„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
- „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოგიდგენილი თავდაცვის ძალების რაოდენობა განკარგულება
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 68 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-10
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. კოდექსის მოქმედების სფერო
1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
ადგილობრივი
ხელისუფლებების
ორგანოებზე,
მათ
მიერ
შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, აგრეთვე სამთავრობო სექტორს
მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოებზე.
2. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ
მარეგულირებელ ორგანოებსა და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, გარდა ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ სახელმწიფო
საწარმოებზე, ასევე – წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ისინი არიან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ბიუჯეტებით
განსაზღვრული
პროგრამების/ქვეპროგრამების
ფარგლებში
თანხის
განკარგვის
უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.”.
2. მე-6 მუხლის:
ა) „ბ2.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ბ3“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ3) სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმო - სახელმწიფო
წილობრივი
მონაწილეობით
შექმნილი,
საქართველოს
საბიუჯეტო
კლასიფიკაციის
შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ რეესტრში
ასახული სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული:
ბ3.ა) ცენტრალური ხელისუფლების მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო;
ბ3.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული სახელმწიფო
საწარმო;
ბ3.გ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო;“;
ბ) „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ2“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„გ2) სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტი - ამ მუხლის
„ბ3“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
იურიდიული
პირის
ფუნქციებისა
და
ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული
ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და
ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;“;
გ) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე 1) ცენტრალური ბიუჯეტი – სახელმწიფო ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ1.ა“, „ბ2.ა“ და „ბ3.ა“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
იურიდიული
პირების
ბიუჯეტების
კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ცენტრალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;
დ) „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ1) ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ1.ბ“, „ბ2.ბ“ და „ბ3.ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი.
ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;
ე) „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ1) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის და ამ მუხლის „ბ
1
.გ“, „ბ2.გ“ და „ბ3.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების
კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება
არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;“;
ვ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) წლიური ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის,
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
დამტკიცებული
ბიუჯეტი,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კოდექსით გათვალისწინებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის შესაბამისი საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, აგრეთვე სამთავრობო
სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოის ბიუჯეტი;“;
ზ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების,
მუნიციპალიტეტის, ამ მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ბ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
იურიდიული პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ
ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის
ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ
ანგარიშებზე;“.
2
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო
საწარმოს ბიუჯეტისათვის - შესაბამისი სახელმწიფო საწარმო.“.
4. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი
მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ, ასევე
ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ.“;
ბ) დაემატოს მე-4 ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„4.
საინვესტიციო/კაპიტალური
პროექტების
მართვის
მეთოდოლოგიას
ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.“.
5. მე-15 მუხლს დაემატოს მე-4 ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორს
მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ
საქართველოს ფინანსთა
საფუძველზე.“.
მინისტრის
მიერ
გამოცემული
სამართლებრივი
აქტის
6. 34-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების
მიზნით ყოველი წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს
მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა,
მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი
მუნიციპალიტეტებისა) და სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების
მიერ წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას და წარდგენის ვადებს.“;
ბ) მე-5 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) სახელმწიფოს ერთიანი, საქართველოს ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების
შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციებისა და
ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;“.
3
7. 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ,
ამ კოდექსის მე-9
მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად.“.
8. 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“, „ზ“ და „თ“
ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ე ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
1
სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს
კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი
გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;
ზ) ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით
განსაზღვრული
კრიტერიუმების
შესაბამისად
შერჩეული
და
შეფასებული
იმ
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაცია, რომელთა დასაწყებად
ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმის შემდგომ სამი
წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური
პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებს და პროექტის განხორციელების
მოსალოდნელ შედეგებს;
თ) ინფორმაცია საგადასახადო დანახარჯების შესახებ.“.
9. 55-ე მუხლის პირველი ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მხარჯავი დაწესებულებები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“,„ბ2.ა“ და „ბ3.ა“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
იურიდიული
პირები
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად, დადგენილ ვადებში
ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და ანგარიშგებებს, რომლებიც ეგზავნება საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის
მონაცემებზე დაყრდნობით და მხარჯავი დაწესებულებებიდან და სხვა შესაბამისი
საბიუჯეტო
ორგანიზაციებიდან
სახელმწიფო
ბიუჯეტის
მიღებული
შესრულების
ინფორმაციის
წლიურ
ანგარიშს,
საფუძველზე
რომელიც
ამზადებს
წარედგინება
საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვის
ვადაში გადასცემს მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.
10. 56-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი1) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო
სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების
მაჩვენებლებს;“.
4
11. 77-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9
მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად.“;
ბ) მე-10 ნაწილის:
ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
გ1) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს
კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი
გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე)
ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით
განსაზღვრული
კრიტერიუმების
შესაბამისად
შერჩეული
და
შეფასებული
იმ
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაცია, რომელთა დასაწყებად
ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმის შემდგომ სამი
წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური
პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებს და მისი განხორციელების
მოსალოდნელ შედეგებს;“.
12. 87-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„თ) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო
სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების
მაჩვენებლებს.“.
13. 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9
მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად.“.
14. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები
შემდეგი რედაქციით:
5
„ვ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს
კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი
გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;
ზ) ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით
განსაზღვრული
კრიტერიუმების
შესაბამისად
შერჩეული
და
შეფასებული
იმ
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაცია, რომელთა დასაწყებად
ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმის შემდგომ სამი
წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური
პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებს და პროექტის განხორციელების
მოსალოდნელ შედეგებს.“.
15. 110-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ი) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო
სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების
მაჩვენებლებს.“.
16. 1145-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი
რესურსი 2023 წელს მიიმართება:
ა) პირველ ეტაპზე, იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები
დამატებული ღირებულების გადასახადი ნაკლებია 5 მილიონ ლარზე, იმ ოდენობით,
რომელიც
უზრუნველყოფს
ამ
მუნიციპალიტეტების
დამატებული
ღირებულების
გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელის 5 მილიონი ლარით განსაზღვრას.
ბ) დარჩენილი რესურსი, ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იმ მუნიციპალიტეტების
შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის
საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.“;
17. 1146-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1146. სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში
სექტორიზაციით
გათვალისწინებული
სამთავრობო
სახელმწიფო საწარმოთა
სექტორის სახელმწიფო
საწარმოების ასახვასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
2026 წლის 1 იანვრიდან სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო
საწარმოების შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე
გადასვლის მიზნით:
6
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა
ამტკიცებს სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კვარტალურად და წლიურად წარმოსადგენი
ინფორმაციის ნუსხას შესაბამისი ვადების მითითებით;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2023 წლის 15 ივლისამდე ამტკიცებს
სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო
ხაზინის
მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმას;
გ) საქართველოს მთავრობა 2024 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებს სამთავრობოს სექტორს
მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების
ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
7
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტი
წარმოადგენს
„საქართველოს
2023
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს
და ასახავს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს.
გასული წლების მანძილზე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა
საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფის, მათ შორის საბიუჯეტო სისტემის დახვეწის
მიმართულებით. განხორციელებული რეფორმების შედეგებს ადასტურებს სხვადასხვა
საერთაშორისო
ორგანიზაციების
შეფასებები.
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო
აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), მსოფლიო ბანკთან
(WB) და სხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან, რათა მოხდეს საერთაშორისო პრაქტიკის
შესწავლა და დანერგვა საჯარო ფინანსების მართვის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების, ასევე
არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, წარმოდგენილ კანონპროექტში ასახულია საჯარო
ფინანსების მართვის შემდგომ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით განსახორციელებელი
ცვლილებები.
საჯარო ფინანსების მართვის გაძლიერების და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს
სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის განხორციელება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის
(IMF) მხარდაჭერით შემუშავებულია სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგია. ასევე
განხორციელებულია მთელი რიგი ღონისძიებები სახელმწიფო საწარმოების სექტორიზაციის
მიმართულებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №96 ბრძანებით
დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის სია. საქართველოს მთავრობის
მიმდინარე წლის 12 ივლისის №1233 განკარგულებით მოწონებულ იქნა საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
წინადადებები
სახელმწიფო
საწარმოთა
სექტორიზაციით
გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფოს ერთიან
ბიუჯეტში ასახვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნულიდან
გამომდინარე, წარმოდგენილი კანოპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს ერთიან
ბიუჯეტში სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ასახვას, ასევე
მათი ფინანსური ოპერაციების სახელმწიფო ხაზინის ერთიან სისტემაში ეტაპობრივად, 20232024 წლებში ინტეგრირების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებს.
გარდა ამისა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის ფარგლებში,
საინვესტიციო პროექტების სრული ციკლის დანერგვა მნიშვნელოვან გამოწვევას
წარმოადგენს. რეფორმის ამ მიმართულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლების
8
მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საფინანსო
ინსტიტუტებთან.
მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული სახელმწიფო ხარჯების მიმოხილვის (Public
Expenditure Review) საფუძველზე, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით მომზადდა
საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი და მეთოდოლოგია. საქართველოს
მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის N191 დადგენილება „საინვესტიციო პროექტების მართვის
გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22
ივლისის N165 ბრძანება (ცვლილება „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის N385
ბრძანებაში). საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ასევე
ფუნქციონირებს უწყებათაშორისი კომისია, საინვესტიციო პროექტების შეფასების და
შესაბამისი ღონისძიებების შესასრულებლად.
საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის თანმიმდევრული დანერგვის მიზნით,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო
ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის ფარგლებში მომზადდა საინვესტიციო
პროექტების მართვის შეფასების დოკუმენტი (Public Investment Management Assessment Report
- PIMA), შემუშავდა რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა 2018-2021 წლებისთვის. მიმდინარე
წელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ განხორციელდა 2018 წლის
საინვესტიციო პროექტების მართვის შეფასების გადახედვა და შემუშავდა რეკომენდაციები.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მიმდინარე რეფორმის ფარგლებში
საინვესტიციო-კაპიტალური პროექტების მართვის პროცესის სრულყოფილად დანერვის
მიზნით საკანონმდებლო მარეგულირებელი საფუძვლების შექმნას.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო
სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა
საგადასახადო დანახარჯების ანალიზის მიმართულებით. პირველად 2020 წელს მომზადდა
საგადასახადო დანახარჯების ანალიზის დოკუმენტი და თან დაერთო 2021 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის პროექტს. საგადასახადო დანახარჯების ანალიზის მიზანია გაზარდოს ფისკალური
გამჭვირვალობა
საგადასახადო
დანახარჯების
შეფასებისა
და
გასაჯაროების
გზით,
განსაზღვროს შეღავათების ეკონომიკური და სოციალური ეფექტები და მიზანშეწონილობა.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტს დანართის სახით თან უნდა ახლდეს ინფორმაცია საგადასახადო დანახარჯების
შესახებ.
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი პროექტის მომზადების მიზანია:
სამთავრობო
სექტორს
მიკუთვნებული
სახელმწიფო
საწარმოების
სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში ასახვის და 2026 წლამდე მათი ხაზინის
ერთიანი
სისტემის
მომსახურებაზე
ეტაპობრივად
2024-2026
წლებში
9
გადმოსვლის მიზნით
საბიუჯეტო კოდექსში;
შესაბამისი
ცვლილებების
ასახვა
საქართველოს
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საინვესტიციო-კაპიტალური პროექტების
მართვის პროცესის სრულყოფილად დანერვის მიზნით საკანონმდებლო
მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა და საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და შეფასებული
ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციის ასახვა
საბიუჯეტო დოკუმენტაციაში, რომელთა განსახორციელებლად ასიგნებები
გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმის შემდგომ
სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების
განხორციელება,
მათ
შორის
ბიუჯეტის
გამჭვირვალობის
და
ყოვლისმომცველობის
გაუმჯობესება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
გაუმჯობესდება ბიუჯეტის ყოვლისმომცველობა და გამჭვირვალობა. სამთავრობო
სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების შემოსულობები, გადასახდელები და
ნაშთის ცვლილების ერთობლიობა აისახება სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში და 2024-2026
წლებში ეტაპობრივად განხორციელდება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო
საწარმოების გადაყვანა ხაზინის ერთიან სისტემაზე.
საინვესტიციო
პროექტების
მართვის
რეფორმის
სრულყოფილად
დანერგვის
ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფოს ერთიან
ბიუჯეტში ასახვის მიმართულებით:
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოქმედების
სფეროს გაფართოებას. კოდექსი გავრცელდება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ
სახელმწიფო საწარმოებზე;
კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებაში:
o განისაზღვრება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს
განმარტება, რომელიც იყოფა ცენტრალური მთავრობის მართვაში არსებულ
სახელმწიფო
საწარმოდ
და
ავტონომიური
რესპუბლიკის
და
მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებულ სახელმწიფო
საწარმოებად;
10
o
ემატება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს
ბიუჯეტის განმარტება, რომელიც განისაზღვრება მისი ფუნქციებისა და
ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით
ნებადართული ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან
გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;
o
ცენტრალური
ბიუჯეტის,
ავტონომიური
რესპუბლიკის
ერთიანი
რესპუბლიკური ბიუჯეტის და ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის
განმარტებებში აისახება შესაბამისი დონის (ცენტრალური მთავრობის
მართვაში, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის შესაბამისი
ორგანოს
მართვაში
არსებული)
სამთავრობო
სექტორს
მიკუთვნებული
სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტი; ასევე ფულადი სახსრების განმარტებაში
გათვალისწინებულია სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო
საწარმოს ფულადი სახსრების განთავსების საკითხი.
კოდექსის მე-2 თავში, საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელ ზოგად ნორმებში
განისაზღვრება, რომ სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს
ბიუჯეტის მომზადებისთვის, შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია
შესაბამისი სახელმწიფო საწარმო.
სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტის შესრულების
ანგარიშების მომზადება განხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ
გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
პროექტის
მიხედვით
ქვეყნის
ძირითადი
მონაცემების
და
მიმართულებების
დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის შესახებ, სადაც
აისახება ინფორმაცია
საწარმოების შესახებ;
სამთავრობო
სექტორს
მიკუთვნებული
სახელმწიფო
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზე
თანდართული მასალები და შესრულების ანგარიშები მოიცავს ინფორმაციას
შესაბამისი დონის სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების
ბიუჯეტების შესახებ.
ამასთან, სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით
გათვალისწინებული
სამთავრობო
სექტორის
სახელმწიფო
საწარმოების
ასახვასთან
დაკავშირებით, წარმოდგენილი კანონპროექტის გარდამავალი დებულებების მიხედვით 2026
წლის 1 იანვრამდე სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების შემოსულობების და
გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე სრულყოფილად გადასვლის მიზნით
გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ეტაპობრივად, 2024-2025
წლებში.
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მიმართულებით:
11
პროექტის მიხედვით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს საინვესტიციო/კაპიტალური
პროექტების მართვის მეთოდოლოგიას;
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო
განაცხადები და ბიუჯეტის პროექტები
მოიცავს ინფორმაციას აღნიშნული
მეთოდოლოგიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და
შეფასებული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელთა დასაწყებად
ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმის
შემდგომ სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების
ვადებს და პროექტის განხორციელების მოსალოდნელ შედეგებს.
გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის
განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე, 2023 წელს
გათვალისწინებულია,
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესახებ
კანონით
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის ზრდის პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი
რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა
მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადი ნაკლებია 5 მილიონ ლარზე, იმ
ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტების დამატებული
ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელის 5 მილიონი ლარით განსაზღვრას,
ხოლო დარჩენილი რესურსი მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში,
რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო
მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს, რომელიც უნდა ამოქმედდეს
2023 წლის 1 იანვრიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
12
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო და ავტონომიური
რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ამასთან,
მუნიციპალიტეტების მიერ მისაღები შემოსავლები გადანაწილდება ოპტიმალურად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება, ფინანსური თვალსაზრისით, პირებზე პირდაპირ გავლენას არ
მოახდენს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
13
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
14