„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.01.2023
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/244/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „41. სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ იმავე კანონით დადგენილ ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა სტატისტიკური მონაცემი და სხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და/ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ხოლო კანონის პროექტის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინონ მას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და/ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას, საქსტატისათვის ზემოხსენებული ინფორმაციის მიწოდების კუთხით, არ იცნობს. ხსენებული ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდებისა და ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე იმ პირებისა, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი თანმდევი ცვლილება უნდა განხორციელდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით კეთდება დათქმა, რომ საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა სტატისტიკური მონაცემი და სხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და/ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასევე, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინონ მას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და/ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამომდინარე იქედან, რომ ეროვნული ბანკი შექმნილია საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და ორგანული კანონითვე არის დადგენილი მისი ფუნქციები და ამოცანები, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება შევიდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საკანონმდებლო ნორმების შესაბამისობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონის პროექტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა სტატისტიკური მონაცემი და სხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და/ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ხოლო „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონპროექტის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინონ მას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური და/ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს მოქმედი ორგანული კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას, საქსტატისათვის ზემოხსენებული ინფორმაციის მიწოდების კუთხით, არ იცნობს. ხსენებული ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდებისა და ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე იმ პირებისა, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლს ემატება 41 პუნქტი, რომლის თანახმად, „სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ იმავე კანონით დადგენილ ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 1 ივნისი, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის ამოქმედების ვადა განსაზღვრულია ამავე თარიღიდან - 2023 წლის 1 ივნისიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, განსაზღვრული არ არის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.