„სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.04.2011, სარეგისტრაციო კოდი:
240060000.05.001.016271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. სააქციო საზოგადოება − საქართველოს განვითარების ფონდი
1. სააქციო საზოგადოება − საქართველოს განვითარების ფონდი (შემდგომ – ფონდი) არის
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააქციო საზოგადოება, რომელიც
სახელმწიფომ დააფუძნა.
2. ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა შემოიფარგლება ამ კანონით, „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით განსაზღვრული აქციონერის
უფლებამოსილებით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მფლობელი აქციონერის
უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო არ მონაწილეობს
ფონდის ყოველდღიურ საქმიანობაში.
3. ფონდი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. ფონდი საქმიანობას ახორციელებს „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონის, ფონდის
წესდების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
შესაბამისად. ფონდის აქციონერისა და სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები, ამ მმართველობის
ორგანოებს შორის ურთიერთობები და აქციონერის მიმართ სამეთვალყურეო საბჭოს
ანგარიშვალდებულების საკითხები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებებით.
4. ფონდის მიზნებია:
ა) კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური
აქტივების ღირებულებების გაზრდა;
ბ) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება;
გ) ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა
სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად
ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობის გზით;
დ) ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;
ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.“.
3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები
1. ფონდის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებია:
ა) მაქსიმალური ეფექტიანობა და მხოლოდ იმ პროექტებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოს
არაპირდაპირი წარმოდგენა მინორიტარულ წილში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სხვა
ინვესტიციების მოზიდვას;
ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრა და მათი
განხორციელება ფონდის წესდების შესაბამისად;
გ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი
პროცედურების
გამოყენებით,
მიუკერძოებლად,
საუკეთესო
ბიზნეს
პრაქტიკის
გათვალისწინებით.
2. ფონდი პროექტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მასში ფონდის მონაწილეობის ღირებულება
ერთდროულად შეადგენს:
ა) მინიმუმ 3 მილიონ ლარს;
ბ) არაუმეტეს პროექტის ღირებულების 30%-ს;
გ) არაუმეტეს პროექტის კაპიტალის 49%-ს;
3. ფონდისთვის პროექტის დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებია:
ა) მაღალტექნოლოგიური და ეკო-მეგობრული წარმოება;
ბ) ინოვაციური წარმოება და სტარტაპები;
გ) ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება;
დ) იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე ადგილობრივი წარმოება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ეკონომიკური საქმიანობა (გარდა
სათამაშო ბიზნესისა), სადაცა საქართველოს ეკონომიკას გააჩნია ფარდობითი უპირატესობა სხვა
ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით.
4. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს გააჩნია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
პირობებისგან
გამონაკლისი
შემთხვევ(ებ)ის
დადგენის
უფლებამოსილება.“.
4. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროექტის განხორციელებისას, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განისაზღვრება
ფონდის ვალდებულება თავისი წილის 100%-ის გასხვისების ვადებისა და პირობების შესახებ.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფონდის მიერ თითოეულ პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა ფონდის სამეთვალყურეო
საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება, თუ წესდებით ან/და სამეთვალყურეო
საბჭოს უფლებამოსილების ნაწილში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროექტის დაფინანსება ხორციელდება კერძო სექტორის თანადაფინანსებით, მათ შორის,
კაპიტალშენატანებით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად. კერძო
სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო
მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. პროექტის დაფინანსება არ შეიძლება განხორციელდეს
თანადაფინანსების გარეშე.“.
5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ფონდის მმართველობა
ფონდის მმართველობითი ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო.“.
6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამეთვალყურეო საბჭო
1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება წესდებით გათვალისწინებული რაოდენობის წევრებისგან.
სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი.
2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს აქციონერთა საერთო კრება.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად მოსაწვევი პირების შერჩევის პირობები/კრიტერიუმები,
მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით. წევრების საქმიანობა ექვემდებარება
ანაზღაურებას ფონდის აქციონერთა საერთო კრების მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით.
4. სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორთა საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და
რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საინვესტიციო
პროექტების დაფინანსების მიმართულებების, კრიტერიუმებისა და წესების შესახებ, ფონდის
წესდების შესაბამისად.
5.
სამეთვალყურეო
საბჭო
ახორციელებს
დაფინანსებული
პროექტის
მიმდინარეობის/შესრულების მონიტორინგს, ასევე - ფონდის წესდებით განსაზღვრულ სხვა
უფლებამოსილებებს.“.
7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დირექტორთა საბჭო
1. დირექტორთა საბჭოს ძირითადი ფუნქციებია საინვესტიციო პროექტების შემუშავება,
აქციონერთა საერთო კრებისთვის ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული,
ხოლო სამეთვალყურეო საბჭოსთვის ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული
წესით გათვალისწინებული პროექტის წარდგენა და დამტკიცებული პროექტების მართვა, ასევე
ფონდის
წესდებითა
და
სამეთვალყურეო
საბჭოს
მიერ
განსაზღვრული
სხვა
უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ფონდს ხელმძღვანელობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - დირექტორთა საბჭოს
თავმჯდომარე.
3. დირექტორთა საბჭოს სტრუქტურა, წევრების რაოდენობა, თავმჯდომარისა და წევრების
თანამდებობაზე დანიშვნა/გათავისუფლების საკითხები რეგულირდება ფონდის წესდებით.“.
8. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, აქციონერთა საერთო კრებას, წელიწადში ერთხელ
წარუდგენს ანგარიშს, წინა წლის განმავლობაში ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის
შესახებ. ფონდი ვალდებულია ყოველ წელს გამოაქვეყნოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის
მიერ შემოწმებული წლიური ფინანსური ანგარიშგება.“.
მუხლი 2.
საქართველოს მთავრობამ, როგორც სს „საპარტნიორო ფონდის“ აქციონერმა, ამ კანონის
ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს:
ა) სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სს „საპარტნიორო ფონდის“ (შემდგომში - ფონდი)
რეფორმირების აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაგეგმილი
რეფორმის შესაბამისობა ფონდის მარეგულირებელ საქართველოს კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, უზრუნველყოფილი
საკანონმდებლო ნაწილის იმპლემენტაცია.
იქნება
ფონდის
რეფორმის
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის შესაბამის დებულებებში რათა:
•
ფონდის სახელწოდება შეიცვალოს სახელწოდებით „საქართველოს განვითარების
ფონდი“;
•
დაზუსტდეს ფონდის მიზნები. კერძოდ:
მოქმედი რედაქცია
4. ფონდის მიზნებია:
ა) მოგების მიღება და ფინანსური
აქტივების ღირებულების გაზრდა;
ბ) ინვესტიციების მოზიდვა;
გ) სამუშაო ადგილების შექმნა;
დ)
შეფერხებული
პროექტების
დასრულებისათვის ხელის შეწყობა და
ახალი პროექტების შემუშავება ან/და
დაფინანსება;
ე)
განხორციელებულ
პროექტებში
არსებული
თავისი
კუთვნილი
წილის/აქციების განკარგვა;
ვ) კანონით აუკრძალავი ნებისმიერი სხვა
მიზანი.
კანონპროექტით შემოთავაზებული
რედაქცია
4. ფონდის მიზნებია:
ა) კომერციულად მდგრადი პროექტების
განხორციელება, მოგების მიღება და
ფინანსური
აქტივების
ღირებულების
გაზრდა;
ბ)
საქართველოს
საინვესტიციო
პოტენციალის ათვისება;
გ) ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა
სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში
საინვესტიციო
პროექტების
განსახორციელებლად
ფულადი
და
არაფულადი თანამონაწილეობის გზით;
დ) ახალი პროექტების შემუშავება ან/და
დაფინანსება;
ე)
განხორციელებულ
არსებული
თავისი
წილის/აქციების განკარგვა.
•
•
•
•
•
პროექტებში
კუთვნილი
გამკაცრდეს ფონდის პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმები და მიმართულებები
(მოქმედი კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, აგრეთვე მე-4 მუხლის მე-4
პუნქტი);
განისაზღვროს ფონდის ვალდებულება 100%-ით გამოვიდეს განხორციელებული
პროექტებიდან (მოქმედი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი);
განხორციელდეს ფონდის მმართველობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია. კერძოდ,
სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს მთავრობის წარმომადგენლების გარეშე და
შესაბამისად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ შეითავსოს საინვესტიციო საბჭოს
ფუნქციები;
გამოსწორდეს გარკვეული ტექნიკური ხასიათის ხარვეზები (მოქმედი კანონის მე-9
მუხლი);
დარეგულირდეს გარდამავალი ეტაპი რა დროშიც უნდა შეიცვალოს ფონდის წესდება,
მათ შორის, შეიცვალოს ფონდის სახელწოდება და შერჩეულ იქნენ წევრები
სამეთვალყურეო საბჭოში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი, გარდა მისი პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება, რათა საჭიროა არსებობდეს საკანონმდებლო
საფუძველი, რომ კანონის სრულად ამოქმედებამდე გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები და
მიღებულ/გამოცემულ იქნეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. კანონპროექტის პირველი
მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე, საქართველოს
მთავრობას, როგორც სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის აქციონერს, ევალება
უზრუნველყოს: სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და
სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი შესაძლებლობას მიცემს ფონდს კვლავ გააგრძელოს ახალი პროექტების
დაფინანსება (რაც შეიზღუდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით ფონდის
რეფორმირებამდე), რომლის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე დადებითი იქნება, ვინაიდან ნებისმიერი ახალი პროექტის
განხორციელება გამოიწვევს შემოსულობების გაზრდას ბიუჯეტში. ამასთან, ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტულ
პროექტებზე, რომელთა განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს სამეთვალყურეო საბჭო.
იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ მომავალში ბიუჯეტის შემოსულობებზე დადებით ზეგავლენაში
მნიშვნელოვანია მოვიყვანოთ წარსულის მაგალითები: ა) სს „საპარტნიორო ფონდის“ ერთ-ერთ
კომერციულ პროექტში, ფონდმა განახორციელა 3,441 ათ. ლარის ინვესტირება (ჯამში ფულადი
და არაფულადი (მიწის ნაკვეთი) შენატანის სახით) და ერთობლივი საწარმოს დაფუძნებიდან 4
წლის თავზე, ამ საწარმომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით
გადაიხადა 3,887 ათ. ლარი, რაც დაახლოებით 6%-იანი უკუგებით აღემატება სახელმწიფო
ფონდის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას. აღნიშნულს დაემატა სს „საპარტნიორო
ფონდისთვის“ უკუგებით ინვესტიციის დაბრუნებაც; ბ) მეორე მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანოთ პროექტი, რომელშიც ფონდი მონაწილეობს არაფულადი შენატანით (ქონებით).
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის განხორციელების ყველა წინაპირობა ჯერ არ
შესრულებულა და შესაბამისად არ დამდგარა ის პირობა, რომელიც წარმოშობს ფონდის
ვალდებულებას პროექტში შეიტანოს საკუთარი არაფულადი შენატანი, ინვესტორმა ქონების
გადასახადის სახით უკვე გადაიხადა 2,078,777 ლარი, მაშინ როდესაც ამ ქონებიდან, სანამ ის
ფონდს გადმოეცემოდა, არცერთი თეთრი შედიოდა ბიუჯეტში, ვინაიდან ქონების გადასახადს
არ იხდის არც მუნიციპალიტეტი და არც სახელმწიფო.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სს „საპარტნიორო ფონდის“ კომერციული პროექტები
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე დადებით ზეგავლენას ახდენს და იძლევა
შესაძლებლობას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ზრდისთვის, დამატებით იმ
უკუგებაზე, რასაც თავად ფონდი მიიღებს აღნიშნული პროექტიდან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, მუნიციპალური და ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
სახელწოდების ცვლილებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების შემოღების გამო
საქართველოს განვითარების ფონდის ხარჯების სავარაუდო ზრდა არ იგეგმება, ვინაიდან, ეს
ხარჯები დაკომპენსირდება სტრატეგიული შვილობილი საწარმოების მართვის საკითხებზე
დღევანდელი
მდგომარეობით
გასაწევი
ხარჯების
ოპტიმიზაციით.
ამასთანავე
გასათვალისწინებელია, რომ ფონდის საინვესტიციო საბჭოს გაუქმება არ გამოიწვევს რაიმე
ფინანსურ ცვლილებებს, ვინაიდან საინვესტიციო საბჭოს არსებული წევრები აღნიშნული
საქმიანობისთვის არ იღებდნენ ანაზღაურებას.
ფონდის მიზნების დაზუსტებას არ ექნება გავლენა ფონდზე ან სხვა პირებზე, ვინაიდან მიზნების
დაზუსტება არ ცვლის ფონდის დამოკიდებულებას პროექტებისადმი. შესაბამისად, ის მიზნები,
რომლებიც აქამდე არსებობდა, მოითხოვდა იგივე რესურსებს და დამოკიდებულებას, რომელიც
გამოყენებული იქნება დაზუსტებული მიზნებისათვის. მეტიც, კანონის დღეს მოქმედ
რედაქციაში მითითებულია, რომ ფონდის მიზანია კანონით აუკრძალავი ნებისმიერი მიზანი ამდენად, ფონდის მიზნების დაზუსტება ავტომატურად არ გამოიწვევს რესურსების თუ
ხარჯების ცვლილებას.
გარდა ამისა, ფონდის მიზნებში იმის მითითება, რომ ფონდი პროექტებში შედის ფულადი ან
არაფულადი თანამონაწილეობით, არ ახდენს ფინანსურ გავლენას ფონდზე ან სხვა პირებზე,
რამეთუ ამ შემთხვევაშიც ფონდის მიდგომაში არაფერი იცვლება, ვინაიდან, დღესდღეისობითაც
ფონდი პროექტებში შედის ფულადი, არაფულადი ან შერეული (ფულადი და არაფულადი)
თანამონაწილეობის გზით. რაც შეეხება ფონდის საქმიანობის კრიტერიუმების გამკაცრებას
აღნიშნული მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს მისი საქმიანობის შედეგებზე და მომავალში
შეზღუდავს სოციალური პროექტების მხოლოდ ფონდის დაფინანსებით განხორციელების
შესაძლებლობას. კრიტერიუმების გამკაცრება გავლენას მოახდენს მხოლოდ ფონდზე და ეს
გავლენა შეიძლება იყოს მხოლოდ დადებითი. კრიტერიუმების გამკაცრების ძირითადი მიზანია,
რომ ნებისმიერი პროექტი იყოს კომერციულად მდგრადი, რამეთუ კერძო ინვესტორის მიერ
თანადაფინანსების არსებობა, ცხადია, განპირობებული იქნება ინვესტორისათვის მოგების
მიღების მოლოდინით.
აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად,
უკანასკნელი რამდენიმე წელია ფონდი აღარ ახორციელებს ახალ პროექტებს და ეს
რეკომენდაცია მოქმედებს ფონდის რეფორმირებამდე. შესაბამისად, ვინაიდან ამ ცვლილებით
ხორციელდება ფონდის კორპორაციული მართვის სტრუქტურის რეფორმირება და პროექტებში
მონაწილეობის კრიტერიუმების გამკაცრება, ფონდს აღნიშნული რეფორმით მიეცემა ახალი
პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო ეს გაზრდის პროექტების რაოდენობას და
მოცულობას.
რაც შეეხება ახალი კრიტერიუმების დადგენას, აღნიშნული გაზრდის ფონდის მონაწილეობით
განხორციელებულ პროექტებში კერძო პირების მონაწილეობას, რაც გულისხმობს იგივე
რესურსით უფრო მეტი გარე ინვესტიციის მოზიდვას, როგორც რაოდენობრივ, ისე თანხობრივ
ჭრილში. კანონიდან ასევე ამოღებულია სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება, რომ
პროექტში მონაწილეობის მსურველმა წარმოადგინოს საბანკო გარანტია - საინვესტიციო თანხის
10%-ის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ კანონში
არსებული მოთხოვნა წარმოადგენდა პირობითი მოთხოვნას (პირობითს იმიტომ, რომ
სამეთვალყურეო საბჭოს უნდა მოეთხოვა ამ ინსტრუმენტის გამოყენება და ასეთი მოთხოვნის
გარეშე, ავტომატურად, არ იქნებოდა გამოყენებული) და ის დაწესდა კანონით მაშინ, როდესაც არ
არსებობდა მოთხოვნა კერძო ინვესტორის მიერ პროექტში მინიმუმ იმდენივე კაპიტალით
მონაწილეობაზე, რამდენსაც შეადგენს ფონდის მონაწილოების ღირებულება (იქნება ეს სესხით,
კაპიტალით თუ გარანტიით მონაწილოება) ანუ თუ ჩვენ გადავხედავთ სს „საპარტნიორო
ფონდის“ მარეგულირებელ კანონმდებლობას დავადგენთ, რომ: ა) 2012 წლის მარტში
განხორციელებული ცვლილებების (https://matsne.gov.ge/ka/document/view/1611405?publication=0)
შემდეგ კანონში რაიმე არსებითი სახის ცვლილება არ შესულა; ბ) საერთაშორისო სავალუტო
ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინებით 2013 წლის მარტში საქართველოს მთავრობის
დადგენილებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-8 პუნქტს დაემატა შემდეგი
შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ფონდის მონაწილეობა პროექტში, რომელიც განხორციელდება
კაპიტალშენატანით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით თუ სხვაგვარად, ჯამურად არ
უნდა აღემატებოდეს კერძო ინვესტორ(ებ)ის მიერ პროექტში კაპიტალშენატანის სახით
განხორციელებული პროექტის დაფინანსების მთლიან მოცულობას.“ და ამ დამატებამ გაამკაცრა
ფონდის თანამონაწილეობის კრიტერიუმი, თუმცა ეს განხორციელდა კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა სამეთვალყურეო საბჭოს კვლავ
შეეძლო მოეთხოვა გარანტიის წარმოდგენა კერძო პარტნიორისგან, თუმცა არც 2013 წლის
მარტამდე და არც მას შემდეგ, პრაქტიკაში არ არსებობს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს
რომელიმე გადაწყვეტილება, რომელშიც მოთხოვნილი იქნებოდა ამ გარანტიის წარმოდგენა.
ამდენად, ამ პირობის (10% გარანტიის წარმოდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება)
შენარჩუნებაზე მსჯელობა მიზანშეწონილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა
პროექტის კაპიტალში კერძო პარტნიორის მხრიდან სავალდებულო შენატანის ოდენობის
განსაზღვრის კრიტერიუმი. შესაბამისად, შემოთავაზებულია გამოუყენებელი და მოძველებული
პირობის ამოღება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ამ პირობის ამოღება არ უკრძალავს
სამეთვალყურეო
საბჭოს
საჭიროების
შემთხვევაში
მოითხოვოს
უზრუნველყოფის
სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა: იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა
ან/და საბანკო გარანტია.
ცვლილებებს არ გააჩნია უკუძალა და შესაბამისად, ისინი არ იმოქმედებენ სს „საპარტნიორო
ფონდის“ მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ პროექტებზე, რომლებზეც გაგრძელდება
ურთიერთობები პროექტთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო სს „საპარტნიორო ფონდმა“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.