„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 38-ე მუხლის მე-3 და 31 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა
დამრღვევის
მოქმედებაში
ადმინისტრაციული
არის
სახდელი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
შეიძლება
არაუგვიანეს
დაედოს
ნიშნები,
ერთი
თვისა
სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული
გადაწყვეტილების სახდელის დამდები უფლებამოსილი ორგანოსთვის (თანამდებობის
პირისთვის) ჩაბარების დღიდან.
31. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სასამართლოში გასაჩივრებისას ამ
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დენა
შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.“.
2. 81-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 116-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ
მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3-ზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს, −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.“;
ბ) მე-4 - მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც:
ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა
მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
5. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან სატრანსპორტო საშუალების
მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის
დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ
პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
6. ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული
აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების შეჩერების პერიოდში მართვა ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
ალკოჰოლური
სიმთვრალის
დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას
10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების
ვადის 1 წლით გაზრდას.
7.
ამ
მუხლის
პირველი
და
მე-2
ნაწილებით
გათვალისწინებული
რომელიმე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების,
ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის
მსუბუქი დაზიანება −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.
8. ამ მუხლის მე-3 - მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის,
საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება,
როდესაც:
ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ
პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით;
ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან
სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას
10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების
ვადის 3 წლით გაზრდას.“;
გ) შენიშვნის:
გ.ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას
და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს
პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის
მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის
მიღების ფაქტი ან იგი ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს,
პოლიციელი ვალდებულია სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვას
ჩამოაშოროს.“;
გ.ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა
მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, მძღოლს უფლება აქვს,
ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო
დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში
ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს
სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული
სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში სისხლის აღების,
შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები
განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო
დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და
სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო
დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურლაბორატორიული
შემოწმების
შედეგად
მძღოლს
არ
დაუდგინდა
ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან.
მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს
მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების
შედეგად მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის არსებობის შემთხვევაში, საქმის
განმხილველი
ორგანო
ხელმძღვანელობს
ადამიანის
ორგანიზმში
ალკოჰოლის
ტოქსიკოკინეტის შესწავლის მონაცემების საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომლის
თანახმადაც ყოველ 1 საათში ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია მცირდება
საშუალოდ 0,15 პრომილეს შემცველობით.“.
4. 1161 მუხლის შენიშვნის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
უფლებამოსილი
პოლიციელი
ვალდებულია
ადგილზე
შეამოწმოს
თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ
იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დასტურდება
თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, პოლიციელი
ვალდებულია სამართალდამრღვევი ჩამოაშოროს თოვლმავლის/მოტოციგის მართვას. თუ
თოვლმავლის/მოტოციგის
მძღოლის
ადგილზე
იდენტიფიკაცია
ვერ
ხერხდება,
უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას თოვლმავალი/მოტოციგა, სანამ
არ მოხდება მისი იდენტიფიკაცია.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა
თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის
შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით
გამოვლინდა, თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის
განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღების და მასში ეთანოლის შემცველობის
დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის
შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო
საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და
სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო
დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და
სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო
დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურლაბორატორიული შემოწმების შედეგად თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს არ დაუდგინდა
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული
სახდელისაგან. თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად თოვლმავლის/მოტოციგის
მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის არსებობის შემთხვევაში, საქმის განმხილველი
ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტის შესწავლის
მონაცემების საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომლის თანახმადაც ყოველ 1 საათში
ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია მცირდება საშუალოდ 0,15 პრომილეს
შემცველობით.“.
5. 1163 მუხლის შენიშვნის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს სასრიალო ტრასით
მოსარგებლე, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დასტურდება სასრიალო ტრასით
მოსარგებლის
მიერ
ალკოჰოლის
მიღების
ფაქტი,
პოლიციელი
ვალდებულია
სამართალდამრღვევი ჩამოაშოროს სასრიალო ტრასას დროებით, ერთი (იმავე) დღით და
ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება ერთი (იმავე) დღით. თუ
სასრიალო ტრასით მოსარგებლის ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი
პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება,
სანამ არ მოხდება მისი იდენტიფიკაცია.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა
სასრიალო ტრასით მოსარგებლის სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის
შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით
გამოვლინდა, სასრიალო ტრასით მოსარგებლე უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის
განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღების და მასში ეთანოლის შემცველობის
დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის
შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო
საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და
სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო
დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და
სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო
დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურლაბორატორიული შემოწმების შედეგად სასრიალო ტრასით მოსარგებლეს არ დაუდგინდა
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული
სახდელისაგან. სასრიალო ტრასით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად სასრიალო ტრასით
მოსარგებლის სისხლში ეთანოლის შემცველობის არსებობის შემთხვევაში, საქმის
განმხილველი
ორგანო
ხელმძღვანელობს
ადამიანის
ორგანიზმში
ალკოჰოლის
ტოქსიკოკინეტის შესწავლის მონაცემების საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომლის
თანახმადაც ყოველ 1 საათში ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია მცირდება
საშუალოდ 0,15 პრომილეს შემცველობით.“.
6. 119-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი
ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-7 და 71 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი
შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი
წესის დარღვევით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
71. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის
განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“;
გ) 72 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
დ) შენიშვნის:
დ.ა) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-7 და 71 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში
მძღოლს
ჯარიმის
დაკისრებასთან
ერთად
სამართალდარღვევის
აღმოსაფხვრელად ეძლევა 3-დღიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში მძღოლს არ დაეკისრება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-7 ან 71 ნაწილებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში.“;
დ.ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 ნაწილები:
„12. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები
ნორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
13. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ
ნორმებთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით.“.
7.120-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის
ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან
სპეციალური
სამსახურის
სატრანსპორტო
საშუალებებისათვის
განსაზღვრული
შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული
წესის დარღვევით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის
და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას.
11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით
ჩადენა 1 წლის განმავლობაში −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.“.
8. 121-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი
პირი
ან
სარეგისტრაციო
მოწმობის
მიხედვით
სატრანსპორტო
საშუალების
მფლობელი/მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული
პირი, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა
დაეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს.“.
9. 1211 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო
საშუალებათა
მართვის
მოწმობებით
ერთდროულად
სარგებლობა
ან
გაუქმებული/ძალადაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ
სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის,
დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის
მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (მართვის
მოწმობით)
სარგებლობის
მიზნით
პოლიციის
უფლებამოსილი
პირისათვის
ცრუ
ინფორმაციის მიწოდება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.“.
10. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო
სანომრე ნიშნით ან სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, აგრეთვე იმ სატრანსპორტო
საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით ან მოხსნილია
აღრიცხვიდან
1. სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე
ნიშნით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი
წესით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, −
გათვალისწინებული
რომელიმე
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
4. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა
სატრანსპორტო საშუალების ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე
ნიშნით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
5. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ჩამოწერის შედეგად მოხსნილია აღრიცხვიდან, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-4 ან/და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში (გარდა ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
შემთხვევისა,
თუ
არ
არსებობს
საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლის შესახებ) დამრღვევს საქმის
განხილვამდე შესაძლებელია დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და
გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. ტრანსპორტირებისა და სადგომზე
შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს
(მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან
მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ.
2. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას) გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს
მიეცემა 10 დღიანი ვადა სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარების მიზნით. თუ დამრღვევს საქმის განხილვამდე
დროებით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება და გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ
სადგომზე, აღნიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება სატრანსპორტო საშუალების
მფლობელისათვის (მესაკუთრისათვის) დაბრუნების დღიდან. აღნიშნულ ვადაში პირს არ
დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. დადგენილ ვადაში სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში პირს ეკრძალება სატრანსპორტო
საშუალების ექსპლუატაცია.
3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის
ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით
განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
4. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
5. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს
საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ
კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.“.
11. 122-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1221 მუხლი:
„მუხლი 1221. იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური
პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია
იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტიც
(რეგისტრაცია) გაუქმებულია, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.
12. 123-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო
საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა
1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის
ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის
მიტოვება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებით ან მის
გარეშე, −
გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე
პირისთვის − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
3.
სატრანსპორტო
შეუსრულებლობა,
საშუალების
რომელიც
გაჩერების
შესახებ
უზრუნველყოფს
იმ
პოლიციელის
მოთხოვნის
მოძრაობის
მონაწილეთა
საგზაო
უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო
ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის −
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15
დღემდე ვადით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის,
სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის −
დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15
დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის
ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით
განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
2. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისას, სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე
აღდგენის მიზნით საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა
ადმინისტრაციული
სახდელის
დადებიდან
არაუადრეს
6
თვისა.
ამ
შემთხვევაში
სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღუდგება, თუ
იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი
პირობა:
ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 000 ლარს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორი
მიიღებს
გადაწყვეტილებას
სამართალდამრღვევისთვის
სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ ამ კოდექსის 116-ე მუხლის
შენიშვნის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით
შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს
საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ
კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის
პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
13. 125-ე მუხლის:
ა) 11 და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის
გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო
რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით
დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც
მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც
მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების
ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.“;
გ) 61 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ
მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის
დაკავებული გზის სავალი ნაწილი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“;
დ) მე-16 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 ნაწილები:
„17. ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის
განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ჩატარებულ, პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას,−
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც
მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების
ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;
ე) შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“
მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე
მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ მუხლის 61 ნაწილით, მე-9−მე-11
ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს
აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო
საშუალება აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო
ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი, შესაძლებელია
სატრანსპორტო
საშუალება
გადაყვანილ
იქნეს
სპეციალურ
დაცულ
სადგომზე
ან
სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება.
სატრანსპორტო საშუალება ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა
აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე იქნება გადაყვანილი
ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება,
თუ
შესაბამისი
მინიშნება
წარმომადგენლობითი
ორგანოს
ახლავს
ამკრძალავ
ნიშანს.
მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი
ვალდებულია
უზრუნველყოს
გადაყვანილი
სატრანსპორტო
საშუალების
ადგილმდებარეობის ან სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების შესახებ
ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ
მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ
დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის
ბლოკირების მოხსნის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.
სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო
საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების
ასანაზღაურებლად თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სატრანსპორტო
საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის ხარჯების ასანაზღაურებლად თანხის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის
მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენისთანავე.“.
14. 1271 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა
გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა) წესების დარღვევა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
ბ) 13 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 და 15 ნაწილები:
,,14.
არაგაბარიტული
(მსხვილგაბარიტიანი)
ან/და
ზენორმატიული
(მძიმეწონიანი)
სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან
შეთანხმების ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დაცვა-გაცილების გარეშე, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
15. ამ მუხლის 14 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 ნაწილები:
,,61. ამ მუხლის 14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა
სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან
ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
62. ამ მუხლის 15 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა
სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან
ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“;
დ) შენიშვნის:
დ.ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, 11, 14, 15 და მე-6 - მე-7
ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება
საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო
290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას
ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.“;
დ.ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
,,3. ამ მუხლის 14, 15, 61 და 62 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
შესაბამისი
თანხმობის
მიღებამდე
უფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გადაყვანილ იქნეს გზის
სავალი ნაწილიდან მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ან გადაყვანილ იქნეს
სპეციალურ დაცულ სადგომზე.“.
15. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
208.
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
იმ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60,
603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−80-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913,
94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და
მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე,
150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5
ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556
მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661და 1701 მუხლებით,
171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741
მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ
კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და
180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963,
1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“.
16. 209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
ორგანოები
განიხილავენ
იმ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861,
1071–1073, 1075, 108-ე, 1141 და 1142 მუხლებით, 1151 მუხლით, 116-ე მუხლით (გარდა ამ
კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163, 118-ე–119-ე და
120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა),
127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 - მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი
და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი
სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის
პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი
და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის
ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო
ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა
ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)), 17415
მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 1763
მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13
ნაწილებისა), 17715 და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1813, 1821, 1822,
190-ე და 1902−1911 მუხლებით.
2. ამ კოდექსის 1075 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 და 118-ე−122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე
მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 - მე-7 ნაწილებითა და 1291 და 1352−1354 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისას,
თუ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს,
პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და
ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესებისა და თოვლზე/ყინულზე, სასრიალო ფერდობზე
ან/და
გზაზე
(ტრასაზე)
უსაფრთხოების
წესების
დაცვას,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე
ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.
17. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002 , 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1163 და 118-ე−123ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა),127-ე
მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 - მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527,
1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 167-ე, 173-ე, 17314,
17315, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისას
შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან
საქმეთა
ორგანო,
ხოლო
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
სამხედრო
მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისას
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმს
ადგენს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილი პირი.“.
18. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 45-ე, 451, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე-2
ნაწილით, 574 −59-ე, 592 −მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694 , 695, 71-ე, 721−78-ე, 791 − მე-80,
822და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−893 , 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962,
964, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 116, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461 , 148-ე−152-ე, 1522, 1523,
153-ე, 1531 , 1533 –1536, 154-ე−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე−167-ე, 170-ე და
1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1724, 1728, 1729,
173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე - 1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852,
187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმის
განხილვისას
ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს
შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით
გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.
19. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
ამ
კოდექსის
171-ე
და
1752მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის
მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში,
ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 556, 582, 592, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103-ე,
104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე−1501, 1511, 152-ე, 1522−1529,
153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595−1599, 163-ე, 164-ე, 1661, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე
მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 17713
მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში)
და 1791, 180-ე−1831, 185-ე−1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“.
20. 270-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში დაცული
მონაცემები მუშავდება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, აგრეთვე, ანალიზზე
დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის, პოლიციის პრევენციული, ოპერატიულ-სამძებრო
და
საგამოძიებო
საქმიანობის,
მართლმსაჯულების
განხორციელების,
ადამიანური
რესურსების მართვის, სარეგისტრაციო/სანებართვო საქმიანობის განხორციელებისა და სხვა
ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად.“;
ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, შენახვისა და მათი
დამუშავების
წესს,
დაინტერესებულ
სამინისტროებთან
შეთანხმებით,
ამტკიცებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.
21. 275-ე მუხლს 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:
„12. სახდელის სახით მართვის უფლების შეჩერების გამოყენებისას ამ მუხლის საფუძველზე
შეჩერებული ვადა სახდელის საერთო ვადაში არ ითვლება.“.
22. 287-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულდება, თუ იგი
აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოტანიდან 1 წლის ვადაში, გარდა ამ მუხლით
გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.“;
ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
23. 290-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 ნაწილი:
„16. სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს ან საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილი
პირის
მიერ
შედგენილ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითართან/დადგენილებასთან დაკავშირებით საჩივრის
წარმოებაში მიღების ან წარმოებაში მიუღებლობის და მისი განუხილველად დატოვების
შესახებ დადგენილების ასლს უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს.“.
24. 2901 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2901. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება სამართალდარღვევის
ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, ასევე, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით
მიღებული
გადაწყვეტილების
ან
მისი
გამოტანისთვის
აუცილებელი
წერილობითი
ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება“;
ბ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი:
„11. ამ კოდექსის 2341 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეზე გამოტანილი შესაბამისი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული
გადაწყვეტილების
ან/და
ადმინისტრაციული
წარმოების
უზრუნველყოფისათვის
აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტის/შეტყობინების მხარისათვის ჩაბარება ხორციელდება
ამ მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი
პირი უფლებამოსილია შესაბამის პირს დადგენილების/გადაწყვეტილების/შეტყობინების
თაობაზე ინფორმაცია დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა
ტექნიკური საშუალებით, თუ სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში დაცულია ამ პირის
საკონტაქტო ინფორმაცია.“.
25. 2902 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით, 122-ე და 123-ე
მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა)
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ვიდეოფირზე
ან/და
ფოტოფირზე
დაფიქსირებულ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ
დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას, ამ კოდექსის 2901 მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით
საფოსტო
გზავნილის
გაგზავნამდე,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანო უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა
ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის
მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.“.
26. 303-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 303. სპეციალური უფლების შეჩერების ვადის გამოანგარიშება
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სპეციალურუფლებაშეჩერებულად ჩაითვლება ამ
უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან (გაცნობიდან).
2. სპეციალური უფლების შეჩერებისას ჩამორთმეული დოკუმენტების დაბრუნების წესს
განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის
1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ბოლო პერიოდში საქართველოში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია
ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაური, რომლითაც მოსახლეობის უმრავლესობა
განსაკუთრებით ღამის საათებშია შეწუხებული. ავტომობილების ხმაურის გამოწვევის
მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის ხშირია შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების
მფლობელის მიერ სპეციალურად ხდება სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება იმგვარად,
რომ მას მოძრაობისას ჰქონდეს მაღალი ხმა. მართალია საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) 81-ე მუხლით
დაწესებულია პასუხისმგებლობა, თუმცა აღნიშნული სამართალდარღვევის აღსრულება ვერ
ხორციელდება, რადგან ერთის მხრივ, წარმოდგენილი ნორმა არის ხარვეზული და საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილებას, ხოლო მეორეს მხრივ, უფლებამოსილ პირებს არ აქვთ
აღჭურვილობა,
რომლითაც
შესაძლებელი
იქნება
სატრანსპორტო
საშუალების
მიერ
გამოწვეული ხმაურის დონის განსაზღვრა. მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე დაიხვეწოს
საკანონმდებლო
ბაზა,
რომლითაც
ყოველგვარი
ბუნდოვანობის
გარეშე,
წინასწარ
განჭვრეტადი იქნება სამართალდარღვევისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის ზომა,
ამასთან, ხმაურთან დაკავშირებულ დარღვევაზე რეაგირების კუთხით გაიმიჯნება
უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენცია. კერძოდ, უნდა დადგინდეს, რომ სატრანსპორტო
საშუალების მიერ გამოწვეულ ხმაურზე რეაგირებას განახორციელებს შინაგან საქმეთა
სამინისტრო,
ხოლო
სხვა
შემთხვევებში
ხმაურის
რეგულირება
მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილება იქნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საავტომობილო გზებისთვის დამახასიათებელია რამდენიმე
სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მათ შორის, ერთ-ერთ მწვავე პრობლემას
წარმოადგენს საგზაო მოძრაობისას დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.
„საგზაო
მოძრაობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
თანახმად,
„B“
კატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებისთვის ავტომაგისტრალზე მოძრაობისას დაშვებული სიჩქარე
შეადგენს არაუმეტეს 110 კმ/სთ-ს, ხოლო მისი 40კმ/სთ სიჩქარით გადაჭარბება საკმაოდ სწრაფ
მოძრობაზე მიუთითებს. სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო
საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი
სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი სანქცია შეუსაბამოდ
დაბალია აღნიშნული ქმედებისთვის. ამასთან, სანქცია ვერ ასრულებს მის პრევენციულ
ფუნქციას,
ამიტომ,
აუცილებელია
სახელმწიფოს
პოლიტიკა
გამკაცრდეს
იმ
სამართალდამრღვევის მიმართ, რომელიც მოძრაობს გადაჭარბებული სიჩქარით და დაწესდეს
ქმედების ადეკვატური სანქცია.
გარდა სიჩქარის გადაჭარბებისა, საქართველოში მომრავლდა ე.წ. დრიფტი. „დრიფტი“
საფრთხის შემცველია, როგორც თავად სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის, ისე
საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილისთვის. „დრიფტი“ გულისხმობს ისეთი სახის მკვეთრ
მანევრირებას, რომელიც მოსალოდნელი ვერ იქნება სხვა სატრანსპორტო საშუალების
მძღოლისა თუ ქვეითისთვის და შესაბამისად, მან შესაძლოა გამოიწვიოს საგზაოსატრანსპორტო შემთხვევა. აღნიშნული ქმედება, როგორც სამართალდარღვევა, არ არის
გათვალისწინებული სამართალდარღვევათა კოდექსით. შესაბამისად, საჭიროა დადგინდეს
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
მოცურებისთვის/მოსრიალებისთვის
განხორციელებისთვის.
სამართალდარღვევათა
საავტომობილო
კოდექსის
ტრანსპორტით
ან/და
1271
ავტომობილის
მოცურებით
მუხლი
მგზავრთა
წრიული
ითვალისწინებს
გადაყვანის,
განზრახ
ბრუნვის
პასუხისმგებლობას
ტვირთის
გადაზიდვის
ან
არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობის
წესების
დარღვევისთვის.
არაგაბარიტული
(მსხვილგაბარიტიანი)
სატრანსპორტო
საშუალების მძღოლები ხშირად არღვევენ ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ მოთხოვნას, რომლის თანახმად არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი)
სატრანსპორტო
საშუალებით
გზაზე
მოძრაობა
დაშვებულია
უფლებამოსილ
ორგანოსთან
შეთანხმებით/რეკომენდაციით.
მხოლოდ
შესაბამის
აღნიშნული
მუხლის
ზემოხსენებული მოთხოვნის ხშირი დარღვევები უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია ამ
დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით, რომელიც შეადგენს 100 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობაზე,
რომლითაც გამკაცრდება სანქცია მითითებული სამართალდარღვევისთვის და დამრღვევს არ
მისცემს შესაძლებლობას თავი აარიდოს კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნების
შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონი, რომლითაც ცვლილება შევიდა 116-ე მუხლში და გამკაცრდა სანქციები
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის.
აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პრაქტიკაში გამოიკვეთა ცალკეული
ხარვეზები. გასათვალისწინებელია, რომ 116-ე მუხლის ყველა სამართალდარღვევისთვის
გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომა და რიგ შემთხვევაში დაწესდა ადმინისტრაციული
პატიმრობა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, 116-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილებით
გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან
ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების
ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000
ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.
საგულისხმოა, რომ 116-ე მუხლის მე-3 ნაწილი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომად იყენებს
ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ მე-3 ნაწილით
გათვალისწინებულ
ქმედებას
მოჰყვა
ზიანი,
სანქციად
არაა
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც შეუსაბამოა, რადგან აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ
გარემოებაში არის ჩადენილი, ხოლო სანქცია, ქმედების შედეგების გათვალისწინებით,
შეუსაბამოდ დაბალია.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებების შემდეგ, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პასუხისმგებლობის დიფერენცირება ხდება
მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის რაოდენობის მიხედვით. შესაბამისად,
პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და
ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში
შეამოწმოს პირი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უკანასკნელი სადავოდ არ ხდის
ალკოჰოლის მიღების ფაქტს, რადგან დამრღვევს პრომილეების ზუსტი რაოდენობის
დადგენის შემდეგ უნდა განესაზღვროს სანქცია. ამიტომ, 116-ე მუხლის შენიშვნის მე-2
ნაწილში არსებული ჩანაწერი: „თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის
მიღების ფაქტს და ამას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე ხელმოწერით
ადასტურებს, პოლიციელი ვალდებულია ადგილზე დაადოს მას ადმინისტრაციული
სახდელი“, შეუსაბამოა არსებულ პრაქტიკასთან და საჭიროებს კორექტირებას.
გარდა აღნიშნულისა, ხაზგასასმელია, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის გარკვეული
ნორმები ბუნდოვანია. კერძოდ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე
მუხლის თანახმად, კონკრეტულ ვადამდე გაცემულ მართვის მოწმობებს, კატეგორიების
მიხედვით, შეუნარჩუნდათ იურიდიული ძალა. სამართალდარღვევათა კოდექსით კი
ბუნდოვანია გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით სარგებლობაში
იგულისხმება თუ არა ვადაგასული მართვის მოწმობის გამოყენებაც. შესაბამისად, აღნიშნული
საჭიროებს დაზუსტებას. გარდა ამისა, სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესებულია
პასუხისმგებლობა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით
სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის. ბუნდოვანია ტერმინი „შენიღბული“, რაც ნორმის
განმარტებისას გარკვეულ სიძნელეებს ქმნის.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების
შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ნიშნები,
ადმინისტრაციული
სახდელის
დადებისთვის
გათვალისწინებულია
ერთთვიანი
ვადა,
სისხლის
სამართლის
საქმის
შეწყვეტის
დადგენილების გამოცემიდან. პრაქტიკა უჩვენებს, რომ აღნიშნული დადგენილება სახდელის
დამდებ უფლებამოსილ ორგანოს − სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს,
ხშირ შემთხვევაში ვერ ბარდება ერთ თვიან ვადაში (მიზეზი − გვიან გამოგზავნა, ფოსტით
კორესპონდენციის დაგვიანება და ა.შ.). შესაბამისად, ვერ ხერხდება პირისათვის სახდელის
დადება მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
განისაზღვროს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეზე
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს მიღებული დადგენილების ჩაბარების წესი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სამართალდარღვევათა კოდექსის რიგი ნორმების ბუნდოვანება,
ტექნიკური და რედაქციული ხარვეზები, პრაქტიკაში წარმოშობს პრობლემებს და საჭიროებს
ცვლილებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული
რიგი სამართალდარღვევებისთვის ადეკვატური და სამართლიანი სანქციების დაწესების,
ასევე, სამართალდარღვევათა კოდექსის სამართლებრივი სრულყოფისა და მისი ცალკეული
ნორმების პრაქტიკაში სათანადო აღსრულებისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით სამართალდარღვევათა კოდექსი უკეთ უპასუხებს ქვეყანაში
არსებულ
ბოლო
მიმართებით
დროინდელ
აღმოიფხვრება
გამოწვევებს.
სამართლებრივი
ამასთან,
რიგ
ბუნდოვანება
სამართალდარღვევებთან
და
დაცული
იქნება
კანონმდებლობის განსაზღვრულობის პრინციპი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის სამართალდარღვევათა
კოდექსის 38-ე მუხლში და ახალი რედაქციით ყალიბდება მე-3 ნაწილი რომლის მიხედვითაც
სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, ადმინისტრაციული
სახდელის დადების ერთთვიანი ვადის ათვლა განისაზღვრება სისხლისსამართლებრივი
დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სახდელის დამდები
უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან. ამასთან, ცვლილება შედის ამავე მუხლის
31 ნაწილშიც და მიეთითება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
სასამართლოში გასაჩივრებისას, სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
გამოტანამდე შეჩერდება 38-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის
დადების ვადის დენა. ამავე ნაწილში შედის ტექნიკური ცვლილება და რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს ნაცვლად მითითება კეთდება სასამართლოზე.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე
მუხლში, რომლითაც ახლებურად ყალიბდება მისი პირველი ნაწილი და მიეთითება, რომ
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3
პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. აღნიშნული ცვლილებით, ნორმა
შესაბამისობაში იქნება ამავე მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილთან, რომელიც ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევს მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით
ეთანოლის შემცველობას. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ამავე მუხლის მე4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის
პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების
მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის
დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს. ხოლო, თუ მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ მუხლის მე-8
ნაწილით.
იმის გათვალისწინებით, რომ 116-ე მუხლით პასუხისმგებლობა განისაზღვრება მძღოლის
სისხლში ეთანოლის შემცველობის რაოდენობის მიხედვით, სანქციის დაწესებისთვის
პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და
ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში
შეამოწმოს პირი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის
ალკოჰოლის მიღების ფაქტს. სწორედ ამიტომ, ცვლილება შედის 116-ე მუხლის შენიშვნის მე2 ნაწილში და კორექტირდება აღნიშნული ჩანაწერი. ამასთან, ცვლილება შედის 116-ე მუხლის
შენიშვნის მე-10 ნაწილში, რომლითაც განისაზღვრება, რომ კლინიკურ-ლაბორატორიული
შემოწმების შედეგად მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის არსებობის შემთხვევაში,
საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის
ტოქსიკოკინეტის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომლის თანახმადაც
ყოველ 1 საათში ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია მცირდება საშუალოდ
0,15 პრომილეს შემცველობით. აღნიშნულის შესაბამისად დაკორექტირდება 1161 და 1163
მუხლების შენიშვნებიც.
აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებულია
პასუხისმგებლობა მოქალაქეთა მიერ ისეთი სატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების
და
დანადგარების
ექსპლუატაციისთვის,
რომელთა
განაფრქვევში
გამაჭუჭყიანებელ
ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე,
აღემატება დადგენილ ნორმებს. იმის გათვალისწინებით, რომ იმ სატრანსპორტო საშუალების
მართვისთვის, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი
შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, პასუხისმგებლობას აწესებს 119-ე
მუხლის მე-3 ნაწილი, წარმოიქმნება კოლიზია ორ ნორმას შორის. ამასთან, აუცილებელია
სატრანსპორტო
საშუალების
მიერ
გამოწვეულ
ხმაურთან
დაკავშირებული
სამართალდარღვევაც მოექცეს 119-ე მუხლის რეგულირების სფეროში, რადგან სწორედ
აღნიშნული
მუხლით
დგინდება
პასუხისმგებლობა
სატრანსპორტო
საშუალების
ექსპლუატაციის წესების დარღვევისთვის. სწორედ ამიტომ, ცვლილება შედის
სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლში და ემატება ახალი 31 ნაწილი, რომლითაც
პასუხისმგებლობა დაწესდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის
ექსპლუატაციისას
წარმოქმნილი
ხმაური
აღემატება
დადგენილ
ნორმებს.აღნიშნული
სამართალდარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის
შენიშვნაში მიეთითება, რომ სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის
ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით,
სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის დონის შემოწმების წესი კი
განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. წარმოდგენილი
პროექტით, სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურისა და გამონაბოლქვის
რეგულირება ექცევა 119-ე მუხლში და ხდება 81-ე მუხლის ამოღება.
წარმოდგენილი პროექტით იზრდება სანქცია სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე
მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის
მიერ
სპეციალური
განსაზღვრული
ციმციმა
სიგნალის
წესის
დარღვევით
ან/და
ხმოვანი
სატრანსპორტო
სიგნალის
ან/და
საშუალებაზე
სპეციალური
ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის
სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის
დაწესდება 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა.
წარმოდგენილი პროექტით სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის შენიშვნას
ემატება მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის
განმახორციელებელი პირი ან სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით სატრანსპორტო
საშუალების მფლობელი/მესაკუთრე იქნება კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ, 16 წლის
ასაკს მიუღწეველი პირი, 121-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის,
კერძოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე ან შეჩერებული მართვის
უფლების
მქონე
პირის
მიერ
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისთვის,
ასევე
არასრულწლოვანისთვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს
უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის სატრანსპორტო საშუალების სამართავად
გადაცემისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს.
პროექტით 1211 მუხლის პირველ ნაწილის შინაარს ემატება სიტყვა „ძალადაკარგული“,
რომლის მეშვეობითაც აღმოიფხვრება ბუნდოვანება და დაზუსტდება, რომ ძალადაკარგული
მართვის მოწმობის სარგებლობის შემთხვევაშიც სახდელის დადება მოხდება 1211 მუხლის
შესაბამისად.
გარდა
ამისა,
ამავე
მუხლის
პირველ
ნაწილს
გამოეყო
და
ცალკე
სამართალდარღვევად ჩამოყალიბდა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი
მართვის უფლებით (მართვის მოწმობით) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი
პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის
ოდენობით.
აგრეთვე, პროექტით ახლებურად ყალიბდება 122-ე მუხლი, რომლის თანახმადაც იზრდება
სანქცია არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ასევე, სახელმწიფო
სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების ან შენიღბული ან სხვაგვარად
შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.
წარმოდგენილი პროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი 1221 მუხლი,
რომლითაც დასჯადი იქნება იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის
ტექნიკური პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია.
ასევე, პროექტით ახლებურად ყალიბდება სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლი,
რომლის პირველი ნაწილიდან გამოიყოფა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე
მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება. აღნიშნული გამოიწვევს მართვის უფლების
შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 1 500
ლარის ოდენობით. ამასთან, დაკონკრეტდა, რომ ეს სამართალდარღვევა გულისხმობს
შემთხვევის ადგილის მიტოვებას, როგორც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე
სატრანსპორტო საშუალებით, ისე მის გარეშე.
წარმოდგენილი პროექტით მკაცრდება სანქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ცვლილება
შედის 125-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის
ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად
იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, რაც 300
ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის
გადაჭარბებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა
ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმა 500 ლარის
ნაცვლად
იქნება
600
ლარი.
იზრდება
სანქცია
125-ე
მუხლის
მე-2
ნაწილით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის
მიერ, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას
ან
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
დადგენილ
საერთაშორისო
რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით,
ნაცვლად 300 ლარისა.
წარმოდგენილი
პროექტით
სანქცია
იზრდება
ასევე
125-ე
მუხლის
61
ნაწილით
გათვალისწინებული ქმედებისთვის, აღნიშნული, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით.
წარმოდგენილი პროექტით, 125-ე მუხლს ემატება ახალი სამართალდარღვევები. კერძოდ, ამ
მუხლის მე-17 ნაწილით დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება
ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ხოლო, ამავე მუხლის მე-18 ნაწილი აწესებს
პასუხისმგებლობას თუ ზემოაღნიშნული ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების,
ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი
დაზიანება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ
აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში,
როდესაც ქმედება ჩადენილია
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.
წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 1271
მუხლშიც. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან
შეთანხმების
და/ან
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სპეციალური
აღჭურვილობის
(ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ავტომანქანით
გაცილების გარეშე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით
გზაზე მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ აღნიშნულ
სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა
ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, წესდება ჯარიმა 2 000
ლარის ოდენობით. ამასთან, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა წესდება პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ხოლო თუ
მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა
ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 3
000 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, 1271 მუხლის შენიშვნით დგინდება, რომ
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
შესაბამისი
თანხმობის
მიღებამდე,
უფლებამოსილი პირის მიერ, მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით,
სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გადაყვანილ იქნეს გზის სავალი ნაწილიდან ან
სპეციალურ დაცულ სადგომზე.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის
მიხედვითაც 116-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისას თუ დამრღვევი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული
სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, შესაძლებელი იქნება შინაგან
საქმეთა ორგანოს მიერ მისი იძულებით მიყვანა.
ცვლილება შედის 270-ე მუხლშიც, რომელსაც ემატება ახალი მე-3 ნაწილი. აღნიშნული
ცვლილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო
ბანკში დაცული მონაცემები მუშავდება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, აგრეთვე,
ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის, პოლიციის პრევენციული, ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის, მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანური
რესურსების მართვის, სარეგისტრაციო/სანებართვო საქმიანობის განხორციელებისა და სხვა
ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ახლებურად ყალიბდება 270-ე მუხლის
შენიშვნაც და მიეთითება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან
საინფორმაციო ბანკში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის,
შენახვისა და მათი დამუშავების წესს, დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებით,
ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
პროექტი ითვალისწინებს სხვა პროცედურულ საკითხებსაც. კერძოდ, ცვლილება შედის 275-ე
მუხლში, რომელსაც ემატება 12 ნაწილი. აღნიშნულის თანახმად, სახდელის სახით მართვის
უფლების შეჩერების გამოყენებისას 275-ე მუხლის საფუძველზე შეჩერებული ვადა სახდელის
საერთო ვადაში არ ჩაითვლება. ამასთან, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა იზრდება და გახდება 1 წელი,
შესაბამისად ცვლილება შედის 287-ე მუხლშიც.
პროექტით ცვლილება შედის 290-ე მუხლში, რომლის შენიშვნასაც ემატება 16 ნაწილი.
აღნიშნულის თანახმად, სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს ან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საჯარიმო
ქვითართან/დადგენილებასთან
დაკავშირებით საჩივრის წარმოებაში მიღების ან წარმოებაში მიუღებლობის და მისი
განუხილველად დატოვების შესახებ დადგენილების ასლს უგზავნის საქართველოს შინაგან
საქმეთა ორგანოებს
პროექტით, 2901 მუხლს ემატება მე-11 ნაწილი, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე
გამოტანილი
შესაბამისი
დადგენილების/საჩივართან
დაკავშირებით
მიღებული
გადაწყვეტილების
ან/და
ადმინისტრაციული
წარმოების
უზრუნველყოფისათვის
აუცილებელი
ნებისმიერი
დოკუმენტების/შეტყობინების
მხარისათვის
ჩაბარება
განხორციელდება 2901 მუხლით დადგენილი წესით.
სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების
უფლება წარმოეშობა მისი ჩაბარებიდან. ამიტომ, ცვლილება შედის 303-ე მუხლში და პირი
სპეციალურუფლებაშეჩერებულად
ჩაითვლება
ამ
უფლების
შეჩერების
შესახებ
დადგენილების ჩაბარებიდან (გაცნობიდან), ნაცვლად მისი გამოტანისა. ხოლო, სპეციალური
უფლების შეჩერებისას ჩამორთმეული დოკუმენტების დაბრუნების წესს განსაზღვრავს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი კანონის პროექტით, ტექნიკური ცვლილებები
შედის სამართალდარღვევათა კოდექსის რიგ ნორმებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლით კანონის ამოქმედების თარიღად, გარდა ამ
კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებისა, განსაზღვრულია მისი
გამოქვეყნება, ვინაიდან, მნიშვნელოვანია დროული ამოქმედება. ხოლო, ამ კანონის პირველი
მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან,
ვინაიდან, აღნიშნულ პერიოდამდე საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთო სასამართლოების
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რაც გამოწვეული იქნება პროექტით დაწესებული ახალი სამართალდარღვევებისა და
გაზრდილი სანქციების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვით.
წარმოდგენილი პროექტით, რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის იზრდება
სანქცია, კერძოდ, სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია ისეთი სატრანსპორტო
საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე
აღემატება განსაზღვრულ ხმაურის ტექნიკურ მახასიათებლებს, სანქციის სახით
ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ
ოდენობამდე. აღნიშნული შეიცვალა და დაწესდა 100 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა.
იზრდება სანქცია სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული
წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და
ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და
ოპერატიული
ან
სპეციალური
სამსახურის
სატრანსპორტო
საშუალებებისათვის
განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით,
ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2500 ლარის ოდენობით ჯარიმა.
გამკაცრდება პასუხისმგებლობა დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების ან
შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის და სანქციის
სახედ დაწესდა 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. ამასთან, გაიზარდა სანქცია
აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება
1 000 ლარი. გარდა ამისა, აღნიშნული ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება,
რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას აღარ იქნება
გათვალისწინებული და აღნიშნულისთვისაც სანქცია იქნება 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმის
გადახდა.
1211 მუხლით სანქცია დაწესდა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის
უფლებით (მართვის მოწმობით) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი
პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700
ლარის ოდენობით.
250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო
საშუალების მართვისთვის.
გასათვალისწინებელია,
რომ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
მოქმედი
რედაქციით
ცალკეული დარღვევები მოქცეულია 122-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილში და განსხვავებული
სანქციებია დაწესებული. კერძოდ, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვაგვარად
შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვა იწვევს 100
ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა
სატრანსპორტო საშუალების ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე
ნიშნით, სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის
ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით აღნიშნული დარღვევები მოექცა ერთ ნაწილში და
სანქციად განისაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
პროექტით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამოიყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის
მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება და ცალკე სამართალდარღვევად
ჩამოყალიბდა.
აღნიშნულმა
ცვლილებამ
გამოიწვია
წარმოდგენილი
სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქციის ცვლილება და 250 ლარის ნაცვლად
გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე
პირისთვის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. თუ 123-ე მუხლში მოცემულ ქმედებებს
მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, აღნიშნული გამოიწვევს
დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო, მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 2 000
ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. ამასთან,
123-ე
მუხლს
დაემატა
ახალი
სამართალდარღვევა,
კერძოდ,
თუ
ამ
მუხლით
გათვალისწინებულ ქმედებებს შედეგად მოჰყვა ზიანი, აღნიშნულისთვის სანქციად
განისაზღვრა 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერება 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − 2 500
ლარის ოდენობით ჯარიმა ან 7 დღიდან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.
გაორმაგდა ჯარიმის ოდენობა დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
გადაჭარბებით მოძრაობისთვის და 150 ლარის ნაცვლად დაწესდა 300 ლარის ოდენობით
ჯარიმა. აღნიშნულის შესაბამისად გაიზარდა სანქცია, თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა
საავარიო ვითარების შექმნა, რაც 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის
ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის,
გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება,
500 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, იზრდება
სანქცია 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის,
კერძოდ სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო
რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით
დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას. აღნიშნული ქმედება
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.
ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად
გზის გადაკეტვისა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის 125-ე მუხლის 61 ნაწილით
დაწესებული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ორმაგდება და წესდება ჯარიმა 1 000 ლარის
ოდენობით.
იცვლება და ახლებურად ყალიბდება სანქციის ოდენობა შესაბამის უფლებამოსილ
ორგანოსთან
შეთანხმების
და/ან
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სპეციალური
აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის
ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო
საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის. კერძოდ, აღნიშნული ქმედებისთვის წესდება ჯარიმა 1
000 ლარის ოდენობით. ხოლო თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის,
საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება,
სანქციად განისაზღვრება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, 2 000 ლარის ოდენობით
ჯარიმა დაწესდება საწყისი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაშიც, ხოლო თუ მას
მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების
ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000
ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ახალ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებს,
კერძოდ, 2 000 ლარიანი ჯარიმა წესდება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის,
რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერის შედეგად
მოხსნილია აღრიცხვიდან.
ახალი სამართალდარღვევები ემატება ასევე 125-ე მუხლს. კერძოდ, ამ მუხლის მე-17 ნაწილით
დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული
ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300
ლარის ოდენობით. ხოლო, ამავე მუხლის მე-18 ნაწილი აწესებს პასუხისმგებლობას თუ
ზემოაღნიშნული ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ
სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიწვევს
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
დასჯადი იქნება იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური
პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია. აღნიშნული გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2
000 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილება გავლენას
მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ზემოაღნიშნული
დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდისას სამართალდამრღვევის მიერ თანხის
ჩარიცხვა ხორციელდება სახელმწიფო ხაზინაში. საგულისხმოა, რომ შემოსავლების მიღება
დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტით სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლს ემატება
ახალი სამართალდარღვევა, რომლითაც დასჯადი იქნება 123-ე მუხლით გათვალისწინებული
რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო
საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით,
ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ
მოცემული
სამართალდარღვევა
პასუხისმგებლობის
სახედ
ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ პატიმრობას, სამართალდარღვევას განიხილავს სასამართლო, ხოლო
საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯების გამოყოფა მოხდება სასამართლოებისთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, რადგან კანონპროექტით ცალკეულ
ადმინისტრაციული პატიმრობა. კერძოდ, 15
მუხლებს სახდელის სახით ემატება
დღემდე ვადით ადმინისტრაციული
პატიმრობის, ნაცვლად, 5 დღიდან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა
წესდება, თუ
სამართალდარღვევათა
კოდექსის 123-ე
მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების ჩადენას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის
შეფერხება.
გარდა ამისა, დგინდება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაზე, თუ სამართალდარღვევათა
კოდექსის
123-ე
მუხლით
გათვალისწინებულ
რომელიმე
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა
ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. აღნიშნული
დარღვევა მართვის უფლების არმქონე პირისთვის ფულად ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს
ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის კვების
ხარჯი ერთი დღის განმავლობაში საშუალოდ შეადგენს 10,10 ლარს, რასაც ემატება ასევე
ადმინისტრაციული რესურსი და ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯები. ზემოხსენებული
ხარჯების გამოყოფა მოხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი პროექტით, რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის იზრდება
სანქცია,
და,
შესაბამისად
გათვალისწინებული
პროექტის
მიღება
სამართალდარღვევის
გავლენას
ჩამდენ
იქონიებს
პირებზე
კანონპროექტით
ჯარიმის
დაკისრების
შემთხვევაში. კერძოდ, ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან პროექტით
გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. ყოველწლიური ფინანსური დანახარჯის
ოდენობა დამოკიდებულია სამართალდარღვევათა ჩადენის სიხშირესა და ინტენსივობაზე.
(სამართალდარღვევებზე დადგენილი სანქციების შესახებ ინფორმაცია დეტალურად იხილეთ
ბ.ბ ქვეპუნქტში).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით იცვლება ჯარიმის ოდენობები სამართალდარღვევათა კოდექსის ცალკეული
მოთხოვნების დარღვევისთვის. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით, სამართალდარღვევათა
კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობის სახედ
გათვალისწინებულია ფულადი სანქცია - ჯარიმის სახით. მაგალითისთვის 125-ე მუხლს
ემატება ახალი ნაწილები, რომლითაც ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და
მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი და სხვა. (დეტალურად იხილეთ
ბ.ბ ქვეპუნქტი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
წარმოდგენილი
კანონის
პასუხისმგებლობა
პროექტი
ისეთი
შეიცავს
ცვლილებას,
რომლითაც
სატრანსპორტო
საშუალების
განისაზღვრება
მართვისთვის,
რომლის
ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ ხმაურის ტექნიკურ მახასიათებლებს. აღნიშნული გამოიწვევს
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტის თანახმად სატრანსპორტო
საშუალების მიერ წარმოქმნილ ხმაურთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს განიხილავს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილის პირი და მასზე ოქმის
შედგენის
უფლებამოსილებაც
ამ
უკანასკნელს
ექნება.
წარმოდგენილი
ცვლილების
მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროპის ცალკეული ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო.1
აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებულ იქნა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში
სამუშაოდ მივლენილი პოლიციის ატაშეებისგან.
1
საფრანგეთი
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაური დასჯადია იმ
შემთხვევაში, თუ მისგან მომდინარე ხმაური შეადგენს 74-80 დეციბელს. აღნიშნული
დიფერენცირება ხდება ავტომობილების კატეგორიის, მათი წონისა და ძრავის სიმძლავრის
მიხედვით. ავტომობილისგან მომდინარე ხმაურის დონის განსაზღვრა ხორციელდება
სონომეტრის (Sonomètre) ე.წ. ხმის დონის მრიცხველის, (შედგება მიკროფონისა და
ელექტრონული სქემებისგან მიკროფონისგან) და ინტეგრატორ სონომეტრის (Sonomètre
intégrateur) საშუალებით. თუ სატრანსპორტო საშუალება არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს,
აღნიშნული იწვევს 135 ევროს ოდენობით ჯარიმის დაკისრებას, აღნიშნული დარღვევის
ადმინისტრირებას კი ახორციელებს პოლიცია.
გერმანია
გერმანიაში, ღამის საათებში, კერძოდ 22:00-7:00 აკრძალულია ხმაური, ამასთან, აკრძალულია
დასვენების დღეებში ხმაური, მათ შორის ბალახის შეკრეჭა, რაც იწვევს 5000 € - 50000 €
ჯარიმის დაკისრებას. დასჯადია მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული
ხმაური, რომელიც არის 72-80 დეციბელი, ხოლო მოტოციკლის შემთხვევაში ხმაურის
მაჩვენებელი
არ
უნდა
აჭარბებდეს
80
დეციბელს.
აღნიშნული
დარღვევა
იწვევს
გაფრთხილებას ან/და ჯარიმას 10-50 000 ევროს ოდენობით. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე
რეაგირებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ან პოლიცია,
რომლებიც სპეციალური პორტატული აპარატების მეშვეობით ან ინსპექტირების ცენტრში
გადაყვანით ადგენენ სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეულ ხმაურის მაჩვენებელს.
საგულისხმოა, რომ გერმანიის კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს სატრანსპორტო
საშუალების იმგვარ მოდიფიკაციას, რის შემდეგაც მას შეეცვლება ხმაურის მაჩვენებელი,
თუმცა სავალდებულოა აღნიშნული მოდიფიკაცია დარეგისტრირდეს დადგენილი წესით.
ავსტრია
ავსტრიის
კანონმდებლობა
გამოწვეულ
ხმაურს.
დასჯადად
ამასთან
მიიჩნევს
ერთნაირი
სატრანსპორტო
სანქციაა
დაწესებული,
საშუალების
როგორც
მიერ
მსუბუქი
ავტომობილების ასევე მოტოციკლების მიმართ. გარდა ამისა, დღის და ღამის საათებში, ასევე
დასვენების დღეებში აკრძალულია ხმაურიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება.
ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად თუ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას
წარმოქმნილი ხმაური შეადგენს 80 დეციბელს, დამრღვევი დაჯარიმდება 150-200 ევროს
ოდენობით, ამასთან მას ჩამოერთმევა მანქანის სანომრე ნიშნები და ტექ-პასპორტი, ხოლო
ჩამორთმეული
აღსანიშნავია,
საბუთები
რომ
პირს
დაუბრუნდება
სამართალდარღვევაზე
პრობლემის
ჯარიმას
გამოწერს
აღმოფხვრის
შემდეგ.
პოლიცია,
რომელიც
სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეულ ხმაურის მაჩვენებელს ამოწმებს პორტატული
აპარატის (Brüel & Kjaer 2245 და Norsonic Type 145) მეშვეობით. საგულისხმოა, რომ ავსტრიაში
სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების გავლისას მოწმდება მოწმდება
ხმაურის მაჩვენებელი.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.