„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-19
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი:
010320000.05.001.017921) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1262 მუხლი:
„ მუხლი 1262
2025
წლის
მუნიციპალიტეტის
ორგანოების
მორიგი
არჩევნების
შემდეგ
მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი
(გარდა ქალაქ თბილისისა) ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ის
უფლებამოსილებას
განახორციელებს
შესაბამისი
თანამდებობის,
კანონით
განსაზღვრული წესით, დაკავებამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის“ პროექტის შემუშავებით, რომლითაც მუნიციპალიტეტის ორგანოების
საქმიანობის შიდა აუდიტის განმახორციელებელი სუბიექტის ხელმძღვანელები უნდა
დაექვემდებარონ თანამდებობაზე დანიშვნის არჩევითი პრინციპის სტრუქტურას.
კერძოდ, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის“ 140-ე მუხლში იარსებებს დათქმა, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის
მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით აირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო
მისი არჩევის, მათ შორის პროფესიული თავსებადობის, გამოცდილებისა და უნარ
ჩვევების შეფასების წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რეგლამენტით.
მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელები
თანამდებობაზე ინიშნებიან უვადოდ, ხოლო საქართველოს კანონის პროექტის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე ძალაში
შესვლის დღიდან მათ ავტომატურად შეუწყდებათ უფლებამოსილება. ვინაიდან, ისინი
საჯარო მოსამსახურეები არიან და კანონში არ არსებობს შესაბამისი დათქმა, რაც მათ
კანონიერ გათავისუფლებას გამოიწვეს, საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი
დამატება შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში გარდამავალი
დებულების სახით. კერძოდ, 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი
არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შიდა აუდიტის სამსახურის
ხელმძღვანელი ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ის
უფლებამოსილებას
განახორციელებს
შესაბამისი
თანამდებობის,
კანონით
განსაზღვრული წესით, დაკავებამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის
მიღების
აუცილებლობა
გამოწვეულია
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტთან „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ
მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი
(გარდა ქალაქ თბილისისა) ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ის
უფლებამოსილებას
განახორციელებს
შესაბამისი
თანამდებობის,
კანონით
განსაზღვრული წესით, დაკავებამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი განსაზღვრულია იმ
გარემოებით, რომ 2025 წელს ჩატარდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი
არჩევნები და ამავე წელს მოხდება ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების
ცნობა, ამასთან, კანონპროექტით გათვალისიწინებული მუნიციპალიტეტის შიდა
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის ხელახალი წესი განისაზღვრება
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
რეგლამენტით,
შესაბამისად
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროცედურები თანხვედრაში იყოს
ერთმანეთთან. კანონპროექტი უკუძალას არ ითვალისწინებს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განხილვას არ საჭიროებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი
მუნიციპალიტეტების, მუნიციპალური ბიუჯეტები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან
კანონპროექტის შესაბამისად იცვლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის
სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნის წესი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მათი
არსებული შრომის ანაზღაურების ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტმა შესაძლოა იქონიოს გავლენა მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის
სამსახურის
ხელმძღვანელებზე, აღნიშნული დამოკიდებული იქნება შესაბამისი
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებაზე, მოხდება თუ არა არსებული შიდა აუდიტის
ხელმძღვანელების კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი წესით დანიშვნა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
სახის
გ.ბ)კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ბეჟან წაქაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ბეჟან წაქაძე