„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.09.2022
ავტორი
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების (საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად) მომზადების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/241/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-26
ბიუროს ნომერი 182

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 251 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას.“. 2. 342 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 3 წლის განმავლობაში.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-10 პუნქტის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა ევროკავშირში გაწევრების განაცხადი. ამ განაცხადთან დაკავშირებით 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, რომლითაც ევროკომისიამ გასცა ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის საქართველოსთვის მინიჭების რეკომენდაცია; ამასთანავე, ევროკომისიამ იმავე დასკვნით განსაზღვრა 12 პუნქტისაგან შემდგარი გარკვეული პრიორიტეტული ამოცანები და მიუთითა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა საქართველოს მიერ ამ ამოცანების შესრულება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც აღინიშნა, რომ ევროპული საბჭო აღიარებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ამოცანებს, ევროპული საბჭო მზად არის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. აღნიშნული პრიორიტეტული ამოცანების შესრულების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მყისიერად შეიმუშავა დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმა, საქართველოს პარლამენტში კი შეიქმნა მთელი რიგი სამუშაო ჯგუფები. ამ სამუშაო ჯგუფებიდან რამდენიმე შექმნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელთაგან ერთ-ერთის მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად. წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის ზემოხსენებული დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთი მათგანის შესრულებას ისახავს მიზნად. ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცალკეულ ცვლილებებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას ემსახურება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 1 „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით ახლებურად მოწესრიგდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარკვეული საკითხები, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას მოემსახურება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შემდეგ ცვლილებებს: − საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-დან 0.05%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი (აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას). − 6 წლიდან 3 წლამდე მცირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის (კერძოდ, იმავე კანონით განსაზღვრული სხვადასხვა მოთხოვნის დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის) დაკისრების ვადა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის ერთ-ერთი ნორმის თანახმად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული 2 კანონის 342 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის (კერძოდ, იმავე კანონით განსაზღვრული სხვადასხვა მოთხოვნის დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის) დაკისრების ვადა 6 წლიდან 3 წლამდე მცირდება. ამასთანავე, ეს ცვლილება გავრცელდება მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული აღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგება უფრო მსუბუქია, ვიდრე დღეს მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს დამატებით აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის თანახმად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ორგანული კანონის 342 პასუხისმგებლობის (კერძოდ, იმავე კანონით განსაზღვრული სხვადასხვა მოთხოვნის დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის) დაკისრების ვადა 6 წლიდან 3 წლამდე მცირდება. ამგვარ პასუხისმგებლობას კი, მოქმედი კანონის მიხედვით, განეკუთვნება, მათ შორის, სხვადასხვა ჯარიმა და გადასახდელი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. შესაბამისად, აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა, ამ ჯარიმათა და გადასახდელთა გადახდისა და სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გარკვეულწილად შემცირება გამოიწვიოს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: 3 კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-დან 0.05%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი (აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას). შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა, მომავალში გავლენა იქონიოს ცალკეულ პარტიათა ფინანსების ხარჯვით ნაწილსა და ამ ფინანსებით მოსარგებლე პირთა შემოსავლებზე. კანონპროექტის თანახმად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის (კერძოდ, იმავე კანონით განსაზღვრული სხვადასხვა მოთხოვნის დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის) დაკისრების ვადა 6 წლიდან 3 წლამდე მცირდება. ამგვარ პასუხისმგებლობას კი, მოქმედი კანონის მიხედვით, განეკუთვნება, მათ შორის, სხვადასხვა ჯარიმა და გადასახდელი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. შესაბამისად, წარმოდგენილმა საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს იმ პირის ფინანსების ხარჯვით ნაწილზე, რომელსაც აღნიშნული პასუხისმგებლობა კანონის მოქმედი ნორმის მიხედვით უნდა დაჰკისრებოდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის თანახმად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის (კერძოდ, იმავე კანონით განსაზღვრული სხვადასხვა მოთხოვნის დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის) დაკისრების ვადა 6 წლიდან 3 წლამდე მცირდება. ამგვარ პასუხისმგებლობას კი, მოქმედი კანონის მიხედვით, განეკუთვნება, მათ შორის, სხვადასხვა ჯარიმა და გადასახდელი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: 4 კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების (საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად) მომზადების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. 5 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების (საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად) მომზადების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 6