„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.11.2022
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/213/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდელო მაცნე, 20(27), 1999, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან ორგანიზაციულად განცალკევებული დაწესებულება, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან ორგანიზაციულად განცალკევებული დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და შესაბამისი მმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილებას მისი დაფუძნების აქტით ან/და წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ ფარგლებში. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ნორმატიული აქტი იქნა მიღებული.“. 4. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით.“. 6. კანონს დაემატოს II2 თავი: ,,თავი II2 საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაცია მუხლი 71. საჯარო სამართლის იურიდიული პირის კატეგორიები საჯარო სამართლის იურიდიული პირის კატეგორიებია: ა) საჯარო სამართლის კორპორაცია; ბ) დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; დ) დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ე) მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ვ) საზოგადოებრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მუხლი 72. საჯარო სამართლის იურიდიული პირის კატეგორიების განსაზღვრება 1. საჯარო სამართლის კორპორაცია არის წევრობაზე დაფუძნებული დაწესებულება, რომელიც იქმნება მხოლოდ კანონით. 2. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის დაწესებულება, რომელიც იქმნება მხოლოდ კანონით. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საკუთარი პასუხისმგებლობით, ასრულებს იმ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელიც არ გულისხმობს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების განხორციელებას, თუმცა მოიცავს საზოგადოებრივ მაუწყებლობას ან სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის, ასევე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების უფლებამოსილებას. 3. დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის დაწესებულება, რომელიც იქმნება მხოლოდ კანონით. დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საკუთარი პასუხისმგებლობით ასრულებს ისეთ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელიც შედის აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობის კონკრეტული უფლებამოსილებას. კომპეტენციაში, ორგანოსათვის თუმცა საქართველოს არ წარმოადგენს სახელმწიფო კანონმდებლობით მინიჭებულ 4. დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით. დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს ისეთ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელზე სრული სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ან მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს და გულისხმობს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილებების აღსრულებას ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების გამოყენების გზით. 5. მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით. მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს ისეთ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელზე სრული სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ან მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს და გულისხმობს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების მომხმარებლისათვის მიწოდებას. 6. საზოგადოებრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით. საზოგადოებრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით და სასპორტო საქმიანობას. 7. ამ კანონით გათვალისწინებული კატეგორიების საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ კატეგორია/კატეგორიები ენიჭება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პირს შესაბამისი 8. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი აკმაყოფილებს ორი ან მეტი კატეგორიის კრიტერიუმს, მისთვის ერთი ან ერთზე მეტი კატეგორიის მიკუთვნების წესი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების ფარგლები, მათ შორის თანამდებობის/პოზიციის ფუნქცია-მოვალეობების დადგენილებით. გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 9. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც მიეკუთვნა შესაბამისი კატეგორია და მისი საქმიანობა დაკავშირებულია ქვეყნის თავდაცვასთან (გარდა საზოგადოებრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა), უსაფრთხოების ან მართლწესრიგის დაცვასთან, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობა. აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ითვლება სახელმწიფო მოსამსახურედ/სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირად, ხოლო ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული სხვა პირი - საჯარო მოხელედ/საჯარო მოსამსახურედ, მაგრამ მათზე ვრცელდება შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობა.“. 7. კანონის III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III საჯარო სამართლის იურიდიული პირების ორგანიზაცია, საქმიანობა და დასაქმებულ პირთა სტატუსი“ 8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. საჯარო სამართლის კორპორაცია 1. საჯარო სამართლის კორპორაციის მართვის უმაღლესი ორგანოა მისი წევრების საერთო კრება. კრებებს შორის პერიოდში მისი ფუნქციები შეიძლება დაეკისროს შესაბამისი კანონით და წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ სხვა ორგანოს. 2. საჯარო სამართლის კორპორაციის წევრთა კრება მონაწილეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას წესდების (დებულების) შესახებ, ირჩევს მართვის ორგანოებს და წყვეტს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ამ პირის საქმიანობის თაობაზე, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. საჯარო სამართლის კორპორაციის წევრებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ ამ პირის წესდების (დებულების) ძირითადი დებულებები. 4. საჯარო სამართლის კორპორაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს/ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კორპორაციის წევრთა საერთო კრება. 5. საჯარო სამართლის კორპორაციაში დასაქმებულ პირებს, გარდა საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, არ აქვთ საჯარო მოსამსახურის სტატუსი და მათზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონები. 6. საჯარო სამართლის კორპორაციის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის კორპორაციაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების ფარგლები დადგენილია შესაბამისი საკანონმდებლო აქტით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 7. საჯარო სამართლის კორპორაციის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული წესები მოქმედებს, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. 9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81–85 მუხლები: „მუხლი 81. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი 1. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, თუ შესაბამისი საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, მისი მოადგილის, საბჭოს ან/და კომისიის წევრების (მათი არსებობის შემთხვევაში) და მასში დასაქმებული პირების თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი, ასევე მათი სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება სპეციალური კანონმდებლობით. 3. დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებულ პირებზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი სპეციალური საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათალისწინებულ შემთხვევაში. მუხლი 82. დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი 1. დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის ან საქართველოს მთავრობის წინაშე, მის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საფინანსო-ეკონომიკური ზედამხედველობის გზით, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. ასევე თანამდებობიდან 3. დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი/მისი მოადგილე არის სახელმწიფო მოსამსახურე. 4. დარგთაშორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 83. დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი 1. დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშვალდებულია შესაბამისი სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სრულ სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს. მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფუძნებული დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის წინაშე, ორგანოს რომელიც ახორციელებს მის ზედამხედველობასა და კონტროლს. 2. დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო მათი შერჩევა ხორციელდება გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი/მისი მოადგილე არის სახელმწიფო მოსამსახურე ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფუძნებული დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი/მისი მოადგილე არის სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს. დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ პირებს აქვთ საჯარო მოსამსახურის სტატუსი. 4. დარგობრივ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. მუხლი 84. მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი 1. მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშვალდებულია შესაბამისი მმართველობის ორგანოს წინაშე, რომელიც ახორცილებს მის სრულ სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს. 2. მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო მათი შერჩევა ხორციელდება გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი/მისი მოადგილე არის სახელმწიფო მოსამსახურე ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფუძნებული მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი/მისი მოადგილე წარმოადგენს სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს. 4. მომსახურების მიმწოდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ პირებზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებულ პირებზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. მუხლი 85. საზოგადოებრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი 1. საზოგადოებრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის საკითხები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 2. საზოგადოებრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. 3. საზოგადოებრივ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ პირებზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი.“. 10. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო/ავტონომიური რესუბლიკის მმართველობის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციაში. 2. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, შესაბამისი სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ან მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია დააყენოს ამ პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი.“; 11. მე-10 მუხლის: ა) მე-4 და 41 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. კანონით, ნორმატიული აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირები, ხოლო, საჯარო სამართლის კორპორაციის შემთხვევაში, – წევრთა კრების მიერ არჩეული წევრები და სპეციალური კანონით გათვალისწინებული სხვა პირები.“. 12. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „101. დარგობრივი და მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი დარგობრივი და მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე თანამდებობიდან თავისუფლდება თუ: ა) მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) მან დაიკავა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან განახორციელა შეუთავსებელი საქმიანობა; ე) გადადგა თანამდებობიდან; ვ) გარდაიცვალა; ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; თ) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ი) გათავისუფლდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის, შერწყმის, ან რეორგანიზაციის პროცესის თანმდევი შედეგების საფუძველზე; კ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რაც გამორიცხავს მის მიერ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების შესრულებას. 13. 102 მუხლი ამოღებულ იქნეს. 14. 103 მუხლი ამოღებულ იქნეს. 15. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა ან/და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან სახელმწიფო მინისტრი (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანო), რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ამ კანონის 71 მუხლის „დ“ „ე“ „ვ“ ქვეპუნქტებით, ხოლო შესაბამისი საკანონმდებლო აქტით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში - ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“. 16. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, თუ იგი არის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა), საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა); ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პოზიციების დასახელებების, რაოდენობის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ზ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“. 17. მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ კანონით, დაფუძნების აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“. 18. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საჯარო სამართლის კორპორაციისა) ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. 2. საჯარო სამართლის კორპორაციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განკარგვა ხორციელდება დამფუძნებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2025 წლის 1 იანვრამდე იმ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, რომელში საქმიანობაც ჩაითვლება საჯარო სამსახურად, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 72 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, უზრუნველყონ აღნიშნულ დაწესებულებებში არსებული თანამდებობების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილება, აგრეთვე ხსენებული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციებისა და უფლებამოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულების დადება. 2. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელში საქმიანობაც ჩაითვლება საჯარო სამსახურად, 2025 წლის 1 იანვრამდე საშტატო თანამდებობაზე დასაქმებული პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები პროფესიული საჯარო მოხელის იდენტურია, შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალოს პროფესიულ საჯარო მოხელედ, ხოლო ის პირი, რომელიც ასრულებს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებს ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად. 3. თანამდებობათა (პოზიციათა) გარდაქმნის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება არ აბრკოლებს თანამდებობათა (პოზიციათა) გარდაქმნას. 4. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელში საქმიანობაც ჩაითვლება საჯარო სამსახურად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამის კლასს გაუთანაბრდეს 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო მოხელისათვის მინიჭებული საკლასო ჩინი, მიუხედავად იმისა, 2017 წლის 1 ივლისამდე ეკავა თუ არა მას საჯარო მოხელის თანამდებობა. 5. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელში საქმიანობაც ჩაითვლება საჯარო სამსახურად, 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის მიერ გავლილი ვადა ჩაითვლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული საჯარო მოხელის გამოსაცდელ ვადაში. 6. 2024 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის კატეგორიის მიკუთვნების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. 7. 2024 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის კატეგორიის მიკუთვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. მუხლი 3. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, მე-2 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვარს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 126-ე მუხლის მე-2 მუხლის პუნქტით განისაზღვრა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის მმართველობითი ფუნქციის წარდგენის ვალდებულება, განმახორციელებელი რაც ემსახურება დაწესებულებებისათვის საჯარო ინსტიტუციური მოწყობის ერთიანი პრინციპების გავრცელების უზრუნველყოფას. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციების სიჭარბის პირობებში, კანონპროექტი მომზადდა კომპლექსური და მრავალმხრივი პროცესის შედეგად, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების პირველადი/ზოგადი ფუნქციური ანალიზი და დადგინდა გარკვეული კრიტერიუმები, რათა მკაცრი დიფერენციაცია მოხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ საჯარო სამართლებრივი ნორმებით დადგენილი საჯარო მმართველობის მნიშვნელოვანი პრინციპების გავრცელების თვალსაზრისით. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაციას, გაწერს მათი დაფუძნების საფუძვლებს და მათთან მიმართებით ადგენს საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის გავრცელების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაქვემდებარებისა და მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების საკითხს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 126-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დათქმით, რომელიც ადგენს კანონის დონეზე საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაციის ვალდებულებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის წარმოდგენილი პროექტით მოხება საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიების განსაზღვრა და დადგინდა მათთან მიმართებით საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის გავრცელების საკითხი, ასევე, ნათელი გახდა მათი დაქვემდებარებისა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობის/კონტროლის განხორციელების საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საჯარო მმართველობის რეფორმა გულისხმობს არამხოლოდ საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ცვლილებას, არამედ მისი მიზანია ასევე დაწესებულებათა სტრუქტურული აგებულების დასავლურ პრინციპებზე დაფუძნება. შესაბამისად, საჯარო მმართველობის თანამედროვე პრინციპები, რომელიც შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისათვის ადგენს, რომ მმართველობის ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურა ისე უნდა იყოს აგებული, რომ მათი საქმიანობა ძირითადად ორიენტირებული იყოს დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებაზე, ხოლო ამ პოლიტიკის აღსრულებისათვის მათ შეიძლება ექვემდებარებოდეთ ორგანიზაციული სტრუქტურები საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან სააგენტოების სახით. მნიშვნელოვან კომპონენეტს წარმოადგენს ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის იერარქიულად დაქვემდებარებულ სტრუქტურებში განაწილება. აღნიშნული პრინციპის შინაარსი, მათ შორის ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო კონტროლის ნაწილში, დღევანდელი მდგომარეობით არ არის დაცული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და გამოსწორების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს დებულებებს, რომლითაც დადგინდება კატეგორიების მიხედვით მათ ორგანოებთან ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო კონტროლის საკითხები. მაკონტროლებელ გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს კატეგორიების მიხედვით დალაგებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონების გავრცელების, მათ შორის დასაქმებული პირების სტატუსის განსაზღვრა. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით: 1. ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში, რომელიც განსაზღვრავს მისი რეგულირების სფეროს. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს, ამასთან, მისი რეგულირების სფეროდან გამორიცხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირები. 2. ცვლილება შედის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და ახლებურად ყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება, რომლის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონის საფუძველზე სახელმწიფო საკანონმდებლო და მმართველობის სახელმწიფო ორგანოს მმართველობის ნორმატიული ორგანოებისაგან აქტით შექმნილი, ორგანიზაციულად განცალკევებული დაწესებულება, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან ორგანიზაციულად განცალკევებული დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. მოცემული მუხლის ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის სხვა სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად განისაზღვრება კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნის საკითხი. მუხლის მოქმედ რედაქციაში ნორმატიული აქტის ნაცვლად არის მითითება ადმინისტრაციულ აქტზე. წარმოდგენილი ცვლილება ემსახურება, ნორმის როგორც ტერმინოლოგიურ, ასევე, შინაარსობრივ სრულყოფას. ნორმატიული აქტის დეფინიცია არის დადგენილი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და იგი მოიაზრებს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულ (გამოცემული) სამართლებრივ აქტს, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.“ რაც შეეხება ,,ადმინისტრაციული აქტის“ ცნებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის დეფინიციას, რომელშიც მოიაზრება როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე, ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი. 3. ცვლილება შედის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის ნაწილში იმპერატიულად განისაზღვრება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს დადგენილებით ან/და შესაბამისი უფლებამოსილებას მისი შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის მმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრულ დაფუძნების აქტით ან/და წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ ფარგლებში. ამასთან, როგორც წესი, სახელმწიფო მმართველოს ორგანოს ნორმატიული აქტის მიზანი, შინაარსი, მოცულობა და ფარგლები განსაზღვრულია საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით დგინდება, რომ თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ნორმატიული აქტი იქნა მიღებული. 4. კანონის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლი განასხვავებს საჯარო სამართლის კორპორაციებსა და დაწესებულებებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციური ანალიზის საფუძველზე შემუშავებული კატეგორიზაცია განსაზღვრულია წარმოდგენილი პროექტის 71 მუხლით, ასევე, ახლებურად განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები. ამდენად, აღარ დგას მე-4 მუხლის არსებული რედაქციით არსებობის საჭიროება და იგი ამოღებულ იქნა. 5. კანონპროექტის მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, შესაბამისი ცვლილება აისახება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში. 6. კანონს ემატება მე-2 პრიმა თავი, რომლის 71 მუხლი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაციას და ითვალისწინებს 6 კატეგორიას, ესენია: საჯარო სამართლის კორპორაცია, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საზოგადოებრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ასევე, მოცემული 72 მუხლის ფარგლებში განიმარტება თითოეული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის საფუძველი და უფლებამოსილება. კერძოდ, განსაზღვრულია, რომ საჯარო სამართლის კორპორაცია არის წევრობაზე დაფუძნებული დაწესებულება, რომელიც იქმნება მხოლოდ კანონით. დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიმართებით დგინდება, რომ ის არის დაწესებულება, რომელიც იქმნება მხოლოდ კანონით და რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით, ასრულებს იმ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელიც არ გულისხმობს საკანონმდებლო, განხორციელებას, თუმცა აღმასრულებელი მოიცავს და საზოგადოებრივ სასამართლო მაუწყებლობას ხელისუფლების ან სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის, ასევე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების უფლებამოსილებას. ასევე, განისაზღვრება, რომ დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის დაწესებულება, რომელიც იქმნება მხოლოდ კანონით და რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით ასრულებს ისეთ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელიც შედის აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში, თუმცა არ წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის კონკრეტული ორგანოსათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. კანონპროექტი ითვალისწინებს დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დეფინიციას და განმარტავს, რომ იგი არის დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით და რომელიც ახორციელებს ისეთ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელზე სრული კანონმდებლობით მმართველობის ან სახელმწიფო ზედამხედველობა მინიჭებული აქვს მუნიციპალიტეტის და კონტროლი საქართველოს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის გულისხმობს ორგანოს და სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილებების აღსრულებას ადმინისტრაციული სამართლებრივი ფორმების გამოყენების გზით. ორგანოს საქმიანობის რაც შეეხება მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირს, მასთან მიმართებით კანონპროექტი შეიცავს დათქმას, რომ იგი არის დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით და რომელიც ახორციელებს ისეთ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, რომელზე სრული სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ან მუნიციპალიტეტის რესპუბლიკის მმართველობის ან და გულისხმობს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო/ავტონომიური ორგანოს უფლაბამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების მომხმარებლისათვის მიწოდებას. წარმოდგენილი პროექტი განასხვავებს საზოგადოებრივ საჯარო სამართლის იურიდიული პირს და მასთან მიმართებით განსაზღვრავს, რომ იგი იქმნება კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით და რომელიც ახორციელებს კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ საქმიანობას. ამავე მუხლში განისაზღვრება, რომ ამ კანონით გათვალისწინებული კატეგორი(ებ)ის საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და კატეგორი(ებ)ის მიკუთვნება ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი აკმაყოფილებს ერთზე მეტი კატეგორიის კრიტერიუმებს მისთვის კატეგორიიის მიკუთვნების წესი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების ფარგლები, მათ შორის თანამდებობის/პოზიციის ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, კანონპროექტმა გაითვალისწინა ერთგვარი საგამონაკლისო დათქმა, რომლის მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც მიეკუთვნა შესაბამისი კატეგორია და საზოგადოებრივი მისი საქმიანობა საჯარო დაკავშირებულია სამართლის ქვეყნის იურიდიული თავდაცვასთან პირისა), (გარდა უსაფრთხოების ან მართლწესრიგის დაცვასთან, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობა. აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ითვლება სახელმწიფო მოსამსახურედ/სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირად, ხოლო ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული სხვა პირი - საჯარო მოხელედ/საჯარო მოსამსახურედ, მაგრამ მათზე ვრცელდება შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობა. 7. წარმოდგენილი კანონის პროექტით მესამე თავს ემატება მუხლები, რომლებიც აწესრიგებენ თითოეული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და იქ დასაქმებულ პირთა სტატუსს. ამდენად, ფართოვდება მესამე თავით მოწესრიგებულ საკითხთა წრე, რაც წარმოშობს მისი სათაურის ახლებურად ჩამოყალიბების საჭიროებას. კერძოდ, მესამე თავის სათაურში ნაცვლად ,,ორგანიზაცია, საქმიანობა“, მიეთითება „საჯარო სამართლის იურიდიული პირების ორგანიზაცია, საქმიანობა და დასაქმებულ პირთა სტატუსი“. 8. ცვლილება შედის კანონის მე-8 მუხლის სათაურში და ნაცვლად ,,წევრების უფლებამოსილება“ განისაზღვრება ,,საჯარო სამართლის კორპორაცია“. იცვლება მე-8 მუხლის შინაარსი და იგი აწესრიგებს საჯარო სამართლის კორპორაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, პირველი პუნქტი განსაზღრავს საჯარო სამართლის კორპორაციის მართვის უმაღლეს ორგანოს. მეორე პუნქტი ადგენს, რომ საჯარო სამართლის კორპორაციის წევრთა კრება მონაწილეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას წესდების (დებულების) შესახებ, ირჩევს მართვის ორგანოებს და წყვეტს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ამ პირის საქმიანობის თაობაზე, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებს საჯარო სამართლის კორპორაციის წევრების უფლებამოსილებაზე თვითონ განსაზღვრონ ამ პირის წესდების (დებულების) ძირითადი დებულებები. ასევე, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში, დამატებით განისაზღვრება, რომ კორპორაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კორპორაციის წევრთა საერთო კრება. ასევე განისაზღვრება, რომ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საჯარო სამართლის კორპორაციაში დასაქმებულ პირებს არ აქვთ საჯარო მოსამსახურის სტატუსი და მათზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონები. გარდა ამისა ამავე მუხლს ემატება მე-5 და მე-6 პუნქტები, რომლითაც განისაზღვრება ზედამხედველობისა და კონტროლის საკითხები. ამასთან, საჯარო სამართლის კორპორაციის ბუნების გათვალისწინებით, წარმოდგენილი პროექტის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცავს დათქმას, რომ საჯარო სამართლის კორპორაციის მიმართ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები მოქმედებს, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 9. კანონს ემატება 81-85 მუხლები. 81 მუხლის მიხედვით დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, თუ შესაბამისი საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასევე, განისაზღვრება, რომ სპეციალური კანონმდებლობით წესრიგდება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, მისი მოადგილის, საბჭოს ან/და კომისიის წევრების (მათი არსებობის შემთხვევაში) და მასში დასაქმებული პირების თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და მათი სამართლებრივი სტატუსი. მოცემული მუხლი ადგენს, რომ დამუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ პირებზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ შესაბამისი სპეციალური საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათალისწინებულ შემთხვევაში. დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიული პირებს წარმოადგენენ, მაგალითად, მარეგულირებელი ორგანოები. კანონს ემატება 82 მუხლი, რომლის მიხედვით დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება მის საქმიანობაზე საფინანსოეკონომიკური ზედამხედველობის გზით და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის ან საქართველოს მთავრობის წინაშე, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასევე, განისაზღვრება, რომ საქართველოს კანონმდებლობით წესრიგდება დარგთაშორისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დარგთაშორისი პოლიტიკის აღმასრულებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე წარმოადგენს სახელმწიფო მოსამსახურეს. ამასთან, დარგთაშორისი პოლიტიკის აღმასრულებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონს ემატება 83 მუხლი, რომლის მიხედვით დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშვალდებულია შესაბამისი სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანოს ორგანოს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სრულ სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფუძნებული დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის ორგანოს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის ზედამხედველობასა და კონტროლს, ასევე, განისაზღვრება, რომ დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი და მათი შერჩევა განხორციელდება გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე წარმოადგენს სახელმწიფო მოსამსახურეს ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფუძნებული დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე წარმოადგენს სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს, მასში დასაქმებული პირები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეს და მათზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. კანონს ემატება 84 მუხლი, რომლის მიხედვით მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანგარიშვალდებულია შესაბამისი მმართველობის ორგანოს წინაშე, რომელიც ახორცილებს მის სრულ სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს. ასევე, განისაზღვრება, რომ მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი და მათი შერჩევა ხდება გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე წარმოადგენს სახელმწიფო მოსამსახურეს ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფუძნებული მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის სახელმწიფო იურიდიული პირის მოსამსახურესთან ხელმძღვანელი გათანაბრებულ და პირს. მისი მოადგილე ამასთან, თუ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მასში დასაქმებულ პირებზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მოცემული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებულ პირებზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონს ემატება 85 მუხლი, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის საკითხები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. ასევე, დგინდება, რომ საზოგადოებრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. ასევე, დგინდება, რომ საზოგადოებრივ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ პირებზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი. 10. ცვლილება შედის მე-9 მუხლში და სახელმწიფო მმართველობის ორგანოსთან ერთად ეთითება მუნიციპალიტეტის და ავტონომიური მმართველობის ორგანოები. შესაბამისად, განისაზღვრება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციაში. ასევე, ეთითება, რომ თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, შესაბამისი სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ან მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია დააყენოს ამ პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი. 11. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული კატეგორიზაცია არ იცნობს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამასთან, თითოეული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიული პირთან მიმართებით გაიწერა მისი ხელძღვანელის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხი და შესაბამისად, ამოღებულ იქნა მე-10 მუხლის მე-4 და მე-41 პუნქტები. ასევე, ვინაიდან კანონპროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ერთ-ერთ კატეგორიად, ნაცვლად „წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირისა“, ითვალისწინებს „საჯარო სამართლის კორპორაციას“ ცვლილება შედის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტში და განისაზღვრება, რომ კანონით, ნორმატიული აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ განმახორციელები ორგანოს თანამდებობის შესაბამისი პირები, სახელმწიფო აგრეთვე, საჯარო კონტროლის სამართლის კორპორაციის შემთხვევაში, წევრთა კრების მიერ არჩეული წევრები და სპეციალური კანონით გათვალისწინებული სხვა პირები. 12. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ახალი კატეგორიზაციის გათვალისწინებით, ცვლილება შედის კანონის მე-101 მუხლის სათაურში და ,,სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება“ ნაცვლად, განისაზღვრება შემდეგი სახით: ,,დარგობრივი და მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი ’’. ამასთან, ვინაიდან თითოეული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიული პირთან მიმართებით გაიწერა მისი ხელძღვანელის დანიშვნის საკითხი, მე-101 მუხლის მოწესრიგების ფარგლებში მოექცა მხოლოდ დარგობრივი და მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები. ამასთან, ამავე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის მიმართ კანონპროექტი ითვალისწინებს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, როგორიცაა საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია, შერწყმა და დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის თანმდევი შედეგები (მოადგილის საშტატო თანამდებობის შემცირება/გაუქმება) და სხვა. 13. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული კატეგორიზაცია არ იცნობს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამასთან, კატეგორიების მიხედვით გაიწერა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელძღვანელის მოადგილის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხი და შესაბამისად, მე-102 ამოღებულ იქნა. 14. კანონპროექტით ამოღებულ იქნა 103 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხს. საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაციის პირობებში განსხვავდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა სტატუსი და მათზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელდების საკითხი. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების სპეციალური წესის არსებობა სამართლებრივ სტატუსს ბუნდოვანს ხდის. თუმცა ფაქტობრივად ისინი, მათი ფუნქციებისა და რანგის გათვალისწინებით, უთანაბრდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს. ამდენად, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, სპეციალური დათქმის არარსებობის პირობებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე მოქცევიან კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან მის მოადგილის ანალოგიურ/მსგავს სამართლებრივ რეჟიმში. 15. ცვლილება შედის მე-11 მუხლში და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიების მიხედვით ზუსტდება სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფარგლები და შინაარსი, კერძოდ, განისაზღვრა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა ან/და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, ხოლო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს წარმოადგენენ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან სახელმწიფო მინისტრი (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანო). 16. ასევე, დგინდება, რომ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუძლია შეაჩეროს ან გააუქმოს დარგობრივი პოლიტიკის აღმასრულებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული (გარდა პირის და საზოგადოებრივი რელიგიური გაერთიანებებისა) საჯარო სამართლის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. რაც შეეხება საჯარო სამართლის კორპორაციას, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისი არამართლზომიერი გადაწყვეტილების შეჩერების ან გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო აქტით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. ცვლილება შედის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში და სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაცვლად, მიეთითება ზოგადად საჯარო სამართლის იურიდიული პირი და განისაზღვრება, რომ თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები. ქმედებების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხობას, განისაზღვრება მოქმედი რედაქციის ანალოგიურად, გარდა ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებისა, სადაც მითითებულია ბიუჯეტის (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა), საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) განსაზღვრა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პოზიციების დასახელებების, რაოდენობის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა. 17. ცვლილება შედის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში და განისაზღვრება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წყვეტს არსებობას ამავე კანონით, დაფუძნების აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 18. ცვლილება შედის მე-18 მუხლში და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ახალი კატეგორიების მიხედვით, განისაზღვრება ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების საკითხი, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საჯარო სამართლის კორპორაციისა) ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ან თბილისის საკუთრებაში, ხოლო საჯარო სამართლის კორპორაციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განკარგვა ხორციელდება დამფუძნებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით.“ 19. წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ვალდებულებას, რომელში საქმიანობაც ჩაითვლება საჯარო სამსახურად, უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული თანამდებობების იერარქიულ რანგებში გადანაწილება და დასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე. მოცემული დათქმა არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 72 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიული პირებზე. ასევე, პროფესიული საჯარო მოხელის გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება კანონის ამოქმედებამდე პირის მიერ იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გავლილი გამოსაცდელი ვადა, რომელში საქმიანობაც ჩაითვლება საჯარო სამსახურად. ამასთან, 2024 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის კატეგორიის მიკუთვნების წესის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება, ხოლო 2024 წლის 1 ნოემბრამდე ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის კატეგორიის მიკუთვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. მოცემული დადგენილებების მიღების შემდგომ, კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრამდე (კანონის ამოქმედებამდე) საჯარო სამართლის იურიდიული პირებს მიეცემათ გონივრული დრო იმისთვის, რომ უზრუნველყონ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად განხორციელება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, მე-2 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მათი დროული ამოქმედება, ხოლო კანონის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვარს, რაც უკავშირდება კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ძალაში შესვლამდე, გარდამავალი პერიოდით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაციას და განსაზღვრავს მათზე ,,საჯარო სამსახურისა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების ფარგლებს. კანონროექტის შედეგად შეიცვლება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსი, რომელთა მიმართ ამოქმედდება უფლებების დაცვის, კარიერის მართვის და მოტივაციის ახალი სისტემები. აღნიშნულ ცვლილებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. თუმცა მას გავლენა ექნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის (რომელიც ჩაითვლება საჯარო სამსახურად) ბიუჯეტის მუხლებს შორის თანხების გადანაწილებაზე, არსებული ასიგნებების ფარგლებში, თანამდებობრივი სარგოს, საკლასო დანამატის, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოს და კომპენსაციას გაცემის მიზნებისათვის. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომლებზეც გავრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, გასაცემი საკლასო დანამატის ოდენობა დამოკიდებული იქნება მოხელის სტატუსის მქონე პირების რაოდენობაზე და მათ შეფასების შედეგებზე. წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაცია არ ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის ვალდებულებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. თუმცა კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაციის პროცესს. კანონპროექტით საქართველოს მთავრობას ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება დაადგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონკრეტული კატეგორიის კრიტერიუმ(ებ)ი და მისთვის კატეგორიის მიკუთვნების წესი. საჯარო სამართლის იურიულ პირზე და იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე კანონპროექტის გავლენა არსებითად დამოკიდებულია კატეგორიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და მის შედეგებზე - საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მინიჭებულ კატეგორიაზე. მინიჭებული კატეგორიის შესაბამისად, განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების ფარგლები. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებს, რომელებზეც გავრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ამავე კანონით გათვალისწინებული კატეგორიების შესაბამისად შეეცვლებათ სამართლებრივი სტატუსი. მოხელის სტატუსის მქონე პირებთან მიმართებით ამოქმედდება ხსენებული კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, როგორიცაა შეფასება, მოხელის კლასი, მობილობა (შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში), კარიერის მართვისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემები, ასევე, გავრცელდება რეორგანიზაციის მომწესრიგებელი ნორმები. კანონროექტი კატეგორიზაციის მიმდინარეობისას არ ითვალისწინებს რეორგანიზაციის პროცესს. ასევე, კანონპროექტით დარგობრივი და მომსახურების მიმწოდებელ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა საფუძვლად განისაზღვრება და მის მოადგილესთან მიმარებით გათავისუფლების საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია, შერწყმა ან რეორგანიზაციის პროცესის თანმდევი შედეგები. მოცემული დათქმა გავლენას არ იქონიებს ნორმის ადრესატების სამართლებრივ მდგომარეობაზე, არ შეცვლის გასაცემი კომპენსაციის ოდენობას, იგი ემსახურება საკითხის მოწესრიგების სამართლებრივ სრულყოფას. გასათვალისწინებელია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის მე2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდულ პირებზე, გარდა გამონაკლისისა, ამ დროისთვისაც მოქმედებს კონკურსის მომწესრიგებელი ნორმები. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონიის გავრცელების მიზნებისათვის საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 11 იანვარს მიიღო დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანამდებობების/პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის შესახებ“. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების მნიშვნელოვან ნაწილზე ვრცელდება მოცემული კანონის მოქმედება, მათ შორის თანამდებრივი სარგოს განსაზღვრის ნაწილში. ამასთან, კანონპროექტის შედეგად, სტატუსის ცვლილებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ პირთა ნაწილს მიენიჭებათ მოხელის კლასი, რაც წარმოადგენს საკლასო დანამატის გაცემის საფუძველს. აღნიშნული ხარჯები, მათი მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაიცეს კონკრეტული დაწესებულებების ბიუჯეტის (ასიგნებების) ფარგლებში. გრძელვადიან პერსპექტივაში მოხელის სტატუსის მქონე პირებისათვის კლასის მინიჭება გარკვეულ გავლენას იქონიებს მათ ფინანსურ მდგომარებაზე საკლასო დანამატის გაცემის თვალსაზრისით, რომლის თანხობრივი გაანგარიშება დამოკიდებულია იმ პირების რაოდენობაზე, რომლებზეც გავრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და ასევე, მათი შეფასების შედეგებზე, ვინაიდან შეფასების შედეგების მიხედვით ხდება მოხელისათვის კლასის მინიჭება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.