საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/158; 08.06.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-12
ბიუროს ნომერი 174
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-13295/22
12-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბატონი ლევან რაზმაძის მომართვის
საფუძველზე, მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად
გადაცემული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო შესყიდვების შესახებ“ და
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებზე (№07-2/158;
08.06.2022) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე,
გთხოვთ, უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელება 30 დღით.
დანართი: 2 ფურცელი
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-13280/22
09-09-2022
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით სონღულაშვილს
ბატონო დავით,
სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ბატონმა ლევან
რაზმაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N2943, 9.09.2022) და
ითხოვა კომიტეტზე განხილვის ვადის გადადება საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონის
პროექტზე „საჯარო შესყიდვების შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში
შემავალ სხვა კანონპროექტებზე (№07-2/158; 08.06.2022). ვინაიდან, აღნიშნულ
კანონპროეტებზე
საქართველოს
პარლამენტის
საკომიტეტო
სხდომებზე
მომხსენებლად დანიშნული არის სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარე, რომელსაც მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან 17 სექტემბრის
ჩათვლით დაგეგმილი აქვს მივლინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად,
უზრუნველყოთ
კანონპროექტების
სავალდებულო
კომიტეტზე განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით.
სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი თან ერთვის.
დანართი: 1 ფურცელზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
9/9/2022
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
STATE PROCUREMENT AGENCY
KA080170948769722
საქართველო, ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 / 8 Richard Holbrooke str., Tbilisi 0113, Georgia
⚐ www.procurement.gov.ge ✉ info@procurement.gov.ge ☎ +995 32 2 242 248
№ 2943
09 / სექტემბერი / 2022 წ.
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარეს,
ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ბატონო ირაკლი,
როგორც ცნობილია, 2022 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი გეგმავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვას, თანმდევ
საკანონმდებლო პაკეტთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის N1001 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ზემოაღნიშნულ
კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად დანიშნულია სსიპ
– სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე - ლევან რაზმაძე.
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 14-16 სექტემბერს, ნორვეგიაში, ქ. ოსლოში და ქ. დრამენში UNECE
(გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური კომისია ევროპისთვის) მოწვევით დაგეგმილია
სპეციალიზებული სასწავლო-გაცნობითი ვიზიტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2022 წლის 13
სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით, ნორვეგიაში, ქ. ოსლოში და ქ. დრამენში, დაგეგმილია სააგენტოს
თავმჯდომარის – ლევან რაზმაძის მივლინება. მივლინებაში გამგზავრების საკითხები შეთანხმებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით
გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა
და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის N211
დადგენილების შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გადადოთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა სხვა
თარიღისთვის.
პატივისცემით,
თავმჯდომარე
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/be7d5281-b0e3-4abb-9140-3d33971e6562.html
ლევან რაზმაძე
1/1