საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-13718/22; 24.10.2022); ბ) საქართველოს მოქალაქე რატი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-14099/22; 01.11.2022).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-19938/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-13
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19938/22 12-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები: − ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13718/22; 24.10.2022) (განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 13 დეკემბერი); − რატი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14099/22; 01.11.2022) (განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge