„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48,
31.12.1997, გვ. 21) 53-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა
გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული
იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ
მოთხოვნის
პროპორციულად,
რომელიც
სასამართლოს
გადაწყვეტილებით
იქნა
დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად,
რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ
ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს
მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს დავის საგნის
ღირებულების 4 პროცენტისა. არაქონებრივი დავის შემთხვევაში მხარის წარმომადგენლის
დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს სასამართლო განსაზღვრავს განსახილველი საქმის
მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ამ მუხლის მიზნებისთვის მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები
გულისხმობს როგორც ფაქტობრივად გაწეულ დანახარჯს, ისე წერილობითი ფორმით
დადასტურებულ ვალდებულებას წარმომადგენლისთვის მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების
მიცემის თაობაზე.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს იმ საქმეებზე, რომლებზეც
სასამართლოსადმი მიმართვა განხორციელდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ
მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც
იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ
ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. უნდა აღინიშნოს:
მართალია, აღნიშნულ ნორმაში გათვალისწინებულია მინიმუმი, კერძოდ, დავის საგნის
ღირებულების 4 პროცენტი, თუმცა შედარებით დაბალი ღირებულების საგნის დავებში
აღნიშნული ჩანაწერი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს - ასეთ შემთხვევებში, ხშირად,
ღირებულების 4 პროცენტი ძალიან დაბალი რიცხვია, ამიტომ, წარმომადგენლის
დახმარებისათვის გაწეულ ხარჯების ანაზღაურება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გამომდინარე
აქედან, სასურველია, დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტთან ერთად დადგინდეს
ხარჯების ანაზღაურების ოდენობის ქვედა ზღვარი, კერძოდ 500 ლარი. რაც აღნიშნულ
პრობლემასა და ერთგვარ საკანონმდებლო ხარვეზს აღმოფხვრის. ამასთან, ნორმის
განჭვრეტადობის მეტად უზრუნველსაყოფად, ანალოგიური ქვედა ზღვრის მითითება ხდება
არაქონებრივი დავის შემთხვევაში, რომელიც დღეის მდგომარეობით მხოლოდ ზედა ზღვარს
(2000 ლარი) იცნობს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღსანიშნავია, რომ დაბალი ღირებულების საგნის დავებში კანონმდებლობის მიერ
დადგენილი მინიმუმი - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი - თავის ფუნქციას ვერ
ასრულებს, ამიტომ აუცილებელია, მასთან ერთად დადგინდეს რიცხვობრივად გამოხატული
მინიმუმი, რომელიც შედარებით დაბალი ღირებულების საგნის დავებში ერთგვარი
გარანტორის როლს ითამაშებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების
ანაზღაურების კუთხით. ამასთან, ნორმის განჭვრეტადობის მეტად უზრუნველსაყოფად,
არაქონებრივი დავის შემთხვევაში, სასურველია, ზედა ზღვართან (2000 ლარი) ერთად
კანონმდებლობაში გაჩნდეს ჩანაწერი ქვედა ზღვრის - ანალოგიურად 500 ლარის - შესახებ.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ
წარმომადგენლის
დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მოხდება უფრო
ადეკვატურად, რადგან მოსამართლისთვის კანონმდებლობაში დამატებითი კრიტერიუმი
გაჩნდება. გარდა ამისა, აღნიშნული ცვლილება შედარებით დაბალი ღირებულების საგნის
დავებში წაახალისებს ადვოკატების მომსახურების მიღების პრაქტიკას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში.
ცვლილების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს,
რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს
მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, უკვე არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს დავის
საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. არაქონებრივი დავის შემთხვევაში მხარის
წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს სასამართლო განსაზღვრავს
განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, უკვე 500 ლარიდან
2 000 ლარამდე ოდენობით. გარდა ამისა, ცვლილებით ზუსტდება, რომ ამ მუხლის
მიზნებისთვის მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გულისხმობს
როგორც ფაქტობრივად გაწეულ დანახარჯს, ისე წერილობითი ფორმით დადასტურებულ
ვალდებულებას წარმომადგენლისთვის მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების მიცემის
თაობაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გარდამავალ
დებულებას,
ამდენად,
მიზანშეწონილია მისი ძალაში შესვლა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის
მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე მხარეს მოემსახურება სსიპ
- იურიდიული დახმარების სამსახური, კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება
მის შემოსავლებზე, რადგან კანონპროექტით განისაზღვრება ქონებრივი და არაქონებრივი
დავების შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურების ქვედა ზღვარი - 500 ლარის ოდენობით, რაც
რიგ შემთხვევებში გაზრდის პოტენციურად მისაღები შემოსავლების ოდენობას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ
ვალდებულების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
გათვალისწინებულ ცვლილებებს შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს იმ
მხარეებზე, რომელთა სასარგებლოდაც იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება, რადგან
კანონპროექტით განისაზღვრება ქონებრივი და არაქონებრივი დავების შემთხვევაში
ხარჯების ანაზღაურების ქვედა ზღვარი - 500 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც
წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯებისთვის ისინი უფრო ადეკვატურ
ანაზღაურებას მიიღებენ. ხოლო იმ მხარის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საუარესოდ
იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება, პირიქით - უარყოფით გავლენა ექნება, რადგან
გარკვეულ შემთხვევებში გაიზრდება მათ მიერ ასანაზღაურებელი თანხების ოდენობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით განისაზღვრება ქონებრივი დავების შემთხვევაში ხარჯების
ანაზღაურების ოდენობის ქვედა ზღვარი, კერძოდ 500 ლარი. ამასთან, ანალოგიური ქვედა
ზღვრის მითითება ხდება არაქონებრივი დავის შემთხვევაში, რომელიც დღეის
მდგომარეობით მხოლოდ ზედა ზღვარს (2000 ლარი) იცნობს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა, მათ შორის,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროსთან,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური,
ქეთევან დუმბაძე, მაია მენაღარიშვილი, ნინო იობაშვილი