„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მიზანია გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური
პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე
სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ქვეყანაში
დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და
გავრცელების უზრუნველყოფა.
2. ეს კანონი
განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის არსს, მიზანსა და პრინციპებს.
ადგენს სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და მისი წარმოების შედეგად მიღებული
ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების, აღწერების ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს,
ოფიციალურ სტატისტიკაზე პასუხისმგებელი ორგანოების სისტემას და მათ ფუნქციებს.
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა რეზიდენტ იურიდიულ და
ფიზიკურ პირზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა არარეზიდენტზე –
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში
ოფიციალური სტატისტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა
და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ოფიციალური სტატისტიკა - სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში
გამხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა და საერთაშორისოდ აღიარებული
მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების საფუძველზე წარმოებული სტატისტიკური
მონაცემები, რომლებიც აღწერს ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და გარემოს
მდგომარეობას, აგრეთვე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ოფიციალური
სტატისტიკა, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად;
ბ) სტატისტიკის ეროვნული სისტემა – ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის
მწარმოებელი ორგანოებისა და ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც აგროვებენ,
ამუშავებენ და ავრცელებენ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული ყოველწლიური და მრავალწლიანი გეგმები, რომელიც ძირითადად მოიცავს
ინფორმაციას
შესასრულებელ
სამუშაოთა ჩამონათვალის
და
შემსრულებლ(ებ)ის,
დაკვირვების პერიოდულობისა და გამოქვეყნების თარიღების შესახებ;
დ) სტატისტიკური მიზნებისათვის გამოყენება - მონაცემთა ექსკლუზიური გამოყენება
ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოებისთვის, სტატისტიკური ანალიზისა და
სტატისტიკური მომსახურებისთვის, ყველა იმ საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც ეს კანონი
არეგულირებს;
ე) სტატისტიკური გამოკვლევა - ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის მიერ
ინდივიდუალური მონაცემების შეგროვება რესპონდენტთა განსაზღვრული ერთობლიობიდან,
ექსკლუზიურად
სტატისტიკური
მიზნებისთვის,
სტატისტიკური
მეთოდოლოგიის
სისტემატური გამოყენებით;
ვ ) აღწერა – გამოკვლევა, რომლის დროსაც გარკვეული მახასიათებლებით, სრული
მოცვის საფუძველზე იწარმოება მონაცემები მოსახლეობის, საცხოვრისების, ეკონომიკური
ერთეულების, შენობებისა და სოფლის მეურნეობის შესახებ;
ზ) სტატისტიკური ერთეული - სტატისტიკური მახასიათებლების მატარებელი
ერთეული, მათ შორის ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირი;
თ) რესპონდენტი - სტატისტიკური ერთეული, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის
მწარმოებელს სტატისტიკური მიზნებისთვის აწვდის ინდივიდუალურ და სხვა სახის
მონაცემებს;
ი) სტატისტიკური მეთოდოლოგია - მონაცემთა შეგროვების, დამუშავების და ანალიზის
თეორია და მეთოდები;
კ) შემუშავება - საქმიანობა (აქტივობა) დაკავშირებული ოფიციალური სტატისტიკის
წარმოებასა და გავრცელებაში გამოყენებული სტატისტიკური მეთოდების, კონცეფციების,
სტანდარტებისა და პროცედურების შექმნასთან, სრულყოფასთან და გაუმჯობესებასთან;
ლ) წარმოება - ყველა ის საქმიანობა, რომელიც უკავშირდება ოფიციალური სტატისტიკის
წარმოების მიზნით მონაცემთა აუცილებელ შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზსა და შენახვას;
მ) გავრცელება - მოქმედება, რომლის შედეგად სტატისტიკური მონაცემები,
სტატისტიკური ანალიზის შედეგები, სტატისტიკური მომსახურებები და მეტამონაცემები
ხდება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი;
ნ) პირველადი გავრცელება- გავრცელება, როდესაც სტატისტიკური მონაცემის საჯარო
გამოქვეყნება ხდება პირველად;
ო) ადმინისტრაციული მონაცემები - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო(ები)ს მიერ
კანონმდებლობის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ნორმებისა) შესაბამისად,
ადმინისტრაციული მიზნებისათვის შეგროვებული მონაცემები;
პ) სტატისტიკური რეგისტრები - სტატისტიკური ერთეულებისა და მათი
მახასიათებლების სიები იდენტიფიკატორების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია
სტატისტიკის წარმოებისათვის;
ჟ) ინდივიდუალური მონაცემები - სტატისტიკური ერთეულების შესახებ დეტალური
მონაცემები, მათ შორის პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;
რ) აგრეგირებული მონაცემები - ინდივიდუალური მონაცემების დამუშავების გზით
მიღებული შედეგი (მაგალითად, ჯამი);
ს) კონფიდენციალური მონაცემები - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეგროვებულია
სტატისტიკური მიზნებისათვის და იძლევა სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიცირების
საშუალებას;
ტ) იდენტიფიკატორი - სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც იძლევა სტატისტიკური
ერთეულის უნიკალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას, მათ შორის მისი სახელის,
ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობის ან საიდენტიფიკაციო ნომრის მეშვეობით.
იდენტიფიკატორის მეშვეობით შესაძლებელია პირდაპირი იდენტიფიცირება, ანუ ცალკეული
სტატისტიკური
ერთეულის
იდენტიფიცირება
ერთი
იდენტიფიკატორის
ან
იდენტიფიკატორების კომბინაციის საფუძველზე. იდენტიფიცირება ნებისმიერი სხვა
საშუალებით განიხილება, როგორც არაპირდაპირი იდენტიფიცირება;
უ) მეტამონაცემები - მონაცემები და სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც სტანდარტულად
აღწერს სტატისტიკურ მონაცემებსა და სტატისტიკურ პროცესებს, ამ მონაცემთა წყაროების,
მეთოდების, განმარტებების, კლასიფიკაციებისა და მონაცემთა ხარისხის შესახებ ინფორმირების
გზით;
ფ) საქსტატი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური.
თავი II. ოფიციალური სტატისტიკის მიზანი და ძირითადი პრინციპები
მუხლი 4. ოფიციალური სტატისტიკის მიზანი
ოფიციალური სტატისტიკის მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური
პოლიტიკის,
აგრეთვე
საჯარო
დაწესებულებებისა
და
ბიზნეს
სუბიექტების
გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მონიტორინგისთვის, მეცნიერული კვლევების
ჩატარებისთვის, საზოგადოებისა და მომხმარებლების სხვა კატეგორიების ინფორმირებისთვის
ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციით დროული უზრუნველყოფა.
მუხლი 5. ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპები
1. ოფიციალური სტატისტიკის ყველა მწარმოებელი თავის საქმიანობას წარმართავს
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და ოფიციალური სტატისტიკის შემდეგი
ძირითადი პრინციპების შესაბამისად:
ა) პროფესიული დამოუკიდებლობა - ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები
დამოუკიდებლად, პოლიტიკური და სხვა ნებისმიერი მხრიდან ზეწოლის ან ჩარევის გარეშე,
იღებენ გადაწყვეტილებებს სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების თაობაზე,
მათ შორის: მონაცემთა წყაროების, გამოსაყენებელი კონცეფციების, განმარტებების,
მეთოდებისა და კლასიფიკაციების შერჩევის ჩათვლით, აგრეთვე, გავრცელების ყველა ფორმის
დროისა და შინაარსის შესახებ. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს, თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში შეუძლიათ საჯაროდ გამოთქვან მოსაზრება სტატისტიკური
საკითხებისა და ოფიციალური სტატისტიკის არამართებული გამოყენების შესახებ;
ბ) მიუკერძოებლობა და ობიექტურობა - ოფიციალური სტატისტიკის შემუშავება,
წარმოება და გავრცელება უნდა მოხდეს ნეიტრალური, სანდო და მიუკერძოებელი ფორმით,
პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და თავისუფალი იყოს ნებისმიერი პოლიტიკური
განცხადებისა თუ მოსაზრებისგან. ყველა მომხმარებელს უნდა მიეცეს თანაბარი და
ერთდროული წვდომა ოფიციალურ სტატისტიკაზე;
გ) სიზუსტე და საიმედოობა - ოფიციალური სტატისტიკა ზუსტად და
თანამიმდევრულად უნდა ასახავდეს რეალობას და ემყარებოდეს მეცნიერულ კრიტერიუმებს,
რომლებიც გამოიყენება წყაროების, მეთოდებისა და პროცედურების შერჩევისთვის;
დ) თანმიმდევრულობა და შესადარისობა- სტატისტიკური მონაცემები უნდა იყოს
საერთაშორისო დონეზე თანმიმდევრული და შესადარისი დროის, რეგიონებისა და ქვეყნების
მიხედვით;
ე) სიცხადე და გამჭვირვალობა - ოფიციალური სტატისტიკა უნდა იყოს წარმოდგენილი
მკაფიო და გასაგები ფორმით, ხოლო გამოყენებული მეთოდები და პროცედურები
მომხმარებლებს უნდა მიეწოდოს გამჭვირვალე სახით, სწორი ინტერპრეტაციის
უზრუნველსაყოფად;
ვ) სტატისტიკური კონფიდენციალურობა და ექსკლუზიურად სტატისტიკური
მიზნებისთვის გამოყენება - ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლების მიერ შეგროვებული
ან მიღებული ინდივიდუალური მონაცემები, რომლებიც ეხება ფიზიკურ ან იურიდიულ
პირებს, უნდა იყოს მკაცრად კონფიდენციალური და გამოყენებული მხოლოდ სტატისტიკური
მიზნებისათვის;
ზ) შესაბამისობა - მომხმარებელთა მიმდინარე და მოსალოდნელ საჭიროებებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის და ინფორმაციის წვდომაზე მოქალაქეთა უფლების დაცვის
ხარისხი.
2. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის
გავრცელება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას.
თავი III. სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრუქტურა
მუხლი 6. სტატისტიკის ეროვნული სისტემა
1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემა შედგება ოფიციალური სტატისტიკის
მწარმოებელი შემდეგი ორგანოებისგან:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახური, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სისტემის წამყვან ორგანოს წარმოადგენს;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
გ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები, სტატისტიკურ სამუშაოთა
პროგრამის შესაბამისად.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ სტატისტიკას აწარმოებს „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული
ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
3. საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობენ
ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების საკითხებში, ამ კანონითა და
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით, მათთვის მინიჭებული
უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში.
4. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები არიან ადმინისტრაციული
ორგანოები, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებას, წარმოებასა და გავრცელებას
ახორციელებენ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის საფუძველზე, ამ კანონით
განსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
5. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის
კრიტერიუმებსა და მათი აღიარების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა, ამ კანონის
შესაბამისად.
6. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების წრე დგინდება
სტატისტიკურ სამუშაოთა წლიური პროგრამით.
მუხლი 7. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
1. საქსტატი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სტატისტიკის
შემუშავების, წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის
საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. საქსტატი ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მთავარი მწარმოებელია და
კოორდინაციას უწევს სტატისტიკის ეროვნულ სისტემას და ყველა სახის სტატისტიკურ
საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებასთან,
წარმოებასთან და გავრცელებასთან, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა.
მუხლი 8. საქსტატის უფლებამოსილება
1. საქსტატის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და
სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების კოორდინაცია;
დ) სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარება;
ე) მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა საუკეთესო პროფესიული პრაქტიკის
გათვალისწინებით, მათ შორის მეცნიერული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის
უზრუნველყოფით;
ვ) ამ კანონის VIII თავით განსაზღვრული აღწერების ჩატარება;
ზ) ოფიციალური სტატისტიკის ტერმინების, მეთოდოლოგიის, კლასიფიკაციებისა და
ნომენკლატურების განსაზღვრა, შესაძლებლობის ფარგლებში საერთაშორისო კონცეფციებისა
და კლასიფიკაციების შესაბამისად;
თ) სხვადასხვა სახის სტატისტიკური რეგისტრის შექმნა, წარმოება და განახლება;
ი) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის
კრიტერიუმებსა და მათი აღიარების წესის შემუშავება;
კ) ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგის
და შეფასების მიზნებისთვის სტატისტიკის საჭიროების შესახებ ოფიციალური სტატისტიკის
მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა;
ლ) ხარისხის მართვის კონცეფციების დანერგვა და დაცვა სტატისტიკის ეროვნულ
სისტემაში, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა;
მ) სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობა;
ნ) საზოგადოებაში სტატისტიკის როლისა და მნიშვნელობის აღქმის ხელშეწყობა;
ო) ოფიციალურ სტატისტიკაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა
მომხმარებლისთვის;
პ) საერთაშორისო დონეზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის წარდგენა
ოფიციალური სტატისტიკის მიმდინარე ან პერსპექტიული საკითხების განხილვისას;
ჟ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
რ) საქსტატისა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების
თანამშრომლების პროფესიული სწავლების ხელშეწყობა;
ს) საქსტატის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალის
განსაზღვრა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა
და სასამართლოსთვის წარდგენა;
უ) ამ კანონით და საქსტატის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების
განხორციელება.
2. საქსტატი უფლებამოსილია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, აწარმოოს
სტატისტიკა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტატისტიკური სამუშაოების
პროგრამით.
3. საქსტატს ეკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-5
მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოს
მიერ დასახულ მიზნებსა და პრიორიტეტებს.
4. საქსტატის კონკრეტული უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქსტატის დებულებით,
რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.
მუხლი 9. საქსტატის დაფინანსების წყაროები
საქსტატი ფინანსდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლებით;
გ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დონორის
მიერ გაცემული გრანტებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან.
მუხლი 10. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი
1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, 4 წლის ვადით.
2. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატის არჩევა
ხორციელდება მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის
მიერ, საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე.
3. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს თანხმობისთვის,
აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე წარუდგენს კონკურსის შედეგად შერჩეულ ორ
კანდიდატურას.
5. აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდის განმავლობაში არ
შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ეწეოდეს სხვა პოლიტიკურ საქმიანობას.
6. აღმასრულებელ დირექტორად ერთი და იგივე პირი შესაძლებელია დაინიშნოს
არაუმეტეს ორჯერ.
7. აღმასრულებელი დირექტორი, ამავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე
და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
8. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელიც შესაბამისი
სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს
დირექტორის მოვალეობას. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის რაოდენობა
განისაზღვრება საქსტატის დებულებით.
9. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
აღმასრულებელი
დირექტორი,
კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
10. აღმასრულებელი დირექტორის მიმართ ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი.
11. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება ქვემოთ
ჩამოთვლილ შემთხვევებში:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად
აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს
გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების
დარღვევა;
ვ) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ზ) გარდაცვალება.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებში, აღმასრულებელ დირექტორს
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი,
შესაბამისი
სამართლებრივი აქტით.
13. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს
საქსტატის საბჭოს წევრობის და მრჩეველთა საბჭოს წევრობის შეწყვეტას.
14. ამ მუხლის მე-12 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას,
აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე, აღმასრულებელი დირექტორის, საქსტატის
საბჭოს თავმჯდომარის და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 11. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები
1. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია:
ა) საქსტატის ხელმძღვანელობა;
ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქსტატის საბჭოსთან
შეთანხმების შემდეგ, საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) მოსახლეობის აღწერის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამების შემუშავება და
აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ)
ეკონომიკური
აღწერის
პროგრამების
შემუშავება
და
მთავრობისთვის
დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას გამოსაყენებელი სტატისტიკური
სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიების შემუშავება და დამტკიცება,
აგრეთვე, საერთაშორისო სტანდარტების, კლასიფიკაციების და მეთოდოლოგიის აღიარება;
ვ) სხვადასხვა სახის აღწერების მეთოდოლოგიების შემუშავება და დამტკიცება;
ზ) საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა;
თ) საქსტატის საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის პროექტის შემუშავება და
საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ი) საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან
გათავისუფლება;
კ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ლ) საქსტატის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა
ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი აღიარების წესის საქართველოს
მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
მ) საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საქსტატის საბჭოსთვის
განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა;
ნ) არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
მთავრობისთვის საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენა;
ო) საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა;
პ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და
პირობების შემუშავება;
ჟ) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ
სტატისტიკური მონაცემების დამუშავებით მომსახურების სახეობებისა და ფასების შემუშავება
და საქსტატის საბჭოსთვის წარდგენა;
რ) საქსტატის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
ფუნქციების შესრულება.
2. საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას
გასული წლის განმავლობაში:
ა) განხორციელებული სტატისტიკური საქმიანობის შესახებ;
ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების შესახებ;
გ) საქსტატის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
3. საქსტატის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, აღმასრულებელი
დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით
მოიწვიოს უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტები შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
4.
აღმასრულებელი
დირექტორი
უფლებამოსილია
საქსტატის
დებულებით
გათვალისწინებული ზოგიერთი ფუნქცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული
ფუნქციებისა, დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ
პირებს.
5. აღმასრულებელი დირექტორი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია გამოსცეს
ნორმატიული აქტები (ბრძანება) ამ კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის შესაბამისად.
მუხლი 12. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები
1. ოფიციალური
სტატისტიკის
მწარმოებელი
სხვა
ორგანოები
წარმოადგენენ
პროფესიულად დამოუკიდებელ ერთეულებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების საკითხებში.
2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები აღნიშნულ საქმიანობას
ახორციელებენ საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების ან/და
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ დამტკიცებული ანალოგების საფუძველზე.
3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები, სახელმწიფო ორგანოები,
ასევე ნებისმიერი იურიდიული პირი, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ სტატისტიკური
სამუშაოების პროგრამის შემუშავებასა და შესრულებაში, ვალდებულია:
ა) თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მიაწოდოს
საქსტატს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულების
უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია, ყველა სახის დოკუმენტი და
ჩანაწერი;
ბ) შეასრულოს სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით დაკისრებული ყველა
ვალდებულება.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების სანაცვლოდ
საქსტატისთვის ანაზღაურების დაწესება დაუშვებელია.
5. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებს არ შეიძლება დაეკისროთ
ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-5 მუხლით
განსაზღვრულ პრინციპებს.
თავი IV. საქსტატის საბჭო
მუხლი 13. საქსტატის საბჭო
1. საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდგომ – საბჭო).
2. საბჭო არის ოფიციალური სტატისტიკის სტრატეგიული განვითარებისა და მისი
მწარმოებელი ორგანოების პროფესიული დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი
ორგანო.
3. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი არის აღმასრულებელი
დირექტორი, რომელიც ამავდროულად არის საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს 9 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 –
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი.
5. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი.
მუხლი 14. საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა
1. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა
კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი
უწყებების ხელმძღვანელები.
2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს
თანამდებობაზე, ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან ნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ ღია კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო
დაწესებულებაში დასაქმებული პირები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საბჭოს წევრობის
კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
შექმნილი საკონკურსო კომისია.
4. საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება
საბჭოს დებულებით.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს კონკურსის შედეგად
შერჩეულ პირთაგან წარუდგენს არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 8
კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური
თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.
6. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, აძლევს თანხმობას საბჭოს წევრების
დანიშვნაზე.
7. საქართველოს პარლამენტის მიერ კანდიდატისთვის თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს
წევრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
8. აღმასრულებელი დირექტორის, როგორც საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა
განისაზღვრება მის მიერ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.
9. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, პირს
უფლება აქვს გახდეს საბჭოს წევრი ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების
უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის
თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.
11. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის
უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
12. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს
მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში.
მუხლი 15. საბჭოს ფუნქციები
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი
რეკომენდაციების წარდგენა;
ბ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი სტატისტიკური
სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების მიმდინარეობის პერიოდული
მიმოხილვა;
დ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის საქმიანობის
ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;
ე) საქსტატის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა
ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მათი აღიარების წესის განხილვა და შესაბამისი
რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) აღწერების პროგრამებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) საქსტატის საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის პროექტის განხილვა და
დამტკიცება;
თ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების
შემუშავება;
ი) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ
სტატისტიკური მონაცემების დამუშავებით მომსახურების სახეობების და ფასების განსაზღვრა,
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით;
კ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესის და
პირობების განსაზღვრა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით;
ლ) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც უნდა განისაზღვროს
საბჭოს მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები;
მ) სამეცნიერო მიზნებისთვის კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომის წესის
დამტკიცება;
ნ) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
2. საქსტატის საბჭო, კოპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია მიიღოს ნორმატიული
აქტი (დადგენილება) ამ კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის შესაბამისად.
3. ინფორმაცია საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ
საჯაროა.
მუხლი 16. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად
აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ
სასამართლოსგადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) გარდაცვალება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულის გარდა, უფლებამოსილების შეწყვეტის
საფუძვლებია ასევე:
ა) ამ კანონის მე-13 მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის
შემთხვევაში:
ა.ა) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების
დარღვევა;
ა. ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე საქმიანობის შეწყვეტა;
ბ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის
შემთხვევაში:
ბ. ა) საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ბ.ბ) არასაპატიო მიზეზით 2 თვის განმავლობაში საბჭოს წევრობის უფლებამოსილების
განუხორციელებლობა;
ბ.გ) საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავება.
3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ბრძანებით.
თავი V. საქსტატის მრჩეველთა საბჭო და სხვა საკონსულტაციო ორგანოები
მუხლი 17. საქსტატის მრჩეველთა საბჭო და მისი ფუნქციები
1. საქსტატის მრჩეველთა საბჭო არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო და მის წევრებს
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.
2. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის
შემთხვევაში მრჩეველთა საბჭოს წევრები აგრძელებენ მოვალეობის შესრულებას, ახალი
აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე.
3. საქსტატის მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 9 წევრისაგან, მათგან ერთ-ერთი არის
აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამავდროულად არის მრჩეველთა საბჭოს
თავმჯდომარე.
4. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო
მოთხოვნები, მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები
განისაზღვრება საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქსტატის
აღმასრულებელი დირექტორი.
5. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქსტატისთვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების
გაწევა და რეკომენდაციების წარდგენა;
ბ) სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და
მეთოდოლოგიის
მეცნიერული
ანალიზი
და
აღმასრულებელი
დირექტორისთვის
რეკომენდაციების მომზადება;
გ) სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე მეთოდების განხილვა, სტატისტიკური
მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელი დირექტორისთვის
კონსულტაციების გაწევა და წინადადებების წარდგენა;
დ) ამ კანონით და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
6. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის.
7. ინფორმაცია მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
შესახებ საჯაროა.
მუხლი 18. სხვა საკონსულტაციო ორგანოები
1. ოფიციალური სტატისტიკის მიმართულებით სტრატეგიული და მეთოდოლოგიური
საქმიანობის მხარდასაჭერად, აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია შექმნას სხვა
საკონსულტაციო ორგანოები, რომლის წევრებიც შეირჩევა სტატისტიკის ეროვნული სისტემის
ფარგლებში ან მის გარეთ.
2. სხვა საკონსულტაციო ორგანოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობა
საჯაროა.
თავი VI. სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაცია და სტატისტიკური სამუშაოების
პროგრამები
მუხლი 19. სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია
1. ოფიციალური სტატისტიკის ყველა მწარმოებელი, იქ სადაც შესაძლებელია, იყენებს
ერთიან, საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, განმარტებებს, კლასიფიკაციებსა და
მეთოდებს. საქსტატი ხელს უწყობს სტატისტიკის ეროვნული სისტემაში ერთიანი მიდგომების
დამკვიდრებას.
2. საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციაზე, რაც
ვრცელდება ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების
მიზნით განხორციელებულ ყველა სახის საქმიანობაზე, გარდა საქართველოს ეროვნული
ბანკისა.
3 საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკური პროგრამების შემუშავებისა და
ანგარიშგების, ხარისხის მონიტორინგის, მეთოდოლოგიების, მონაცემთა გადაცემის და ქვეყნის
მასშტაბით სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში განხორციელებულ საქმიანობათა შესახებ
კომუნიკაციის კოორდინაციაზე.
4. საქსტატის, როგორც მაკოორდინირებელი ორგანოს პასუხისმგებლობა ვრცელდება
სტატისტიკური პროგრამის შესაბამისად ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებაზე,
წარმოებასა და გავრცელებაზე პასუხისმგებელ ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ყველა
ორგანოზე, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა.
მუხლი 20. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამები
1. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამები წარმოადგენს სტატისტიკის ეროვნული
სისტემის ფარგლებში საქმიანობის ეფექტიანი სტრატეგიული და ოპერატიული მართვისა და
კოორდინაციის ძირითად ინსტრუმენტს.
2. საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამების მომზადებაზე
მომხმარებლებთან, რესპონდენტებთან და ადმინისტრაციული მონაცემების მომწოდებლებთან
აქტიური თანამშრომლობით. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები
ჩართულნი არიან ამ პროცესში და უზრუნველყოფენ საქსტატს საჭირო ინფორმაციით.
3. საქსტატი, გამჭვირვალე და დოკუმენტირებული პროცესების საფუძველზე ახდენს
ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების, მათი საქმიანობისა და
მოსალოდნელი შედეგების სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტში ჩართვას,
შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
ა) მწარმოებელი ავლენს ამ კანონის პირველ და მე-5 მუხლებში ჩამოყალიბებული
დებულებებისა და ოფიციალური სტატისტიკის პრინციპების შესრულებისათვის მზადყოფნას
და შესაძლებლობას;
ბ) დაგეგმილი აქტივობები და შედეგები არ ახდენენ სხვა მწარმოებლების აქტივობებისა
და შედეგების დუბლირებას.
4.
ოფიციალური
სტატისტიკის
მწარმოებელ
სხვა
ორგანოებთან
მჭიდრო
თანამშრომლობით, საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის
შესრულების
შესახებ
ანგარიშის
მომზადებაზე,
რომელიც
განსახილველად
და
დასამტკიცებლად გადაეცემა საქსტატის საბჭოს.
მუხლი 21. სტატისტიკური სამუშაოების მრავალწლიანი პროგრამა
1. სტატისტიკის ეროვნული სისტემის მრავალწლიანი სტატისტიკური პროგრამის
შემუშავება ხდება ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკის სტრატეგიული განვითარებისა და
მომხმარებელთა არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
2. მრავალწლიანი სტატისტიკური პროგრამა განსაზღვრავს შემდგომი 4 ან მეტი
წლისთვის სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების კონცეფციასა და პრიორიტეტულ
მიმართულებებს, აგრეთვე ძირითადი მიზნების მისაღწევად საჭირო ღონისძიებებსა და
რესურსებს.
მუხლი 22. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა
1. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს,
რომლის საფუძველზეც საქსტატი ან/და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა
ორგანოები
აწარმოებენ
ოფიციალურ
სტატისტიკას
მომხმარებლებისთვის
საჭირო
ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
2. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა დგება ყოველი კალენდარული
წლისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელთა ჩამონათვალის განახლებისა და
სამართლებრივი საფუძვლების უზრუნველსაყოფად:
ა) მთელი გამოსაქვეყნებელი ოფიციალური სტატისტიკისთვის;
ბ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლების მიერ ჩასატარებელი ყველა
სტატისტიკური გამოკვლევისთვის;
გ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებისთვის ადმინისტრაციული მონაცემების ან
სხვა არსებული წყაროებიდან მონაცემების გადაცემის ყველა შემთხვევისთვის;
დ) ყველა არსებული და შესაქმნელი სტატისტიკური რეგისტრისთვის;
ე) სტატისტიკური მეთოდოლოგიების, სტანდარტების, ახალი გამოკვლევებისა და
მაჩვენებლების შემუშავებისა და დანერგვისთვის.
3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამების შემუშავებისას საქსტატმა უნდა
ითანამშრომლოს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან.
მუხლი 23. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამების დამტკიცება
1. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამები, საქსტატის საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ
დასამტკიცებლად წარედგინება მთავრობას, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე
ერთი თვით ადრე.
2. სტატისტიკური პროგრამების დამტკიცებისას საფრთხე არ უნდა შეექმნას
ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელთა პროფესიული დამოუკიდებლობის პრინციპს.
3. სტატისტიკური პროგრამების შესასრულებლად, ოფიციალური სტატისტიკის
მწარმოებლებს უნდა გამოეყოთ შესაბამისი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური
რესურსები.
თავი VII. მონაცემთა შეგროვება
მუხლი 24. მონაცემთა შეგროვების უფლებამოსილება
1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს უფლება აქვთ შეარჩიონ მონაცემთა
წყაროები პროფესიული მოსაზრების საფუძველზე და შეაგროვონ საჭირო მონაცემები
უშუალოდ რესპონდენტებისგან, თუ სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შესაბამისი
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი და შეუძლებელია არსებულ მონაცემთა
ბაზებიდან/რეგისტრებიდან მათი მიღება, მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სისტემის
გარეთ (მიღმა) არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისგან.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქსტატი
უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული
პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა
სტატისტიკური მონაცემი და სხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და/ან
პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. მონაცემთა შეგროვება იგეგმება მონაცემთა ხარისხის, მათი მიღების ხარჯებისა და
რესპონდენტთა დატვირთვის გათვალისწინებით.
4. მონაცემთა შეგროვების მეთოდებისა და წყაროების მიუხედავად, ოფიციალური
სტატისტიკის მწარმოებლების მიერ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით
მიღებული მონაცემები უნდა დამუშავდეს, შენახული იქნეს და გავრცელდეს ამ კანონის
დებულებების შესაბამისად.
მუხლი 25. რესპონდენტების უფლებები და ვალდებულებები
1. რესპონდენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სტატისტიკური გამოკვლევის მიზნებისა
და სფეროს, მონაცემთა კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად არსებული ზომების და
რესპონდენტთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული
პირები ვალდებული არიან, საქსტატის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული სახით)
მოთხოვნის შემთხვევაში, საქსტატის მიერ დადგენილი ფორმით, მატერიალური ან
ელექტრონული სახით, წარუდგინონ საქსტატს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ
შორის, კონფიდენციალური.
3. სტატისტიკურ გამოკვლევაში მონაწილეობა შერჩევაში მოხვედრილი ყველა
რესპონდენტისთვის სავალდებულოა.
4. რესპონდენტი ვალდებულია ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებს
მიაწოდოს საიმედო და სრული მონაცემები ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი
ორგანოს მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
5. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების
პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის საქსტატისთვის
წარუდგენლობის შემთხვევაში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვადას ადგენს
საქსტატი, სტატისტიკური გამოკვლევის პერიოდულობის გათვალისწინებით. ეს ვადა არ უნდა
იყოს ადრესატისათვის წერილობითი მოთხოვნის, მათ შორის, ელექტრონული სახით
ჩაბარებიდან/ადრესატის მიერ მიღებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
7. ადრესატისათვის წერილობითი მოთხოვნის ჩაბარება უნდა დადასტურდეს სათანადო
დოკუმენტით. წერილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში წერილი ჩაბარებულად
ითვლება.
8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი
ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი პირისათვის ოფიციალურად ჩაბარებულად.
9. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს
ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შესრულებისგან.
10. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები უფლებამოსილი არიან დამატებით
დაუკავშირდნენ რესპონდენტებს, თუ დადგენილ ვადებში არ მოხდა მონაცემების მოწოდება ან
მონაცემებში გამოვლინდა შეუსაბამობა ან/და ხარვეზი.
მუხლი 26. ადმინისტრაციულ მონაცემებზე წვდომა
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი,
ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარუდგინონ მას ფიზიკური და კერძო
სამართლის იურიდიული პირების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის,
კონფიდენციალური და/ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული მონაცემების მომწოდებლები გეგმავენ ახალი
მონაცემების შეგროვებას ან მონაცემის შეგროვებისა თუ დამუშავების მეთოდების
მნიშვნელოვან გადასინჯვას, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ოფიციალური სტატისტიკის
მიზნებისთვის მისაწოდებულ მონაცემებზე, გადაწყვეტილების მიღებამდე მათ კონსულტაცია
უნდა გაიარონ საქსტატთან და, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალური სტატისტიკის
მწარმოებელ სხვა ორგანოებთან.
მუხლი 27. სტატისტიკური რეგისტრები
1. საქსტატი ქმნის და აწარმოებს სტატისტიკურ რეგისტრებს მხოლოდ სტატისტიკური
მიზნებისთვის:
ა) სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარებისას სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების
უზრუნველსაყოფად;
ბ) როგორც ინფორმირების საშუალებას, თითოეული სტატისტიკური ერთეულისა და
მათი ტენდენციების სტატისტიკური ანალიზის განხორციელებისას;
გ) როგორც სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების საშუალებას.
2. სტატისტიკური რეგისტრები იქმნება სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემებსა და
ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით.
3. საქსტატი, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე,
უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცემას სტატისტიკურ რეგისტრებში მათთან დაკავშირებით
არსებული მონაცემების შესახებ.
თავი VIII. აღწერები
მუხლი 28. აღწერის დანიშნულება
1. ამ კანონის თანახმად, საქსტატი უფლებამოსილია, ჩაატაროს აღწერები მოსახლეობის,
საცხოვრისების, ეკონომიკური ერთეულების, შენობებისა და სასოფლო მეურნეობების ზომისა
და სტრუქტურის შესახებ მონაცემების მისაღებად.
2. აღწერები ტარდება ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების
პრიორიტეტების განსაზღვრისთვის და ფართო საზოგადოების ინფორმირებისთვის საჭირო
მონაცემების მისაღებად.
3. აღწერის სახეებია: მოსახლეობის აღწერა, სასოფლო-სამეურნეო აღწერა და
ეკონომიკური აღწერა.
4.
აღწერის მონაცემები შესაძლებელია მიღებულ
იქნეს სრული მოცვით
განხორციელებული
აღრიცხვიდან,
სტატისტიკური
გამოკვლევებიდან,
ასევე
ადმინისტრაციული და სხვა წყაროებიდან, ან მათი ერთობლიობით.
5. ეს კანონი სრულად ვრცელდება აღწერების ჩატარების ყველა ეტაპზე.
მუხლი 29. რესპონდენტთა ვალდებულება
1. აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული
პირისთვის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი
უცხოელისთვის და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქოების არმქონე პირისთვის
(გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა).
2. პირი ვალდებულია გამოკითხვის პროცესში საქსტატს მიაწოდოს მის ხელთ
არსებულიუტყუარი მონაცემები.
3. აღწერას არ ექვემდებარებიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები და მათი შინამეურნეობების
წევრები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით, აგრეთვე უცხო ქვეყნის
სამხედრო მოსამსახურეები და მათი შინამეურნეობების წევრები.
მუხლი 30. აღწერების ძირითადი პრინციპები
აღწერის ძირითადი პრინციპებია:
ა) აღწერის საყოველთაო ხასიათი;
ბ) მოსახლეობის აღწერის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის არაუმეტეს ათწლიანი
პერიოდულობით ჩატარება;
გ) ეკონომიკური აღწერების ჩატარება მთავრობის მიერ დადგენილ დროს;
დ) აღწერის ჩატარება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი მეთოდოლოგიითა და
წესით და ერთსა და იმავე დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
დ.ა) საქართველოს ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ დასახლებულ პუნქტში აღწერის
ჩატარების დროს მასთან კავშირი გართულებულია და აღწერა ტარდება ამ დასახლებული
პუნქტის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით განსაზღვრულ პერიოდში;
დ.ბ) კონკრეტულ ტერიტორიაზე აღწერის ჩატარება შეუძლებელია საქსტატისგან
დამოუკიდებელი მიზეზებით.
მუხლი 31. აღწერის ჩატარების თარიღი, აღწერის პროგრამა და აღწერის ჩატარებისთვის
პასუხისმგებელი ორგანოები
1. აღწერის ჩატარების თარიღი თითოეული აღწერისთვის დგინდება საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღწერის ჩატარების სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს სამი
წლისა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით.
2. აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადასაწყვეტად,
აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების
(კოორდინაციის)
უზრუნველსაყოფად,
საქსტატის
აღმასრულებელი
დირექტორის
წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე იქმნება აღწერის
საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომ –კომისია).
3. აღწერა ტარდება შესაბამისი პროგრამით, რომელსაც შეიმუშავებს საქსტატის
აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს აღწერის საკოორდინაციო
სამთავრობო კომისიას.
4. პროგრამა მოიცავს აღწერის ჩატარების მეთოდურ და ორგანიზაციულ საკითხებს,
ბიუჯეტს, საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალს, მათი შესრულების ვადებსა და შემსრულებლებს.
5. კომისია განიხილავს და ამზადებს რეკომენდაციებს, საქსტატის აღმასრულებელი
დირექტორის მიერ წარდგენილ აღწერის მეთოდოლოგიაზე და კითხვარებზე.
6. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს
მთავრობის წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი.
7. კომისიის
მუშაობის წესი და საქმიანობა განისაზღვრება კომისიის დებულებით,
რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
8. კომისია თავის საქმიანობას ასრულებს აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვენებიდან 6
თვის შემდეგ.
9. აღწერის მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების
გამოქვეყნებისა და გავრცელებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქსტატს.
10. აღწერის
წინასწარი შედეგები ქვეყნდება აღწერის პროგრამით განსაზღვრულ
ვადებში, ხოლო საბოლოო შედეგები – აღწერის ჩატარებიდან არა უგვიანეს 18 თვისა.
11. მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი აღწერის მონაცემები ინახება აღწერის
შედეგების სრულად გამოქვეყნებამდე, ხოლო ელექტრონული სახით არსებული ინფორმაცია –
განუსაზღვრელი ვადით.
მუხლი 32. ეკონომიკური აღწერა
1. ამ კანონის მე-8 თავის 31-ე მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკურ აღწერებზე.
2. ეკონომიკური აღწერების ჩატარების ადგილი და დრო განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით.
3. ეკონომიკური აღწერა ტარდება შესაბამისი პროგრამით, რომელსაც შეიმუშავებს
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას.
მუხლი 33. სხვა ორგანოების პასუხისმგებლობა
სახელმწიფო ორგანოები, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, პასუხისმგებლები არიან
აღწერების საორგანიზაციო, მოსამზადებელი და აღწერების ჩატარების მხარდამჭერი
ღონისძიებების საკითხებზე.
თავი IX. მონაცემთა კონფიდენციალურობა
მუხლი 34. მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა
1. ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული, დამუშავებული და
შენახული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი იძლევა სტატისტიკური ერთეულის
პირდაპირი ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, კონფიდენციალურად
ითვლება აგრეგირებული მონაცემები თუ:
ა) ისინი მოიცავს არაუმეტეს 3 სტატისტიკურ ერთეულს და აღნიშნული მონაცემებიდან
შესაძლებელია ერთ-ერთის არაპირდაპირი იდენტიფიცირება ან/და მჟღავნდება აღნიშნული
ერთეულის კონფიდენციალური მონაცემები. 3-ზე მეტი ერთეულისგან შემდგარი
აგრეგირებული მონაცემები შეიძლება ჩაითვალოს კონფიდენციალურად აღმასრულებელი
დირექტორის გადაწყვეტილებით, თუ იგი საჭიროებს კონფიდენციალობის უზრუნველყოფას;
ბ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით ისინი მიჩნეულია
სახელმწიფო საიდუმლოებად.
2. კონფიდენციალური მონაცემების გამოყენება შესაძლებელია ამ კანონის შესაბამისად
ექსკლუზიურად სტატისტიკის წარმოების მიზნით.
3. სტატისტიკური მონაცემები, ადმინისტრაციულ ორგანოს შესახებ არ შეიძლება
ჩაითვალოს კონფიდენციალურ ინფორმაციად, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციისა.
4. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მიღებული ინდივიდუალური მონაცემები,
რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არის მიჩნეული, როგორც საჯარო ინფორმაცია, არ
განიხილება კონფიდენციალურ ინფორმაციად.
5. შესაძლებელია კონფიდენციალური (ინდივიდუალური) მონაცემების გამოქვეყნება, თუ
არსებობს სტატისტიკური ერთეულის წერილობითი თანხმობა ამგვარი მონაცემების
გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
6. დაუშვებელია კონფიდენციალური მონაცემების გაცემა, გავრცელება ან მათი
არასტატისტიკური მიზნებით გამოყენება.
მუხლი 35. მონაცემების უსაფრთხო დამუშავება და შენახვა
1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა თითოეულმა ორგანომ უნდა
უზრუნველყოს არაუფლებამოსილ პირთაგან ინდივიდუალური და კონფიდენციალური
აგრეგირებული მონაცემების დაცვა.
2. მონაცემთა დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლებრივი აქტების
შესაბამისად, აგრეთვე სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური საშუალებებით.
3. ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით მიღებული/შეგროვებული
სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიკატორების შემცველი ინდივიდუალური მონაცემები
მუშავდება და ინახება მათი სტატისტიკური მიზნებით გამოყენების ვადის დასრულებამდე,
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. იდენტიფიკატორების შემცველი მონაცემთა შეგროვების პირველადი ფორმები,
სტატისტიკური მიზნებით მათი გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ ექვემდებარება
განადგურებას, აქედან ქაღალდის ფორმები უნდა განადგურდეს სტატისტიკური ინფორმაციის
გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში.
მუხლი 36. სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინდივიდუალურ მონაცემებზე წვდომა
1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები არ გასცემენ ინდივიდუალურ მონაცემებს,
გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში და 37-ე მუხლში მოყვანილი შემთხვევებისა,
რომელიც საჯარო მოხმარების დოკუმენტებსა და ინდივიდუალურ მონაცემებზე სამეცნიერო
მიზნებისათვის დაშვებას ეხება.
2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს შეუძლიათ აწარმოონ და გაავრცელონ
ინდივიდუალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამოღებული იქნება
იდენტიფიკატორები და შეუძლებელი იქნება ფიზიკური/იურიდიული პირების პირდაპირი ან
არაპირდაპირი იდენტიფიცირება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
არაპირდაპირი იდენტიფიცირების გამოსარიცხად მიღებული უნდა იქნას ყველა გონივრული
ზომა.
3. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლები ვალდებულნი არიან საქსტატს
გადასცენ ინდივიდუალური მონაცემები, იდენტიფიკატორების ჩათვლით, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. საქსტატს შეუძლია სტატისტიკური ერთეულების შესახებ ინდივიდუალური
მონაცემები გადასცეს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებს შემდეგი
პირობების დაცვით:
ა) მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების
მიზნებისთვის;
ბ) მონაცემები არ უნდა იძლეოდნენ პირების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ მონაცემთა გადაცემა ხორციელდება შესაბამისი
დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო გადაცემის პირობები განისაზღვრება წერილობითი
შეთანხმებით.
6. მონაცემთა გადაცემის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
მუხლი 37. კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომა სამეცნიერო მიზნებისთვის
1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანოებმა შესაძლოა, მოთხოვნის
საფუძველზე, დაუშვან მათ ინდივიდუალურ მონაცემებზე წვდომა ცალკეული სამეცნიეროკვლევითი მიზნებისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის მიწოდებული მონაცემები არ უნდა შეიცავდეს
იდენტიფიკატორებს და უნდა მოიცავდეს მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის
საჭირო მონაცემებს. ამასთან, პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა მოხდეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. კონფიდენციალურობის პრინციპით დაცული ინდივიდუალური მონაცემების
გაცემამდე საქსტატი უნდა დარწმუნდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,
მონაცემთა მიმღებ მხარეს გააჩნია შესაბამისი ტექნიკურ-ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა
მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველსაყოფად.
4. უფლებამოსილების მინიჭების პირობებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტის
პერიოდში მონაცემების დამუშავებაში მონაწილე ყველა პირმა ხელი უნდა მოაწეროს
ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ყოველი მათგანი ვალდებულია:
ა) არ ეცადოს ნებისმიერი გზით ფიზიკური თუ იურიდიული პირის იდენტიფიცირებას
(მათ შორის, მონაცემების სხვა ინდივიდუალურ მონაცემებთან შედარების გზით);
ბ) ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეთა გარდა, არ გაუმჟღავნოს ინდივიდუალური
მონაცემები მესამე პირებს ან/და არ გამოიყენოს ეს მონაცემები მოთხოვნაში აღნიშნულის გარდა
სხვა მიზნით;
გ) არ გაამჟღავნოს ინდივიდუალური მონაცემებისგან მიღებული ნებისმიერი
აგრეგირებული მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია ერთეულების არაპირდაპირი
იდენტიფიცირება;
დ) ყველა გამოქვეყნებულ პროდუქტში მიუთითოს წყარო;
ე) გაანადგუროს ინდივიდუალური მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი პროექტის
დასრულებისთანავე.
5. მონაცემთა მომზადებისა და გადაცემისთვის გაწეული დამატებითი ხარჯების
ანაზღაურების მიზნით, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს შეუძლიათ დააწესონ
შესაბამისი მომსახურების საფასური, რომელიც განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული
ხელშეკრულებით.
6. მონაცემთა ყოველი ასეთი გადაცემათა ჩამონათვალი, ხელმისაწვდომი უნდა იყოს
მოთხოვნის საფუძველზე.
7. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისთვის, გარდა საქართველოს
ეროვნული ბანკისა, ამ მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებზე წვდომის წესი
განისაზღვრება საქსტატის საბჭოს მიერ.
მუხლი 38. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებები
1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ ყველა
მარეგულირებელ,
ადმინისტრაციულ,
ტექნიკურ
და
ორგანიზაციულ
ზომას
კონფიდენციალური მონაცემების დასაცავად და მათი გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.
2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების თანამშრომლები, რომლებსაც
სამსახურებრივი ფუნქციების შესაბამისად პირდაპირი წვდომა აქვთ ინდივიდუალურ
მონაცემებზე, აგრეთვე სტატისტიკის ეროვნული სისტემის გარეთ აღწერების პროცესში
მონაწილე ყველა პირი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული მონაცემების კონფიდენციალურობა
სამსახურში მუშაობის პერიოდში და მუშაობის შეწყვეტის შემდეგ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული კატეგორიების პირებს არ აქვთ უფლება,
გამოიყენონ ინდივიდუალური მონაცემები სხვა მიზნებისთვის, გარდა სტატისტიკურისა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული კატეგორიების პირებმა სამსახურში
მიღებისთანავე ხელი უნდა მოაწერონ კონფიდენციალურობის დაცვის პირობას.
5. სტატისტიკური მიზნებისთვის შეგროვებული და დამუშავებული კონფიდენციალური
სტატისტიკური მონაცემების გამოყენება ან გავრცელება აკრძალულია ოფიციალური
სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების თანამშრომელთა მიერ პირადი, აკადემიური,
სამეცნიერო ან სხვა საქმიანობისთვის.
მუხლი 39. სტატისტიკური კონფიდენციალურობის დარღვევა
1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ამ
კანონის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ
პასუხისმგებლობას.
2. პირის მიერ ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ დებულებათა დარღვევა
იწვევს მოქმედი კანონდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
მუხლი 40. ქვეკონტრაქტორები
1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს შეუძლიათ სტატისტიკის წარმოების
ცალკეული პროცესები გადასცენ მესამე მხარეს იმ შემთხვევაში, თუ სრულად იქნება დაცული
სტატისტიკური კონფიდენციალურობა.
2. მესამე მხარეს უფლება აქვს გამოიყენოს და შეინახოს მონაცემები მხოლოდ აღნიშნული
საქმიანობისთვის, ხელშეკრულებაში მითითებული ვადით.
თავი X. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხი
მუხლი 41. ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულება
1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოები იღებენ ოფიციალური
სტატისტიკის ხარისხის მუდმივი შეფასებისა და გაუმჯობესების ვალდებულებას, მოცემული
კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.
2. ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა ოფიციალური სტატისტიკის შემუშავება,
წარმოება და გავრცელება საერთო სტანდარტებისა და ოფიციალური სტატისტიკის მოცვის,
კონცეფციების, განმარტებების, ერთეულების და კლასიფიკაციების ჰარმონიზებული
მეთოდების შესაბამისად.
3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოები უფლებამოსილები არიან,
განახორციელონ მონაცემების რედაქტირება და მონაცემების გაერთიანება და გაანგარიშება
სხვადასხვა წყაროებიდან, მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით.
4. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებმა უნდა მოახდინონ წარმოების პროცესში
გამოყენებული წყაროების და მეთოდების, აგრეთვე შედეგების სტანდარტული წესებით
დოკუმენტირება.
5. მომხმარებლები მეტამონაცემების მეშვეობით ინფორმირებული უნდა იყვნენ
სტატისტიკის წარმოების დროს გამოყენებული წყაროებისა და მეთოდების, აგრეთვე
სტატისტიკური პროდუქტის ხარისხის შესახებ.
მუხლი 42. ხარისიხის შეფასება
1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის
რეგულარულად ტარდება კონსულტაციები ოფიციალური სტატისტიკის ხარისხთან
დაკავშირებით.
2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს რესპონდენტებთან უნდა ჰქონდეთ
მუდმივი კომუნიკაცია მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებმა უნდა ითანამშრომლონ სამეცნიეროკვლევით საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სტატისტიკური
მეთოდოლოგიის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით.
4. სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინსტიტუციური გარემოს, პროცესების და
შედეგების შეფასება შეიძლება განხორციელდეს შიდა და გარე ექსპერტების მიერ.
თავი XI. მონაცემთა გავრცელება
მუხლი 43. სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება
1. ოფიციალური სტატისტიკის გავრცელება უნდა განხორციელდეს დროულად,
ოპერატიულად და ამ კანონის მე-5 და 44-ე მუხლებით და ამ მუხლით გათვალისწინებული
პრინციპების სრული დაცვით, კერძოდ, სტატისტიკური კონფიდენციალურობის დაცვით და
მიუკერძოებლობის
პრინციპით
გათვალისწინებული
თანაბარი
და
ერთდროული
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.
2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი თითოეული ორგანო ადგენს და აქვეყნებს
მონაცემების გავრცელების კალენდარს, რომელშიც მითითებულია მონაცემების გამოქვეყნების
დაგეგმილი თარიღები და დრო.
3. გამოქვეყნების წინასწარი კალენდრის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ამის
შესახებ უნდა ეცნობოს საზოგადოებას გამოქვეყნების დაგეგმილ თარიღამდე. ამასთანავე, უნდა
დადგინდეს და გამოცხადდეს გამოქვეყნების ახალი თარიღი.
4. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, შესაბამის მეტამონაცემებთან და
განმარტებებთან ერთად უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი ყველა მომხამრებლისთვის.
5. ოფიციალური სტატისტიკის უკვე გამოქვეყნებულ მონაცემებში აღმოჩენილი
შეცდომები უნდა გასწორდეს, ხოლო შესწორებები გამოქვეყნდეს და მიეწოდოს მომხმარებლებს
შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.
6. მომხმარებლებს უფლება აქვთ, გამოიყენონ ოფიციალური სტატისტიკა და შესაბამისი
მეტამონაცემები თავიანთ პროდუქტებში მონაცემთა წყაროს მითითებით.
7. საქსტატი, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში, უსასყიდლოდ
უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდებას ყველა
მომხმარებლისათვის.
8. საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესს და
პირობების ამტკიცებს საქსტატის საბჭო.
მუხლი 44. გავრცელების პოლიტიკა
1. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადგენს გამჭვირვალე პროცედურებზე აგებულ
მონაცემთა გავრცელების პოლიტიკას.
2. წინასწარი სტატისტიკური მონაცემების გავრცელებისას, რომელიც მოგვიანებით
ექვემდებარება გადასინჯვას, ნათლად უნდა მიეთითოს, რომ მონაცემები წინასწარია.
3. ინფორმაცია მეთოდების გადახედვით გამოწვეული ძირითადი ცვლილებების შესახებ
წინასწარ უნდა გახდეს საჯარო.
თავი XII. სტატისტიკური მომსახურება
მუხლი 45. მომსახურება სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით
1. მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ
ორგანოებს შეუძლიათ განახორციელონ მომსახურება სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის
ფარგლებს გარეთ დადგენილი სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით.
2. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავების მომსახურება საფრთხეს არ
უნდა უქმნიდეს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებასა და ხარისხს ან სტატისტიკის
ეროვნული სისტემის სანდოობას.
3. მომხმარებლებმა უნდა აანაზღაურონ ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი
ორგანოების მიერ გაწეული დამატებითი მომსახურების ხარჯები, თუ საქართველოს
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. საქსტატში სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების
სახეობებისა და საფასურის განსაზღვრის წესს აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით
ამტკიცებს საქსტატის საბჭო.
5. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავების მომსახურებით მიღებული
შედეგები არ ჩაითვლება ოფიციალურ სტატისტიკად.
6. ამ კანონის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ IX თავის და მონაცემთა ხარისხის
შესახებ X თავის დებულებების დაცვა სავალდებულოა ნებისმიერ შემთხვევაში.
მუხლი 46. მომსახურება სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით
1. დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ
ორგანოებს, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ, შეუძლიათ შეაგროვონ
დამატებითი სტატისტიკური მონაცემები.
2. ამგვარი მომსახურება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ოფიციალური სტატისტიკის
წარმოებასა და ხარისხს ან სტატისტიკის ეროვნული სისტემის სანდოობას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პირობები და ღირებულება
განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით და დამკვეთმა უნდა აანაზღაუროს მონაცემთა
შეგროვების დამატებითი ხარჯები.
4. მონაცემთა შეგროვების მომსახურებათა ჩამონათვალი შეტანილი უნდა იქნეს
საქმიანობის წლიურ ანგარიშში.
5. მონაცემთა შეგროვებით გაწეული მომსახურების შედეგები არ ჩაითვლება ოფიციალურ
სტატისტიკად.
6.
დაუშვებელია
მონაცემთა შეგროვების
მომსახურების
უზრუნველსაყოფად
განხორციელებული
გამოკვლევის,
რესპონდენტებისთვის
ან
მათი
ნაწილისთვის,
სავალდებულოდ გამოცხადება.
7. ამ კანონის მონაცემთა შეგროვების შესახებ VII თავის, კონფიდენციალურობის დაცვის
შესახებ IX თავის და მონაცემთა ხარისხის დაცვის შესახებ X თავის დებულებების დაცვა ყველა
შემთხვევაში სავალდებულოა.
მუხლი 47. სტატისტიკური მომსახურებით მიღებული შემოსავლები
ამ თავის 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად მიღებული შემოსავლები გამოიყენება
საქსტატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
თავი XIII. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
მუხლი 48. საერთაშორისო თანამშრომლობაში ჩართულობა
1. საქსტატმა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა სხვა ორგანოებმა, მათი
კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების
შემუშავებისა და მათი შემდგომი დანერგვის მიზნით, ასევე ოფიციალური სტატისტიკის
ხარისხის გაუმჯობესებისა და არეალის გაფართოების მიზნით, აქტიური მონაწილეობა უნდა
მიიღონ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებსა და აქტივობებში.
2. საქსტატი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში
საქართველოს, მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში.
წარმოადგენს
თავი XIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 49. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს მთავრობამ
დაამტკიცოს სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა:
ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს:
ა.ა) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის
კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესი;
ბ) სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭომ დაამტკიცოს:
ბ.ა) სამეცნიერო მიზნებისთვის კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომის წესი;
ბ.ბ) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ
სტატისტიკური მონაცემების დამუშავებით მომსახურების სახეობებისა და ფასების
განსაზღვრის წესი;
ბ.გ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესი და
პირობები;
3. ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც მიღებულია/გამოცემულია
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) საფუძველზე, ინარჩუნებს
იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის
მიღებამდე/გამოცემამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება
ამ კანონს.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს/საქსტატის საბჭოს წევრებს/მრჩეველთა საბჭოს
წევრებს უნარჩუნდებათ შესაბამისი უფლებამოსილება იმ ვადით რა ვადითაც ისინი იყვნენ
დანიშნული ამ კანონის მიღებამდე.
მუხლი 50. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოფიციალური
სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320).
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ,
ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შესაბამისად,
ოფიციალური სტატისტიკის სფეროში კანონმდებლობის მიახლოებას საერთაშორისო
სტანდარტებთან და ევროპულ კანონმდებლობასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ოფიციალური სტატისტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება
საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „ოფიციალური
სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონისა (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009) და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
“ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ოფიციალური
სტატისტიკის ეროვნული სისტემა „ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი
ორგანოების და ერთეულების ერთობლიობაა, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და
ავრცელებენ
ოფიციალური
სტატისტიკის
მონაცემებს
საქართველოს
სახელით”.
ამავდროულად, იმავე კანონის მე-3 მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, ოფიციალური
სტატისტიკის მწარმოებლები არიან საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში
– ეროვნული ბანკი). მოქმედი კანონით განსაზღვრული ჩარჩოს და საქართველოში
სტატისტიკის წარმოების ცენტრალიზებული სისტემის გათვალისწინებით, საქსტატი და
ეროვნული ბანკი – საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – სტრატეგიის კოორდინაციასა და
განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყებებია. დარგობრივი სტატისტიკის
მწარმოებელი და ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელი სხვა სახელმწიფო უწყებები
აღნიშნულ პროცესს მხარს საკუთარი კომპეტენციისა და მანდატის ფარგლებში უჭერენ.
საქსტატი, როგორც საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მთავარი მწარმოებელი და
სტატისტიკის სისტემის მაკოორდინირებელი უწყება, დაინტერესებულია ოფიციალური
სტატისტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებით და, იმავდროულად, მზად არის,
ოფიციალური სტატისტიკა აწარმოოს ობიექტურად და მიუკერძოებლად.
საქართველოს სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარებისათვის და საერთაშორისო
ნორმებთან ქვეყნის სტატისტიკური მეთოდებისა და სტანდარტების ჰარმონიზაციისათვის
საქსტატმა უკანასკნელ წლებში დიდი ძალისხმევა გაიღო და მნიშვნელოვან პროგრესსაც
მიაღწია.
2009 წლის შემდეგ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებები
რამდენჯერმე
შევიდა.
აღნიშნული
ცვლილებები
განხორციელდა
დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო სტატისტიკის წარმოების საერთაშორისოდ
აღიარებულ ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. თუმცა, კანონში
არსებული რიგი დებულებები დამატებით გაუმჯობესებას საჭიროებს, რათა ისინი
ოფიციალური სტატისტიკის მოდელური კანონის (შემდგომში – მოდელური კანონი) და
ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის (შემდგომში – პრაქტიკის კოდექსი) შესაბამის
სახელმძღვანელო პრინციპებს უფრო მეტად შეესაბამებოდეს.
მოდელური კანონი ევროპელ სტატისტიკოსთა კონფერენციის მიერ 2016 წლის აპრილში
იქნა მიღებული და განკუთვნილია აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის
ქვეყნებისთვის. მისი მიზანია აღნიშნული ქვეყნების საკანონმდებლო და სამართლებრივი
საფუძვლების სრულყოფა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში და სტატისტიკის ეროვნული
სისტემების მდგრადობის და პროფესიული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა სანდო და
მაღალხარისხიანი სტატისტიკის წარმოების უზრუნველსაყოფად.
პრაქტიკის კოდექსთან საქართველოს სტატისტიკის სისტემის შესაბამისობის დასადგენად,
2018-2019 წლებში ევროსტატმა (Eurostat), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ (EFTA)
და გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE) სტატისტიკის
ეროვნული სისტემის გლობალური შეფასება განახორციელეს. გლობალური შეფასების მიზანს
წარმოადგენს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინსტიტუციური, ორგანიზაციული და
ტექნიკური შესაძლებლობების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი. აღნიშნული შეფასება
განსაზღვრავს, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყნის მიერ წარმოებული ოფიციალური
სტატისტიკა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, მათ შორის –
გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს და ევროპის პრაქტიკის
კოდექსს. გლობალური შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები ასახულია
2020-2023 წლების სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიაში და
საქართველოს სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ერთგვარ
ჩარჩოს წარმოადგენს. როგორც გლობალური შეფასების ანგარიშშია ნათქვამი, საქსტატი და,
ზოგადად, სტატისტიკის მთელი სისტემა მეტწილად შეესაბამება საერთაშორისო და
ევროპულ სტანდარტებს, თუმცა რამდენიმე ძირითადი ასპექტი შემდგომ გაუმჯობესებას
საჭიროებს და პრაქტიკის კოდექსთან სრული შესაბამისობის მისაღწევად დამატებითი
სამუშაოების განხორციელებაა საჭირო. კერძოდ, გლობალური შეფასების 1-10 და 20-22
რეკომენდაციები პირდაპირ ეხება საკანონმდებლო ნორმატივებს და ითხოვს კანონის
არსობრივ ცვლილებებს. საკანონმდებლო ცვლილებებზე დიდწილად დამოკიდებული იქნება
სხვა რეკომენდაციების შესრულებაც.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის შესაძლებლობების განვითარების პროცესების
ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ნოემბრის № 585
დადგენილებით დამტკიცდა 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის
ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა ოფიციალური
სტატისტიკის შესახებ კანონის ცვლილება, საერთაშორისო მოთხოვნებისა და გლობალური
შეფასების რეკომენდაციების შესაბამისად.
გარდა ამისა, ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-4 თავის 286-ე მუხლის თანახმად:
„მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას სტატისტიკის საკითხებში, რაც
ხელს შეუწყობს დროული, საერთაშორისო დონეზე შესადარისი და საიმედო სტატისტიკური
მონაცემების უზრუნველყოფის გრძელვადიანი მიზნის შესრულებას. მოსალოდნელია, რომ
მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიულად დამოუკიდებელი სტატისტიკის ეროვნული სისტემა
საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და
გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიაწვდის რელევანტურ ინფორმაციას, რაც მათ საშუალებას
მისცემს, მის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. სტატისტიკის
ეროვნული სისტემა დაიცავს გაეროს „ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ
პრინციპებს“, სტატისტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის, მათ შორის, „ევროპის
სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის“ გათვალისწინებით, სტატისტიკის ეროვნული სისტემის
ევროპის სტატისტიკის ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მიერ შემუშავებულია და წარმოდგენილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ახალი რედაქცია. შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-4 თავის 286-ე
მუხლთან, რომლის თანახმად: „მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას
სტატისტიკის საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს დროული, საერთაშორისო დონეზე
შესადარისი და საიმედო სტატისტიკური მონაცემების უზრუნველყოფის გრძელვადიანი
მიზნის შესრულებას.
მოსალოდნელია, რომ მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიულად დამოუკიდებელი
სტატისტიკის ეროვნული სისტემა საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს, ბიზნეს
სექტორის წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიაწვდის რელევანტურ
ინფორმაციას, რაც საშუალებას მისცემთ, მის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული
გადაწყვეტილებები. სტატისტიკის ეროვნული სისტემა დაიცავს გაეროს ოფიციალური
სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს,
სტატისტიკის სფეროში ევროკავშირის
კანონმდებლობის,
მათ
შორის
ევროპის
სტატისტიკის
პრაქტიკის
კოდექსის
გათვალისწინებით, სტატისტიკის ეროვნული სისტემის ევროპის სტატისტიკის ნორმებსა და
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი ადგენს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოების
უფლებებსა და მოვალეობებს, მათი მოქმედების სფეროებს, სტატისტიკის შემუშავების,
წარმოებისა და გავრცელების ძირითად პრინციპებს. ის განსაზღვრავს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის პროფესიულ დამოუკიდებლობას და მოწინავე როლს სტატისტიკის
ეროვნულ სისტემაში.
კანონპროექტი ასევე ადგენს რესპონდენტების მოვალეობებს და უზრუნველყოფს მათი
უფლებებისა და კონფიდენციალური მონაცემების დაცვას. ის არეგულირებს სტატისტიკის
მწარმოებლების წვდომას ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებთან და მათ გამოყენებას
სტატისტიკური მიზნებისთვის.
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო
დაუახლოვდება ოფიციალური სტატისტიკის მოდელურ კანონს და ევროპის სტატისტიკის
პრაქტიკის კოდექსს. ამასთან შესრულდება 2019 წლის 29 ნოემბრის № 585 დადგენილებით
დამტკიცებული 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული
სისტემის განვითარების სტრატეგიის რიგი ვალდებულებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მოქმედ კანონთან შედარებით ახალ კანონპროექტში ყურადღება გამახვილებულია და
უფრო დეტალურად არის აღწერილი შემდეგი ძირითადი თემები:
● ოფიციალური სტატისტიკის განსაზღვრება და მისი გამიჯვნა ადმინისტრაციული
მონაცემებისგან;
● ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოთა განსაზღვრა და მათი როლის
დადგენა;
● ოფიციალური
სტატისტიკის
მწარმოებელ
ორგანოთა
პროფესიული
დამოუკიდებლობის პრინციპი;
● სტატისტიკის ეროვნული სამსახურის როლი და მნიშვნელობა სტატისტიკის
ეროვნული სისტემის კოორდინირებაში;
● საქსტატის
საბჭოს
და
საქსტატის
მრჩეველთა
საბჭოს
როლი
და
უფლებამოსილებები;
● სტატისტიკური პროგრამების მნიშვნელობა, აღწერილობა და მათი შემადგენელი
მხარეები. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელთა და ადმინისტრაციულ
ორგანოთა პასუხისმგებლობა პროგრამის შედგენაში და შესრულებაში;
● მონაცემთა შეგროვების და ადმინისტრაციულ და სხვა წყაროებთან წვდომის
უფლებამოსილება;
● კონფიდენციალურ მონაცემებთან მუშაობის პროცედურები და პრინციპები.
ინდივიდუალურ მონაცემებთან წვდომა და უფლებამოსილება;
●
მონაცემთა ხარისხის მართვა მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით;
●
მონაცემთა გავრცელების პოლიტიკა და პრინციპები.
კანონის პროექტში ასახულია გლობალური შეფასების რეკომენდაციები და ის ეფუძნება
მოდელური კანონის სტრუქტურას და ძირითად პრინციპებს. კანონპროექტი შედგება 14
თავისგან, ესენია:
თავი I. ზოგადი დებულებები
ამ თავში განსაზღვრულია კანონის მიზანი, მოქმედების სფერო და ოფიციალური
სტატისტიკის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი. კანონი
განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის ცნებას. განახლებულია და დამატებულია ახალ
ტერმინთა განმარტება, რაც მეტ საშუალებას აძლევს კანონმდებელს საზოგადოებას მიაწოდოს
მისი შინაარსი სწორი და მარტივი ფორმით.
კანონის ძირითადი სუბიექტები არიან სტატისტიკის ეროვნული სისტემის მონაწილეები,
რესპონდენტები, ადმინისტრაციულ მონაცემთა მომწოდებლები და მომხმარებლები.
თავი II. ოფიციალური სტატისტიკის მიზანი და ძირითადი პრინციპები
კანონი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის კრიტერიუმებს, ხაზს უსვამს
ოფიციალური სტატისტიკის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მოწონებული
ფუძემდებლური პრინციპების დაცვის სავალდებულოობას. კანონპროექტში ოფიციალური
სტატისტიკის ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის
კოდექსისა და ოფიციალური სტატისტიკის მოდელური კანონის შესაბამისად, რაც
უზრუნველყოფს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში არსებული ყველა ორგანოს საქმიანობის
ობიექტურობას, სიზუსტეს, ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.
ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლების მიერ წარმოებული სტატისტიკური
მონაცემები არ შეიძლება განიხილებოდეს ოფიციალურ სტატისტიკად, თუ მისი წარმოება არ
რეგულირდება აღნიშნული კანონით და არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ
ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია
პროფესიული დამოუკიდებლობის, კონფიდენციალურობისა და ხარისხის უზრუნველყოფის
პრინციპების დაცვა.
თავი III. სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრუქტურა
ეს თავი განსაზღვრავს სტატისტიკის ეროვნული სისტემის არსს, სისტემის მონაწილე
მხარეებს, მათ ფუნქციებს, მოვალეობებს, უფლებამოსილებას და მათ როლს ოფიციალური
სტატისტიკის წარმოებაში.
კანონპროექტის მე-6 მუხლის თანახმად, სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრები არიან
საქსტატი, ეროვნული ბანკი და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები.
კანონით კონკრეტულად არის დადგენილი, თუ ვინ ითვლება ოფიციალური სტატისტიკის
მწარმოებელ სხვა ორგანოებად. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა
ორგანოები არიან ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის
შემუშავებას, წარმოებასა და გავრცელებას ახორციელებენ სტატისტიკური სამუშაოების
პროგრამის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი
პრინციპების შესაბამისად. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების
განსაზღვრის მიზნით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს შესაბამის წესსა და კრიტერიუმებს,
რომლის საფუძველზეც დგინდება, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ესა თუ ის
ადმინისტრაციული ორგანო სტატისტიკის მწარმოებლად. თუ ადმინისტრაციული ორგანო
აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, ის როგორც ოფიციალური სტატისტიკის
მწარმოებელი შეტანილი იქნება სტატისტიკურ სამუშაოთა წლიურ პროგრამაში. შედეგად,
ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების ჩამონათვალი დადგინდება
სტატისტიკურ სამუშაოთა წლიურ პროგრამასთან ერთად.
გამოიკვეთა საქსტატის, როგორც წამყვანი სტატისტიკური ორგანოს როლი სტატისტიკის
ეროვნული სისტემის კოორდინაციაში (გარდა ეროვნული ბანკის საქმიანობის
კოორდინაციისა, ვინაიდან ეროვნული ბანკი წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს და
მის მიერ სტატისტიკის წარმოების უფლებამოსილება და ფუნქციები განსაზღვრულია
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით). შესაბამისად, გაიზარდა საქსტატის
ფუნქციები და უფლებამოსილებები. საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკური
სამუშაოების პროგრამების შემუშავების, პროგრამის განხორციელების და შესრულების
ანგარიშგების კოორდინაციაზე. საქსტატი ახორციელებს ხარისხის მართვის კონცეფციების
დანერგვას და დაცვას სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში (გარდა ეროვნული ბანკისა), რაც
გულისხმობს მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად მეთოდოლოგიური დახმარების
გაწევას და მწარმოებლის მიერ ხარისხის აუდიტის და თვითშეფასების ჩატარების
კოორდინაციას.
იცვლება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის არჩევისა და დანიშვნის წესი,
იზრდება მისი ფუნქციები. მოქმედი კანონისგან განსხვავებით, საქსტატის აღმასრულებელ
დირექტორობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება საქსტატის საბჭოს წევრობის
კანდიდატების შერჩევისგან განცალკევებით. კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორობის
კანდიდატი აირჩევა დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ, რომელიც იქმნება
პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტის საფუძველზე. აღმასრულებელი დირექტორობის
კანდიდატი შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს პარლამენტს, ხოლო პარლამენტის
თანხმობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება აღმასრულებელ დირექტორად.
ამავდროულად, აღმასრულებელი დირექტორად არჩევისთანავე იგი ხდება საქსტატის საბჭოს
წევრი და მრჩეველთა საბჭოს წევრი, ორივე საბჭოს თავმჯდომარის რანგში.
აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია დაამტკიცოს/შემოიღოს სტატისტიკური
საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტები, კლასიფიკაციები და
მეთოდოლოგიები, რომლებიც
შესაბამისობაში იქნება
საერთაშორისოდ აღიარებულ
ანალოგებთან (აღნიშნული ფუნქცია აქამდე ეკისრებოდა საქსტატის საბჭოს), შესაბამისად,
საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს უფლება აქვს გამოსცეს ნორმატიული აქტი/აქტები
კომპეტენციის ფარგლებში, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით დადგენილი წესით.
აღმასრულებელი დირექტორის სამუშაო პერიოდი შეადგენს 4 წელს და ის შეიძლება
არჩეულ იქნას აღმასრულებელ დირექტორად არაუმეტეს ორი ვადით.
აღმასრულებელი დირექტორი, თანამდებობაზე ყოფნის მთელ პერიოდში, არ შეიძლება
იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და ეწეოდეს ნებისმიერ პოლიტიკურ
საქმიანობას.
მე-12 მუხლი მკაფიოდ განმარტავს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა
ორგანოების სტატუსს, მათ ფუნქციებს, ვალდებულებებსა და როლს სტატისტიკის ეროვნულ
სისტემაში. აგრეთვე ადგენს სისტემის შიგნით სტატისტიკური მონაცემების მიწოდების წესს
და ინდივიდუალურ მონაცემებზე წვდომის უფლებებს.
საქსტატი, როგორც სისტემის მაკოორდინირებელი ორგანო, ინფორმირებული უნდა იყოს
ნებისმიერი სტატისტიკური ორგანოს ან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების
ორგანოს მიერ წარმოებული ყველა სტატისტიკური გამოკვლევის, მათ შორის სტატისტიკური
სამუშაოების პროგრამით გაუთვალისწინებელი გამოკვლევების შესახებ. ეს ხელს შეუწყობს
პროცესების კოორდინაციას, მონაცემთა გაცვლას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და
რესურსების ეფექტიან გამოყენებას. ასევე, შემცირდება დატვირთვა რესპონდენტებზე.
თავი IV. საქსტატის საბჭო
საქსტატის საბჭო არის ოფიციალური სტატისტიკის სტრატეგიული განვითარებისა და
მისი მწარმოებელი ორგანოების პროფესიული დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით
შექმნილი ორგანო. წარმოდგენილი პროექტით შეიცვალა საქსტატის საბჭოს წევრთა
რაოდენობა, მათი შერჩევისა და დანიშვნის წესი, ასევე მათი ფუნქციები და როლი
სტატისტიკის სისტემის კოორდინაციაში. საბჭო, ასევე უფლებამოსილია კომპეტენციის
ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქსტატის საბჭოს სტატისტიკური მეთოდოლოგიების დამტკიცების/აღიარების ფუნქცია
გადაეცა აღმასრულებელ დირექტორს.
თავი V. საქსტატის მრჩეველთა საბჭო და სხვა საკონსულტაციო ორგანოები
აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია შექმნას საქსტატის მრჩეველთა საბჭო და
სხვა საკონსულტაციო ორგანოები, რომელთა ფუნქცია სტატისტიკურ საკითხებზე
აღმასრულებელი დირექტორისთვის რეკომენდაციების და კონსულტაციების გაწევაა.
აღნიშნული ორგანოების გადაწყვეტილებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
თავი VI. სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაცია და სტატისტიკური სამუშაოების
პროგრამები
კოორდინაცია წარმოადგენს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ეფექტური და
ურთიერთშეთანხმებული
ფუნქციონირების
წინაპირობას,
დაფუძნებულს
მაღალ
პროფესიულ სტანდარტებზე. საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკის მწარმოებელთა
შორის სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაციაზე, საერთო სისტემური საქმიანობის
ჰარმონიზებაზე, ამ კანონისა და ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების
დაცვაზე.
ამ თვალსაზრისით, სტატისტიკური პროგრამები წარმოადგენს სტატისტიკის ეროვნული
სისტემის კოორდინაციის ძირითად ინსტრუმენტს. პროგრამის მიზანია სტატისტიკური
საქმიანობების დაგეგმვა, მწარმოებლებს შორის ეფექტური თანამშრომლობა და
კოორდინაცია,
სტატისტიკური
სამუშაოების
განხორციელებაზე
მთავრობისგან
უფლებამოსილებების მიღება. სტატისტიკური პროგრამები წარმოადგენს სამართლებრივ
საფუძველს რესპონდენტებისგან მონაცემების შესაგროვებლად და ადმინისტრაციულ
წყაროებზე ოფიციალური წვდომის მისაღებად. ქვეყნის მასშტაბით ყველა ორგანოს მიერ
წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა ჩართული უნდა იყოს სტატისტიკურ პროგრამაში.
პროგრამების შედგენაზე პასუხისმგებელია საქსტატი, სხვა მწარმოებლებთან მჭიდრო
თანამშრომლობით. საქსტატი კოორდინაციას უწევს სტატისტიკის მწარმოებელი ყველა
ორგანოს სტატისტიკურ საქმიანობას (გარდა ეროვნული ბანკისა).
თავი VII. მონაცემთა შეგროვება
ეს თავი განსაზღვრავს საქსტატის და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა
ორგანოების უფლებამოსილებას მონაცემთა შეგროვებაზე, ადმინისტრაციულ მონაცემთა
ფლობაზე, დამუშავებაზე, გადაცემაზე და ინდივიდუალური მონაცემების წვდომაზე
მხოლოდ
სტატისტიკური
მიზნებისთვის.
ასევე,
რესპონდენტების
უფლებებზე,
ვალდებულებებზე და პასუხისმგებლობაზე აღნიშნულ პროცესში.
გამარტივდა რესპოდენტთათვის სათანადო ინფორმაციის წარმოდგენაზე ელექტრონული
მოთხოვნის ჩაბარების პროცესი, კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების ელექტრონული
ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი
პირისათვის ოფიციალურად ჩაბარებულად. აღნიშნულის განხორციელების შესაძლებლობას
იძლევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის შინაარსი.
სტატისტიკის სისტემის ფარგლებში, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს შორის
მონაცემთა და მეტამონაცემთა გაცვლა აუცილებელია მონაცემთა შეგროვების პროცესში
დუბლირებისგან თავის ასარიდებლად, ადამიანური და ფინანსური რესურსების დასაზოგად
და რესპონდენტებზე ტვირთის შესამცირებლად, აგრეთვე ოფიციალური სტატისტიკის
ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამ პროცესში დაცული უნდა იქნეს კონფიდენციალურობის
პრინციპი. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები უფლებამოსილი არიან აწარმოონ
სტატისტიკური რეგისტრები, რომლებიც წარმოადგენენ პირველადი მონაცემების წყაროს
სტატისტიკური ერთეულების შესახებ, რაც შემდგომში გამოიყენება სტატისტიკის სხვადასხვა
სფეროში.
თავი VIII. აღწერები
კანონპროექტის
თანახმად,
საქსტატი
უფლებამოსილია,
ჩაატაროს
აღწერები
მოსახლეობის, საცხოვრისების, ეკონომიკური ერთეულების, შენობებისა და სოფლის
მეურნეობის შესახებ მონაცემების მისაღებად. აღწერის სახეებია მოსახლეობის, სასოფლოსამეურნეო და ეკონომიკური აღწერები. აღწერებს გააჩნია საყოველთაო ხასიათი. აღნიშნული
თავი განსაზღვრავს აღწერების ჩატარების წესს, ფორმას, პერიოდულობას და აღწერაში
მონაწილე მხარეების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.
თავი IX. მონაცემთა კონფიდენციალურობა
სტატისტიკის წარმოებისა და მონაცემთა გავრცელების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი პრინციპია სტატისტიკური ერთეულების, ფიზიკური და იურიდიული
პირების შესახებ არსებული ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა.
პირთა იდენტიფიცირება შეუძლებელი უნდა იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი
წესით, ანუ იდენტიფიკატორთა (დასახელება, მისამათი, სარეგისტრაციო კოდი და ა.შ.)
აგრეგირების ან კომბინაციის საშუალებით.
მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით ევროსტატის (Eurostat), ევროპის
თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა (EFTA) და გაერთიანებული ერების ევროპის
ეკონომიკურმა კომისიის (UNECE) ექსპერტებმა სტატისტიკის ეროვნული სისტემის
გლობალური შეფასების ანგარიშში გასცეს რეკომენდაციები ეროვნული სტატისტიკის
სისტემის ევროპის სტატისტიკის ნორმებისა და სტანდარტებთან მოყვანის მიზნით
გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
სწორედ გლობალური შეფასების ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაცია „ოფიციალური
სტატისტიკის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილება არასტატისტიკური
კონფიდენციალური მონაცემების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული თავი ადგენს კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების, დამუშავების,
შენახვის და ამ ინფორმაციაზე წვდომის წესებსა და პასუხისმგებლობებს. ასევე
კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომას სამეცნიერო მიზნებისთვის.
თავი X. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხი
ოფიციალური სტატისტიკის ყველა მწარმოებელმა რეგულარულად უნდა შეაფასოს და
გააუმჯობესოს თავის მიერ წარმოებული პროდუქტები და პროცესები, მომხმარებელთა
მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ პროცესში დაცული უნდა იყოს ოფიციალური
სტატისტიკის ძირითადი პრინციპები და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და
რეკომენდაციები. მონაცემთა წყაროების, მეთოდების, ხერხების და სტატისტიკური
პროცესების დოკუმენტირება წარმოადგენს საბაზო მოთხოვნას, რომელსაც უნდა
აკმაყოფილებდნენ სტატისტიკის მწარმოებლები. ეს მეტამონაცემები უნდა იყოს
ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის და უნდა ასახავდეს, თუ რამდენად შეესაბამება
წარმოებული სტატისტიკა ხარისხის მიზნობრივ მახასიათებლებს. პროცესებისა და
პროდუქტების ხარისხის აუდიტი და თვითშეფასება წარმოადგენს ძირითად ინსტრუმენტს
ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და მისი შედეგების გასაუმჯობესებლად. თუ
თვითშეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ წარმოებული სტატისტიკური მონაცემები არ
შეესაბამება მიზნობრივ მაჩვენებლებს, სტატისტიკის მწარმოებლებს უფლება აქვთ ეს
მონაცემები ამოიღონ ოფიციალური სტატიკის ნუსხიდან და ვალდებული არიან დასახონ
ღონისძიებები სტატისტიკის წარმოების სრულყოფისთვის.
საქსტატი ადგენს ხარისხის მართვის კონცეფციებს და კოორდინაციას უწევს მათ
დანერგვას სისტემის შიგნით. საქსტატი უფლებამოსილია სისტემის შიგნით შეამოწმოს
მონაცემთა ხარისხი და გასცეს რეკომენდაციები მის გასაუმჯობესებლად. ხარისხის მართვა
წარმოადგენს ოფიციალური სტატისტიკის სისტემის კოორდინირების უმნიშვნელოვანეს
ინსტრუმენტს.
თავი XI. მონაცემთა გავრცელება
ძირითადი მოთხოვნა სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების პროცესში
მდგომარეობს იმაში, რომ ოფიციალური სტატისტიკა უნდა გავრცელდეს დროულად,
პუნქტუალურად და გარე პირების ჩარევის გარეშე. ყველა პირს უნდა გააჩნდეს თანაბარი და
ერთდროული წვდომა სტატისტიკურ ინფორმაციაზე და, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს
კონფიდენციალურობის პრინციპი. ოფიციალური სტატისტიკის ყველა მწარმოებელი
წინასწარ ადგენს და აქვეყნებს სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების კალენდარს.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ქვეყნდება მეტამონაცემებთან და განმარტებებთან
ერთად.
ოფიცალური სტატისტიკის მწარმოებლები შეიმუშავებენ მონაცემთა გავრცელების
პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პროფესიული
დამოუკიდებლობის, მონაცემთა გავრცელების კალენდრის და მონაცემთა გადასინჯვის წესის
დასაცავად. ეს ერთგვარი გარანტიაა, რომ ინფორმაცია ყველა შემთხვევაში იქნება
გავრცელებული, მიუხედავად ხელისუფლების ორგანოების და პოლიტიკური ძალების
შესაძლებელი რეაქციისა.
თავი XII. სტატისტიკური მომსახურება
კანონი არეგულირებს საქსტატის მიერ სტატისტიკური მომსახურების სახეებს და მათი
გაწევის წესს. საქსტატი უფლებამოსილია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს
გარეთ განახორციელოს მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და მიწოდება
დაინტერესებული მხარეებისთვის შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე, რომლის
საფასურსაც ადგენს საქსტატის საბჭო.
გარდა ამისა, საქსტატი, ორმხრივი შეთანხმების და ხელშეკრულების საფუძველზე
ახორციელებს სხვადასხვა სახის სტატისტიკურ გამოკვლევებს და მიღებული მონაცემების
დამუშავებას.
სტატისტიკური მომსახურების გაწევისას დაცული უნდა იყოს კანონით დადგენილი
მოთხოვნები და პრინციპები.
სტატისტიკური მომსახურებით მიღებული მონაცემები არ ჩაითვლება ოფიციალურ
სტატისტიკად.
თავი XIII - საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
ოფიციალური
სტატისტიკის
წარმოება
იზოლირებულად,
საერთაშორისო
თანამშრომლობისა და საერთო აღიარებული პრინციპების გარეშე შეუძლებელია.
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და არსებული სტანდარტების დანერგვა
ოფიციალური სტატიკის წარმოებას უფრო ეფექტურს და სანდოს ხდის. ის შესადარისი ხდება
საერთაშორისო არენაზე.
საქსტატი წარმოადგენს ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სისტემას საერთაშორისო
ასპარეზზე და ახორციელებს კოორდინატორის ფუნქციას საერთაშორისო სტატისტიკურ
თანამეგობრობაში.
თავი XIV – გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
კანონპროექტის 49-ე მუხლში ასახულია კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით
მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი. გარდა ამისა, საქართველოს
მთავრობის მიერ მიღებულ იქნება სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის და საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატის
შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის, კონკურსის ჩატარების წესისა და
კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ შესაბამისი დადგენილება.
აღსანიშნავია,
რომ
ის
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტები,
რომლებიც
მიღებულია/გამოცემულია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11
დეკემბრის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320)
საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი
ნორმატიული აქტის მიღებამდე/გამოცემამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ან მისი
ნაწილი ეწინააღმდეგება ამ კანონს.
ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს/საქსტატის საბჭოს წევრებს/მრჩეველთა საბჭოს
წევრებს უნარჩუნდებათ შესაბამისი უფლებამოსილება იმ ვადით რა ვადითაც ისინი იყვნენ
დანიშნული ამ კანონის მიღებამდე.
კანონის ამოქმედდების ვადად განსაზღრულია 2023 წლის 1 ივნისი. ამასთან, ამ კანონის
ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდება „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45,
21.12.2009, მუხ. 320).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ოფიციალური სტატისტიკის სფეროში კანონმდებლობის ცვლილება გათვალისწინებულია
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ნოემბრის № 585 დადგენილებით დამტკიცებული
„2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის
განვითარების სტრატეგიით და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით“
(სტრატეგიული მიზანი №3: სტატისტიკური ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების
განვითარება; ამოცანა 3.1: საკანონმდებლო ბაზის მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობაში; აქტივობა 3.1.1.).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი - 2023 წლის 1 ივნისი შეირჩა იმ გარემოების
გათვალისწინებით,
რომ
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებების
განხორციელებისათვის აუცილებელია გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება,
რაც მოითხოვს შესაბამის დროს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
საშუალოვადიან პერიოდში არის სახელმწიფო ბიუჯეტი, საკუთარი შემოსავლები და
კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტით უფრო დეტალურად და მკაფიოდ არის გაწერილი ის
მიზნები და ამოცანები, რაც დღეს მოქმედ კანონშიც არის დარეგულირებული. ის ფუნქციები,
უფლებამოსილებები და ვალდებულებები, რომლებიც დადგენილია წარმოდგენილი
კანონპროეტით არ მოითხოვს დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსების
გამოყოფას. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან.
საქსტატი აღნიშნულ ფუნქციას განახორციელებს არსებული ადამიანური რესურსების
ფარგლებში, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან და საკუთარი
შემოსავლებიდან.
ოფიცალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები და ადმინისტრაციული
წყაროები ამ კანონის ფარგლებში, თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ დამატებითი
ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფის გარეშე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე)კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს ამ პუნქტით
განსაზღვრულ პირთათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი შეესაბამება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებას“ (286-ე მუხლი).
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროქტის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის და ევროსტატის პროექტის
„სტატისტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ მხარდაჭერით (STEP-Statistics
Through Eastern Partnership). პროექტის მიერ დაქირავებული იქნა სტატისტიკის სფეროში
ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი - მაიკ ჰიუზი, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო
კანონპროექტის შემუშავებაში.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა მონაწილეობა მიღო
შვიდდღიან ვირტუალურ სემინარში, რომლის ორგანიზატორიც ასევე იყო აღნიშნული
პროექტი (STEP), და ეხებოდა სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციის და
სტატისტიკის შესახებ კანონის იმპლემენტაციას ევროპის სხვადასხვა მოწინავე
სტატისტიკური სამსახურების მაგალითზე (იტალია, საფრანგეთი, ლიეტუვა, უნგრეთი,
დანია).
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მოეწყო კონსულტაციები საქართველოს ეროვნულ
ბანკთან, ბიზნეს ასოციაციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ამასთან,
კანონპროექტი განსახილველად დაეგზავნა სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის,
ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.