შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-02-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 26
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტების ერთობლივი სხდომა
2022 წლის 22 თებერვალი, 12:00 საათი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის
შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/114; 10.01.2022) (კომიტეტის დასკვნა
სავალდებულოა);
მომხსენებელი: დავით გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე;
აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები:
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის
განვითარების სააგენტოს (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო
შეთანხმება“ (07-2/120; 03.02.2022) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
3. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი
ღონისძიებების შესახებ;
მომხსენებელი: დავით წითლიძე - შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური
ირექტორი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
oqmi N26
2022 წლის 22 თებერვალი, 12 საათი
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
სხდომას თავმჯდომარეობდა:
ნინო წილოსანი
(კომიტეტის თავმჯდომარე)
(სხდომა ჩატარდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან ერთად)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა
სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ
მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია (უფლებამონაცვლე
-
ვიქტორ
ჯაფარიძე),
გიორგი
ბოტკოველი
-
(უფლებამონაცვლე - ნატო ჩხეიძე), ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, სუმბატ
კიურეღიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, ცეზარ ჩოჩელი - (უფლებამონაცვლე აბდულა ისმაილოვი), ლევან ხაბეიშვილი, დილარ ხაბულიანი.
აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, თინათინ ოდილავაძე, მარიამ ტყეშელაშვილი, სიმონ უროტაძე, ირმა
ქიტიაშვილი, ნანო კორშია, ალინა ძიძიგური.
მოწვეული სტუმრები: გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით წითლიძე - შპს
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, გიზო ჭელიძე, დავით
ტეტუნაშვილი - შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები,დავით
გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:
„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/114; 10.01.2022) (კომიტეტის დასკვნა
სავალდებულოა).
(მომხსენებლები: დავით გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე).
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი
„საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (გამსესხებელი) და საქართველოს
(მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“ (07-2/120; 03.02.2022)
(კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა).
(მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე).
3. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში გაწეული საქმიანობის და
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
(მომხსენებელი: დავით წითლიძე - შპს „საქართველოს მელიორაციის“
გენერალური დირექტორი).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I.მოისმინეს:
დავით გაბაიძის ინფორმაცია - საქართველოს კანონის პროექტების:
„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახლის
ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის
(UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. 2017 წლის აგვისტო–ოქტომბრის
2
პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით
განხორციელდა მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ზონის მართვის
შესაძლო
მექანიზმების
ანალიზი,
რის
შედეგადაც
დაინტერესებულ
მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ ტერიტორიის მართვის
ოპტიმალურ მექანიზმად მიჩნეულ იქნა დაცული ლანდშაფტის დაარსება.
გაეროს
განვითარების
პროგრამამ
(UNDP)
მხარი
დაუჭირა
ახალ
ინიციატივას და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით
დააფინანსა ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების მხარდამჭერი
პროექტი
ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტში,
მაჭახლის
ხეობის
იმ
ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წელს მოხდა
მაჭახლის
ხეობაში
ტერიტორიის
კვლევის
არსებული
სიტუაციის
შესწავლა
დაარსებისათვის
შესატყვისი
კატეგორიის
საფუძველზე
შემუშავებული
იქნა
და
დაცული
შეთავაზება.
მაჭახლის
დაცული
ლანდშაფტის შექმნისა და მართვის კანონის პროექტი. მაჭახლის დაცული
ლანდშაფტის დაარსების საკითხი შეთანხმებულ იქნა აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობასთან, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების
სამმართველოსთან,
აჭარის
ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტთან,
მაჭახლის
სატყეო
ხეობის
სააგენტოსთან,
ადგილობრივ
მოსახლეობასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. მაჭახლის
დაცული ლანდშაფტის სამართლებრივად არსებობისათვის აუცილებელია
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მაჭახლის
ხეობაში
ბიოლოგიური
მრავალფეროვნებით,
ისტორიული
და
კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას,
აღდგენას და გონივრულ გამოყენებას.
გამომდინარე კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს ის
გარემოება, რომ იქმნება ახალი დაცული ტერიტორია - „მაჭახლის დაცული
ლანდშაფტი“,
რომლის
მართვას
განახორციელებს
ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის მერია. კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მისი მართვის ქვეშ არსებული დაცული
ლანდშაფტის მართვის ფარგლებში, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით“
გათვალისწინებულ
კონკრეტულ
სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმების შედგენას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა, შესაბამისი
ცვლილება
შევიდეს
სამართალდარღვევათა
„საქართველოს
კოდექსის“
239-ე
მუხლში,
ადმინისტრაციულ
რომელიც
ადგენს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ
პირებს.
3
აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს:
1. შალვა კერესელიძე: რომლის შეკითხვა შეეხებოდა დაცულ ტერიტორიებში
განთავსებულ მცირე ჰიდროელექტროსადგურებს. მან განაცხადა, რომ
დაცული ტერიტორია და ჰიდროელექტროსადგური ორი სხვადასხვა
პოლუსია,
თუ
ჰიდროელექტროსადგური
კრიტერიუმებში
არ
ზის,
რომელსაც
ეკოტურისტული
დატვირთვა
აქვს.
ჰიდროელექტროსადგური
დაცული
თავისი
რეკრეაციული,
საინტერესოა,
სტატუსით
და
ტერიტორიის
იქნება
თუ
ფუნქციით,
ან
არა
დაცული
ტერიტორიის რეკრეაციული კრიტერიუმების შესაბამისი.
2. ნინო
წილოსანი:
რომელმაც
განაცხადა,
რომ
კარგი
ინიციატივაა
წარმოდგენილი. ითქვა, რომ ეკონომიკური საქმიანობა და საკუთრების
უფლება არ იზღუდება, რადგან ამ ტერიტორიაზე კერძო საკუთრების
ნაკვეთებიც არის. კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა, რა მოიაზრება
ეკონომიკურ
საქმიანობაში
და
პოტენციურად,
რა
საქმიანობის
განხორციელებაა შესაძლებელი. ასევე, აჭარის მთავრობას, თუ აქვს
კონკრეტული გეგმები, თუ არსებობს ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის
კონკრეტული პროექტი დონორის, ან თავად აჭარის მთავრობის მხრიდან.
3. დავით გაბაიძე: რომელმაც გააკეთა განმარტებები დასმულ საკითხებზე. მან
აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროექტში ჰიდროელექტროსადგურებზე არ
არის საუბარი, რადგან იქ არსებული წყლის რესურსი, მდინარეები, არ
იძლევა მშენებლობის საშუალებას. არის კომუნიკაცია ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტთან და
თუ აღმოჩნდება, რომ თეორიულად შესაძლებელია ამის გაკეთება (ეს ხდება
ადგილობრივი თემის, ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჭიროებიდან
გამომდინარე), რაღაც დონეზე, გარკვეული მეგავატებით შეიზღუდება ჰესის
ფუნქციონირება. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ობიექტების მშენებლობა
შეუძლებელია,
რადგან
ტერიტორიის
სიმცირიდან
გამომდინარე,
ნებისმიერი მშენებლობა დაარღვევს იმ ლანდშაფტს, რის დასაცავადაც
იქმნება.
განმარტა,
ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, დავით გაბაიძემ
რომ
ნებისმიერი,
კანონით
ნებადართული
საქმიანობა
განხორციელებადია. ლანდშაფტის ინდივიდუალობიდან და მენეჯმენტის
გეგმიდან
გამომდინარე,
შესაძლებელია,
რაღაც
ტიპის
საქმიანობები
შეიზღუდოს, ოღონდ ეს მენეჯმენტის გეგმაში უნდა იყოს გაწერილი.
მოსახლეობის ყველაზე დიდი სარგებელი ეკოლოგიურ სიკეთესთან ერთად,
იქნება ტურზმიდან შემოსავალი, რომელიც ცალსახად გაიზრდება.
4
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტებს: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის
შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
II.მოისმინეს:
გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია - „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს
(გამსესხებელი)
და
საქართველოს
(მსესხებელი)
შორის
საკრედიტო
შეთანხმების“ თაობაზე. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს
შორის 2020 წლის 15 ოქტომბერს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას
„(ჩვეულებრივი
ოპერაციები)
(წყალმომარაგებისა
და
წყალარინების
სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამა)“. ADB-ს მიერ პროგრამის
დასაფინანსებლად გამოყოფილია ფინანსური რესურსი ორ ტრანშად
115,310,000 ევროს ოდენობით. საქართველომ 2021 წლის იანვარში პირველი
ტრანშის სახით მიიღო 70,960,000 ევრო, ხოლო 2021 წლის დეკემბერში მეორე
ტრანში 44,350,000 მლნ. ევროს ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს
ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და თანხა პირდაპირ მიმართულია ბიუჯეტში.
პროგრამის ფარგლებში არსებული მატრიცით განსაზღვრული ყველა
ვალდებულება შესრულებულია. პროგრამის მიზანია წყალმომარაგებისა და
წყალარინების სექტორის მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური
ჩარჩოს ჩამოყალიბება, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს წყალმომარაგებისა
და წყალარინების სექტორის მართვის შესაძლებლობებს. ასევე გააძლიერებს
ქალაქად და სოფლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორს და
უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს.
შემდგომში საფრანგეთის განვითარების სააგენტომ მზადყოფნა გამოთქვა
ზემოაღნიშნული პროგრამის მეორე ტრანშის თანადაფინანსებაზე 30 მლნ.,
ევროს
ოდენობით
ბიუჯეტის
მხარდამჭერი
სესხის
სახით,
რითაც
მხარდაჭერა იქნება საქართველოს წყალმომარაგების და წყალარინების
სექტორში
გააუმჯობესოს
შესაძლებლობები,
ასევე
მმართველობა
გააძლიეროს
და
ურბანული
ინსტიტუციური
და
სოფლის
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვა და საქართველოს
5
გაერთიანებული
წყალმომარაგების
კომპანიის
მმართველობა.
სესხის
მოცულობაა 30 მლნ. ევრო; ხანგრძლივობა - 20 წელი, მათ შორის
შეღავათიანი პერიოდი - 5 წელი.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
მხარი
დაუჭირა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საფრანგეთის განვითარების
სააგენტოს (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის
საკრედიტო შეთანხმებას“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა
პარლამენტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის.
III.მოისმინეს:
გიორგი ხანიშვილის ინფორმაცია - შპს „საქართველოს მელიორაციის“
გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს
"საქართველოს
მელიორაცია"
სამელიორაციო
ინფრასტრუქტურის
სამუშაოები
ატარებს
სარეაბილიტაციო
ისეთ
ობიექტებზე,
სამუშაოებს
რომლებზეც
რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ ჩატარებულა.
კომპანია, ასევე, ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების მიმწოდებელია
ქვეყანაში. უწყების სტრატეგიული მიზნებია: წყალუზრუნველყოფილი
მიწის ფართობის ზრდა; ძალისხმევის გაზრდა წყალუზრუნველყოფილი
მიწის ფართობების მაქსიმალურად ათვისებისათვის; წყალმომხმარებელთა
ჩართულობის ზრდა წყალუზრუნველყოფის ეფექტურობის კომპლექსური
გაუმჯობესებისათვის; დარგის რეფორმირება სიცოცხლისუნარიანობისა და
მდგრადობის მისაღწევად.
პრეზენტაციის ძირითადი ნაწილის წარდგენამდე, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი
ხანიშვილმა - კომიტეტის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო ზოგადი
ინფორმაცია „საქართველოს მელიორაციის“ მიერ განხორციელებული
ღონისძიებების, მიმდინარე აქტივობების და მათი სამომავლო გეგმების
შესახებ.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ:
სარწყავი სისტემების რაოდენობა - 131; სადრენაჟე სისტემების რაოდენობა 47; სამელიორაციო მაგისტრალური არხების სიგრძე – 2195 კმ; კაშხლური
სათავე ნაგებობების რაოდენობა - 26; სატუმბი სადგურების რაოდენობა - 59
6
8 მოქმედი, 21 არაფუნქციონირებადი და 3 მშენებლობაშეჩერებული
ირიგაციული
დანიშნულების
წყალსაცავი;
წყალუზრუნველყოფილი
ფართობი - 138 686 ჰა; დრენირებული ფართობი - 43 469 ჰა;
გიორგი ხანიშვილმა ყურადღება გაამახვილა უწყების სტრატეგიულ
მიზნებზე:
•
სამელიორაციო მომსახურების არეალის გაზრდა და ბენეფიციართა
სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესება;
•
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კლიმატურ პირობებზე
დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება;
•
ფინანსურად მდგრად ორგანიზაციად ჩამოყალიბება.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს უწყების ძირითადი ამოცანებიც გააცნო:
•
სარწყავი/სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია/ექსპლუატაცია;
•
არსებული
წყალსაცავების
უსაფრთხო
ფუნქციონირება,
მათი
რეაბილიტაცია და ახალი წყალსაცავების მშენებლობა;
•
სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და მართვის გაუმჯობესება;
•
მორწყვის
ტექნიკაში
თანამედროვე
ტექნოლოგიების
დანერგვის
ხელშეწყობა;
•
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
•
სატარიფო სისტემის სრულყოფა;
•
კომპანიის
მართვის
გაუმჯობესება
და
ინსტიტუციონალური
განვითარება.
წარმოდგენილი პრეზენტაცია შეიცავდა დეტალურ ინფორმაციას 2021 წელს
განხორციელებულ
და
მიმდინარე
ღონისძიებებზე
რეგიონების
და
მუნიციპალიტეტების მიხედვით. მომხსენებელმა, ასევე, წარმოადგინა
სტატისტიკური
მონაცემები
2012-2021
წყალუზრუნველყოფილი
და
დრენირებული ფართობების შესახებ.
წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, 2021 წელს
დაფინანსებამ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეადგინა 50,725,000 ლარი, ხოლო საკუთარმა
შემოსავალმა - 9,515,602 ლარი.
2021 წელს სუბსიდიის მოცულობამ შეადგინა 24,175,000 ლარი, შესრულებამ
- 24,281,203 ლარი.
2021
წელს
მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის
გამოყოფილმა
თანხამ
შეადგინა 26,550,000 ლარი, ხოლო შესრულებამ - 24,518,076 ლარი.
2021 წლის კომპანიის მთლიანი შემოსავალი იყო 9,515,602 ლარი. აქედან,
საოპერაციო შემოსავლები - 6,233,594 ლარი, ხოლო არასაოპერაციო
- 3,282,008 ლარი.
7
აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს:
1. ნინო წილოსანი: რომელიც დაინტერესდა რამდენიმე თემით. კერძოდ: თუ
ითვალისწინებენ
დაგეგმილი
პროექტებში
ნიადაგის
ნაყოფიერებას და თუ შეირჩევა ის ნაკვეთები, რომელიც
უპირატეს
გასარწყავიანებას
გასარწყავიანების
ექვემდებარება.
პრეზენტაციაში
აღნიშნულია,
რომ
მელიორაციის სტრატეგიული მიზანია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
წარმოების კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანა.
საინტერესოა, თუ არის შესწავლილი ამ კუთხით, რამდენად ეფექტიანი იყო
მელიორაციის საქმიანობა, ან ეფექტიანობის შემსწავლელი კვლევა თუ
ჩატარებულა. ნინო წილოსანმა გააჟღერა კომიტეტში შემოსული საკითხებიც.
კახეთიდან რამდენიმე მევენახემ გამოთქვა უკმაყოფილება დადგენილი
აღრიცხვის სისტემის გამო. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წყლის
მოხმარების და გასარწყავიანების მიუხედავად, მათ ახდევინებენ თანხას.
მეორე
თემა
ეხება
ასპინძა-ახალციხე-ადიგენის
მუნიციპალიტეტებში
ირიგაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა დასვა კომიტეტის სხდომაზე, როდესაც აღნიშნული
თემის მოსმენა ხდებოდა. კონკრეტული დაპირებები იყო გაცემული, რაზეც
ოფიციალურმა უწყებებმა აიღეს მოსახლეობასთან ვალდებულება. გარდა
ამისა,
კომიტეტი
ეწვია
კომპანია
„ჰერბიას“
წყალტუბოში,
რომელიც
წარმატებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა. მათ ქონდათ პრობლემა
ხონი-წყალტუბოს საზღვარზე გუბისწყალის პირას სადრენაჟე სისტემასთან
დაკავშირებით, რომლის მოწესრიგებით შესაძლებელი გახდება, სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოება, კიდევ უფრო გააფართოვონ. ნინო
წილოსანი დაინტერესდა, რა ინფორმაციებია ამ თემებთან დაკავშირებით.
გარდა
ამისა,
კომიტეტის
თავმჯდომარემ
აღნიშნა,
რომ
ბიუჯეტის
გაანალიზებისას, ჩანს, აღმოსავლეთ საქართველოში თანხები 2019-2020-2021
წლების მანძილზე 19; 22; 17 მილიონია ამ კუთხით, რაც მისასალმებელია,
რადგან
აგრარული
ინტენსიურად
მიმართულებით
დასაქმებული
და
აღმოსავლეთ
დატვირთულია,
საქართველო
ხოლო
დასავლეთ
საქართველოსთვის თანხა 2 მილიონის ფარგლებშია (2019 წელს 3-3,5 მლნ.).
ამიტომ
განსაკუთრებული
საქართველოს
ფერმერების
ყურადღება
პრობლემას
უნდა
მიექცეს
დრენაჟის
დასავლეთ
სისტემებთან
დაკავშირებით და შეიძლება მისი პრიორიტეტად დასახვა.
2. გიორგი ხანიშვილი: რომელმაც გააკეთა განმარტებები დასმულ საკითხებთან
მიმართებაში
და
გასარწყავიანების
აღნიშნა,
რომ
სისტემასთან.
მათი
პროექტები
მუდმივად
8
მიდის
თანხვედრაშია
მსჯელობა
პრიორიტეტების
შესახებ,
სად
არის
წყლის
მიწოდება
აუცილებელი.
განაცხადები მოდის ყველა რეგიონიდან. სამუშაოების შესწავლა ხდება და
ყველაზე უხვმოსავლიანი მიწების მორწყვისთვის არის გათვალისწინებული.
ნებისმიერ შერმთხვევაში კეთდება მიწასთან დაკავშირებით ანალიზი.
შედეგად, წყალი მიდის იქ, სადაც არის საჭიროება. როდესაც სასოფლოსამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდაა, ამას ხელი შეუწყო
წყლის მიწოდებამ, არის პირდაპირი კორელაცია. ეფექტურობა არის, თუმცა
კვლევის
ჩატარების
დოკუმენტი,
სამწუხაროდ
არ
არსებობს.
ანტონ
ობოლაშვილის საკითხთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ 2021 წლის 27
დეკემბერს გაიგზავნა წერილი, სადაც დეტალურად არის გაწერილი სამცხეჯავახეთის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ პროექტებთან
დაკავშირებით გამოყოფილი თანხები, ვადები. პროცესი მოიცავს ტენდერებს,
შესწავლას, პროექტირებას და ყველა აუცილებელ აქტივობას. სარწყავი წყლის
გადასახადთან დაკავშირებით, ხელშეკრულება ფერმერთან ფორმდება იმ
ფართობზე, რომელიც უნდა მოირწყას და წყლის გადასახადი გათვლილია იმ
ტარიფებზე, რომლითაც უნდა ისარგებლოს ამა თუ იმ ფერმერმა. შესაბამისად,
მან უნდა გადაიხადოს გადასახადი, მიუხედავად იმისა, მორწყა თუ არა
ფართობი. ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანას ჭირდება
წყალი, ამიტომ, წარმოდგენილ შემთხვევაში, მიწას ან არაეფექტურად
იყენებენ, ან ცდილობენ გადასახადს თავი აარიდონ.
3. დავით წითლიძე: რომელმაც გააკეთა განმარტება წყლის გადასახადთან
დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სეზონის დასაწყისში ფერმერი აკეთებს
განაცხადს, როდის ჭირდება წყალი თარიღის მითითებით. ხელშეკრულებაში
აღნიშნულია, რომ წყალს თუ ვერ მიიღებს, 10 დღის განმავლობაში მან უნდა
განაცხადოს და ვადა შეცვალოს. ეს სისტემა მოქმედებს ამ ეტაპისთვის, თუმცა
მიდის
მსჯელობა
მის
გასაუმჯობესებლად.
„ჰერბიას“
თემასთან
დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს
არ იცნობს. ზოგადად, იქ არსებულ სადრენაჟე ინფრასტრუქტურაზე
გარკვეული სამუშაოები ჩატარდა მათი კომპანიის მეშვეობით. შესაძლებელია,
ეს საკითხი მოგვარდეს, რადგან მათი გეგმა დგება იმის მიხედვით, რა
მოთხოვნაც არის. ექნებათ კომუნიკაცია, შეისწავლიან საკითხს და გამოთქვა
მზაობა, ხელი შეუწყონ ადგილზე სადრენაჟე სისტემის მოწესრიგებას,
რომელიც
გამოყენებული
იქნება
სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის
წარმოებისათვის.
4. ნინო
წილოსანი:
რომელმაც
მადლობა
გადაუხადა
მომხსენებლებს
წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის
9
კუთხით
უპრეცედენტო
დახმარება
ეწევათ
ფერმერებს
ყველა
მიმართულებით, მათ შორის მელიორაციის მიმართულებით. გასამმაგებულია
დახმარება და ბიუჯეტის მხრიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თანხები
იხარჯება ირიგაციისა და სადრენაჟე სისტემის გასაუმჯობესებლად.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - შპს „საქართველოს მელიორაციის“
გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე:
ნინო წილოსანი
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
10
პრესრელიზი
პრესრელიზი
22 თებერვალს, 12 საათზე, პირველი რესპუბლიკის დარბაზში, გაიმართება
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა.
განსახილველი საკითხები:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:
„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ მაჭახლის დაცული
ლანდშაფტის სამართლებრივად არსებობისათვის აუცილებელია შესაბამისი
საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობაში
ბიოლოგიური
მრავალფეროვნებით,
თვალსაზრისით
გამორჩეული
ისტორიული
ტერიტორიების
და
დაცვას,
კულტურული
აღდგენას
და
წარმოადგენს
ის
გონივრულ გამოყენებას.
გამომდინარე
კანონპროექტის
მომზადების
მიზეზს
გარემოება, რომ იქმნება ახალი დაცული ტერიტორია - „მაჭახლის დაცული
ლანდშაფტი“,
რომლის
მუნიციპალიტეტის
მართვას
მერია.
განახორციელებს
პროექტი
ითვალისწინებს
ხელვაჩაურის
აღნიშნული
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მისი მართვის ქვეშ არსებული დაცული
ლანდშაფტის
მართვის
ფარგლებში,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით“
გათვალისწინებულ
კონკრეტულ
სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმების შედგენას.
აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე წარმოადგენს.
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი
„საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (გამსესხებელი) და საქართველოს
(მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“.
პროგრამის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის
მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბება, რაც
თავის მხივ გააუმჯობესებს წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის
მართვის შესაძლებლობებს. ასევე გააძლიერებს ქალაქად და სოფლად
წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორს და უფრო ეფექტურს გახდის
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინსტიტუციურ
შესაძლებლობებს. საფრანგეთის განვითარების
სააგენტომ მზადყოფნა
გამოთქვა აღნიშნული პროგრამის მეორე ტრანშის თანადაფინანსებაზე 30
მლნ., ევროს ოდენობით ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით, რითაც
მხარდაჭერა იქნება საქართველოს წყალმომარაგების და წყალანირების
სექტორში
გააუმჯობესოს
შესაძლებლობები,
ასევე
მმართველობა
გააძლიეროს
და
ინსტიტუციური
ურბანული
და
სოფლის
წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის მართვა და საქართველოს
გაერთიანებული
წყალმომარაგების
კომპანიის
მმართველობა.
სესხის
მოცულობაა 30 მლნ. ევრო; ხანგრძლივობა - 20 წელი, მათ შორის შეღავათიანი
პერიოდი - 5 წელი.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე - გიორგი კაკაურიძე წარმოადგენს.
3. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში გაწეული საქმიანობის და
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი
შპს "საქართველოს მელიორაცია" ატარებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს
სამელიორაციო
სამუშაოები
ინფრასტრუქტურის
რამდენიმე ათწლეულის
ისეთ
ობიექტებზე,
განმავლობაში
რომლებზეც
არ ჩატარებულა.
კომპანია, ასევე, ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების მიმწოდებელია
ქვეყანაში. უწყების სტრატეგიული მიზნებია: წყალუზრუნველყოფილი მიწის
ფართობის ზრდა; ძალისხმევის გაზრდა წყალუზრუნველყოფილი მიწის
ფართობების
მაქსიმალურად
ათვისებისათვის;
წყალმომხმარებელთა
ჩართულობის ზრდა წყალუზრუნველყოფის ეფექტურობის კომპლექსური
გაუმჯობესებისათვის; დარგის რეფორმირება სიცოცხლისუნარიანობისა და
მდგრადობის მისაღწევად.
„საქართველოს
მელიორაციის“
ანგარიშს
გაწეული
საქმიანობისა
და
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ უწყების გენერალური დირექტორი დავით წითლიძე წარმოადგენს.