„რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს რაჭის დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში.
2. რაჭის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული ტერიტორიის მიწის, ტყის, წყლის და სხვა
ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე, ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან
დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს რაჭის ეროვნული პარკის შექმნა;
ბ) უზრუნველყოს რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა.
გ) მოაწესრიგოს რაჭის ეროვნული პარკის და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის
(დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები;
2. კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური
მრავალფეროვნებით გამორჩეული, რაჭის დაცული ტერიტორიების
ბუნებრივი ან სახეცვლილი
ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიების
ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების,
ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და
„გლობალურ წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა
და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების
შენარჩუნება;
გ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიების ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში
რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი
პირობების შექმნის მექანიზმების ჩამოყალიბება;
დ) უზრუნველყოს რაჭის დაცულ ტერიტორიებს მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა
სამყაროსა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება;
ე) უზრუნველყოს რაჭის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის
ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა
მონიტორინგის განხორციელება;
ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი
წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად
გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა;
ზ) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნებასა და განვითარებას რაჭის
დაცული ტერიტორიების მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (დამხმარე ზონა).
მუხლი 3. რაჭის დაცული ტერიტორიების კატეგორიები
1. რაჭის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება ემყარება „დაცული
ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს და მოიცავს
დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს:
ა) რაჭის ეროვნული პარკი;
ბ) რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა);
2. ამ კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების კატეგორიების ზონირება და ზონებში
დაშვებული საქმიანობა დგინდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი
რეგულირების წესით,
მუხლი 4. რაჭის ეროვნული პარკის მდებარეობა და ფართობი
1. რაჭის ეროვნული პარკი იქმნება ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების
ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 50835 ჰექტარს;
2. რაჭის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
N
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
X
380203.7
379449.6
378764.7
378202.3
377928.5
377042.7
376400.5
375937.3
375449.3
374631.2
373281.1
372818.8
371977.2
371332.9
370853.1
370179.3
369876.2
369365.1
368431.5
367911.6
367492
367072.3
366652.7
366141.7
365477
365148.2
365245.8
365539.8
365004.7
364549.6
364397.9
364438.5
365000.6
365338.7
365828.5
Y
4724920
4724250
4723882
4723998
4724628
4724471
4723745
4722864
4722023
4721839
4721973
4722324
4722700
4722928
4723731
4724386
4725236
4725730
4725624
4726275
4727183
4728090
4728998
4729839
4730517
4731424
4732409
4733360
4733805
4732928
4731941
4730945
4730136
4729799
4727702
N
109
110
111
112
113
114
115
116
117
118
119
120
121
122
123
124
125
126
127
128
129
130
131
132
133
134
135
136
137
138
139
140
141
142
143
X
382262.2
382912.7
383381.4
383645.9
383555.3
383549.5
382950.2
382094.9
381541.3
381107.4
380768.3
378105.5
368884.8
366763.8
366101.2
365718.1
372689.3
371412.5
368786
366740
365527.3
377800.9
377808.9
367157.5
365899.9
363198.9
363344.2
362438.8
363338.2
363859.2
364252.2
362171.5
362615.9
364808.4
362664.7
Y
4730914
4730159
4729304
4728347
4727440
4727272
4727288
4726549
4726086
4725684
4725391
4731132
4738806
4742684
4743022
4742785
4737420
4736124
4725183
4726491
4733788
4731060
4730907
4743865
4746571
4742331
4745668
4747413
4744918
4739236
4740002
4734641
4736691
4725830
4733156
N
217
218
219
220
221
222
223
224
225
226
227
228
229
230
231
232
233
234
235
236
237
238
239
240
241
242
243
244
245
246
247
248
249
250
251
X
397800
397055.8
396257
395291.5
394386.6
393608.1
392856.1
392732.7
393684.6
394610.9
394073.1
393146.5
392249.4
392193.2
392313.6
392049.8
391756.7
391298
390505.5
389832
388942.8
388104.1
387756.2
387258.3
386587.2
386128.8
385250.8
384616.3
384627.8
385264.6
385960.1
386648.1
387203.7
389209.9
387388.6
Y
4727079
4726813
4726755
4726967
4726967
4727567
4728222
4728803
4729109
4729479
4729669
4729300
4729427
4730236
4730501
4730807
4730911
4730054
4729733
4729928
4729507
4729399
4730344
4730852
4730701
4730045
4730374
4730978
4731945
4732714
4733430
4734155
4734973
4734361
4735471
N
325
326
327
328
329
330
331
332
333
334
335
336
337
338
339
340
341
342
343
344
345
346
347
348
349
350
351
352
353
354
355
356
357
358
359
X
391985.9
391974.7
387811.2
387317.7
383579
383720.2
383627.6
383869.2
393581.7
392992.7
390392.6
393370.6
396528.7
396565.1
397109.2
396409.4
396631.1
397029.5
397805.3
388462.2
388460.9
388531.8
388521
381217.6
381244.1
381327.8
381258.6
387119.5
387126.5
387122.3
384733.5
384635.1
383041.7
383024.2
395062
Y
4729682
4729899
4730779
4723512
4721345
4721444
4720420
4720757
4721093
4722463
4722031
4721605
4725792
4726063
4726745
4728780
4728634
4726965
4724578
4727004
4727036
4727006
4726979
4720511
4720567
4720504
4720451
4732969
4732969
4732963
4736040
4736227
4735888
4736120
4731678
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
366588.2
366685.2
364843.6
365400.8
364921
365789.4
364989.7
364888.8
364458.2
364325.6
364148.7
364068.7
363509.3
362791.2
362519.8
362541.1
362274.6
362446
362795.9
362762.2
363362.2
363932.7
364004.2
364178.3
363686.9
363271.5
362460.3
361823
362287
363135
363648.4
363134.4
362695.4
362620.2
362893.5
363579
364006.2
380840.6
366421.8
366388.3
366141.9
366081.2
366438.1
366970.1
366696.1
367081.6
367510.8
368177.7
368294.2
367300
366520
369390
4726966
4726675
4725682
4725781
4726152
4725989
4725609
4726278
4727142
4728067
4729017
4729963
4730783
4731442
4732383
4733321
4734263
4735177
4736084
4736986
4737740
4738532
4739467
4740373
4741234
4742126
4742566
4743261
4744119
4744613
4745391
4746186
4747009
4747806
4748673
4749352
4749982
4745432
4748729
4747787
4746849
4745987
4745070
4744227
4742342
4741442
4740539
4739830
4738355
4738285
4736510
4735180
144
145
146
147
148
149
150
151
152
153
154
155
156
157
158
159
160
161
162
163
164
165
166
167
168
169
170
171
172
173
174
175
176
177
178
179
180
181
182
183
184
185
186
187
188
189
190
191
192
193
194
195
392470.3
395981.5
396014.9
395493.3
394302.8
393431.3
393235.8
392666.7
391724.2
390867.9
389956.5
389077.7
388255.5
387895.8
387090.6
386283.6
385783.1
385128.1
384378.8
383792.6
383636.3
383391.5
382504.3
381652.6
380978.5
380694.9
381187.2
381626.1
382152.9
382613.3
383001.4
383328.9
383697.8
384288.1
385119
386116.7
387098.6
388076
388935.8
389738.3
390622.1
391500
391450.7
392240.9
392784.9
393040.3
392888.2
393287.7
393818.3
394647
395495.9
396613.3
4723408
4727749
4728710
4728322
4721354
4721263
4722117
4722073
4721772
4722258
4722013
4721629
4722119
4723027
4723419
4722903
4722224
4721533
4720926
4721142
4720924
4719998
4719648
4719375
4720111
4721049
4721873
4722753
4723537
4724415
4725299
4726218
4727146
4727931
4728436
4728416
4728272
4728388
4728440
4728218
4728355
4728326
4727743
4727853
4727464
4726586
4725599
4725763
4726451
4726099
4725738
4725037
252
253
254
255
256
257
258
259
260
261
262
263
264
265
266
267
268
269
270
271
272
273
274
275
276
277
278
279
280
281
282
283
284
285
286
287
288
289
290
291
292
293
294
295
296
297
298
299
300
301
302
303
386645.9
385981.2
385315
384541.6
384017.5
383361.4
383063.7
383294.1
383829
384231.5
384348
384087.5
384312
383651.4
383199.2
382744.3
381501.3
380989.6
381725.9
391962.8
388508.7
387889
385468.4
396093
396364
398860
398355
395427.8
396718.4
390823.5
397455.1
383848.2
384847.2
386431.5
382336.1
381458.3
382170.5
382882.4
384596.9
391624.2
395058.1
397633.3
398155.7
398155.7
397453.5
395557.5
394723.8
392450.6
390230.9
391275.4
391646.7
392904.3
4734873
4734130
4733384
4732763
4731911
4732131
4732593
4733078
4733679
4734571
4735273
4735253
4735692
4735318
4735174
4735051
4734966
4735207
4735497
4733094
4733163
4735237
4740039
4732030
4732963
4731861
4730956
4728097
4728537
4729561
4729656
4731647
4730434
4730036
4734306
4736395
4735958
4735333
4735113
4731801
4721612
4724356
4726686
4726903
4726916
4728812
4729747
4728538
4730120
4727872
4728203
4725320
360
361
362
363
364
365
366
367
368
369
370
371
372
373
374
375
376
377
378
379
380
381
382
383
384
385
386
387
388
389
390
391
392
393
394
395
396
397
398
399
400
401
402
403
404
405
406
407
408
409
410
411
392916.4
384778.1
382959.1
390888.1
382360.4
381177.1
386882.9
383314.2
379117.5
375654.3
375076
375003.4
372895.2
374560.2
370689.4
369484.4
366773.2
366949.5
368688.6
371013.1
370055.4
371737
373852.5
373283.6
378724.2
380218.2
384874.8
376115.8
389354
392046.2
393584.9
394178
394644.7
394710.6
389871.3
388145.4
387016.8
387807.2
387657.5
368367.2
368619
368596.8
368886.3
368888.2
369024.8
369038.9
369104.6
369192.6
369266.7
369318
369395.9
369522
4732908
4736815
4737059
4735863
4737500
4736796
4738225
4745155
4745625
4746013
4746565
4747332
4748026
4747789
4748569
4749118
4749190
4748983
4748753
4748780
4748650
4748524
4747776
4748014
4745821
4745853
4742061
4736224
4736931
4734673
4734014
4734308
4733714
4733780
4736729
4738054
4735300
4735137
4735257
4725705
4725855
4725953
4725951
4726166
4726109
4726358
4726274
4726605
4726538
4726811
4726745
4726849
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
369848.1
370333.2
371208.6
371257.6
372142.7
372680.6
372619
373203.2
374190.7
375149.2
376008.8
376721.7
375828.1
376075
376629.5
377245.6
378231
379184.8
380064.6
380890.7
381684.6
4736060
4735874
4736158
4735583
4735437
4736191
4736989
4737614
4737467
4737210
4736715
4736301
4734048
4733671
4734494
4733759
4733623
4733327
4732874
4732310
4731720
196
197
198
199
200
201
202
203
204
205
206
207
208
209
210
211
212
213
214
215
216
397314.1
397560.5
396797.6
396889.9
397799.8
397882.3
398570.1
399245.8
400072.9
400873
401112
396996.3
397007.2
382801.3
384744.5
401242.4
401095.6
400847.7
400009.3
399176.8
398504.2
4724330
4724856
4725497
4726106
4726499
4727108
4727831
4728564
4729105
4729347
4729222
4729552
4729631
4736105
4736201
4729100
4729157
4729283
4729055
4728518
4727782
304
305
306
307
308
309
310
311
312
313
314
315
316
317
318
319
320
321
322
323
324
393166
395953.2
393601.7
395577.1
395391.9
394183.4
393051.3
391892.2
392456.5
395050.3
394741
395087.7
392633.7
392332.1
392710.5
391314.4
390209.3
387770.1
389506.5
392415.3
392867.4
4725320
4725643
4726473
4724765
4724802
4726121
4727109
4728042
4728715
4726080
4726861
4726911
4724338
4723417
4724266
4727715
4728105
4728290
4728511
4728624
4729156
412
413
414
415
416
417
418
419
420
421
422
423
424
425
426
427
428
429
430
431
373157.9
373347.1
373425.8
373841.4
373892.1
374053.3
374034.2
374280.9
374202.4
374387.7
388177.6
389328.5
388596.7
388742.2
389059.6
388944.5
389284.8
388287.8
388233.9
388562.1
4721991
4722270
4722205
4722564
4722789
4722778
4722879
4722891
4722953
4723181
4729330
4730177
4729601
4729819
4730045
4729859
4730061
4729418
4729503
4729245
3. წერტილიდან, რომლის კოორდინატებია - X395058
Y4721612.5 წერტილამდე, რომლის
კოორდინატებია - X364006.21 Y4749982.2 რაჭის ეროვნული პარკის საზღვარი მიუყვება საქართველოს
სახელმწიფო საზღვარს.
მუხლი 5. რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონა) მდებარეობა,
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი და სახელმწიფო მართვა
1. რაჭის
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მდებარეობს
ონის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს:
უწერა, გლოლა, ჭიორა, ღები, პატარა ღები, გონა (საერთო ფართობი − 550 ჰექტარი).
სახელმწიფო მართვა
2. რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონა)
ხორციელდება, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6. რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
1. რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება, „დაცული
ტერიტორიების
სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების
რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, დაცული ტერიტორიის
მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.
2. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში
დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული
ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება (მათ შორის ტექნიკური საშუალებების განთავსება) და
სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება.
3. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება,
მშენებლობა,
ობიექტების
მომსახურება
და
ნებისმიერი
სხვა
საქმიანობა
ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.
4. რაჭის ეროვნულ პარკში დასაშვებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევითი,
სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მოვლის ღონისძიებების
განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული
ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში
უფლებათა რეგისტრაცია (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და
სხვ.).
2.
კანონის მოქმედება არ ვრცელდება მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ
ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის ისეთ
ურთიერთობებზე, როდესაც ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულია საქმის წარმოება;
ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული
ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
მუხლი 8. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: 1990-1991 წლებში
დამუშავდა საქართველოში დაცული ტერიტორიების სივრცითი სტრუქტურის განვითარების
პირველი სქემა, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ქართველი, ასევე,
უცხოელი (გერმანელი) ექსპერტები. აღნიშნული სქემა ითვალისწინებდა დაცული ტერიტორიების
დაარსებას საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კოლხეთის დაბლობი, ცენტრალური კავკასიონი,
ფშავ-ხევსურეთ-თუშეთი, მთიანი კახეთი, ივრის ზეგანი, ბორჯომი და აჭარა-გურია-იმერეთი.
დღეის მდგომარეობით დაარსებულია „კოლხეთის ეროვნული პარკი“, „ფშავ-ხევსურეთის
ეროვნული პარკი“, „თუშეთის ეროვნული პარკი“, „ვაშლოვანის ეროვნული პარკი“, „ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი“. დარჩენილია ეროვნული პარკის დაარსება ცენტრალურ
კავკასიონზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2016-2017 წლებში, გერმანიის მთავრობის (BMZ)
დაფინანსებით და მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) ტექნიკური ხელშეწყობით, ჩატარდა
დეტალური კვლევები ბიომრავალფეროვნების (ფლორა, ფაუნა, ეკოსისტემები) და სოციალურკულტურული ასპექტების მიმართულებით, ცენტრალური კავკასიონის ნაწილში, რაჭის დაცული
ტერიტორიების დაარსების მიზნით. გაანალიზდა რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის დადებით
მხარეები, მათ შორის საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის და ეკო-დერეფნების
განვითარების კონტექსტში.
აღნიშნული კვლევების მიხედვით, რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის გათვალისწინებული
ტერიტორია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში. დაცული ტერიტორიების ტერიტორიის
საზღვარი ნაწილობრივ მიუყვება ონის სატყეო მეურნეობის უწერის, შოვის, ჭიორის და ღების
სატყეოების კვარტლების საზღვრებს და ნაწილობრივ გეოგრაფიული ლანდშაფტების ელემენტებს.
ძირითად ლანდშაფტს წარმოადგენს ფოთლოვანი და შერეული ტყე, ასევე გვხვდება მთლიანად
წიწვოვანი კორომები ან შერეული ტყეები წიწვოვანი ტყეების უპირატესობით. ჩამოყალიბებულია
სუბალპური და ალპური მდელოები. რაჭაში არის სუბნივალური და ნივალური სარტყელებიც,
მუდმივი თოვლითა და მცირე ზომის მყინვარებით. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
კარგადაა გამოხატული ტყის სუბ-ალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური სიმაღლებრივი
სარტყლები. ტყის სარტყელში განვითარებულია შერეული ფართოფოთლოვანი და მუხნარი ტყეები
ზ.დ. 1000-1200 მ. სიმაღლეზე. საკმაოდ მრავალფეროვანია ფოთლოვანი ტყეების დაცული
ტერიტორიების ტერიტორიაზე გამოვლენილი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ხემცენარეთა შემდეგი სახეობები: ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill (VU); კოლხური ბზა (Buxus
colchica Pojark (VU); მაღალმთის მუხა (Quercus macranthera Fisch et Mey (VU)); უთხოვარი (Taxus baccata
L (VU); შიშველი თელადუმა (Ulmus glabra Huds (VU); კაკლის ხე (Juglans regia L (VU).
ტყის მცენარეულობა საგრძნობლად იცვლება ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად.
სუბალპურ სარტყელში ტყეები 2200-2400 მ სიმაღლეზე მხოლოდ ფრაგმენტულად გვხვდება და ქმნის
პატარ-პატარა კორომებს. გამოკვლევების მიხედვით, რაჭის მაღალი მთის (ზ.დ. 1900-2500 მ
სიმაღლეები) დენდროფლორის სიმდიდრე შეადგენს 32 სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია 11
ოჯახსა და 17 გვარში. რაჭის კავკასიონის ფარგლებში განსაკუთრებული ფლორისტული სიმდიდრით
გამოირჩევა სუბალპური და ალპური მეზოფილური ნაირბალახოვანი მდელოები. აქვე აღსანიშნავია,
რომ საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ზოგიერთი სახეობა ამავდროულად კავკასიის
ენდემიცაა და მოითხოვს განსაკუთრებულ კონსერვაციას. ასევე, მოცემულ ტერიტორიაზე
იდენტიფიცირებულია საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სახეობებისთვის საკვანძო
ტერიტორიები და ამ სახეობების შენარჩუნებისთვის არსებული საფრთხეები, კერძოდ, ეს სახეობებია:
მდინარის კალმახი (Salmo fario Linnaeus), აჭარული ხვლიკი (Darevskia mixta), დინიკის გველგესლა
(Vipera dinniki Nikolskii), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi Nikolskii), სამხრეთული ცხვირნალა
(Rhinolophus euryale), ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus Schreber), წავი (Lutra lutra), დათვი
(Ursus arctos Linnaeus), ფოცხვერი (Lynx lynx), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus Gmelin),
ქლუხორული თაგვანა (Sicista kluchorica Sokolov), პრომეთეს მემინდვრია (Prometheomys
schaposchnikovi Satunin), დასავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra caucasica Guldenstaedt and Pallas), არჩვი
(Rupicapra rupicapra), ორბი (Gyps fulvus), ბატკანძერი (კრავიჭამია) (Gypaetus barbatus), მთის არწივი
(Aquila chrysaetos),
კავკასიური როჭო (Lirurus mlocosiewiczi),
წითელმუცელა ბოლოცეცხლა
(Phoenicurus erythrogaster), დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla), ყარყატი (Ciconia nigra).
რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას,
„ეკო-დერეფნების“ ქსელის გაფართოებას, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და
დასაქმებას ტურისტულ სერვისებში. აგრეთვე მხედველობაშია მისაღები, რომ ეკონომიკური ზრდის
პირობებში სწორედ დაცულმა ტერიტორიებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს გამორჩეული
ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს
შენარჩუნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც, ბუნებრივი ტერიტორიების ტრანსფორმაციის
შეჩერების, მათი სამეურნეო ზეწოლისაგან დაცვის მიზნით, დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი დაცული
ტერიტორიების ჩამოყალიბებასა და არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოებას.
რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის განსაზღვრული ტერიტორია აკმაყოფილებს როგორც
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (ეროვნული პარკი)
და მე-9 (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია) განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასევე, ეხმიანება
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან (CBD - Convention on
Biological Diversity; საქართველო მხარეა 1994 წლიდან), სახელდობრ, მისი ახალი სტრატეგიის (აიჩი
2020) მე-11 სტრატეგიულ მიზანსაც, რომელიც ადგენს, რომ „2020 წლისთვის, ხმელეთისა და შიდა
წყლების ფართობის, სულ მცირე, 17% და სანაპიროსა და საზღვაო ფართობის 10%, განსაკუთრებით
ის ტერიტორიები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური
სერვისების თვალსაზრისით, მოქცეული იქნას დაცული ტერიტორიების საზღვრებში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად,
საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფართოებისა და დაცვითი
კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, ახალი
დაცული ტერიტორიის დასაარსებლად საჭიროა მიღებული იქნეს შესაბამისი კანონი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი
დაცული ტერიტორია - რაჭის დაცული ტერიტორიები (რომელშიც შევა დაცული ტერიტორიების
ორი კატეგორია: რაჭის ეროვნული პარკი და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (ე.წ.
დამხმარე ზონა).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შედგება 8 მუხლისგან. პირველი მუხლით განსაზღვრულია კანონის
რეგულირების სფერო. მე-2 მუხლით განსაზღვრულია კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები. მე3 მუხლით განისაზღვრება რაჭის დაცული ტერიტორიების კატეგორიები - რაჭის ეროვნული პარკი
და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა). მე-4 მუხლში დადგენილია
რაჭის ეროვნული პარკის მდებარეობა და ფართობი (50835
ჰექტარი), საზღვრები და ის
ტერიტორიები, რომლებიც უნდა გადაეცეს დაცულ ტერიტორიებს. მე-5 მუხლით განსაზღვრულია
რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაში (დამხმარე ზონა) შემავალი სოფლები: უწერა,
გლოლა, ჭიორა, ღები, პატარა ღები, გონა (აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტებისთვის რაიმე სახის ვალდებულებების დაკისრებას ან მათი უფლებამოსილების
შეზღუდვას. მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ ყველა იმ ბენეფიტით, რაც მოყვება ტერიტორიაზე
დაცული ტერიტორიების დაარსებას და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის
შექმნას). მე-6 მუხლით რეგულირდება რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვის საკითხი,
დაცვისა და გამოყენების რეჟიმი, მათ შორის, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში საქმიანობის
განხორციელების წესი. მე-7 მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის
ამოქმედებამდე, დაცული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ სასარგებლო წიაღისეულით და
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. მე-8
მუხლით დადგენილია კანონის ძალაში შესვლის თარიღი - 2023 წლის 1 იანვარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი შეესაბამება 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს
მშენებლობისთვის“ (პროგრამის 2.12 ქვეთავის (გარემოს დაცვა) მიხედვით, „დაგეგმილია ახალი
დაცული ტერიტორიების დაარსება და ზოგიერთი არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოება
(სულ, დაახლოებით, 185000 ჰა). შეიქმნება ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა“).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, იგი
დაკავშირებულია ახალ საბიუჯეტო წელთან. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული
კანონისათვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი (სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები)
და დონორი ორგანიზაცია (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW)). კერძოდ, 2023
წელს საჭირო იქნება დაახლოებით 1 156 400 ლარი საიდანაც 356,400 ლარი (შრომის ანაზრაურება)
გამოყოფილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 800,000 ლარი კი დონორი ორგანიზაციის
მიერ. 2024-2026 წლებში ჯამურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი მინიმალური თანხაა
იქნება1,069,200 ლარი (შრომის ანაზღაურება), ხოლო სხვა საჭირო ხარჯების დაფინანსება მოხდება
დონორი ორგანიზაციის მიერ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურისტულრეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად
გამოყენებას, რაც თავის მხრივ, რაციონალური დაგეგმვისა და მართვის პირობებში
უახლოეს
მომავალში
მნიშვნელოვანი
შემოსავლების
მიღების
წყაროდ შეიძლება იქცეს, როგორც
საბიუჯეტო შემოსავლების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის კუთხითაც.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი გაიზრდება დაცული ტერიტორიის 27 ახალი თანამშრომლის
მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით (წელიწადში დაახლოებით 69 854.4 ლარი 356 400
ლარიდან
(სახელფასო ფონდი)). ამასთან, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე დადებითად აისახება ის გარემოებაც, რომ დაცულ ტერიტორიებზე არ
გავრცელდება დაცული ტერიტორიის შექმნიდან გამომდინარე შეზღუდვები ამ კანონის
ამოქმედებამადე არსებულ ქონებრივ, წიაღით
სარგებლობის
და
„ნავთობისა
და
გაზის
ოპერაციებით“ გათვალისწინებულ ურთიერთობებზე.
ასევე დონორი ორგანიზაციის მიერ 2023 წელს უნდა მოხდეს დაახლოებით 800 000 ლარის
გამოყოფა მიზნობრივი გრანტის სახით, რომლის ასახვაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
2023 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი უნდა იქნას 356,400 ლარი.
რაჭის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ბიუჯეტის თანხები განაწილდება შემდეგი
პროპორციით (ცხრილი): აღსანიშნავია, რომ რაჭის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში
დასაქმდება 27 მოქალაქე (ძირითადად ადგილობრივი მოსახლე). დირექტორი, დაცვის უფროსი, 4
უბნის უფროსი რეინჯერი, 17 რეინჯერი, 1 ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი,
ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, 1 ბუღალტერი, 1 ვიზიტორთა სპეციალისტი.
ცხრილი
№
თანამდებობა
რაოდენობა
თანამდებობრივი
სარგო
(ლარი)
სულ
წლის
განმავლობაში
(ლარი)
1
დირექტორი
1
2420
29 040
2
დაცვის
უფროსი
1
1650
19 800
3
ადმინისტრაციული
განყოფილების უფროსი
1
1540
18 480
4
ბუღალტერი
1
880
10 560
5
ვიზიტორთა მომსახურების
უფროსი სპეციალისტი
1
990
11 880
6
ბუნებრივი
რესურსების
უფროსი სპეციალისტი
1
990
11 880
7
8
უბნის უფროსი რეინჯერი
რეინჯერი
4
17
სულ
1100
990
52 800
201 960
356 400
განყოფილების
ამასთან, ყოველწლიური გადასახდელები (მ.შ. არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით
გათვალისწინებული გადასახდელები) დაფინანსდება როგორც სსიპ დაცული ტერიტორიების
სააგენტოს მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან (საკუთარი
შემოსავლებიდან) ასევე დონორებიდან მოძიებული სახსრებით (იხილეთ ქვემოთ არსებული
ცხრილი). ამასთან აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 21 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ
და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) ხელი მოაწერეს საგრანტო
ხელშეკრულებას ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“,
რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს. აღნიშნული გრანტის
ნაწილი მოხმარდება რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას
და განვითარებას.
სხვა გადასახდელები (2023 წლის მოსალოდნელი გადასახდელები)
ლარი
სულ
800 000
საქონელი და მომსახურება (ზამთარ-ზაფხულის უნიფორმა, ზამთარზაფხულის ფეხსაცმელი, ცეცხლსასროლი იარაღი, და სხვა სპეციფიკური
აღჭურვილობა)
300 000
კაპიტალური ხარჯი (ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, ა/მანქანის შეძენა)
500 000
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდბეულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს პირდაპირი ფინანსურ გავლენას იმ 27 პირის მიმართ, რომლებიც
დასაქმდებიან რაჭის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ამ კანონით განსაზღვრული
დაცული ტერიტორიების მართვის მიზნით. ამასთან, კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას
იქონიებს იმ პირთა საშემოსავლო ნაწილზეც, რომლებიც საქმიანობას განახორციელებენ ამ
ტერიტორიაზე, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურისტულრეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად
გამოყენებას. ასევე ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება კანონის ამოქმედებამდე, დაცული
ტერიტორიის საზღვრებში არსებულ
სასარგებლო წიაღისეულით და ნავთობისა და გაზის
რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება; კანონპროექტი არ
იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული იყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის
(WWF) კავკასიის პროგრამის ოფისი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.