საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაცია 2022 წლის 18 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინების გამო ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუსწრებლობისა და ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-16
ბიუროს ნომერი 176
📜 ტექსტი
წერილი
*MES6220001080585*
MES 6 22 0001080585
14/09/2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2022 წლის 08
სექტემბრის N8300/3-64/22 წერილით (სამინისტროში რეგისტრაციის N1031727; 08.09.2022),
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ინტერპელაციის წესით წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რვაკაციანი ჯგუფის
შეკითხვები.
აღნიშნულთან
დაკავშირებით
გაცნობებთ,
რომ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამთავრობო დელეგაციის
წევრის სტატუსით გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ
„განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე" დასწრების, კოლუმბიისა და ნიუ-იორკის
უნივერსიტეტების
ხელმძღვანელობასთან
და
ჰარვარდის
უნივერსიტეტის
ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელობასთან შეხვედრების მიზნით, რომლის
ფარგლებშიც განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, ვიმყოფები
მივლინებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში 2022 წლის 18
სექტემბრიდან 2022 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისად, ვერ შევძლებ
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადებას, ინტერპელაციის წესით
დასმულ შეკითხვებზე პირადად პასუხის გაცემას და გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში.
რაც შეეხება ზემოაღნიშნულ წერილში ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს,
მოგახსენებთ:
• 2022 წლის პირველი იანვრიდან საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ
დამატებულა, ორ საჯარო სკოლაში აღარ ფუნქციონირებს რუსული სექტორი და გვაქვს 56
რუსულენოვანი ზოგადსაგანმანათებლო სკოლა/სექტორი (11 ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლა, 45 სექტორი). მიმდინარე და გასულ წლებში (2020-2022 წლები) არ გაუვლია
ავტორიზაცია არცერთ ახალ რუსულენოვან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებას. აქვე გაცნობებთ, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"
საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია
წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას,
რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი
სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი
განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.
2021 წლის მაისის მდგომარეობით რუსულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეთა
რაოდენობა შეადგენდა 14222, ხოლო 2022 წლის მაისის მონაცემებით - 15016 (სექტემბრის
მონაცემები ფორმირდება სასწავლო წლის დასაწყისისათვის). აღსანიშნავია, რომ
რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტიგენტის 794 მოსწავლით ზრდა
უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული
საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას,
რომლებიც ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე.
მიუხედავად უკრაინულენოვანი სექტორების არსებობისა, აღნიშნული პირები სხვადასხვა
ენაზე აგრძელებენ სწავლას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო და კერძო)
დაწესებულებებში, კერძოდ, ქართულ, რუსულ, უკრაინულ და სხვა ენებზე, საკუთარი
სურვილისამებრ. აღნიშნული არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების
რაოდენობის ზრდას.
• გაცნობებთ, რომ ინფორმაცია სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ უმაღლესი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღირიცხება თავად საჯარო და კერძო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ.
მოქმედი
კანონმდებლობით
სტუდენტის
სტატუსის
შეჩერებად
განიხილება
დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი
შესაძლოა იყოს სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო
ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის
მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა
გარემოება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სტატისტიკური ინფორმაციის ფორმირება
განხორციელდა უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ
მონაცემების საფუძველზე ყველა მითითებული მიზეზის გათვალისწინებით, როგორც
საქართველოს მოქალაქე, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების შესახებ. ასევე
გაცნობებთ, რომ ა) სტატუსშეჩერებულ სტუდენტს აქვს უფლება გაიაქტიუროს სტატუსი და
ბ) სტუდენტმა სტატუსი შეიძლება შეიჩეროს რამდენჯერმე. გ) ერთ უმაღლეს სასწავლო
დაწესებულებაში სტატუსშეჩერებული სტუდენტი შეიძლება აქტიური იყოს სხვა უმაღლეს
სასწავლებელში.
თარიღი სულ სტუდენტები შეჩერებული
01.11.2018 212643
53932
01.04.2019 211614
53574
01.11.2019 225178
53628
01.04.2020 220141
59076
01.11.2020 237017
55122
01.04.2021 230624
49849
01.11.2021 247777
54417
შეჩერებულების % მ/შ ფინანსური
25%
17206
25%
15934
24%
17875
27%
19874
23%
17654
22%
18218
22%
20797
%
8%
8%
8%
9%
7%
8%
8%
01.04.2022 240859
59726
25%
21902 9%
წარმოდგენილი ცხრილით სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდა არ
ფიქსირდება. სტატუსშეჩერებულთა რაოდენობა იზრდება, მხოლოდ სტუდენტთა
რაოდენობის ზრდის შესაბამისად. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, მსოფლიო ბანკის
მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს
პროექტს „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო I2Q (IBRD)“. პროექტი
მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას,
ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და სასწავლო გარემოს
გაუმჯობესებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლესი განათლების
დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ქვეყნის
სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად, გაანალიზებული და წარმოდგენილია
უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის უცხოელ და ადგილობრივი ექსპერტთა
რეკომენდაციები, მათ შორის, შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელთან
დაკავშირებით და ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.
• სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ყველა მოქმედი
საჯარო სკოლის ინტერნეტ კავშირს. კერძოდ, მიმდინარე პერიოდისათვის საჯარო სკოლების
70% უზრუნველყოფილია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირით და მათი ჯამური რიცხვი
იზრდება. დარჩენილი საჯარო სკოლები კი უზრუნველყოფილია სტაბილური და სწრაფი
რადიო კავშირით საჭიროებიდან გამომდინარე ინტერნეტის სიჩქარის გათვალისწინებით.
ფუნქციონირებს ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც ეფექტურად და დროულად
ახორციელებს ინტერნეტთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებას. მიმდინარე წელს,
სკოლების მნიშვნელოვან ნაწილის შემთხვევაში, ფაქტიურად გაორმაგდა საჯარო
სკოლებისთვის განსაზღვრული სიჩქარეების ოდენობა. ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სისტემატიურად ახორციელებს საჯარო
სკოლების შერწყმული შენობების ჩართვას.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 2011
წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“.
პროგრამის ბენეფიციარები არიან: პროგრამით განსაზღვრული საბაზო საფეხურის
კურსდამთავრებული წარჩინებულ მოსწავლეები, საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი
მოსწავლე და პირველკლასელთა დამრიგებელი, ასევე კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში
გადმოსული I-II-III კლასელი მოსწავლეები.
• სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული საექსპერტო დასკვნის
თანახმად, სსიპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის შენობა
არადამაკმაყოფილებელი და საფრთხის შემცველია.
ამასთან, საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟთან დაკავშირებული ღონისძიებების
განხორციელების უფლებამოსილება - ენიჭება სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც უნდა
წარიმართოს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 და 2010 წლის 13 აგვისტოს
№239 დადგენილებებით დამტკიცებული წესის მიხედვით, ხოლო დემონტაჟი უნდა მოხდეს
- ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების
ნორმების სრული დაცვით. აღნიშნული წესის თანახმად, სსიპ - ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა, დემონტაჟის განხორციელების
მიზნით, მოიპოვებს გარკვეული სახის ნებართვებს. (1. შესაბამისი აკრედიტაციის მქონე
საექსპერტო ორგანოს დასკვნა ავარიულობაზე; 2. კულტურული მემკვიდრეობისა და
ძეგლთა დაცვის სააგენტოდან შეფასება, ატარებს თუ არა სადემონტაჟო შენობა
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს; 3. ადგილობრივი
მუნიციპალიტეტის, გამგეობის ნებართვა შენობის დემონტაჟზე; 4. განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ნებართვა დემონტაჟზე; 5. სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოს ნებართვა დემონტაჟზე). ამდენად, ამ ნებართვების მოპოვების შემდეგ
განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
პატივისცემით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი მიხეილ ჩხენკელი