„ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2022
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/159/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (შემდგომში - სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია) შექმნისა და მართვის სფეროში წარმოშობილ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისათვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ქონებრივი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. კანონის ძირითადი მიზნებია: ა) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მმართველობის ფორმისა და მართვის მექანიზმების მოწესრიგება; გ) საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენისა და მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბებისთვის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფა; დ) ფაუნის იშვიათი ან/და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების (სარსარაკის (Tetrax tetrax), ბექობის არწივის (Aquila heliaca), სვავის (Aegipius monachus), ორბის (Gyps fulvus) და სხვ.) დაცვისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა; ე) ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელისა და ზურმუხტის ქსელის განვითარება; ვ) ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის ხელშეწყობა ბუნების დაცვასთან თავსებადი მეთოდებითა და მასშტაბით. 2. კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების დაცვა, აღდგენა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფა; ბ) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება; გ) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საგანმანათლებლო და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მუხლი 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და მისი მიზნები 1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველის - ქურციკის (Gazella subgutturosa) და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის საჭირო პირობების დასაცავად. 2. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნის მიზნებია: ა) ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენა, დაცვა და მოვლა; ბ) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ისტორიულკულტურული ლანდშაფტების, ძეგლების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით, საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის, დაცვის, აღდგენისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველყოფა; გ) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისთვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება; დ) გარემოს დაცვის მოთხოვნებისა და ქურციკის პოპულაციის აღდგენის საჭიროებების გათვალისწინებით, ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა; ე) ადამიანსა და ბუნებას შორის დაბალანსებული ურთიერთობის განვითარება და გაძლიერება; ვ) მდგრადი განვითარების ტრანსსასაზღვრო დონეზე; ხელშეწყობა ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ზ) სამეცნიერო კვლევა და გარემოს მონიტორინგის წარმოება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის კუთხით; თ) საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელის გაძლიერება და ერთიანობის ხელშეწყობა; ი) ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ ბერნის კონვენციის შესაბამისად შექმნილი ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება და ქსელის შემდგომი განვითარება. მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობა სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის სფეროში მოიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. მუხლი 5. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია საქართველოს უკიდურეს სამხრეთაღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ივრის ქვედა დინებაში, მდებარეობს. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას დასავლეთიდან ესაზღვრება ზურმუხტის ქსელის კოწახურას ტერიტორია (GE0000051), სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრები ემთხვევა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს, ხოლო აღმოსავლეთიდან პრაქტიკულად მთელ სიგრძეზე ესაზღვრება ვაშლოვანის ეროვნული პარკის საზღვარს. 2. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მოიცავს ზურმუხტის ქსელის სამუხის ტერიტორიას (GE0000061). 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 13 273.43 ჰექტარს. 4. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: ა) N X Y N X Y N X Y 1 608370.02 4558983.65 29 612370.25 4564721.51 57 622750.01 4555084.48 2 608528.98 4559427.57 30 612428.25 4564452.92 58 622607.29 4554969.21 3 608898.07 4559594.26 31 612733.98 4564353.81 59 622838.44 4554830.99 4 608900.72 4560077.12 32 614485.29 4562890.22 60 622806.97 4554613.54 5 609076.67 4560247.78 33 614738.95 4562360.39 61 623439.60 4554250.51 6 609047.56 4560745.19 34 615297.45 4562037.45 62 624112.70 4552580.45 7 608850.45 4560995.23 35 616325.82 4560678.60 63 624950.90 4552002.60 8 608964.22 4561148.69 36 616666.14 4560785.88 64 625087.03 4551610.09 9 609646.85 4561255.84 37 616871.84 4560673.01 65 625446.20 4551520.00 10 610287.14 4561665.95 38 617354.39 4559883.01 66 625751.01 4551837.50 11 610662.85 4562299.63 39 617386.85 4560008.82 67 626957.51 4550948.50 12 610523.94 4562962.41 40 617807.43 4559712.02 68 628669.07 4550213.37 13 609899.52 4563416.17 41 617747.70 4559500.44 69 626100.12 4546404.53 14 609476.19 4564187.43 42 618326.84 4559285.69 70 625508.99 4545883.93 15 608825.18 4564841.29 43 618223.68 4558943.58 71 625181.40 4546324.22 16 609255.05 4564913.78 44 619804.11 4557399.54 72 623999.67 4546721.11 17 609504.54 4565219.87 45 620218.31 4557173.56 73 623583.01 4547036.89 18 609597.97 4565017.96 46 620406.68 4557244.14 74 622806.08 4549612.78 19 609929.37 4565086.58 47 621052.53 4556550.57 75 622937.74 4550113.04 20 609975.29 4564914.34 48 621438.00 4556983.00 76 622496.84 4550720.85 21 610457.32 4564635.59 49 621316.37 4556555.32 77 621245.33 4550841.16 22 610691.00 4565156.00 50 621474.90 4556583.92 78 620699.58 4551214.79 23 611136.66 4564827.22 51 621669.00 4556348.99 79 619857.81 4551432.27 24 611136.71 4564954.82 52 621607.40 4556112.13 80 619305.61 4551204.89 25 611394.21 4564989.81 53 621881.10 4555518.19 81 618835.94 4551380.80 26 611681.74 4564624.20 54 622265.99 4555860.17 82 616845.72 4550879.33 27 611824.91 4564743.93 55 622462.23 4555226.57 83 615074.11 4551306.40 28 612216.63 4564503.30 56 622594.06 4555275.19 84 615001.57 4552912.25 85 608370.02 4558983.65 ბ) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საზღვარი მიუყვება ვაშლოვანის ეროვნული პარკის საზღვრებს - წერტილიდან, რომლის კოორდინატებია: X608825.2, Y4564841.3, წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X613961.2, Y4563314.6, და წერტილიდან, რომლის კოორდინატებია: X614024.4, Y4563300.1, წერტილამდე, რომლის კოორდინატია: X628669.06, Y4550213.37. გ) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საზღვარი მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს - წერტილიდან, რომლის კოორდინატებია: X628669.06, Y4550213.37, წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X615074.11, Y4551306.40. მუხლი 6. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფუნქციონალური ორგანიზაცია 1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) VI კატეგორიას – რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Protected area with sustainable use of natural resources). მისი ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ძირითადი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და სახეობების დაცვას და ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას. 2. დასაშვებია სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება), ბიომრავალფეროვნების დაცვის, რეკრეაციის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე. 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დგინდება სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით. 4. ნებისმიერი საქმიანობა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისა, უნდა წარიმართოს იმ მეთოდებითა და მასშტაბით, რომელიც ხელს შეუწყობს ქურციკის პოპულაციის აღდგენას, არ გამოიწვევს მათ შეწუხებას, ჰაბიტატის შემცირებას, დეგრადაციას ან ფრაგმენტაციას, არ წარმოქმნის ქურციკის ინდივიდების დაღუპვის საფრთხეს. 5. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე აკრძალულია: ა) ნადირობა; ბ) წყლის უხერხემლოთა მოპოვება; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა; დ) ისტორიულ-კულტურული ძეგლების ხელყოფა, დაზიანება ან განადგურება; ე) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით აკრძალული საქმიანობები. მუხლი 7. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები 1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტი, სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, შესაბამისი ფინანსური რესურსების გამოყოფით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. 3. ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვაში მონაწილეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო ორგანო - საბჭო, რომელსაც ქმნის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების, მათ შორის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის, თუშეთის საბჭოს, თუშების სათემო საბჭოს, საქართველოს მეცხვარეთა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლები. 5. საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილებები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. საბჭო შეიმუშავებს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და წარუდგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას. 7. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მაკონტროლებელი უწყებები. 8. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად. 9. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და სხვა ობიექტების (მათ შორის, ტექნიკური საშუალებები) განთავსება და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 8. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ სამუხის ველი წარმოადგენს მნიშვნელოვან ჰაბიტატს, სამიგრაციო, სანადირო, საკვებ და საბუდარ ტერიტორიას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ფაუნის წარმომადგენლებისათვის. ვაშლოვანში გავრცელებული მტაცებელი ცხოველების და ფრინველების მრავალფეროვნება პირდაპირ კავშირშია სამუხის ველის ტერიტორიასთან, რადგან სამუხის ველი წარმოადგენს საკვების მნიშვნელოვან წყაროს და, შესაბამისად, ამ ტერიტორიას მათ ჰაბიტატში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გარდა ამისა, სამუხის ველზე გავრცელებულია ისეთი სახეობები, რომლებიც თვითონ ვაშლოვანის ნაკრძალისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არ გვხვდება. სამუხის ველი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ჰაბიტატს ქურციკისთვის, რომელიც იდეალურად შეესაბამება მის დღევანდელ მდგომარეობას და პოპულაციის სრულფასოვნად აღდგენის დიდი პოტენციალი გააჩნია. იგი თავისი საზღვრისპირა მდებარეობით, რელიეფითა და ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი ბარიერებით წარმოადგენს იზოლირებულ ფართობს, სადაც მარტივადაა შესაძლებელი, როგორც პოპულაციის დამაგრება, ასევე მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღმოსავლეთ კავკასიაში ქურციკების პოპულაცია გასული საუკუნის პირველ ნახევარში შემცირდა – 1960–იან წლებში მათი რიცხოვნობა რამოდენიმე ათასიდან 200–მდე შემცირდა. ამის ძირითად მიზეზად დასახელდა როგორც ნადირობა, ასევე მიმდებარე ხეობების ინტენსიური ათვისება. აქედან გამომდინარე, ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, უშუალოდ მოსაზღვრე ტერიტორიებზე, შესაბამისი კატეგორიით დაცული ჰაბიტატის არსებობას. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გახის აღკვეთილი უშუალოდ ესაზღვრება სამუხის ველს. ამიტომ სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის დაარსებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქურციკების მათს ისტორიულ არეალში რეინტროდუქციის პროცესში, აზერბაიჯანთან. ამ მხრივ, საგულისხმოა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, ჰეიდარ ალიევის ფონდთან, გარემოსდაცვითი ქმედებებისთვის საერთაშორისო დიალოგის (IDEA) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად ინიცირებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ჯეირნების რეინტროდუქციას მათ ისტორიულ საარსებო არეალში. WWF–მა პროექტს გაუწია მეთოდოლოგიური და ტექნიკური დახმარება. პროექტი ოფიციალურად დაიწყო 2010 წელს. დღეისათვის, დაახლოებით 150 ქურციკია რეინტროდუცირებული 5 ტერიტორიაზე – აბშერონისა და აგგოლის ეროვნულ პარკებში, გობუსტანის პლატოზე, აჯინურისა და სარიჯას სტეპებში და ბოძდაგის ქედზე. ყველაზე საინტერესოა ამ მხრივ აჯინური, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა. მარტო 2013 წლის ნოემბერში 10 ქურციკი იქნა შემოყვანილი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში. ამის შემდეგ, 2015-2018 წლებში, პროგრამის „ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს” (TJS-III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი და რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) საშუალებით, 70 ქურციკი იქნა გადმოყვანილი აზერბაიჯანიდან და გაშვებული ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე. TJS-ის (ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო) პროგრამის ფარგლებში, WWF-ის კავკასიის პროგრამული ოფისის (WWF CauPO) მიერ განხორციელდა სამუხის ველზე არსებული სიტუაციის შესწავლა დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კვლევის პერიოდში და ჩატარებული ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქურციკების აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათ ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძებნისა და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სწორედ ქურციკების პოპულაციის რეინტროდუქციის პროგრამის წარმატებით განხორცილების მიზნით, დროებით აკრძალა სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. პირველი სახელობითი დაცული ტერიტორიის შექმნა უკავშირდება ნუგზარ ზაზანაშვილის სახელის უკვდავყოფასა და საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებასა და განვითარებაში შეტანილი მისი უდიდესი წვლილის დაფასებას. ნუგზარ ზაზანაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანაში უამრავი დაცული ტერიტორია შეიქმნა, რამაც ხელი შეუწყო გადაშენების პირას მყოფი სახეობების საგრძნობელ ზრდას. იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქურციკების აღდგენის/რეინტროდუქციის პროექტსაც, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი მიზნად ისახავს სამუხის ველზე მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის დაარსებას, რათა შესაძლებელი იყოს ქურციკების პოპულაციის აღდგენა და გამორჩეული კონსერვაციული ღირებულების მქონე ბიომრავალფეროვნების ფორმირება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სამუხის ველზე ქურციკების შემცირებული პოპულაციის აღდგენისა და მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით. კანონის მიღების აუცილებლობას აგრეთვე განაპირობებს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ქურციკის (Gazella subgutturosa) გადაშენებული პოპულაციის აღდგენის პროექტი საქართველოში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სამუხის ველის ნაწილს (13 273.43 ჰა) მიენიჭება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სტატუსი. აღნიშნულ ტერიტორიაზე კანონი ზღუდავს ნადირობას, წყლის უხერხემლოთა მოპოვებას, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარ სარგებლობას, რათა შესაძლებელი იყოს საქართველოს ტერიტორიაზე სიცოცხლისუნარიანი, სრულფასოვანი ქურციკებისა და სხვა ბიომრავალფეროვნების უნიკალური პოპულაციის აღდგენა და შენარჩუნება. კანონპროექტიდან გამომდინარე, აღნიშნული ტერიტორიის მართვა მოხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ხოლო ნადირობის კონტროლს განახორცილებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მაკონტროლებელი უწყებები, მათ შორის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კომპეტენციის მსგავსი განსაზღვრა გამოწვეულია ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, ვინაიდან სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე არ იგეგმება დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის შექმნა. მართალია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერების უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, თუმცა, მოსახლეობასთან საკომუნიკაციოდ, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიზნებისთვის, ადმინისტრაცია ახორციელებს საქმიანობას ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების გარეთაც. აგრეთვე, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია სამუხის ველზე ფაქტობრივად ახორციელებს ქურციკების პოპულაციის დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას ექნება სამართლებრივი საფუძველი სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად. კანონის მიღების შედეგად გაუმჯობესდება სამუხის ველზე არსებული ზურმუხტის კანდიდატი ტერიტორიის (GE0000061) მართვა, განვითარდება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, შეიქმნება ჭაჭუნას აღკვეთილთან დამაკავშირებელი ეკოლოგიური დერეფანი, რომელიც წვლილს შეიტანს დაცული ტერიტორიების ქსელის ურთიერთდაკავშირებაში. კანონის მიღება აგრეთვე ხელს შეუწყობს დედოფლისწყაროს გეგმარებითი ბიოსფერული რეზერვატის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. სამუხის ველისთვის მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს კავკასიის ეკორეგიონის საკონსერვაციო გეგმის პრიორიტეტს. აღსანიშნია, რომ კანონის საფუძველზე ქვეყანაში პირველად შეიქმნება ფუნქციონირებადი VI კატეგორიის დაცული ტერიტორია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ხორციელდება ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის დაარსება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგება 8 მუხლისგან. პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის რეგულირების სფეროს; მეორე მუხლით განისაზღვრება კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები; მესამე მუხლი ეხება სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნასა და მის მიზნებს; მეოთხე მუხლში მიმოხილულია საქართველოს კანონმდებლობა სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებით; მეხუთე მუხლში წარმოდგენილია სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები; მეექვსე მუხლით განისაზღვრება სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფუნქციონალური ორგანიზაცია და ტერიტორიაზე აკრძალული საქმიანობები; მეშვიდე მუხლში აღწერილია სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართველობითი სტრუქტურა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები, ხოლო მერვე მუხლით დადგენილია კანონის ძალაში შესვლის თარიღი (2023 წლის 1 იანვარი). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი შეესაბამება 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (2.12 ქვეთავის მიხედვით, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფორმებს, მათ შორის, დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება და ზოგიერთი არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოება (სულ, დაახლოებით, 185 000 ჰა), შეიქმნება ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, იგი დაკავშირებულია ახალ საბიუჯეტო წელთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკაძლის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის დაარსების შემდეგ შესაბამისი მართვის ორგანოს სრულფასოვნად ამუშავების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი უნდა იქნას 169 961 ლარი საჭირო პერსონალით დაკომპლექტებისათვის და დაცვის სამსახურის აღჭურვილობისთვის. აღნიშნული თანხიდან 142 241 ლარი უნდა გამოიყოს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსათვის და 27 720 ლარი ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის. შესაბამისად, ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი თანხა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შორის გადანაწილდება შემდეგი პროპორციით: № 1 2 3 ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია დასახელება რაოდენობა წლის ფონდი (ლარი) 1 4 12 000 43 200 შრომის ანაზღაურება:  უბნის უფროსი რეინჯერი  რეინჯერი სახელფასო ფონდი სხვა საქონელი და მომსახურება (ზამთარზაფხულის უნიფორმა, ზამთარ-ზაფხულის ფეხსაცმელი, ავტომაქანა, ცეცხლსასროლი იარაღი, სამკერდე კამერები და სხვა სპეციფიკური აღჭურვილობა) სულ 55 200 87 041 142 241 ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის გამოსაყოფი თანხა - 27 720 ლარი, მთლიანად გამოყენებული უნდა იქნას შრომის ანაზღაურების მუხლში, რისთვისაც მათ მიერ აყვანილი უნდა იქნას 3 საშტატო ერთეული (ცხრ. №3) ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის მართვისათვის საჭირო საშტატო ერთეული და დაფინანსება თანამდებობა 1 განყოფილების უფროსი ხელფა სი თანამდებობრივი ხელფასი (წლი რაოდენობა სარგო (თვე/ლარი) ურად/ ლარი) 1 1000 1000 12000 2 ტურიზმის სპეციალისტი 1 700 700 8400 3 ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი 1 610 610 7320 4 სულ 3 27 720 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირების მიმართ, რომლებიც დასაქმდებიან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, ამ კანონით განსაზღვრული ტერიტორიის მართვისა და დაცვის მიზნით. კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრულ აკრძალულ საქმიანობებთან მიმართებით, ვინაიდან ჩამოთვლილი საქმიანობები ამ კანონის ამოქმედებამდეც აკრძალული იყო. მაგალითად, სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 30 ივლისის N 2-1167 ბრძანებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. ამასთან, იგი თანხვედრაშია იმ ზოგად ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველოს, როგორც წევრ ქვეყანას (2009 წლიდან) გააჩნია „ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის“ (IUCN) მიმართ. ასევე, კანონპროექტი ეხმიანება იმ ვალდებულებებსაც, რაც საქართველოს აქვს საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში („კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „კონვენცია მიგრირებადი სახეობების შესახებ“, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონვენცია“ (ე.წ. „ბერნის კონვენცია“), „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია“ და ა.შ. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:: კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული იყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისი, ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.