საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-17101/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-11-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 91

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1768?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 02 ნოემბერი 2022 10:00 2022 წლის 2 ნოემბერი, 10:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილისა და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ (07-3/260; 26.10.2022) I მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი. 11/2/2022, 2:42 PM საქართველოს პარლამენტი 2 of 2 https://parliament.ge/print/announcement/1768?local=true 11/2/2022, 2:42 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის 2 ნოემბერი, 10.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) 1. 2. სხდომის ოქმი N91 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გენრიეტა წიწავა. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილისა და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ (07-3/260; 26.10.2022) I მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, პარლამენტის წევრის გარდაცვალების გამო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად გამოითხოვა პარლამენტის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობა, რითიც დასტურდება პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას 2022 წლის 27 ოქტომბერს გარდაცვალების ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-10 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი ხახუბიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2022 წლის 28 ოქტომბრიდან. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი ხახუბიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2022 წლის 28 ოქტომბრიდან? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ირაკლი ხახუბიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილისა და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ (07-3/260; 26.10.2022) I მოსმენით განხილვა მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის მოხსენება მომხსენებელმა პირველ რიგში აღნიშნა, რომ პარლამენტის 9 წევრმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“, აგრეთვე პარტია „ქართული ოცნების“ შემადგენლობა, თუმცა დარჩნენ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, როგორც უფრაქციო პარლამენტის წევრები. საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობა, აგრეთვე ოპოზიცია შეიძლება შედგებოდეს ფრაქციებისგან და უფრაქციო პარლამენტის წევრებისაგან. საპარლამენტო უმრავლესობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღეისათვის პარლამენტში შექმნილი პოლიტიკური კონფიგურაცია იმგვარია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შედგება ერთი ფრაქციისა და 9 უფრაქციო პარლამენტის წევრისაგან, რომლებიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად საპარლამენტო სტრუქტურებში გადანაწილებისას სარგებლობენ უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის განსაზღვრული კვოტით, რაც მათი საერთო რაოდენობის გაზრდის გათვალისწინებით, ჰქმნის მეტ კონკურენციას. როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში შექმნილი ახალი გარემოების და პოლიტიკური კონფიგურაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება, რომ კვოტები განისაზღვროს ცალ-ცალკე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრებისა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოდგენს სწორედ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებთან დაკავშირებული დღეს მოქმედი რეგულაციების ცვლილება, იმისათვის, რომ საპარლამენტო ორგანოებში პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრების კვოტა რაოდენობრივად არ შეიცვლება, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის კვოტის ცალკე განსაზღვრის შედეგად, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება საპარლამენტო ორგანოებში წარმომადგენლობის თვალსაზრისით. რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ცვლილებას კომიტეტის შემადგენლობიდან პარლამენტის წევრის გასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, კერძოდ, დღეს მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გადაწყვეტილება კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ ძალაში შედის 2 განაცხადის გაკეთებისთანავე, რაც მისი აზრით, არაა მართებული. სხვა ყველა ანალოგიური პროცედურების მსგავსად, აუცილებელია პარლამენტის ბიუროს ინფორმირება, შესაბამისად გადაწყვეტილება კომიტეტის შემადგენლობის დატოვების შესახებ ძალაში უნდა შევიდეს ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. აზრი გამოთქვეს: თამარ კორძაიამ მომხსენებელს მიმართა შეკითხვით, რა იყო რეგლამენტის 228-ე მუხლიდან 15 პუნქტის ამოღების მიზანი, რომელიც წარმოადგენდა გარდამავალ ნორმას და განსაზღვრავდა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 10 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლიდან 15 პუნქტის ამოღების შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს გარდამავალ ნორმას და განსაზღვრავს, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 10 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა, მიზანშეწონილი იქნება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული საკითხის მარეგულირებელ ძირითად ნორმაში, კერძოდ, 49-ე მუხლის მე-6 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა ნაცვლად დღეს მოქმედი ფრაქციის ყოველ 10 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა, განისაზღვროს ფრაქციის ყოველ 8 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილით. რეგლამენტის პროექტის ინიციატორი დაეთანხმა გამოთქმულ შენიშვნას და მის ასახვას რეგლამენტის პროექტში. კერძოდ, რეგლამენტის პროექტის პირველ მუხლს მე-3 პუნქტად დაემატება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილება, შესაბამისად გადაინომრება რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის შესაბამისი პუნქტები. ლევან ბეჟაშვილი დაინტერესდა, ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, როგორი იქნება რეალური ვითარება, კერძოდ ის კვოტები, რომელიც განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის იმოქმედებს თუ არა ოპოზიციისა და მასში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრების კვოტების რაოდენობაზე თუ უმრავლესობის კვოტების საერთო რიცხოვნობის ფარგლებში გადანაწილდება? გურამ მაჭარაშვილმა ლევან ბეჟაშვილის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განმარტა, რომ წარმოდეგენილი ცვლილების განხორციელების შედეგად უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის კვოტები გადანაწილდება უმრავლესობისათვის განსაზღვრული კვოტების საერთო რაოდენობის ფარგლებში და არ იმოქმედებს საპარლამენტო ოპოზიციისა და მასში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრებიათვის განსაზღვრული კვოტების რაოდენობაზე. თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ წარმოდეგნილი რეგლამენტის პროექტით ნამდვილად არ იცვლება ოპოზიციისა და მასში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრების კვოტები და ერთგვარად უმჯობესდება კიდეც ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრების მდგომარეობა, ვინაიდან მათ აღარ მოუწევთ კვოტების გაყოფა უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის. მიუხედავად ამისა, ის პირადად მხარს არ დაუჭერს წარმოდგენილ პროექტს, რადგან მიაჩნია, რომ ყოველი ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული და დადგენილი ნორმების უგულებელყვოფა და მათი გვერდის ავლით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში სიტუაციებზე მორგებული ცვლილებების განხორციელება, როგორც ეს მოხდა პოლიტიკური ჯგუფების შემთხვევაში. თუ მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული 3 ნორმა, რომ ფრაქცია შეიძლება შექმნას არანაკლებ 7 კაცმა, მაშინ მიზანშეწონილი იქნება საერთო კონსენსუსის არებობის შემთხვევაში ამ კონსტიტუციური ნორმის ცვლილება და რაოდენობის შემცირება 5-ამდე. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტიც, თამარ კორძაიას აზრით, ანალოგიური ხასიათის ცვლილებას წარმოადგენს, რომლის მიზანიც არის შექმნილი პოლიტიკური კონფიგურაციისა და სიტუაციისათვის რეგლამენტის მორგება, ამიტომ მხარს ვერ დაუჭერს. ლევან ბეჟაშვილი დაეთანხმა თამარ კორძაიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. ირაკლი ქადაგიშვილმა თამარ კორძაიას და ლევან ბეჟაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ჩანაწერი - არანაკლებ 7 წევრის მიერ ფრაქციის შექმნის თაობაზე, შეესაბამება არჩევნების 5 პროცენტიან ბარიერს, მაგრამ ბოლო საპარლამენტო არჩევნების პრაქტიკულად ნულოვანი ბარიერით ჩატარებამ შექმნა საქართველოს პარლამენტში იმგვარი პოლიტიკური კონფიგურაცია, რამაც საჭირო გახადა საპარლამენტო საქმიანობაში მცირე პოლიტიკური ჯგუფების მაქსიმალური ჩართვის მიზნით ცვლილებების განხორციელება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილისა და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი“ (07-3/260; 26.10.2022) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი მომხრე - 7 წევრი წინააღმდეგი - 1 წევრი გადაწყვიტეს : - საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილისა და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი“ (07-3/260; 26.10.2022) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის; - პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 4