„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ9“ ქვეპუნქტი:
„ჰ9) საბაჟო მარშრუტი – საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის
ან/და
სატრანსპორტო
საშუალების
საქართველოს
საბაჟო
ტერიტორიაზე
გადაადგილებისათვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული/დადგენილი ტრაექტორია ან/და
დანიშნულების ადგილამდე (საბაჟო კონტროლის ზონამდე ან საბაჟო ორგანოს მიერ
განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილამდე) გადაზიდვის/გადატანის
მიმართულება.“.
2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხო ქვეყნის
ვალუტის მიმართ
საქონლის
საბაჟო
ღირებულებისა
და
იმპორტის
გადასახადის
ოდენობის
განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება
შემდეგი თანამიმდევრობით:
ა)
საბაჟო
დეკლარაციის
რეგისტრაციის/საბაჟო
ვალდებულების
წარმოშობის
დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ
განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ
კურსით;
ბ)
დღისთვის
საბაჟო
დეკლარაციის
საქართველოს
რეგისტრაციის/საბაჟო
ეროვნული
ბანკის
მიერ
ამ
ვალდებულების
ქვეყნის
წარმოშობის
ვალუტის
მიმართ
განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში −
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.“.
3. მე-10 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბაჟო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ
გაავრცელოს, თუ პირი (გარდა ფიზიკური პირისა) საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული
ფორმით
გაგზავნილ
დოკუმენტს
გადასახადის
გადამხდელის
ავტორიზებული
მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. ფიზიკური
პირის შემთხვევაში, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუ შესრულებულია
შემდეგი პირობები:
ა) პირს, 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და
ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი, არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის
ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან
30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.“.
4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:
„5. საბაჟო ორგანოში არსებულ, საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს
შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საბაჟო საიდუმლოების შემცველ
ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი
წესის შესაბამისად.
6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილით
გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების საბაჟო ორგანოს მიერ გავრცელების მიმართ.“.
5. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ)
შეასრულოს
საქონლის
საბაჟო
პროცედურაში
მოქცევასთან,
საქონლის
რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული
მოთხოვნები.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საბაჟო
წარმომადგენელზეც.“.
6. 31-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გარდა, სხვა საბაჟო პროცედურაში ან
რეექსპორტში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი
ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება ამ საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის ან დროებით
შენახვის დასრულების წლის ბოლოდან.“.
7. 36-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში
მითითებულია
ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, საბაჟო ორგანომ შეიძლება დეკლარანტს
მოსთხოვოს საქონლის წარმოშობის დადასტურება.“.
8. 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხო ქვეყნების ჯგუფთან
გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის
გადასახადის
დაბრუნების
ან
მისგან
გათავისუფლების
აკრძალვას
საქართველოში
წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლისთვის, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის
საწარმოებლად, რომლისთვისაც იმავე შეთანხმების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება
წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში წარმოშობის სტატუსის
არმქონე ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა წარმოებულ პროდუქტთან
დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციისას.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ მუხლის პირველი
ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადის ოდენობა გამოითვლება ისევე, როგორც ის
გამოითვლებოდა შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულების მიზნით რეექსპორტის
დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული
საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების
საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შედეგად.“.
9. 49-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან
საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისაგან
გათავისუფლების პირობა.“;
ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
საქონლის
საბაჟო
პროცედურაში/რეექსპორტში
მოქცევის
დეკლარაციის
რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო
პროცედურის/რეექსპორტის
პირობა
ან
საქონლის
მიზნობრივი
დანიშნულებით
გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობა.“.
10. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თუ განხორციელდა საბაჟო კანონმდებლობის
დარღვევისთვის
სისხლის
სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ
საქონლის მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილია საბაჟო ზედამხედველობის
ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები, საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
11. 63-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
12. 70-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის
ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან
განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი
მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება.
უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო
ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო
ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა,
საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ
და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა
შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ
ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
13. 71-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე საბაჟო ორგანოს
შეუძლია განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი
უნდა გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
საბაჟო
მარშრუტით
და
განსაზღვრულ
ვადაში
საბაჟო
ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ეკისრება
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტან პირს.“.
14. 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ნებისმიერმა პირმა, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისას საქონელს საბაჟო
პროცედურაში აქცევს ან საქონლის მიმართ იყენებს რეექსპორტს;“.
15. 76-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს
უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება.“.
16. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის
განსაზღვრისათვის ან რეექსპორტის გამოყენებისათვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა
უნდა განხორციელდეს 30 დღეში.“.
17. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 160-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების
საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება.“.
18. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო დეკლარაცია, რომელიც აკმაყოფილებს ამ თავით გათვალისწინებულ
პირობებს, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა დაარეგისტრიროს.“.
19. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 90. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა
1. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში დეკლარანტის განცხადების საფუძველზე
შესაძლებელია ცვლილების შეტანა:
ა) საქონლის გაშვებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა.ა) საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა ამ დეკლარაციის შემოწმების
განზრახვის შესახებ;
ა.ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა;
ბ) საქონლის გაშვების შემდეგ:
ბ.ა) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის
ნაწილის რეექსპორტი.
ბ.ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, საქონლის გაშვების
შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს
შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რათა დეკლარანტმა შეასრულოს საქონლის
შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებულ ვალდებულებები.
2. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ორგანოს ინიციატივით
შესაძლებელია ცვლილების შეტანა საქონლის გაშვებამდე, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში
არასწორი მონაცემის არსებობა.“.
20. 105-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის,
მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების
პროცედურაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
21. 116-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ, აგრეთვე შიდა
გადამუშავების ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ
საქონლის გადამუშავების ოპერაციის დაწყებამდე, ხოლო თავისუფალი ზონის პროცედურაში
შენახვის ან/და გატანის მიზნით მოქცეული საქონლის მიმართ, შეიძლება განხორციელდეს
საქონლის შენახვის უზრუნველყოფისთვის ან/და სასაქონლო სახის ან მდგომარეობის
გაუმჯობესებისთვის
აუცილებელი
ქმედებები
ან
გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები.“.
22. 117-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქონლის
„3. ეკვივალენტურ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა
დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს იმ საქონელს, რომელსაც
იგი ანაცვლებს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული
შემთხვევებისა.“.
23. 153-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო იღებს
გადაწყვეტილებას დეფექტური საქონლის შესაკეთებლად სტანდარტული გაცვლის სისტემის
გამოყენების შესახებ.
3. შემცვლელ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე,
ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს დეფექტურ შესაკეთებელ
საქონელს.“.
24. 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქონელი, რომელზედაც წარდგენილია ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია,
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 120 დღეში. ამ
ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია საბაჟო ორგანოს 5 დღეში
წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის შესახებ ან
შუამდგომლობა საქონლის გატანისთვის დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ.“.
25. 160-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი
ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური
გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს
უბრუნდება, შეიძლება ეს საქონელი დაექვემდებაროს რეექსპორტს. ამ შემთხვევაში:
ა) თუ რეექსპორტი ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის
მთლიანი ოდენობის – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად
იქნება
ცნობილი
და
თავისუფალ
მიმოქცევაში
გაშვებულ
საქონელს
ჩამოერთმევა
საქართველოს საქონლის სტატუსი;
ბ) თუ რეექსპორტი ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის
ნაწილის – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში შედის სათანადო
ცვლილება და რეექსპორტისათვის განკუთვნილ, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული
საქონლის ნაწილს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის
გადასახდელის თანხა (გარდა იმ თანხისა, რომელზეც პირს მიღებული აქვს ჩათვლა)
ექვემდებარება დაბრუნებას ან მომავალ საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში
ჩათვლას;
ბ) საბაჟო ორგანო დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე აძლევს
უფლებას, საქონელი მოაქციოს შიდა გადამუშავების პროცედურაში (მათ შორის,
განადგურების მიზნით) ან ტრანზიტის, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ზონის
პროცედურაში.“.
26. 163-ე მუხლის:
ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის
პირს
იმ
შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.“;
ბ) მე-12 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 ნაწილი:
„121) პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება
ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის
მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი
საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“;
გ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. პირს საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში არასწორი მონაცემის
შეტანისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ:
ა) საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილება შეტანილ იქნა ამ
კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;
ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის
(გარდა მალულად გადაადგილებული საქონლის, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 და მე-5
ნაწილებით
გათვალისწინებული
საქონლისა
და
ამ
კოდექსის
169-ე
მუხლით
გათვალისწინებული ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო ღირებულება არ
აჭარბებს 15 000 ლარს და არ აღემატება დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს;
გ)
ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა
გამოვლინდა საქონლის გაშვებამდე.“;
დ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ამ კოდექსის 165-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო
სამართალდარღვევა ჩადენილია განმეორებით) 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის
მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი
ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის
ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“;
ე) მე-17 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 ნაწილი:
„171. ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული
საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და განახლდება საგამოძიებო
ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების
დღიდან.“.
27. 164-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე,
საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის
მიხედვით;“;
ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია ამ
ქმედების ჩამდენი პირის დადგენა ან/და იდენტიფიცირება, საბაჟო ორგანო იღებს
გადაწყვეტილებას საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების
მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების
შესახებ.“.
28. 165-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება,
როდესაც
საქონლის
დეკლარირების
ვადის
დარღვევა
იწვევს
საბაჟო
პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას.“.
29. 167-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) წარდგენილ
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას
იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება –
იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის
თანხის 40 პროცენტის ოდენობით.“;
ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი
მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის
საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები
გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.“.
30. 168-ე მუხლის:
ქმედებისთვის
არ
დაეკისრა
ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
–
იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო
საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.“;
ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული
საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5
ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ
დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.“.
31. 169-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არადეკლარირებული
საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად მიიჩნევა, თუ დეკლარირებული საქონლისა
და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის
ეკვივალენტზე მეტია.“.
32. 170-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების
მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის
სატრანსპორტო
საშუალებაში
გადატვირთვა
ან
სატრანსპორტო
საშუალებიდან
გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა –
იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება,
როდესაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების
მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის
გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან
გადახვევა იწვევს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო
საშუალების უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას.“.
33. 171-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა
1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა –
იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2.
ამ
მუხლის
განმეორებით, −
პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი
იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება,
როდესაც იმავე ქმედებისთვის
პასუხისმგებლობა.“.
ამ
კოდექსის
შესაბამისად
დადგენილია
სხვა
34. 172-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 172. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა
ან განადგურება
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც
გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო
საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –
იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე
გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.“.
35. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 173. საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება
1.
საბაჟო
დეკლარაციასა/რეექსპორტის
დეკლარაციასა
და
მის
თანმხლებ
დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი
მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან
შემცირება, –
იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ
საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2.
ამ
მუხლის
პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი
განმეორებით, –
იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ
საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო
ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა იწვევს იმპორტის გადასახდელის
ოდენობის შემცირებას.
2. თუ საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო
ღირებულებას შორის სხვაობის თანხა აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2
ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება მიზნად ისახავს საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო
კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების დახვეწას, ბუნდოვანი ნორმების ნათლად
ჩამოყალიბებას,
ცალკეული
ნორმების
ერთმანეთთან
შესაბამისობაში
მოყვანას
და
უზუსტობების აღმოფხვრას, ასევე მოქნილი ადმინისტრირებისათვის სამართლებრივი ბაზის
შექმნასა და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხების გადასაჭრელად საკანონმდებლო აქტის
მიღება
აუცილებელია,
საქართველოს
განსხვავებულად
საბაჟო
ვინაიდან
პროექტში
კოდექსით.
მათი
მოწესრიგების
ასახული
ყველა
კანონქვემდებარე
შესაძლებლობა
კი
საკითხი
წესრიგდება
ნორმატიული
აქტით
საკანონმდებლო
აქტით
გათვალისწინებული არ არის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, დაიხვეწება საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო
კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების მარეგულირებელი ნორმები, აღმოიფხვრება რიგი
ნორმების
კოლიზია
და
უზუსტობები,
უზრუნველყოფილ
იქნება
მოქნილი
ადმინისტრირებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა და საბაჟო კანონმდებლობის რიგი
დარღვევის პრევენცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს საბაჟო კოდექსში ხორციელდება
შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის პირველი ნაწილს ემატება „ჰ9“ ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება
საბაჟო მარშრუტის დეფინიცია. კერძოდ, დგინდება, რომ საბაჟო მარშრუტი არის საბაჟო
ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის საბაჟო ორგანოს მიერ
განსაზღვრული/დადგენილი ტრაექტორია ან/და დანიშნულების ადგილამდე (საბაჟო
კონტროლის ზონამდე ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ
ნებისმიერ სხვა ადგილამდე) გადაზიდვის/გადატანის მიმართულება.
აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საბაჟო მარშრუტის
საბაჟო ორგანოს მიერ დადგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 71-ე
მუხლის პირველი ნაწილი და 157-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნული მარშრუტის
დარღვევა წარმოადგენს ამავე კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ საბაჟო
სამართალდარღვევას, თუმცა, კოდექსის არსებული რედაქცია არ განმარტავს საბაჟო
მარშრუტის ზუსტ მნიშვნელობას.
2. საბაჟო კოდექსის მე-8 მუხლის არსებული რედაქცია საქონლის საბაჟო
ღირებულებისა და იმპორტის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის
ვალუტის საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაანგარიშებას უკავშირებს მხოლოდ საბაჟო
დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს და რეგულირების მიღმა რჩება შემთხვევები, როდესაც
საბაჟო
ვალდებულება
წარმოიშობა
არა
საბაჟო
დეკლარაციის
წარდგენით,
არამედ
კანონმდებლობით დადგენილი სხვა გზით. შესაბამისად აღნიშნული მუხლი ყალიბდება
ახალი რედაქციით და საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის
ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტის საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე
გადაანგარიშების საკითხი წესრიგდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საბაჟო ვალდებულება
წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის წარდგენით წარმოშობისაგან განსხვავებული გზით.
3. ახალი რედაქციით ყალიბდება საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის
მიხედვითაც
იცვლება
დოკუმენტის
საჯაროდ
გავრცელების
წესი
საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის. საბაჟო ორგანოს უფლება ექნება დოკუმენტი საჯაროდ
გაავრცელოს, თუ დეკლარანტი (გარდა ფიზიკური პირისა), საგადასახადო ორგანოს მიერ
ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური
ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ
გასცნობია. საგულისხმოა, რომ ამ კატეგორიის გადასახადის გადამხდელები ავტორიზებული
მომხმარებლები არიან და საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობას
ახორციელებენ
ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით, რის გამოც არა გონივრულია
დოკუმენტის საჯარო გამოქვეყნებისთვის დამატებითი პროცედურების არსებობა, რაც ხელს
უწყობს
დოკუმენტის
გაცნობის
განზრახ
გაჭიანურებას
და
შესაბამისად,
აფერხებს
გადასახადების ადმინისტრირების პროცედურებს.
4. მე-11 მუხლს ემატება მე-5 და მე-6 ნაწილი, რომლის მიხედვითაც საიდუმლო
ინფორმაციის შენახვა/დამუშავების საგადასახადო ორგანოსათვის დადგენილი წესი
გავრცელდება ასევე საბაჟო ორგანოსთვის საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან
დაკავშირებით. კერძოდ, საბაჟო ორგანოში არსებულ, საბაჟო საიდუმლოების შემცველ
ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საბაჟო საიდუმლოების
შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე
დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საბაჟო საიდუმლოების დაცვის ვალდებულება არ
გამოიყენება პირისათვის წარსადგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში.
5. საბაჟო კოდექსის მე-13, 31-ე, 36-ე, 49-ე, 73-ე, 163-ე, 165-ე, 171-ე, 172-ე და 173-ე
მუხლებში ხორციელდება რედაქციული ხასიათის ცვლილება. კერძოდ, 2019 წლის 1
სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით,
სასაქონლო ოპერაცია მოიცავდა საქონლის რეექსპორტს, ხოლო საბაჟო დეკლარაცია
რეექსპორტის დროს წარსადგენ დეკლარაციასაც. ახალი საბაჟო კოდექსის მიხედვით
რეექსპორტი არ განიხილება საბაჟო პროცედურად, ხოლო მისი განხორციელების დროს
წარსადგენი
დეკლარაცია
არ
წარმოადგენს
საბაჟო
დეკლარაციას.
აღნიშნულის
გათვალისწინებით, საბაჟო კოდექსის ზემოთხსენებულ მუხლებში ტერმინებს „საბაჟო
პროცედურა“ და
დეკლარაცია“.
„საბაჟო
დეკლარაცია“
ემატება
„რეექსპორტი“
და
„რეექსპორტის
6. 48-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში ხორციელდება რედაქციული ხასიათის
ცვლილება და აღმოიფხვრება აღნიშნული ნორმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული
ბუნდოვანება. ამასთან, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის (EU)
№952/2013 რეგულაციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, წარმოებული საქონელი აღნიშნება
ტერმინით „პროდუქტი“, ხოლო პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული ნედლეული –
ტერმინით „საქონელი“.
7. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება „გ1“ ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის
მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი
საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
აღნიშნულთან ერთად, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში ცვლილებით
სწორდება არსებული ხარვეზი და სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის
უსასყიდლოდ
ჩამორთმევასთან
სამართალდარღვევის
დაკავშირებით
ჩადენისთვის“
იცვლება
მითითებული
სიტყვებით
სიტყვები
„საბაჟო
„კანონმდებლობის
დარღვევისთვის“.
8. 63-ე მუხლიდან ხორციელდება მე-4 ნაწილის ამოღება. აღნიშნული ნაწილის
მიხედვით საბაჟო დეკლარაციაში ჯამური საბაჟო ვალდებულების თანხა გაიანგარიშება სრულ
ლარებში. ამ მიზნით საბაჟო ვალდებულება, რომელიც მთელ რიცხვს არ შეესაბამება,
მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე.
აღნიშნული ცვლილების მიზანია, ერთი მხრივ, საბაჟო დეკლარაციაში თანხები
აისახოს სრული სიზუსტით, დამრგვალების გარეშე, ხოლო, მეორე მხრივ, საბაჟო
დეკლარაციაში საბაჟო ვალდებულების (იმპორტის გადასახადის) გამოანგარიშების წესი
შესაბამისობაში მოვიდეს იმპორტის სხვა გადასახდელების გამოანგარიშების წესთან
(იმპორტის გადასახდელის ნაწილში დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის
გამოანგარიშების
წესს
ადგენს
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსი,
თუმცა,
არ
ითვალისწინებს მათზე დამრგვალების წესის გავრცელების შესაძლებლობას).
9. 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩანაწერი „განადგურებამდე“ იცვლება ჩანაწერით „ამ
კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე“, რადგან საბაჟო ზედამხედველობა
სრულდება როგორც განადგურების, ისე საქონლის განკარგვის სხვა ღონისძიების გამოყენების
(მაგ., სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის) შემდეგ. ხოლო, 70-ე მუხლის მე-4 ნაწილის
ცვლილებით ზუსტდება, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი
განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი
მტკიცებულებების წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანებით.
10. 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილებით ზუსტდება, რომ საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე საბაჟო ორგანოს შეუძლია განსაზღვროს საბაჟო
მარშრუტი ან/და ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი უნდა გადაადგილდეს
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
11. 76-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ხორციელდება პირობის ამოღება, რომლითაც
დადგენილია,
რომ
დეკლარანტის
განცხადების
საფუძველზე,
დროებით
შენახვის
დეკლარაციაში არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით
თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო. აღნიშნული ცვლილების მიზანია დეკლარანტის
ხელშეწყობა, საბაჟო ფორმალობების გამარტივება და დროებით შენახვის დეკლარაციის
დასრულების შემდეგ დეკლარანტის მხრიდან აღმოჩენილი დაუდეკლარირებელი
(გამორჩენილი) საქონლის თავდაპირველ დეკლარაციაში ასახვის შესაძლებლობის გაჩენა, რაც,
თავის მხრივ, დეკლარანტებს წაახალისებს საბაჟო ორგანოს განუცხადონ დეკლარაციაში
გამორჩენილი საქონლის არსებობის შესახებ.
12. 78-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილებით ზუსტდება, რომ დროებით შენახულ
უცხოურ საქონელზე 30 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს საქონლის მიმართ საბაჟო
პროცედურის განსაზღვრის საბაჟო ფორმალობები ან მისი რეექსპორტი. მოქმედი რედაქციის
შესაბამისად კი აღნიშნულ ვადაში უნდა მოხდეს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან
რეექსპორტის გაფორმება. არსებული კანონმდებლობით საქონლის საბაჟო პროცედურაში
მოქცევის მიზნით დეკლარაციის წარდგენა (რაც წარმოადგენს ერთ-ერთ საბაჟო ფორმალობას)
და აღნიშნული საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევისათვის აუცილებელი ყველა
პროცედურა შესაძლოა ვერ განხორციელდეს ერთ კალენდარულ დღეს. ამიტომ,
სამართლიანია
დეკლარანტს
შესრულებულად
ჩაეთვალოს
აღნიშნული
ნაწილით
გათვალისწინებული ვალდებულება, თუ ამავე ნაწილით დადგენილ ვადაში დროებით
შენახული
უცხოური
საქონლის
მიმართ
განახორციელებს
საბაჟო
პროცედურის
განსაზღვრისათვის ან რეექსპორტის გამოყენებისათვის აუცილებელ საბაჟო ფორმალობას.
13. შემოთავაზებული ცვლილებით, 81-ე მუხლის გათვალისწინებულ შემთხვევებს,
როდესაც საქონელი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს და იძენს უცხოური საქონლის
სტატუსს, ემატება საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 160ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში
გაშვების საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება.
აღნიშნული
ცვლილება
უკავშირდება
იმ
გარემოებას,
რომ
წინამდებარე
კანონპროექტით წარმოდგენილი, საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“
ქვეპუნქტი და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს თავისუფალ მიმოქცევაში
გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტის შესაძლებლობას, ამავე კოდექსის 160-ე მუხლის
პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად კი, რეექსპორტის განხორციელებისათვის
აუცილებელია საქონელი წარმოადგენდეს უცხოური საქონლის სტატუსის მქონე საქონელს.
შესაბამისად, ცვლილება ხორციელდება საბაჟო კოდექსის 81-ე მუხლში (საქართველოს
საქონლის მიერ საბაჟო სტატუსის დაკარგვა) და მასში დასამატებელი ნორმის საფუძველზე,
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული და საქართველოს საქონლად აღიარებული საქონელი
დაკარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს, შეიძენს უცხოური საქონლის სტატუსს და ამის
შემდეგ შესაძლებელი იქნება მისი რეექსპორტის განხორციელება.
14. 89-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ხორციელდება პირობის ამოღება, რომლითაც
დადგენილია,
რომ
საბაჟო
დეკლარაციის
რეგისტრაციისთვის
აუცილებელია
დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს წარედგინა.
აღნიშნული ცვლილება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობა
ითვალისწინებს
საბაჟო
დეკლარაციის
რეგისტრაციის
შესაძლებლობას
მთელ
რიგ
შემთხვევებში, როდესაც საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენა სავალდებულო არ არის, მათ
შორისაა საბაჟო დეკლარაციის წინასწარ (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის
შემოტანამდე) წარდგენა.
15. 90-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, აღნიშნული ნორმიდან ხორციელდება
პირობის ამოღება, რომლითაც დადგენილია, რომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე,
საბაჟო დეკლარაციაში არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით
თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო. ასევე, ნორმის ფორმულირება იხვეწება და
შესაბამისობაში მოდის საკანონმდებლო აქტის სხვა ნორმებთან.
აღნიშნული ცვლილების მიზანია დეკლარანტის ხელშეწყობა, საბაჟო ფორმალობების
გამარტივება და საბაჟო დეკლარაციის დასრულების შემდეგ დეკლარანტის მხრიდან
აღმოჩენილი დაუდეკლარირებელი (გამორჩენილი) საქონლის თავდაპირველ დეკლარაციაში
ასახვის შესაძლებლობის გაჩენა, რაც, თავის მხრივ, დეკლარანტებს წაახალისებს საბაჟო
ორგანოს განუცხადონ დეკლარაციაში გამორჩენილი საქონლის არსებობის შესახებ.
ასევე სწორდება კოდექსის მოქმედი რედაქციის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის (რომელიც
პროექტში ასახულია ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში) ფორმულირებაში
დაშვებული თარგმანის შეცდომა და, „კავშირის საბაჟო კოდექსის დამტკიცების თაობაზე
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის (EU) №952/2013 რეგულაციის
(რომელთან დაახლოების ვალდებულების ფარგლებში იქნა მიღებული მოქმედი საბაჟო
კოდექსი) 173-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ჩანაწერი „თუ დეკლარანტი
ასრულებს
საქონლის
შესაბამის
საბაჟო
პროცედურაში
მოქცევასთან
დაკავშირებულ
ვალდებულებებს“ იცვლება ჩანაწერით „რათა დეკლარანტმა შეასრულოს საქონლის შესაბამის
საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებულ ვალდებულებები“.
16. 105-ე მუხლის პირველ ნაწილში ხორციელდება დაზუსტებითი ხასიათის
ცვლილებ. მოქმედი რედაქციის მიხედვით, უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია
საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს
თავისუფალ
მიმოქცევაში
გაშვების
პროცედურაში,
რაც
იმპერატიული
ნორმაა
და
წინააღმდეგობაშია კოდექსის სხვა დებულებებთან. მაგალითად:
– საბაჟო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებულია თავისუფალი ზონის
პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, 128-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი
მიხედვით კი, თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს
ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობისთვის.
თავისუფალ ზონაში იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი
ღონისძიებების განხორციელებისთვის უცხოური საქონლის შეტანა არ მიიჩნევა საქონლის
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევად და, შესაბამისად, ამ საქონელზე
იმპორტის გადასახდელი არ გადაიხდევინება.
– საბაჟო კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ საბაჟო პროცედურაში
„მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში“ მოქცეული უცხოური საქონლის
მოხმარება, გამოყენებაც და რეალიზაციაც დასაშვებია.
– საბაჟო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „დროებით შემოტანის
პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონელი რეექსპორტის განხორციელების პირობით
შეიძლება შემოტანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, რაც
არ იწვევს საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან
გატანა აკრძალული არ არის“.
– საბაჟო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ „ამ კოდექსის 117ე მუხლის გათვალისწინებით, შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებით უცხოური
საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე
ოპერაცია, რაც არ იწვევს:
ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან
გატანა აკრძალული არ არის“.
შესაბამისად, აღნიშნული შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, ზემოაღნიშნულ ნორმას
ემატება ჩანაწერი „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
17. 116-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილებით ზუსტდება, რომ საბაჟო საწყობის
პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ, აგრეთვე შიდა გადამუშავების ან გარე
გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ საქონლის გადამუშავების
ოპერაციის დაწყებამდე, ხოლო თავისუფალი ზონის პროცედურაში შენახვის ან/და გატანის
მიზნით მოქცეული საქონლის მიმართ, შეიძლება განხორციელდეს საქონლის შენახვის
უზრუნველყოფისთვის ან/და სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის
აუცილებელი
ქმედებები
მოსამზადებელი ქმედებები.
ან
საქონლის
გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის
18. 117-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის ცვლილებით, ჩანაწერი
„სეს ესნ-ის კოდი რვანიშნა დონეზე“ იცვლება ჩანაწერით „სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა
დონეზე“.
აღნიშნული ნორმები შესაბამისობაში მოდის საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2
ნაწილთან, რომლის მიხედვითაც, სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა,
რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის
შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი
ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ვინაიდან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა
(სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაციას ახდენს თერთმეტნიშნა დონეზე და არა რვანიშნა დონეზე,
ამასთან,
მხოლოდ
რვანიშნა
დონეზე
შესაბამისი
საქონელი
ვერ
დააკმაყოფილებს
დასახელებული ნორმებით დადგენილ სხვა პირობებს:
– ეკვივალენტურ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე ხარისხი და ტექნიკური
მახასიათებლები, რომლებიც აქვს იმ საქონელს, რომელსაც იგი ანაცვლებს.
– შემცვლელ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები,
რომლებიც აქვს დეფექტურ შესაკეთებელ საქონელს.
19. 153-ე მუხლის პირველ ნაწილში ხორციელდება რედაქციული ხასიათის ცვლილება.
ამასთან, „კავშირის საბაჟო კოდექსის დამტკიცების თაობაზე ევროპარლამენტისა და საბჭოს
2013
წლის
9
ოქტომბრის
(EU)
№952/2013
რეგულაციის
(რომელთან
დაახლოების
ვალდებულების ფარგლებში იქნა მიღებული მოქმედი საბაჟო კოდექსი) 261-ე მუხლის მე-2
პუნქტის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილება იცვლება საბაჟო ორგანოს
ვალდებულებით, მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების
შესახებ.
20. 159-ე მუხლის მეორე ნაწილში ცვლილებით ზუსტდება, რომ ექსპორტში
დეკლარირებული საქონლის გატანის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით, ხოლო 120-დღიანი ვადა ვრცელდება კოდექსის 78-ე მუხლის მე-4
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ექსპორტში დეკლარირებული
საქონელი დროებით ინახება საბაჟო საწყობში.
21. 160-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში შესატანი ცვლილებით ახლებურად
განისაზღვრა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში
გასატარებელი ღონისძიებები. აღნიშნული დებულებების მოქმედი რედაქციის შესაბამისად
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტის დროს, საქონელს ჩამოერთმევა
საქართველოს საქონლის სტატუსი და მისი რეექსპორტის განხორციელების შემდეგ საქონლის
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი.
აღნიშნული
საქართველოს
აწესრიგებს
მხოლოდ
ტერიტორიიდან
თავისუფალ
სრულად
მიმოქცევაში
რეექსპორტს.
გაშვებული
თუმცა,
საქონლის
პრაქტიკაში
ხშირია
შემთხვევები, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილს აქვს დეფექტი
ან ნაწილის რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეოეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო უბრუნდება იგი მომწოდებელს ან მის მიერ
მითითებულ სხვა პირს, რა დროსაც, გაუმართლებელია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების
საბაჟო დეკლარაციის ბათილობა და საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი საქონლის
ნაწილში იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძვლის გაუქმება.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად:
– თუ რეექსპორტი ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის
მთლიანი ოდენობის – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად
იქნება
ცნობილი
და
თავისუფალ
მიმოქცევაში
გაშვებულ
საქონელს
ჩამოერთმევა
საქართველოს საქონლის სტატუსი;
– თუ რეექსპორტი ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის
ნაწილის – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში შედის სათანადო
ცვლილება და რეექსპორტისათვის განკუთვნილ, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული
საქონლის ნაწილს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი.
გარდა ამისა, 160-ე მუხლის მე-4 ნაწილით ახალი რედაქციით ზუსტდება, რომ
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, თავისუფალ
მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახდელის თანხა (გარდა
იმ თანხებისა, რომელზეც პირს მიღებული აქვს ჩათვლა) ექვემდებარება დაბრუნებას ან
მომავალ საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას.
22. 163-ე მუხლის:
– მე-8 ნაწილის ცვლილებით ზუსტდება, რომ საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული
სამართალდარღვევისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისათვის
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა.
ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საბაჟო კოდექსის მოქმედი
რედაქციით გათვალისწინებული მითითებული ნორმის ფორმულირება იძლევა მისი
შინაარსის
არაერთგვაროვანი
ინტერპრეტაციის
საშუალებას.
კერძოდ,
ბუნდოვანება
წარმოიშობა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სანქციის შეფარდებასთან დაკავშირებით
იმ შემთხვევაში, თუ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრა საბაჟო სამართალდარღვევის
შემადგენელი ქმედებისათვის და არა საბაჟო სამართალდარღვევისათვის ან როდესაც
რამდენიმე
სამართალდამრღვევი
პირიდან
სისხლის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობას იწვევს ერთი პირის მიერ ჩადენილი ქმედება.
შესაბამისად, ნორმის ბუნდოვანებისა და არასწორი ინტერპრეტაციის აღმოფხვრის
მიზნით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 289-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, ზუსტდება, რომ საბაჟო კოდექსით
გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია,
თუ
ამ
ქმედებისათვის
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
არ
დაეკისრა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
– მე-12 ნაწილის შემდეგ ემატება 121 ნაწილი, რომლის თანახმად, პირს საბაჟო
სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება ამ კოდექსის 70-ე მუხლის
მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელის მიერ საბაჟო
ორგანოსთვის წარდგენილია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების
უტყუარი მტკიცებულებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული
წესის შესაბამისად.
– მე-15 ნაწილში, სადაც განსაზღვრულია რიგი საბაჟო სამართალდარღვევების
ჩადენისას ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა, ემატება საბაჟო
კოდექსის
165-ე
მუხლით
(საქონლის
წარდგენის/ზოგადი
დეკლარირების/საქონლის
დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა), 172-ე
მუხლის პირველი ნაწილით (საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო
პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება)
და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის
წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება)
გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევები, ვინაიდან აღნიშნული მუხლები, მათი
შინაარსისა და ფართო მოქმედების სფეროს გათვალისწინებით, შესაძლებელია მოიცავდეს
მცირე მნიშვნელოვან ქმედებასაც, რაზეც, ფაქტობრივი გარემოებებისა და ქმედების ხასიათის
მიხედვით, შესაძლებელია მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული გაფრთხილების გამოყენება.
ამასთანავე, 165-ე მუხლთან მიმართებაში ემატება დათქმა, რომ გაფრთხილების
გამოყენების შესაძლებლობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო
სამართალდარღვევა ჩადენილია განმეორებით. ვინაიდან საქონლის წარდგენის/ზოგადი
დეკლარირების/საქონლის
დეკლარირების
ვადის
ან
სატრანსპორტო
საშუალების
გამოცხადების ვადის დარღვევასთან დაკავშირდებით ქმედების განმეორებით ჩადენა არ არის
ცალკე
გამოყოფილი
და
აღნიშნული
მართლსაწინააღმდეგო
ქმედებები
ნებისმიერ
შემთხვევაში კვალიფიცირდება სსკ-ის 165-ე მუხლით, გაფრთხილების გამოყენების ერთიანი
პრინციპის/მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, კეთდება ჩანაწერი
დაკავშირებით, როდესაც ვერ მოხდება გაფრთხილების გამოყენება.
გამონაკლისთან
– მე-17 ნაწილის შემდეგ ემატება 171 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ
დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, როდესაც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი
არ დგება და საბაჟო სამართალდარღვევის საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება
შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის
ჩადენისთვის საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების
ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა ჩერდება და განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან
სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან.
აღნიშნული ცვლილება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმის
სპეციფიკისა და სირთულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის პროცესი
შესაძლებელია მიმდინარეობდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. საგამოძიებო ორგანოს ან
სასამართლოს გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარებისა და შესაბამისი საქმის
მასალების დაბრუნებისას კი, შესაძლებელია გასული იყოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე13 ნაწილით დადგენილი, საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
23. 164-ე მუხლის:
– მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციის ჩამოყალიბება, ერთის მხრივ
გამომდინარეობს წლების განმავლობაში უწყებათაშორის დონეზე დანერგილი პრაქტიკის
ასახვის აუცილებლობიდან, მეორეს მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირებიდან, რომლის მიხედვითაც, დანაშაულად
კვალიფიცირდება „საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის
გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად,
დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებით, საბაჟო
დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით“.
164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საბაჟო
სამართალდარღვევის
ოქმი
არ
დგება
ამ
კოდექსის
168-ე
მუხლის
შენიშვნით
გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთანავე, საბაჟო სამართალდარღვევის საქმის მასალები
დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. ამ
კოდექსის 168-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქონლის საბაჟო კონტროლის
გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანა ან გადმოტანისათვის, თუმცა სისხლის
სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირება გაცილებით ფართო
ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც მიმდინარე პრაქტიკითაც არის დამტკიცებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრების თავიდან
აცილებისა და სანქციების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე
მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ზუსტდება, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ
შედგება და საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში.
ამასთანავე, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში საქმის მასალების გადაგზავნის
ჩანაწერში ხორციელდება რედაქციული ცვლილება – ჩანაწერის „საბაჟო სამართალდარღვევა“
ამოღება, რადგან დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმე საბაჟო სამართალდარღვევას
წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ იწვევს სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობას
და
საგამოძიებო
ორგანოდან
მიღებულ
იქნება
შესაბამისი
გადაწყვეტილება.
– მე-8 ნაწილში შესატანი ცვლილებით განისაზღვრება, რომ თუ საბაჟო
სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია ამ ქმედების ჩამდენი
პირის დადგენა ან/და იდენტიფიცირება, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო
სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ამ კოდექსით
გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
ნორმის მოქმედი რედაქციის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ
სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. თუმცა, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი
საქონლის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს ასეთი
საქონლის არა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, არამედ საქონლის განადგურება
(მაგალითად, მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში). შესაბამისად, საბაჟო კოდექსის XV
თავის
გათვალისწინებით,
მითითება
კეთდება
ზოგადად
საქონლის
განკარგვის
ღონისძიებაზე.
24. 167-ე მუხლის:
– მე-3 ნაწილის მოქმედების სფეროდან გამოირიცხება ფიზიკური პირის მიერ 3 000
ლარამდე ღირებულების, საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო
დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის
გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, დასახელებული ნორმა ყალიბდება
შემდეგნაირად:
„3. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) წარდგენილ
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას
იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება –
იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის
თანხის 40 პროცენტის ოდენობით.“.
აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო
გზავნილით შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ
დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის
შემცირებისა და ამ ნაწილში საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას.
საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო
ზედამხედველობის ფარგლებში დამუშავებული ინფორმაციის ანალიზით გამოიკვეთა, რომ
ხშირია
შემთხვევები,
როდესაც
ფიზიკური
პირების
სახელზე
შემოსულ
საფოსტო
გზავნილებში განთავსებული საქონლის დეკლარირებისას, საბაჟო ორგანოს უმეტეს
შემთხვევაში განზრახ მიეწოდება არასწორი – საქონლის რეალურ/ფაქტობრივ ღირებულებაზე
დაბალი ღირებულების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული არასწორი ინფორმაციის მიწოდებას
გარკვეულწილად ახალისებს, ერთი მხრივ, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, 300 ლარამდე
ღირებულების საქონლის იმპორტზე საგადასახადო შეღავათის არსებობა, ხოლო, მეორე
მხრივ, იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო
ქმედებისათვის დადგენილი მსუბუქი პასუხისმგებლობა (საქართველოს საბაჟო კოდექსის
167-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების
საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი
მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება იწვევს დაჯარიმებას
საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტის
ოდენობით).
საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის
თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის
ოდენობის შემცირებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმის ოდენობები)
დიფერენცირებულია შემდეგნაირად:
დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პასუხისმგებლობას საბაჟო
დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის
გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის და განსაზღვრავს ჯარიმას საბაჟო
დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ხოლო თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილია განმეორებით, სამართალდამრღვევი პირი
ჯარიმდა საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200
პროცენტის ოდენობით (სსკ-ის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველ ნაწილში არსებული
დათქმიდან (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
გამომდინარე, ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის ზომა არ გამოიყენება ფიზიკური პირის
მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის
თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის
ოდენობის შემცირებისა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამავე მუხლის
მე-3 და მე-4 ნაწილებით, კერძოდ:
„3. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას
იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება –
იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის
თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის
თანხის 100 პროცენტის ოდენობით.“.
საბაჟო ორგანოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის ანალიზი და ფიზიკური პირების
სახელზე შემოსულ საფოსტო გზავნილებში განთავსებულ საქონელზე წარდგენილ საბაჟო
დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობით იმპორტის
გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტების სიმრავლე ცხადყოფს, რომ საქართველოს
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა
ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის
დარღვევის პრევენციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საბაჟო
კონტროლი (რომლის ფარგლებშიც ვლინდება საბაჟო სამართალდარღვევები) ხორციელდება
შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისა და რისკის კრიტერიუმების საფუძველზე,
იზრდება საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის არასწორი დეკლარირების გზით
იმპორტის გადასახდელების შემცირებით სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
შემცირების რისკები.
-
შენიშვნის
დამატების
საჭიროება
გამომდინარეობს
საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირებიდან, რომლის
მიხედვითაც, დანაშაულად კვალიფიცირდება „საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი
ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის
ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით
გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით,“. შესაბამისად, მიმდინარე
ეტაპზე, თუ საქონლის თუ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანით
დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება გადააჭარბებს 15 000 ლარს, მოქმედი
ჩანაწერების მიხედვით, შესაძლებელია პირს, როგორც დააკისროს როგორც საქართველოს
საბაჟო კოდექსით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობები.
გამომდინარე აქედან, ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრების თავიდან აცილებისა და
სანქციების შემსუბუქების მიზნით, 173-ე მუხლს ემატება შენიშვნა, რომლითაც ზუსტდება,
რომ თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის
შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო
ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ
შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა.
25. წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლს
ემატება 31 ნაწილი, რომელიც პასუხისმგებლობის ზომას დაადგენს ამავე მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის და მისი ჩადენა
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო
საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას. აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ძირითადად სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ქმედების
განზრახ ჩადენა, ვინაიდან ასეთ დროს სამართალდამრღვევს იგივე ქმედებისათვის უკვე აქვს
დაკისრებული პასუხისმგებლობა, მიწოდებული აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული
ქმედების ჩადენით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, შეგნებული აქვს თავისი
მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და გარკვეულწილად მზადაა
დამდგარი შედეგის მისაღებად. ამასთან, საბაჟო ორგანოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის
ანალიზი და კონკრეტული ფიზიკური პირებისათვის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების ფაქტების სიმრავლე ცხადყოფს,
რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის ზომა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის
დარღვევის პრევენციას.
გარდა ამისა, 168-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის ცვლილებით ნორმებზე
მითითებას, როდესაც 15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო
კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისას გამოიყენება ამ
მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ემატება ამავე მუხლის მე-4 და მე-5
ნაწილები (ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში
განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო
კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად და მისი განმეორებით ჩადენა). აღნიშნული
ცვლილებით, ერთი მხრივ, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი
შესაბამისობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლთან, მეორე
მხრივ, თანაბარ მდგომარეობაში აყენებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი და მეორე
ნაწილებითა და მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირებს.
26. 169-ე მუხლის შენიშვნის ცვლილებით, ამ ნორმით გათვალისწინებული,
არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად მიჩნევის წესში
მითითებული ოდენობა შესაბამისობაში მოდის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
30.10.2019,
სარეგისტრაციო
კოდი:
080090020.05.001.019627), რომლის მე-11 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების
სამსახური ვალდებულია განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები (ნაღდი ფულის ან
ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირის (პირების)
იდენტიფიკაცია) განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში, თუ ნაღდი ფულის ოდენობა ან ფასიანი
ქაღალდების ღირებულება 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს
აღემატება.
შესაბამისად, 169-ე მუხლის შენიშვნაში („ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად მიიჩნევა, თუ
დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 50 000
ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტია“) მითითებული ოდენობა იცვლება 30 000ით.
27. 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილებით ნათლად განისაზღვრება საბაჟო
სამართალდარღვევის შინაარსი და ზუსტდება, რომ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო
ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვისა და გადმოტვირთვის ჩანაწერები
შეეხება სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვას და სატრანსპორტო საშუალებიდან
გადმოტვირთვას.
გარდა ამისა აღნიშნულ მუხლს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვითაც ამ მუხლით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც შესაბამისი ქმედებისათვის
ხდება 172-ე მუხლის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეფარდება.
28. 172-ე მუხლის:
– პირველი ნაწილის ცვლილება, ერთი მხრივ, უკავშირდება იმ გარემოებას, რომ 2019
წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შესული საბაჟო კოდექსით (№4905-IIს, მიღების თარიღი:
28/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) რეექსპორტი არ განიხილება
საბაჟო პროცედურად და მისი გამოყენებისათვის დადგენილი პირობების დარღვევამაც
შესაძლებელია გამოიწვიოს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და
სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ხოლო მეორე
მხრივ, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა ადგენს
მთელ რიგ ვალდებულებებს, რომლის შეუსრულებლობა/დარღვევა არ წარმოადგენს საბაჟო
ორგანოსთან
შეუთანხმებელ
ქმედებას,
თუმცა,
თავის
მხრივ,
იწვევს
საბაჟო
ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო
განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას.
შესაბამისად,
საბაჟო
კანონმდებლობის
მართლსაწინააღმდეგო
ქმედებაზე
შესაბამისი
დარღვევის
პრევენციის
და
პასუხიმგებლობის
არსებობის
უზრუნველყოფის
სიტყვები
მიზნით,
ნორმაში
მითითებული
„საბაჟო
ორგანოსთან
შეუთანხმებელი ქმედება“ იცვლება სიტყვებით „სხვა ქმედება“, რითიც 172-ე მუხლით
მოცული იქნება ყველა შემთხვევა, როდესაც საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა გამოიწვევს
ნორმით წარმოდგენილ შედეგს.
აღნიშნულთან ერთად, ცვლილება ხორციელდება იმ თვალსაზრისითაც, რომ
აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლისა (მოპედების
ჩათვლით)) უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურებისათვის დასაკისრებელი სანქციის
ოდენობა იმიჯნება და განისაზღვრება იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის
გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
–
უქმდება
კოდექსის
172-ე
მუხლის
მოქმედი
რედაქციის
მე-2
ნაწილით
გათვალისწინებული, უკანონოდ განკარგული/დაკარგული/განადგურებული საქონლის ან/და
სატრანსპორტო საშუალების მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო
დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 10
პროცენტიანი სანქციის შეფარდების შესაძლებლობა. აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან
საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ
მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან
განადგურება,
თუ
არსებობს
უკანონოდ
განკარგული/დაკარგული/განადგურებული
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიწოდების დამადასტურებელი პირველადი
საგადასახადო დოკუმენტი, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათიდან გამომდინარე არ
განსხვავდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისგან და
მხოლოდ მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის არსებობა
არ უნდა წარმოადგენდეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას.
29. 173-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც:
–
სამართალდარღვევის
შესაბამისად
პასუხისმგებლობა
დეფინიციაში
ზუსტდება,
დგება,
საბაჟო
თუ
რომ
აღნიშნული
ნორმის
დეკლარაციასა/რეექსპორტის
დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო
ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ გაიზარდა ან
შემცირდა საქონლის საბაჟო ღირებულება. მუხლის სათაური შესაბამისობაში მოდის ამავე
მუხლის შინაარსთან.
– მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის შენიშვნები:
„1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო
ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა იწვევს იმპორტის გადასახდელის
ოდენობის შემცირებას.
2. თუ საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო
ღირებულებას შორის სხვაობის თანხა აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2
ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
შენიშვნის მე-2 ნაწილის დამატების საჭიროება გამომდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირებიდან,
რომლის მიხედვითაც, დანაშაულად კვალიფიცირდება „საქართველოს საბაჟო საზღვარზე
დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის
გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების
მოტყუებით გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით,“. შესაბამისად,
მიმდინარე ეტაპზე, თუ საქონლის თუ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანით
დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება გადააჭარბებს 15 000 ლარს, მოქმედი
ჩანაწერების მიხედვით, შესაძლებელია პირს, როგორც დაეკისროს როგორც საქართველოს
საბაჟო კოდექსით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობები.
გამომდინარე აქედან, ორმაგი პასუხისმგებლობის დაკისრების თავიდან აცილებისა და
სანქციების შემსუბუქების მიზნით, 173-ე მუხლს ემატება შენიშვნა, რომლითაც ზუსტდება,
რომ თუ საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას
შორის სხვაობის თანხა აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები
გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
აღნიშნული
ქმედებისთვის
არ
დაეკისრა
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია მისი
გამოქვეყნების თარიღი, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ამოქმედება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით
ხორციელდება
ცვლილებები,
რომელიც
მოახდენს
გავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტზე. კერძოდ:
ცვლილების თანახმად ხდება პირობის ამოღება, რომლითაც დადგენილია, რომ
დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, დროებით შენახვის დეკლარაცია არ შეიძლება
შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ
იყო. აღნიშნული ცვლილების მიზანია დეკლარანტის ხელშეწყობა, საბაჟო ფორმალობების
გამარტივება და დროებით შენახვის დეკლარაციის დასრულების შემდეგ დეკლარანტის
მხრიდან აღმოჩენილი დაუდეკლარირებელი (გამორჩენილი) საქონლის თავდაპირველ
დეკლარაციაში ასახვის შესაძლებლობის გაჩენა, რაც, თავის მხრივ, დეკლარანტებს
წაახალისებს საბაჟო ორგანოს განუცხადონ დეკლარაციაში გამორჩენილი საქონლის
არსებობის შესახებ და შესაბამისად, დეკლარირებული საქონლიდან შესაბამისი გადასახადი
მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსულობებს.
ცვლილებით
ახლებურად
განისაზღვრა
თავისუფალ
მიმოქცევაში
გაშვებული
საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები. კერძოდ, თუ
რეექსპორტი ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი
ოდენობის – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება
ცნობილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს
საქონლის სტატუსი; ხოლო თუ რეექსპორტი ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში
გაშვებული საქონლის ნაწილის – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში
შედის სათანადო ცვლილება და რეექსპორტისათვის განკუთვნილ, თავისუფალ მიმოქცევაში
გაშვებული საქონლის ნაწილს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი. აქვე
ზუსტდება, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში,
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახდელის
თანხა (გარდა იმ თანხებისა, რომელზეც პირს მიღებული აქვს ჩათვლა) ექვემდებარება
დაბრუნებას ან მომავალ საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას. რაც
შესაბამისად გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო.
პროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ პირს საბაჟო სამართალდარღვევის
ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელის
მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის
განადგურების უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად განადგურებული საქონლისათვის
პირებს გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ და აღარ დაეკისრებათ კოდექსის 172-ე მუხლით
გათვალისწინებული
ჯარიმა
(იდენტურ/მსგავს
საქონელზე
ან/და
სატრანსპორტო
საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით),
რაც შეამცირებს ბიუჯეტში შესული თანხების ოდენობას. ხოლო ოდენობა დამოკიდებული
იქნება იმაზე, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი რა ღირებულების საქონელი
გაუნადგურდებათ საქონლის მფლობელებს.
პროექტის შესაბამისად, იმ სამართალდარღვევებს სადაც შესაძლებელია გამოყენებულ
იქნას
გაფრთხილება
ემატება
ისეთი
სამართალდარღვევები,
როგორიცაა:
საქონლის
წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო
საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა
ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000
ლარისა, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების
დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და
სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება -ჯარიმა
იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის
გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი
პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულვებელყოფა, რამაც
შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების
განხორციელება - ჯარიმა 800 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნული შეამცირებს
ბიუჯეტში შესული თანხმების ოდენობას, რაც დამოკიდებულია სამართალდარღვევათა
ოდენობასა და სიმძიმეზე.
ცვლილებით განისაზღვრება, რომ დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში,
როდესაც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება და საბაჟო სამართალდარღვევის საქმის
მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის
მიხედვით,
საბაჟო
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
საბაჟო
კოდექსით
გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა ჩერდება
და განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო
ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან. აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო
ბიუჯეტზე, ვინაიდან საქმეების სირთულიდან გამომდინარე დანაშაულის აღმოჩენიდან
საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე
ხანგრძლივი დროის გასვლის გამო, მასალები საბაჟო ორგანოს დაუბრუნდეს ხანდაზმულობის
ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც მიუხედავად მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა
შეუძლებელია პირის დაჯარიმება. შესაბამისად, ცვლილება საშუალებას მისცემს საბაჟო
ორგანოს, მიუხედავად იმისა თუ რა დრო გავა საქმის დაბრუნებამდე, პირი დააჯარიმოს
სამართალდარღვევისთვის და შესაბამისი თანხა გადახდილ იქნას სახელმწიფო ბიუჯეტში,
რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსულობებს, ხოლო გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
ასეთი კატეგორიის საქმეების რაოდენობაზე.
პროექტის თანახმად
დგინდება სანქცია
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე
ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო კონტროლის
გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის განმეორებით ჩადენისათვის, რაც დადებით
გავლენას იქონიებს ბიუჯეტზე ვინაიდან აღნიშნული ქმედებისათვის პირი დაჯარიმდება 3
000 ლარის ოდენობით ან/და უსასყიდლოდ ჩამოერთმევა საქონელი ან/და სატრანსპორტო
საშუალება.
გავლენის
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
განმეორებით
ჩამდენილი
სამართალდარღვევის რაოდენობაზე.
საბაჟო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის და
ფასიანი ქაღალდის უკანონო გადატანა/გადმოტანის მიზნებისთვის არადეკლარირებული
საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად მიიჩნევა, თუ დეკლარირებული საქონლისა
და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის
ეკვივალენტზე მეტია, ხოლო ცვლილების შესაბამისად აღნიშნული ზღვარი იცვლება 30 000ით. აღნიშნულმა შესაძლებელია გაზარდოს სამართალდარღვევების ოდენობა, რაც თავის
მხრივ გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს. გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება
ჩადენილი
სამართალდარღვევის
რაოდენობაზე.
ჯარიმის
ოდენობა
დიფერენცირებულია და დამოკიდებულია რა ოდენობის თანხის ან/და ფასიანი ქაღალდის
გადატანა/გადმოტანას ახორციელებს სამართალდამრღვევი 30 000 დან 50 000 ლარამდე, 100
000 ლარამდე თუ 100 000 ლარის ზევით და შეადგენს, შესაბამისად 3 000 ლარს, 5 000 ლარს,
ღირებულების 10%-ს ან საქონლის ჩამორთმევა.
პროექტით განსახორციელებელი ცვლილების თანახმად უქმდება შეღავათიანი
სანქცია,
რომელიც
იმ
შემთხვევისათვის
თუ
არსებობს
უკანონოდ
განკარგული/დაკარგული/განადგურებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების
მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი პირი ჯარიმდება
გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 10 პროცენტით, შესაბამისად, ცვლილების
შედეგად პირები უნდა დაჯარიმდნენ ზოგადი წესით - იმპორტის გადასახდელი თანხის 100
პროცენტის ოდენობით, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა, ამავე
პროექტის თანახმად, ექცევა იმ სამართალდარღვევათა სიაში, რომლის პირველად ჩადენისას
შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაფრთხილება. ამდენად, ცვლილებას გავლენა ექნება
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
სამართალდარღვევათა რაოდენობაზე, განმეორებითობასა და სიმძიმის ხარისხზე.
ცვლილების შესაბამისად მძიმდება ჯარიმა ფიზიკური პირის მიერ საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 3 000 ლარამდე ღირებულების
საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი
მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის და ნაცვლად
იმპორტის გადასახდელის თანხის 40%-ისა განისაზღვრება 100 %-ით, რაც გაზრდის
ბიუჯეტში ჯარიმის სახით შესული თანხის ოდენობას, ხოლო გავლენის სიდიდე
დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით განსახორციელებელი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირთა
ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ:
ცვლილების თანახმად ხდება პირობის ამოღება, რომლითაც დადგენილია, რომ
დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, დროებით შენახვის დეკლარაცია არ შეიძლება
შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ
იყო. აღნიშნული ცვლილების მიზანია დეკლარანტის ხელშეწყობა, საბაჟო ფორმალობების
გამარტივება და დროებით შენახვის დეკლარაციის დასრულების შემდეგ დეკლარანტის
მხრიდან აღმოჩენილი დაუდეკლარირებელი (გამორჩენილი) საქონლის თავდაპირველ
დეკლარაციაში ასახვის შესაძლებლობის გაჩენა, რაც, თავის მხრივ, დეკლარანტებს
წაახალისებს საბაჟო ორგანოს განუცხადონ დეკლარაციაში გამორჩენილი საქონლის
არსებობის შესახებ, რაც გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და დადებითად აისახება ასეთი
პირებზე, რადგან შეძლებენ დროულად და სწორად კუთვნილი გადასახადების გადახდას,
თუმცა რა თქმა უნდა გაზრდის მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი
გადასახადების ოდენობას.
ასევე საბაჟო ფორმალობების გამარტივებას და შესაბამისად დეკლარანტების დროისა
და ფინანსერი რესურსის დაზოგვას ემსახურება ცვლილება, რომლის თანახმად ახლებურად
განისაზღვრა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში
გასატარებელი ღონისძიებები. კერძოდ, თუ რეექსპორტი ხორციელდება თავისუფალ
მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების
საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ
საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი; ხოლო თუ რეექსპორტი
ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის – თავისუფალ
მიმოქცევაში
გაშვების
საბაჟო
დეკლარაციაში
შედის
სათანადო
ცვლილება
და
რეექსპორტისათვის განკუთვნილ, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილს
ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი. აქვე ზუსტდება, რომ თავისუფალ
მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, თავისუფალ მიმოქცევაში
გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახდელის თანხა (გარდა იმ თანხებისა,
რომელზეც პირს მიღებული აქვს ჩათვლა) ექვემდებარება დაბრუნებას ან მომავალ
საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას. რაც შესაბამისად დადებითად
აისახებ აღნიშნული პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.
პროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ პირს საბაჟო სამართალდარღვევის
ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელის
მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის
განადგურების უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად განადგურებული საქონლისათვის
პირებს გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ და შესაბამისად აღარ დაჯარიმდებიან კოდექსის
172-ე
მუხლით
გათვალისწინებული
ჯარიმით
(იდენტურ/მსგავს
საქონელზე
სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის
პროცენტის ოდენობით), რაც დადებითად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.
ან/და
100
პროექტის თანახმად, იმ სამართალდარღვევებს სადაც შესაძლებელია გამოყენებულ
იქნას
გაფრთხილება
ემატება
ისეთი
სამართალდარღვევები,
როგორიცაა:
საქონლის
წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო
საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა, რისთვისაც გათვალისწინებული ჯარიმა ყოველ
დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა,
საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა,
რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო
საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება -ჯარიმა იდენტურ/მსგავს
საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის
თანხის 100 პროცენტის ოდენობით და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის
წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება
- ჯარიმა 800 ლარის ოდენობით. აღნიშნული დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს
პირებზე ვის მიერაც ჩადენილი იქნება სამართალდარღვევა და ფაქტობრივი გარემოებებისა და
ქმედების ხასიათის მიხედვით, შესაძლებელი იქნება გაფრთხილების გამოყენება.
ცვლილებით განისაზღვრება, რომ დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში,
როდესაც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება და საბაჟო სამართალდარღვევის საქმის
მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის
მიხედვით,
საბაჟო
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
საბაჟო
კოდექსით
გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა ჩერდება
და განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო
ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან. აღნიშნული ფინანსურ გავლენას იქონიებს პირებზე,
რომელთაც ჩაიდინეს სამართალდარღვევა, ვინაიდან საქმეების სირთულიდან გამომდინარე
დანაშაულის
აღმოჩენიდან
საგამოძიებო
ორგანოს
ან
სასამართლოს
შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება გაიწელოს დრო და მასალები საბაჟო ორგანოს
დაუბრუნდეს
ხანდაზმულობის
ვადის
გასვლის
შემდეგ,
როდესაც
მიუხედავად
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა შეუძლებელია პირის დაჯარიმება. შესაბამისად,
ცვლილება საშუალებას მისცემს საბაჟო ორგანოს, მიუხედავად იმისა თუ რა დრო გავა საქმის
დაბრუნებამდე,
პირი
დააჯარიმოს
სამართალდარღვევისთვის
და
ამდენად
სამართალდამრღვევი იძულებული იქნება გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა.
პროექტის თანახმად, დგინდება სანქცია ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე
ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო კონტროლის
გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის განმეორებით ჩადენისათვის, რაც ფინანსურ
გავლენას იქონიებს პირებზე, რომლებიც განმეორებით ჩაიდენენ სამართალდარღვევას,
ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 3 000 ლარის ოდენობით
ან/და უსასყიდლოდ ჩამოერთმევა საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.
საბაჟო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის
ან/და
ფასიანი
ქაღალდის
უკანონო
გადატანა/გადმოტანის
მიზნებისთვის
არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად მიიჩნევა, თუ
დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 50 000
ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტია, ხოლო ცვლილების შესაბამისად
აღნიშნული
ზღვარი
იცვლება
30
000-ით.
რამაც
შესაძლებელია
გაზარდოს
სამართალდარღვევების ოდენობა და უარყოფითი ფინანსური გავლენა იქონიოს იმ პირებზე,
რომლებიც მოახდენენ 30 000 ლარამდე ნაღდი ფულის ან/და ფასიანი ქაღალდის საბაჟო
საზღვარზე გადატანა/გადმოტანისას არასწორ დეკლარირებას.
პროექტით განსახორციელებული ცვლილების თანახმად უქმდება შეღავათიანი
სანქცია,
რომელიც
იმ
შემთხვევისათვის
თუ
არსებობს
უკანონოდ
განკარგული/დაკარგული/განადგურებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების
მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი პირი ჯარიმდება
გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 10 პროცენტით, შესაბამისად, ცვლილების
შედეგად პირები უნდა დაჯარიმდნე ზოგადი წესით - იმპორტის გადასახდელი თანხის 100
პროცენტის ოდენობით, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა, ამავე
პროექტის თანახმად, ექცევა იმ სამართალდარღვევათა სიაში, რომლის პირველად ჩადენისას
შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაფრთხილება. ამდენად, ცვლილება დადებით გავლენას
იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიერ სამართალდარღვევა იქნება პირველად ჩადენილი.
ცვლილების შესაბამისად მძიმდება ჯარიმა ფიზიკური პირის მიერ საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 3 000 ლარამდე ღირებულების
საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი
მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის და ნაცვლად
იმპორტის გადასახდელის თანხის 40%-ისა განისაზღვრება 100 %-ით. რაც უარყოფით
ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ სამართალდარღვევას.
ბ.ვ)
კანონპროექტით
გადასახდელის
(ფულადი
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილი
შენატანის)
გადასახადის,
ოდენობა
მოსაკრებლის
შესაბამის
ბიუჯეტში
ან
სხვა
სახის
და
ოდენობის
კანონპროექტის შესაბამისად იცვლება საბაჟო ვალდებულების გამოანგარიშების
პრინციპი. კერძოდ, ხდება დებულების ამოღება, რომლის მიხედვით: „საბაჟო დეკლარაციაში
ჯამური საბაჟო ვალდებულების თანხა გაიანგარიშება სრულ ლარებში. ამ მიზნით საბაჟო
ვალდებულება, რომელიც მთელ რიცხვს არ შეესაბამება, მრგვალდება უახლოეს მთელ
რიცხვამდე.“.
აღნიშნული ცვლილებით, ერთი მხრივ, საბაჟო დეკლარაციაში თანხები აისახება
სრული სიზუსტით, დამრგვალების გარეშე, ხოლო, მეორე მხრივ, საბაჟო დეკლარაციაში
საბაჟო ვალდებულების (იმპორტის გადასახადის) გამოანგარიშების წესი შესაბამისობაში მოვა
იმპორტის სხვა გადასახდელების გამოანგარიშების წესთან
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.