„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 7. იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება
1. თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას
გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ,
იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს
იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ
მოწინააღმდეგე მხარე არის გადახდისუუნარო ან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით
განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იურიდიული დახმარების
ხარჯებს სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, არანაკლებ 500
ლარისა და არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. არაქონებრივი დავის
შემთხვევაში იურიდიული დახმარების ხარჯებს სასამართლო განსაზღვრავს განსახილველი
საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 500 ლარიდან 2 000 ლარამდე
ოდენობით.
3. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარე
თავისუფლდება იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ ხარჯების
ანაზღაურების ვალდებულებისაგან დავის მორიგებით დასრულებისას, აგრეთვე იმ
შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის სარჩელზე ან ცნობს სარჩელს.
4. თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას
ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
იურიდიული დახმარების ხარჯების ოდენობა განახევრდება.
5. თუ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირმა იურიდიული დახმარება მიიღო
გადახდისუუნარობის შესახებ ყალბი, ცრუ ინფორმაციის წარდგენით, იგი ვალდებულია
აანაზღაუროს მისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარჯები.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს იმ სამოქალაქო და
ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებზეც სასამართლოსადმი მიმართვა განხორციელდა ამ
კანონის ამოქმედების შემდეგ.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად,
სასამართლოს
მიერ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის
სასარგებლოდ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯების
ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით. მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია1, რომ იურიდიული დახმარების სამსახურში ზემოაღნიშნული
ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის პრაქტიკა რეალურად არ არსებობს. აუდიტის შედეგად
გამოვლინდა, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს შესაბამისი
გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად, იურიდიული დახმარების სამსახურს ხარჯების
ანაზღაურება სულ მცირე 2019-2020 წლებში არ მოუთხოვია2. გამომდინარე აქედან, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ გაიცა რეკომენდაცია,
რომლის მიხედვითაც: საბიუჯეტო სახსრების სრულყოფილად მობილიზების მიზნით, იურიდიული
დახმარების სამსახურმა დანერგოს იურიდიული დახმარების ხარჯების მოთხოვნის პრაქტიკა3.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მიუხედავად კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერისა, რეალურად იურიდიული დახმარების
სამსახურის მიერ ხარჯების ანაზღაურების პრაქტიკა არ არსებობს. შესაბამისად, სამსახურის მიერ
დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება ვერ ხდება, რაც ფინანსურ დანაკარგს (მიუღებელ
შემოსავალს) წარმოადგენს როგორც იურიდიული სამსახურისთვის, ასევე, ირიბად, სახელმწიფო
ბიუჯეტისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების კანონით გათვალისწინებული
ანაზღაურების მოთხოვნის პრაქტიკაში გამოყენებით, იურიდიული დახმარების სამსახურს მიეცემა
შესაძლებლობა, განახორციელოს დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში (2020, 2019), გვ.
7, იხ:
https://sao.ge/Uploads/2021/11/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83
%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%8
3%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%
83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%A3%E1
%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1%20%E
1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%
83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1
%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0....pdf
2
იქვე, გვ. 17.
3
იქვე, გვ. 6.
1
ცვლილება შედის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.
ცვლილების თანახმად, სასამართლოს მიერ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის
განხილვისას იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ გადაწყვეტილება
გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების ხარჯებს სასამართლო
დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს დავის
საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. არაქონებრივი დავის შემთხვევაში იურიდიული დახმარების
ხარჯებს სასამართლო განსაზღვრავს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის
გათვალისწინებით, 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით. ხოლო თუ სასამართლომ
სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი,
იურიდიული დახმარების ზემოთაღნიშნული ხარჯების ოდენობა განახევრდება. ამასთან, თუ
იურიდიული დახმარების სამსახურის მოწინააღმდეგე მხარე გადახდისუუნარო ან საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია იქნება, იურიდიული დახმარების
ხარჯების ანაზღაურება მას იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ არ დაეკისრება.
გარდა ამისა, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარე
იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან
გათავისუფლდება დავის მორიგებით დასრულების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ერთერთი მხარე უარს იტყვის სარჩელზე ან ცნობს სარჩელს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, ამდენად, მიზანშეწონილია მისი
ძალაში შესვლა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების
საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის
საკუთარი შემოსავლების ზრდის კუთხით, კერძოდ, სამსახურს გაუჩნდება ალტერნატიული
შემოსავლის წყარო, რამაც შესაძლოა სამსახურის საბიუჯეტო დაფინანსების საჭიროება შეამციროს,
თუ ამ გზით მიღებული შემოსავლების ოდენობა მნიშვნელოვან ოდენობებს მიაღწევს. ამასთან, იმ
შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამსახურის საკუთარი შემოსავლები წლიურად გადააჭარბებს 1 მლნ
ლარს, წლიური საბიუჯეტო კანონის თანახმად, მას მოუწევს ამ შემოსავლების მინიმუმ 10%
მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება განსახილველ
საქმეთა რაოდენობაზე და განსახილველ საქმეებში წარმატებით დასრულების მაჩვენებელზე, ასევე
ამ საქმეებში დავის საგნის ოდენობას.
იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებული საქმეებიდან წარმატებით დასრულებული
სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების სტატისტიკა წლების მიხედვით შემდეგნაირად
გამოიყურება:
2019 წელი:
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (სასარჩელო) – 100;
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სასარჩელო) – 57;
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (უდავო წარმოება) – 1983.
2020 წელი:
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (სასარჩელო) – 34;
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სასარჩელო)- 10;
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (უდავო წარმოება) – 443;
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (უდავო წარმოება) – 6.
2021 წელი:
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (სასარჩელო)- 211;
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სასარჩელო)- 81;
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (უდავო წარმოება) – 202;
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (უდავო წარმოება) – 4.
2022 წელი (1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით):
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (სასარჩელო)- 41;
ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელი - 9;
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა (უდავო წარმოება) – 7;
მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (უდავო წარმოება) – 26.
აღნიშნულ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არ არის მოსალოდნელი
რაიმე მნიშვნელოვანი შემოსავლების გაჩენა მოცემულ შემთხვევაში, მით უფრო, რომ საქმეთა
უდიდესი ნაწილი უდავო წარმოების საქმეებს წარმოადგენს, რომელშიც არ არსებობს
მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც შეიძლება დაეკისროს ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სასარჩელო წარმოებების შემთხვევაშიც შესაძლებელია
სახეზე იყოს სარჩელები ისეთ პირთა წინააღმდეგ, რომლებთან მიმართებაშიც შემოთავაზებული
კანონპროექტით გათვალისწინებულია ხარჯების გადახდის ვალდებულების დაკისრების
გამორიცხვა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურს გაუჩნდება
ალტერნატიული შემოსავლის წყარო, რაც შესაძლოა დადებითად აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯებზე, რადგან შემცირდება სამსახურის საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების საჭიროება, თუ
ამ გზით მიღებული შემოსავლების ოდენობა მნიშვნელოვან ოდენობებს მიაღწევს. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება განსახილველ საქმეთა რაოდენობაზე და განსახილველ საქმეებში
წარმატებით დასრულების მაჩვენებელზე, ასევე ამ საქმეებში დავის საგნის ოდენობას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ცვლილებებს შესაძლოა უარყოფითი ფინანსური გავლენა ჰქონდეს იურიდიული დახმარების
სამსახურის მოწინააღმდეგე მხარეთათვის, რადგან მათ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის
შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოუწევთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეისთვის მოქმედი
კანონმდებლობის მიხედვითაც, იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯების
ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს, სასამართლოს მიერ იურიდიული დახმარებით
მოსარგებლე პირის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. შესაბამისად,
ცვლილებებით მოხდება მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის დაკონკრეტება და მისი
პრაქტიკაში აღსრულების ხელშეწყობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი განსაზღვრავს დასაკისრებელი იურიდიული დახმარების ხარჯების ოდენობას
გონივრულ ფარგლებში, არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4
პროცენტისა. არაქონებრივი დავის შემთხვევაში იურიდიული დახმარების ხარჯებს სასამართლო
განსაზღვრავს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 500
ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა, მათ შორის, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, ქეთევან
დუმბაძე, მაია მენაღარიშვილი, ნინო იობაშვილი