„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ინიციირებული ვარიანტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-09-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 100
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
2022 წლის 19 სექტემბერი, 19:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის
და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/230; 10.08.2022) I მოსმენა;
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის
2020 და 2021 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშები (1-2318/21; 26.02.2021) (1-1888/22;
17.02.2022);
3. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“
საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური
ანგარიში (07-2/174; 18.08.2022);
4.
„გარემოსდაცვით
საკითხებთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის,
გადაწყვეტილებების
მიღების
პროცესში
საზოგადოების
მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის
შესახებ“ კონვენციის თარგმანის კორექტირების თაობაზე წინადადება (07-2/179;
01.09.2022);
5. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის
მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების
(საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის
დასკვნების შესაბამისად) მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ
შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
6. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების
საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ შესატან ცვლილებათა ამსახველი სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტის საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარდგენის საკითხის განხილვა.
ოქმი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
სხდომის ოქმი
ოქმი N100
19.09.2022
სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე;
სხდომის მდივანი: ნია ლეჟავა - აპარატის თანამშრომელი;
სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი,
დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა
ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია (უფლებამონაცვლე),
მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი შატაკიშვილი, გივი მიქანაძე, გურამ მაჭარაშვილი,
პაატა მანჯგალაძე, ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ფრიდონ ინჯია, მიხეილ
დაუშვილი.
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა
სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს
გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის
სხდომის დღის წესრიგს.
სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის
და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი „საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/230; 10.08.2022) I
მოსმენა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების
სამსახურის 2020 და 2021 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშები (1-2318/21;
26.02.2021) (1-1888/22; 17.02.2022);
მომხსენებელი:
3. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს
სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში (072/174; 18.08.2022);
მომხსენებელი: ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.
4. „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში
მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის თარგმანის
კორექტირების თაობაზე წინადადება (07-2/179; 01.09.2022);
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ნინო თანდილაშვილი.
5.
ევროკავშირის
წევრობის
კანდიდატის
სტატუსის
საქართველოსთვის
მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების
(საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის
კომისიის დასკვნების შესაბამისად) მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ
ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
6. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების
საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ შესატან ცვლილებათა ამსახველი სათანადო საკანონმდებლო
ცვლილებების
პაკეტის
საქართველოს
პარლამენტისთვის
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაცია
საქართველოს
კანონის
პროექტზე
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/230; 10.08.2022)
I მოსმენით.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 2381 მუხლი, რომლის თანახმადაც, „თუ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას მოსამართლეს
გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ
განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის
შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა
სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების
ორგანოს.“
აზრი გამოთქვეს: არ გამოთქმულა
გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
წევრების მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის და ალუდა ღუდუშაურის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07- 3/230; 10.08.2022) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად
ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
განხილვისათვის მომზადებულად.
მომხრე: 12
წინააღმდეგი: 0
მოისმინეს: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის რაჟდენ
კუპრაშვილის ინფორმაცია .საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული
დახმარების სამსახურის 2020 და 2021 წლების საქმიანობის შესახებ (1-2318/21;
26.02.2021) (1-1888/22; 17.02.2022)
მომხსენებლის ინფორმაციით: ქვეყნის მასშტაბით 2020 წელს ფუნქციონირებდა
იურიდიული დახმარების 13 ბიურო, 25 საკონსულტაციო და 1 დისტანციური
მომსახურების ცენტრი, საიდანაც 2020 წელს გაიხსნა 1 ბიურო და 16 საკონსულტაციო
ცენტრი. სამსახურში დასაქმებული იყო 283 პირი, მათ შორის 119 საზოგადოებრივი
ადვოკატი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 103 პირი.
2020 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებაში მიღებულ საქმეთა
რაოდენობა 2019 წელთან მიმართებით მნიშვნელოვნად შემცირდა და შეადგინა 13 324
საქმე (18 044 საქმე 2019 წელს), საიდანაც 10 496 სისხლის სამართლის სფეროს
განეკუთვნებოდა, 2 069 სამოქალაქო სამართალს და მხოლოდ 759 ადმინისტრაციულ
სამართლის დარგს. სამსახურის ბენეფიციარი გახდა 35 088 პირი. 2019 წელთან
მიმართებით 2020 წელს ასევე შემცირდა გაწეული კონსულტაციების რაოდენობა და
შეადგინა 28 430, მაშინ როცა 2019 წელს განხორციელდა 35 835 კონსულტაცია. ასევე,
შემცირდა შედგენილ სამართლებრივ დოკუმენტების რაოდენობა: 2020 წელს -1 291,
2019 წელს - 2 159.
2020 წელს სამსახურმა დაასრულა 8 542 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის,
საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 4 682. დასაცავი პირის სტატუსის მიხედვით
საქმეები დაჯგუფდა შემდეგნაირად:
-
პირის არასრულწლოვანებიდან გამომდინარე - 1 845 საქმე;
სისხლის სამართლის პროცესის ენის არ ცოდნიდან გამომდინარე - 1 687 საქმე;
გადახდისუუნარობიდან გამომდინარე - 662 საქმე;
პირის ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო, რაც ხელს უშლის მის მიერ
საკუთარი დაცვის განხორციელებას - 447 საქმე;
დირექტორის საგამონაკლისო უფლება - 100 საქმე;
ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა - 47 საქმე;
სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - 46 საქმე;
ჩადენილი ქმედებისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო
თავისუფლების აღკვეთის სახით - 42 საქმე.
გლობალური პანდემიის (COVID-19) გათვალისწინებით, მომსახურების უსაფრთხოდ
მიწოდების უზრუნველსაყოფად, სამსახურის საქმიანობაში 2020 წელს განხორციელდა
შემდეგი ცვლილებები:
- სამსახური სრულიად გადავიდა მომსახურეობის დისტანციურ რეჟიმზე;
- მაღალი რისკის თანამშრომლებისათვის დადგინდა სამსახურებრივი
მოვალეობების შესრულების სპეციალური წესი;
- მომსახურეობის ხარისხის კონტროლის მიზნით, შემუშავდა კონსულტაციის
აღრიცხვის და საზოგადოებრივი ადვოკატის წარმოებაში არსებულ საქმეთა
მიმდინარეობისა და სამუშაო გრაფიკის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის
ფორმები;
- შეძენილ იქნა და დარიგდა სადეზინფექციო და პირადი დაცვის საშუალებები;
- სამსახურმა თანამშრომლები უზრუნველყო კომპიუტერულ ტექნოლოგიებით
დისტანციური საქმიანობის წარმართვისათვის;
- დადგინდა გადამზადების პროგრამების დისტანციურად ჩატარების წესი,
შედეგად 2020 წელს ტრეინინგების 80% ჩატარდა დისტანციური
საშუალებებით;
II. იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობადობა
იურიდიული დახმარების სამსახურის მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტულ
მიმართულებებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სამსახურის ცნობადობის
გაზრდა/რებრენდინგი. 2020 წელს რებრენდინგის ფარგლებში შემუშავდა სამსახურის
ახალი ლოგო და ვებ-გვერდის კონცეფცია.
სამსახურის ცნობადობის გაზრდისთვის 2020 წელს საქართველოს მასშტაბით
ჩატარდა 31 გასვლითი საინფორმაციო, საკონსულტაციო ღონისძიება და მრავალი
სამართლებრივი, თუ სხვა სახის აქტივობა. წარმოდგენილ ანგარიშში ყურადღება
გამახვილებულია შემდეგ მნიშვნელოვან აქტივობებში მონაწილეობაზე:
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს
მიერ ორგანიზებულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში თემაზე: გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საბიუჯეტო პროგრამებში
გენდერული ასპექტების ასახვა (GRB);
- „არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტი დისციპლინური საბჭოს“
შეხვედრებში;
- ევროპის საბჭოს მიერ ადვოკატებისთვის ორგანიზებული რეგიონალურ
პროექტში თემაზე: „შედარებითი მიმოხილვა ადვოკატთა ფუნქციონირების
პროცედურებსა და ინსტიტუციური მოწყობების შესახებ“;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კანონისა და
ამ პირთა უფლებების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების
დამტკიცების შესახებ დებულების მომზადების პროცესში;
- რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD)
კონვენციის შესრულების შესახებ საქართველოს მე-9 და მე-10 პერიოდული
ანგარიშის განხილვასა და შესაბამისი შენიშვნების წარდგენაში;
- გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის „World
Program on Human Rights Education“ მესამე ფაზის (2015-2019 წ.წ.) შესრულების
შესახებ ეროვნული ანგარიშის განხილვასა და შესაბამისი შენიშვნების
წარდგენაში;
- ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის
(CEDAW) შესრულების მეექვსე პერიოდული ანგარიშის მომზადებაში,
სტრუქტურირებასა და რედაქტირებაში;
- ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის
(ODIHR) ანგარიშის განხილვასა და შესაბამისი შენიშვნების წარდგენაში;
- ძალადობის
მსხვერპლი
ბავშვებისთვის
ფსიქოლოგიურ-სოციალური
მომსახურების ცენტრის კონცეფციის შექმნაში;
2020 წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმები გააფორმა 6 სუბიექტთან, ესენია:
- სსიპ
„სახელმწიფო
ზრუნვისა
და
ტრეფიკინგის
დაზარალებულთა დახმარების სააგენტო”;
- ააიპ „ინფორმაციულ დეველოპერული ჰაბი“;
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
- სკოლა „ღონე ქვეყნისა“;
- სკოლა „იმედი“;
- სასწავლო ცენტრი „მერმისი“.
მსხვერპლთა,
საანგარიშო პერიოდში იურიდიული დახმარების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო 11
სამთავრობო გეგმის განხორციელებაში, კერძოდ, ეს გეგმებია:
- საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2019-2020
წლების სამოქმედო გეგმა;
- ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020
წლებისთვის;
- საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების
ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა;
- ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ
ღონისძიებათა საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის;
- ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა
2018- 2020 წლების სამოქმედო გეგმა;
- ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების
შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების
სამოქმედო გეგმა;
- სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმა (2019-2020
წლები);
- ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019-2021 წლების ეროვნული
სამოქმედო გეგმა;
- ნატო–საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP);
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2019 –2020 წლების
სამოქმედო გეგმა;
- ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს
ეროვნული სამოქმედო გეგმა;
III. იურიდიული დახმარების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობები
2020 წელს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა, გაეროს ლტოლვილთა
უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP), ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის
ოფისის (OHCHR), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“
(PROLOG, USAID-PROLOG – PROMOTING RULE OF LAW IN GEORGIA) მხარდაჭერით
განახორციელა მნიშვნელოვანი აქტივობები. მათ შორის:
- გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) უზრუნველყო
იურიდიული დახმარების სამსახურისთვის COI წარმოშობის ქვეყნის
სპეციალისტის დაქირავება;
- გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) იურიდიული დახმარების
სამსახურისთვის შეიძინა 20 ლეპტოპი და ყურსასმენი;
- გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ გრანტის ფარგლებში დაფინანსდა
იურიდიული დახმარების სამსახურის საბავშვო ვებ-გვერდის შექმნა;
- ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით
დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე სასწავლო
მოდულების მომზადება;
- „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ USAID/PROLoG-ის მიერ
იურიდიული დახმარების სამსახურისთვის განხორციელდა Zoom-ის
პლატფორმის 1 წლიანი ლიცენზიის შეძენა, გაეწია დახმარება სერვერის
გაუმჯობესებისთვის საჭირო ტექნიკით და პროგრამული ლიცენზიებით,
გადაეცა პროექტორი, პროექტორის ეკრანი და ციფრული ინტერაქტიული
ეკრანი, გადაეცა პლანშეტები, დაიწყო იურიდიული საქმისწარმოების მართვის
საინფორმაციო სისტემის (Case-bank) განახლება, შემუშავდა სსიპ იურიდიული
დახმარების სამსახურის სექსუალური შევიწროების პრევენციის და
რეგულირების მექანიზმი და სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივრის
ფორმა.
2020 წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა საერთაშორისო კავშირების
გასამყარებლად განახორციელა არაერთი აქტივობა, კერძოდ, სამსახურის
ხელმძღვანელმა პირებმა:
- მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის სისხლის
სამართლის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები;
- შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველს იურიდიულ
საკითხებში მაიკლ გრანტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო
ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის
საერთაშორისო ბიუროს INL დირექტორს რებეკა ჰანტს და ამერიკის
შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID-ის დემოკრატიის
მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორს ადამ
შმიდტს;
- შეხვდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელ
იოჰან ფრანცს;
- გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის წარმომადგენელ მარკ ჰულსტთან;
- მონაწილეობა მიიღეს „საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის
გერმანული ფონდის“ ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში თემაზე:
„ადვოკატთა ანაზღაურების გერმანული მოდელი“.
IV. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურეობის ხარისხი
იურიდიული დახმარების საბჭოს 2020 წლის 04 ივლისის #75 გადაწყვეტილებით
დამტკიცდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული
კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და
კრიტერიუმები, რომლის მიხედვით:
- შეფასებას ექვემდებარება ადვოკატის დასრულებული საქმე;
- შეფასებას ექვემდებარება საქმე, რომელშიც არის ბენეფიციარის თანხმობა
შეფასების მიზნებისათვის მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების
შესახებ;
- არ ხდება ადვოკატის მიერ ბენეფიციართან შეთანხმებული საქმის წარმართვის
სტრატეგიის შეფასება (საქმის წარმართვის სტრატეგიას განსაზღვრავს
ადვოკატი
ბენეფიციართან
შეთანხმებით).
შესაბამისად,
არ
ხდება
ბენეფიციარისაგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავება
(ადვოკატს კანონით აქვს აკრძალული გაამჟღავნოს კონფიდენციალური
ინფორმაცია);
- შეფასების სისტემა არ არის მიმართული ადვოკატის მიმართ რაიმე სახის
დასჯის მექანიზმის გამოყენებისაკენ. სამართლებრივი მომსახურების
ხარვეზების შემთხვევაში, ადვოკატს წარმოეშობა გადამზადების კურსების
გავლის ვალდებულება;
- შეფასების მეთოდები მისაღები და აპრობირებულია ყველა სახის
სამართლებრივი მომსახურების შეფასებისას, მათ შორის როგორც ამერიკის
შეერთებული შტატების, ისე ევროპის განვითარებული ქვეყნების კერძო
იურიდიულ ფირმებსა თუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამართლებრივი
დახმარების სისტემებში, მათ შორის სასამართლო სისტემაში.
შეფასების სისტემა ითვალისწინებს სამსახურის მიერ გაწეული სამართლებრივი
მომსახურების ხარისხის შეფასებას 2 კრიტერიუმის ფარგლებში: პრაქტიკული
კომპეტენცია
(ადვოკატის/კონსულტანტის
მიერ
საქმის
დროულად
და
ორგანიზებულად წარმართვა/კონსულტაციის გაწევა) და პროფესიული უნარები.
შეფასების სისტემის მიხედვით, სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის
შეფასება და უზრუნველყოფა ხორციელდება შემდეგი საშუალებებით:
-
ბენეფიციართან კომუნიკაციის კითხვარი;
იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის ჩანაწერები;
ბენეფიციარის კმაყოფილების კვლევა;
მხარდამჭერთა ჯგუფი;
სასამართლო პროცესზე დასწრება;
იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრი.
2020 წელს სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასებისთვის:
- განხორციელდა ბენეფიციართა კმაყოფილების კვლევა სატელეფონო
გასაუბრების გზით, სულ გამოკითხულ იქნა - 189 ბენეფიციარი;
- 224 ბრალდებულთან პენიტენციურ დაწესებულებაში გაიგზავნა ბენეფიციართა
კმაყოფილების კვლევის დოკუმენტი;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე იურიდიული
კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების
სამმართველოს მიერ განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის
მიერ ონლაინ კონსულტაციების მონიტორინგი.
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მომსახურების ხარისხის საბჭოს მიერ მომზადდა
რეკომენდაციები
ქოლ-ცენტრის
კონსულტანტების
მიერ
კონსულტაციის
გაწევისათვის და დოკუმენტი „იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული
სამართლებრივი მომსახურების ხარვეზები და შეფასების სისტემის საჭიროების
ანალიზი“.
2020 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურმა აწარმოა 30 დისციპლინური საქმე
საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების მიმართ, საიდანაც 28 საქმეზე
არ დადასტურდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები.
2021 წელს:
I. იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა
ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 2021 წელს ფუნქციონირებდა იურიდიული
დახმარების 13 ბიურო, 30 საკონსულტაციო და 1 დისტანციური მომსახურების
ცენტრი, საიდანაც 2021 წელს გაიხსნა 5 საკონსულტაციო ცენტრი (დედოფლისწყაროს,
ახმეტის, ლენტეხის, ონის და ხაშურის რაიონებში). სამსახურში დასაქმებული იყო 290
პირი, მათ შორის 130 საზოგადოებრივი ადვოკატი და შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული 122 პირი. 2021 წელს გამოცხადებული კონკურსების შედეგად
სამსახურს დაემატა 9 საზოგადოებრივი ადვოკატი, 4 კონსულტანტი და 1 ბიუროს
სპეციალისტი. იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი
პრაქტიკული კურსი - იურიდიული კლინიკა. 2021 წელს, იურიდიული კლინიკის
ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურში სტაჟირება გაიარა 4 უმაღლესი
სასწავლებლის 67-მა სტუდენტმა.
2021 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებაში მიღებულ საქმეთა
რაოდენობა 2020 წელთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და 17 442 საქმე
შეადგინა (13 324 საქმე 2020 წელს და 18 044 საქმე 2019 წელს), საიდანაც 10 846 სისხლის
სამართლის სფეროს განეკუთვნებოდა (10 496 საქმე 2020 წელს), 4 261 სამოქალაქო
სამართალს (2 069 – 2020 წელს) და 1 492 ადმინისტრაციულ სამართლის დარგს (759 –
2020 წელს). სამსახურის ბენეფიციარი გახდა 34 296 პირი (35 088 პირი 2020 წელს). 2020
წელთან მიმართებით 2021 წელსაც შემცირდა გაწეული კონსულტაციების რაოდენობა
და შეადგინა 24 369, მაშინ როცა 2020 წელს განხორციელდა 28 430 კონსულტაცია,
ხოლო 2019 წელს 35 835 კონსულტაცია. 2021 გაიზარდა შედგენილ სამართლებრივ
დოკუმენტების რაოდენობა: 2021 წელს - 1 454 სამართლებრივი დოკუმენტი, 2020
წელს -1 291.
2020 წელს სამსახურმა დაასრულა 8 715 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის,
საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 4 427. დასაცავი პირის სტატუსის მიხედვით
საქმეები დაჯგუფდა შემდეგნაირად:
- პირის არასრულწლოვანებიდან გამომდინარე - 1 601 საქმე;
- სისხლის სამართლის პროცესის ენის არ ცოდნიდან გამომდინარე - 1 842 საქმე;
- გადახდისუუნარობიდან გამომდინარე -981 საქმე;
- აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი
დაცვის განხორციელებას- 561 საქმე;
- დირექტორის საგამონაკლისო უფლება - 78 საქმე;
- ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა - 55 საქმე;
- სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - 73 საქმე;
- ჩადენილი ქმედებისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო
თავისუფლების აღკვეთის სახით - 62 საქმე.
II. იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობადობა
იურიდიული დახმარების სამსახურის მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტულ
მიმართულებებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სამსახურის ცნობადობის
გაზრდა/რებრენდინგი.
იურიდიული
დახმარების
სამსახური
სერვისების
მიწოდებისთვის აქტიურად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს - სამსახურის ვებგვერდებს, მობილურ აპლიკაციებს და ხელოვნურ ინტელექტს. 2021 წელს, დაიწყო
სამსახურის ვებ-გვერდის განახლება, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური
მხარდაჭერით შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ბავშვთა ვებგვერდი www.children.las.ge, გერმანულ კომპანიასთან - KNOWLEDGETOOLS სამსახურმა
დაიწყო მოლაპარაკებები ხელოვნური ინტელექტის პროგრამის სამსახურისათვის
უსასყიდლოდ გადმოცემის შესახებ.
სამსახურის ცნობადობის გაზრდისთვის 2021 წელს საქართველოს მასშტაბით
ჩატარდა 43 გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა. წარმოდგენილ ანგარიშში
მიმოხილულია შემდეგი გასვლითი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები:
- პროექტის
„კანონის
უზენაესობის
მხარდაჭერა
საქართველოში“
(USAID/Prolog), თბილისის ახალგაზრდული ცენტრისა (PITA) და საქართველოს
გაეროს ასოციაციის (UNAG) მხარდაჭერით, განხორციელებული საინფორმაციო
კამპანია: "ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო
სერვისების ხელმისაწვდომობა";
- "ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ გამომდინარე საკითხებზე ონლაინ
შეხვედრები - „იცოდე შენი უფლება 18 წლამდე“;
- ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი
კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ
ე.წ. „ქალთა ოთახის“ ბენეფიციარებთან;
- შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ბათუმში,
ქუთაისსა და თბილისში;
- "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების შესახებ" გაეროს რეზოლუციის
შესაბამისად კონფლიქტის პირა ზონის მოსახლეობისათვის სამართლებრივი
ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული შეხვედრები;
- ფშავში და წყალტუბოში ადგილობრივ მოსახლეობასთან
შეხვედრები შრომით უფლებებთან დაკავშირებით და სხვა.
გამართული
2021 წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმები გააფორმა 11 სუბიექტთან, ესენია:
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და
მონაცემთა გაცვლის სააგენტო;
- გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს
ოფისი;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- საქსტატი;
- ააიპ "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველო (ELSA)";
- ენერგოომბუდსმენი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი;
- „შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანულ ჟურნალი“;
- პროფესიული კოლეჯი „მერმისი”;
- ბრალდებულის
საპროცესო
უფლებების
სრულფასოვნად
დაცვის
უზრუნველსაყოფად და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 41-ე მუხლის (ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა) ეფექტიანად
აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმს
ხელი მოაწერეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა
რაჟდენ კუპრაშვილმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი
შოთაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.
მემორანდუმით მხარეები შეთანხმდნენ საქმეში ადვოკატებისა და
საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართულობის ეფექტურ მექანიზმზე და სხვა.
საანგარიშო პერიოდში იურიდიული დახმარების სამსახურს აღებული ჰქონდა
კონკრეტული აქტივობების შესრულების ვალდებულება შემდეგი სამთავრობო
გეგმებიდან გამომდინარე:
- წამებასთან ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა;
- საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2021-2022
წლების სამოქმედო გეგმა;
- ტრეფიკინგთან ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა;
- მოქალაქეობის არმქონეობის აღმოფხვრის 2021 წლის ეროვნულ სამოქმედო
გეგმა;
- ევროკავშირის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის (EU Gender
Action Plan III) ფარგლებში „ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის 2021- 2025
წლების სამოქმედო გეგმა;
- ადამიანის უფლებათა 2021–2030 წლების ეროვნული სტრატეგია;
სამოქმედო გეგმების შესრულების ფარგლებში სამსახურის მიერ განხორციელდა
აქტივობები:
- წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა და სავარაუდო
მსხვერპლთათვის დროული და ეფექტიანი უფასო იურიდიული დახმარების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- სამსახურის თანამშრომლებისათვის წამებისა და არასათანადო მოპყრობის
საკითხებზე ტრენინგ-მოდულის შემუშავება;
- სამსახურის თანამშრომლების გადამზადება წამებისა და არასათანადო
მოპყრობის საკითხებზე;
- იძულებით გადაადგილებულ ქალთა სექსუალური ძალადობის, ოჯახში
ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისგან დაცვის
მიზნით, ასევე მათთვის სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი
დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა რეგიონებში ქალებისა და
გოგონებისათვის
შეხვედრის
ორგანიზება
(უფასო
იურიდიული
კონსულტაცია);
- ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
საკითხებზე
სამსახურის
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;
- მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლებისთვის უფასო
იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
- გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთათვის უფასო იურიდიული
დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიული მისაწვდომობის
გაზრდა;
- იურიდიული დახმარების სამსახურისადმი მიმართვიანობის გაზრდა;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იურიდიული
დახმარების სამსახურის ოფისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
III. იურიდიული დახმარების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობები
2021 წელს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა, გამართა 9 საერთაშორისო
შეხვედრა, მათ შორის:
- უკრაინის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან ალექსანდრ
ბარანოვთან;
- აზერბაიჯანის მილიმეჯლისის დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე ვაგიფ სეიდბეკოვთან, აზერბაიჯანული
დიასპორის მხარდაჭერის ფონდის დირექტორის მოადგილე შაჰინ
ჯამალოვთან, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივან ანარ
რასულოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორებთან ურთიერთობის
სახელმწიფო კომიტეტის ტერიტორიული დეპარტამენტის უფროს ვუსალ
მამადოვთან;
- IRZ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის პროექტების
ხელმძღვანელ ფრანქ ჰუპფელდთან, გერმანიის ადვოკატთა ფედერალური
პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი
დოქტორი ვერონიკა ჰორერთან;
- ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიულ
მრჩეველ ლანა მორტონ ოუენსთან და ვაშინგტონის შტატის პროკურორი
დევიდ მარტინთან და სხვა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამსახურში ამერიკის შეერთებული
შტატების ელჩის საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანის ვიზიტზე,
რომლის ფარგლებში ელჩმა კელი დეგნანმა დადებითად შეაფასა სამსახურის
საქმიანობა და დააფიქსირა მომავალი მხარდაჭერა.
IV. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურეობის ხარისხი
იურიდიული დახმარების საბჭოს 2020 წლის 04 ივლისის #75 გადაწყვეტილებით
დამტკიცდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული
კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და
კრიტერიუმები, რომლის შესაბამისად 2021 წელს:
- შეფასდა სამსახურის მიერ განხორციელებული 222 საქმე;
- სამართლებრივი საკითხების განხილვის, პრაქტიკული თუ თეორიული
პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებისა და საერთო მიდგომების
ჩამოყალიბებისათვის საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ გაიმართა 15
შეხვედრა;
- მხარდამჭერთა ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე:
პრივატიზაციით საკუთრების მოპოვება და მემკვიდრეობა; საკომლო ქონების
რეგისტრაციის, განაწილებისა და მემკვიდრეობის პრობლემური საკითხები;
ბავშვთა უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდგომი გამოწვევები;
მტკიცებულებათა ელექტრონულად გაცვლა სისხლის სამართლის პროცესში;
საგამოძიებო მოქმედება - სხვა საქმეზე პატიმრობაში მყოფი პირის გამოკითხვა;
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და აქტუალური საკითხები; სამოქალაქო და
ადმინისტრაციული დავების გამიჯვნის პრობლემატიკა და პრაქტიკა;
ამნისტიის კანონი და პრაქტიკა; არასრულწლოვანთა პრობლემატიკა სისხლისა
და სამოქალაქო სამართლის საქმეებში; თავშესაფრის მაძიებელთა
პრობლემური საკითხები; არასრულწლოვანთა მიმართებით სამსახურის
ადვოკატთა მიდგომები;
იურიდიული დახმარების სამსახური, სამსახურის სასწავლო ცენტრის მეშვეობით
უზრუნველყოფს თანამშრომელთა პროფესიული და პიროვნული/სოციალური
უნარების განვითარებას, შედეგზე ორიენტირებული და ინოვაციური განგრძობითი
განათლების მეშვეობით. 2021 წელს, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით
მომზადდა 5 ტრეინინგ მოდული და სამსახურის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით
ჩატარდა 51 ტრეინინგი.
აზრი გამოთქვეს: რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, გივი მიქანაძემ,
მიხეილ სარჯველაძემ, მიხეილ დაუშვილმა, ანრი ოხანაშვილმა.
გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილ ანგარიშებზე
დაყრდნობით, დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2020 და 2021 წლებში განხორციელებული
საქმიანობა.
კენჭისყრა:
მომხრე - 11
წინააღმდეგი - 0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ადამიანის უფლებათა დაცვის
საკითხებში ნიკო თათულაშვილის ინფორმაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო
გეგმების შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე (07-2/174; 18.08.2022).
მომხსენებლის თქმით, წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს სამინისტროების
მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების და თავისუფლებების
შესახებ 2021 წლის შიდაუწყებრივი სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ.
ანგარიში ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს. წარმოდგენილი ანგარიში
შედგება 8 თავისგან:
1. „საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ცნობიერების
ტრეინინები“ - ანგარიშის ამ თავში აღნიშნულია, რომ:
-
ასამაღლებელი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
მიერ
შენობა-ნაგებობების
მშენებლობისას
და
რეაბილიტაციისას
„მისაწვდომობის
ეროვნული
სტანდარტების“
ეფექტიანად განხორციელების მიზნით, გადამზადდა სამინისტროს და
სამინისტროს სისტემაში ან/და მართვაში არსებული სუბიექტების 30
თანამშრომელი, ხოლო „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის“
საკითხებზე ჩატარდა ტრენინგები. სულ გადამზადდა 191 თანამშრომელი;
-
-
-
-
-
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შშმ პირთა
უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, 2021 წლის აპრილში,
დაამტკიცა სამოქმედო გეგმა - „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის
ხელშეწყობა და სისტემური გარანტიების შექმნა“. გაეროს განვითარების
პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 2021 წელს
განახორციელა ტექნიკური რეგლამენტის − „მისაწვდომობის ეროვნული
სტანდარტების“ შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. სსიპ
„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ“ ტურიზმის ინდუსტრიაში
დასაქმებულთათვის და დასაქმების მსურველთათვის ჩაატარა ტრენინგები
- "ინკლუზიური ტურიზმი Covid 19-ის პერიოდში". ჯამში გადამზადდა
განთავსების და კვების ობიექტების 650-მდე წარმომადგენელი 31 დაბასა და
ქალაქში;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 5 ივლისის №565
ბრძანებით დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამოქმედო გეგმა (2021 წელი)“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის მიერ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და
ევროკავშირის შესახებ’’, 2021 წლის 14 ივნისს, შშმ პირთა უფლებების
დაცვის დღეს, ქ. ქუთაისში ჩატარდა შეხვედრა 80 ბენეფიციარის
მონაწილეობით;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების თაობაზე
ცნობიერების ასამაღლებლად გაიმართა ტრენინგები;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა
საჭიროებების შესახებ ჩატარდა არაერთი ტრეინინგი, სამუშაო შეხვედრა და
თანამშრომელთა გადამზადების კურსები.
2. „ჯანმრთელობის დაცვის მიმართულება“ - ანგარიშის ამ თავში ყურადღება
გამახვილებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, რეაბილიტაციისა და
რეინტეგრაციის მიზნით 2021 წელს განხორციელებულ აქტივობებზე,
განსაკუთრებით კი მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო
მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის წარმატებულ საქმიანობაზე.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის მხრივ, ანაგრიშში
აღნიშნულია, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით, კერძოდ,
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს შშმ
პირთა სამკურნალო და სადიაგნოსტიკო სერვისებს, ხოლო, პრევენციული და
სკრინინგ სერვისები ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის და მათ
შორის შშმ ქალებისთვის.
3. „დამოუკიდებელი
ცხოვრების
ხელშეწყობა
უზრუნველყოფა“ - მოცემულია ინფორმაცია
დაწესებულებების საქმიანობის შესახებ:
-
-
-
-
-
და
მისაწვდომობის
შემდეგი სახელმწიფო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც
უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით შშმ პირებისათვის ჯანმრთელობის
დაცვის არსებულ სერვისებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობას. ამისთვის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებულია
განსაკუთრებული მიდგომები, მათი უსაფრთხო გადაადგილების კუთხით;
განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები შშმ ქალებისთვის
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
სერვისების
ფიზიკური
ხელმისაწვდომობის
თვალსაზრისით;
სამინისტროსა
და
გაეროს
მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობის
ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ოჯახის დაგეგმვის
სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპი)“;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო - განაშენიანების დეტალური გეგმების ყველა კონცეფციის
დავალებაში მითითებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
მიერ საზოგადოებრივი სივრცეების თანაბრად გამოყენების საკითხების
ასახვა. სამინისტროს ვებ-გვერდი ადაპტირებულია უსინათლო და
მცირემხედველი პირებისთვის;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრივ
აღნიშნულია, რომ მუშაობა მიმდინარეობს „საქართველოს ტურიზმის
სტრატეგიის 2025“ განახლებაზე, სადაც გათვალისწინებული იქნება
ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების განვითარების პროცესში შშმ
პირთა საჭიროებები. მიმდინარეობს აქტიური საქმიანობა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთათვის სარკინიგზო და საჰაერო სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარეობს სამინისტროს გამგებლობაში შემავალი დაწესებულებების
შენობა ნაგებობების და ვებ-გვერდების ადაპტირება შშმ პირებზე;
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - შშმ პირთა უფლებრივი
მდგომარეობის, შესაბამის ინფრასტრუქტურასა თუ სერვისებზე წვდომის
-
-
გაუმჯობესების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის
განმავლობაში განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: საკანონმდებლო
სისტემის რევიზია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციასთან მისი შესაბამისობის დადგენა;
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დატანა იმ
მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი უვადოდ აქვთ
დადგენილი; სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“
დაინერგა მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კერძოდ, ყრუ
და სმენადაქვეითებული პირებისათვის; მიმდინარეობს სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების ოფიციალური ვებგვერდების
მისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესი, რომლის ფარგლებში, 2021
წელს ჩატარდა რიგი დაწესებულებების ვებგვერდების საჭიროებათა
კვლევა, აღწერა და დოკუმენტირება; განხორციელდა პენიტენციურ
დაწესებულებებში განთავსებულ შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
საჭიროებების კვლევა, რომლის საფუძველზეც შემუშავდება შშმ
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - შშმ პირთა საჭიროებებზე შემდგომი
ადაპტირების
მიზნით
განხორციელდა
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
ინფრასტრუქტურის,
სერვისებისა
(მათ
შორის,
ელექტრონული სერვისების) და გარე მოხმარების ვებგვერდების
ინვენტარიზაცია; მომზადდა და საჯაროდ განთავსდა ადაპტირებული
ვიდეორგოლები
საქართველოს
საგადასახადო
კანონმდებლობით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დადგენილი
საგადასახადო შეღავათების თაობაზე და საქართველოს საბაჟო
კანონმდებლობით დადგენილი საზღვრის კვეთის პროცედურების და
საზღვრის კვეთისას პირის უფლება-მოვალეობების თაობაზე; დამტკიცდა
რეკომენდაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან,
დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ“
და „შშმ პირის მონაწილეობით ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედების დაგეგმვის“ კითხვარი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - დაწყებულია სამინისტროს
არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლა/აუდიტი და ეტაპობრივად
ვლინდება
საჭიროებები
შენობა-ნაგებობების
ადაპტირების
ან
უნივერსალური დიზაინით უზრუნველყოფისათვის. მიმდინარეობს შშმ
პირთა საჭიროებების შეფასების შესწავლა და მათი სამომავლოდ
დანერგვისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა.
4. „სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობა“ - ანგარიშის ამ თავში აღნიშნულია,
რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა
დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულებაა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი.
ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტი ახორციელებს სხვადასხვა
ფუნქციებს, მათ შორის, ამზადებს რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მათ ხელმისაწვდომობას.
შშმ პირებთან მუშაობის სტანდარტისა და მეთოდიკის შემუშავების მიზნით,
აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში შშმ პირთა მისაწვდომობის
გაზრდის უზრუნველსაყოფად უცხოელი დონორების ხელშეწყობით
განხორციელდა არაერთი აქტივობა.
5. „დასაქმების ხელშეწყობა“ - აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით
აქტიურად ხელს უწყობენ შშმ პირთა ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში.
6. „სოციალური დაცვა“ - ყურადღება გამახვილებულია საკითხზე, რომ
საქართველოში
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირები
უზრუნველყოფილნი არიან სოციალური დაცვის ფულადი/არაფულადი
ბენეფიტებით, რომლებიც ნაწილდება არაერთი სპეციალური სახელმწიფო
პროგრამის მეშვეობით. ქვეყანაში სისტემურად იცვლება შშმ პირის სტატუსის
დადგენის
მეთოდოლოგია
და
სამედიცინო
მოდელი
ნაცვლდება
ბიოფსიქოსოციალური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირების
საჭიროებების სწორად განსაზღვრას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული
პოლიტიკის განხორციელებას.
7. „განათლების უფლების ხელმისაწვდომობა“ - ანგარიშის ამ თავში მოცემულია
ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
ინიციირებულ იმ არაერთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლებიც ხელს
უწყობენ შშმ პირებისთვის განათლების მიღებას. აღსანიშნავია „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომლის
მიზანია სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა სპეციალური მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების გამრავალფეროვნება
და
სპეციალური
მასწავლებლის
მომზადების
პროგრამის
შექმნაგანხორციელებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის გაჩენა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიული
განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2021 წლის 7 ივნისის N34/ნ ბრძანებით დამტკიცებული
„სურდოთარჯიმნების სერთიფიცირების პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
ხორციელდება ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადება. 2021
წელს
სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა გაიარა 30-მდე ქართული ჟესტური
ენის თარჯიმანმა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის და მათ
პედაგოგებისთვის შეიქმნა არაერთი სახელმძღვანელო და გზამკვლევი - 2021 წელს
შესყიდული
ბრაილის
შრიფტითა
და
რელიეფურად
დაბეჭდილი
სახელმძღვანელოების ღირებულებამ შეადგინა 87 864 ლარი, ხოლო სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ხელშესაწყობად
გახმოვანდა 33 979 ლარის ღირებულების გრიფირებული 27 სახელმძღვანელო.
8. „მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ
ღონისძიებებში“ - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტრომ ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობის მიზნით
ჩაატარა კონკურსი, რომლის მიზანი იყო კულტურულ და შემოქმედებით
ცხოვრებაში შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა,
ხელოვნების სხვადასხვა დარგში შშმ პირების შემოქმედებითი უნარების
განვითარებისა და წარმოჩენის მხარდაჭერა და ელექტრონული, ონლაინ
პლატფორმების გამოყენებით კულტურის პროდუქტის შექმნა და მასზე შშმ
პირთა დისტანციური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კონკურსის
ბიუჯეტი შეადგენდა 97 055 ლარს.
2021 წელს ასევე დაფინანსდა ა(ა)იპ ,,საქართველოს უსინათლოთა კავშირის
კულტურის ცენტრის“ საქმიანობა, (50 000 ლარით) და კონკურსის „თვითმოქმედი
ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსდა ა(ა)იპ
,,საქართველოს ყრუთა კავშირის“ პროექტი - „ანსამბლი ლილე“ – 13000 ლარით.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირები აქტიურად არიან ჩართული შშმ პირების საზოგადოებაში
ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ აქტივობებში, სამინისტროს
დაფინანსებით განხორციელდა მრავალი კონკურსი, სამხატვრო, ქორეოგრაფიული
თუ სხვა სხის სასცენო წარმოდგენა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს შშმ პირებმა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის საქმიანობა,
რომელიც აქტიურად ავითარებს პარალიმპიური სპორტის 17 სახეობას, სადაც
ჩართულია სხვადასხვა კატეგორიისა და საჭიროების 300-მდე პარასპორტსმენი.
აზრი გამოთქვეს: რატი იონათამიშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, მიხეილ სარჯველაძემ,
გადაწყვიტეს: კომიტეტმა დადებითად შეაფასა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო
გეგმების შესრულება.
მომხრე: 10
წინააღმდეგი: 0
მოისმინეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილის ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია „გარემოსდაცვით საკითხებთან
დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების
საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის თარგმანის კორექტირების
თაობაზე წინადადების შესახებ (07-2/179; 01.09.2022).
მომხსენებლის ინფორმაციით, 2001 წელს შევიდა კონვენცია ძალაში და წლების
განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ქართული თარგმანი კონვენციის ტექსტის სრულად
არ შეესაბამება კონვენციის მთავარ ტექსტს. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ
მაქსიმალურად იყოს თანხვედრაში თარგმანი კონვენციის ძირითად არსთან.
მისი თქმით, გარკვეული ტერმინოლოგიური დაზუსტებებიც არის წარმოდგენილი.
აზრი გამოთქვეს: არ გამოთქმულა
გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „გარემოსდაცვით
საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების
საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის თარგმანის კორექტირების
თაობაზე წინადადებას (07-2/179; 01.09.2022).
მომხრე: 10
წინააღმდეგი: 0
მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის ინფორმაცია
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად
განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების (საქართველოს
საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების
შესაბამისად) მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი
სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ.
აზრი გამოთქვეს: მიხეილ დაუშვილმა, მიხეილ სარჯველაძემ, რატი იონათამიშვილმა,
ანრი ოხანაშვილმა, ფრიდონ ინჯია
მოისმინეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის
ინფორმაცია განსახილველი საკითხების თაობაზე. ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის
წევრებსა და სხდომაზე დამსწრე სხვა პირებს გააცნო ინფორმაცია ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხთან
დაკავსირებით საქართველოს ორგანულ კანონსი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
შესატან ცვლილებათა ამსახველი სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის
საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის
თაობაზე
გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტს
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინოს საკნონმდებლო ცვლილებების
პაკეტი, კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“. ამასთანავე, აღნიშნულ კანონპროექტებზე მომხსენებლად დაინიშნონ
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი
მომხრე: 10
წინააღმდეგი: 0
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
ანრი ოხანაშვილი
ნია ლეჟავა
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად,
იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი)