„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 30.10.2008, მუხ 172)
საქართველოს
კანონის
2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც აღიარებული აქვთ
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საქართველოში შემოსავლისას უნდა
გადაიხადონ
საოკუპაციო შენატანი. აღნიშნული
არ ეხება, იმ პირებს, რომლებსაც
საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ, აქვთ ან შეუწყდათ საქართველოს ორგანული კანონის
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად.
4. საოკუპაციო შენატანი გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირი, რომელმაც ამ კანონის ამოქმედებამდე
გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და კანონის ამოქმედების დროისთვის იმყოფება
საქართველოს ტერიტორიაზე ვალდებულია გადაიხადოს საოკუპაციო შენატანი.
6. საოკუპაციო შენატანის ოდენობა სრულწლოვან პირებზე შეადგენს - 1000 ლარს, ხოლო
პირები, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დღემდე არ შესრულებიათ 18
წელი - 500 ლარს.
7.
ამ
მუხლის
მე-3
პუნქტით
გათვალისწინებულ
სუბიექტების
მიერ
გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული
ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს უარი უთხრას შესაბამისი მომსახურების
გაწევაზე.
8. საოკუპაციო შენატანი გადაირიცხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებულ
დევნილთა დახმარების ფონდში.
მუხლი 2. ამ კანონი ამოქმედების შემდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში
შექმნას ფონდი რომლის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა დახმარება.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-7 ნაწილით
განსაზღვრული ფონდის საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობა.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში
უზრუნველყოს ყველა სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც მოაწესრიგებს საოკუპაციო
შენატანის გადახდის წესსა და პროცედურებს.
4.
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
შესაბამისმა
დაწესებულებებმა
უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა 10
დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე
გამოცდილებით, რომელიც შეეხო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებ
ადამიანებს. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის
სამხედრო აგრესიის შედეგად და ყოველდღიურად გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, რაც
უმძიმეს მდომარეობაში აყენებს უკანონო საზღვრის პირას მცხოვრებ პირებს. რუსეთის
მიერ განხორციელებული ოკუპაციის პირობებში არაერთი ადამიანი იძულებული გახდა
დაეტოვებინა საკუთარი სახლი.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის, რომლებსაც იძულებით
მოუწიათ საკუთარი სახლების დატოვება ოკუპაციის პირობებში, განსაკუთრებით მძიმეა
იმის ხილვა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოემართება იმ სახელმწიფოს მოქალაქებიის დიდი
ნაკადი, რომლის მმართველების იმპერიალისტური გადაწყვეტილებების გამო
საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.
ეს კანონი არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
კონვენცია “ლტოლვილთა სტატუსის” შესახებ განსაზღვრავს “ლტოლვილის” ცნებას. ამ
შემთხვევაშიც კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელიც თავის სახელმწიფოში
პოლიტიკური მრწამსის ან სხვა რაიმე ნიშნის გამო, განიცდის საფუძვლიან შიშს ვერ იქნება
თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს
ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ქვეყანაში მოქმედებს
კანონი
“ოკუპირებული
ტერიტორიების
შესახებ”.
შესაბამისად,
საქართველოს
მოქალაქეებისთვის სამართლებრივად გაუმართლებელია იმ ქვეყნის მოქალაქეების
მიღება, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას ჩვენი მოსახლეობის
მიმართ.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირატესი
ინეტერესების გათვალისწინებით
მიზანშეწონილია საქართველოში შემოსვლისთვის
ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებმა კანონის პროექტით გათვალისწინებული შენატანი
გადაიხადონ ლეგიტიმური მიზენების მისაღწევად.
უსაფრთხოების საკითხების მოწესრიგების გარდა, მნიშვნელოვანია, ისეთი მექანიზმის
შემოღება,
რომლითაც
საქართველოში
შემომსვლელი
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული სუბიექტების მხრიდან მოხდეს იმ ფაქტის აღიარება, რომ რუსეთის
ფედერაცია აგრესორია და ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. აღნიშნული
საოკუპაციო შენატანი სწორედ ერთ-ერთი იქნება ზემო ხსენებული მექანიზმიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა ნაკადის შემცირება, რათა შევამციროთ
მომდინარე რისკები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
კანონის პროექტის სუბიექტების მხრიდან იმ ფაქტის აღიარება, რომ საქართველოს
ტერიტორიები ოკუპირებულია;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა დახმარება;
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება გამოიწევევს თანხების აკუმულირებას დევნილთა დახმარების
ფონდში რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება და მათი
სხვადასხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების
აღიარებას კანონის პროექტით გათვალისწინებული სუბიექტების მხრიდან და
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მსურველ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა
ნაკადის შემცირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
● ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით წესდება საოკუპაცია შენატანი
რომელსაც გადაიხდიან რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნის მოქალაქეები,
რომელთაც აღიარებული აქვთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა
● ეს კანონი არ შეეხება იმ პირებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, დაკარგვით, როგორც განსაზღვრულია
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლში.
● საოკუპაციო შენატანის ოდენობა განისაზღვრება 1000 ლარით
● საოკუპოაციო
შენატანი
გადაირიცხება
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში არსებულ დევნილთა დახმარების ფონდში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
მიზანშეწონილია
კანონპროექტის
დროული
ამოქმედება,
შესაბამისად
გათვალისწინებულია, რომ კანონი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს, რაც გულისხმობს, რომ
კანონის მოქმედება გავრცელდება იმ სუბიექტებზე რომლებმაც კანონის ამოქმედებამდე
გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი და კანონის ამოქმედების დროისთვის იმყოფებიან
საქართველოს ტერიტორიაზე.
კანონის სრულყოფილად აღსასრულებად მნიშვნელოვანი მისი მოქმედება გავრცელდეს იმ
პირებზე რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და შესაბამისად თანასწორ
მდგომარეობაში იქნება პირი რომელმაც კანონის ამოქმედებამდე გადმოკვეთა საზღვარი
და პირი რომელიც კანონის ამოქმედების შემდეგ გადმოკვეთავს საქართველოს საზღვარს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ავტორი ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე დღითი დღე იზრდება საქართველოს
ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემომსვლელთა რიცხვი, რაც დასტურდება
საზღვრებთან არსებული დაუსრულებელი რიგებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ პროაქტიულ რეჟიმში გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკით. შესაბამისად
სახელმწიფომ დროულად უნდა შეიმუშაოს შესაბამისი რეგულაციები, რათა
უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, იმ უწყებების ასიგნებებიდან, რომლებიც ჩართული
იქნებიან ამ ღონისძიებათა განხორციელებაში, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო,
ფინანსთა სამინისტრო,
შემოსავლების სამსახური, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო და ა.შ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე თუმცა
აღნიშნული შენატანები მიემართება დევნილთა დახმარების ფონდში. აღსანიშნავია რომ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული საქართველოს სახელმწიფო
საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემების
მიხედვით 2022 წლის ივლისის და აგვისტოს თვეში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა
დაახლოებით 497 544 რუსეთის მოქალაქემ. შესაბამისად თუ ეს ადმიანები საქართველოში
შემოსვლისას გადაიხდიდნენ საოკუპაციო შენატანს ფონდის 2 თვის შემოსულობა
იქნებოდა დაახლოებით 497 544 000 ლარი, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ საჯარო დაწესებულებების ხარჯებზე,
რომლებიც ჩართული იქნებიან ამ ღონისძიებათა განხორციელებაში, მაგალითად, შინაგან
საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო და აშ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა შექმნას დევნილთა
დახმარების ფონდი. ფონდის სტრუქტურას განსაზღვრავს და მის ადმინისტრირებას
განახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესაბამისად, სამინისტროსთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მოხდება იმ ხარჯის გაწევა, რაც ფონდის
შექმნისთვის იქნება საჭირო. ფონდისთვის საჭირო ასიგნებების ოდენობა დამოკიდებული
იქნება სამინისტროს მიერ შემუშავებულ ფონდის შექმნისა და მართვის წესსა და
სპეციფიკაზე. სამინისტრო ასევე განსაზღვრავს, თუ როგორ განხორციელდება ფონდში
მობილიზებული რესურსების ხარჯვა, შესაბამისი პროგრამული კოდის მინიჭებისა და
სხვა ღონისძიებების გათვალისწინებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, პროექტით გათვალისწინებულ
სუბიექტებზე რომლებიც სქართველოს საზღვარს გადმოკვეთენ მოუწევთ საოკუპაციო
შენატანის გადახდა საქართველოში შემოსასვლელად. ასევე კანონის მოქმედება
გავრცელდება იმ პირებზე რომლებიც კანონის ამოქმედებამდე იმყოფებიან საქართველოს
ტერიტორიაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას, თუმცა, ხდება საოკუპაციო შენატის შემოღება
რომელიც მიიმართება დევნილთა დახმარების ფონდში. საოკუპაციო შენატანის ოდენობა
სრულწლოვან პირებზე შეადგენს - 1000 ლარს, ხოლო პირები, რომლებსაც საქართველოს
ტერიტორიაზე შემოსვლის დღემდე არ შესრულებიათ 18 წელი - 500 ლარს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა
ერთობაშია“
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი
ერთობაშია“
ნაციონალური
მოძრაობა“
გაერთიანებული
ოპოზიცია
„ძალა