„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
- „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოგიდგენილი თავდაცვის ძალების რაოდენობა განკარგულება
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-10
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ჯ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 100 ლარი;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე1“−„ე8“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე
ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე
ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა) - 80 ლარი, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გარემოების არსებობისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე
ნიშნის) ერთი წყვილის ხელახლა დამზადება და გაცემა – 35 ლარი;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის –
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი არის „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი და ითვალისწინებს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს (შემდგომ − მომსახურების სააგენტო) ცალკეული მომსახურების
საფასურების კორექტირებას.
მომსახურების სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო
სამართლის იურიდიული პირია, რომელიც წლის განმავლობაში საშუალოდ 680 000
მოქალაქესა და 20 000 ორგანიზაციას უწევს მომსახურებას. მომსახურების სააგენტოს მიერ
გაცემული დოკუმენტები შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. მომსახურების
სააგენტო
მუდმივად
იკვლევს
მომხმარებელთა
საჭიროებებსა
და
რეკომენდაციებს,
სერვისების შემდგომი დახვეწის, განახლებისა და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული
სერვისების შეთავაზების მიზნით.
მომსახურების სააგენტოს მომსახურებები, მათი გაწევის წესი და პირობები
რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოში ავტოპარკის ზრდის
ფონზე მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დატვირთვის გაზრდის პარალელურად დღის
წესრიგში დადგა მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურების
კორექტირება, და, შესაბამისად, აღნიშნული კანონის გადახედვისა და ცვლილების საჭიროება.
საქართველოში ავტოპარკი წელიწადში საშუალოდ 50-70 ათასი სატრანსპორტო
საშუალებით იზრდება, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგებულია.
დეტალური სტატისტიკა შემდეგია:
წელი
რაოდენობა
2022
1 600 302
2021
1 528 242
წელი
რაოდენობა
2020
1 445 518
2019
1 376 084
2018
1 324 078
2017
1 261 307
2016
1 199 180
2015
1 111 400
2014
1 027 986
2013
938 266
2012
864 366
2011
792 796
2010
732 091
გასათვალისწინებელია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა
და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ ვალდებულებას.
ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა ასევე პირდაპირპროპორციულად აისახება
საპატრულო პოლიციის დატვირთულობის ხარისხზე. მომსახურებების ფასთა კორექტირება
გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. შესაბამისად, გაზრდილი დაფინანსების ხარჯზე
შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის რესურსის ზრდა მის მიერ მისთვის
კანონმდებლობით
დაკისრებული
უზრუნველსაყოფად.
ვალდებულებების
სათანადოდ
შესრულების
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სისტემის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა „საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის
მიღება
აუცილებელია
მომსახურების
სააგენტოს
საქმიანობის
დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის
კანონმდებლობით
უზრუნველსაყოფად.
დაკისრებული
ვალდებულებების
სათანადოდ
შესრულების
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით
დაკორექტირდება
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურები, რის
შედეგადაც გაიზრდება მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის შედეგად
მისაღები
შემოსავლები.
გაზრდილი
შემოსავლები
მოხმარდება
როგორც
უშუალოდ
მომსახურების სააგენტოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით
ახლებურად
ყალიბდება
„საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ და „ე“ და იცვლება ამ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შემდეგი მომსახურების საფასურები:
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − საფასურად 35 ლარის
ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარი;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა − საფასურად 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარი;
ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო
სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − საფასურად 35 ლარის ნაცვლად
განისაზღვრება 80 ლარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მე-2 მუხლით განისაზღვრა ამ კანონის ამოქმედების
თარიღი, რომლის მიხედვითაც, ეს კანონი ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან.
რამდენადაც წარმოდგენილი კანონპროექტი არის „საქართველოს 2023
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი,
ამოქმედების თარიღი თანხვედრაშია „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების თარიღთან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროს
წარმოადგენს
მომსახურების
სააგენტოს
ბიუჯეტი
(საკუთარი
შემოსავალი).
მომსახურების სააგენტო არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის დაფინანსების წყაროს
წარმოადგენს საკუთარი სერვისებიდან მიღებული შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული
მომსახურების დაწესებული საფასურები კორექტირდება, კერძოდ:
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად
იქნება 100 ლარი;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;
ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო
სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.
წარმოდგენილი
კანონპროექტით
მომსახურების
სააგენტოს
მიერ
გასაწევი
მომსახურებების საფასურების კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს,
რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. მოსალოდნელი
შემოსავალია
დაახლოებით
40
მლნ.
ლარი,
რაც
მოხმარდება
როგორც
უშუალოდ
მომსახურების სააგენტოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების
აღსრულება მოხდება მომსახურების სააგენტოს არსებული ასიგნებებით.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, იმ პირებისთვის, რომლებიც
ისარგებლებენ მომსახურების სააგენტოს სერვისებით.
წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული
მომსახურების დაწესებული საფასურები კორექტირდება, კერძოდ:
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად
იქნება 100 ლარი;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა - 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;
ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო
სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტი, გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც ამ ცვლილების შემდეგ ისარგებლებენ ზემოაღნიშნული
მომსახურებებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის ცვლილებას არცერთი დონის ბიუჯეტში,
თუმცა აღნიშნული კანონპროექტით კორექტირდება მომსახურების სააგენტოს ცალკეული
მომსახურების საფასურები. სერვისების საფასურების შესახებ ინფორმაცია იხ. „ბ.ბ“ და „ბ.ე“
ქვეპუნქტებში.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
ასეთი არ არსებობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.