საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/199; 26.10.2022) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.11.2022
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ნომერი
#1-15373/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-28
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

წერილი
*GOV12200037623* GOV 1 22 00037623 21/11/2022 საქართველოს პარლამენტს როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (№34414) საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ძირითადი არსის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხი დარეგულირდება საკანონმდებლო დონეზე და აღნიშნული აღარ იქნება დამოკიდებული შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას არსებულ ფისკალურ პარამეტრებზე. შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ყოველწლიურად მიიღებენ გაზრდილ სოციალურ პაკეტს, რომელიც გამიზნული იქნება, მათ შორის, შესაბამისი წლის ინფლაციის მაჩვენებლის კომპენსირებისათვის. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება მოაზრებული იყო 2022 წლის ბოლომდე, რამდენადაც მასში გათვალისწინებული ღონისძიებების ამოქმედება (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობების ზრდა) გათვალისწინებულია ახალი საბიუჯეტო წლისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის გეგმური სამუშაო გრაფიკის პირობებში ვერ მოხერხდეს საკანონმდებლო ინიციატივის მიღება მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა კანონპროექტით დადგენილ ვადებში, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა - „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (№34414; 26.10.2022) საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი