„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.11.2022
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/203/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილება“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-07
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის 696 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 696. თბური ტუმბოს, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის მიერ არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან/და იურიდიული პირის მომსახურების მიღება – გამოიწვევს თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 1000 ლარით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 2000 ლარით. 3. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან/და იურიდიული პირის მიერ მომსახურება – გამოიწვევს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 400 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 800 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარით.“. 2. კოდექსის 794 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 794. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დარღვევა, ან მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოება 1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. 2. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კილოგრამ ნივთიერებაზე 150 ლარით, კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების კონფისკაციით. 3. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული აკრძალული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი – გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კილოგრამ ნივთიერებაზე 300 ლარით. 4. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოება – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით. შენიშვნა: 1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისიწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, სამართალდამრღვევს ეკისრება ჯარიმა და მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები (გარდა კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებებისა) ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან უკან გატანას სამართალდამრღვევის ხარჯით. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება „მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფტორნახშირბადების ერთ კალენდარულ დღეში ერთხელ არაუმეტეს 3 კგ-ის იმპორტზე. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და კვლევით მიზნებთან და რომელზეც გაცემულია ნებართვა.“ 3. კოდექსის 823 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 823. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის“ მოთხოვნების დარღვევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.“. 4. კოდექსის 824 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 824. თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევა ან შეუსრულებლობა 1. მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა, რამაც გამოიწვია 1 კგ-მდე მაცივარაგენტის ჟონვა გამოიწვევს გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით. 3. მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა, რამაც გამოიწვია 1 კგ ან მეტი მაცივარაგენტის ჟონვა გამოიწვევს დაჯარიმებას მაცივარაგენტის თითოეულ გაჟონილ გრამზე 0,1 ლარით. 4. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა ან შეუსრულებლობა - სხვა მოთხოვნათა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.“. 5. კოდექსის 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 696, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე (გარდა 794 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა), 821, 822-825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159-ე,1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 174 15 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე- 13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით. 6. კოდექსის 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 1764, 1765 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 1291, 157-ე, 17417, 17714, 17715, 1911 და 195-ე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“ მუხლებით გათვალისწინებულ ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1537, 1538, 15310−15312, 1764 და 1765 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“ 7. კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–79 3 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–82 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 4 ნაწილებისა), 862, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1282−128 6 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება.“ 8. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, 795 – 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 862, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1286 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები.“ სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი 9. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555 და 1556 მუხლებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644 და 165-ე–1653 მუხლებით, 1714 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1715, 1764, 1765, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 4210 მუხლით, 1271 მუხლის 31 და 32 ნაწილებითა და 17417 და 17715 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“ მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებით რეგულირებული ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის სანებართვო სისტემის შემოღებას, გამონაკლისის სახით აკრძალული ნივთიერებების იმპორტის დაშვებას, სერტიფიცირების სისტემის გაუმჯობესებას და კომპანიების სერტიფიცირების დანერგვას, მაცივარაგენტებზე მომუშავე მსხვილი მოწყობილობების ჟონვაზე შემოწმებისა და საჭიროების შემთხვევაში მათგან მაცივარაგენტების ამოღების ვალდებულებების შემოღებას, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის ამოქმედებასა და კონტროლირებადი ნივთიერებების შეძენის/გასხვისების დარეგულირებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების ვალდებულება 2018 წლიდან შევიდა ძალაში და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის განისაზღვრა შესაბამისი სანქციები. აღსრულების პროცესში გამოვლინდა, რომ დადგენილი სანქციები არ არის პროპორციული და ეფექტიანი. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებულია სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში დანერგილი სერტიფიცირების მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების გაზრდა. გარდა ამისა, საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად, 2014 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის სანებართვო სისტემა. შესაბამისად, კოდექსით განსაზღვრულია სანქციები აღნიშნული სისტემის მოთხოვნების დარღვევისთვის. ბოლო წლებში მაცივარაგენტების ფასისა და მათი ნარჩენების განადგურების ხარჯის ზრდის შედეგად, დადგენილი სანქციები ვეღარ უზრუნველყოფენ გარემოსდაცვითი სანქცირების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს პროპორციულობისა და ეფექტიანობის შესახებ. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს ამ კუთხით არსებული სანქციების ზრდას და დაზუსტებას იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს, ერთი მხრივ, უნებართვო, აკრძალული ან/და ფალსიფიცირებული ნივთიერებების იმპორტი, ხოლო, მეორე მხრივ, ასეთი ნივთიერებების ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენის შემთხევაში, დაფაროს მათი შემდგომი განადგურების ხარჯები. საერთაშორისო ვალდებულებების უფრო ეფექტიანად აღსრულებისა და გარემოსათვის სახიფათო ნივთიერებების უკეთ რეგულირების მიზნით, იგეგმება მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა. კანონპროექტის თანახმად, მოხდება სანქციის განსაზღვრა აღნიშნული ელექტრონული სისტემის მოქმედების წესის დარღვევისთვის. ოზონის შრისთვის საშიში და გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე ნივთიერებების ატმოსფეროში მოხვედრის პრევენციის მიზნით, იგეგმება მსხვილი სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაწესება (მათ შორის, მაცივარაგენტების ჟონვაზე შემოწმება). კანონპროექტით გათვალისწინებულია აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისთვის საქნციები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გარემოსთვის სახიფათო ნივთიერებების ატმოსფეროში მოხვედრის პრევენციისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის“ ფარგლებში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, დაგეგმილია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება, რაც იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სათანადო ცვლილებების აუცილებლობას. ამასთან, აღნიშნული ცვლილებით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულება შეუძლებელი იქნება შესაბამისი პროპორციული და ეფექტიანი სანქცირების სისტემის გარეშე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აისახება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები. ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად, უკეთ მოხდება უნებართვო, აკრძალული ან/და ფალსიფიცირებული ნივთიერებების (მაცივარაგენტების) იმპორტის პრევენცია. ასევე, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში შემცირდება არასერტიფიცირებული მომსახურების მიღების პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, გარემოსათვის სახიფათო ნივთიერებების ატმოსფეროში მოხვედრის პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, სექტორში მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას. კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის გამართულად ფუნქციონირებას და სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში გარემოსდაცვითი მოთხოვნების უკეთ დაცვას. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მაცივარაგენტების მართვისა და აღრიცხვის სისტემას და შეამცირებს ოზონის შრისათვის სახიფათო და მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ნივთიერებების გაჟონვის ფაქტებს, რაც დადებითად იმოქმედებს, როგორც გარემოს მდგომარეობაზე, ისე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონი შედგება ორი მუხლისგან. პირველი მუხლი განსაზღვრავს ძირითად შინაარსობრივ ცვლილებებს, რაც სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში არსებული სერტიფიცირების მოთხოვნების, ასევე მაცივარაგენტების იმპორტ-ექსპორტის სანებართვო სისტემის მოთხოვნების, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის და მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევებისთვის ითვალისწინებს სანქციების გაზრდას ან შემოღებას; პირველი მუხლი ასევე განსაზღვრავს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე ტერმინოლოგიურ ცვლილებებს. მეორე მუხლი ადგენს კანონპროექტის ამოქმედების ვადას (2023 წლის 1 მაისი). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი კავშირშია საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნულ პროგრამასთან. კერძოდ, 3.7 ქვეთავის „ქიმიური ნივთიერებების მართვა“ ამოცანა 10.4 „ეროვნულ დონეზე ოზონდამშლელი ნივთიერებების და სხვა მაცივარაგენტების მართვის სისტემის გაუმჯობესება“. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა დაკავშირებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის თარიღთან (2023 წლის 1 მაისი). ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების გაღება არ იქნება აუცილებელი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი, პოტენციურად, გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. კანონპროექტით გათვალისწინებულია მაცივარაგენტების იმპორტ-ექსპორტის სანებართვო სისტემის მოთხოვნების, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის და მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევებისთვის სანქციების გაზრდა ან ახალი სანქციის შემოღება, რაც, აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას ჯარიმების შესაბამისი ოდენობის თანხით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალიწინებული ახალი რეგულაციების აღსრულება იგეგმება არსებული ადამიანური რესურსების ფარგლებში და იგი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით განახორციელებენ მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტს, რაც გაზრდილი ჯარიმის გადახდით გამოიხატება. გაზრდილ ჯარიმებს გადაიხდიან ის პირებიც, რომლებიც სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში იღებენ ან აწვდიან არასერტიფიცირებულ მომსახურებას. სანქციები გავრცელდება ამავე სექტორში მოქმედ პირებზე, რომლებიც დაარღვევენ მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესს და მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გააუმჯობესებს ბავშვების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. უფლებრივ მდგომარეობას იცხოვრონ გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება უკავშირდება მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებასთან შეერთებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული იყო გაეროს განვითარების პროგრამა, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაცია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.