საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი

დასკვნა მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-17101/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-11-02

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-17101/22 02-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2022 წლის 2 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, პარლამენტის წევრის გარდაცვალების გამო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად გამოითხოვა პარლამენტის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობა, რითიც დასტურდება პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას 2022 წლის 27 ოქტომბერს გარდაცვალების ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-10 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი ხახუბიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2022 წლის 28 ოქტომბრიდან. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ირაკლი ხახუბიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-10 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ირაკლი ხახუბიას ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2022 წლის 28 ოქტომბრიდან. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი