„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-2 მუხლის:
ა) „ჩ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე − „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსწავლე, ასევე, მოსწავლე,
რომელიც საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას სასწავლო პროცესში, აქვს სწავლასთან და/ან სასწავლო
გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, დროში გახანგრძლივებული
სირთულეები და/ან ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს
მინიმალურ დონეზე;“;
ბ) „ჩ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ8“ ქვეპუნქტი:
„ჩ8) ტრანზიცია - პირის საჭიროებებზე მორგებული და ეფექტურად კოორდინირებული პროცესი,
რომელიც გულისხმობს სასკოლო ასაკის პირის შესვლას სკოლაში, მოსწავლის მობილობას ერთი
სკოლიდან მეორეში, რომელიც ხორციელდება მონაწილე მხარეების თანამშრომლობით და ემსახურება
პირის/მოსწავლის წარმატებულ ჩართვას სასწავლო პროცესში;“;
გ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) სასკოლო სასწავლო გეგმა – სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და
კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრავს შუალედურ სასწავლო
მიზნებს, ძირითად და დამატებით საგანმანათლებლო რესურსებს, საათობრივ დატვირთვას, შეფასების
ინსტრუმენტებს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო
მომსახურებას და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო მომსახურებას, ტრანზიციის მხარდამჭერ,
აგრეთვე, სასკოლო საგანმანათლებლო
აქტივობებს;“.
2. 21-ე მუხლის 11 პუნქტს „ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:
„ა2) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტურ ტრანზიციას სკოლაში, მოამზადოს ის განათლების
შემდეგ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;“.
3. 213 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური
მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ
მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად
მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი
განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული
ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან
მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს
სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
გ) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს
ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;
დ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი
უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი
სერტიფიკატი;
ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი
და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის
გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი.“.
4.
26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე,
აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების, მიერ ზოგადი განათლების მისაღებად; შეიმუშავებს
ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას; შეიმუშავებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით განათლების მიღების დებულებას;
შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს, ამტკიცებს
ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ სტანდარტებს;“;
ბ) „ჰ15“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ16“ - „ჰ17“ ქვეპუნქტები:
„ჰ16) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესს,
რომლითაც
განისაზღვრება
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
უსაფრთხოების,
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, მწვავე ქცევითი სირთულეებით გამოწვეულ სიტუაციებზე
რეაგირების პროტოკოლი;
ჰ17) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში დასაქმებული ფსიქოლოგების პროფესიულ
სტანდარტს, რომელიც არის პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და
ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში
მომუშავე ფსიქოლოგი.“.
5.
33-ე მუხლის პირველი პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტურ ტრანზიციას.“.
6.
613 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 613. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე
გადასვლა
1. 2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული სპეციალური
პედაგოგი/სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი,
რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის
განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ჩაითვალოს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად.
2. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2025
წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური
მასწავლებლის გამოცდა.
3. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად
მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი
განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) უფლება აქვს
დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის
ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.
4. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის
აკადემიური ხარისხი უფლება აქვს დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ
პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.“.
მუხლი 2
1. 2024 წლის 1 იანვრამდე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირმა - განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს სპეციალური განათლების მაგისტრის და
სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი რეგულირებადი საგანმანათლებლო
პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება და დამტკიცება.
2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ამ კანონის
ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობაში მოყვანა/მიღება (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული
სტანდარტებისა და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
კრიზისული სიტუაციების მართვის წესისა და ფსიქოლოგების პროფესიული სტანდარტისა).
3. 2025 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს
ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინკლუზიურ
განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული სტანდარტებისა და „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის
წესისა და ფსიქოლოგების პროფესიული სტანდარტის დამტკიცება.
4. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების
შემდეგ განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კანონის საფუძველზე
შესაბამისი აქტების გამოცემამდე.
მუხლი 3
კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია სპეციალური მასწავლებლების მიმართ ამჟამად არსებული
საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტების მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
შესაბამისობაში მოყვანის, პირის/მოსწავლის სკოლაში და სკოლიდან ტრანზიციის პროცესის
დარეგულირების, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირების
რეგულაციების, სკოლაში მომუშავე სპეციალისტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში დასაქმებული ფსიქოლოგების
პროფესიული სტანდარტების შექმნის საჭიროებიდან. კერძოდ:
კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სპეციალური მასწავლებლის
განათლების განვითარებისათვის არასაკმარისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა და სისტემაში
ჩართული, გამოცდილი, სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირების შენარჩუნების პრობლემა.
ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ყველა
ინდივიდი დაფასებულია. განათლება შესაძლებლობას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის და
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს სრულად მიიღონ მონაწილეობა
ყოველდღიურ ცხოვრებაში, დასაქმდნენ, ჩართული იყვნენ კულტურულ, სპორტულ, სოციალურ თუ
პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციები, დოკუმენტები ავალდებულებს
საქართველოს ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო 2005
წლიდან მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებაზე.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური, ფუნქციური,
სოციალური უნარების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს სპეციალური მასწავლებელი და
ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები, რაც ხელს უწყობს სკოლის კულტურის
ჩამოყალიბებას არა მარტო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებში, არამედ
ნებისმიერი მოსწავლის სოციალურ ინკლუზიას. მისი განათლება პირდაპირ აისახება ინკლუზიური
განათლების ხარისხზე.
შრომის ბაზარზე სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების მაღალმა მოთხოვნამ (ამჟამად ზოგადი
განათლების საფეხურზე ამ მიმართულებით დასაქმებულია დაახლოებით 2100 სპეციალისტი) გამოიწვია
ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტისა და სოციალური მუშაკის, როგორც მონათესავე პროფესიების,
ჩართვის აუცილებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების
სისტემაში. გამოცდილებამ აჩვენა, რომ 2018 წლამდე სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებული
ფსიქოლოგები და ოკუპაციური თერაპევტები თავიანთი განათლებით წარმატებით ახორციელებენ
სპეციალური მასწავლებლის მოვალეობას. აქედან გამომდინარე, კანონში შეტანილი ცვლილება
შესაძლებლობას მისცემს სპეციალურ მასწავლებლად დასაქმდეს ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს:
დაზუსტდეს სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და აქ
გათვალისწინებული იქნეს მეტი შესაძლო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება
გახდეს სპეციალური მასწავლებელი. ასევე, საშუალება მისცეს მოქმედ პრაქტიკოს სპეციალურ
მასწავლებლებს კომპეტენციები დაადასტურონ 2025 წლის 1 იანვრამდე. აგრეთვე, საშუალება მისცეს 2018
წლის
10
აგვისტომდე
დასაქმებულ
სპეციალურ
პედაგოგს/სპეციალურ
მასწავლებელს/ფსიქოლოგს/ინკლუზიური განათლების კოორდინატორს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური
მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, აღიარებულ იქნენ პრაქტიკოს სპეციალურ
მასწავლებლებად.
წარმოდგენილი ცვლილება ეხმაურება გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანს და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 24-ე მუხლს.
კანონპროექტის მომზადების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტების მესამე თაობის ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროება. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს ზოგადი
განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ხდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა.
კანონში ამჟამად არსებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო
სასწავლო გეგმის განმარტება არის მოძველებული და საჭიროებს კორექტირებას, რათა შეესაბამებოდეს
სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად მიდგომებს.
კანონპროექტის მომზადების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს პირის/მოსწავლის სკოლაში და
სკოლიდან ტრანზიციის პროცესის დარეგულირების საჭიროება. ბავშვის განვითარების მხარდაჭერა და
მისი განათლების უფლების რეალიზება აუცილებლად გულისხმობს ბავშვის გადანაცვლებას,
ტრანზიციას სახლს, სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. იმ
შემთხვევებში, თუკი ბავშვს განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები აღენიშნება, მისი სკოლაში
ტრანზიცია შესაძლებელია ადრეული განვითარების მხარდამჭერი პროგრამიდან განხორციელდეს.
ცნობილია, რომ ბავშვისთვის ადრეული და სკოლამდელი ასაკის ტრანზიციები მეტად სენსიტიურ
გამოცდილებას წარმოადგენს, რამდენადაც ჩვეული მდგომარეობის ცვლილებას და უცნობი
შთაბეჭდილებების მიღებას უკავშირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა სკოლის ფორმალურ
სისტემაში
ტრანზიცია.
ტრანზიცია სკოლაში ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში კრიტიკულად
მნიშვნელოვან პერიოდს წარმოადგენს, რომელიც გავლენას ახდენს მის შემდგომ მიღწევებზე, აკადემიურ
მოსწრებასა და სოციალური კომპეტენციების განვითარებაზე (Dockett and Perry 2007; Margetts, 2007).
ამავდროულად, კვლევებით დადასტურებულია, რომ ის მოსწავლეები აღწევენ უფრო მეტ სასკოლო და
აკადემიურ წარმატებებს, რომლებმაც რელევანტური მხარდაჭერა მიიღეს ტრანზიციის პროცესში, ცხადი
წარმოდგენები და ფსიქო-ემოციური მზაობა ჰქონდათ ფორმირებული სასკოლო ცხოვრების მიმართ და
ისეთ საგანმანათლებლო გარემოში გადაინაცვლეს, რომელიც შესაბამისი მზაობით დახვდა მათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის სკოლაში წარმატებული ჩართვისთვის, მნიშვნელოვანია
განათლების სისტემამ დეკლარირებულად აღიაროს ტრანზიციის მხარდაჭერის აუცილებლობა და
დანერგოს ტრანზიციის მხარდამჭერი მექანიზმები.
კანონპროექტის მომზადების მიზეზს, აგრეთვე, წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
კრიზისული სიტუაციების მართვის ერთიანი წესის არარსებობა, რაც სირთულეებს ქმნის აღნიშნული
მიმართულებით არსებული საკითხების რეგულირების პროცესში.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სკოლას
სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ მოახდინოს სკოლაში გამოვლენილი უსაფრთხოების,
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, მწვავე ქცევითი სირთულეებით გამოწვეული შედეგების
მულტიდისციპლინური მართვა და გაუმკლავდეს მოულოდნელად წარმოქმნილ კრიზისულ
სიტუაციებს. კრიზისი არის მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც მოსწავლეებისა და
მასწავლებლების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ან/და სოციალურ ფუნქციონირებას, ისე
სასწავლო პროცესის განხორციელებას.
სკოლაში კრიზისის არსებობის დროს, მნიშვნელოვანია მოხდეს მყისიერი ჩარევა, კოორდინირებული
მუშაობის საფუძველზე დაიგეგმოს და განხორციელდეს ეფექტური სამუშაოები. პრობლემური
სიტუაციების მოგვარებაში, სკოლას უნდა დაეხმაროს პროფესიონალთა გუნდი, რომელთა
კომპეტენციაშიც იქნება სტრესული სიტუაციების დაძლევაში მხარდაჭერის აღმოჩენა. ამიტომ ძალზედ
მნიშვნელოვანია შემუშავდეს რელევანტური რეაგირების მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს სკოლას,
იმოქმედოს კოორდინირებულად, წინასწარ განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად, მინიმალური
ზიანითა და მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით, რაც უზრუნველყოფს კრიზისული სიტუაციის
განმუხტვასა და დარეგულირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს
კრიზისული
სიტუაციების
მართვის
წესის
დამტკიცებას,
რომელიც
განსაზღვრავს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციის მართვის პროცესში ჩართული
სუბიექტების კოორდინირებულად მუშაობის პრინციპებს, პროცედურებსა და უფლებამოსილებებს.
კანონპროექტის
მომზადების
მიზეზს
აგრეთვე
წარმოადგენს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით დასაქმებული კადრებისა და
სამინისტროს მმართველობის სფეროში დასაქმებული ფსიქოლოგების პროფესიული სტანდარტების
არარსებობა.
სსსმ მოსწავლეებთან მომუშავე კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისათვის საჭიროა
არსებობდეს, შესაბამისი პოზიციების პროფესიული სტანდარტები, რაც შექმნის აღნიშნული
პროფესიონალების მომზადებისათვის საჭირო სასწავლო/მომზადება/გადამზადების პროგრამების
შექმნის წინაპირობას, რაც თავისთავად, გამოიწვევს პროფესიონალი კადრების რაოდენობის ზრდას და
ხელს შეუსწყობს სსსმ მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას.
„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21
თებერვალის N16/ნ ბრძანების შესაბამისად, განისაზღვრა სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული
სპეციალისტები, სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და
მეტყველების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი და
გაიწერა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული თითოეული სპეციალისტის ფუნქციები სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვებთან
მიმართებაში. აღნიშნულის საფუძველზე, სკოლებს მიეცათ შესაძლებლობა, მოსწავლის საჭიროებიდან
გამომდინარე, შესაბამისი პროცედურების განხორციელებით, მოსწავლისათვის აეყვანათ დამატებითი
სპეციალისტი, რომელიც განახორციელებდა მოსწავლის მხარდაჭერას სასწავლო პროცესისა და
აქტივობების დროს.
სპეციალური საგანმანათებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობის ზრდა იწვევს,
ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ შესაბამის კადრზე მოთხოვნის ზრდას. დღევანდელი
მდგომარეობით, განათლების სისტემას არ აქვს ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე
სპეციალისტების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, რაც ქმნის კვალიფიციური კადრის
არსებობისა და შერჩევის სირთულეს. აღნიშნული პროგრამების შესაქმნელ წინაპირობას წარმოადგენს
ინკლუზიური განათლებაში ჩართული სპეციალისტების, სამინისტროს მმართველობის სფეროში
დასაქმებული ფსიქოლოგების პროფესიული სტანდარტების არსებობა, რომლის საფუძველზეც უნდა
განისაზღვროს პროფესიის დარგობრივი მახასიათებლები და ამ მახასიათებლების გათვალისწინებით
შეიქმნას შესაბამისი მოსამზადებელი პროგრამები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს
ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში
დასაქმებული ფსიქოლოგების პროფესიული სტანდარტების დამტკიცებას, რაც თავის მხრივ, ხელს
შეუწყობს დარგის განვითარებას და შექმნის შესაძლებლობას ამ მიმართულებით სხვადასხვა
საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოხსენებული პრობლემების გადასაჭრელად, პირველ რიგში, აუცილებელია ცვლილება
განხორციელდეს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც არეგულირებს
სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კანონპროექტის
მიღების შემდეგ კი მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მასთან შესაბამისობაში მოყვანა და
სათანადო პროცედურების განხორციელება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების
მიერ.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, სპეციალური
მასწავლებლის განათლების განვითარებისათვის საკმარისი საკანონმდებლო საფუძვლების გაჩენა და
სისტემაში ჩართული, გამოცდილი, სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირების შენარჩუნება. ასევე,
სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნების დაზუსტება, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტების დაზუსტება,
პირის/მოსწავლის სკოლაში და სკოლიდან ტრანზიციის პროცესის რეგულირება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად სისტემაში გაჩნდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი შესაბამისი განათლების მქონე სპეციალური მასწავლებლების მოზიდვის რეალური
შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფილი იქნება სპეციალურ მასწავლებლად აღიარების წინაპირობების
მრავალფეროვნებით. გარდა ამისა, სისტემაში 2018 წლის 10 აგვისტომდე დასაქმებულ სპეციალურ
პედაგოგს/ინკლუზიური
განათლების
კოორდინატორს/ფსიქოლოგს/სპეციალურ
მასწავლებელს,
მიუხედავად პროფესიისა, უჩნდება სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.
ხოლო, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების და
განხორციელების გონივრული ვადის დაწესებით შესაძლებელი იქნება ამ სისტემის გამართულად
მუშაობის უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, კანონის მიღების შემთხვევაში დაზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტება, განისაზღვრება ტრანზიციის ტერმინი,
გაჩნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, მასწავლებლის ვალდებულებები ტრანზიციის
პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით, დარეგულირდება ინკლუზიურ განათლებაში ჩართული
სპეციალისტების, სამინისტროს მმართველობის სფეროში დასაქმებული ფსიქოლოგების პროფესიული
ვალდებულებები, შეიქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულოებაში კრიზისული სიტუაციების
მარეგულირებელი წესი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ცვლილებებს/სიახლეებს ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ:
1. წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის
კანონით დადგენილი მოთხოვნები და ხდება უფრო მრავალფეროვანი, მოიცავს უფრო მეტ
ალტერნატივას, რაც მეტ პირს მისცემს შესაძლებლობას დასაქმდეს სკოლაში ამ სტატუსით. კერძოდ, 213
მუხლის მე-3 პუნქტში შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება სპეციალური
მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, რაც ზრდის სპეციალურ მასწავლებლად
დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას. ცვლილების შესაბამისად,
სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით
დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად
მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი
განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული
ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან
მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს
სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
გ) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს
ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;
დ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი
უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი
სერტიფიკატი;
ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი
და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის
გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ასევე, კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
3
61 მუხლი, განისაზღვრება სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემაზე გადასვლა და მასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება.
კანონის 613 მუხლით განსაზღვრული ცვლილებების 1-ლი პუნქტი საშუალებას აძლევს იმ
სპეციალისტებს, რომლებიც 2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
დასაქმებული იყვნენ ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ვერ აკმაყოფილებდნენ
სპეციალური მასწავლებლისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დარჩნენ სისტემაში და
კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების გზით, კვალიფიკაცია დაადასტურონ
2025 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით კეთდება დაშვება, რომ ამ
პუნქტებით გათვალისწინებული განათლების მქონე პირებს შეეძლებათ დაიწყონ მუშაობა სპეციალურ
მასწავლებლად და კვალიფიკაცია დაადასტურონ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში. აღნიშნული
საშუალებას მისცემს სისტემას, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, უზრუნველყოს სსსმ
მოსწავლეებისათვის განათლების მიწოდება და არ წარმოიქმნას კადრის დეფიციტი აღნიშნულ სფეროში.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი აწესებს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას ყველა
პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლისათვის. აღნიშნული პუნქტით დადგენილი ვადის შემდეგ
სისტემაში მომუშავე ყველა სპეციალურ მასწავლებელს დადასტურებული ექნება კვალიფიკაცია, რაც
უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლეებისათვის განათლების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე,
სისტემაში აღარ იარსებებს პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი.
კანონპროექტით ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და
სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტება და შესაბამისობაში მოდის მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან.
კანონპროექტით კანონის მე-2 მუხლში ჩნდება ტრანზიციის ტერმინის განმარტება. რომლის
შესაბამისადაც, ტრანზიცია არის პირის საჭიროებებზე მორგებული და ეფექტურად კოორდინირებული
პროცესი, რომელიც გულისხმობს სასკოლო ასაკის პირის შესვლას სკოლაში და/ან მოსწავლის გადასვლას
ერთი საჯარო სკოლიდან მეორეში/განათლების შემდეგ საფეხურზე/დამოუკიდებელი ცხოვრების
ეტაპზე, რომელიც ხორციელდება მონაწილე მხარეების თანამშრომლობით და ემსახურება
პირის/მოსწავლის წარმატებულ ჩართვას სასწავლო პროცესში. ასევე, პროექტის შესაბამისად,
ტრანზიციის მხარდამჭერი ღონისძიებები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილად,
განისაზღვრება მასწავლებლისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოვალეობები
ტრანზიციის პროცესის მხარდაჭერასთან მიმართებით.
ტრანზიცია გულისხმობს სასკოლო ასაკის პირის შესვლას სკოლაში და/ან მოსწავლის გადასვლას ერთი
საჯარო სკოლიდან მეორეში/განათლების შემდეგ საფეხურზე/დამოუკიდებელი ცხოვრების ეტაპზე.
სკოლის დაწყება და ახალ საგანმანათლებლო გარემოში ტრანზიცია (გადასვლა-შესვლა), ყველა
ბავშვისთვის განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ მოვლენას წარმოადგენს. არსებული კვლევებისა და
საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, სკოლის პოზიტიური დაწყება მომავალი აკადემიური
მიღწევების, საგანმანთლებლო და სოციალური წარმატების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
სკოლაში შესვლის შემდგომ, ტრანზიციის პროცესი, განსხვავებული ინტენსივობით, მოსწავლის მიერ
ერთი მხრივ, იმის გარკვევას გულისხმობს, თუ რის გაკეთებას აპირებს ცხოვრებაში სკოლის დასრულების
შემდეგ (სწავლის გაგრძელება საშუალო/პროფესიულ/უმაღლეს საფეხურზე ან/და დასაქმება), მეორე
მხრივ, საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებას. შესაბამისად,
თანაბრად მნიშვნელოვანია სკოლის გარეთ არსებული საქმიანობების ფართო სპექტრის გაცნობა და
მომავალი მიზნების ფორმირების პარალელურად, ამ მიზნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების
გამომუშავებაზე მუშაობა, როგორიც შეიძლება იყოს ეფექტური კომუნიკაციის, დროის მართვის,
გუნდურობის, პასუხისმგებლობის აღების, არჩევანის გაკეთების და ა.შ. წამახალისებელი აქტივობები.
აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს სკოლასა და მასწავლებელს, რომელმაც მხარი უნდა
დაუჭიროს და ხელი შეუწყოს მოსწავლის მომზადებას ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
კანონპროექტით
სამინისტროსთვის
ასევე
განისაზღვრება
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში კრიზისული სიტუაციების მართვის წესის დამტკიცება, რაც ხელს შეუწყობს
სკოლებში შექმნილ კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების სტრუქტურირებული მექანიზმის
ჩამოყალიბებას.
კანონპროექტით, ასევე, გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინკლუზიური განათლების მიმართულებით დასაქმებული კადრებისა და სამინისტროს მმართველობის
სფეროში დასაქმებული ფსიქოლოგების პროფესიული სტანდარტების დამტკიცება, რაც შექმნის
აღნიშნული პროფესიონალების მომზადებისათვის საჭირო სასწავლო/მომზადება/გადამზადების
პროგრამების შექმნის წინაპირობას, გამოიწვევს პროფესიონალი კადრების რაოდენობის ზრდას და ხელს
შეუწყობს სსსმ მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას.
კანონპროექტის გარდამავალი დებულების მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის
იურიდიულ პირმა - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს
სპეციალური განათლების მაგისტრის და სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი
რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება და
დამტკიცება, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს
მიეცეთ შესაძლებლობა განახორციელონ სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამა, რომლის დაძლევის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან კანონმდებლობით განსაზღვრული
შესაბამისი გამოცდის ჩაბარება, შესაბამის უმაღლეს განათლებასთან ერთად, დადგენილია სპეციალური
მასწავლებლის განათლებისათვის განსაზღვრულ ერთ-ერთ მოთხოვნად. საქართველოს მთავრობას და
სამინისტროს ევალება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი
კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა/მიღება (გარდა ინკლუზიურ
განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული სტანდარტებისა და ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესისა და ფსიქოლოგების პროფესიული
სტანდარტისა), სამინისტროს ევალება 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ინკლუზიურ განათლებაში
ჩართული
სპეციალისტების
პროფესიული
სტანდარტებისა
და
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესისა და ფსიქოლოგების პროფესიული
სტანდარტის დამტკიცება, ხოლო ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ
განხორციელებული ქმედებები, ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტით არაა გათვალისწინებული კანონისათვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყაროა წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისათვის, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის
გათვალისწინებული ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციის საფასური, შედის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
ბიუჯეტში, რომელიც შემდგომ ვალდებულია ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10%
მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მიხედვით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N112/ნ ბრძანებით
დამტკიცებულია „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი“, რომელიც განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების
გრანტის გაცემის მიზნით ადგილების რაოდენობას. აღნიშნული წესის მიხედვით არსებულ
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამას
ახორციელებს
18
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება (რომელთა შორის არიან, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული
პირის ფორმით დაფუძნებულები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები). შესაბამისად,
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის
აკრედიტაციის მოთხოვნის რაოდენობა პირდაპირ დაკავშირებულია იმ უნივერსიტეტების
რაოდენობაზე, რომლებიც შეძლებენ/გადაწყვეტენ აღნიშნული პროგრამის განხორციელებას.
აკრედიტაციის საფასური დადგენილია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და
საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4
მაისის N65/ნ ბრძანებით, რომლის მიხედვითაც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის აკრედიტაციის საფასური შეადგენს 6 830 ლარს (სპეციალური მასწავლებლის პროგრამის
შემთხვევაში მომავალში განისაზღვრება შესაბამისი საფასურის ოდენობა).
კანონპროექტი ასევე იქონიებს გავლენას სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
საკუთარი შემოსავლების ზრდის კუთხით, რომელიც შემდგომ ვალდებულია ნებადართული (საკუთარი)
შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტშინ. მიღებული შემოსავალი
დამოკიდებული იქნება გამოცდის ჩაბარების (გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, მათთვის, ვინც არ
არის მოქმედი მასწავლებელი) მსურველთა რაოდენობაზე.
კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
შემოსავლების ზრდის მიმართულებით, რომლებიც განახორციელებენ სპეციალური მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. შემოსავლების რაოდენობა დამოკიდებულია პროგრამაზე
ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობაზე და შეადგენს მათი სწავლის საფასურის ჯამურ ოდენობას.
2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის
2021 წლის 22 სექტემბრის N473 დადგენილებით. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულია სასწავლო
გრანტის ოდენობა მასწავლებლის მომზადების სხვადასხვა მოდულების მიხედვით და შეადგენს 2250
ლარს. სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაშიც გრანტის ოდენობებისა
და მოცულობის განსაზღვრა დაგეგმილია იგივე წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, თუმცა არ საჭიროებს
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალური მასწავლებლების მიმართ დადგენილი განათლების
მოთხოვნების ცვლილებებს. კერძოდ, მოქმედ რედაქციასთან შედარებით უფრო მრავალფეროვანი ხდება
ის გზები, რითაც შეიძლება პირი გახდეს სპეციალური მასწავლებელი. თუმცა, ამ ნაწილშიც
წარმოდგენილი ცვლილება არ გამოიწვევს რაიმე ხარჯებს იმ გარემოებების გამო, რომ მსურველების
დასაქმება დამოკიდებული იქნება სკოლაში არსებულ ვაკანსიაზე, სკოლის წლიური ბიუჯეტის
ფარგლებში. საგულისხმოა ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება ერთ
მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
(საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N476 დადგენილება „ზოგადი განათლების
დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი
სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“). საჯარო სკოლის ძირითად შემოსავალს
მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც გულისხმობს მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და
ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურებას, ასევე, კომუნალურ და სხვა მიმდინარე ხარჯებს,
წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერი.
კანონპროექტი ითვალისწინებს ტრანზიციის ტერმინის განმარტებას და სკოლების მიერ ტრანზიციის
ხელშემწყობი პროცესების განხორციელებას. აღნიშნული არ იქნება დამატებით ხარჯებთან
დაკავშირებული საჯარო სკოლებისთვის, რადგან სკოლა არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით
უზრუნველყოფს ტრანზიციის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს კრიზისული სიტუაციების მართვის წესის დამტკიცებას, აღნიშნული
არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ის
დაეხმარება სკოლებს შიდა რესურსის გამოყენებით, დროულად და ეფექტურად მართონ შექმნილი
კრიზისული სიტუაცია და საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ რეფერირება რელევანტურ სერვისებში.
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სამინისტროს სსიპ-ების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წლიური ბიუჯეტის შესახებ კანონით
მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სპეციალური მასწავლებლის
გამოცდების ჩატარების ხარჯები. კანონპროექტის მიხედვით ის სპეციალური მასწავლებლები,
რომლებსაც აქვთ პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ვალდებული არიან 2025 წლის 1
იანვრამდე ჩააბარონ კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი გამოცდა. აღნიშნული სტატუსის
მასწავლებლები გათავისუფლებული არიან გამოცდის საფასურის გადახდისაგან. შესაბამისად, მათ მიერ
გამოცდის ჩაბარება უკავშირდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხარჯებს,
რომელსაც იგი ფარავს შესაბამისი წლის ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. შესაბამისი
გამოცდის ხარჯი კი დამოკიდებულია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების რაოდენობაზე,
რომლებიც დარეგისტრირდებიან და გავლენ ამ გამოცდაზე. მოცემულ ეტაპზე განათლების სისტემაში
დასაქმებულია 873 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი.
წარმოდგენილი
კანონპროექტით
ინერგება
სპეციალური
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამა. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხდება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ. კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ამ პროგრამას
დასჭირდება აკრედიტაცია, რაც დაკავშირებულია აკრედიტაციის პროცედურების განხორციელებასთან
და აღნიშნული ხორციელდება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური
ბიუჯეტის ფარგლებში. ხოლო სპეციალური მასწავლებლის პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის
შემუშავება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის დამატებით ხარჯებს
არ გამოიწვევს, აღნიშნულიც განხორციელდება ცენტრის არსებული ადამიანური და მატერიალური
რესურსის ფარგლებში.
კანონპროექტით გათვალისწინებულია აგრეთვე სამართლებრივი დოკუმენტების (კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების) შემუშავება/გამოცემა როგორც საქართველოს მთავრობის, ისე სამინისტროს მიერ.
კერძოდ, სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების,
სამინისტროს
სისტემაში
დასაქმებული
ფსიქოლოგების
პროფესიული
სტანდარტები,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესი. ამ ნაწილში არ
წარმოიქმნება ხარჯები, ვინაიდან დოკუმენტების შემუშავება ხდება დაწესებულებების არსებული
ადამიანური და მატერიალური რესურსის ფარგლებში.
კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულება - ამ კანონის
ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა,
არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
კანონპროექტით გათვალისწინებული სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავების/გამოცემის
ნაწილში შესაბამის დაწესებულებებს არ წარმოექმნება ფინანსური ვალდებულებები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილებით იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის
მოქმედება, პირდაპირ არ არის გათვალისწინებული რაიმე სახის ფინანსური შედეგი. ამასთან,
საყურადღებოა შემდეგი გარემოებები:
კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალური მასწავლებლების მიმართ დადგენილი განათლების
მოთხოვნების ცვლილებებს. კერძოდ, მოქმედ რედაქციასთან შედარებით უფრო მრავალფეროვანი ხდება
ის გზები, რითაც შეიძლება პირი გახდეს სპეციალური მასწავლებელი. ამ კუთხით, ის პირები, რომლებიც
წარმოდგენილ ცვლილებებამდე ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ განათლების მოთხოვნებს და
გადაწყვეტენ სპეციალური მასწავლებლის სტატუსით სკოლაში მუშაობას, ვალდებული იქნებიან
დააკმაყოფილონ წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ეს მოთხოვნები რიგ
შემთხვევაში დაკავშირებულია აკადემიური ხარისხის მოპოვებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში კი
საგანმანათლებლო პროგრამების გავლასთან და გამოცდის ჩაბარებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე,
ამ პირების მიმართ ფინანსური გავლენა შესაძლებელია გამოიხატოს შესაბამისი პროგრამის გავლის
საფასურის/გადასახადის გადახდის კუთხით. დადებითი გავლენა გამოიხატება ასევე, იმ
მიმართულებით, რომ პირები, რომლებსაც ცვლილების მიღებამდე არ ჰქონდათ სპეციალურ
მასწავლებლად მუშაობის უფლება, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეძლებენ
სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებას და შესაბამისი ანაზღაურების მიღებას.
კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს იმ კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების შემოსავალზე, რომლებიც განახორციელებენ სპეციალური მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. შემოსავლების რაოდენობა დამოკიდებულია პროგრამაზე
ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობაზე და შეადგენს მათი სწავლის საფასურის ჯამურ ოდენობას.
კანონპროექტი ასევე დადებით გავლენას მოახდენს იმ პირების შემოსავალზე (შრომითი ანაზღაურების
სახით), რომლებიც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
წარუძღვებიან სალექციო კურსებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ტრანზიციის ტერმინის განმარტებას და სკოლების მიერ ტრანზიციის
ხელშემწყობი პროცესების განხორციელებას. აღნიშნული არ იქნება დამატებით ხარჯებთან
დაკავშირებული კერძო სკოლებისთვის, რადგან სკოლა არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით
უზრუნველყოფს ტრანზიციის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს კრიზისული სიტუაციების მართვის წესის დამტკიცებას, აღნიშნული
არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ის
დაეხმარება სკოლებს შიდა რესურსის გამოყენებით, დროულად და ეფექტურად მართონ შექმნილი
კრიზისული სიტუაცია და საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ რეფერირება რელევანტურ სერვისებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ცვლილება შესაძლებლობას შექმნის კვალიფიციური კადრების მიერ მოხდეს სკოლებში განათლების
მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის განათლების უფლების რეალიზებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მომზადება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.