„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს
პარლამენტი. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის
სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი
უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში- 6 თვე. დაუშვებელია
ერთი და იმავე პირის ცესკოს თავმჯდომარედ ხელმეორედ არჩევა.”.
2. მე-12 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30
დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში-მისი წარმოშობიდან არა უგვიანეს
15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის
ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება
არანაკლებ 9 და არაუმეტეს 11 წევრისგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში
შედიან საქართველოში რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების წარმომადგნელები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო საკითხებში,
დემოკრატიის ან ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 7-წლიანი
გამოცდილება და რომელთა საქმიანობა, როგორც ფინანსური, ასევე შინაარსობრივი,
საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა ფართო საზოგადოებისთვის, ასევე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომელთაც
აქვთ სამეცნიერო ხარისხი საარჩევნო სამართლის ან ადამიანის უფლებების სფეროში.
არასამეწარმეო
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირების
წარმომადგენლები წარმოადგენენ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტს. საკონკურსო
საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღისა. თუ
აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს
პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან
არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი
წევრის არჩევისთანავე.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ცესკოს წევრის 1 ვაკანტურ
თანამდებობაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი
გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ცესკოს წევრის 1 ვაკანტურ
თანამდებობაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღეში ქვეყნდება
ცესკოს წევრობის კანდიდატთა სია მათ ბიოგრაფიებთან ერთად.“;
დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:
„71. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან ატარებს საჯარო გასაუბრებას და
გასაუბრების საფუძველზე პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუთებულ რეკომენდაციას
კანდიდატის კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების თაობაზე. რეკომენდაციის
მომზადებისას კომისია მხედველობაში იღებს კანდიდატის დამოუკიდებლობას,
მიუკერძოებლობას, პიროვნულ და პროფესიულ რეპუტაციას და ქცევას. ასევე სხვა
გარემოებას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის დამოუკიდებლობას ან
ასეთად აღქმას საზოგადოების მხრიდან. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის
ონლაინრეჟიმში
ტრანსლირება
უნდა
უზრუნველყოს
საქართველოს
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.“;
„72. გასაუბრების დაწყებამდე საკონკურსო კომისია მოიძიებს ინფორმაციას
თითოეული კანდიდატის პროფესიული კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების
შესახებ. ინფორმაციის მოსაძიებლად საკონკურსო კომისია უფლებამოსილია
დაუკავშირდეს კანდიდატის ყოფილ და მოქმედ დამსაქმებლებს, კოლეგებს,
შესაბამისი სასწავლებლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და ნებისმიერ სხვა პირს,
ვინც შეიძლება ფლობდეს ინფორმაციას კანდიდატის პროფესიული კომპეტენციის,
რეპუტაციისა და კეთილსინდისიერების შესახებ. პრეზიდენტისთვის დასაბუთებული
რეკომენდაციის წარდგენისას კომისია ვალდებულია გაითვალისწინოს ინფორმაციის
მოძიებისას მიღებული ცნობები. კანდიდატზე ინფორმაციის მოძიების პერიოდში
ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია კომისიას მიაწოდოს
დასაბუთებული ინფორმაცია კანდიდატის კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების
შესახებ.“;
ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა
საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის
ასარჩევად წარდგენის მიზნით წარუდგენს თითო ვაკანტურ თანამდებობაზე 2-ჯერ
მეტ და არაუმეტეს 3-ჯერ მეტ კანდიდატურას. კონკურსში მონაწილე ყველა
კანდიდატის კენჭისყრის შედეგები და კანდიდატის მხარდაჭერის ან მის
მხარდაჭერაზე უარის თქმის შესახებ საკონკურსო კომისიის წევრთა მოტივაცია
აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც საჯაროა. კანდიდატების
შერჩევიდან
არაუგვიანეს
7
დღისა
საქართველოს
პრეზიდენტი
იღებს
გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ან მათ შერჩევაზე უარის
თქმის შესახებ. კანდიდატთა შერჩევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ცესკოს ასარჩევ წევრთა
რაოდენობაზე 2-ჯერ მეტ კანდიდატურას. თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ
შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.“;
ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ცესკოს იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც არჩეულია
საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლები ხმით, 6
თვეა. დაუშვებელია ცესკოს წევრად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა.“;
ზ) 111 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) მუხლის ბოლოს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის, „ფინანსური გამჭვირვალობა“ გულისხმობს, რომ
ორგანიზაციის საქმიანობის ფინანსური წყაროები საჯაროდ ხელმისაწვდომია და მის
მიერ მიღებული ფინანსების განკარგვა სისტემატურად ექვემდებარება ფინანსურ
აუდიტს თავად ამ ორგანიზაციის ან დონორი ორგანიზაციის მოთხოვნით.
„შინაარსობრივი გამჭვირვალობა“, ამ მუხლის მიზნებისთვის, გულისხმობს, რომ
ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის და პროექტების შინაარსობრივი
შედეგები ცნობილი და საჯაროდ ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის. ეს
შესაძლებელია იყოს სამართალწარმოება სასამართლოში ან საარჩევნო საკითხებზე,
დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა სფეროში წარმოებული კვლევები,
ანგარიშები, განცხადებები და სხვა.“.
3. მე-20 მუხლის:
ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ცესკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ თავის ოფიციალურ
ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას მათ ბიოგრაფიებთან ერთად. კენჭისყრამდე
ცესკო კანდიდატებთან ატარებს საჯარო გასაუბრებას, რომლის ონლაინრეჟიმში
ტრანსლირებაც უნდა მოხდეს ცესკოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.“;
ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი
კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის
კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ
ორი მესამედი. თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი
აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე
კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ
შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული ისევ ვერ გამოვლინდა,
იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ყველა ვაკანსია არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე
კონკურსი თავიდან ცხადდება.“;
გ) მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ1 ქვეპუნქტი:
„დ1) პირი, რომელიც ბოლო 3 საერთო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიის მიერ
დანიშნული იყო რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად ან
წარმომადგენლად.“.
4. 21-ე მუხლის „დ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ2) ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო
ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით
კომისიის სხდომაზე გამოავლინოს ამ უბნების რაოდენობის 10%-ის ტოლი საარჩევნო
უბანი, გახსნას მათი საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და
ხელახლა დათვალოს ყველა ტიპის საარჩევნო ბიულეტენები და ხელმოწერების
რაოდენობა საარჩევნო სიებში“.
5. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისია სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით. ამ პუნქტით
განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ
მონაწილეობს, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის
კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს
ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი).
დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო
საერთო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიის მიერ ბოლო 3 საერთო არჩევნებზე
დანიშნული იყო რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად ან
წარმომადგენლად.“.
6. 25-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა
და კომისიის მდივანს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე
სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო
საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2
წევრს.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში
შექმნილი კომისიისათვის-არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა
სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის- არჩევნების დღემდე მე-19 დღისათვის
საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში 12-ზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3
დღის ვადაში 12-მდე შესავსებად კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვთ ზემდგომ
საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე
შემთხვევაში) კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული
კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის
წესს, პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი
ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება,
აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან
ცესკოს მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში 12-ზე
ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის 12-მდე შესავსებად კომისიის წევრის
არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს,
შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს.“;
დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საოლქო საარჩევნო კომისია და ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს
ირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.
არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ
რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის
მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ
შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა,
იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ამ პუნქტით დადგენილი პროცედურის
შესაბამისად გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, გადაწყვეტილებას იღებს
ცესკო.“;
ე) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მისი
არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან და წყდება შესაბამის
საოლქო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.“.
7. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
„ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების−სასაზღვრო პოლიციის მიერ იმ
მოქალაქეთა შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომელთაც მონაცემთა
ელექტრონული ბაზის ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში შემოსვლის
მიზნით არ გადმოუკვეთავთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.“.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:
„მუხლი
321. საკონსულო აღრიცხვაზე ან უცხოეთში მყოფი იმ ამომრჩევლების
არჩევნებში მონაწილეობის სპეციალური წესი, რომლებიც არჩევნების დღისთვის
იქნებიან საქართველოში
1.
ამომრჩევლებისთვის, რომელთაც ამომრჩეველთა ერთიან სიასა და
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, ფაქტობრივი მდგომარეობის გრაფაში უწერიათ
„საკონსულო აღრიცხვაზეა“ ან „იმყოფება უცხოეთში“, დგება ცალკე სპეციალური სია,
რომლის
მეშვეობითაც
მონაწილეობა,
თუ
მათ
ისინი
ეძლევათ
არჩევნების
შესაძლებლობა
დღეს
მიიღონ
ფიზიკურად
არჩევნებში
გამოცხადდებიან
საქართველოში არსებულ შესაბამის საარჩევნო უბანზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის
ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი
ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა
სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო
კომისიისათვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია
დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში
თვალსაჩინო ადგილას.“.
9. 33-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
კენჭისყრის
დღეს
კენჭისყრის
შენობაში
მისვლის
შეუძლებლობის
შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის
მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 6 დღით
ადრე მაინც. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი
ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის
საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა. ამომრჩეველი
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:
ა)
საუბნო
რეგისტრაციაში
საარჩევნო
გაატარებს
კომისიის
და
მდივანი
ხელმოწერით
სარეგისტრაციო
დაადასტურებს
ჟურნალში
ამომრჩევლის
წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს
მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში
მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო
და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);
ბ) ამომრჩეველთა განცხადებების წარდგენა გადასატანი საარჩევნო ყუთის
სიაში შეყვანის მოთხოვნით შესაძლებელია ცესკოს ვებგვერდზე ელექტრონული
საშუალებით. რეგისტრაციის წესებს, განცხადების ფორმასა და სხვა პროცედურებს
ამტკიცებს ცესკო;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
რეგისტრაციისას ცესკო ყოველი დღის ბოლოს საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს
იმ ამომრჩევლების განცხადებებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ ელექტრონული
საშუალებებით გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მოთხოვნით, ხოლო
საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ მონაცემებს გადასცემს საუბნო საარჩევნო
კომისიას;
დ)
ამომრჩევლის
გადაყვანას
გადასატანი
საარჩევნო
ყუთის
სიაში
ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფაქტობრივი მდგომარეობის გრაფაში აღნიშნავს ცესკო,
საუბნო
საარჩევნო
კომისიისთვის
განკუთვნილი
და
საჯარო
ინფორმაციას
მიკუთვნებული საარჩევნო სიების საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემამდე,
ხოლო სპეციალური სიიდან ამომრჩევლის გადაყვანას გადასატანი საარჩევნო ყუთის
სიაში აღნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისია, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გადასატანი ყუთის სიაში
ამომრჩევლის
შეყვანის
ელექტრონული
თაობაზე
საშუალებებით
კომისიაში
შემოსული/ცესკოს
დარეგისტრირებული
ვებგვერდზე
თითოეული
განცხადება
ადგილზე გადაამოწმოს განცხადების კომისიაში რეგისტრაციიდან 2 კალენდარული
დღის
ვადაში.
გადასატანი
საარჩევნო
ყუთის
სიაში
ამომრჩევლის
შეყვანის
მიზანშეწონილობას ამოწმებს კომისიის არანაკლებ 2 წევრისა. აღნიშნული კომისიის
წევრები ადგენენ აქტს და კომისიას წარუდგენენ მოხსენებით ბარათს გადამოწმების
შედეგებთან
დაკავშირებით.
კომისია
აღნიშნული
მოხსენებითი
ბარათის
საფუძველზე, კომისიაში მოხსენებითი ბარათის რეგისტრაციიდან 1 კალენდარული
დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას გადასატანი საარჩვენო ყუთის სიაში
ამომრჩევლის შეყვანის/შეყვანაზე უარის თქმის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილება
დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში და
დაუყოვნებლივ უნდა
გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს ცესკოს.“;
„32.
გადასატანი
საარჩევნო
ყუთის
სიაში
თითოეული
ამომრჩევლის
შეყვანასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია
კომისიის სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით. საუბნო საარჩევნო
კომისიის განკარგულება დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში.“.
10. 61-ე მუხლის :
ა) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების,
აგრეთვე ამ კანონის 321 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სიისა და
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით;“.
11. 63-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) და
სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს
მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტის წარდგენის შემთხვევაში.“.
12. 64-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
მარკირება
საავადმყოფოებსა
და
არ
გამოიყენება
სხვა
სტაციონარულ
პენიტენციურ
დაწესებულებებში,
სამკურნალო
დაწესებულებებში
(ავადმყოფების მიმართ).“.
13. 65-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების
პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას არ მიეცემა კენჭისყრაში
მონაწილეობის
უფლება.
კენჭისყრის
ოთახში
ამომრჩეველთა
ნაკადის
მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის
პირადობის ელექტრონულ მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და
ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი
ამომრჩეველი არ იმყოფება.“;
„ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო
მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის
პირველი ასო ან იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც განთავსებულია
ამომრჩეველთა სპეციალური სიები და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამოწმებს წარდგენილ
დოკუმენტში/დოკუმენტებში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების
ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამ ამომრჩევლის
სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში
არსებული
ფოტოსურათების
ერთმანეთთან
შესაბამისობას.
შესაბამისობის
დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი ახორციელებს
ამომრჩევლის მარკირებას და ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში,
რის შემდეგაც ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის
(ბიულეტენების) მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას
ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს მის (მათ) უკანა გვერდზე სათანადო
გრაფაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალური ბეჭდით ამოწმებს.“;
ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
„23) თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პირს საარჩევნო სიის გრაფაში „ფაქტობრივი
მდგომარეობა“ უწერია „საკონსულო აღრიცხვაზეა“ ან „იმყოფება უცხოეთში“,
რეგისტრატორი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამ
პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს
კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი
ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც
აღნიშნავს ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით
ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მდივნისა და
წილისყრით გამოვლენილი 3 კომისიის წევრის ხელმოწერებით. ამის შემდეგ,
ამომრჩეველი მიდის იმ რეგისტრატორთან, რომელსაც აქვს ამ კანონის 321 მუხლით
გათვალისწინებული სპეციალური სია.“.
14. 66-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს გადასცემს
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, ამ სიაში არსებული ამომრჩევლების რაოდენობის
ტოლ სპეციალურ კონვერტებს
და ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ
ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ გონივრული რაოდენობის
საარჩევნო ბიულეტენებს და მარკირების სითხეს.“.
15. 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მთვლელები თანმიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და
სპეციალური სიების, აგრეთვე ამ კანონის 321 მუხლით გათვალისწინებული
სპეციალური სიისა და გადასატანი ყუთის სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს
დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც
ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ამომრჩეველთა ერთიან, სპეციალურ, ამ კანონის
321 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სიისა და გადასატანი ყუთის სიებს.“.
16. 71-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ ზ1) ამ კანონის 321 მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ სიაში
ამომრჩეველთა რაოდენობა;“;
ბ) მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რომელთაც
არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ამ კანონის 321 მუხლით გათვალისწინებულ
სპეციალური სიით;“;
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად საოლქო საარჩევნო
კომისიას ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა
ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია, მათი მოთხოვნის შემთხვევაში,
დაუყოვნებლივ გადასცემს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით შესაბამისად
უფლებამოსილ სუბიექტებს ამ სიების იმგვარად შესრულებულ ფოტოასლს, რომელიც
შეიცავს მხოლოდ საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ მონაცემებს და
კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებს. სიის ფოტოასლი უნდა
დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.“;
დ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:
„15. საუბნო საარჩევნო კომისიიდან საოლქო საარჩევნო კომისიისათვის
გადაცემული
დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია არჩევნების შედეგების
საბოლოო შეჯამებამდე ინახება საოლქო კომისიის სპეციალურ საცავში. ამ პერიოდის
განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისია/ცესკო უზრუნველყოფს საცავის
პერიმეტრის უწყვეტ ვიდეომონიტორინგსა და ვიდეოჩაწერას, რომელიც რეალურ
დროში განთავსებული იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ჩამოსატვირთად
ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პირისთვის.“;
„16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ,
საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს უგზავნის ამომრჩეველთა სიებს კენჭისყრის
მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. ცესკო მათ ახარისხებს და უზრუნველყოფს
მათ ელექტრონულ დამუშავებას იმგვარად, რომ ამომრჩეველს შეეძლოს მისი
კენჭისყრაში მონაწილეობის გადამოწმება ონლაინრეჟიმში. დოკუმენტაციას
მატერიალური ფორმით ცესკო ინახავს არქივში.“.
17. 761 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) არჩევნების მეორე ტურისთვის გამოიყენება სპეციალური სიები, რომლებიც
მეორე ტურის ჩატარების დღისათვის აკმაყოფილებს ამ კანონის 32-ე და 321 მუხლებით
დადგენილ მოთხოვნებს;“;
ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) არჩევნების მეორე ტურის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის
შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 6
დღისა მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთის
მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით. მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს
მე-2 დღისა საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას ამ
კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების
შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის 12-მდე შესავსებად
საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 1 დღის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით,
კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში მიიღოს საკონკურსო საბუთები და ამ
საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს აირჩიოს საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები).”.
18. 184-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 184. არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი, რომელიც
მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის
რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან
რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე
1. ამომრჩეველი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს
მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტი და რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო
რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი
ადგილის (მისამართის) მიხედვით. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში
ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) არარსებობის
შემთხვევაში
შესაბამისი
ამომრჩეველი
არჩევნებში
მონაწილეობისათვის
უფლებამოსილია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს
21-ე დღისა გამოცხადდეს სააგენტოში, მიუთითოს თავისი ფაქტობრივი (დროებითი)
საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრული
ფორმატით.
ამ
შემთხვევაში
აღნიშნული
ამომრჩეველი
თავისუფლდება
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის
პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N 508 დადგენილებით
განსაზღვრული ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების
საფასურის გადახდისგან.
2. ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე
და რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის
ელექტრონული მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ამომრჩეველთა
ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული
ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. ასეთი
ადგილის (მისამართის) არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ამომრჩეველი
არჩევნებში მონაწილეობისათვის უფლებამოსილია არჩევნების დანიშვნის დღიდან
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა გამოცხადდეს სააგენტოში, მიუთითოს
თავისი ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს
ფოტოსურათი ციფრული ფორმატით. ამ შემთხვევაში აღნიშნული ამომრჩეველი
თავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის- სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში
საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების1, ამ
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის
გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29
დეკემბრის N 508 დადგენილებით განსაზღვრული ფოტოსურათის გადაღებისათვის
დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისგან.
3. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2028 წლის 1 ივნისამდე.“.
19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2038 , 2039 და 20310 მუხლები:
ა) „მუხლი 2038. 2028 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის და
მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებამდე არჩევნებში მონაწილეობის
უზრუნველსაყოფად პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის დროებითი წესი
2028 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის და
მუნიციპალიტეტის
ორგანოთა
საერთო
არჩევნებამდე
სააგენტომ
უნდა
უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ ფლობენ პირადობის
ელექტრონულ მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და სურთ არჩევნებში
მონაწილეობის მიღება, ელექტრონული პირადობის მოწმობების უსასყიდლოდ
გადაცემა.“;
ბ) „2039. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტისა და
მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის
ელექტრონული საშუალებებით განხორციელება
1. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის და
მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებამდე ელექტრონული საშუალებებით
კენჭისყრის
ჩატარების,
საარჩევნო
უბანში
ამომრჩევლის
ვერიფიკაციის
(ელექტრონული რეგისტრაციის), ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემის,
ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთვის გამოიყენება ამ კანონით
დადგენილი ზოგადი წესი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის და
მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებამდე საქართველოს პარლამენტისა
და მუნიციპალიტეტის ორგანოთა ნებისმიერი სახის არჩევნებში საარჩევნო უბანზე
მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების
შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები უნდა განხორციელდეს ისეთი
ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის
ქაღალდის მატარებლის ტრადიციული მეთოდით გადათვლის შედეგად იძლევა
არჩევნების შედეგების გადამოწმების შესაძლებლობას.
3.
საუბნო საარჩევნო კომისია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით
მიღებულ კენჭისყრის შედეგებს დაუყოვნებლივ აცნობებს საოლქო საარჩევნო
კომისიას, ეს უკანასკნელი კი-ცესკოს, რომელიც ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით
ასაჯაროებს კენჭისყრის წინასწარ შედეგებს. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელ ოქმს ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტრადიციული
მეთოდით გადათვლის საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული
საშუალებების
გამოყენების
წესი
და
პირობები
განისაზღვრება
ცესკოს
დადგენილებით.
5. ცესკო ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების
განსახორციელებლად უზრუნველყოს შესაბამისი მოკვლევა და ბაზარზე არსებული
ყველაზე თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენების დანერგვა. ამ
მიზნის მისაღწევად დამატებითი ფინანსური სახსრების საჭიროების არსებობის
შემთხვევაში,
ცესკოს
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი
დაფინანსება გამოეყოფა.;
გ) “მუხლი 20310. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებამდე სხვა
სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლების ხმის მიცემის წესი
1. სხვა სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სრულად
სარგებლობენ ხმის უფლებით. დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები
ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ამ მოქალაქეების ხმის უფლებით თავისუფალი
სარგებლობის პირობები.
2. საქართველოს ნებისმიერ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეს,
რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ, შეუძლია ხმის მიცემა საზღვარგარეთ შექმნილ
საარჩევნო უბანზე, მიუხედავად იმისა, თუ რა სტატუსით იმყოფება იგი ამ ქვეყანაში.
სხვა სახელმწიფოში დაარსებულ საარჩევნო უბნის წევრებს არ აქვთ უფლება,
გამოიკვლიონ ამომრჩევლის შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერება.
3.
ცესკო,
საგარეო
საქმეთა
სამინისტრო,
დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა და საკონსულო უწყებების ხელმძღვანელები აცნობებენ
შესაბამისი ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნების ჩატარების
თარიღზე, დროსა და ადგილზე ინფორმაციის მათ შენობაში (შენობის შიგნით და/ან
მათ საინფორმაციო დაფებზე), ვებგვერდზე და მედიის საშუალებით გამოქვეყნების
გზით.
4. საზღვარგარეთ მცხოვრები ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს
მოქალაქეების წინასწარი რეგისტრაციის შესახებ ვადებს, წესებსა და პროცედურებს
დადგენილებით ადგენს ცესკო.
5. წინასწარი რეგისტრაცია მიზნად ისახავს:
ა) ამომრჩეველთა სავარაუდო რაოდენობის დადგენას, რომლებიც არჩევნების
დღეს
მისცემენ
ხმას
საზღვარგარეთ,
რათა
შეიქმნას
დამატებითი
უბნები
საზღვარგარეთ;
ბ) იმ ამომრჩეველთა სიის ფორმირებას, რომლებიც მისცემენ ხმას შესაბამისი
საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე;
გ)
შესაბამის
საარჩევნო
უბნებზე
საჭირო
ბიულეტენების
სავარაუდო
რაოდენობის დადგენას.
6. მოქალაქეებს, რომლებიც დროებით ან მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ,
შეუძლიათ წინასწარ და ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ ცესკოს ონლაინ
ვებგვერდზე შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით ან წარუდგინონ საქართველოს
დიპლომატიურ მისიებსა და/ან საკონსულოებს ან/და ცესკოს ერთი ან რამდენიმე
განცხადება (კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით), რომელსაც ხელს
აწერს არანაკლებ 200 ამომრჩეველი. ონლაინ ფორმას ავსებს ერთი ადამიანი, ხოლო
წერილობით განაცხადს შეუძლია ხელი მოაწეროს ერთზე მეტ ადამიანს.
7. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს იქმნება არანაკლებ 50 და არაუმეტეს
3000 ამომრჩევლისათვის. საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს მე-19 დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების,
ასევე, საზღვარგარეთ მყოფი არანაკლებ 200 ამომრჩევლის მოთხოვნის საფუძველზე.
ამ საარჩევნო უბნების შედეგებს ცალკე ოქმით აჯამებს ცესკო.
8. სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებზე არჩევნებში მონაწილეობენ:
კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან
საქართველოს
საკონსულო
აღრიცხვაზე,
ამომრჩევლები,
რომლებიც
რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო
აღრიცხვაზე,
აგრეთვე
ამომრჩევლები,
რომლებიც
არ
დგანან
საქართველოს
საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ
საარჩევნო წლის 1 მაისიდან
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში საარჩევნო მიზნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციას
გაივლიან
ცესკოს
მიერ
სპეციალურად
მათთვის
შექმნილი
ელექტრონული
აპლიკაციის მეშვეობით. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა (გარდა საზღვარგარეთ
რეგისტრირებული
პირებისა)
სიას
ადგენს
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტრო და კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება
საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან.
საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირთა სიას ადგენს სააგენტო და კენჭისყრამდე
არაუგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს; ელექტრონული საშუალებებით ცესკოს
შესაბამის პლატფორმაზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში რეგისტრირებული
ამომრჩევლების სიას ადგენს ცესკო კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-20 დღისა.
9. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ
საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში. ასევე,
წინასწარი რეგისტრაციის მიხედვით მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის
შესაბამისად, დროებით დაქირავებულ შენობებში, მათ შორის, შესაბამისი
სახელმწიფოს მთავრობებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმოებული
თანამშრომლობის გზით. ამ უბნების ორგანიზებას ახორციელებს ცენტრალური
საარჩევნო კომისია, მთავრობის წარდგინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და
სხვა სახელმწიფო უწყებებთან ორგანოებთან თანამშრომლობით.
10. ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამ კანონით დადგენილ ვადაში სიებში
შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე, გრაფაში „ფაქტობრივი
მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:
ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე,
აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“;
ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო
აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;
გ) რეგისტრირებულია საზღვარგარეთ, აღინიშნება „რეგისტრირებულია
საზღვარგარეთ“;
დ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო
აღრიცხვაზე და დარეგისტრირდა ცესკოს ელექტრონულ პლატფორმაზე
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში და აკმაყოფილებს კანონით დადგენილ
მოთხოვნებს, ასევე, იქ გაიხსნა საარჩევნო უბანი და შეყვანილია ამომრჩეველთა
სპეციალურ სიაში, აღინიშნება „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ სპეციალურ
სიაში“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის
„ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ორგანული კანონის,
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, შესაბამისად, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე12 მუხლის მე-11 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე
წარმოშობილ საარჩევნო ურთიერთობებზე. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება საქართველოს ორგანული კანონის,
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-111 პუნქტის ამოღების შესახებ,
ვრცელდება
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზეც.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართლოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2022 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო 12 პირობა, რომელთა
შესრულების შემთხვევაში ქვეყანა მოიპოვებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსს. ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს საარჩევნო სისტემაში არსებული
ხარვეზების გამოსწორება, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის
რეკომენდაციების გათვალისწინებით. 2021 წლის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს
პრეზიდენტის,
შარლ
მიშელის
შუამდგომლობით,
სახელისუფლებო
და
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს
პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენდა
ე.წ. „ამბიციური საარჩევნო რეფორმა“. 2021 წლის 2 ოქტომბერს გამართულ
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე პირველად პრაქტიკაში იმოქმედა ამ
რეფორმის შედეგად შემოღებულმა რეგულაციებმა და გამოვლინდა გარკვეული
ხარვეზები. ამასთან, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო
ცვლილები, რომელთა მიხედვითაც გაუქმდა 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების
შედეგად განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ზოგიერთი ფუნდამენტური
მონაპოვარი.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსში აისახოს
ნორმები, რომლებითაც შესრულდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული საარჩევნო რეფორმის განხორციელების
პირობა, ასახავს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების
საკითხებზე, გამოასწორებს უახლესი პრაქტიკიდან გამოვლენილ ხარვეზებს და
უპასუხებს სახელმწიფოს დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში არსებულ
გამოწვევებს.
ა.ა.ბ.) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:
ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხების
მოსაწესრიგებლად და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ევროკავშირის
რეკომენდაციის დროული და ჯეროვანი შესრულების მიზნით, აუცილებელია,
შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით გამოსწორდება ხარვეზები,
რომელიც გვხვდება საარჩევნო კოდექსში და რომელთა შესახებაც საუბარია ევროპის
საბჭოს, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ანგარიშებსა და რეკომენდაციებში.
ამასთან, ცვლილებები ეხმიანება 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას
და აკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც
საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის
კანდიდატის სტატუსი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების
შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს
შემდეგს:
საარჩევნო ადმინისტრაცია
„ანტიჩიხური მექანიზმის“ დახვეწა: 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება
ითვალისწინებდა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში,
შესაბამისი პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობისას ე.წ. „ანტიჩიხური
მექანიზმის“ არსებობას, რომლის მიხედვითაც ეს პირები 6 თვით აირჩევიან. ამ
დანაწესის საგამონაკლისო ბუნებიდან გამომდინარე, მისი რეგულარულად
ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და ნორმის მიზანთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს
წევრის მხოლოდ ერთი ვადით არჩევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ამასთან, ერთიანი მიდგომა არის შენარჩუნებული არჩევის ერთი ვადით
ლიმიტაციასთან მიმართებით, რაც შეეხება როგორც ორი მესამედით, ასევე
დაბალი კვორუმით არჩევის შემთხვევებს.
უქმდება წესი, რომლის თანახმადაც ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს
უფლებამოსილების
ვადა
ახალი
თავმჯდომარის/წევრის
არჩევამდე
უხანგრძლივდებათ. მოქმედი დანაწესი ეწინააღმდეგება დემოკრატიული
სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს, აძლევს რა, მაგალითისთვის, 6 თვის
ვადით არჩეულ პირს
ამ ვადის გასვლის შემდეგ გაუხანგრძლივდეს
უფლებამოსილების ვადა იმაზე მეტი ხნითაც კი, ვიდრე ის არჩეული იყო.
ხსენებული
ნორმა
ნათელი
გამოვლინებაა
ე.წ.
„ანტიჩიხური მექანიზმის“ სრული შეუსაბამობისა იმ მიზანთან, რომლის
მისაღწევადაც ის თავდაპირველად იქნა მიღებული.
იცვლება ცესკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის პროცესში საკონკურსო
კომისიის ეტაპის მომწესრიგებელი ნორმები. ცვლილებები ეხება, როგორც
საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების წესს, ასევე გამჭვირვალობის ზრდას.
ამ მიზნით, წესდება გასაუბრების საჯაროობისა და სავალდებულო პირდაპირი
ტრანსლირების მოთხოვნა.
2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, უქმდება
საუბნო საარჩევნო კომისიებში უფლებამოსილი პარტიების მიერ წევრების
დანიშვნის უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზემდგომი
კომისიის მიერ წევრების 17-მდე შევსების წესი და ეს ზღვარი განისაზღვრება 12
წევრით.
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად არჩევის უფლება უბრუნდებათ
პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს. ასევე, უქმდება მუხლი, რომლის
მიხედვითაც ეს უკანასკნელნი არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის
რეგისტრატორის ფუნქციის განაწილების წილისყრაში. შესაბამისად, საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრები აღარ იქნებიან არათანასწორ მდგომარეობაში და
მათ თანაბარი შანსები ექნებათ საარჩევნო ადმინისტრატორის ფუნქციათა
განსახორციელებლად.
ამორჩეველთა სიები
იცვლება ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი და მცირდება
შესაძლო მანიპულაციების შედეგად უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების
მაგივრად ხმის მიცემის შესაძლებლობები. დამოუკიდებლობის აღდგენის
შემდეგ, საქართველოს მრავალმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გამომდინარე
იქიდან, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის მომდევნო წლებში არ არსებობდა
აღრიცხვისა და კონტროლის ქმედითი მექანიზმები, ამ პირთა ზუსტი
რაოდენობის დადგენა დღეს შეუძლებელია. თუმცა, შესაბამისი ელექტრონული
ბაზის შექმნის შემდეგ, სახელმწიფო ფლობს ინფორმაციას ყველა იმ პირზე, ვინ
ოფიციალურად გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. შესაბამისად,
ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესში სავალდებულო ხდება
სასაზღვრო პოლიციის მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე იმ
პირთა შესახებ მონაცემების გათვალისწინება, რომელთაც ამ ბაზის შექმნიდან
არჩევნებამდე შესაბამის ვადაში არ გადმოუკვეთავთ საქართველოს
სახელმწიფო საზღვარი საქართველოში დაბრუნების მიზნით. ამ კატეგორიის
ამომრჩეველთა შესახებ მონაცემები შეიტანება ცალკე სპეციალურ სიაში. თუ ამ
სიაში მყოფი ამომრჩეველი ფიზიკურად გამოცხადდება საქართველოში
არსებულ შესაბამის საარჩევნო უბანზე, მას მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის
შესაძლებლობა სპეციალური პროცედურის გავლის შემდეგ, რაც გულისხმობს
ფაქტის აღნიშვნასა და კომისიის თავმჯდომარის, მდივნისა და წილისყრით
გამოვლენილი 3 წევრის ხელმოწერებით დადასტურებას.
გახანგრძლივდა იმ მუხლის მოქმედების ვადა, რომლითაც იმ ამომრჩევლებს,
რომლებიც მოიხსნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან
რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს
გადაწყვეტილებით, ეძლევათ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ
რეგისტრაციის ბოლო მისამართის მიხედვით.
იცვლება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი. ამ სიაში
მოხვედრა შესაძლებელი ხდება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 6 დღისა.
ამომრჩეველი, რომელმაც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის
მოთხოვნით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიას, დაექვემდებარება
სავალდებულო წესით გადამოწმებას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ
განცხადების რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. ამომრჩევლის გადამოწმება
გულისხმობს შემდეგს: კომისიამ უნდა განახორციელოს ვიზიტი თითოეულ
ამომრჩეველთან და ყოველი შემოსული განცხადების შემდეგ დარწმუნდეს
ამომრჩევლის ჯანმრთელობის იმგვარ მდგომარეობაში, რომ მას კენჭისყრის
დღეს ნამდვილად არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა. გადასატანი
საარჩევნო
ყუთის
სიაში
შეყვანილი
ამომრჩევლებით
საარჩევნო
მანიპულაციების აღმოფხვრის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში
შეყვანის შესახებ საარჩევნო კომისიაში შემოსული თითოეულ განცხადებასთან
დაკავშირებით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილება განკარგულებით კომისიის
წევრთა მოხსენებითი ბარათის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღეს და
სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით. საუბნო საარჩევნო კომისია
ვალდებული უნდა იყოს თითოეული განკარგულება გაუგზავნოს საოლქო
საარჩევნო კომისიას, რომელიც თავის მხრივ ამ ინფორმაციას უგზავნის ცესკოს
არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა. ცენტრალური საარჩევნო კომისია
გადასატან საარჩევნო ყუთში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ შესაბამის
ჩანაწერს აკეთებს ერთიან სიებში ფაქტობრივი მდგომარეობის გრაფაში
საარჩევნო სიების ბეჭდვამდე. ასევე, ცესკო ბეჭდავს საუბნო საარჩევნო
კომისიების მიერ განკარგულებებით დამტკიცებულ გადასატანი საარჩევნო
ყუთის სიებს და ბეჭდური სახით გადასცემს მათ ერთიან სიებთან ერთად.
უფლებამოსილ სუბიექტებს, მათ შორის, ამომრჩევლებს, ეძლევათ
შესაძლებლობა
გაეცნონ
კენჭისყრაში
მონაწილე
ამომრჩეველთა
ხელმოწერებიანი სიის საჯარო სარგებლობისთვის განკუთვნილ ვერსიას.
აღნიშნული ცვლილება თანაბარ პირობებში ჩააყენებს ყველა საარჩევნო
სუბიექტს, გაზრდის საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის ხარისხს და
შეამცირებს სივრცეს ამ მიმართულებით განსახორციელებელი შესაძლო
მანიპულაციებისთვის.
ამომრჩევლის იდენტიფიცირება
კენჭისყრაში მონაწილეობა შესაძლებელი ხდება მხოლოდ საქართველოს
მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობითა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის მეშვეობით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეთა
აქტიური საარჩევნო უფლების სათანადოდ რეალიზების მიზნით,
სახელმწიფოს გარდამავალ პერიოდში ეკისრება ვალდებულება, ამომრჩევლებს,
რომლებიც არ ფლობენ პირადობის ელექტრონულ მოწმობას, უსასყიდლოთ
გადასცეს ასეთი (ჩიპიანი ან ჩიპის გარეშე) მოწმობები.
საარჩევნო
პროცედურების
განხორციელება
ელექტრონული
საშუალებების
გამოყენებით
2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტისა და
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო უბანზე მისული
ამომრჩევლის რეგისტრაცია (ვერიფიკაცია-ელექტრონული რეგისტრაცია), ხმის
მიცემა, ხმების დათვლა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის
პროცედურები განხორციელდება ისეთი ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის ქაღალდის მატარებლის
ტრადიციული მეთოდით გადათვლის შედეგად იძლევა არჩევნების შედეგების
გადამოწმების შესაძლებლობას. პროექტის თანახმად, ელექტრონული
საშუალებები
კენჭისყრის
პროცედურების
მხოლოდ
ჩამოთვლილ
კომპონენტებს შეეხება და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე
განახორციელა რამდენიმე საპილოტე პროექტი, რაც საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად, აუცილებელი წინაპირობაა კენჭისყრის პროცესში
ტექნოლოგიური ნოვაციების საერთო არჩევნებზე დანერგვისთვის. ხაზი უნდა
გაესვას იმ გარემოებას, რომ კენჭისყრის პროცესი არ იქნება სრულად
დიგიტალიზებული, არამედ იარსებებს ე.წ. „ქაღალდის კვალიც“, რომელიც
ხმების დათვლისა და არჩევნების შედეგების შეჯამების ტრადიციული
მეთოდით განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, რაც აუცილებელია
საწყის ეტაპზე არჩევნებისა და გამოყენებული ტექნოლოგიური მეთოდისადმი
ნდობის
არსებობისათვის.
ამასთან,
გამოყენებული
ელექტრონული
საშუალებების მიერ მიღებული წინასწარი შედეგები უნდა გასაჯაროვდეს,
თუმცა იურიდიული ძალა მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ
ბიულეტენების დათვლის საფუძველზე შეჯამებულ შედეგებს ექნებათ.
გარდამავალი პერიოდი კი განისაზღვრება 10 წლის ვადით, რაც, გონივრული
ვადაა არსებული ტექნოლოგიებისა და ფინანსური დანახარჯების
რაციონალური
ათვისებისთვის,
ასევე,
იძლევა
შესაძლებლობას,
ტექნოლოგიური პროგრესის ტემპის გათვალისწინებით, ახალი ტიპის
ტექნოლოგიური საშუალების დანერგვისთვის.
საზღვარგარეთ
მყოფი
შესაძლებლობის გაზრდა
ამომრჩევლებისთვის
არჩევნებში
მონაწილეობის
საქართველოში, სხვადასხვა საერთო არჩევნებში, სხვა სახელმწიფოში მყოფი
მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი
საზღვარგარეთ იმყოფება და საზღვარგარეთ ემიგრაციის ტენდენცია მზარდია,
სახელმწიფო ვერ სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს კონსტიტუციული
უფლების სრულად რეალიზების საშუალებას. ამომრჩევლებს სხვადასხვა
მიზეზები ზღუდავთ: საზღვარგარეთ სიების ფორმირება დამოკიდებულია
მხოლოდ საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომით ან საზღვარგარეთ რეგისტრირების
შემთხვევაში. კანონი ადგენს ასევე ერთ შესაძლებლობას, რომ არჩევნებამდე
არაუგვიანეს 21-ე დღისა ამომრჩეველმა რეგისტრაცია გაიაროს შექმნილ
საარჩევნო უბანში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. თუმცა ეს ნორმა
პრაქტიკაში არ მუშაობს. საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ამომრჩევლის
დაბალი აქტივობის ძირითადი ხელისშემწყობი ფაქტორებია:
ა) მოქალაქეთა დიდი რაოდენობა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება
არალეგალურად ან არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე, ერიდება საკონსულო
აღრიცხვაზე დადგომას და ხედავს სხვადასხვა სახის რისკებს, შესაბამისად,
არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათთვის შეუძლებელია ხმის
მიცემა;
ბ) ამომრჩევლების ნაკლები ინფორმირებულობა არჩევნებთან დაკავშირებულ
ბიუროკრატიულ პროცედურებზე. ის მოქალაქეებიც კი, რომლებიც საკონსულო
აღრიცხვაზე დგანან ან რეგისტრირებულები არიან საზღვარგარეთ, ვერ
ახერხებენ გარკვევას სად და როგორ უნდა გადაამოწმონ საკუთარი თავი ან
როგორ მისცენ ხმა;
გ) არსებული პრაქტიკით, საარჩევნო უბნები იხსნება ძირითადად
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. გახსნილი საარჩევნო
უბნების სიშორის გამო, ამომრჩევლებისთვის შეუძლებელია საარჩევნო
უბნებზე მისვლა, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ფინანსურ თუ სხვა
პრობლემებთან.
პროექტის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნები შეიძლება შეიქმნას
არა მხოლოდ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საფუძვლით,
არამედ საზღვარგარეთ მყოფი არანაკლებ 200 ამომრჩევლის მოთხოვნით, მათი
ადგილსამყოფელის შესაბამისად. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს საარჩევნო
სიის (სპეციალური სია) ფორმირება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს
მოქალაქეებისა მათი ადგილსამყოფელის მიხედვით.
საქართველოს აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს,
რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ, უნდა შეუძლოს ხმის მიცემა
საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანზე, მიუხედავად იმისა, თუ რა
სტატუსით იმყოფება იგი ამ ქვეყანაში. საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთ
წევრს და მოხელეს არ ექნება უფლება, გამოიკვლიოს ამომრჩევლის შესაბამისი
ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერება.
საარჩევნო წლის 1 მაისიდან ცესკომ, ვებგვერდზე უნდა განათავსოს
სპეციალური, სიებში რეგისტრაციის ელექტრონული აპლიკაცია, რომლის
საშუალებითაც სხვა სახელმწიფოში მყოფ მოქალაქეებს შეეძლებათ
რეგისტრაცია გაიარონ ამომრჩეველთა სპეციალურ სიებში და დააფიქსირონ,
თუ რომელ ქვეყანაში და ქალაქში სურთ მოითხოვონ საარჩევნო უბნის გახსნა.
ასევე, ალტერნატივის სახით, შეიქმნება ცხელი ხაზი, რომელიც საზღვარგარეთ
მყოფ ამომრჩევლებს მოემსახურება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით,
სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ დააფიქსირონ თავიანთი მონაცემები და
მიიღონ აღნიშნულ საკითხზე მათთვის საინტერესო დამატებითი ინფორმაცია.
რეგისტრაციის ვადებს, წესებსა და პროცედურებს დადგენილებით დაადგენს
ცესკო. წინასწარი რეგისტრაცია მიზნად ისახავს:
ა) ამომრჩეველთა სავარაუდო რაოდენობის დადგენას, რომლებიც არჩევნების
დღეს მისცემენ ხმას საზღვარგარეთ, რათა შეიქმნას დამატებითი უბნები
საზღვარგარეთ;
ბ) იმ ამომრჩეველთა სიის ფორმირებას, რომლებიც მისცემენ ხმას შესაბამისი
საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე;
გ) შესაბამის საარჩევნო უბნებზე საჭირო ბიულეტენების სავარაუდო
რაოდენობის დადგენას.
მოქალაქეებს, რომლებიც დროებით ან მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ,
შეეძლებათ წინასწარ და ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ ცესკოს
ვებგვერდზე შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით ან წარუდგინონ საქართველოს
დიპლომატიურ მისიებსა და/ან საკონსულოებს ან/და ცესკოს ერთი ან
რამდენიმე განცხადება (კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით),
რომელსაც ხელს უნდა აწერდეს არანაკლებ 200 ამომრჩეველი. ონლაინფორმა
უნდა შეავსოს ერთი ადამიანი, ხოლო წერილობით განაცხადს შეუძლია ხელი
მოაწეროს ერთზე მეტმა ამომრჩეველმა.
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ
საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში. ასევე,
წინასწარი რეგისტრაციის მიხედვით მიღებული და დამუშავებული
ინფორმაციის შესაბამისად, მოთხოვნილ ქვეყნებსა და ქალაქებში დროებით
დაქირავებულ/უსასყიდლოდ დათმობილ შენობებში, მათ შორის, შესაბამისი
სახელმწიფოს მთავრობებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
წარმოებული
თანამშრომლობის
გზით.
ამ
უბნების
ორგანიზებას
განახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მთავრობის
წარდგინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო
უწყებებთან ორგანოებთან თანამშრომლობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან მისი მიზანი არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციის შესრულება. ამასთანავე
გათვალისწინებულია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანოპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
გამომდინარე შემჭიდროვებული ვადებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრობის
კანდიდატობის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი
რეკომენდაციის შესასრულებლადაა განსაზღვრული, აუცილებელია კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელია ხარჯების დაფინანსების
წყარო საშუალო ვადიან პერიოდში არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცენტრალური
საარჩევნო კომისიისათვის, იუსტიციის სამინისტროსთვის და საზოგადოებრივი
მაუწყებლისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები. ამასთანავე, 2032 წლის
ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის
ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ზოგიერთი
პროცედურის
ელექტრონული
საშუალებებით
განხორციელება
გამოიწვევს
არჩევნების ჩატარებისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფის
საჭიროებას, რა მიზნითაც, გარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
დაფინანსების გამოყოფისა, დაგეგმილია ხარჯების ნაწილის დაფინანსების თანხის
დონორი ორგანიზაციებისგან მოძიება.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისიწინებული ცვლილებების ძირითადი ნაწილისათვის
საჭირო მიმდინარე ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცენტრალური
საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან (როგორც ყველა
სხვა არჩევნების გამართვის დროს). ასევე, შესაძლებელია დამატებითი ფინანსების
მოძიება დონორი ორგანიზაციებიდან.
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემდეგი თვალსაზრისით: კანონპროექტით
წარმოდგენილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 2039-მუხლი ითვალისწინებს 2032
წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის
ორგანოთა არჩევნების საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ზოგიერთი პროცედურის
ელექტრონული საშუალებებით განხორციელებას. შესაბამისად, კანონპროექტის
მიღებამ ამ კუთხით შესაძლოა გამოიწვიოს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში იმ
ოდენობით,
რაც
საჭიროა
სათანადო
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის
უზრუნველსაყოფად, შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯების გასაწევად. ცესკო
ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მოკვლევა და ბაზარზე არსებული ყველაზე
თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენების დანერგვა. ამ ხარჯების
რაოდენობა დამოკიდებულია იმ გარემოებებზე, თუ რა რაოდენობის მატერიალურტექნიკური საშუალებების შეძენა და რა რაოდენობის ადამიანური რესურსი იქნება
საჭირო კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველსაყოფად. უნდა
აღინიშნოს, რომ პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პარტია არ
დანიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს/მის ადგილმონაცვლეს, შესაბამის
ზემდგომ საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის არჩევის
უფლება ექნება არა 17-მდე, არამედ 12-მდე შესავსებად. ამ მოცემულობის
გათვალისწინებით, მოსალოდნელია საბიუჯეტო სახსრების ეკონომია იმის
მიხედვით, თუ რამდენი იქნება შესაბამის არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიების
შემადგენლობაში
ვაკანტური
ადგილების
რაოდენობა.
აგრეთვე,
ცესკოს
კანდიდატებთან გასაუბრების საჯარო ტრანსლირება და საცავის პერიმეტრის
უწყვეტი მონიტორინგი და ვიდეოჩაწერა, რომელიც განთავსებული იქნება ვებგვერდზე, დაკავშირებული იქნება დამატებით ხარჯებთან.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
კანდიდატებთან
გასაუბრების
ონლაინრეჟიმში
ტრანსლირების უზრუნველყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები
საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, ხოლო ელექტრონული პირადობის მოწმობის
უფასოდ გაცემისათვის იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურას
დასჭირდება დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის დ1 პუნქტის თანახმად, პირები,
რომლებიც ბოლო 3 საერთო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული
იყვნენ რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად ან წარმომადგენლად, არ
შეიძლება კვლავ დაინიშნონ ამ პოზიციაზე, შესაბამისად ვეღარ მიიღებენ
ანაზღაურებას ამ პუნქტში მოხსენიებული 3 წლიანი ვადის პერიოდში. ასევე, ცესკოს
წევრისა და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთხელ. ამასთან,
უქმდება ცესკოს 6 თვის წესით არჩეული თავმჯდომარის უფლებამოსილების
უვადოდ გაგრძელების წესი, რაც ზეგავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ
შემოსავალზე, რომლებსაც 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ აღარ ექნებათ ამ
პოზიციაზე
დარჩენის
უფლება.
იცვლება
საუბნო
საარჩევნო
უბნების
თავმჯდომარეების არჩევის წესი, რაც ასევე ზეგავლენას მოახდენს იმ პირების
ფინანსებზე, რომლებიც აირჩევიან ამ პოზიციაზე.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების შედეგად შეიძლება გაიზარდოს იმ პირების
შემოსავლები, რომლებისგანაც განხორციელდება კანონპროექტით განსაზღვრული
საკითხების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების
შესყიდვა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს
(ფულად შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისიო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, -მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთი არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთი არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე)კანონპროექტის ავტორი:
დავით უსუფაშვილი, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, თამარ
ჩარკვიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
დავით უსუფაშვილი, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, თამარ
ჩარკვიანი.