საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-12-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 96
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2022 წლის 21 დეკემბერი 12.00
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრების დავით სონღულაშვილის, გელა
სამხარაულის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ
ჩიგოგიძის და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების და „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის (N07-3/275; 07.12.2022) განხილვა;
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი.
2. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
3. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3
გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის
წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის
განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2022 წლის 21 დეკემბერი, 12.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N96
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი შატაკიშვილი - საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშავილი, გიორგი კახიანი,
გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, ირაკლი ქადაგიშვილის უფლებამონაცვლე
მიხეილ სარჯველაძე და ლევან მგალობლიშვილის უფლებამონაცვლე დავით
სონღულაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს
პარლამენტის
წევრების
დავით
სონღულაშვილის,
გელა
სამხარაულის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ
ჩიგოგიძის და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტების და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (N07-3/275; 07.12.2022)
განხილვა;
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი.
2. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი;
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
3. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3
გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის
და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის
წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დებულების პროექტის განხილვა
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი
და
მიმართა
წინადადებით
დღის
წესრიგის
პროექტით
გათვალისწინებული საკითხების განხილვის რიგითობის შეცვლის თაობაზე.
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ შემოთავაზებულ წინადადებას, კენჭი უყარეს და
ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს
პარლამენტის
წევრების
დავით
სონღულაშვილის,
გელა
სამხარაულის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ
ჩიგოგიძის და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტების და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (N07-3/275; 07.12.2022)
განხილვა;
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი.
2. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3
გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის
და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის
წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დებულების პროექტის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
3. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი.
მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს
პარლამენტის
წევრების
დავით
სონღულაშვილის,
გელა
სამხარაულის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ
ჩიგოგიძის და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტების და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (N07-3/275; 07.12.2022)
განხილვა;
მოისმინეს:
ლევან
სონღულაშვილის
მოხსენება,
რომლის
თანახმად,
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად სხვა მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად შეიცვალა სააგენტოს
სტურუქტურული მოწყობის ფორმაც. კერძოდ - სააგენტოს მმართველობითი
ორგანო გახდა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის
ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო. თავის მხრივ, საბჭოს მარეგულირებელი
ნორმების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის პირველი იანვრიდან.
ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა
უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება 2023 წლის 1 თებერვლამდე.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების
გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების
ამოქმედების ვადა გადაიწიოს 2025 წლის პირველ იანვრამდე, შესაბამისად იცვლება
ამოქმედების თარიღი და ნაცვლად 2023 წლის 1 იანვრისა მიეთითება 2025 წლის
პირველი იანვარი, ხოლო პარლამენტისათვის ანგარიშის წარდგენის თარიღი
უცვლელი რჩება - 2023 წლის პირველი იანვარი.
დავით სონღულაშვილმა განმარტა, რომ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა
მოხდება გამარტივებული პროცედურით, ვინაიდან შეეხება მხოლოდ თარიღის
ცვლილებას.
2
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს
კანონის ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, კანონის ამოქმედების
თარიღად მიეთითება 2025 წლის 1 იანვარი.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი
ითვალისწინებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის კონკრეტულ ნორმათა
ამოქმედების თარიღის ცვლილებას. კერძოდ, აღნიშნულ ნორმათა ამოქმედების
თარიღად მიეთითება 2025 წლის 1 იანვარი.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს
პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭო უნდა დააკომპლექტოს 2025 წლის 1
თებერვლამდე (ნაცვლად 2023 წლის თებერვლისა).
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3
გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის
და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის
წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დებულების პროექტის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი შატაკიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც საქართველოს
2023 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის
მე-2 პუნქტის თანახმად, 2023 წელს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში
დასაქმებულთა საბაზისო თანამდებობრივი სარგო, ნაცვლად 1100 ლარისა
განისაზღვრა 1210 ლარით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შესაბამისი
ცვლილება უნდა განხორციელდეს „მაჟორიტარული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის
და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის
წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში. კერძოდ, „მაჟორიტარული სისტემით
არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროში თანამშრომლები დასაქმებული არიან
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მათი თანამდებობრივი სარგოს
განსაზღვრა ხდება სახელფასო კოეფიციენტის, შესაბამისი კატეგორიისა და საბაზო
თანამდებობრივი
სარგოს
გათვალისწინებით.
ვინაიდან
გაიზარდა
თანამდებობრივი სარგო, საჭიროა ეს ცვლილება აისახოს დებულებაში, იმისათვის
რომ ბიუროს თანამშრომელთა ხელფასის ოდენობის განსაზღვრა მოხდეს
გაზრდილი საბაზისო თანამდებორივი სარგოს გათვალისწინებით. ასევე საჭიროა
ცვლილების
განხორციელება
დანართში,
რომლითაც
განსაზღვრულია
მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ყოველთვიური
დაფინანსების ოდენობა, იმისათვის რომ გაზრდილი საბაზისო თანამდებობრივი
სარგოს ფარგლებში განხორციელდეს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს
ფუნქციონირება, მათ შორის თანამშრომელთა ანაზღაურების განსაზღვრა
გაზრდილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით. ცვლილებას
თან ერთვის ცხრილი, რომელშიც წარმოდგენილია თითოეული სამაჟორიტარო
ბიუროს ბიუჯეტის გაზრდილი ყოველთვიური ოდენობები.
კენჭისყრები:
1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
3
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების დავით სონღულაშვილის, გელა
სამხარაულის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ
ჩიგოგიძის და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტებს და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს (N07-3/275; 07.12.2022)?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
მომხრე - 5 წევრი
წინააღმდეგი - 1 წევრი
გადაწყვეტილება:
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია
წარმოდგენილი პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით
გამარტივებული წესით განსახილველად გატანა;
- საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის დასკვნა გაეგზავნოს საქართველოს
პარლამენტის დარგობრივი პოლიტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.
2. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013
წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული
სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და
საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი
თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ დებულების პროექტს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
მომხრე - 5 წევრი
წინააღმდეგი - 1 წევრი
გადაწყვეტილება:
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3
გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის
და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის
წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დებულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასამტკიცებლად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი
მოისმინეს:
ირაკლი
შატაკიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
განსახილველად წარმოდგენილი საკითხი ისტორიული ხასიათის და შინაარსის
მატარებელია, ვინაიდან ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის
სტატუსის მინიჭების მიზნით განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შორის, ერთ-ერთი
სწორედ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება გახლდათ. საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტმა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო
გაწია, კერძოდ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე და
4
კომიტეტმა
შეიმუშავა
და
განახორციელა
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილებები, რომლებიც ემსახურება საპარლამენტო კონტროლის
გაძლიერებას. მათ შორის, ერთ-ერთი ცვლილება ეხება პარლამენტის წევრის
კითხვას, კერძოდ:
ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლს
დაემატა მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა
და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან
არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი
მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა)
შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს და პარლამენტის
წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2022 წლის 3
ნოემბრიდან, შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
შეისწავლა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი ნორმის
ამოქმედებიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის და კომიტეტის
სხდომაზე წარმოადგინა ინფორმაცია სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში სულ გაიგზავნა 477
პარლამენტის
წევრის
კითხვა,
რომელთაგან
პასუხი
გაცემულია
278
წერილობითკითხვაზე (58%), ხოლო 199 წერილობით კითხვაზე არ არის გაცემული
პასუხი, რაც გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვების საერთო რაოდენობის
42%-ს წარმოადგენს.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი შემდგომ გამოქვეყნდება
პარლამენტის ვებ გვერდზე და საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი ყველა
დაინტერესებული პირისათვის.
კითხვის ადრესატების მიხედვით პარლამენტის წევრების მიერ გაგზავნილი
კითხვები პირობითად შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად:
1.საქართველოს მთავრობა/საქართველოს
პრემიერ-მინისტრი/სამინისტრო/მინისტრი
2. მუნიციპალიტეტები
3. სხვა დაწესებულებები
2022 წლის 3 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს პარლამენტის
წევრების მიერ აღნიშნული ადრესატებისათვის გაგზავნილი კითხვები
შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს მთავრობა/საქართველოს პრემიერმინისტრი/სამინისტრო/მინისტრი - გაიგზავნა 42 შეკითხვა, რაც გაგზავნილი
შეკითხვების საერთო რაოდენობის 9%-ია; მუნიციპალიტეტებიში - გაიგზავნა 420
შეკითხვა, რაც გაგზავნილი შეკითხვების საერთო რაოდენობის 88%-ია; სხვა
დაწესებულებებში - გაიგზავნა 15 შეკითხვა, რაც გაგზავნილი შეკითხვების საერთო
რაოდენობის 3%-ია;
გაგზავნილ შეკითხვებზე რეაგირების შედეგები გამოიყურება შემდეგი სახით:
საქართველოს მთავრობა/საქართველოს პრემიერ-მინისტრი/სამინისტრო/მინისტრი
- პასუხგაცემული, 31 (74%); პასუხგაუცემელი, 11 (26 %)
მუნიციპალიტეტები - პასუხგაცემული 234 (56%); პასუხგაუცემელი 186 (44%)
სხვა დაწესებულებები - პასუხგაცემული 13 (87%); პასუხგაუცემელი 2 (13%)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების
შესაბამისად, თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით
მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან ნაცვლად 15 დღისა
წერილობითი პასუხი წარუდგინოს 10 დღეში. ვადის შემცირება, როგორც ირაკლი
შატაკიშვილმა
განმარტა,
წარმოადგენდა
აგრეთვე
სიახლეს,
რომელიც
5
განხორციელდა რეგლამენტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების
გაძლიერების მიზნით.
დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით გამოვლინდა, რომ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვით პასუხი გაცემულია 206
შემთხვევაში, ხოლო პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხი გაცემულია
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დარღვევით 72
შემთხვევაში, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს იმით რომ ვადის შემცირება
წარმოადგენდა სიახლეს და ადრესატები ნაკლებად იყვნენ ინფორმირებულები.
მონაცემები ცხადყოფს, რომ შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ
პასუხგაცემული
კითხვებიდან
გარკვეულ
შემთხვევებში
დარღვეულია
პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა და პასუხი კითხვის ავტორს
მიღებული აქვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული 10დღიანი ვადის გადაცილებით. აღნიშნული დარღვევა კომიტეტის მიერ
დეტალურად იქნა შესწავლილი. გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:
კერძოდ, კომიტეტის მიერ დამუშავებული მონაცემებით იკვეთება, რომ ზოგიერთ
შემთხვევაში, შესაბამისი ადრესატებისათვის გაგზავნილ კითხვაზე პასუხის
გასაცემად აუცილებელია კონკრეტული სახის ინფორმაციის მოძიება შესაბამისი
დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, რაც შესაძლებელია
საჭიროებდეს დამატებით დროს. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტის
წევრის კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა საკმაოდ მოცულობითი
ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში კითხვის
ადრესატებს პასუხის გასაცემად შესაძლოა ესაჭიროებოდეთ დამატებითი დრო.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4
პუნქტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის
გაგრძელების შესაძლებლობას. ნორმის ახალი რედაქციის მიხედვით, პარლამენტის
წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორისადმი კითხვის
ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება
გაგრძელდეს 10 დღით. თუმცა, კომიტეტის მიერ დამუშავებული მონაცემების
ფარგლებში, აღნიშნულ პერიოდში კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის გაგრძელების
შესაძლებლობა - ვადის გაგრძელების შესახებ კითხვის ადრესატის კითხვის
ავტორისადმი წერილობითი მიმართვა, არც ერთხელ არ ყოფილა გამოყენებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაფიქსირდეს ვადის
დარღვევა, საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის
გაცემის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გამოუყენებლობის გამო.
შესაბამისად, კითხვის ადრესატებმა საჭიროების შემთხვევაში, უმჯობესია
ისარგებლონ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული
ვადის გაგრძელების შესაძლებლობით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის
თანახმად,
პარლამენტის
წევრი
უფლებამოსილია
კითხვით
მიმართოს
საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს,
მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების
ორგანოს
და
სახელმწიფოდაწესებულებას.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხს
ხელს
აწერს
მხოლოდ
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს
მთავრობის შესაბამისი წევრი. შესაბამისად, იმის გასარკვევად, თუ რამდენად
ზუსტად ხდება ნორმის აღნიშნული დანაწესის შესრულება, დაწვრილებით იქნა
შესწავლილი საანგარიშო პერიოდში გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვებზე
რეაგირების მდგომარეობა. მონაცემების თანახმად, სულ პასუხგაცემული 278
კითხვიდან 43 შემთხვევაში პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს
არაუფლებამოსილი პირი.
6
კომიტეტის მიერ დამუშავებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პარლამენტის
წევრის კითხვაზე გაცემულ პასუხებს ზოგ შემთხვევაში ხელს აწერენ
არაუფლებამოსილი პირები, რომელთაგან ძირითადად კითხვაზე პასუხს ხელს
აწერს
მინისტრის
მოადგილე,
ადმინისტრაციის
უფროსი,
სხვადასხვა
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან შესაბამის უწყებაში საჯარო
ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის
წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი, ამასთანავე,
პარლამენტის წევრის კითხვა არის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და იგი
არსებითად განსხვავდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისგან, ასევე, მიუხედავად
იმისა, რომ შესაძლებელია ზოგ შემთხვევებში მოთხოვნილი ინფორმაცია
ანგარიშვალდებული ორგანოს კონკრეტულ მიმართულებას ან კონკრეტული
დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნებოდეს და ინფორმაციის მოძიება
განხორციელდეს შესაბამისი დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული
ერთეულებიდან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის
უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრისთვის გაგზავნილ
ინფორმაციას ხელს აწერდეს კონკრეტული მთავრობის წევრი ან შესაბამისი
დაწესებულების ხელმძღვანელი პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება შევაჯამოთ, რომ
საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი - პარლამენტის წევრის კითხვა საკმაოდ
აქტიურად გამოიყენება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ, ამ
მიმართულებით 2022 წლის ნოემბერში განსაკუთრებით აქტიური იყვნენ
საპარლამენტო
ოპოზიციის
წარმომადგენლები.
სამწუხაროდ
სახეზეა
პასუხგაუცემელი კითხვების გარკვეული რაოდენობა (გაგზავნილი კითხვების
42%), რომელთაგან ძირითად ნაწილს შეადგენს მუნიციპალიტეტებისათვის
გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვები. აგრეთვე, ინფორმაციის შესწავლისას
გამოიკვეთა პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის დარღვევისა
და არაუფლებამოსილი პირების მიერ გაცემული პასუხების ცალკეული
შემთხვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლენილი
დარღვევების შესაბამისად, წერილობითი ფორმით, მიმართოს შესაბამის
დაწესებულებებს/თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის
გაცემისათვის
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
დადგენილი
მოთხოვნების დაცვის შესახებ. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე
მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ასევე, განაგრძობს პარლამენტის წევრის
კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში
დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
აზრი გამოთქვეს:
ლევან ბეჟაშვილმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა კომიტეტს და კომიტეტის
აპარატს ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისათვის. პარლამენტის წევრის
კითხვასთან დაკავშირებულმა შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები საპარლამენტო
კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით, კარგია და მოქმედებს, კარგია რომ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურები და ხელმძღვანელები
მიეჩვევიან და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდება პარლამენტის წევრის კითხვაზე
პასუხის გაცემის სათანადო კულტურა. ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ
სტატისტიკა სავალალოა, მაგრამ ეს დამახასიათებელია ყველა პარლამენტისათვის,
რაც თანდათან დაიხვეწება და გაუმჯობესდება.
7
ლევან ბეჟაშვილმა წარმოადგინა რეკომენდაცია, რომ შესწავლილი იქნეს
წარმოდგენილი პასუხების შინაარსობრივი მხარეც, ვინაიდან გაცემული
პასუხებიდან შესაძლოა უმეტესობა იყოს პასუხი პასუხისათვის. შინაარსის
რელევანტურობის გადამოწმება შესაძლოა მოხდეს პასუხის ადრესატების
გამოკითხვის გზით - რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო მათთვის მიღებული
პასუხი.
მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა აგრეთვე კომიტეტს და აპარატს
წარმოდგენილი საინტერესო ანალიზისათვის და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ლევან
ბეჟაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სტატისტიკური მონაცემები არის
სავალალო. მისი აზრით კვლევა მოიცავდა მოკლე ერთთვიან პერიოდს და შემდგომ
ეტაპზე კვლევის ეს მონაცემები შეიცვლება/გაუმჯობესდება. მიხეილ სარჯველაძემ
მნიშვნელოვნად მიიჩნია აგრეთვე პასუხების რელევანტურობის საკითხთან ერთად,
შეკითხვების შინაარსის რელევანტურობის შესწავლაც. პარლამენტის წევრის
კითხვაზე პასუხი არის განსხვავებული საჯარო ინფორმაციისაგან, ამიტომ
მიწოდებული ინფორმაციის ხარისხს ანუ პასუხის შინაარსს საკმაოდ დიდი
მნიშვნელობა აქვს.
ირაკლი შატაკიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები, დააზუსტა
შემდგომი კვლევის პერიოდი - 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 1 მარტამდე.
ირაკლი შატაკიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
8