„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილება“
- „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილება“ ოქმი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-07
ბიუროს ნომერი 197
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“- „ო12“ ქვეპუნქტები:
„ო1) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები - ოზონდამშლელი ნივთიერება
და მონრეალის ოქმის F დანართით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება;
ო2) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი - მონრეალის ოქმით
გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, გარდა
ტრანზიტისა;
ო3) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი - მონრეალის ოქმით
გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა
ტრანზიტისა და რეექსპორტისა;
ო4) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ტრანზიტი - მონრეალის ოქმით
გათვალისწინებული ნივთიერებების გადაზიდვა ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს
(იმპორტის, რეექსპორტისა და ექსპორტის სახელმწიფოების გარდა) ტერიტორიის გავლით;
ო5) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი – საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა;
ო6) იმპორტის სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი;
ო7) ექსპორტის სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან დაწყებულია
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი;
ო8) რეექსპორტის სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან დაწყებულია
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი;
ო9) ტრანზიტის სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელშიც ხორციელდება ან იგეგმება
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეტანა მათი სხვა სახელმწიფოში
გატანის მიზნით, გარდა რეექსპორტის გზით გატანისა;
ო10) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეგროვება - სამაცივრე
სისტემიდან მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების
ამოღება შესაბამის
კონტეინერში შენახვისა და იდენტიფიკაციისათვის;
ო11) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეციკლირება - მონრეალის
ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების გასუფთავება მექანიკური მინარევებისაგან,
მჟავეებისგან და ზეთისგან;
ო12) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების აღდგენა - მონრეალის ოქმით
გათვალისწინებული ნივთიერების დაყვანა პირვანდელ სახემდე;“.
2. მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) თბური ტუმბო – მოწყობილობა, რომელიც იღებს სითბოს ჰაერიდან, წყლიდან ან მიწიდან
და ახდენს მის მიწოდებას დანიშნულებისამებრ;”.
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ და „რ2“ ქვეპუნქტები:
„რ1) სერტიფიცირებული პირი - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
სერტიფიცირებული, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირი ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი რომელიც ემსახურება
ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახდენს
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეალიზაციას, რეციკლირებას,
აღდგენას ან განთავსებას;
რ2) მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა - მაცივარაგენტების იმპორტის,
ექსპორტის,
რეექსპორტის,
ტრანზიტის,
რეალიზაციისა
და
მოხმარების
აღრიცხვის
ელექტრონული სისტემა;“.
4. 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის და
სერტიფიცირებული პირის უფლება-მოვალეობანი და მათ მიერ ვალდებულებათა შესრულების
კონტროლი
1.
3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე
სტაციონარული
მოწყობილობის
მფლობელი,
აგრეთვე
სერტიფიცირებული
პირი
ვალდებულია, აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალის წარმოების
წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „მაცივარაგენტების მართვის
ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ“.
2.
3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე
სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი, მაცივარაგენტების ჟონვის მინიმუმამდე
შემცირების
მიზნით,
კონდიცირებისა
და
ვალდებულია,
სამაცივრო
უზრუნველყოს
მოწყობილობების
„თბური
ტუმბოების,
მომსახურების
ჰაერის
გარემოსდაცვითი
მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის,
აწარმოოს ჟონვაზე შემოწმება.
3.
სერტიფიცირებული პირი ვალდებულია, მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ
ნივთიერებებზე მომუშავე მოწყობილობის დემონტაჟის ან უტილიზაციის, ასევე, საჭიროების
შემთხვევაში, მომსახურების დროს მოწყობილობის სისტემის გახსნამდე სრულად ამოიღოს
ნივთიერება.
4. ამ მუხლით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.
5. IX1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IX1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა
მუხლი 381. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა, მისი გაცემის წესი და პირობები
1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის (შემდგომში
- ნებართვა) გამცემი
ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო.
2. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთვოდეს
შემდეგი ინფორმაცია:
ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (კგ),
შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა;
ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების სასაქონლო კოდი სეს ესნ-ის
მიხედვით;
გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული
ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, რეციკლირებულია თუ აღდგენილია;
დ)
მონრეალის
ოქმით
გათვალისწინებული
ნივთიერების
იმპორტის,
ექსპორტის,
რეექსპორტისა თუ ტრანზიტის მიზანი;
ე) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და
ტრანზიტის შემთხვევაში – აგრეთვე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების
წარმოშობის სერტიფიკატი და იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ
იმპორტზე გაცემული ნებართვა (იმპორტის სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობაში
ასეთის არსებობის შემთხვევაში); ასევე, ნებართვის მაძიებელ პირსა და გადაზიდვაში
მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული
ხელშეკრულებების ასლები;
ვ) ოზონდამშლელი ნივთიერების - მეთილბრომიდის, იმპორტის შემთხვევაში, აგრეთვე
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნისა და დროის, აგრეთვე
ამ ნივთიერების განთავსებისა და მოხმარების ადგილმდებარეობის შესახებ.
3.
„მონრეალის
ოქმით
გათვალისწინებული
ნივთიერებების
იმპორტის,
ექსპორტის,
რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების
წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გაცემისას, ამ მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, ნებართვის მისაღებად
წარსადგენ განცხადებას უნდა დაერთოს კონკრეტული ნივთიერების წარმოშობის
სერტიფიკატი და ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ექსპორტზე
გაცემული ნებართვა, კონკრეტული ნივთიერების ლაბორატორიული ან/და კვლევითი
მიზნებისთვის გამოყენების დასაბუთება დეტალური აღწერით, რაც მოიცავს ნივთიერების
გამოყენების აუცილებლობასა და უალტერნატივობას, კონკრეტული მიზნებისა და შედეგების
დასაბუთებას და სამინისტროს მიერ საჭიროების მიხედვით მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას.
4. ნებართვა გაიცემა „მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის,
ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის
განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ კვოტირებული და ნებადართული
ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე, აგრეთვე საკარანტინო
და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის – შესაბამისი დანართით განსაზღვრული
ნივთიერებების იმპორტზე. გამონაკლისის წესით, ნებართვა აგრეთვე გაიცემა „მონრეალის
ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და
ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და
სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული აკრძალული
ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და
კვლევით მიზნებთან.
5. სანებართვო მოწმობა გაიცემა ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მომდევნო წლის საიმპორტო
კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 15 სექტემბრამდე, „მონრეალის ოქმით გათვალისწინებული
ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. კვოტირებული მონრეალის ოქმით
გათვალისწინებული ნივთიერებების მომავალ კალენდარულ წელს იმპორტის მიზნით
ნებართვის მისაღებად განცხადება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ მიიღება არაუგვიანეს მიმდინარე კალენდარული წლის 1 ნოემბრისა.
7. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „მონრეალის ოქმით
გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის
ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო
მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების
შესაბამისად. ნებართვას არ ექვემდებარება „მონრეალის ოქმით გათვალისწინებული
ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის,
წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის
დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული
ჰიდროფტორნახშირბადების
ერთ კალენდარულ დღეში ერთხელ არაუმეტეს 3 კგ-ის
იმპორტი.
8. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი და
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
9. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
10. ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი, რომლის
შევსების წესი განისაზღვრება ამ კანონის 71 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები
განისაზღვრება
„მონრეალის
ოქმით
გათვალისწინებული
ნივთიერებების
იმპორტის,
ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის
განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
11.
მონრეალის ოქმით
გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
12.
მონრეალის
ოქმით
გათვალისწინებული
ნივთიერებების
იმპორტის
აღრიცხვა
ხორციელდება მარცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში.“.
6. 54-ე მუხლის მე-2-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი
და ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონის 24-ე მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. მონრეალის
ოქმით
გათვალისწინებული
ნივთიერებების
და
მათი
შემცველი
პროდუქციის
იდენტიფიკაცია ხდება და სტატისტიკა წარმოებს სეს ესნ-ის გამოყენებით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ყველა
ნივთიერების წარმოება და „მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების
იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური
საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების და მათი
ნარევების იმპორტი, გარდა აუცილებელი ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებით
იმპორტისა.
4. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად
ამოღების ეროვნული პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას
კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მონრეალის ოქმით გათვალისწინებული
ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება ამ კანონითა
და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის,
„მონრეალის
ოქმით
გათვალისწინებული
ნივთიერებების
იმპორტის,
ექსპორტის,
რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების
წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
6. მონრეალის ოქმით
ტერიტორიაზე
ექსპორტისა
ნაკისრ
მონრეალის
და
ვალდებულებათა
ოქმით
მოხმარების
შესასრულებლად
გათვალისწინებული
შესახებ
მონაცემთა
საქართველოს
ნივთიერებების
შეგროვებასა
და
იმპორტის,
დამუშავებას
უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.
7. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენა/გასხვისება დაშვებულია
მხოლოდ სერტიფიცირებულ პირებს შორის.“.
8. 541 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 541. მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირება
1. უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების (მათ შორის, მონტაჟი და
დემონტაჟი) უფლება აქვს მხოლოდ სერტიფიცირებულ პირს.
2. სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ფიზიკური პირს, ინდივიდუალური
მეწარმეს ან იურიდიული პირი რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო
მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს და/ან ახდენს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული
ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას.
3. ფიზიკურ პირზე სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო იურიდიული პირზე ან/და
ინდივიდუალურ მეწარმზე - 3 წლის ვადით.
4.
სერტიფიცირების
სისტემის
დანერგვას
და
სერტიფიცირებას
უზრუნველყოფს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.
მუხლი 2.
საქართველოს მთავრობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს წარდგინებით, 2023 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილებები:
ა)
„მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ“;
ბ) „მონრეალის ოქმით
გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის,
ექსპორტის,
რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების
წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“;
გ)
„თბური
მომსახურების
ტუმბოების,
ჰაერის
გარემოსდაცვითი
კონდიცირებისა
მოთხოვნების
და
შესახებ
სამაცივრო
მოწყობილობების
ტექნიკური
რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველო 1997 წლიდან არის „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის
ოქმის“ მხარე. ქვეყანამ მოახდინა მონრეალის ოქმის ყველა ცვლილებასთან შეერთება, გარდა
ბოლო, კიგალის ცვლილებისა. კიგალის ცვლილებასთან შეერთებისათვის დაწყებულია
შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. კიგალის ცვლილებასთან შეერთებიდან 90 დღეში
ქვეყანას
უნდა
ჰქონდეს
ცვლილებით
რეგულირებული
ნივთიერებების
(ჰიდროფტორნახშირბადები) იმპორტ-ექსპორტის სანებართვო სისტემა. იმისთვის, რომ
ქვეყანამ დროულად შეასრულოს აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულება, მომზადდა
კანონპროექტი,
რომლის
მიხედვით,
დღეისთვის
მოქმედი
ოზონდამშლელი
ნივთიერებებისთვის იმპორტ-ექსპორტის სისტემა გაფართოვდება და მოიცავს მონრეალის
ოქმით კონტროლირებად ყველა ნივთიერებას (მათ შორის, ჰიდროფტორნახშირბადები).
გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც გადაჭრის კანონპროექტის მიღება,
უკავშირდება აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებების გამონაკლისის სახით იმპორტს.
არსებული კანონმდებლობით ასეთი საგამონაკლისო მოხმარებისთვის იმპორტი დაშვებული
არ არის. თუმცა, დაფიქსირდა რიგი შემთხვევებისა, როდესაც ლაბორატორიას, კვლევით
ცენტრს დასჭირდა მიზერული ოდენობით ოზონდამშლელი ნივთიერების (ოდნ) იმპორტი.
აღსანიშნავია, რომ მონრეალის ოქმით ასეთი გამონაკლისი დაშვებულია. კანონპროექტით,
გამონაკლისის სახით, მხოლოდ ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის,
დასაშვები ხდება აკრძალული ოდნ-ის იმპორტი.
კიდევ ერთი გაუმჯობესება, რაც კანონპროექტს უკავშირდება, ეხება მემაცივრე ფიზიკური
პირებისა (შემდგომში ტექნიკოსები) და მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების
მფლობელების ვალდებულებას, აწარმოონ მომსახურების ჟურნალი და მოახდინონ
ყოველწლიური ანგარიშგება. ორივე ეს პროცესი დღეს ფიზიკური სახით ქაღალდზე
ხორცილდება, რაც რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. კანონპროექტით ინერგება
მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა (ჟურნალი), რომლიც ჩაანაცვლებს
ქაღალდის ჟურნალებს და საერთოდ გააუქმებს ანგარიშგების ვალდებულებას. ყველა
მომსახურება, რაც აქამდე ქაღალდზე აღირიცხებოდა, გადავა ელექტრონულ ფორმატში.
ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემებიდან
ჟონვა. ეს უარყოფითად მოქმედებს, როგორს ოზონის შრეზე, ისე კლიმატის ცვლილებაზე. ამ
პრობლემის მოგვარების მიზნით, კანონპროექტი, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე
დაყრდნობით,
ითვალისწინებს
მაცივარაგენტზე
მოუშავე
მსხვილი
სტაციონარული
მოწყობილობის ჟონვაზე პერიოდული შემოწმების ვალდებულების შემოღებას.
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების, დემონტაჟის ან უტილიზაციის
დროს მაცივარაგენტების გაფრქვევის პრაქტიკა კიდევ ერთი პრობლემური საკითხია,
რომელსაც
კანონპროექტი
დაარეგულირებს.
კერძოდ,
კანონპროექტის
თანახმად,
მოწყობილობების დემონტაჟამდე ან უტილიზაციამდე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში,
მომსახურების გაწევამდე სერტიფიცირებული ტექნიკოსი ვალდებულია, მოწყობილობიდან
ამოიღოს მაცივარაგენტი.
დღეს რეგულირებული მაცივარაგენტების ქვეყნის შიგნით მოძრაობა პრაქტიკულად არ
რეგულირდება. ეს ძალიან ართულებს მონრეალის ოქმის ფარგლებში ნაკისრი ერთ-ერთი
ძირითადი საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, კონტროლირებადი
ნივთიერებების მოხმარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშების წარდგენას ოზონის
სამდივნოსა
და
ოქმის
მრავალმხრივ
ფონდში.
საუკეთესო
დასავლური
პრაქტიკის
შესაბამისად, კანონპროექტი არეგულირებს ამ პრობლემას, რაც გამოიხატება იმით, რომ
კონტროლირებადი
სერტიფიცირებულ
ნივთიერებების შეძენა/გასხვისება დაშვებული იქნება
პირებს შორის, რაც აღირიცხება მაცივარაგენტების
მხოლოდ
მართვის
ელექტრონულ სისტემაში.
მემაცივრე ტექნიკოსთა სერტიფიცირების არსებული სისტემა გულისხმობს მხოლოდ
უშუალოდ ტექნიკოსთა სერტიფიცირებას. იგი არ ითვალისწინებს კომპანიების
სერტიფიცირებას. ამასთან, არსებული კანონის თანახმად, მაცივარაგენტზე მომუშავე
მოწყობილობის მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ სერტიფიცირებულ ტექნიკოსს. ეს
სერიოზულ პრობლემას ქმნის სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში მომსახურების
კუთხით, ვინაიდან მსხვილ ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფო სტრუქტურებს ურჩევნიათ ან
ვალდებულნი არიან, თავიანთი მოწყობილობების მომსახურებისთვის კონტრაქტი დადონ
კომპანიასთან
უმჯობესდება
და არა ინდივიდუალურ
სერტიფიცირების სისტემა
ტექნიკოსთან. კანონპროექტის თანახმად,
და შესაძლებელია გახდება კომპანიების
სერტიფიცირებაც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის“ კიგალის ცვლილებასთან
შეერთებიდან 90 დღის შემდეგ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ცვლილებით რეგულირებული
ნივთიერებების
იმპორტ-ექსპორტის
სანებართვო
მოქმედი
სისტემა.
კანონპროექტი
უზრუნველყოფს ამ სისტემის ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას, რის
გარეშეც აღნიშნული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება. ამასთან, სამაცივრო და ჰაერის
კონდიცირების
სექტორიდან
გარემოსთვის
სახიფათო
ნივთიერებების
გაფრქვევების
შემცირებისა და მაცივარაგენტების უკეთ მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია
კანონპროექტით განსაზღვრული რიგი რეგულაციებისა და ცვლილებების მიღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება მონრეალის ოქმით რეგულირებული
ნივთიერებების (ჰიდროფტორნახშირბადების) იმპორტ-ექსპორტის სანებართვო სისტემა,
რითიც შესრულდება საერთაშორისო ვალდებულება.
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების აღრიცხვა მოხდება
ელექტრონული სისტემის საშუალებით, რაც ჩაანაცვლებს მოწყობილობის მფლობელისა და
მემაცვირე
ტექნიკოსების
მაცივარაგენტების
ჟურნალს.
მოხმარების
ამასთან,
ყოველწლიური
ელექტრონული
ანგარიშგების
სისტემა
მოხსნის
ვალდებულებას.
ეს
მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმეს როგორც კერძო სექტორს, ისე მაკონტროლებელს.
შემცირდება მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობებიდან გარემოსთვის სახიფათო
მაცივარაგენტების გაჟონვები, როგორც მოწყობილობების მომსახურებისას, ისე მათი
დემონტაჟისა
და
უტილიზაციისას.
გაიზრდება
მოწყობილობებიდან
ამოღებული
მაცივარაგენტების რაოდენობაც. ეს შეამცირებს ამ ნივთიერებების იმპორტზე მოთხოვნას და
ხელს შეუწყობს მათი მოხმარების შემცირების სართაშორისო ვალდებულების შესრულებას.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქვეყნის შიგნით მონრეალის ოქმით კონტროლირებადი
ნივთიერებების რეგულირება, რაც გააუმჯობესებს ქვეყნის მასშტაბით ამ ნივთიერებების
მოხმარების შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი საერთაშორისო ანგარიშგების ხარისხს.
შესაძლებელი გახდება სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში მომუშავე კომპანიების
სერტიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ მაცივარაგენტებზე მომუშავე
მოწყობილობების მომსახურების ხარისხს და მოხსნის იმ შეზღუდვებს, რომელსაც დღეს
არსებული სერტიფიცირების სისტემა ქმნის.
ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის, გამონაკლისის სახით, დასაშვები გახდება
აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონი შედგება სამი მუხლისგან. პირველი მუხლი განსაზღვრავს ძირითად შინაარსობრივ
ცვლილებებს, რაც გულისხმობს კიგალის ცვლილებით რეგულირებული ნივთიერებების
იმპორტ-ექსპორტის სანებართვო სისტემის შემოღებას, გამონაკლისის სახით აკრძალული
ნივთიერებების იმპორტის დაშვებას, სერტიფიცირების სისტემის გაუმჯობესებას და
კომპანიების სერტიფიცირების დანერგვას, მაცივარაგენტებზე მომუშავე მსხვილი
მოწყობილობების
ჟონვაზე
შემოწმებისა
და
საჭიროების
შემთხვევაში
მათგან
მაცივარაგენტების ამოღების ვალდებულებების შემოღებას, მაცივარაგენტების მართვის
ელექტრონული
სისტემის
ამოქმედებასა
და
კონტროლირებადი
ნივთიერებების
შეძენის/გასხვისების დარეგულირებას. მეორე მუხლი განსაზღვრავს ახალი საკანონმდებლო
მოთხოვნების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო კანონქვემდებარე აქტების,
სანებართვო ფორმისა და ელექტრონული სისტემის ინსტრუქციის დასახელებებსა და მათი
მიღების ვადებს. მესამე მუხლი კი ადგენს კანონპროექტის მუხლების ამოქმედების ვადებს
(ძირითადად, 2023 წლის 1 მაისი).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი კავშირშია საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნულ
პროგრამასთან. კერძოდ, 3.7 ქვეთავის „ქიმიური ნივთიერებების მართვა“ ამოცანა 10.4
„ეროვნულ დონეზე ოზონდამშლელი ნივთიერებების და სხვა მაცივარაგენტების მართვის
სისტემის გაუმჯობესება“.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2023 წლის 1 მაისიდან, ვინაიდან მისი
ძალაში შესვლის თარიღის განსაზღვრის უმთავრესი პრინციპია საერთაშორისო
ვალდებულებით განსაზღვრული ვადა. კერძოდ, მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებით
დადგენილი 90-დღიანი ვადა, რაც გულისხმობს ცვლილების შემდეგ ამ ვადის გასვლისთვის
ქვეყანაში
კონტროლირებადი
ვალდებულებას.
ნივთიერებებისთვის
სანებართვო
სისტემის
არსებობის
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებები
განხორციელდება
საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსდ - გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის
ადამიანური და ფინანსური რესურსებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გაზრდის სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. კანონპროექტით
გათვალისწინებულია იმპორტ-ექსპორტის არსებული სანებართვო სისტემის უფრო მეტ
ნივთიერებაზე განვრცობა და კომპანიების სერტიფიცირების შემოღება, რაც გულისხმობს
სანებართვო მოსაკრებლისა და სასერტიფიკატო საფასურის ჯამური ოდენობის გაზრდას,
შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. სანებართვო მოსაკრებელი (200
ლარი) მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო სასერტიფიკატო საფასური - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ანგარიშზე. აღნიშნული თანხიდან
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გადაიხდის შესაბამის გადასახადს
სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ახალი
საქართველოს გარემოს დაცვისა და
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
რეგულაციების
აღსრულება
იგეგმება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსდ დეპარტამენტის, სსიპ - გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ
შემოსავლების სამსახურის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში
და იგი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ 15-მდე პირის მიმართ, რომლებიც ახორციელებენ
მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტს. მათ მოუწევთ
სანებართვო მოსაკრებლის გადახდა, რაც შეადგენს 200 ლარს. მაცივარაგენტების ფასებისა და
იმპორტის ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა სიმბოლურია და ვერანაირად
ვერ იქნება თავად მაცივარაგენტების ფასის ზრდის მიზეზი და იგი იმპორტიორისთვის,
პრაქტიკულად, არანაირ ფინანსურ ტვირთს არ წარმოადგენს.
ასევე, კანონპროექტი გავლენას იქონიებს სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში
მომუშავე 50-მდე კომპანიებზე, ვინაიდან მათ მოუწევთ სამ წელიწადში ერთხელ
სერტიფიკატის
ღირებულების
გადახდა
(300
ლარი).
სერტიფიკატის
ღირებულების
ოდენობიდან გამომდინარე, ეს ფინანსური ტვირთი მძიმე არ იქნება არც კომპანიებისთვის.
მეორე მხრივ, კანონპროექტი კომპანიებს საშუალებას მისცემს, გააფართოვონ თავიანთი
საქმიანობა, რაც გაზრდის მათ შემოსავლებს.
კანონპროექტს
მიზერული
გავლენა
ექნება
მაცივარაგენტებზე
მომუშავე
მსხვილი
მოწყობილობების მფლობელების ხარჯებზე, რომელთაც მოუწევთ, უზრუნველყონ თავიანთი
მოწყობილობის ჟონვაზე შემოწმება წელიწადში ერთხელ, ორჯერ ან ოთხჯერ (მოწყობილობის
ზომის მიხედვით).
ჟონვაზე შემოწმების ვალდებულების შემოღება გაზრდის სერტიფიცირებული პირების
შემოსავლებს,
რომლებიც
მომსახურებას
უწევენ
მაცივარაგენტებზე
მომუშავე
მოწყობილობებს. ამასთან, დაიზოგება მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურე
ტექნიკოსების ხარჯები, რადგან მათ სერტიფიცირების გავლა მოუწევთ 5 წელიწადში
ერთხელ, ნაცვლად 3 წლისა; შესაბამისად, მათ უფრო იშვიათად მოუწევთ სერტიფიცირების
საფასურის გადახდა.
კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზეც, რომლებიც ახორიცლებენ მონრეალის
ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას. მათ სერტიფიცირების
გავლა მოუწევთ, რისთვისაც გადაიხდიან 50 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
გააუმჯობესებს
ბავშვების
უფლებრივ
მდგომარეობას,
იცხოვრონ
ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება უკავშირდება მონრეალის ოქმის
კიგალის ცვლილებასთან შეერთებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული იყო გაეროს განვითარების პროგრამა,
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების
სამსახური, ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის
კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაცია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.