძღვანელების საკომიტეტო მოსმენების ჩატარება. 2022 წელს უკვე გაიმართა რამდენიმე სა კომიტეტო მოსმენა. წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით რამდენიმე ელჩის კომიტეტის სხდომაზე მოწვევა. ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გეგმავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მოსმენას, რაც ახალ პრაქტიკას წარმოადგენს. – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – იგეგმება პარ ლამენტის რეგლამენტის რეფორმა, რომლის მიზანია არსებული საკანონმდებლო და საზედამხედველო ინსტრუმენტების განხორ ციელების პრაქტიკის შესწავლა და ამ მხრივ პარლამენტის საქმიანო ბის გაუმჯობესება. – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტე ტისთვის მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია. პარ ლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ხელმძღვანელობს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცესს, რომელიც მოიცავს როგორც პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში სახელმწიფო ბიუჯეტის და მასში ცვლილებების განხილვების ორგანიზებასა და კოორდინაციას, აგრეთვე, ახორ ციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საერთო კონტროლს. კომიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი დასკვნების, რეკომენდაციების და გადაწყვეტილებების მომზადებას და შესაბამისი მსვლელობის მიცემას. – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – 2022 წლის გან მავლობაში კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ახალ გაზრდების დასაქმების და მუნიციპალური ახალგაზრდული პო ლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს. ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით კომიტეტი გეგმავს თემატური მოკვლე 85 2022 წლის სამოქმედო გეგმა ვის („ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“, 2021) შედეგად მომ ზადებული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის განხორ ციელებას, ევროკავშირის მსხვილი პროექტის („ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის“ – დასაქმების კომპონენტი) საქართველოში პილოტირების ხელშეწყობა, აგრეთვე, დონორ ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია აღი ნიშნოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით სახელმწიფო უწყებებში გავლილი სტაჟირება ჩაითვლება სამსახურეობრივ გამოცდილებად. ამ ინიციატივის გან ხილვა საშემოდგომო სესიების ფარგლებშია დაგეგმილი. – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – 2022 წელს კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება. ახალშობილის ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია ორსულობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე დასაქმებულზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული ფულადი დახმარების ოდენობის (მოქმედი კანონით გაიცემა 1000 ლარამდე) გაზრდა. 2. საერთაშორისო ურთიერთობებში საპარლამენტო და კულტურული დიპლომატიის გამოყენებას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, პარლამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, კომი ტეტების, მეგობრობის ჯგუფების, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელე გაციების ფარგლებში. საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავება. აგრეთვე, საერთაშორისო საქმიანობის ერთ-ერთი პრიო რიტეტული მიმართულება იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლი ანობის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღირების პოლიტიკის განმტკიცება. 3. ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ განვითარებაზე მუშაობას, რაც მიზნად ისა ხავს მისი სტრუქტურის, შიდა პროცედურების, სერვისების, ადამიანური რესურსებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. 86