„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.11.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/214/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის: ა) მე-10 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტები: „დ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში; ე) საგადასახადო შეთანხმების აქტის მოქმედების პერიოდში; ვ) ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება: ა) საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწვეტილების აღსრულების პერიოდში; ბ) ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენასა და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.“. 2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 55-ე ნაწილი: „55. დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) - პირი (გარდა ფიზიკური პირის მიერ დაარსებული ფილიალისა, რომელიც წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს), რომლის მიმართაც, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაცია (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი).“. 3. 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საერთაშორისო კომპანიის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული არ არის, იწვევს მისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას ასეთი საქმიანობის დაწყების წლის 1 იანვრიდან.“. 4. 39-ე მუხლის 11 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) პირისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების შეზღუდვის (მათ შორის გამოწერის/გაცემის შეჩერების) შესახებ.“. 5. 44-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს, 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი, არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.“. 6. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 55. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციისას) 1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას, მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს/ვალდებულებებს ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ეს საწარმო/ორგანიზაცია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციისას/საქმიანობის შეწყვეტისას (საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას) საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და საგადასახადო დავალიანების გადახდას სოლიდარულად ახორციელებენ ამ საწარმოს პარტნიორები/მონაწილეები. 3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას, მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით უბრუნებს ამ საწარმოს/ორგანიზაციას.“. 7. 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნისთვის.“. 8. 64-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნას. 9. 73-ე მუხლის: ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დასაბეგრი თანხის ოდენობა განსაზღვროს საბაზრო ფასით. ამ ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ამ ნაწილით გათვალისწინებული დებულება არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“; ბ) მე-9 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, დღგ-ის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს, საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, თუ მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 10. 82-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 11. 89-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა მომართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“. 12. 135-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „1. პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ფიზიკური პირის მიერ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“. 13. 153-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გადასახადის გადამხდელი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია, ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ საგადასახადო ორგანოს და ამავე ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია.“; ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი: „12. ფიზიკური პირი არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდების შემთხვევაში ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.“. 14. 165-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი: „71. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.“. 15. 173-ე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) საქართველოს საბაჟო კოდექსის: ფ.ა) 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების საქართველოს საბაჟო კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით.“. ფ.ბ) 152-ე მუხლის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების საქართველოს საბაჟო კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით.“. 16. 188-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის ცხრილის: ა.ა) მე-12 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სითხეები ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის 12 – – – – – სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის 3824 90 980 01 გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის 1 მლ 1 ა.ბ) მე-12 სტრიქონის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 სტრიქონი: 13 ეთერები მარტივი, აციკლური ალდეჰიდები – – – ტერტ-ბუტილეთილის მარტივი ეთერი 2909 19 100 00 1ტ (ethyl-tertio-butyl-ether, ETBE) 2909 19 900 00 – – – დანარჩენი 1ტ 2912 11 000 00 – – მეთანალი (ფორმალდეჰიდი) 1ტ 400 400 400 ბ) 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლისთვის 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი.“; გ) 12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ სიგარეტებზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02, 2403 99 900 01 და 2403 99 900 02, კოდებში მითითებულ საქონელზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის საცალო სარეალიზაციო ფასს და მისი დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 17. 189-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი 100 პროცენტის ოდენობით.“. 18. 192-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6-თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნისთვის განიხილება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, განხორციელდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად.“. 19. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლისა და ამავე ცხრილი მე-13 სტრიქონით გათვალისწინებული საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2912 11 000 00 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი, თუ იგი გამოიყენება არააქციზური საქონლის წარმოებისათვის. შენიშვნა: აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა;“. ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს საბაჟო კოდექსის: ი.ა) 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების საქართველოს საბაჟო კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით.“. ი.ბ) 152-ე მუხლის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული აქციზური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული აქციზური საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების საქართველოს საბაჟო კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით.“. 20. 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი 100 პროცენტის ოდენობით.“. 21.199-ე მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი; ამ კოდექსის 173ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო მიზნებისათვის/ სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ღ“ და „ძ“–„ჯ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი, აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის დროებითი შემოტანა;“; გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები: „კ1) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებითი შემოტანა; კ2) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა;“. 22. 205-ე მუხლის: ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გადასახადის გადამხდელი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია, ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ საგადასახადო ორგანოს და ამავე ვადაში წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია.“. ბ) 131 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „131 . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში მოწოდებული მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. 23. 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ კოდექსის 273-ე, 281-ე, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებით, 2885 და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს გაფრთხილება.“. 24. 286-ე მუხლის მე-5 ნაწილს დაემატოს „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „დ) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი; ე) თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური ფირნიშის ნომერი (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის).“. 25. 2884 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2885 მუხლი: „მუხლი 2885. დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა - იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. მისი მომზადება განპირობებულია საბაჟო კოდექსის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებების შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე ტერმინოლოგიური და ტექნიკური ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრის აუცილებლობიდან გამომდინარე. ამასთანავე, კანონპროექტი მიზნად ისახავს გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული დებულებების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, ზოგიერთი სახის თამბაქოს ნაწარმის (ელექტრონული სიგარეტი, სიგარელა) აქციზით არსებული დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას, მსუბუქი ავტომობილის ექსპორტისას, აქციზის თანხის დაბრუნებისთვის განსაზღვრული ვადის გაზრდას, საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაციას და იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული გადასახადების ეფექტური ადმინისტრირებისთვის ზოგიერთი საქონლის აქციზით დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი დებულებები შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროქტთან „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შესახებ“, რომლის თანმდევ კანონპროექტსაც იგი წარმოადგენს. ასევე კანონპროექტის მიღება აუცილებელია გადასახადის ადმინისტრირების საკითხებში არსებული ცალკეული პრობლემების გადაჭრის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული დებულებების 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის, ზოგიერთი სახის აქციზური საქონლის სხვა ანალოგიური პროდუქციის აქციზით დაბეგვრის მსგავსი რეჟიმის შემოღების, ცალკეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისას გადახდილი აქციზის დაბრუნებისთვის განსაზღვრული ვადის გაზრდის, საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაციის, აგრეთვე რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის არსებული დებულებები შესაბამისობაში მოდის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის დებულებებთან და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, მარტივდება გადასახადის ადმინისტრირება, ზოგიერთი სახის საქონელზე შემოღებული იქნება სხვა ანალოგიური პროდუქციის აქციზით დაბეგვრის მსგავსი რეჟიმი, გაიზრდება ცალკეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისას აქციზის თანხის დაბრუნებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, განხორციელდება საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაცია, აღმოიფხვრება რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ვადის გადავადების და გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ამ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ. სსკ-ის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს შესაძლებლობას, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. ამავე დროს, საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნული შემთხვევების დროს საგადასახადო დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას. შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელმა გადავადებული საგადასახადო დავალიანება დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ან დაარღვია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, შესაძლებელია, კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მის მიმართ შეუძლებელი გახდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ჩერდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების ხანდაზმულობის ვადა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ან საგადასახადო შეთანხმების აქტის მოქმედების პერიოდში, აგრეთვე სსკ-ის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სსკ-ის მე-10 ნაწილი ემატება „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტები. 2. სსკ-ის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილი, ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად ხანდაზმულობის ვადები არ გავრცელდება სსკ-ის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენასა და ცრუმაგიერი პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გამოყენებასთან გადასახადის უზრუნველყოფის ღონისძიებების დაკავშირებით. გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება ხანგრძლივი პროცესია. მნიშვნელოვანია არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირი, გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის, პირის ცრუმაგიერობას ადგენს სასამართლო, რის შემდეგაც ეძლევა შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოს დაიწყოს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ცრუმაგიერი პირის მიმართ, რაც შესაძლებელია ვერ განხორციელდეს ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო. კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მსგავსად, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდება ცრუმაგიერი პირის მიმართ გასატარებელ ღონისძიებებზე. 3. საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის ე-3 ნაწილი ცვლილებით საერთაშორისო კომპანიის მიერ არკძალული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაუუქმდება აკრძალული საქმიანობის განხორციელების წლის დასაწყისიდან, ნაცვლად სტატუსის მინიჭების თარიღიდან. 4. კანონოპროექტის მიხედვით ხორციელდება ცვლილებები სსკ-ის ცალკეული დებულებების 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, სსკ-ის მე-8 მუხლის 54-ე ნაწილს ემატება 55-ე ნაწილი და განიმარტება დაშლის პროცესში მყოფი პირის დეფინიცია, ახალი რედაქციით ყალიბდება 55-ე მუხლი, ასევე, 153-ე მუხლის მე-3 და 205-ე მუხლის მე-10 ნაწილები. 5. დაზუსტებითი ხასიათის ცვლილება ხორციელდება სსკ-ის 39-ე მუხლის 11 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში. კერძოდ, ზუსტდება, რომ საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება ინფორმაცია პირისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების შეზღუდვის (მათ შორის გამოწერის/გაცემის შეჩერების) შესახებ. 6. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის ცვლილებით დღეს მოქმედი რედაქცია შესაბამისობაში მოდის საბაჟო კოდექსის შესაბამის მუხლში განხორციელებულ ცვლილებასთან, კერძოდ, ყალიბდება ახალი რედაქციით. საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ იცვლება დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი. საგადასახადო ორგანოს უფლება ექნება დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა), საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. საგულისხმოა, რომ ამ კატეგორიის გადასახადის გადამხდელები ავტორიზებული მომხმარებლები არიან და საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობას ახორციელებენ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით, რის გამოც არა გონივრულია დოკუმენტის საჯარო გამოქვეყნებისთვის დამატებითი პროცედურების არსებობა, რაც ხელს უწყობს დოკუმენტის გაცნობის განზრახ გაჭიანურებას და შესაბამისად, აფერხებს გადასახადის ადმინისტრირებას. 7. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N406 დადგენილების თანახმად, სსკ-ის 204-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქონების გადასახადის ადმინისტრირების მიზნით, საგადასახადო ორგანოს ინფორმაციას წარუდგენს არა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, არამედ, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობები. აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება ხორციელდება საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტსა და 205-ე მუხლის 131 ნაწილში, რომლის თანახმად მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველი, გარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციისა, შესაძლებელია ასევე გახდეს სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. 8. საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლი მე-3 ნაწილის თანახმად წარდგენის კონკრეტული საფუძვლით პირს წარედგინება მხოლოდ ერთი საგადასახადო მოთხოვნა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირი ნაწილობრივ ეთანხმება მისთვის საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნას, ეს საგადასახადო მოთხოვნა სრულად საჩივრდება, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ პირი ნაწილობრივ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხას, საგადასახადო დავალიანება სრულად რჩება აუღიარებელი, რაც აფერხებს გადასახადის ადმინისტრირების პროცესს. კანონპროექტის თანახმად, 64-ე მუხლის მე-3 ნაწილი უქმდება, შესაბამისად, საგადასახადო ორგანო შეძლებს გამიჯნოს საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით დარიცხული თანხები და გამოსცეს რამდენიმე საგადასახადო მოთხოვნა, იმის მიხედვით თუ რა ნაწილში ეთანხმება ან არ ეთანხმება დარიცხვას გადასახადის გადამხდელი, რაც შეამცირებს სადავო შემთხვევებს და გაამარტივებს გადასახადის ადმინისტრირებას. 9. 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის ცვლილებით საგადასახადო ორგანოს ეძლევა უფლებამოსილება ბარტერული ოპერაციების შემთხვევაში დასაბეგრი თანხა დაადგინოს საბაზრო ფასით, რომლის განსაზღვრის წესი და პირობები დგინდება ფინანთა მინისტრის ბრძანებით. 10. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპეციალურ ნორმას, რომელიც საგადასახადო ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას დღგ-ს მიზნისთვის ერთ პირად განიხილოს რამდენიმე პირი, რომლებსაც აკონტროლებს ერთი და იგივე პირ და რომლებიც მათი ფორმალური დამოუკიდებლობის მიუხედავად მოქმედებენ შეთანხმებულად დღგ-სგან თავის არიდების მიზნით. კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილს ემატება „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად დღგ-სგან თავის არიდების პრევენციის მიზნით, საგადასახადო ორგანოს ენიჭება უფლება, დღგ-ის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად (მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად) განიხილოს, საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, თუ მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 11. ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის შესაბამისად, საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს დაადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. შესაბამისად, დაქირავებული პირს აღარ ექნება ვალდებულება, რომ საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნით, დამქირავებელს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. 12. საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით, პირს, პირადი განცხადების საფუძველზე მცირე ბიზნესის სტატუსი უუქმდება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, რაც ამძიმებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას, ვინაიდან მას სურვილის მიუხედავად, მომდევნო წლის დასაწყისამდე არ აქვს შესაძლებლობა ეს სტატუსი გააუქმოს. კანონპროექტის მიხედვით ცვლილება ხორციელდება 89-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, თუ პირი, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს კალენდარული წლის დასრულებამდე, სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება მომართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 13. საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდი არის კალენდარული წელი. შესაბამისად, მას ქონების გასხვისების შემთხვევაში გადასახადის დეკლარირების და გადახდის წარმოეშობა, არაუგვიანეს შემოსავლის მიღების წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს გადასახადის ადმინისტრირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიხედვით ცვლილება ხორციელდება 135-ე და 153-ე მუხლებში, კერძოდ, არამეწარმე ფიზიკური პირისთვის, რომელიც აქტივის რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრება კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენა განხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 14. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლს ემატება 71 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ კონკრეტულ საქმიანობებზე დადგენილია ფიქსირებული გადასახადის განაკვეთები. მაგ.: თონე - 50 ლარი, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი - 100 ლარი და ა.შ. შესაბამისად, კანონმდებლობა ასეთ გადამხდელს არ ავალდებულებს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების უნებლიე დარღვევისაგან თავის არიდების მიზნით მართებულია რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ იქნეს გათვალისწინებული ის შემოსავლები, რომლის აღრიცხვის ვალდებულება პირს არ გააჩნია. 15. 173-ე და 194-ე მუხლებში, დამატებული ღირებულების გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელ ნორმებში ემატება საქართველოს საბაჟო კოდექსის 152-ე მუხლით გათვალისწინებული გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის იმპორტი, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან. საქართველოს საბაჟო კოდექსის 152-ე მუხლის პირველი ნაწილის განსაზღვრულია, რომ თუ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი, სახელშეკრულებო ან საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე ან საწარმოო დეფექტის გამო, უსასყიდლოდ გადამუშავდა, გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული უნდა იქნეს იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლი (საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება) ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლისა და მე-10 წიგნის შესაბამისად იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლებას. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული აქციზური საქონლის იმპორტის გათავისუფლებას ითვალისწინებს ასევე საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის (აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები) მე-5 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი. თუმცა, ვინაიდან საბაჟო კოდექსში საქონლის გათავისუფლების შემთხვევა განსაზღვრულია ასევე 152-ე მუხლით, რაც არ არის ასახული საქართველოს მოქმედ საგადასახადო კოდექსში, არსებული ბუნდოვანების აღმოფხვრისა და საგადასახადო შეღავათის გავრცელებასთან მიმართებაში ერთიანი მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო კოდექსის 152-ე მუხლით გათვალისწინებული და იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული, გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის იმპორტის გათავისუფლება ემატება დღგ-ისგან და აქციზისგან გათავისუფლების მარეგულირებელ ნორმებში. 16. ახალი რედაქციით ყალიბდება 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-12 სტრიქონი და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდში (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის) მითითებულ საქონელზე განაკვეთი 0,2 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1 ლარის ოდენობით. საშუალო სტატისტიკურად ერთი კოლოფი სიგარეტი შესაბამება 1 მლ მოცულობის ელექტრო სიგარეტის სითხეს. 1 კოლოფი სიგარეტის საშუალო სარეალიზაციო ფასი არის - 7 ლარი, მასზე გადახდილი აქციზი ადვალური კომპონენტის ჩათვლით არის - 3.5 ლარი. ხოლო, ანალოგიური სამომხმარებლო ეფექტის მქონე ელექტრონული სიგარეტის, ანუ ერთი მლ. სითხის აქციზი არის - 0.2 ლარი. ელექტრონული სიგარეტის სითხის იმპორტზე სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბოლო წლებში სიგარეტზე აქციზის განაკვეთის მატების კვალდაკვალ მატულობს ელექტრონული სიგარეტის მოხმარება. შესაბამისად მიზანშეწონილია ამ ორ, ბაზარზე მარტივად ურთიერთჩანაცვლებად პროდუქტს გააჩნდეს ერთიდაიგივე ეფექტის მქონე აქციზის განაკვეთი. 17. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილს ემატება მე-13 სტრიქონი, რის შედეგადაც აქციზური საქონლის ჩამონათვალს დაემატება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2909 19 100 00, 2909 19 900 00 და 2912 11 000 00 კოდებში კლასიფიცირებული საქონელი (მეთანალი (ფორმალდეჰიდი), ტერტ-ბუტილეთილის მარტივი ეთერი და ა.შ. მსგავსი საქონელი). აღნიშნული საქონელი დაიბეგრება 400 ლარის ოდენობით 1 ტონაზე. წარმოდგენილი ცვლილების საჭიროება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხსენებულ კოდებში მითითებული საქონელი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად (გადამუშავების/შერევის გზით). 18. სსკ-ის 188-ე მუხლის 11 ნაწილს ემატება „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლისთვის (სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით) 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ საქონელზე აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი. აღნიშნული ცვლილება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ დასახელებული საქონელი გამოიყენება იგივე მიზნით, რა მიზნითაც სხვა ადვალური წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონელი (სეს ესნის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტები). თუმცა, განსხვავდება აღნიშნული საქონლის დაბეგვრის წესი. ამის გათვალისწინებით, დაბეგვრის ერთნაირი წესის შემოღებისა და მსგავსი დანიშნულების საქონელზე ერთნაირი მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით ასევე დაიბეგრება ადვალური წესით. საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 11 ნაწილში ახალი ნორმის დამატებისა და სეს ესნ-ის 2402 10 000 02 კოდში მითითებულ საქონელზე (სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით) აქციზის თანხის გამოანგარიშების ცვლილების გათვალისწინებით, ტექნიკური ხასიათის ცვლილება ხორციელდება იმავე მუხლის 12 ნაწილში და ზუსტდება, რომ თამბაქოს ნაწარმის ჩამონათვალს, როდესაც აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის საცალო სარეალიზაციო ფასს და მისი დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ემატება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდი. 19. ცვლილება შედის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან ექსპორტში გაფორმების 90-დღიანი ვადა, რომლის დროსაც დადგენილი წესით დაბრუნებას ექვემდებარება გადახდილი აქციზის/იმპორტის გადასახადის თანხა, იზრდება 180 კალენდარულ დღემდე. აღნიშული ხელს შეუწყობს ამ სფეროში დასაქმებულ სუბიექტებს მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების არარეზიდენტზე გასხვისების შემთხვევაში. ამასთან მართებულია, საქონლის ექსპორტისას დაბრუნდეს მასზე გადახდილი არაპირდაპირი გადასახადები, რადგან საქონელი გამოიყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ. 20. ახალი რედაქციით ყალიბდება 192-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის მიხედვით აქციზური მარკების უკან დაბრუნების პროცედურა, რომელიც განსაზღვრულია აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევისთვის, გავრცელდება აქციზით დასაბეგრი ოპერაციის (ადგილობრივი წარმოების) მიმართაც. მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი წარმოებისათვის გატანილი აქციზური მარკების გამოყენების კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახური წარმომადგენლის მიერ მწარმოებლის ობიექტზე მარკების აღრიცხვისა და მისი ფიზიკური არსებობის დადასტურების გზით. ადმინისტრაციული რესურსის ეფექტური გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია ადგილობრივი წარმოებისათვის გატანილი აქციზური მარკების გამოყენების კონტროლი განხორციელდეს იმპორტისათვის განკუთვნილი მარკების გამოყენების კონტროლის მსგავსად, რაც ადამიანური რესურსის ნაკლებად ჩართულობას ითვალისწინებს. 21. 199-ე მუხლში შედის ტექნიკური ხასიათის შესწორებები, კერძოდ, „ე“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის მე-2 ნაწილში, 2021 წლამდე მოქმედი სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ2“ ქვეპუნქტზე მითითების ნაცვლად, კეთდება მითითება კოდექსის 173-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე. აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 199-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა ანალოგიურ საგადასახადო შეღავათებს, რადგან მითითება კეთდებოდა იმ დროისთვის მოქმედი სსკ-ის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად საქონლის დროებით შემოტანაზე, თუმცა ასეთი შინაარსის ქვეპუნქტები კოდექსის მოქმედი რედაქციის 173-ე მუხლით გათვალისწინებული აღარ არის, ვინაიდან მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას აღარ წარმოადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანა. აღნიშნული გათვალისწინებით, სსკ-ის 173-ე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის დროებითი შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან. ასევე, სსკ-ის 199-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ ემატება „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები, რის საფუძველზეც, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებითი შემოტანა და ასევე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა;. 22. 270-ე მუხლის მე-7 ნაწილში შემოთავაზებული ცვლილებით იზრდება საგადასახადო სამართალდარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, ჩამონათვალს ემატება საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით (გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა) გათვალისწინებულ სამართალდარღვევის და ამავე პროექტით განსაზღვრული 2885 მუხლით (დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევების ფაქტებზე. 23. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე განსაზღვრულია ფულადი ჯარიმა, ხოლო ამავე საქმიანობის ფარგლებში მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე, განსაზღვრულია როგორც ფულადი ჯარიმა, ისე შესაბამისი საქონლის ჩამორთმევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ხე-ტყის გადაზიდვას ან/და მიწოდებას, რა დროსაც, ნაცვლად ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებისა, გამოწერილია ჩვეულებრივი ტიპის სასაქონლო ზედნადები, ამასთან იმ დაშვებით, რომ ჩვეულებრივი ტიპის სასაქონლო ზედნადები არ მოიცავს ხე-ტყის გადაზიდვისთვის/მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაციას (საქონლის წარმოშობის დოკუმენტი, ფირნიშნის ნომერი და ა.შ.), საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას და პირის მიმართ ახორციელებს როგორც ხე-ტყის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის ჯარიმის შეფარდებას, ისე შესაბამისი საქონლის ჩამორთმევას. შესაბამისად, 286-ე მუხლში ხორციელდება დაზუსტებით ხასიათის ცვლილება და მუხლის მე-5 ნაწილს ემატება ახალი შინაარსის ქვეპუნქტები, რომლის საფუძველზეც, ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებით ხე-ტყის ტრანსპორტირება/მიწოდება ჩაითვლება სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად/მიწოდებად. 24. პროექტით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევის სახე - დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, (მუხლი 2885.) რაც დაქირავებულ პირთა რეესტრში არასწორი/არასრული ინფორმაციის შეტანისათვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომას თითოეულ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილების საჭიროება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილი ჯარიმა არაეფექტურია და გადასახადის გადამხდელს ერთჯერადად ურჩევნია 100 ლარის გადახდა, დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაციის დაქირავებულ პირთა რეესტრში სრულად ასახვას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: წარმოდგენილი კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია მისი გამოქვეყნების თარიღი, ვინაიდან, ამ კანონპროექტში ასახული საკითხების ნაწილი უკავშირდება „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, რომლის ამოქმედების თარიღია ასევე მისი გამოქვეყნების თარიღი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას. საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებებისთვის (შემოსავლების სამსახური, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები,) გამოყოფილი თანხების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდში (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის) მითითებულ საქონელზე აქციზის განაკვეთის გაზრდით სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს დამატებით შემოსავალს. 2021 წლის განმავლობაში განხორციელდა 1 517,5 ლიტრი ელექტრონული სიგარეტის სითხის იმპორტი, საიდანაც აქციზის სახით მიღებულ იქნა შემოსავალი 303 500 ლარი. თუ მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებლად ავიღებთ იგივე რაოდენობის საქონლის იმპორტს, სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად მიიღებს დამატებით 1,214,000 ლარის ოდენობის შემოსავალს. ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2909 19 100 00, 2909 19 900 00 და 2912 11 000 00 კოდებში კლასიფიცირებული საქონელი (მეთანალი (ფორმალდეჰიდი), ტერტ-ბუტილეთილის მარტივი ეთერი და ა.შ. მსგავსი საქონელი) ხდება აქციზური საქონელი და დაიბეგრება 400 ლარის ოდენობით 1 ტონაზე. 2021 წლის განმავლობაში განხორციელდა 775 426 კგ. აღნიშნული საქონლის იმპორტი. თუ მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებლად ავიღებთ იგივე რაოდენობის საქონლის იმპორტს, სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად მიიღებს დამატებით 310 170 ლარის ოდენობის შემოსავალს. გ) 2021 წლის განმავლობაში განხორციელდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის (სიგარილები) 23, 296 ცალი (20 ღერი) იმპორტი. თუ მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებლად ავიღებთ იგივე რაოდენობის საქონლის იმპორტს, სიგარილების აქციზის განაკვეთზე ადვალური კომპონენტის დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად მიიღებს დამატებით 166,394 ლარის ოდენობის შემოსავალს. ამასთან, საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად თუ გადასახადის გადამხდელმა გადავადებული საგადასახადო დავალიანება დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ან დაარღვია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, შესაძლებელია, კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მის მიმართ შეუძლებელი გახდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. პროექტის შესაბამისად განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, შეჩერდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების ხანდაზმულობის ვადა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ან საგადასახადო შეთანხმების აქტის მოქმედების პერიოდში, რაც საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობას მისცემს, თუ გადასახადის გადამხდელმა გადავადებული საგადასახადო დავალიანება დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ან დაარღვია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, მოახდინოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით ბიუჯეტში გადასახადელი თანხების ამოღება. აღნიშნული კი გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ამასთან, ვინაიდან შემოსავლების სამსახური არ აწარმოებს აღნიშნული თანხების სტატისტიკას, ვერ ხერხდება იმის განსაზღვრა თუ რა თანხით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად წარდგენის კონკრეტული საფუძვლით პირს წარედგინება მხოლოდ ერთი საგადასახადო მოთხოვნა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირი ნაწილობრივ ეთანხმება მისთვის საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნას, ეს საგადასახადო მოთხოვნა სრულად საჩივრდება, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ პირი ნაწილობრივ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხას, საგადასახადო დავალიანება სრულად რჩება აუღიარებელი, რაც აფერხებს გადასახადის ადმინისტრირების პროცესს. კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო შეძლებს გამიჯნოს საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით დარიცხული თანხები და გამოსცეს რამდენიმე საგადასახადო მოთხოვნა, იმის მიხედვით თუ რა ნაწილში ეთანხმება ან არ ეთანხმება დარიცხვას გადასახადის გადამხდელი. აღნიშნული კი გამოიწვევს ნაწილი საგადასახადო დავალიანების (რომელსაც ეთანხმება გადასახადის გადამხდელი) აღიარებას და გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელი თანხები დროულად მიემართება ბიუჯეტში. აღნიშნული გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის ზრდას, ხოლო ოდენობა დამოკიდებული იქნება დარიცხულ გადასახდელებსა და პირის მიერ მათ აღიარებაზე. ცვლილების თანახმად დღგ-სგან თავის არიდების პრევენციის მიზნით, საგადასახადო ორგანოს ენიჭება უფლება, დღგ-ის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად (მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად) განიხილოს, საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, თუ მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. რაც შესაძლებლობას მისცემს საგადასახადო ორგანოს მოახდინოს ეფექტური ადმინისტრირება, აღკვეთოს გადასახადის გადამხდელის მხრიდან დღგ-სგან თავის არიდება. აღნიშნული კი დადებით გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის შესაბამისად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან ექსპორტში გაფორმების 90-დღიანი ვადა, რომლის დროსაც დადგენილი წესით დაბრუნებას ექვემდებარება გადახდილი აქციზის/იმპორტის გადასახადის თანხა, იზრდება 180 კალენდარულ დღემდე. რაც უარყოფით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე, ვინაიდან პირებს საქონლის ექსპორტისას დაუბრუნდებათ მასზე გადახდილი არაპირდაპირი გადასახადები. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება თუ რამდენი პირი მოახდეს აღნიშნული სახის საქონლის გატანას 90 დან 180 დღემდე ვადაში. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებითი შემოტანა და ასევე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე, შემოტანილი საქონლის იმპორტის გადასახადის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევის სახე - დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, რაც დაქირავებულ პირთა რეესტრში არასწორი/არასრული ინფორმაციის შეტანისათვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომას თითოეულ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული დადებითად იმოქმედებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან გაზრდის შემოსულობებს, ხოლო გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გადასახადის გადამხდელი რამდენი დაქირავებული პირის შესახებ ინფორმაციას ასახავს არასწროად/არასრულად. ცვლილებით იზრდება საგადასახადო სამართალდარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, ჩამონათვალს ემატება სამართალდარღვევები გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისთვის და დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, შესაბამისად შემცირდება ბიუჯეტის შემოსულებები, ხოლო გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება თუ რამდენ ზემოთმითითებულ სამართალდარღვევაზე გამოყენებულ იქნება გაფრთხილება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პროექტის შესაბამისად, მსგავსად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსი, სხვა მარეგისტრირებელ ორგანოებს და მუნიციპალიტეტის ორგანოებს უჩნდებათ ვალდებულება, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიაწოდონ ინფორმაცია. აღნიშნული დამატებით ფუნქციას უჩენს სხვა მარეგისტრირებელ ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, თუმცა არსებითად არ ზრდის მათ დატვირთვას და შესაბამისად, საჭირო ხარჯები განხორციელდება მათთვის გამოყოფილი თანხებისა და არსებული ადამიანური რესურსის ფარგლებში. პროექტის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები, როგორიცაა მაგალითად: ახალი აქციზური საქონლის დამატება, ახალი ჯარიმის დაწესება, ფუქნციურად მეტად დატვირთავს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელება არ იქნება დაკავშირებული ადამიანური რესურსის დამატებასთან და საჭიროების შემთვევაში, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება შემოსავლების სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შედეგად დანახარჯები გაეზრდებათ: ა) იმ პირებს, რომლებიც არიან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდში (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის) მითითებული საქონლის მომხმარებლები, ვინაიდან აღნიშნულ საქონელზე იზრდება აქციზის ოდენობა. ბ) იმ პირებს, რომლებიც ახდენენ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2909 19 100 00, 2909 19 900 00 და 2912 11 000 00 კოდებში კლასიფიცირებული საქონლის (მეთანალი (ფორმალდეჰიდი), ტერტ-ბუტილეთილის მარტივი ეთერი და ა.შ. მსგავსი საქონელი) იმპორტს, ვინაიდან აღნიშნული საქონელი ხდება აქციზური საქონელი. აქვე, აღსანიშნავია, რომ ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან განთავისუფლდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2912 11 000 00 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი, თუ იგი გამოიყენება არააქციზური საქონლის წარმოებისათვის. გ) იმ პირებს, რომლებიც არიან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის (სიგარილები) მომხმარებლები, ვინაიდან აღნიშნულ საქონელზე იზრდება აქციზის ოდენობა. ამასთან, საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად თუ გადასახადის გადამხდელმა გადავადებული საგადასახადო დავალიანება დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ან დაარღვია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, შესაძლებელია, კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მის მიმართ შეუძლებელი გახდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. პროექტის შესაბამისად განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, შეჩერდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების ხანდაზმულობის ვადა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ან საგადასახადო შეთანხმების აქტის მოქმედების პერიოდში, რაც საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობას მისცემს, თუ გადასახადის გადამხდელმა გადავადებული საგადასახადო დავალიანება დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ან დაარღვია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, მოახდინოს საგადასახადო დავალიანების გადახდევისნების უზრუნვეყოფის ღონისძიებების გამოყენებით ბიუჯეტში გადასახადელი თანხების ამოღება. აღნიშნული კი ფინანსურ გავლენას იქონიებს ასეთ გადასახადის გადამხდელებზე. საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად წარდგენის კონკრეტული საფუძვლით პირს წარედგინება მხოლოდ ერთი საგადასახადო მოთხოვნა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირი ნაწილობრივ ეთანხმება მისთვის საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნას, ეს საგადასახადო მოთხოვნა სრულად საჩივრდება, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ პირი ნაწილობრივ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხას, საგადასახადო დავალიანება სრულად რჩება აუღიარებელი, რაც აფერხებს გადასახადის ადმინისტრირების პროცესს. კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო შეძლებს გამიჯნოს საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით დარიცხული თანხები და გამოსცეს რამდენიმე საგადასახადო მოთხოვნა, იმის მიხედვით თუ რა ნაწილში ეთანხმება ან არ ეთანხმება დარიცხვას გადასახადის გადამხდელი. აღნიშნული კი გამოიწვევს ნაწილი საგადასახადო დავალიანების (რომელსაც ეთახნემბა გადასახადის გადამხდელი) აღიარებას და გადასახადის გადამხდელი ვალდებული იქნება გადასახდელი თანხები დროულად მიმართოს ბიუჯეტში, რაც შესააბმისად ფინანსურ გავლენას მოახდენს მასზე. ცვლილების თანახმად დღგ-სგან თავის არიდების პრევენციის მიზნით, საგადასახადო ორგანოს ენიჭება უფლება, დღგ-ის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად (მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად) განიხილოს, საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, თუ მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. რაც შესაძლებლობას მისცემს საგადასახადო ორგანოს მოახდინოს ეფექტური ადმინისტრირება, აღკვეთოს გადასახადის გადამხდელის მხრიდან დღგ-სგან თავის არიდება. აღნიშნული კი ფინანსურ გავლენას იქონიებს ასეთ პირებზე. კანონპროექტის შესაბამისად, თუ პირი, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს კალენდარული წლის დასრულებამდე, სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება მომართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ნაცვლად მომდევნო წლის პირველი ინავრისა. რაც დადებითად აისახება პირზე, რადგან მას შესაძლებლობა ექნება კალენდარული წლის დასრულებამდე მოახდინოს ყველა მიმდინარე ვალდებულების დახურვა, და მომდევნო საქმიანობის დაგეგმვა. კანონპროექტის შესაბამისად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან ექსპორტში გაფორმების 90-დღიანი ვადა, რომლის დროსაც დადგენილი წესით დაბრუნებას ექვემდებარება გადახდილი აქციზის/იმპორტის გადასახადის თანხა, იზრდება 180 კალენდარულ დღემდე. რაც დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს ამ სფეროში დასაქმებულ სუბიექტებს, რადგან ხელს შეუწყობს მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების არარეზიდენტზე გასხვისების შემთხვევაში. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებითი შემოტანა და ასევე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა. რაც დადებით გავლენას მოახდენს პირებზე, რომლებსაც შემოაქვთ აღნიშნული საქონელი, რადგან მათ არ მოუწევთ აღნიშნულ საქონელზე იმპორტის გადასახადის გადახდა. წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევის სახე - დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, რაც დაქირავებულ პირთა რეესტრში არასწორი/არასრული ინფორმაციის შეტანისათვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომას თითოეულ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფინანსურ გავლენას მოახდენს პირებზე ვინც ჩაიდენს სამართალდარღვევას, ვინაიდან მათ მოუწევთ ჯარიმის გადახდა ბიუჯეტში. ცვლილებით იზრდება საგადასახადო სამართალდარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, ჩამონათვალს ემატება სამართალდარღვევები გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისთვის და დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, შესაბამისად ცვლილება დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე ვინც ჩაიდენს მითითებულ სამართალდარღვევას და მის მიმართ ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნება გაფრთხილება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შედეგად ხდება: - საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდში (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის) მითითებულ საქონელზე აქციზის განაკვეთის გაზრდა, კერძოდ, 1მლ სითხეზე განაკვეთი ნაცვლად 0,2 ლარისა, განისაზღვრება 1 ლარით. - საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2909 19 100 00, 2909 19 900 00 და 2912 11 000 00 კოდებში კლასიფიცირებული საქონელი (მეთანალი (ფორმალდეჰიდი), ტერტბუტილეთილის მარტივი ეთერი და ა.შ. მსგავსი საქონელი) ხდება აქციზური საქონელი და დაიბეგრება 400 ლარის ოდენობით 1 ტონაზე. ცვლილების შესაბამისად საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლისთვის (სიგარილები (წვრილი სიგარები) თამბაქოს შემცველობით) იცვლება აქციზის გამოანგარიშები წესი, აქციზის განაკვეთს ემატება ადვალური კომპონენტი და განისაზღვრება, რომ 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ საქონელზე აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: და კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.