„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია
- „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია კონვენცია
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48,
31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საქმე „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციის
შესაბამისად არჩეული ექსკლუზიური საერთაშორისო კომპეტენციის მქონე ამავე კონვენციის
ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციას განეკუთვნება;“.
2. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ3“ ქვეპუნქტი:
„ვ3) მხარეებს „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის
კონვენციის შესაბამისად დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ
შორის დავა ამავე კონვენციის შესაბამისად არჩეული ექსკლუზიური საერთაშორისო კომპეტენციის
მქონე სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა კონვენციის მე-6 მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005
წლის 30 ივნისის კონვენციის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი შემუშავებულია „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30
ივნისის კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით. კონვენცია ძალაშია 2015 წლის 1 ოქტომბრიდან. ამ ეტაპზე,
მის
ხელშემკვრელ
მხარეებს
წარმოადგენენ:
ევროკავშირი,
მექსიკა,
მონტენეგრო,
სინგაპური,
გაერთიანებული სამეფო და დანია. საქართველოს მიერ კონვენციის სავალდებულოდ აღიარება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებაა.
კონვენციის მოქმედების სფერო საერთაშორისო დავებში კომერციულ ან სამოქალაქო საქმეებზე
დადებულ სასამართლოთა არჩევის ექსკლუზიურ შეთანხმებებზე ვრცელდება. დოკუმენტი მიზნად
ისახავს ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული
ტრანზაქციების მხარეთა შორის კონკრეტული სასამართლოსთვის ექსკლუზიური კომპეტენციის მინიჭებას
და სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების ეფექტიანი მოქმედების უზრუნველყოფას, ერთი მხრივ,
განსჯადობის დადგენის, ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თვალსაზრისით.
კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრულია ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებით წარმოშობილი
დავების განხილვაზეც კონვენციის მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, აღნიშნულ მუხლში
ჩამოთვლილი
სფეროები
დარეგულირდება
არსებული
საერთო
საკანონმდებლო
მოწესრიგების
ფარგლებში.
კონვენციის თანახმად, მხარეთა მიერ არჩეულ სასამართლოს მიენიჭება ექსკლუზიური კომპეტენცია,
რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ამ უკანასკნელს ექნება უფლება, განიხილოს მხარეთა შორის წარმოშობილი
დავა; შესაბამისად, სხვა სასამართლომ უარი უნდა თქვას მის განხილვაზე ან/და შეწყვიტოს წარმოება.
კონვენციით განსაზღვრულია უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისა
და დამტკიცებული მორიგების აქტის ცნობა-აღსრულების საკითხები. ამასთან, ცნობასა და აღსრულებაზე
უარი დასაშვებია მხოლოდ კონვენციით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. უარის თქმის
საფუძვლები განსაზღვრულია თავად კონვენციით.
კონვენციის მე-19-22-ე მუხლები ითვალისწინებს დათქმების გაკეთების შესაძლებლობას,
კონკრეტულად, განსჯადობის შეზღუდვის, ცნობისა და აღსრულების შეზღუდვის, განსაკუთრებულ
საკითხებთან მიმართებით კონვენციის მოქმედების გამორიცხვისა და არაექსკლუზიური სასამართლოს
არჩევის შეთანხმებების შესახებ.
საქართველოს მიერ
კონვენციის სავალდებულოდ
აღიარება, მისი მიზნისა
და შინაარსის
გათვალისწინებით, ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებისა და დოკუმენტის
იმპლემენტაციის
პროცესში,
იწვევს
შესაბამისი
ცვლილებების
განხორციელებას
საქართველოს
კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
საქართველოს
მიერ
წინამდებარე
კონვენციის
სავალდებულოდ
აღიარება
წარმოადგენს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით (2021-2027 წლებისათვის)
გათვალისწინებულ ვალდებულებას. კანონპროექტის მიზანია „სასამართლოს არჩევის შესახებ
შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულება
და
ამ
კონვენციით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
საკანონმდებლო
დონეზე
უზრუნველყოფა.
„სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია მიზნად
ისახავს ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული
ტრანზაქციების მხარეთა შორის სასამართლოს არჩევის ექსკლუზიური შეთანხმებების ეფექტიანობას ერთი მხრივ, განსჯადობის დადგენის (განსჯადი იქნება ის სასამართლო, რომელიც მხარეთა მიერ
სასამართლოს არჩევის ექსკლუზიურ შეთანხმებაშია მითითებული), ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი
შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების
თვალსაზრისით
(აღსრულებადი
გადაწყვეტილებები).
იქნება
ექსკლუზიური
სასამართლოს
მიერ
მიღებული
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კონვენციის
ცალკეული
დებულებები
დღეისათვის
არ
არის
ასახული
საქართველოს
კანონმდებლობაში, მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. ამდენად, კონვენციის მოთხოვნათა
ეროვნულ
კანონმდებლობაში
იმპლემენტაცია
საჭიროებს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შესაბამისობაში იქნება კონვენციის
იმ მოთხოვნებთან, რომლებიც ექსკლუზიური კომპეტენციის არმქონე სასამართლოს მიერ სარჩელის
წარმოებაში მიღებაზე უარის თქმასა და საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებულ პროცედურულ
წესებს შეეხება. ეროვნული კანონმდებლობის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისობა კომერციული
გარიგებების მხარეებისთვის მეტად პროგნოზირებადს გახდის ტრანსსასაზღვრო ურთიერთობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, დავა, რომელიც კონვენციის შესაბამისად შერჩეული ექსკლუზიური
საერთაშორისო
კომპეტენციის
მქონე
ამავე
კონვენციის
ხელშემკვრელი
ქვეყნის
სასამართლოს
კომპეტენციას განეკუთვნება, განსახილველად არ დაექვემდებარება საქართველოს სასამართლოს. თუ
აღნიშნული საფუძველი გამოვლინდა სარჩელის აღძვრის მომენტში, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს
წარმოებაში (მუხ. 186)1, ხოლო თუ მსგავსი საფუძველი სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ გამოიკვეთა,
სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას (მუხ. 272).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
კანონპროექტი ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას
უკავშირდება. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები
თანხმდებიან, რომ განავითარებენ სასამართლო თანამშრომლობას სამოქალაქო და კომერციულ
საკითხებთან
დაკავშირებით,
სამოქალაქო
საკითხებზე
სასამართლო
თანამშრომლობის
შესახებ
მრავალმხრივი კონვენციების თაობაზე მოლაპარაკებების, მათი სავალდებულოდ აღიარების და
იმპლემენტაციის კუთხით და კონკრეტულად, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის
კონფერენციის კონვენციების თაობაზე საერთაშორისო-სამართლებრივი
სამართალწარმოების, ასევე, ბავშვთა დაცვის სფეროში.
თანამშრომლობისა
და
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის
30
ივნისის
კონვენციის
სავალდებულოდ
აღიარება
და
ამ
შეთანხმების
ფარგლებში
ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება განსაზღვრულია
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30
ივნისის კონვენციის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე. კონვენციის 31-ე მუხლის თანახმად, იმ
ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის, რომელიც მოახდენს კონვენციის სავალდებულოდ აღიარებას, ეს
უკანასკნელი ძალაში შედის სავალდებულოდ აღიარების შესახებ დოკუმენტის დეპონირებიდან სამი
თვის გასვლის შემდეგ - მომდევნო თვის პირველ დღეს. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული
უკუძალის მინიჭება კანონისათვის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
1
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს არაგანსჯადი
სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობას, ნორმის განსაზღვრულობისა და
განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია კოდექსის 186-ე მუხლის პირველ ნაწილში
შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება, რომლითაც დაკონკრეტებული იქნება სარჩელის წარმოებაში
მიღებაზე უარის კონვენციით გათვალისწინებული საფუძველი.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს. კანონპროექტი მიიღება „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30
ივნისის კონვენციის მოთხოვნათა იმპლემენტაციის მიზნით.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.