„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „წ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ4) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის
მომზადების მოდულს, სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი
კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის
სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის
განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;
ბ) „წ9“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ10“ - „წ12“ ქვეპუნქტები:
„წ10) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც
შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ
სწავლის შედეგებს;
წ11) სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომელიც გაიცემა
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
წ12) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
შემუშავებული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარებაც არის სპეციალური მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობა.“;
გ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი − სახელმწიფოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, სტუდენტისათვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან
ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გადაცემული
თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა
დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ნ1“-„ნ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ1) ამტკიცებს პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესს/წესებს, მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/სპეციალური
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების
წესს/წესებს და მასწავლებლის მომზადების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის
გაცემის წესს/წესებს;
ნ2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;
ნ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამის/სპეციალური
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს;“.
ბ) „ნ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ5“ და „ნ6“ ქვეპუნქტები:
„ნ5) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საბაზო პროფესიული უნარების
გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და საფასურს;
ნ6) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
ამტკიცებს
მინიმალური
კომპეტენციების ჩამონათვალს, რომლის ფლობაც უნდა დადასტურდეს საბაზო პროფესიული
უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად;“.
4. 462 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამაზე სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულის გავლის შემთხვევაში, პირს ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აკადემიურ ხარისხთან ერთად ენიჭება სპეციალური
მასწავლებლობის უფლება, რაც აისახება დიპლომის დანართში.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს:
ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის საგნობრივ და მეთოდურ
მოდულს;
ბ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს;
გ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს;
დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს.
4. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი
საფეხურის
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამისა) უნდა მოიცავდეს:
ა) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდულს;
ბ) მასწავლებლის მომზადების მოდულს;
გ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს;
დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს;
ე) სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს.”;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამებისა და მათი შემადგენელი
მოდულების კრედიტების რაოდენობა დგინდება შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 478 მუხლი:
„მუხლი 478. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
1. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის
სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.
2. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს
არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც
ჩაბარებული აქვს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.
3. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და
ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
4. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს
სამინისტრო.
5. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში
გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.“.
6. 542 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 542. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის
მინიჭება
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/სპეციალური
მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ენიჭება
სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.
7. 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული
სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით, სპეციალური მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამითა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო
ბაკალავრიატში უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც
ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში), ამ კანონის 46-ე მუხლის 23
პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას – 3 წლის
განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ
ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 4 წლის განმავლობაში), მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან და ვეტერინარიის ინტეგრირებულ
სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს − არაუმეტეს 5 წლის
განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო
პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, −
არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიან
საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც
დიპლომირებული სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად
ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში),
დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 6 წლის
განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამა, − 7 წლის განმავლობაში), ხოლო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას,
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასა და ვეტერინარის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას − არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. საქართველოს
მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი
ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული
საგანმანათლებლო
პროგრამით
სწავლების
ღირებულებას.“.
მუხლი 2
1.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ
კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ
კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე.
2.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2024 წლის პირველ იანვრამდე,
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და სსიპ - მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით უზრუნველყოს საბაზო პროფესიული
უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობების და საფასურის დამტკიცება.
3.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2024 წლის პირველ იანვრამდე,
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოს მინიმალური
კომპეტენციების ჩამონათვალის დამტკიცება, რომლის ფლობაც უნდა დადასტურდეს საბაზო
პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად;
4.
საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ
კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე
აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა/მიღება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას და
შესაძლებლობას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე პირებს სრულად მიიღონ მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, დასაქმდნენ,
ჩართული იყვნენ კულტურულ, სპორტულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს
სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციები, დოკუმენტები ავალდებულებს საქართველოს ინკლუზიური
განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო 2005 წლიდან მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებაზე.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური, ფუნქციური,
სოციალური უნარების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს სპეციალური მასწავლებელი, ხელს
უწყობს სკოლის კულტურის ჩამოყალიბებას არა მარტო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეებში, არამედ ნებისმიერი მოსწავლის სოციალურ ინკლუზიას. მისი განათლება
პირდაპირ აისახება ინკლუზიური განათლების ხარისხზე.
2018 წლის აგვისტოს თვეში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილმა
ცვლილებამ სპეციალურ მასწავლებელთან დაკავშირებული ნორმები ჰარმონიზაციაში მოიყვანა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 24-ე მუხლთან. ამავე
ცვლილებით დაზუსტდა სპეციალური მასწავლებლის ტერმინი, რის საფუძველზეც სპეციალური
მასწავლებელი სისტემამ აღიარა მასწავლებლად.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მომზადების
მიზეზს
წარმოადგენს
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
მოსწავლეებისთვის
ხარისხიანი
განათლების
უზრუნველსაყოფად სპეციალური მასწავლებლის განათლების განვითარებისათვის არასაკმარისი
საკანონმდებლო საფუძვლები და სისტემაში ჩართული გამოცდილი სხვადასხვა სპეციალობის მქონე
პირების შენარჩუნების პრობლემა. აღსანიშნავია ის, რომ 2021 წლის მონაცემებით ზოგადი განათლების
სისტემაში მუშაობს დაახლოებით 2100 (ორი ათას ასი) სპეციალური მასწავლებელი. ინკლუზიური
განათლების განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ კადრზე, ხოლო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნას.
კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესავსებად სისტემას ესაჭიროება საგანმანათლებლო
პროგრამა, რომელიც მონაწილეებს მისცემს სერტიფიცირებული სპეციალური მასწავლებლის
კომპეტენციას.
ასევე, წარმოდგენილი ცვლილება მეტ მოქნილობასა და თავისუფლებას აძლევს დარგის
წარმომადგენლებს, რომ განსაზღვრონ ამავე კანონით დადგენილი მოდულის/მოდულების
მოცულობები. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ თითოეული მოდულისთვის განკუთვნილი
კრედიტების ოდენობა განისაზღვროს არა იმპერატიულად კანონით, არამედ უშუალოდ დარგის
წარმომადგენლების მიერ დარგობრივი მახასიათებლით. ეს მიდგომა უფრო მეტად შეუწყობს ხელს,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამების მოქნილობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს სპეციალური მასწავლებლის
განათლებისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნას.
აღნიშნული მიზნებისთვის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის ნაწილში დაგეგმილია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და ისეთი
საკითხების მოწესრიგება, როგორიცაა პროგრამის აღწერა, მისი გავლის წინაპირობები, შედეგები,
გრანტის მინიჭების წესი, აგრეთვე მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება.
აღნიშნული საკითხები შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების
სფეროში, და შესაბამისად, დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება წარმოდგენილი
ცვლილებების განხორციელების გარეშე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული კანონპროექტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს
სპეციალურ მასწავლებლად საქმიანობის დაწყების მრავალფეროვან გზებს, მათ შორის სპეციალური
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, როგორც დასახელებული სტატუსის
მოპოვების ერთ–ერთი წინაპირობის შემოღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული მთელი რიგი
რეგულაციების არარსებობის გამო, საჭიროა შესაბამისი დამატებები განხორციელდეს „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის მოწესრიგების სფეროშიც შედის
საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები.
ასევე, ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული კვალიფიციური კადრების
დეფიციტის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზაა მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში სპეციალური მასწავლებლის მომზადების
მოდულის ინტეგრირება, რაც საშუალებას მისცემს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს
მოამზადონ მასწავლებლები, რომლებსაც იმავდროულად ექნებათ სპეციალური მასწავლებლობის
უფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაივლიან მრავალფეროვანი
საჭიროებების მქონე მოსწავლეების სწავლა-სწავლების შესაბამის სტრატეგიებს. ეს, გაზრდილი
მოთხოვნის პირობებში, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს კვალიფიციური სპეციალური მასწავლებლების
რაოდენობის ზრდას, მეორეს მხრივ, მოამზადებს მასწავლებლებს, რომლებსაც ეცოდინებათ სსსმ
მოსწავლეების სწავლა-სწავლების მიდგომები და თუ იმუშავებენ, როგორც საგნის მასწავლებლები,
ექნებათ სსსმ მოსწავლისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების შესაბამისი
უნარები.
ასევე, წარმოდგენილი ცვლილება მეტ მოქნილობასა და თავისუფლებას აძლევს დარგის
წარმომადგენლებს, რომ განსაზღვრონ ამავე კანონით დადგენილი მოდულის/მოდულების
მოცულობები. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ თითოეული მოდულისთვის განკუთვნილი
კრედიტების ოდენობა განისაზღვროს არა იმპერატიულად კანონით, არამედ უშუალოდ დარგის
წარმომადგენლების მიერ დარგობრივი მახასიათებლით. ეს მიდგომა უფრო მეტად შეუწყობს ხელს,
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამების მოქნილობას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად სისტემაში გაჩნდება სპეციალური მასწავლებლის
საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის საკანონმდებლო საფუძვლები, შესაძლებელი გახდება
აღნიშნულ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი განათლების მქონე
სპეციალური მასწავლებლების მოზიდვის რეალურ შანსს. რაც შეეხება სპეციალური მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამას,
აღნიშნული
უზრუნველყოფს
სპეციალური
მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებას, მისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც ხელს
შეუწყობს ინკლუზიური განათლების მიმართულებით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირების
რაოდენობის გაზრდას, აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობად განსაზღვრული საბაზისო
პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება, კი ხელს შეუწყობს პროგრამაზე ისეთი კადრების
მოზიდვას, რომელთაც აქვთ სფეროს საბაზისო ცოდნა და შესაბამისი მოტივაცია, რომ განვითარდნენ
და აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს ემატება
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განმარტება, რომელიც იქნება
შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო 60-კრედიტიანი
პროგრამა, რომლის გავლის უფლება ექნება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩააბარებს საბაზისო პროფესიული უნარების გამოცდას.
აღნიშნული პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
კანონპროექტით სახელმწიფო სასწავლო გრანტის ტერმინის განმარტებაში ემატება ჩანაწერი,
რომელიც სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული
პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა
დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
წარდგინებით დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ხოლო მინისტრის მიერ მოხდება პირის
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის,
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების
სერტიფიკატის გაცემის წესის, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის,
პირობებისა და საფასურის, საბაზო პროფესიული უნარების მინიმალური კომპეტენციების
ჩამონათვალის დამტკიცება.
კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის ზოგად აღწერას, კერძოდ, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამა იქნება 60 კრედიტიანი და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, რომელზე
ჩარიცხვაც მოხდება საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
შესაბამის მუხლში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ სპეციალური
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსება მოხდება არაუმეტეს 1 წლის
განმავლობაში.
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება
შესაძლებელი იქნება მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. სპეციალური მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს დაამტკიცებს
მინისტრი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებითა და სსიპ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სპეციალური მასწავლებლის
მომზადების მოდულის გავლას, რაც გაზრდის კვალიფიციური კადრების მომზადების
შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს სსსმ მოსწავლეების სწავლებისა და ზოგადად განათლების
ხარისხის ზრდას.
კანონპროექტით კანონის 462 მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ამავე მუხლის მე3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა და
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამის შემადგენელი მოდულების კრედიტების რაოდენობა დგინდება შესაბამისი დარგობრივი
მახასიათებლით. აღნიშნული ცვლილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს მეტ
მოქნილობას, საჭიროებიდან გამომდინარე, დაარეგულირონ და განსაზღვრონ თითოეული
მოდულისათვის განსაზღვრული კრედიტების რაოდენობა და საკითხის აქტუალობიდან და
მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, მოდულების კრედიტების რაოდენობა იყოს ადეკვატური და
ხარისხზე ორიენტირებული, ასევე, ცვლილებების განხორციელების პროცესი გახდეს უფრო
ფლექსიბური და ნაკლებ დროში შესაძლებელი, რაც არ შეაფერხებს შესაბამისი კადრების მომზადების
პროცესს.
კანონის გარდამავალ დებულებებს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1
იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საბაზო
პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობების და საფასურის დამტკიცება.
აღნიშნული ვადის დაწესება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2024-2025 სასწავლო წლის
დაწყებისთვის (აღნიშნული დროისათვის იგეგმება სპეციალური მასწავლებლის მომზადების
პროგრამის განხორციელება) მსურველებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ჩაირიცხონ აღნიშნულ
პროგრამაზე, რაც გულისხმობს ისეთი პირების არსებობას, რომლებსაც ჩაბარებული ექნებათ საბაზისო
პროფესიული გამოცდა, რომელიც წარმოადგენს სპეციალური მასწავლებლის მომზადების
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას. გარდამავალი დებულებით, ასევე, კანონის ამოქმედებიდან 2024
წლის პირველ იანვრამდე, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა დამტკიცდეს იმ მინიმალური კომპეტენციების
ჩამონათვალი, რომლის ფლობაც უნდა დადასტურდეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის
ჩაბარების შედეგად და მოხდეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში
მოყვანა/მიღება, რაც გულისხმობს პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების
წესის/წესების,
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/სპეციალური
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო
სასწავლო გრანტის მინიჭების წესის/წესების და მასწავლებლის მომზადების/სპეციალური
მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის/წესების, მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცებას და
განპირობებულია იმ ფაქტით, რომ სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის
განხორციელებამდე შემუშავებული უნდა იყოს მისი დაწყებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისათვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, სსიპ - მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრისათვის, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრისათვის და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის
გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
სპეციალური
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის შემოღება, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია აკრედიტაციის
გავლის
შემდეგ.
აკრედიტაციის
საფასური
დადგენილია
„ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანებით, რომლის მიხედვითაც მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასური შეადგენს 6 830 ლარს
(სპეციალური მასწავლებლის პროგრამის შემთხვევაში მომავალში განისაზღვრება შესაბამისი
საფასურის ოდენობა). აღნიშნული საფასური შედის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის ანგარიშზე, ხოლო მისი საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული
(საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საბაზო
პროფესიული უნარების გამოცდის საფასური შედის სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის ბიუჯეტში, რომელიც შემდგომ ვალდებულია ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების
არანაკლებ 10% მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო გრანტის გაცემის შესაძლებლობა
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისათვის. აღნიშნული გრანტის
გაცემა განხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გრანტის
განაწილების წესის შესაბამისად. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-
6 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას, რაც
ყოველწლიურად მტკიცდება. 2021-2022 სასწავლო წლისათვის აღნიშნული მოცულობები და
ოდენობები დადგენილია საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 სექტემბრის N473 დადგენილებით.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მე-6 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტის ცვლილებას, რომლის
მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს სპეციალური მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას.
აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში მომავალში განისაზღვრება
აგრეთვე თანხა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვისაც.
შესაბამისად, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის
ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფა არ არის გათვალისწინებული და იგი მოექცევა იმ
მოცულობის ფარგლებში, რასაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ამჟამად მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
სპეციალური
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. 2021 წელს უკვე მომზადდა
და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 21
დეკემბრის NMES 4 21 0001398735 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. ასევე,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით
ხორციელდება პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“
(Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI), რომლის ფარგლებშიც მზადდება სპეციალური
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალის
დამტკიცება, რომლის ფლობაც უნდა დადასტურდეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის
ჩაბარების შედეგად. აღნიშნული ჩამონათვალის მომზადება მოხდება ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენებით და დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, აგრეთვე, სამინისტროს მიერ კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების გამოცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამასთან მიმართებით. აღნიშნული განხორციელდება სამინისტროს არსებული ბიუჯეტის
ფარგლებში.
კანონპროექტით გათვალისწინებული საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ხარჯი
დამოკიდებულია დარეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობაზე. ერთი კანდიდატისათვის
საგამოცდო ხარჯი შეადგენს დაახლოებით 100 ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება სპეციალური
მასწავლებლის მომზადების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის.
პროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება შესაბამისი სასწავლო
წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოცულობის ფარგლებში.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
სპეციალური
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის პროგრამის განხორციელების შედეგად გაიზრდება სტუდენტების
რაოდენობა, რაც გაზრდის აღნიშნული დაწესებულებების ფინანსურ შემოსავალს და ეს ასევე
ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც იქნებიან ჩართული პროგრამის
განხორციელებაში, გაიზრდება ამ აკადემიური პერსონალის შემოსავალი.
კანონპროექტით სპეციალური მასწავლებლის მომზადების უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის წინაპირობად გათვალიწინებულია საბაზისო პროფესიული
გამოცდის ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პირების მიმართ ფინანსური გავლენა
შესაძლებელია გამოიხატოს გამოცდის საფასურის/გადასახადის გადახდის კუთხით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე. ცვლილება შესაძლებლობას შექმნის კვალიფიციური კადრების მიერ მოხდეს
სკოლებში განათლების მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის განათლების უფლების რეალიზებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.