„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე
ნომერი
#07-3/279/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-19
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 140-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31) მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მისი არჩევის, მათ შორის პროფესიული თავსებადობის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეფასების წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიის შიდა აუდიტის ხელმძღვანელები თანამდებობაზე ინიშნებიან უვადოდ, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნის წესთან დაკავშირებით მოქმედებს არჩევითობის პრინციპი და მათ თანამდებობაზე ირჩევს თბილისის საკრებულო განსაზღვრული ვადით. მიზანშეწონილია, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საქართველოში არსებობდეს საერთო მარეგულირებელი საკანონმდებლო სტანდარტები. წარმოდგენილი კანონპროექტი კი სწორედ ამგვარი სტანდარტისა და მიდგომის დამკვიდრების საფუძველს წარმოადგენს. მოცემულ სფეროში კანონმდებლობისთვის იარსებებს არა ურთიერთგანსხვავებული, არამედ არსობრივად და მიზნობრივად იდენტური სამართლებრივი მომწესრიგებელი ჩარჩო. გასათვალისწინებელია, რომ მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელებს გააჩნიათ დამოუკიდებელი ამოცანები, მოქმედების არეალი და სფერო. მათი ფუნქციები, ვალდებულებები და უფლებამოსილებები, აგრეთვე თანამდებობის არსი, მიზანი, არის არა ზემდგომი თანამდებობის პირის საქმიანობის ადმინისტრაციული ორგანიზება, მისი ფუნქციების განხორციელებაში ფორმალური ხელშეწყობა, არამედ მერიის შიდა აუდიტის სამსახურს გააჩნია თვითმყოფადი ბუნება და ახორციელებს საზედამხედველო, მაკონტროლებელ საქმიანობას. აღნიშნულ მოსაზრებას განამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება1, რომლის თანახმადაც, პროფესიული ნიშნით განსაზღვრულ თანამდებობებს გააჩნია თვითმყოფადი ბუნება და იგი სრულად დამოუკიდებელია სამსახურეობრივი ვალდებულებებისა და საქმიანობის განხორციელებაში. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა თანამდებობის კონკრეტული ვადის დაკავების საკითხზე და მიუთითა, რომ „რიგ შემთხვევებში თავად საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირების გარკვეულ 1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N3/5/626 თანამდებობაზე ვადით არჩევა/დანიშვნა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, ისევე როგორც ხალხის მიერ სახელმწიფოს მართვის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა“. მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელები იკავებენ პროფესიული ნიშნით განსაზღვრულ თანამდებობებს, რომელიც მნიშვნელოვანია ითვალისწინებდეს პირის დაკავებულ თანამდებობასთან პროფესიულ თავსებადობას, მისი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეფასების შესაძლებლობით. ასევე, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა თავისი არსითა და ბუნებით განაპირობებს შეზღუდული ვადით განხორციელების საჭიროებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი კანონპროექტით მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შიდა აუდიტის განმახორციელებელი სუბიექტის ხელმძღვანელები უნდა დაექვემდებარონ თანამდებობაზე დანიშვნის არჩევითი პრინციპის სტრუქტურას. კერძოდ, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 140-ე მუხლში იარსებს დათქმა, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით აირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო მისი არჩევის, მათ შორის პროფესიული თავსებადობის, გამოცდილებისა და უნარ ჩვევების შეფასების წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით. აგრეთვე ვადა რომელიც განსაზღვრულია კანონპროექტის თანახმად ემსახურება და თანხვედრაშია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპთან. უფლებამოსილების განხორციელების პერიოდი განსაზღვრულია ხუთი წლის ვადით, შესაბამისად მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის ხელმძღვანელის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადა დაუკავშირდება არა საკრებულოს უფლებამოსილების ვადას, არამედ სცილდება მას, რაც თვისობრივად ამკვიდრებს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ასევე, არ ეწინააღმდეგება პროფესიული და სტაბილური საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბების მიზნებს. რაც, შეეხება შიდა აუდიტის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის შერჩევას, იგი განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადის მსგავსად, რაც შიდასახელმწიფოებრივად დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის შესაძლებლობა, საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აქვს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს, შესაბამისად კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსი უფლებამოსილების განსასაზღვრად, მსგავსი სამართლებრივი მომწესრიგებელი ჩარჩოს არსებობისთვის. მუნიციპალიტეტებს კანონპრექტის ინიციატივით განესაზღვრებათ საერთო სტანდარტები და საერთო საკანონმდებლო რეგულირების სფერო. შესაბამისად, ამ საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. გასაუმჯობესებლად აუცილებელია ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესთან დაკავშირებით იარსებებს ერთიანი სამართლებრივი მომწესრიგებელი ჩარჩო, ქალაქ თბილისის მსგავსად. მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით აირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო მისი არჩევის, მათ შორის პროფესიული თავსებადობის, გამოცდილებისა და უნარ ჩვევების შეფასების წესი კანონის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით. კანონპროექტით დაცული იქნება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი. ასევე, არ შეეწინააღმდეგება პროფესიული და სტაბილური საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბების მიზნებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 140-ე მუხლში და აღნიშნულ ნორმას ემატება 31 ნაწილი შემდეგი შინაარსით: მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს (გარდა ქალაქ თბილისისა) სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მისი არჩევის, მათ შორის პროფესიული თავსებადობის, გამოცდილებისა და უნარ ჩვევების შეფასების წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი განსაზღვრულია იმ გარემოებით, რომ 2025 წელს ჩატარდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნები და ამავე წელს მოხდება ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა, ამასთან, კანონპროექტით გათვალისიწინებული მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის ხელახალი წესი განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, შესაბამისად გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროცედურები თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან. კანონპროექტი უკუძალას არ ითვალისწინებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი დაჩქარებული წესით განხილვას არ საჭიროებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი მუნიციპალიტეტების, მუნიციპალური ბიუჯეტები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის შესაბამისად იცვლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნის წესი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მათი არსებული შრომის ანაზღაურების ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტმა შესაძლოა იქონიოს გავლენა მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებზე, აღნიშნული დამოკიდებული იქნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებაზე, მოხდება თუ არა არსებული შიდა აუდიტის ხელმძღვანელების კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი წესით დანიშვნა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ბეჟან წაქაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ბეჟან წაქაძე