„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
22.04.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
270000000.05.001.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ
ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში
მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის) საქართველოს ფარგლების გარეთ
შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას,
ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში
შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას.“.
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება
უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი
საქმიანობის განხორციელებას, თუ მას/ის:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ლტოლვილის,
ჰუმანიტარული, ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად;
გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო
სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ
წარმომადგენლობასა ან/და ორგანოში;
დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის
საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში;
ე) არის პირი, რომელზეც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად
ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონისგან განსხვავებული წესი.“.
2. მე-3 მუხლს:
ა) „ა‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა1) საშუამავლო კომპანია - იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის
საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი
(წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია
საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე
უცხოელების საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით
მოწყობაში დახმარებასთან.“;
ბ) „გ‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ1) ადგილობრივი დამსაქმებელი - საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი,
საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური
ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში
კანონიერ საფუძველზე მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება, შევიდეს შრომით ურთიერთობაში
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან და იყენებს მის
შრომას საქართველოში;‘‘;
გ) „ნ‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ო“, „პ“, „ჟ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ო) საერთაშორისო ხელშეკრულება - „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ხელშეკრულება;
პ) საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
სერტიფიკატი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი,
რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აკმაყოფილებს
აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს.
სერტიფიკატი გაიცემა საშუამავლო კომპანიაზე, მისი სხვა საშუამავლო კომპანიაზე
ნებისმიერი ფორმით გადაცემის უფლების გარეშე;
ჟ) შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია - ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ, საქართველოში
დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა
ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.‘‘.
3. მე-5 მუხლს დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე1) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის
(მოთხოვნა-მიწოდება) გათვალისწინებით:
ე1.ა) შეზღუდოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა იმ პროფესიით ან სპეციალობით
შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან
რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება
აჭარბებს (ან გადააჭარბებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას;
ე1.ბ) წაახალისოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა ისეთი პროფესიით ან სპეციალობით
შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომელშიც
საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ვერ აკმაყოფილებს
(ან ვერ დააკმაყოფილებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას.‘‘.
4. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.თ“, „ა.ი“, „ა.კ“, „ა.ლ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ა.თ) საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირება და სერტიფიცირებული კომპანიების შესახებ
ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.
ა.ი) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ შრომითი იმიგრანტის დასაქმების შესახებ
ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ვალდებულების შესრულების
კონტროლი;
ა.კ) საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტების თაობაზე ინფორმაციის სხვა
სახელმწიფო უწყებებთან გაცვლის უზრუნველყოფა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ა.ლ) შრომითი მიგრაციის ნორმების შესრულების მდგომარეობაზე სახელმწიფო კონტროლის
განხორციელება.‘‘.
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე საიმიგრაციო ვიზის (D1 კატეგორია)
გაცემა;
ბ.გ) შრომით მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებაში
მონაწილეობა;‘‘.
ა.გ) „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს „გ.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ.გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე შრომითი ბინადრობის ნებართვის
გაცემა.‘‘.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონით დასახული მიზნების მისაღწევად, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო
მმართველობის
განხორციელებაში
მონაწილე
ადმინისტრაციული
ორგანოები
უფლებამოსილი არიან დაამუშაონ, მათ შორის, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცენ
მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საშუამავლო კომპანიის საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში
რეგისტრაცია და სერტიფიცირება
1. საშუამავლო კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა
და პირობებით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ
საქმიანობათა რეესტრში და გაიაროს სერტიფიცირება საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
2. აკრძალულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტის მიერ საქართველოს
ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების
განხორციელება
შესაბამისი
საქმიანობის
ეკონომიკურ
საქმიანობათა
რეესტრში
რეგისტრაციისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული
საქმიანობის სერტიფიკატის გარეშე.
3. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.“.
6. კანონს მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული
საქმიანობის სერტიფიკატის გაუქმება და საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით
მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვა
საშუამავლო კომპანიის მიერ, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის
მესამედ ჩადენა გამოიწვევს საშუამავლო კომპანიისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ
შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გაუქმებასა და
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
აკრძალვას.‘‘.
7. მე-9 მუხლს ,,ა‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაიაროს სერტიფიცირება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროში;‘‘.
8. მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობაში შრომით ემიგრანტსა და უცხოელ
დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ არსებობს,
შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებულ შრომით
ხელშეკრულებაში შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
პირობებთან ერთად, უნდა მიეთითოს:
ა) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან პასპორტის
ნომერი;
ბ) იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საბანკო
რეკვიზიტები ან იმ ხელშემკვრელი უცხოელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი,
საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც უცხოელი
დამსაქმებელია;
გ) შრომითი ხელშეკრულების უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადების შემთხვევაში:
გ.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი
დაწესებულების) დასახელება ან იმ ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი
ნომერი, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს, და
საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
რეგისტრირებისას ამ იურიდიული პირისათვის, ინდივიდუალური მეწარმისათვის ან უცხო
ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისათვის
(წარმომადგენლობისათვის,
მუდმივი
დაწესებულებისათვის)
მინიჭებული
საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს
დასახელება;
გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის
საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის
(წარმომადგენლობის,
მუდმივი
დაწესებულების)
უფლება-მოვალეობები
და
პასუხისმგებლობა, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით
დებს;
დ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სამუშაო ადგილი და შესასრულებელი სამუშაოს
აღწერილობა;
ე) შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა;
ვ) ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა;
ზ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტისა და უცხოელი დამსაქმებლის შრომითი მოწყობის
სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლება-მოვალეობები და
პასუხისმგებლობა შრომითი ურთიერთობის, აგრეთვე ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სფეროებში;
თ) ყველა სხვა პირობა, რომელზეც ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტი და უცხოელი
დამსაქმებელი თანხმდებიან.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება
იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადითა და წერილობითი ფორმით, ქართულ და შრომითი
მოწყობის სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე.“.
9. კანონს III თავის შემდეგ დაემატოს თავი III1 შემდეგი რედაქციით:
„თავი III1
შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა
მუხლი 131. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის რეგულირება
1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი
საქმიანობის უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს.
მუხლი 132. შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებული შრომითი
ხელშეკრულების პირობები
1. შრომით ხელშეკრულებაში, რომელიც აწესრიგებს შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ
დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას, შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, აუცილებელი წესით მიეთითება:
ა) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის
მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი;
ბ) იმ ხელშემკვრელი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, ან იმ
ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი,
რომელიც არის ადგილობრივი დამსაქმებელი;
გ) იმ ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის იურიდიული და
ფაქტობრივი მისამართები და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც არის ადგილობრივი
დამსაქმებელი;
დ) შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა;
ე) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილი (ორგანიზაციისა და
სტრუქტურული ერთეულის სრული სახელწოდების ჩათვლით, თუ ადგილობრივი
დამსაქმებელი იურიდიული პირია);
ვ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილის სრული მისამართი;
ზ) ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლება-მოვალეობები და
პასუხისმგებლობა;
თ) ადგილობრივი დამსაქმებლის ძირითადი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ
განსაზღვრული ვადითა და წერილობითი ფორმით ქართულ და შრომითი იმიგრანტისთვის
მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
მუხლი 133. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობები
შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება დაიშვება მხოლოდ ამ უცხოელსა და
ადგილობრივ დამსაქმებელს შორის ამ კანონის 132 მუხლით გათვალისწინებული შრომითი
ხელშეკრულების დადებისა და ამ კანონის 134 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში
დასაქმებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის საფუძველზე.
მუხლი 134. საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ საქართველოში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ინფორმირება და შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია
1. შრომითი იმიგრანტის შრომითი მოწყობისა და მისი შრომის გამოყენებისათვის,
ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით,
მოახდინოს საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო, ამოწმებს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მონაცემთა
ერთიან ბაზაში რეგისტრირებული საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის
შესახებ მონაცემების სისწორეს (საჭიროების შემთხვევაში (რომელიმე მონაცემის უზუსტობის
შემთხვევაში) სთხოვს ადგილობრივ დამსაქმებელს მოწოდებული ინფორმაციის გასწორებას)
და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციაზე სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების
ხელმისაწვდომობას.
მუხლი 135. საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტა ან
გახანგრძლივება
1. ადგილობრივი დამსაქმებელი, ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოში დასაქმებულ
შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან
მისი ვადის გახანგრძლივების თაობაზე.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი დამსაქმებლისგან მოწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე წყვეტს ან ახანგრძლივებს საქართველოში დასაქმებული შრომითი
იმიგრანტის რეგისტრაციას და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციაზე სხვა უფლებამოსილი
სახელმწიფო უწყებების ხელმისაწვდომობას.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შრომითი ბინადრობის ნებართვის მქონე
შრომითი იმიგრანტისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე აცნობოს სსიპ - სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს რეგისტრაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 48 საათის
განმავლობაში.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია საიმიგრაციო ვიზის (D1 კატეგორია) მქონე
შრომითი იმიგრანტისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე აცნობოს საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგისტრაციის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 48 საათის
განმავლობაში.
მუხლი 136. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი
საქმიანობის პერიოდში, შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლებები და გარანტიები
ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი
საქმიანობის პერიოდში, შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლებები და გარანტიები
რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და
შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.‘‘.
10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. პასუხისმგებლობის საფუძვლები
1.
შრომითი
მიგრაციის
სფეროში
არსებული
მოთხოვნების
დარღვევისათვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
განისაზღვრება
ამ
კანონით,
ხოლო
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები
რეგულირდება აგრეთვე „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
2. ამ კანონის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის
პირის)
შედგენილი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
თაობაზე
ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები განისაზღვრება „შრომის ინსპექციის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს ახორციელებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომ − შრომის
ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ნორმების
დარღვევისთვის დააკისროს სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და
ადმინისტრაციული სახდელები ამ კანონის მე-15, მე-16, 161, 162, 163 და 164 მუხლების
შესაბამისად.
4. ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის საჯარიმო ქვითრის ფორმა,
მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება „შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ
გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და
წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო
ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.‘‘.
11. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან
დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა ან/და
სერტიფიკატის გარეშე განხორციელება
1. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან
დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა ან/და
სერტიფიკატის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება ჩადენილი მესამედ, გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარით.
4. იგივე ქმედება ჩადენილი მეოთხედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი
ოდენობით.
მუხლი 16. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის
საფუძველზე ანგარიშის წარუდგენლობა
1. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის მე-9 მუხლის
„ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე ანგარიშის წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება ჩადენილი მესამედ გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი
ოდენობით.“.
12. კანონს მე-16 მუხლის შემდგომ დაემატოს: 161, 162, 163 და 164 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 161. ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი
იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრაციის განუხორციელებლობა
1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ადგილობრივი დამსაქმებლის
მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება ჩადენილი მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა, -გამოიწვევს
დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
მუხლი 162. შრომის ინსპექციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა
1. ამ კანონითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის
მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ
წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის
მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000
ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ
წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის
ოდენობით;
ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის
დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული
სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების
განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
მუხლი 163. პასუხისმგებლობა საშუამავლო კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულებების
პირობების დარღვევისათვის
1. ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული ნორმის დარღვევის შემთხვევაში
თითოეული დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე საშუამავლო
კომპანიის მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ
არაუმეტეს 400 ლარისა;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის
მქონე საშუამავლო კომპანიის მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში − არანაკლებ 300 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიის იურიდიული პირის
შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ
აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიის იურიდიული პირის
შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000
ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ
არაუმეტეს 900 ლარისა;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიის იურიდიული პირის
შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს
აღემატება, − არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა;
ვ) ნებისმიერი სხვა საშუამავლო კომპანიის შემთხვევაში, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც
რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − არანაკლებ
200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, ჩადენილი
არასრულწლოვანის, ორსული ქალის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ,
−
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი
ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე
ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ორმაგი
ოდენობით.“.
მუხლი 164. პასუხისმგებლობა ადგილობრივი
ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
დამსაქმებლის
მიერ
დადებული
1. ამ კანონის 132 და 133 მუხლებით გათვალისწინებული ნორმის დარღვევის შემთხვევაში
თითოეული დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადგილობრივი
დამსაქმებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ
არაუმეტეს 400 ლარისა;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის
მქონე ადგილობრივი დამსაქმებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში − არანაკლებ 300 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა
ფიზიკური პირისა) შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის
განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000
ლარს არ აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა
ფიზიკური პირისა) შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის
განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა
აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა
ფიზიკური პირისა) შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის
განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000
ლარს აღემატება, − არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა;
ვ) ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში, მათ შორის, იმ პირისა,
რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), −
არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, ჩადენილი
არასრულწლოვანის, ორსული ქალის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ,
−
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი
ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე
ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ორმაგი
ოდენობით.“.
13. მე-17 მუხლს:
ა) დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. 2023 წლის 1 აპრილამდე:
ა) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით, ამ კანონის
შესაბამისად და მის შესასრულებლად უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტის გამოცემა;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრმა, ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად
უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა,
რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება პერსონალური მონაცემების დამუშავების
საკითხი;
ბ) დაემატოს 12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
12. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, 2023 წლის 1 ივნისამდე, კანონმდებლობით
დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია მასთან
2023 წლის 1 აპრილამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის თაობაზე.“;
გ) დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის შესაბამისად:
ა) გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან ის საქართველოს
ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი
იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი
დაწესებულება) რომელსაც ასეთი სახდელი - ჯარიმა ,,შრომითი მიგრაციის შესახებ‘‘
საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეეფარდა.
ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან −
ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება აღუსრულებელ ჯარიმაზე.
გ) შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ პუნქტის ,,ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე.
დ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან −
ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ამ პუნქტის ,,ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2023
წლის 1 იანვრამდე.
ე) ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულ
სახდელდაუდებლად ჩაითვლება ის პირი, რომელმაც 2023 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა ამ
პუნქტის
,,ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა.
ვ) შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ პუნქტის
აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.
ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ პუნქტის
საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების
სფეროსთვის მიკუთვნებული საქმის აღსრულება.‘‘.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-12 პუნქტებისა და მე-13
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-12 პუნქტები და მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი
ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა
საერთაშორისო მიგრაცია1. გლობალიზაციისა და მის ფონზე მობილობის გაზრდილი
შესაძლებლობების გათვალისწინებით, ადამიანებს მეტი საშუალება ეძლევათ, ისწავლონ და
იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა (განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ) ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მიგრანტების უდიდესი ნაწილი დასაქმების, განათლების
და ოჯახის გაერთიანების გამო მიგრირებს2. შრომის ბაზარი, ისევე როგორც განათლების
სექტორი, გლობალური გახდა და ადამიანებს, დასაქმებისა და სწავლის უკეთესი პირობების
გათვალისწინებით, დროებითი თუ მუდმივი მიგრაციის შესახებ არჩევანის გაკეთების
შესაძლებლობა მიეცათ. ამ გლობალური მიგრაციული პროცესების მიღმა არც საქართველო
დარჩენილა. საქართველოს შემთხვევაშიც ლეგალურ მიგრაციას (როგორც ემიგრაციას, ასევე
იმიგრაციას) ზემოთ დასახელებული სამი ძირითადი მიზეზი აქვს, თუმცა უმთავრესი მაინც
შრომითი მიგრაციაა3.
ემიგრაციის აღრიცხვის გამართული სისტემის არარსებობის გამო, სტატისტიკური მონაცემები
საქართველოდან შრომითი ემიგრანტების შესახებ არ არის სრულყოფილი. თუმცა ემიგრაციის
მასშტაბისა4 და საზღვარგარეთ წასვლის ძირითადი მოტივების გათვალისწინებით, შეიძლება
ითქვას, რომ ემიგრაცია საქართველოდან უპირატესად საზღვარგარეთ დასაქმების მოტივთან
ასოცირდება. ამასთან, პოტენციური შრომითი ემიგრანტების დიდი ნაწილი სარგებლობს
შუამავალი ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებით, რომელთა კომპეტენციასა
და მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელი არავინაა. შედეგად საკმაოდ ხშირია სამუშაოს
მაძიებლების მოტყუებისა და/ან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევები, რასაც
ადასტურებს ამ სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგები.5
საქართველოსთვის სულ უფრო აქტუალური ხდება შრომითი იმიგრაციაც. სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2015-2018 წლებში უცხოელებზე
1 https://migrationdataportal.org/data?i=stock_abs_&t=2019
2 World Migration Report 2020. Chapter 2 - Migration and Migrants: A Global Overview. IOM.
3
https://publications.iom.int/system/files/pdf/wmr_2020_en_ch_2.pdf
„საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი“, მსსკ. http://migration.commission.ge/files/mp19_web3.pdf
4 „მოსახლეობის დინამიკა საქართველოში“ - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა. UNFPA / რალფ ჰაკერტი.
https://www.geostat.ge/ka/single-archive/3315
5
პი ემ სი კვლევითი ცენტრი (PMC RC). 2019. შრომითი მიგრაცია და დასაქმების ხელშემწყობი შუამავალი პირები
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2019. რეკომენდაციები შრომითი ემიგრაციის სფეროში დასაქმების კერძო
სააგენტოების საქმიანობის რეგულირების შესახებ
გაცემული ბინადრობის ნებართვების 41% შრომითი ბინადრობის ნებართვებია.6 „უნარებზე
საწარმოთა მოთხოვნის კვლევის“ მიხედვით, საქართველოში 2019 წელს 41359 უცხო ქვეყნის
მოქალაქე იყო დასაქმებული7. ამასთან, არ არსებობს საქართველოში მათი რეალური
დასაქმების შესახებ სანდო ინფორმაციის აღრიცხვის ეფექტური სისტემა.
2015 წელს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და რიგი კანონქვემდებარე
აქტების მიღებით საქართველოში პირველად შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი შრომითი
მიგრაციის რეგულირებისათვის, თუმცა არის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც
საჭიროებს შემდგომ დახვეწას და/ან განვითარებას როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე
იმიგრაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით. მაგალითად, ერთ-ერთ გამოწვევას
წარმოადგენს შრომითი ემიგრაციის სფეროში მოქმედი შუამავალი ფიზიკური და
იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელი ქმედითი მექანიზმების არარსებობა.
შედეგად, საკმაოდ ბევრია ისეთი საშუამავლო ფიზიკური და იურიდიული პირების
რაოდენობა, რომლებიც ხშირად უკანონო საშუამავლო მომსახურებას ეწევიან. ასეთი
სუბიექტები საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ პირებს, საკმაოდ მაღალი საფასურის
გადახდის სანაცვლოდ, სთავაზობენ უხარისხო სერვისს, აწვდიან არასწორ ინფორმაციას,
შედიან ყალბ გარიგებებში და ხელს უწყობენ საზღვარგარეთ არალეგალურ დასაქმებას, რაც,
სხვათა შორის, ართულებს მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების პროცესსაც. პრობლემის
მასშტაბის გათვალისწინებით, აუცილებელია ასეთი შუამავალი პირების საქმიანობის
რეგულირების და მონიტორინგის ეფექტური სისტემის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი
მხრივ, შრომითი ემიგრანტების უფლებების დაცვას, მეორე მხრივ კი, წაახალისებს ამ სფეროში
კეთილსინდისიერად მომუშავე, კომპეტენტურ და სანდო დასაქმების სააგენტოებს.
გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ შესაბამისი სამართლებრივი და აღმასრულებელი
მექანიზმების არარსებობის გამო ვერ ხერხდება
იდენტიფიცირებული საშუამავლო
კომპანიების მიმართ არსებული კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის
ნორმების (ჯარიმების) აღსრულებაც. კერძოდ, არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს,
საშუამავლო კომპანიების ვალდებულებას წელიწადში ერთხელ მოახდინონ საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ინფორმირება მათ მიერ გაწეული საშუამავლო საქმიანობის თაობაზე. ამ
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს 300 ლარიან ჯარიმას
(დარღვევის განმეორების შემთხვევაში 600 ლარიან ჯარიმას), რომლის აღსრულებასაც
ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციული
ორგანო (2017 წლიდან 2020 წლამდე აღსრულებას ახორციელებდა სსიპ - სოციალური
მომსახურების სააგენტო, ხოლო 2020 წლიდან დღემდე აღსრულებას ახორციელებს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო). შესაბამისი სამართლებრივი და
აღმასრულებელი მექანიზმების არარსებობის ან განუვითარებლობის გამო, ვერ ხერხდება
კანონდამრღვევი საშუამავლო კომპანიების დაჯარიმება. საჯარიმო ქვითრები შესაბამისი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იგზავნებოდა და იგზავნება საქართველოს ფოსტით და
უმეტესწილად ვერ ბარდებოდა/ბარდება ადრესატებს, რის გამოც ამ პერიოდში დაგროვდა
საკმაო ოდენობის გადაუხდელი ჯარიმები. 2017 წლიდან დღემდე, საქართველოს
6
„საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი“, მსსკ. http://migration.commission.ge/files/mp19_web3.pdf
7 „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა“, 2020 წ., ეკონომიკის სამინისტრო.
http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=Survey&ID=7d9ca7cd-cc1b-45ed-9f8f-394b060d9abe
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ირიცხება 143 600 (ას
ორმოცდასამი ათას ექვსასი) ლარის ღირებულების აღუსრულებელი საჯარიმო ქვითრები,
რომლებიც ვერ ჩაბარდა ადრესატს და ირიცხება მის დებიტორთა ბალანსზე.
ასევე, პრობლემური საკითხია ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ შრომის სამინისტროს
ინფორმირება საქართველოში უცხოელის დასაქმების თაობაზე8. შესაბამისად, საქართველოში
დასაქმებული უცხოელების აღრიცხვის მოსაწესრიგებლად, მონიტორინგის ქმედითი
სისტემის დასანერგად და ადგილობრივი დამსაქმებლების პასუხისმგებლობის გაზრდის
მიზნით, მნიშვნელოვანია შრომითი იმიგრაციის ეფექტიანი, ქვეყნის საჭიროებებსა და
ეკონომიკაზე მორგებული მარეგულირებელი მექანიზმების შემოღება და დახვეწა.
აღნიშნული პრობლემების დაძლევის მიზნით დაგეგმილია ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, რომლებიც ითვალისწინებს:
ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სავალდებულო სერტიფიცირებას.
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მომზადდება კანონქვემდებარე აქტები, სადაც
ნათლად გაიწერება სერტიფიცირების პროცედურები და კრიტერიუმები. აღსანიშნავია, რომ
სერტიფიცირების პროცედურები საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან
დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული
პირებისათვის იქნება უფასო. ამასთან, გათვალისწინებულია სერტიფიცირებული პირების
შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მხრიდან მათი
განვითარების მხარდაჭერის კონკრეტული მიმართულებები (მიზნობრივი ტრენინგების,
მიმღები ქვეყნების კანონმდებლობისა და სიახლეების შესახებ ინფორმირების, საქართველოს
მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების და
სხვ. გზით), რაც უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ამ სფეროში მოღვაწე კერძო საშუამავლო
სააგენტოებს და გააუმჯობესებს მათ მიერ შეთავაზებული სერვისის ხარისხს, ეს ყოველივე კი
დადებითად წაადგება შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვას.
ბ) ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის
არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემების სავალდებულო რეგისტრაციას
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ონლაინ-სისტემაში და ამ მონაცემების
ბაზაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოში
მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის (D1) გაცემას. ეს
არსებითად გაზრდის ადგილობრივ დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულ უცხოელებზე
ინფორმაციის გამჭვირვალობას, გაზრდის შრომითი ბინადრობის ნებართვების გაცემის
სანდოობას და გაამარტივებს პროცედურებს (სამინისტროს სარეგისტრაციო ბაზა
ხელმისაწვდომი იქნება სსიპ - სახელმწიფო სერვისების სააგენტოსთვის).
გ) აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე მონიტორინგს
უზრუნველყოფს სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური, რაც უზრუნველყოფს როგორც
8 მიუხედავად იმისა, რომ
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს დადგენილება N417), ის ფაქტობრივად არ სრულდება, რადგან ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევისთვის
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას.
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების, ისე ადგილობრივი
დამსაქმებლების მიერ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის
დასაქმების პროცესების გამჭვირვალობას.
დ) აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ასევე უზრუნველყოფს იმ საშუამავლო
კომპანიების ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმისგან გათავისუფლებას, რომლებსაც
აღნიშნული სახის სახდელი „იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო
ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის
(წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ უცხოელი დამსაქმებლის შესახებ
ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ
ანგარიშის წარდგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 დეკემბრის №631
დადგენილებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის ან/და ,,შრომითი მიგრაციის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეეფარდა 2017
წლიდან 2022 წლის ჩათვლით. ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან
გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ აღუსრულებელ ჯარიმაზე და იმ საშუამავლო
კომპანიებზე,
რომლებმაც
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა
ამ
კანონის
ამოქმედებამდე ჩაიდინა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს კანონი ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ არეგულირებს შრომითი მიგრაციის
სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება:
ა) საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე
უცხოელის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს
ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის
განხორციელებას;
ბ) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის, მათ შორის
საქართველოში დროებით მყოფი ან მცხოვრები უცხოელის (შემდგომში - „საქართველოში
მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი“) საქართველოში შრომით მოწყობას და
მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას.
მაგრამ არის რიგი საკითხები, რომლებიც შეუძლებელს ხდის შრომითი ემიგრაციისა და
იმიგრაციის ეფექტიან რეგულირებას. კერძოდ:
დღეს არსებულ სამართლებრივ პირობებში, ფაქტობრივად შეუძლებელია საქართველოს
ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ
ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სანდო ინფორმაციის მოპოვება და სახელმწიფოს მხრიდან
ფაქტობრივად ვერ ხორციელდება ეფექტური მონიტორინგი მათი საქმიანობის კანონიერებასა
და მათ მიერ შეთავაზებული სერვისის ხარისხზე. ამას შედეგად მოსდევს პრაქტიკა, როცა ე.წ.
„შუამავლები“ შრომითი მიგრანტებისაგან იღებენ საშუამავლო მომსახურების საკმაოდ დიდ
საფასურს და სანაცვლოდ არ სთავაზობენ რეალურ სამუშაო ადგილებს. შესაბამისად,
მასობრივად ირღვევა შრომითი მიგრანტების უფლებები და სავარაუდოდ, დიდია მათი
ეკონომიკური დანაკარგები. ამასთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან
დაკავშირებული კერძო სუბიექტების საქმიანობა უმეტესწილად „ჩრდილოვანი“ და უკანონოა,
ვინაიდან საქმიანობენ რეგისტრაციის გარეშე, არ ახდენენ შემოსავლების ფიქსირებას და ა.შ.
საქართველოში გავრცელებულია პრაქტიკა, როცა საქართველოში მუდმივი ბინადრობის
ნებართვის არმქონე უცხოელები ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ გაცემული ფიქტიური
შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე იღებენ შრომითი ბინადრობის ნებართვას. ამას
ადასტურებს საქართველოში უცხოელებზე გაცემულ შრომითი ნებართვების რაოდენობასა და
უცხოელთა დასაქმების შესახებ ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროსთვის მიწოდებულ ინფორმაციას შორის არსებული განსხვავება, როცა
ფაქტობრივად გაცემული შრომითი ბინადრობის რაოდენობა დაახ. 50-60-ჯერ აღემატება
სამინისტროსათვის მიწოდებულ ციფრს.
აღნიშნული გამოწვევების გადაჭრისათვის აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი
ბერკეტების შემოტანა, რაც საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს „შრომითი მიგრაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიღებით მოხდება შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის, არსებული
სამართლებრივი ნორმების დახვეწა და განვითარება როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე
იმიგრაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია შეიქმნას საქართველოში შრომითი მიგრაციის
რეგულირების სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს:
ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობასა და არალეგალური შრომითი
მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას;
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და
იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის
ჩამოყალიბებას. მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას და განვითარების მხარდაჭერას
სახელმწიფოს მხრიდან;
შრომითი მიგრანტებისათვის ხარისხიანი საშუამავლო მომსახურების შეთავაზებას, მათი
შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას;
შრომითი მიგრანტების ეკონომიკური დანახარჯებისა და დანაკარგების შემცირებას და
სარგებლიანობის გაზრდას;
შუამავალი კომპანიების საქმიანობის ლეგალიზაციას;
საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის
გაუმჯობესებას;
ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის
არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას და
ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესის რეგულირებას;
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში,
პროფილურ
სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების გზით, საქართველოში
მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე სამუშაო ბინადრობებისა და
საიმიგრაციო ვიზის (D1) გაცემის დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდას და უცხოელთა
მხრიდან კანონდარღვევების შემცირებას.
კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაბამისი პირი გათავისუფლდება იმ ჯარიმის
გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის:
- პირველი მუხლის (კანონის რეგულირების სფერო და საგანი) მე-2 პუნქტში, რომლის
მიხედვით, ეს კანონი ასევე დაარეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის
მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის
არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი
საქმიანობის განხორციელებას დაუკავშირდება;
- პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ ემატება მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით ამ კანონის
მოქმედება არ გავრცელდება ურთიერთობებზე, რომლებიც დაუკავშირდება უცხოელის
საქართველოში შრომით მოწყობასა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის
განხორციელებას, თუ მას/ის:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ლტოლვილის,
ჰუმანიტარული, ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად;
გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო
სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ
წარმომადგენლობასა ან/და ორგანოში;
დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის
საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში;
ე) არის პირი, რომელზეც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად
ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონისგან განსხვავებული წესი.
- მე-3 მუხლს (ტერმინთა განმარტება) ემატება - ,,საშუამავლო კომპანია‘‘, ,,ადგილობრივი
დამსაქმებელი‘‘;,,საერთაშორისო ხელშეკრულება‘‘; ,, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით
მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი‘‘; ,,შრომითი იმიგრანტის
რეგისტრაცია‘‘ ტერმინთა განმარტებები;
- მე-5 მუხლს ემატება „ე1“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით განისაზღვრა შრომითი მიგრაციის
სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის
უფლებამოსილებები, კერძოდ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა
უფლებამოსილი იქნება, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის
(მოთხოვნა-მიწოდება) გათვალისწინებით: შეზღუდოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა იმ
პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც არ მოითხოვს
მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი
სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს (ან გადააჭარბებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ)
მოთხოვნას; წაახალისოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა ისეთი პროფესიით ან
სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ
შრომას ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის
მიწოდება ვერ აკმაყოფილებს (ან ვერ დააკმაყოფილებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ)
მოთხოვნას.
- ცვლილება შედის მე-6 მუხლის (შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის
განხორციელებაში საქართველოს სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი
ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი
აპარატების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების უფლება-მოვალეობები) მე-2 პუნქტში
(შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში
საქართველოს ცალკეული სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოების სპეციფიკური უფლება-მოვალეობებია:) რომლის მიხედვით:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სპეციფიკურ უფლება-მოვალეობებს
დაემატა: საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირება და სერტიფიცირებული კომპანიების
შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ
შრომითი იმიგრანტის დასაქმების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში
რეგისტრაცია; საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტების თაობაზე ინფორმაციის
სხვა სახელმწიფო უწყებებთან გაცვლის უზრუნველყოფა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; შრომითი მიგრაციის ნორმების შესრულების
მდგომარეობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სპეციფიკურ
უფლება-მოვალეობებს დაემატა: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე საიმიგრაციო
ვიზის (D1 კატეგორია) გაცემა; შრომით მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი
თანამშრომლობის განვითარებაში მონაწილეობა;.
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სპეციფიკურ უფლება-მოვალეობებს
დაემატა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე შრომითი ბინადრობის ნებართვის
გაცემა.
- მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, განისაზღვრა
შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში მონაწილე
ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილება დაამუშაონ, მათ შორის სხვა
ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცენ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები,
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
- მე-7 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და
შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელი საშუამავლო კომპანიის საქმიანობის
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასა და სერტიფიცირებას;
- კანონს ემატება 71 მუხლი, რომელიც ადგენს საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს
ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის
გაუქმების და საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული
საქმიანობის აკრძალვის საფუძველს, კერძოდ საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის საფუძველზე ანგარიშის წარუდგენლობა, ამ კანონით
განსაზღვრული
სამართალდარღვევის
მესამედ
ჩადენა
გამოიწვევს
საშუამავლო
კომპანიისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული
საქმიანობის სერტიფიკატის გაუქმებასა და საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით
მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვას;
- მე-9 მუხლს ,,ა‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ ემატება „ა1“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით,
იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი
დაწესებულება), ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაიაროს
სერტიფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში;
- ახალი რედაქციით ყალიბდება მე-12 მუხლის (შრომით ემიგრანტსა და უცხოელ
დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობები) მე-2
და მე-3 პუნქტები, რომლის მიხედვით, შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის
საქართველოში დადებულ შრომით ხელშეკრულებაში ასევე მიეთითება შრომის კოდექსის მე14 მუხლის (შრომითი ხელშეკრულების შინაარსი) პირველი პუნქტით გათვალისწინებული
პირობები; შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა; განისაზღვრა, რომ შრომითი
ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და მხოლოდ განსაზღვრული ვადით.
- კანონს ემატება თავი III1 ,,შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი
მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა‘‘, რომელიც შედგება 131-136 მუხლებისგან.
- 131 მუხლი არეგულირებს შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი
მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომით საქმიანობას;
-132 მუხლი ადგენს შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებული
შრომითი ხელშეკრულების პირობებს;
- 133 მუხლი ადგენს შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი
მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობებს;
- 134 მუხლით განისაზღვრება საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ
საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება და შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია;
135 მუხლი განსაზღვრავს საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის
რეგისტრაციის შეწყვეტა ან გახანგრძლივებას;
- 136 მუხლი განსაზღვრავს ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის პერიოდში, შრომითი იმიგრანტის ძირითადი
უფლებებსა და გარანტიებს;
- ახალი რედაქციით ყალიბდება მე-14 მუხლი (პასუხისმგებლობის საფუძვლები), რომლის
მიხედვით, განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება აგრეთვე „შრომის ინსპექციის
შესახებ“
საქართველოს
კანონითა
და
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით;
ადმინისტრაციული
წარმოების
პროცედურები
განისაზღვრება „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ამ
კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს განახორციელებს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც უფლებამოსილია
ამ კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის დააკისროს სამართალდამრღვევს
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელები; ამ კანონით
გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი
შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება „შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ
გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და
წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო
ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
- მე-15-164 მუხლები ითვალისწინებს შრომითი მიგრაციის ნორმების დარღვევისთვის
ფინანსურ პასუხისმგებლობას (ფულად ჯარიმებს);
- მე-17 მუხლის (გარდამავალი დებულებები) მიხედვით, 2023 წლის 1 აპრილამდე
საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ამ კანონის შესაბამისად და მის
შესასრულებლად უნდა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის
შემუშავება და გამოცემა.
განისაზღვრა ადგილობრივი დამსაქმებლის ვალდებულება, 2023 წლის 1 ივნისამდე,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს
ინფორმაცია მასთან 2023 წლის 1 აპრილამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის თაობაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი ეხმიანება „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517 დადგენილებას. სტრატეგიის
2.3.5 ქვეთავის („შრომითი მიგრაცია‘‘) მიხედვით, სტრატეგიის მიზანია: ლეგალური შრომითი
მიგრაციის ხელშეწყობა, ხოლო ამოცანაა: საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირებისა
და მართვის გაუმჯობესება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი – მე-12 პუნქტებისა და მე-13 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის პირველი – მე-12 პუნქტები და მე-13 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტი ამოქმედდება 2023 წლის 1 აპრილიდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე, კანონის
სრულად ამოქმედებისთვის საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს/სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა
და იუსტიციის სამინისტროს არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში,
დამატებითი ხარჯების გამოყოფის გარეშე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
კანონპროექტის მე-15, მე-16, 161, 162, 163 და 164 მუხლებით გათვალისწინებული
რეგულაციების დარღვევისთვის გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობების
(ფულადი ჯარიმების) სახით. გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება
კანონდარღვევათა რაოდენობაზე.
ასევე, დასაქმების სფეროში მოღვაწე პირების არალეგალური საქმიანობის ლეგალიზაცია და
მათ მიერ საშემოსავლო გადასახადის გადახდა დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
კანონპროექტი ითვალისწინებს იმ საშუამავლო კომპანიების ადმინისტრაციული
სახდელისგან - ჯარიმისგან გათავისუფლებას, რომლებსაც „იურიდიული პირის,
ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ
უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში
განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 17 დეკემბრის №631 დადგენილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ან/და ,,შრომითი მიგრაციის შესახებ‘‘
საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმა შეეფარდა 2017 წლიდან 2022 წლის ჩათვლით.
ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ
აღუსრულებელ ჯარიმაზე და იმ საშუამავლო კომპანიებზე, რომლებმაც ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაიდინა. აღსრულების გამართული
მექანიზმების არარსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ირიცხება 143 600 (ას ორმოცდასამი
ათას ექვსასი) ლარის ღირებულების აღუსრულებელი საჯარიმო ქვითრები, რომლებიც ვერ
ჩაბარდა ადრესატს და ირიცხება მის დებიტორთა ბალანსზე. საშუამავლო კომპანიები აღარ
გადაიხდიან
ჯარიმით განსაზღვრულ თანხას, რომელიც ამ კანონის ამოქმედების
მომენტისთვის არ არის აღსრულებული, შესაბამისად, ეს თანხები მოაკლდება სახელმწიფო
ბიუჯეტს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სამინისტროს/
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექციის სამსახურის არსებული
ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში, დამატებითი ხარჯების გამოყოფის
გარეშე.
კანონპროექტის თანახმად, საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებას, მათი საქმიანობის
შესახებ პერიოდული ანგარიშების შეგროვებასა და ანალიზს, საქართველოში უცხო ქვეყნის
მოქალაქეების დასაქმების თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე
სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების,
შრომითი ემიგრაცია/იმიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში არსებული
მონაცემების შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გაცვლის და „შრომითი მიგრაციის შესახებ“
კანონით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობაზე სახელმწიფო კონტროლის
განხორციელების ადმინისტრირებას განახორციელებს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და მართვის საკითხებზე მომუშავე
სტრუქტურული ერთეული.
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულების
მდგომარეობაზე სახელმწიფო კონტროლს და გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში
შესაბამისი პასუხისმგებლობის ნორმების დაკისრებას უზრუნველყოფს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური
საკუთარი ადამიანური და ფინანსური რესურსის ფარგლებში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში
შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
სპეციფიკურ უფლება-მოვალეობებს დაემატა: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით
იმიგრანტზე სამუშაო ვიზის (D1 კატეგორია) გაცემა; შრომით მიგრაციის სფეროში
სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებაში მონაწილეობა; ასევე, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების
მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სპეციფიკურ უფლება-მოვალეობებს დაემატა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე შრომითი ბინადრობის ნებართვის
გაცემა, რასაც აღნიშნული უწყებები განახორციელებენ არსებული რესურსის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით განსაზღვრული მარეგულირებელი ნორმების დარღვევის შემთხვევაში,
კანონპროექტის მე-15, მე-16, 161, 162, 163 და 164 მუხლებით გათვალისწინებულია ფინანსური
სანქციები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ამასთან, ცვლილებების ამოქმედებამდე გათვალისწინებულია დროის გარკვეული პერიოდი
და დაგეგმილია შესაბამისი აქტივობები, რათა მოხდეს ამ პირთა დროული ინფორმირება.
კანონპროექტი ითვალისწინებს იმ საშუამავლო კომპანიების ადმინისტრაციული
სახდელისგან - ჯარიმისგან გათავისუფლებას, რომლებსაც „იურიდიული პირის,
ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ
უცხოელი დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციისა და შრომითი მიგრაციის სფეროში
განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 17 დეკემბრის №631 დადგენილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ან/და ,,შრომითი მიგრაციის შესახებ‘‘
საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმა შეეფარდა 2017 წლიდან 2022 წლის ჩათვლით.
კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ
უცხოელს, თუმცა უცხოელს არ აქვს უფლება, დაიკავოს თავისუფალი სამუშაო ადგილი
(ვაკანსია), რომლის შევსება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად პირდაპირ არის
დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეობასთან.
კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას,
საჭიროების შემთხვევაში (თუ ამის აუცილებლობა გაჩნდება საქართველოს შრომის ბაზარზე
არსებული სიტუაციის მიხედვით) შეზღუდოს ან წაახალისოს საქართველოში უცხოური
სამუშაო ძალის მოზიდვა, რაც ასეთი შეზღუდვის ან წახალისების შემთხვევაში ფინანსურ
გავლენას იქონიებს კონკრეტულ პირებზე.
იმ პირებს, რომლებსაც დასჭირდებათ ბინადრობის მოწმობისა და შრომითი იმიგრანტის
სამუშაო ვიზის (D1 კატეგორია) აღება, მოუწევთ შესაბამისი საფასურის გადახდა.
რაც
შეეხება
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საშუამავლო
კომპანიების
სერტიფიცირებას, ეს მომსახურება იქნება უფასო და მათთვის არ გამოიწვევს დამატებით
ხარჯებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის დადგენას. ამასთან,
კანონპროექტი სამართალდარღვევებისთვის სახდელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს
ჯარიმას, რომლის ოდენობებიც განისაზღვრა დარღვევების შემთხვევაში მოსალოდნელი
რისკების/ზიანის
ანალიზისა
და
სანქციების
შემაკავებელი
ეფექტის
მიზნის
გათვალისწინებით.
კანონპროექტით განსაზღვრული მარეგულირებელი ნორმების დარღვევის შემთხვევაში,
გათვალისწინებულია შემდეგი სახის ახალი და გაზრდილი ჯარიმები:
„მუხლი 15. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან
დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა ან/და
სერტიფიკატის გარეშე განხორციელება
საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან
დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა ან/და
სერტიფიკატის გარეშე განხორციელებაგამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარის
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.
ასევე დაემატა, იგივე ქმედება ჩადენილი მესამედ, გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარით.
იგივე ქმედება ჩადენილი მეოთხედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი
ოდენობით.
მუხლი 16. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის
საფუძველზე ანგარიშის წარუდგენლობა
საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის მე-9 მუხლის
„ი“ პუნქტის საფუძველზე ანგარიშის წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლად -300 ლარისა.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად -600 ლარისა.
ასევე დაემატა, იგივე ქმედება ჩადენილი მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი
ოდენობით.
დაემატა ახალი ჯარიმები:
მუხლი 161. ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი
იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
რეგისტრაციის განუხორციელებლობა
სამინისტროს
მონაცემთა
ერთიან
ბაზაში
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ
საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება ჩადენილი მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა, -გამოიწვევს
დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
მუხლი 162. შრომის ინსპექციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა
ამ კანონითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის
მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის
მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 ლარის
ოდენობით;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის
მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000
ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის
მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით
დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის
ოდენობით;
ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ
არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული
სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების
განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
მუხლი 163. პასუხისმგებლობა საშუამავლო კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულებების
პირობების დარღვევისათვის
ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული ნორმის დარღვევის შემთხვევაში
თითოეული დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე საშუამავლო
კომპანიის მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ
არაუმეტეს 400 ლარისა;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის
მქონე საშუამავლო კომპანიის მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში − არანაკლებ 300 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიის იურიდიული პირის
შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ
აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიის იურიდიული პირის
შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000
ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ
არაუმეტეს 900 ლარისა;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიის იურიდიული პირის
შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს
აღემატება, − არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა;
ვ) ნებისმიერი სხვა საშუამავლო კომპანიის შემთხვევაში, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც
რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით,
მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
დარღვევა,
ჩადენილი
არასრულწლოვანის, ორსული ქალის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ,
−
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი
ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე
ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი დარღვევისთვის
დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
მუხლი 164. პასუხისმგებლობა ადგილობრივი
ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
დამსაქმებლის
მიერ
დადებული
ამ კანონის 132 და 133 მუხლებით გათვალისწინებული ნორმის დარღვევის შემთხვევაში
თითოეული დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადგილობრივი
დამსაქმებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ
არაუმეტეს 400 ლარისა;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის
მქონე ადგილობრივი დამსაქმებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში − არანაკლებ 300 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა
ფიზიკური პირისა) შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის
განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000
ლარს არ აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა
ფიზიკური პირისა) შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის
განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა
აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა
ფიზიკური პირისა) შემთხვევაში, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის
განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000
ლარს აღემატება, − არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა;
ვ) ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში, მათ შორის, იმ პირისა,
რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), −
არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
დარღვევა,
ჩადენილი
არასრულწლოვანის, ორსული ქალის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ,
−
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი
ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე
ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი დარღვევისთვის
დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი დადებით ზეგავლენას იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული შესაბამისი სახელმწიფო
უწყებები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მიგრაციის განვითარების
საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) და სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციები და ექსპერტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტი ეფუძნება და
ითვალისწინებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), მიგრაციის განვითარების
საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) და სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაციებს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.