„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 204-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.დ) ცესკოს 7 წევრის- ისე, რომ 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურა
იქნეს წარდგენილი;“;
ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)
სრული
შემადგენლობის
შემადგენლობის
არანაკლებ
სამი
არანაკლებ
ორი
მეხუთედით
ან
მესამედით,
სრული
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით, რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს წევრსა და ცესკოს
თავმჯდომარეს;“.
2. 205-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.
პარლამენტის
კანდიდატთაგან
მიერ
თითოეულ
ცესკოს
წევრის
კანდიდატს
არჩევისას
ცალკე
ეყრება
ცესკოს
წევრობის
კენჭი.
არჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობა. თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა
ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი
შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის
გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ
კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად არ
შეივსო
ყველა
ვაკანსია,
დარჩენილ
კანდიდატებს
პირველი
კენჭისყრიდან
არაუადრეს 4 კვირისა კენჭი ხელახლა ეყრებათ. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობა. თუ ვაკანსია ისევ არ შეივსო, მეორე
კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირისა იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული
კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს
პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ვაკანსია
კვლავ არ შეივსო, მესამე კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირისა იმართება კიდევ ერთი
კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი,
რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
თუ ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3
დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ
ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა,
არაუგვიანეს
3
დღისა
დარჩენილ
ვაკანსიაზე
ცხადდება
კონკურსი
კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.“
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
და
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
2022 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო 12 პირობა, რომელთა
შესრულების შემთხვევაში ქვეყანა მოიპოვებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსს. ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს საარჩევნო სისტემაში არსებული
ხარვეზების გამოსწორება, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის
რეკომენდაციების გათვალისწინებით. 2021 წლის 19 აპრილს, ევროპული საბჭოს
პრეზიდენტის,
შარლ
მიშელის
შუამდგომლობით,
სახელისუფლებო
და
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს
პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენდა
ე.წ. „ამბიციური საარჩევნო რეფორმა“, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები
განხორციელდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც, 2021 წლის დეკემბერში
საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილები, რომელთა მიხედვითაც გაუქმდა 2021
წლის 19 აპრილის შეთანხმების შედეგად განხორციელებული საარჩევნო რეფორმის
ზოგიერთი ფუნდამენტური მონაპოვარი, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის/წევრის
არჩევა მაღალი კვორუმით, რამდენიმე ეტაპად და ამ ეტაპებს შორის პოლიტიკური
კონსენსუსის მისაღწევად აუცილებელი დროის შუალედების დაცვით. 2021 წლის 30
დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით ეს
პროცედურები გაუქმდა. რეგლამენტის გარდა, ცვლილებები შევიდა საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსიც“, რომლის თანახმადაც,
დაწესდა ცესკოს ასარჩევ წევრთა ჯამურ რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატურის
წარდგენის სავალდებულობა, ნაცვლად მანამდე მოქმედი წესისა, რომლის
თანახმადაც 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურა უნდა ყოფილიყო
წარდგენილი. ეს წესი შესაბამისად აისახა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის რეკომენდაციის
შესრულების მიზნით, მომზადდა პროექტი „საქართველოს პარლამენტის ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“.
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის თანხვედრაში მოყვანა აღნიშნულ კანონპროექტთან.
ა.ა.ბ.) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის პროექტის მიღების
აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი წესრიგდება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით. ამდენად, მის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია
ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.“
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მიღებით, მხედველობაში მისაღები ნორმები შესაბამისობაში
მოვა იმ ცვლილებებთან, რომელიც შედის საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ეს ცვლილებები უპასუხებს ევროკავშირის
კანდიდატობის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის მოცემულ რეკომენდაციას.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ასარჩევად აუცილებელია პარლამენტის სრული
შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერა. თუ კანდიდატი ამ კვორუმით არ
აირჩევა, ხელმეორე კენჭისყრა იმავე პირობით უნდა ჩატარდეს კენჭისყრიდან
არაუადრეს 4 კვირისა. თუ შესაბამის მხარდაჭერას ვერც ერთი პირი მოიპოვებს, ამ
კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირისა კიდევ ერთი კენჭისყრა იმართება, სადაც
კვორუმი პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედამდე მცირდება. თუ
კვლავ ვერ მოხდება პირის არჩევა, მესამე კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირისა
ჩატარდება კიდევ ერთი კენჭისყრა, სადაც კვორუმი უბრალო უმრავლესობით
განისაზღვრება. ამასთან, აღდგება მანამდე მოქმედი წესი, რომ ერთ ვაკანსიაზე 2
კანდიდატი უნდა იყოს წარდგენილი.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის
პროექტით
გათვალისწინებული
რეგლამენტი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, რადგან მისი მიზანი არის ევროკავშირის წევრობის
კანდიდატის
სტატუსის
მისაღებად
ევროკავშირის
მიერ
განსაზღვრული
რეკომენდაციის შესრულება. ამასთანავე გათვალისწინებულია, რომ წარმოდგენილი
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
გამომდინარე შემჭიდროვებული ვადებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრობის
კანდიდატობის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი
რეკომენდაციის შესასრულებლადაა განსაზღვრული, აუცილებელია რეგლამენტის
პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს (ფულად შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის გავლენის შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს (ფულად შენატანს).
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისიო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეგლამენტის პროექტის მომზადება, -მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთი არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის
მიმართ, ასეთი არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე)რეგლამენტის პროექტის ავტორი:
დავით უსუფაშვილი, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, თამარ
ჩარკვიანი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
დავით უსუფაშვილი, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, თამარ
ჩარკვიანი.