საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-1350/23
06-02-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის პირველი და მე-3
პუნქტების
შესაბამისად,
წარმოგიდგენთ
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული
საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: - ანგარიში „41“ ფურცელზე
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის საქმიანობის
ანგარიში
2022
1
სარჩევი
1.
შესავალი ...................................................................................................................................................... 2
2.
ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ ............................................................................................ 2
2.1.
კომიტეტის მისია ................................................................................................................................ 2
2.2.
კომიტეტის წევრები ........................................................................................................................... 2
3.
მთავარი მიღწევები და გამოწვევები ....................................................................................................... 3
4.
სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები ....................................................................................... 5
5.
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა .................................................................................... 7
6.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა ......................................................................................... 19
7.
კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა ................................................................................. 22
7.1.
საზოგადოებასთან ურთიერთობა ................................................................................................. 22
7.1.1. მოქალაქეთა წერილები/მომართვები .......................................................................................... 22
7.1.2. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ................................................................... 26
7.2.
საერთაშორისო თანამშრომლობა ................................................................................................. 26
8.
კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება ............................................................................................ 27
9.
კომიტეტის სხვა საქმიანობა .................................................................................................................. 28
9.1.
კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა .............................................................. 28
9.2.
კომიტეტის საქმიანობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ........ 29
9.2.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული
გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ ................................................................................. 30
9.2.2.
სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი ...................................................................... 31
9.2.3.
გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა................................................... 32
9.2.4. პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების
ინსტიტუციური გაძლიერება .................................................................................................................... 35
9.2.5. პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და
გამჭვირვალობის გაუმჯობესება .............................................................................................................. 37
9.2.6. სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფა, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ
ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება ...................................................................................................... 38
9.3.
სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა....................................................................... 38
9.4.
შიდა ინსტიტუციური თანამშრომლობა ........................................................................................ 39
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
1. შესავალი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და კომიტეტის დებულების შესაბამისად.
დოკუმენტში წარმოდგენილია კომიტეტის მიერ, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის
ჩათვლით გაწეული საქმიანობის ანგარიში.
ანგარიშის მიზანია, წარმოადგინოს საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის გამგებლობას
მიკუთვნებულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების, კანონმდებლობის
შემუშავების და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებებით კომიტეტის მიერ გაწეული
საქმიანობის, მათ შორის, კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
საქმიანობის მონიტორინგის შედეგები.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა
კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, საზოგადოებასთან და
საერთაშორისო
პარტნიორებთან
ურთიერთობა,
საქართველოს
ევროკავშირში
ინტეგრაციისკენ მიმართული საქმიანობა და კომიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე
ზრუნვა. ანგარიშის შესაბამის თავებში წარმოდგენილია ინფორმაცია ხსენებული
საქმიანობების შესახებ.
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
2.1.
კომიტეტის მისია
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის მისიას წარმოადგენს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა შესახებ
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, კანონმდებლობის განვითარება და
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის
საქმიანობის კონტროლი.
კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს
კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის, საქართველოს კანონებისა და კომიტეტის დებულების შესაბამისად.
2.2.
კომიტეტის წევრები
საანგარიშო პერიოდის დასასრულს, კომიტეტი წარმოდგენილია თერთმეტი დეპუტატით,
რომელთაგან ექვსი არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ხოლო ხუთი - ოპოზიციური
პარტიებიდან.
კომიტეტის შემადგენლობა 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით:
1.
მიხეილ სარჯველაძე (კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
2.
ალუდა ღუდუშაური (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია
„ქართული ოცნება“),
3
3.
ანა ბუჩუკური (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უფრაქციო პარლამენეტის
წევრი),
4.
სავალან მირზოევი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული
ოცნება“),
5.
ზაურ დარგალი (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
7.
ტარიელ ნაკაიძე
„რეფორმების ჯგუფი“),
8.
ანა ნაცვლიშვილი
საქართველოსთვის“)
(კომიტეტის
(კომიტეტის
წევრი,
წევრი,
საპარლამეტო
ფრაქცია
პოლიტიკური
„ლელო“
9.
დავით სერგეენკო (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
10.
ვლადიმერ ჩაჩიბაია (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
ჯგუფი
პარტნიორობა
11.
ნატო ჩხეიძე (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ),
12.
ეკატერინე ხერხეულიძე (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ).
3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები
2022 წელს, კომიტეტის ფარგლებში მომზადებული და ინიციირებული საკანონმდებლო
აქტები მიმართული იყო ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული რეფორმების
განხორციელებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისკენ. ამასთანავე, კომიტეტი
კრიტიკულად აანალიზებდა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს ადამიანის
უფლებების ჭრილში, განსაზღვრავდა მათ სამომავლო ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე
და აფასებდა შემოთავაზებული ცვლილებების ეფექტიანობას ამ მიმართულებით არსებული
გამოწვევების დასაძლევად. ამას გარდა, კომიტეტის შეფასების საგანი იყო წარმოდგენილი
საკანონმდებლო ინიციატივების თავსებადობა ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო
პოლიტიკის დოკუმენტებითა და საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებთან.
საანგარიშო წელს კომიტეტმა ჩაატარა 52 სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე კომიტეტის მიერ
განხილულ იქნა:
•
•
•
•
•
•
72 საკანონმდებლო ინიციატივა (305 კანონპროექტი) - მათ შორის 38 საკანონმდებლო
პაკეტი (271 კანონპროექტი) და 34 ცალკეული კანონპროექტი. მათგან, წამყვანი
კომიტეტის სტატუსით განიხილა 6 საკანონმდებლო ინიციატივა (29 კანონპროექტი);
1 დადგენილების პროექტი, განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
7 საკანონმდებლო წინადადება. ყველა განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
2 პეტიცია. ორივე პეტიცია განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
2 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი;
20 პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი
ანგარიში და ინფორმაცია, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი 2
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
•
•
ალტერნატიული ანგარიში. მათგან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულია 7
ანგარიში;
2 ვაკანტურ თანამდებობაზე 21 პირის არჩევაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხი. ორივე
განხილულია წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
16 ორგანიზაციული და სხვა საკითხი.
საანგარიშო პერიოდში, მრავალფეროვანი იყო კომიტეტის მიერ, საზედამხედველო
საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და საზედამხედველო
ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკა.
2022 წელს კომიტეტმა განიხილა 20 ანგარიში, შექმნა 5 სამუშაო ჯგუფი, დაიწყო მუშაობა 1
თემატურ მოკვლევაზე, ხოლო სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით
გაგზავნა 460 სადეპუტატო კითხვა.
პარლამენტის წევრის კითხვა იყო საზედამხედველო ინსტრუმენტი, რომელსაც კომიტეტი
წლის განმავლობაში აქტიურად მიმართავდა. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის წევრების
მხრიდან სულ გაიგზავნა 460 სადეპუტატო კითხვა. კითხვების ძირითადი ადრესატები იყვნენ
აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებები და
დასმული კითხვების თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მსჯავრდებულთა/
ბრალდებულთა უფლებები, ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობა, შშმ პირთა საჭიროებები,
კორონავირუსზე რეაგირების ღონისძიებები, ქალთა უფლებები, ინფრასტრუქტურული
ღონისძიებები,
განათლება,
ევროინტეგრაცია,
სასამართლო
სტატისტიკა,
ადმინისტრაციული წარმოება, თავდაცვა და უსაფრთხოება, ბავშვთა უფლებები და სხვა.
მიღებული პასუხების საერთო რაოდენობა შეადგენს 421-ს. კითხვებისა და მიღებული
პასუხების უმრავლესობა საფუძვლად დაედო საკომიტეტო მოკვლევებს, რომელთა
შედეგადაც გამოიკვეთა კონკრეტული მიგნებები და მომზადდა კომიტეტის შესაბამისი
რეკომენდაციები.
მიმდინარეა კომიტეტის თემატური მოკვლევა, რომლის მიზანია ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს
კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის
უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული საკითხების
იდენტიფიცირება.
კომიტეტმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
მოპოვებისთვის საჭირო პროცედურებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მხრივ. რაც
გამოიხატებოდა ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარისთვის (ნაწილი I) საქართველოს
პასუხების მომზადების პროცესში მონაწილეობით. კომიტეტი, ასევე, აქტიურად იყო
ჩართული საპარლამენტო ღონისძიებებში, და ევროპული საბჭოს მიერ, კანდიდატი ქვეყნის
სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. კომიტეტი
სხვადასხვა ფორმითა და ინტენსივობით იყო ჩართული აღნიშნული რეკომენდაციებიდან
შვიდის შესრულებაში 1.
1
აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია 9.2. ქვეთავში.
5
საანგარიშო
პერიოდი,
წარმატებულ
საქმიანობასთან
ერთად
ხასიათდებოდა
გამოწვევებითაც. რამდენადაც მნიშვნელოვანი და საპატიო იყო კომიტეტისთვის, ემუშავა
ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტიან გეგმაზე, იმდენად კომპლექსურ
შინაარსობრივ და ორგანიზაციულ რესურსს და მოქნილობას საჭიროებდა ახალი დღის
წესრიგი. მთელი პროცესის განმავლობაში კომიტეტმა გასწია იმგვარი სამუშაო, რაც
გაულისხმობს სამუშაო ჯგუფების თუ სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, ანალიტიკური
ინფორმაციის დამუშავებას, კანონპროექტების მომზადებას ფართო საზოგადოებრივი
ჩართულობით და ხანგრძლივი საკომიტეტო მოსმენების გამართვას, რაც, მაგალითად
უკავშირდებოდა სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენას. ვინაიდან ეს საკითხები
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არ ყოფილა, გეგმით გათვალისწინებული რიგი
საკითხებისთვის არ დარჩა საკმარისი დრო, რომ ყველა აქტივობა სრულფასოვნად
შესრულებულიყო. მიუხედავად იმასა, რომ უმეტეს მათგანზე დაწყებულია მუშაობა.
გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ახალი სახალხო დამცველის არჩევის თაობაზე
კონსესუსის ვერ მიღწევა. ვინაიდან არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდა სახალხო
დამცველის არჩევისთვის საჭირო საკმარისი ხმების რაოდენობა, მეტ მნიშვნელობას იძენდა
პოლიტიკური პარტიების მხრიდან კომპრომისულ და საერთო გადაწყვეტილებაზე
შეთანხმება.
საანგარიშო წელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამოქმედო გეგმის შედგენისას, რთულია
მომდევნო წლის აქტივობების სრულყოფილად პროგნოზირება. დღის წესრიგში კვლავ
აქტუალური იყო საკითხები, რაც სამოქმედო გეგმით გაწერილი არ ყოფილა.
კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით სასურველია მეტი
შესაძლებლობა და არჩევანის თავისუფლება იყოს რათა საბოლოოდ, კომიტეტის მიერ
შექმნილ პროდუქტზე ამან დადებითი გავლენა იქონიოს.
4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები
კომიტეტმა, 2022 წლის გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა საქმიანობის ფარგლებში,
ადამიანის უფლებათა სფეროში იდენტიფიცირებული იმ საკითხებით, რომლებიც
დამატებით შესწავლასა და გადაჭრას საჭიროებდა. ხსენებულ საკითხთა წყაროებს
უპირატესად წარმოადგენდა მოქალაქეთა მომართვები, შიდა საკომიტეტო კვლევები და
დაკვირვებები, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების
ანგარიშები და ა.შ.
იმავდროულად, შეიცვალა კომიტეტის სამოქმედო
ხასიათდებოდა ორი ძირითადი სიახლით.
•
გეგმის
სტრუქტურა,
რომელიც
კომიტეტმა, საკუთარი საქმიანობის მიზნები და ამოცანები წარმოადგინა ადამიანის
კონკრეტული უფლებების ფორმით და მათში აქტივობების სახით გააერთიანა როგორც
კანონშემოქმედებითი, ასევე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები. ამგვარად,
კომიტეტის პრიორიტეტები და საქმიანობა მეტად თვალსაჩინო გახდა თითოეული
უფლების მიმართულებით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
•
კომიტეტის გადაწყვეტილებით, წლის სამოქმედო გეგმაში არ შევიდა სამთავრობო
სამოქმედო გეგმით წარმოდგენილი ინიციატივები. წინა წლებში არსებული პრაქტიკიდან
გამომდინარე, ხშირი იყო შემთხვევები, როცა კომიტეტის მიერ განხორციელებული
საქმიანობის შეფასებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა გარე ფაქტორები.
მაგალითისთვის, კომიტეტის საქმიანობის ნაწილის პრაქტიკული განხორციელება
გარკვეულწილად დამოკიდებული იყო სამთავრობო გეგმით გათვალისწინებულ
ინიციატივებში ცვლილებებზე და პარლამენტის მიერ, კომიტეტის კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხად მათ განსაზღვრაზე. 2022 წლის სამოქმედო გეგმის აქტივობებად
კომიტეტმა საკუთარი ინიციატივები განსაზღვრა, თუმცა იქვე მიუთითა, რომ საანგარიშო
პერიოდში აგრეთვე იმუშავებდა კომიტეტის კომპეტენციად განსაზღვრულ სამთავრობო
ინიციატივებზე.
კომიტეტის მიერ, 2022 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული იყო საქმიანობა შემდეგი
მიმართულებებით: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესება,
სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესება, თანასწორობის უფლებაზე
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების
რეალიზების ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
გაუმჯობესება, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალთა უფლებების
დაცვის გარანტიების გაუმჯობესება, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების
საქმიანობის კონტროლი და სპეციალური ანგარიშების განხილვა, ადამიანის უფლებათა
დაცვის
ეროვნული
პოლიტიკის
დოკუმენტებზე
საპარლამენტო
კონტროლის
განხორციელება, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორცილება, კარგი
მმართველობის კონცეფციის რეალიზების ხელშეწყობა და საჯარო დაწესებულების
ანგარიშვალდებულების ზრდა, კომიტეტის საქმიანობის გაუმჯობესება საზოგადოებასთან
ურთიერთობის მიმართულებით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება,
კომიტეტის
ფუნქციურ-ორგანიზაციული
საქმიანობის
გაძლიერება.
თითოეული
მიმართულება დაკავშირებული იყო საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებთან (SDG, UPR).
შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშით წარმოდგენილი აქტივობები ეხმიანება და
ემსახურება, მათ შორის ხსენებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განისაზღვრა აქტივობები და
მათზე პასუხისმგებელი პირები. წლის გეგმით, განსაზღვრული იყო 77 აქტივობა. აქედან
შესრულდა 42, ნაწილობრივ შესრულდა 11, ხოლო შეუსრულებელი დარჩა 24 აქტივობა,
შესრულდა
31%
55%
14%
ნაწილობრივ
შესრულდა
არ შესრულდა
7
რომლებიც, მათი შინაარსის გათვალისწინებით, აისახება მომდევნო წლის სამოქმედო
გეგმაში. აქტივობების შეუსრულებლობის მიზეზებს შორისაა: გეგმით გაუთვალისწინებელი
საკითხების დღის წესრიგში ასახვა, მათი პრიორიტეტულობა და რესურსის მათკენ მიმართვა,
წამყვანი (სხვა) კომიტეტის მიერ პროექტის განხილვის დაყოვნება, საკითხის დღის
წესრიგიდან მოხსნა სხვა კომიტეტის მიერ მისი შესწავლის გამო.
კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რიგი საკითხები დაკავშირებული იყო
აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობასთან, რაც ხშირად მოითხოვს მათთან ერთად
კომპლექსური მუშაობის გაწევას, რათა ერთი მხრივ მომზადდეს მაღალი ხარისხის
პროდუქტი, ხოლო მეორე მხრივ სწორად შეფასდეს რისკები და გავლენა პრაქტიკაში მისი
აღსრულების თვალსაზრისით. ამ ყველაფრისთვის საჭიროა გარკვეული დრო, რაც შეიძლება
საანგარიშო პერიოდში ვერ მოესწროს.
აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა გეგმით
გათვალისწინებული აქტივობების რევიზია და დღის წესრიგის ცვლილება საკითხთა
აქტუალობიდან, კომიტეტის სხვა ვალდებულებებიდან და განსაკუთრებული მნიშვნელობის
საკითხთა პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.
5. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
ანგარიშის ამ თავში წარმოდგენილია კომიტეტის მიერ, საანგარიშო
ინიციირებული და განხილული მნიშვნელოვანი კანონპროექტები.
პერიოდში
#მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები
კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და განხილულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი
„ამნისტიის შესახებ“. კანონპროექტით გათვალისწინებული იყო ახალი კორონავირუსით
გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელებით განპირობებული პანდემიის წინააღმდეგ
ბრძოლისას სახელმწიფოს მიერ პატიმრობის აღსრულების მიზნით პენიტენციურ
დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების სამართლიანი
კომპენსაციის
მიზნით,
პატიმრობაში
მყოფი
პირებისთვის
(ბრალდებულები/მსჯავრდებულები) სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი და უვადო
თავისუფლების აღკვეთის აღსრულების კუთხით შეღავათის გათვალისწინება. პროექტის
თანახმად:
• პირებს, რომლებსაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ
დანიშნული, აღნიშნული სასჯელი შეუმცირდათ 45 დღით;
• ქალ, არასრულწლოვან და ხანდაზმულ პატიმრებს სასჯელი შეუმცირდათ 105 დღით;
• ყველა დანარჩენ პატიმარს, ვისაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ
დანიშნული, სასჯელი შეუმცირდა 75 დღით.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) იმ პირების გათავისუფლებას,
რომლებსაც გარკვეული კატეგორიის დანაშაულები ჩადენილი ჰქონდათ 2004 წლის 1
იანვრამდე. აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე, 109-ე, 137-ე−141-ე, 142-ე−1443 , 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე−224-ე, 236-ე−239-ე,
253-ე−2552, 280-ე, 353-ე, 378-ე−379-ე და 404-ე−413-ე მუხლებითა და XXXVII და XXXVIII თავებით
გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
კანონპროექტი 2022 წლის 12 აპრილს მიღებული იქნა მე-3 მოსმენით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
#მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ მეგრელიშვილის,
იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილისა და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/131).
კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის
წევრებს შორის ვიდეოპაემნისა და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის საკითხი.
შემოთავაზებული ინიციატივით განისაზღვრება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ
ოჯახის წევრ მსჯავრდებულებს ერთმანეთთან დასაკავშირებლად ეძლევათ უფლება
ისარგებლონ ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით). პროექტის
თანახმად, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარზე დაწესებული
აკრძალვა არ გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ბრალდებულები/
მსჯავრდებულები ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან.
კომიტეტმა სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა აღნიშნული კანონპროექტი და
გასცა რეკომენდაცია პროექტის შემდგომი გადამუშავების მიზნით გაგრძელდეს მუშაობა,
რათა ცალკეული რეგულაციები უფრო მკაფიოდ განისაზღვროს და ამასთან,
გათვალისწინებული იყოს ცალკეული გამონაკლისებიც. ამჟამად გრძელდება საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კანონპროექტის განხილვის პროცედურები.
#მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები;
კომიტეტმა შეიმუშავა, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინა და განიხილა
საქართველოს კანონების პროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ადვოკატის
დაუყოვნებელი ინფორმირების და მასთან შეუფერხებელი კომუნიკაციის შესაძლებლობას.
კერძოდ, ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული
გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე
ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით
გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, უფლება ეძლევა წერილობით
მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება
მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. თავის მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებას
უწესდება ვალდებულება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის
დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის სატელეფონო
ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა.
დასახელებულ საკანონმდებლო პაკეტზე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული განხილვის პროცედურები.
#სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები #სამართლიანი სასამართლოს უფლება
კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „სასამართლოს
არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია და საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი თანმდევი ცვლილებათა პაკეტი. წარმოდგენილი
ინიციატივა განსაზღვრავს საერთაშორისო დავებში კომერციულ ან სამოქალაქო საქმეებზე
სასამართლოთა არჩევის თაობაზე ექსკლუზიური შეთანხმებების დადებისა და მათი
აღსრულების მექანიზმებს. ერთი მხრივ, კონვენციის სავალდებულოდ აღიარება
წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით (20212027) გათვალისწინებულ ვალდებულებას, მეორე მხრივ, კონვენციასთან შეერთება ხელს
9
შეუწყობს კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო-სამართლებრივი
თანამშრომლობისა და სამართალწარმოების განვითარებას.
#სამართლიანი სასამართლოს უფლება
კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრთა
ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“. ცვლილების თანახმად, სასამართლოს მიერ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული
საქმის განხილვისას იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ
გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, იურიდიული დახმარების ხარჯებს სასამართლო
დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს
დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. არაქონებრივი დავის შემთხვევაში იურიდიული
დახმარების ხარჯებს სასამართლო განსაზღვრავს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და
სირთულის გათვალისწინებით, 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით. ხოლო თუ
სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას ნაწილობრივ
დააკმაყოფილა სარჩელი, იურიდიული დახმარების ზემოთაღნიშნული ხარჯების ოდენობა
განახევრდება. ამასთან, ცვლილების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის
დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი
გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, უკვე
არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
არაქონებრივი დავის შემთხვევაში მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ
ხარჯებს სასამართლო განსაზღვრავს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის
გათვალისწინებით, უკვე 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.
#სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ და
თანმდევი კანონების პროექტები. კომიტეტმა ხაზი გაუსვა კანონის პროექტის ნორმას,
რომლის მიხედვითაც: თუ საჯარო შესყიდვა გამიზნულია ფიზიკური პირებისთვის ან ფართო
საზოგადოებისთვის, სპეციფიკაციების შემუშავებისას, გარდა სათანადოდ დასაბუთებული
შემთხვევებისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს გარემოსდაცვითი, სოციალური ასპექტები,
აგრეთვე, ყველა კატეგორიის მომხმარებლის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა) ინტერესები. ასევე, ყურადღება გამახვილდა საჯარო შესყიდვის
პროცედურებზე სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროში მომსახურების შესყიდვის მიზნით.
კომიტეტმა ხაზი გაუსვა წარმოდგენილი კანონპროექტის მახასიათებელს, რომელიც
შესაბამისი პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის კიდევ უფრო გამოკვეთას
გულისხმობს. ასევე, საჯარო შესყიდვების ფასისა და ხარისხის ურთიერთ ბალანსს, რაც
გათვალისწინებულია კანონპროექტით. ამასთან, იგი შეეხო საჯარო სექტორში შესყიდვის
ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გამონაკლისებს, რომლებიც კანონპროექტით
მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე, აღნიშნა მსგავს კანონპროექტებზე რეგულირების
ზეგავლენის შეფასების გაკეთების მიზანშეწონილობა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
#სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები #სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიციირებული
საქართველოს კანონის პროექტები „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით: გაფართოვდა სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის მანდატი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მე-18 მუხლის
დარღვევის შემთხვევები); სოციალური გარანტიები თანაბრად გავრცელდება როგორც
სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებზე, ისე იმ მოსამსახურეებზე,
რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებით არ არიან აღჭურვილნი; საკანონმდებლო დონეზე
განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რიგი თანამშრომლების
დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
უფლებამოსილ თანამშრომლებს მიენიჭათ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური
ნებართვის გარეშე შესვლის უფლება; განისაზღვრება, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს
ნებისმიერ დროს შეეძლებათ საჩივრის გაგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში;
საკანონმდებლო პაკეტი მე-3 მოსმენით მიღებული იქნა 2022 წლის 24 მაისს.
#სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები #სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ .
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებდა სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის მანდატის გაფართოებას. ცვლილების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს. ამ კატეგორიის დანაშაულზე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა გავრცელდება, თუ აღნიშნული
დანაშაულის ჩადენის გამო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევა დადგენილია 2022 წლის 28 თებერვლის
შემდეგ.
ცვლილებების თანახმად, სამსახურის მანდატი ასევე გაფართოვდა მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში გამოკვეთილი ცალკეული დანაშაულების მიმართულებითაც, კერძოდ,
განისაზღვრა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ასევე
გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და
11
3691 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იმავე მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა „სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის
„ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული
გამოძიების მიმდინარეობის დროს.
საკანონმდებლო პაკეტი მე-3 მოსმენით მიღებული იქნა 2022 წლის 30 ნოემბერს.
#თანასწორობის უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს
სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნული ცვლილებებით გაფართოვდა
მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მიმღებ პირთა წრე. საკანონმდებლო
ცვლილებების მიღებამდე ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები ვერ აკმაყოფილებენ
შესაბამისი ნორმებით დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს შესაბამისი სტატუსის
მისაღებად, ამიტომ, ისინი მოკლებული იყვნენ სხვადასხვაგვარ სამართლებრივ სიკეთეებს,
რითაც მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ. ცვლილებების
შედეგად კი შესადარებელ პირებს შორის აღმოიფხვრა განსხვავებული მოპყრობა. ამასთან,
ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“
ქვეპუნქტში, რომლის თანახმადაც, მარტოხელა დედის გარდა, საშემოსავლო გადასახადით
არ დაიბეგრება არც მარტოხელა მამის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული
დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.
#შშმ პირთა უფლებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით
წარმოდგენილი კანონის პროექტი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, „სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონს დაემატება მუხლი 122 — შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის
მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა და გაანგარიშების წესი. ცვლილებები
უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური
პაკეტის ოდენობის ყოველწლიურ ზრდას. გამოყენებულ იქნა ინდექსაციის იგივე პრინციპი,
რაც მოქმედებს პენსიონერების შემთხვევაში „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.
#სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. კანონპროექტით ახლებურად
რეგულირდება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილების ფარგლები.
საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების მიხედვით, გამომძიებელი აღარ
იქნება ბრალდების მხარე, ხოლო პროკურორს აღარ ექნება გამოძიების ფუნქცია. ასევე
იცვლება გამოძიების პროცესში პროკურორის უფლებამოსილების ფარგლები და მას
გამოძიების ხელმძღვანელობის ნაცვლად დაეკისრება გამოძიებაზე საპროცესო
ზედამხედველობის ფუნქცია. რაც შეეხება გამოძიების ხელმძღვანელობას, აღნიშნული
ფუნქციის შესრულება დაეკისრება საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს, რომელიც
დაემატება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცესის
მონაწილეების ჩამონათვალს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
გრძელდება
საქართველოს
პარლამენტის
კანონპროექტის განხილვის პროცედურები.
რეგლამენტით
გათვალისწინებული
#სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე
რაქვიაშვილის, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის
მიხედვით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი
ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ განისაზღვრება, რომ განაჩენი ახლად გამოვლენილ
გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში
გამოყენებული კანონი. მოქმედი რეგულაციის თანახმად, განაჩენის გადასინჯვას იწვევს
მხოლოდ „სისხლის სამართლის კანონის“ და არა ნებისმიერ კანონის არაკონსტიტუციურად
ცნობა.
გრძელდება
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული
კანონპროექტის განხილვის პროცედურები.
#პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანის სისხლის და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ
სხვა კანონების პროექტებთან ერთად. ცვლილებების მიღებით საქართველომ შეასრულა
სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში
ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები, დაუახლოვდა ამ
სფეროს მარეგულირებელ ევროკავშირის სამართალს. ცვლილებების თანახმად, სისხლის
დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს.
სხვებს შორის, დეტალურად დარეგულირდა დონორისა და რეციპიენტის უფლებები და
მოვალეობები. ცვლილებების მიხედვით, შეიქმნა სისხლის და მისი კომპონენტების
ხარისხისა და სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების სისტემები, ასევე, განისაზღვრა,
რომ ქვეყანაში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, იფუნქციონირებს
არაუმეტეს სამი სისხლის დაწესებულება.
#სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები #პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს კანონის
პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და მისი თანმდევი საკანონმდებლო
აქტების პროექტები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიზანია
უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და დამუშავების წესებისა და
სტანდარტების შესაბამისობა ევროკავშირში მოქმედ რეგულაციასთან (GDPR), რისი
ვალდებულებაც გამომდინარეობს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული
ასოცირების ხელშეკრულებიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიღებით, საქართველოში პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სტანდარტები მნიშვნელოვნად დაიხვეწება და თანხვედრაში იქნება
ევროპაში მოქმედ რეგულაციასთან. კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი
იქნება პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა,
მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ეფექტიანი დაცვა. ხაზგასასმელია, რომ
13
კომიტეტი აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, როგორც წამყვანი კომიტეტის
სტატუსით, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის ინიციატორი თავად კომიტეტია.
#სოციალურ-ეკონომიკური უფლებები
#საკუთრების უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტი,
რომელიც
ემსახურებოდა
ეროვნული
კანონმდებლობის
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციასთან
ჰარმონიზებას. სხვებს შორის, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განისაზღვრა, რომ
ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საკუთრების ექსპროპრიაციის ახალ
საფუძველს. კომიტეტმა, საკუთრების ჩამორთმევის წინაპირობის (მეტი სიცხადით იმ
არეალის განსაზღვრა, რომელშიც მოქცეული საკუთრება შესაძლოა დაექვემდებაროს
ექსპროპრიაციას) მეტი კონკრეტიზაციის მიმართულებით გასცა შესაბამისი რეკომენდაცია,
ამასთანავე, დასძინა, რომ აღნიშნული ნამდვილად წარმოადგენს იმ მატერიალურ
სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი
წესის/პროცედურის განუხრელი დაცვით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა.
# საკუთრების უფლება
#საავტორო უფლებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა სეფაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“. საკანონმდებლო ცვლილებებით, საავტორო უფლების მფლობელმა, მომიჯნავე
უფლებების მფლობელმა ან მონაცემთა ბაზის დამზადების უფლების მფლობელმა
დამრღვევისგან ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის თაობაზე სასამართლო დავის
დაწყებამდე ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით უნდა მიმართოს
თავად დამრღვევს, ხოლო დამრღვევი უფლებამოსილი ხდება უფლებამოსილი პირის მიერ
ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გადაუხადოს
მას ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების
შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულად ანაზღაურებაზე 10 პროცენტით
მეტი ოდენობით. თუ დამრღვევი მიმართვიდან 2 კვირის ვადაში არ გადაიხდის ერთჯერად
ფულად კომპენსაციას შესაბამისი ოდენობით, უფლების მფლობელი უფლებამოსილი ხდება
დაიწყოს დავა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
#თვითგამორკვევის უფლება
კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა და საანგარიშო პერიოდში პირველი მოსმენით
განხილულ იქნა პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიციირებული „ისტორიულკულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტები. კანონპროექტის
მიზანს წარმოადგენს ცალკეული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის
საკუთარი, ხელოვნურად ფორმირებული გვარის შეცვლის ეფექტიანი და გამართული
პროცედურის ფორმირება, შესაბამისად, გავრცელება იგეგმება საქართველოს იმ
მოქალაქეებზე, რომელთა გვარიც არ არის ფორმირებული მათი ეროვნული და კულტურული
ტრადიციების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვამდე რამდენიმე
თვით ადრე მოხდა მისი გაცნობა და ძირითადი მიზნების წარდგენა საზოგადოებისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
#ეკონომიკური თავისუფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ და
თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი. კომიტეტმა წარმოდგენილი კანონის პროექტის
განხილვისას განსაკუთრებული ყურადღებაა გაამახვილა იმ საკანონმდებლო ნორმათა
ცვლილებებზე, რომლებსაც პირდაპირი შემხებლობა აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის
სფეროსთან - მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან. კომიტეტი შეეხო მიკრო ბანკისთვის
კანონპროექტით დადგენილი ეკონომიკური ლიმიტების გადახედვის საკითხს. კერძოდ,
ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც: ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ
მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური
ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარს. კომიტეტის
მოსაზრებით, სასურველია, ან აღნიშნული ლიმიტი გაიზარდოს დაახლოებით 50%-200%-ით,
ან რიგ შემთხვევებში კანონი ითვალისწინებდეს გამონაკლისის დაშვებას ლიმიტის გაზრდის
კუთხით. კომიტეტი ხედავს საფრთხეს, რომ სამართლებრივი ფორმალიზმით ან/და
ბიუროკრატიული სიზუსტის სურვილით წარმოშობილმა ბლანკეტურმა ჩანაწერმა, კანონის
პროექტის კეთილშობილური მიზანს - მეწარმეობის განვითარებისთვის გაზარდოს
მოსახლეობის წვდომა ფინანსურ რესურსებზე - არ შეუქმნას დაბრკოლება.
#ეკონომიკური თავისუფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იპოთეკით დაცული ობლიგაციების
შესახებ“ და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი. პაკეტის განხილვისას საკითხი დაისვა
სამართლებრივი არქიტექტურის შესახებ. კერძოდ, თუ რამდენად მიზანშეწონილია,
სხვადასხვა ფასიანი ქაღალდის შესახებ არსებობდეს ცალკე საკანონმდებლო აქტი და რატომ
არ შეიძლება ეს აქტები ინკორპორირებული იყოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონში, ასევე, ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
აღინიშნა, რომ ეს საკითხი შემდგომი მსჯელობის საგნადაც იქცევა სხვადასხვა
დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით. კომიტეტმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ
გარემოებას, რომ მიუხედავად უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მიზნისა, ქვეყნის
რეგიონის
ფინანსურ
ჰაბად
გადაქცევის
სურვილისა
და
ფინანსური-საბანკო
კანონმდებლობის ინტერნაციონალიზაციისა, საკანონმდებლო ცვლილებების თუ ახალი
საკანონმდებლო აქტების მიღების დროს, დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს ქვეყანაში
არსებულ სამართლებრივ ტრადიციას, მათ შორის, ტერმინოლოგიური კუთხით, რათა
დაცული იყოს ტერმინთა ერთიანობის პრინციპი, რაც აუცილებელია კანონმდებლობაზე
მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მის იოლად
აღქმაზე.
#ეკონომიკური თავისუფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“
და თანმდევი საქართველოს კანონების პროექტები. სხდომაზე ხაზი გაესვა წარმოდგენილი
კანონის პროექტის - „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ - და 2018 წელს მიღებული
საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ მოდელების მსგავსებას. კომიტეტი
დაინტერესდა კანონის პროექტში არსებულ ნებაყოფლობითი კერძო პენსიის პოტენციურ
მონაწილეთა და ბენეფიციართა ინტერესების დაცვაზე, შესაბამისი პირების მიერ
15
ფიდუციური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. კომიტეტმა მზადყოფნა გამოთქვა
სამომავლო თანამშრობლობის თაობაზე და ხაზი გაუსვა მსგავს კანონპროექტებზე
რეგულირების ზეგავლენის შეფასების გაკეთების მიზანშეწონილობას.
#მეწარმეობის თავისუფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. საკანონმდებლო
ცვლილების
შესაბამისად,
ახლებურად
რეგულირდება
სამართალდარღვევების
დისპოზიციები და სანქციები, რომლებიც შეეხება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების
წარმოებისას ტერიტორიის დაზიანებას, ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას, არასათანადო
რეკლამის განთავსებას, ამასთან, ფართოვდება ნებართვის გარეშე წარმოებული გარე
ვაჭრობის სანქცირებაზე უფლებამოსილ სუბიექტთა წრე, და, შესაბამისად, შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან ერთად აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალიტეტი და
სასამართლო. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ხელს უწყობს დეცენტრალიზაციის
მიმდინარე პროცესს და მუნიციპალიტეტებში სახდელების დაკისრების ერთნაირი მიდგომის
დამკვიდრებას, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით.
#გენდერული თანასწორობა
კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს
გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“, რაც
საბოლოოდ დამტკიცდა პარლამენტის მიერ. ახალმა კონცეფციამ ჩაანაცვლა მისი
წინამორბედი დოკუმენტი, რომელიც არ ასახავდა გენდერული თანასწორობის თაობაზე
არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას. ამასთანავე, კონცეფციამ განსაზღვრა პრიორიტეტული
მიმართულებები, რომლებიც ორიენტირებულია ცხოვრების ყველა სფეროში ერთდროულად
De Jure და De Facto გენდერული თანასწორობის მიღწევაზე. ხსენებული დოკუმენტი იქნება
საკვანძო გზამკვლევი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის წარმოებისათვის.
#გენდერული თანასწორობა
კომიტეტმა შეიმუშავა, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინა და განიხილა
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
აღნიშნული ინიციატივით ყალიბდება ის ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც აცხადებს
კანონმდებლის ნებას საკანონმდებლო პროცესში გენდერული ზეგავლენის შეფასების
სისტემის დანერგვის შესახებ და განსაზღვრავს ამ სისტემის მთავარ დამახასიათებელ
ნიშნებს. ხაზი გაესმება ზოგადად სამართალშემოქმედებით პროცესში გენდერული
თანასწორობის საკითხებზე ჯეროვანი ყურადღების გამახვილების პრინციპული მიდგომის
მნიშვნელობას, რაც, იმავდროულად, წარმოადგენს მნიშვნელოვან და მკაფიო პოლიტიკურ
განაცხადს სახელმწიფოს მხრიდან.
დასახელებული კანონი პარლამენტმა მიიღო 2022 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე და
ამოქმედდა 2023 წლის 25 იანვრიდან.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
#ქალთა უფლებები
კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრთა
ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „იურიდიული დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის
სისხლის სამართლის საქმეებზე გადახდისუუნარო დაზარალებულებს მიენიჭათ უფასო
იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება. უფასო იურიდიული დახმარებით
სარგებლობის უფლება მიენიჭა ასევე იმ დაზარალებულებსაც, რომლებიც მართალია
კანონის მიხედვით არ მიიჩნევიან გადახდისუუნაროდ, თუმცა ფაქტობრივად იმყოფებიან
მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, რაც არ აძლევთ კერძო ადვოკატის მომსახურებით
სარგებლობის შესაძლებლობას. კანონპროექტის მიხედვით, ოჯახში ძალადობისა და
ოჯახური დანაშაულის საქმეებზე დაზარალებულის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში
ყოფნის ფაქტის დადგენა მოხდება პირის შემოსავლებისა და საბანკო ანგარიშებზე
არსებული თანხის შესახებ ინფორმაციის შესწავლით, ასევე, იურიდიული დახმარების
საბჭოს მიერ დადგენილი დამატებითი კრიტერიუმების საფუძველზე.
საკანონმდებლო პაკეტი მიღებულ იქნა 2022 წლის 22 ივნისს.
#ქალთა უფლებები
კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა და განხილულ იქნა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (№07-3/251).
კანონპროექტის მიხედვით, 137-ე მუხლის შემადგენლობიდან ცალკე გამოიყოფა
არასრულწლოვნის გაუპატიურების შემადგენლობა და ხდება მისი ცნების მოდიფიცირება,
რის შედეგადაც 12 წელს მიუღწეველი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური
ხასიათის შეღწევა ჩაითვლება გაუპატიურებად ძალადობისა და ძალადობის მუქარის ფაქტის
არსებობის მიუხედავად.
კანონპროექტით იცვლება არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დადგენილი სანქციის
ოდენობაც.
აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსში შედის მთელი რიგი
ცვლილებები, რომელთა შორის:
• ხდება თანხმობის გარეშე აბორტის სპეციალურ შემადგენლობად გამოყოფა;
• აბორტის იძულება გამოიყოფა სპეციალურ შემადგენლობად და 150-ე მუხლთან
შედარებით, რომელიც ითვალისწინებს იძულებას, უფრო მკაცრ სასჯელს
გაითვალისწინებს;
• 140-ე მუხლს, რომელიც არეგულირებს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში,
ემატება დამამძიმებელი გარემოებები;
• დასჯადი ხდება სრულწლოვანი პირის მიერ პროსტიტუციაში ჩაბმული 16-დან 18 წლამდე
არასრულწლოვნის მომსახურებით სარგებლობა;
• იზრდება ოჯახური დანაშაულების ჩამონათვალი;
• დანაშაულად ცხადდება ქორწინებაზე იძულების მიზნით ქვეყანაში შესვლაზე პირის
დაყოლიება, თუ ამას მოყვება ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული კონკრეტული
ქმედებები.
• დამამძიმებელ გარემოებად ემატება იძულება „გენდერის ნიშნით“ და „ოჯახის წევრის
მიმართ“.
• ტრეფიკინგს დამამძიმებელ გარემოებად ემატება ქმედების ჩადენა „ოჯახის წევრის
მიმართ“.
17
საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები შედის ასევე საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში.
კომიტეტმა სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი. გრძელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული
კანონპროექტის განხილვის პროცედურები.
#ქალთა უფლებები
გენდერული თანასწორობის საბჭოსა და კომიტეტის თანამშრომლობით მომზადდა და
განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიციირებული
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (№07-3/172).
კანონპროექტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის
ფაქტების არსებობისას, თავშესაფრის, კრიზისული ცენტრის ანდა მხარდაჭერის სხვა
მომსახურებით სარგებლობის წინაპირობა აღარ იქნება მსხვერპლის სტატუსის ქონა.
მომსახურების მიწოდება ასევე არ იქნება დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე,
ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან
ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ. ცვლილებების შედეგად,
თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს
კრიტერიუმებს ან/და შეიმუშავებს სპეციალურ ინსტრუმენტს, რომლის საფუძველზეც
მიიღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიწოდების ან მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული
ინსტრუმენტით
თავშესაფრის/კრიზისული
ცენტრის
მომსახურების
მიმწოდებელი დაადგენს პირის ძალადობის ფაქტის არსებობას, შეაფასებს რისკებს და
გამოკვეთს საჭიროებებს.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის მიერ მე-3 მოსმენით მიღებული იქნა 2022 წლის 22
დეკემბერს.
#მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკანონმდებლო
ცვლილებები, სხვებს შორის, შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებების დაცვას. კანონს დაემატა 512 მუხლი, რომლის მიხედვითაც, აუდიოვიზუალური
მედია მომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი
ვალდებულნი არიან განგრძობითად და პროგრესირებადად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ
საკუთარი მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროპორციული
ღონისძიებების
გამოყენებით.
ხოლო
მედია
მომსახურებების
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირთათვის
განგრძობითად
და
პროგრესირებადად
ხელმისაწვდომობის სტანდარტებს დაადგენს კომისია. ცვლილებებით გათვალისწინებულია
3 წელიწადში ერთხელ კომისიისთვის ავტორიზებული პირის მიერ ანგარიშის წარდგენა მათ
მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე. ასევე, შესაბამისი სამოქმედო გეგმების
შემუშავება და 3 წელიწადში ერთხელ კომისიისთვის წარდგენა. ასევე, საგანგებო
ინფორმაციის
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირთათვის
მიწოდების
უზრუნველყოფა. აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებით და
ჟესტების ენით პროგრამების დამზადებისა და განთავსების წესს დაადგენს კომისია. გარდა
ამისა, საკანონმდებლო ცვლილებებით, დაუშვებელია არასრულწლოვნის პერსონალური
მონაცემების კომერციული მიზნით გამოყენება. კერძოდ, აკრძალულია მედია მომსახურებისა
და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შეგროვებული ან მის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
მიერ სხვაგვარად გენერირებული არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემის დამუშავება
კომერციული მიზნით, სხვებს შორის, პირდაპირი მარკეტინგის, შეგროვებული ინფორმაციის
საფუძველზე არასრულწლოვნის პროფილის შექმნის გზით, ქცევაზე მიზანმიმართული
სარეკლამო შეთავაზების მიზნით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის
აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან
შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულების
XXXIII დანართით.
# გარემოს დაცვის უფლება
კომიტეტმა განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის
მიღება მიზნად ისახავს ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებას მაჭახლის ხეობაში,
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო
ცვლილებით
გათვალისწინებულ
სიახლეებთან
დაკავშირებით
ადგილობრივ
მოსახლეობასთან აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარების აუცილებლობაზე და
მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ახალი რეგულაციების არცოდნით გამოწვეული
სამართალდარღვევების ჩადენის თავიდან აცილებას.
#უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები
კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი, რომელიც არეგულირებდა უცხოელის/მოქალაქეობის არმქონე პირის
მიერ განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვისას მისთვის
თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭების პირობებს. წარმოდგენილი კანონპროექტი
ემსახურებოდა განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის უფლებით
მანიპულირების (მაგალითად, ექსტრადიციის, მართლმსაჯულებისა და სასჯელისგან თავის
დაღწევის მექანიზმად გამოყენება) თავიდან არიდებას.
#განსაკუთრებული პროცედურა-პეტიცია
#თანასწორობის უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია
„მწვანე პასპორტების წინააღმდეგ“. პეტიციის თანახმად, დისკრიმინაციული იყო
ვაქცინირებულობის საფუძვლით „მწვანე სტატუსის“ კონცეფციის არსებობა, რაც აცრილ
პირებს აძლევდა შესაძლებლობას დაუბრკოლებლად შესულიყვნენ სხვადასხვა
საზოგადოებრივ ობიექტში და მიეღოთ მომსახურეობა. მტკიცებულებებზე დაფუძნებით,
კომიტეტმა დაადგინა, რომ სრულად იმუნიზებული ადამიანი 7.7-ჯერ უფრო რეზისტენტული
იყო Covid-19-ის ვირუსის მიმართ, რის გამოც გონივრულად ჩაითვალა საქართველოში
მოქმედი მწვანე სტატუსის სისტემის ერთ-ერთ საფუძვლად სრულად ვაქცინირების
განსაზღვრა. ამდენად, მიეთითა, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში
სრულად იმუნიზებული და არასრულად იმუნიზებული პირები არსებითად უთანასწორო
სუბიექტები იყვნენ. ამავე დროს, კომიტეტმა დაადგინა, რომ ვაქცინაციის მოცვისა და
ინფექციის დადებითობის მაჩვენებლები „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის მოქმედების
პერიოდში არ იყო იმგვარად ვალიდური, რომ სრულად იმუნიზებული და არასრულად
იმუნიზებული პირების განსხვავებულობის მნიშვნელობა დაეძლია. ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
კომიტეტმა
დაასკვნა,
რომ
სრულად
19
ვაქცინირებულობაზე დაფუძნებული „მწვანე სტატუსის“ სისტემა არ ეწინააღმდეგებოდა
თანასწორობის უფლებას.
#განსაკუთრებული პროცედურა - პეტიცია
კომიტეტმა განიხილა პატიმართა ოჯახის წევრთა გაერთიანების „პატიმარი ადამიანია“ მიერ
წარმოდგენილი 10000 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია ყველა პატიმრისათვის სასჯელის
ერთი წლით შემცირებისა და ჰუმანურ ამნისტიასთან დაკავშირებით. პეტიციაში
გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ კოვიდრეგულაციების გამო დაწესებული შეზღუდვებისა
და ზოგადად, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დიდი რაოდენობის
გათვალისწინებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი (მათ შორის,
ამნისტიის აქტით) შეღავათები არასაკმარისია და დაფიქსირებული იყო მოთხოვნა
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ყველა პატიმარს ამნისტიის შედეგად სასჯელის
ზომა შეუმცირდეს 1 წლით.
კომიტეტმა წარმოდგენილი საკითხის განხილვისას ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე,
რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის წევრის
მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. აღნიშნული პროექტი
ითვალისწინებდა, მათ შორის, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის
მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში დადგენილი რეგულაციების მოქმედების შედეგად
გამოწვეული რიგი უფლებების შეზღუდვის საკომპენსაციოდ პატიმართა სასჯელის ვადის
გარკვეულწილად შემცირებას.
კომიტეტმა აღნიშნა, რომ პეტიციაში დაფიქსირებული მოსაზრებები და არგუმენტები
გათვალისწინებული იქნებოდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
შემდგომი მუშაობის პროცესში და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის შესწავლა და განხილვა.
6. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა
წინამდებარე თავში წარმოდგენილია ინფორმაცია კომიტეტის მიერ, საანგარიშო პერიოდში
გამოყენებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების და ზედამხედველობის
ღონისძიებების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად მიმართავდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებულ საზედამხედველო ინსტრუმენტებს, რომელთა
საფუძველზეც ატარებდა საჭირო ღონისძიებებს ან შემუშავებდა რეკომენდაციებს.
დასრულდა კომიტეტის თემატური მოკვლევა, რომელმაც შეისწავლა საჯარო
დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების
წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობა და შეიმუშავა კონკრეტული
რეკომენდაციები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
მიმდინარეა თემატური მოკვლევა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის
სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი
ღონისძიებების და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით.
კომიტეტის შვიდმა წევრმა ისარგებლა პარლამენტის წევრის კითხვის უფლებამოსილებით
და სხვადასხვა ადრესატთან ჯამურად 460 კითხვა გაგზავნა. მიღებული პასუხების
რაოდენობა შეადგენს 421-ს.
#სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლი
კომიტეტმა განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2020 და
2021 წლის ანგარიშები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს
მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის
შესახებ. სამთავრობო ანგარიშებთან ერთად, კომიტეტმა ასევე განიხილა საქართველოს
სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ
წარმოდგენილი ალტერნატიული ანგარიშები მთავრობის 2020 და 2021 წლების
ანგარიშებთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ ალტერნატიული ანგარიშების განხილვა
სავალდებულო არ არის, თუმცა კომიტეტის მიერ დანერგილია მათი განხილვის პრაქტიკა,
რაც დადებითად ფასდება დაინტერესებულ მხარეთა მიერ.
#გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლი
კომიტეტმა განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ
მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2020 და 2021 წლების ანგარიშები.
2020-2021 წლების ანგარიშების თანახმად, აღსრულების პროცესშია გაეროს წამების
წინააღმდეგ კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „ჯ.ჩ. და ჯ.ე.
საქართველოს წინააღმდეგ“ და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის
გადაწყვეტილება საქმეზე - ჰ.ჰ., ი.ჰ. და იუ.ჰ. საქართველოს წინააღმდეგ (ხანუმ ჯეირანოვას
საქმე). ანგარიშში მითითებულია, რომ „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ“
გადაწყვეტილებასთან მიმართებით ინდივიდუალური ღონისძიების ნაწილში არსებობს
გამოძიების დამაბრკოლებელი გარემოებები, ხოლო ზოგადი ღონისძიებების ნაწილში
განხორციელდა რიგი აქტივობები. ამავე დროს, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ინდივიდუალური
ღონისძიებების სახით 3 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამავე
დროს, ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის გადახდის საკითხი იხილება ეროვნულ
სასამართლოში. ანგარიში, ასევე, მოიცავს ინფორმაციას ქალთა ან/და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ მიმართული ზოგადი ღონისძიებების შესახებ. გარდა ამისა, კომიტეტმა
საკითხთან დაკავშირებით მოისმინა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ
წარმოდგენილი ალტერნატიული ანგარიში და პასუხისმგებელი უწყებების მიმართ გასცა
რეკომენდაციები.
#შშმ პირთა პირთა უფლებები
კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო
გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“. კომიტეტის შეფასებით საანგარიშო წელს
განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის
21
მქონე
პირთა
უფლებების
კონვენციის
იმპლემენტაციისთვის
პასუხისმგებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, ტექნიკური რეგლამენტის –
„მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, ამოქმედება, სამუშაოს წარმოება შშმ პირის
სტატუსის
დადგენის
ბიოფსიქოსოციალური
მოდელის
დანერგვასა
და
დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დამტკიცებაზე. ანგარიშში გამოიკვეთა, რომ
საანგარიშო წელს აქტივობების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მონაწილეობდა შშმ
პირთა თემი, მათ შორის, ზოგიერთ უწყებაში ამისთვის სპეციალური პლატფორმების შექმნის
გზით. დადებითი შეფასების პარალელურად, მიმდინარე სამუშაო პროცესის გაძლიერების
მიზნით, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია გაეცა არაერთი რეკომენდაცია.
#სოციალური მუშაობა
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტი აგრძელებდა ზედამხედველობას „სოციალური მუშაობის
შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისი გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების
პროგრესზე. აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებთან
თანამშრომლობის
პროცესში
კომიტეტმა
გამართა
შეხვედრები
რელევანტურ
დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესიული და აკადემიური
წრეების წარმომადგენლებთან, გამოითხოვა ანგარიშები კანონის აღსრულებაზე
პასუხისმგებელი დაწესებულებებიდან, პარლამენტის წევრის კითხვის მეშვეობით მიიღო და
დაამუშავა პასუხები სოციალური მუშაობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
#პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი
2022 წლის განმავლობაში კომიტეტმა განიხილა სხვა, პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოების შემდეგი ანგარიშები. თითოეული ანგარიშის საფუძველზე
მომზადებულ დასკვნებში კომიტეტმა ასახა რეკომენდაციები ადრესატი უწყებების მიმართ.
− საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის
2020 და 2021 წლების ანგარიშები;
− საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიში;
− საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიასთან
დამოუკიდებლად
არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) 2021 წლის ანგარიში;
− საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში;
− სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში;
− ანგარიში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის
საქმიანობის შესახებ;
− სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ;
− „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“;
− სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის
ანგარიში;
− საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის საქმიანობის შესახებ 2021 წლის წლიური ანგარიში;
სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
7. კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა
7.1.
საზოგადოებასთან ურთიერთობა
7.1.1. მოქალაქეთა წერილები/მომართვები
კომიტეტისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას
წარმოადგენს მოქალაქეთა საჭიროებების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და
პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობა. კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და
რეაგირებას ახდენს მოქალაქეთა მომართვებზე. რეაგირების ფორმები განსხვავებულია
საკითხის სპეციფიკის თუ სისტემური ხასიათის გათვალისწინებით. სხვადასხვა სახელმწიფო
დაწესებულებასთან შუამდგომლობის გარდა, კომიტეტისთვის, მოქალაქეთა მომართვები
წარმოადგენს საკითხის შემდგომი დაკვირვების, შესწავლის და საჭიროებიდან გამომდინარე,
საკანონმდებლო ცვლილებების გატარების ერთ-ერთ წყაროს.
ასე, მაგალითად, საანგარიშო პერიოდში შემოსული წერილების საფუძველზე, კომიტეტმა
გამოიყენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა
საპარლამენტო ინსტრუმენტი. მათ შორის: პარლამენტის წევრის კითხვა, სამუშაო
შეხვედრების ჩატარება, კანონპროექტის ინიციირება. ქვემოთ, წარმოდგენილია რამდენიმე
მაგალითი, მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, კომიტეტის მხრიდან გატარებული
რეაგირების ფორმების შესახებ.
მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ
ასობით მსჯავრდებულის და მათი ოჯახის წევრების განცხადება შემოვიდა კომიტეტში
ამნისტიის კანონის მიღების მოთხოვნით. მათ შორის იყო მსჯავრდებულთა ოჯახის
წევრების პეტიცია 2. პარალელურად, კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა კანონპროექტზე,
რომელიც გაითვალისწინებდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად
გამოწვეული შეზღუდვების სამართლიან და ჰუმანურ კომპენსირებას პატიმართათვის.
როგორც ცნობილია, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, საქართველოს, სხვა
ქვეყნების მსგავსად, მოუწია გარკვეული პრევენციული და სამართალდარღვევაზე
რეაგირების ღონისძიებების გამოყენება, რაც რიგ შემთხვევებში დაკავშირებული იყო
ადამიანის ცალკეული უფლებების შეზღუდვასთან. შეზღუდვები შეეხო, მათ შორის,
პატიმრობაში მყოფ პირებს, რომლებსაც თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე ისედაც
ეზღუდებათ მთელი რიგი უფლებები. ამდენად, პანდემიით შექმნილი მდგომარეობა
მათთვის რთული აღმოჩნდა, რის გამოც სახელმწიფომ მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ3 ,
რითაც მსჯავრდებულებს, მათთვის დაწესებული შეზღუდვების(ხანმოკლე პაემნის უფლების
შეზღუდვა) სამართლიანი კომპენსირების მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე,
ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, პენიტენციურ
დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაუთვალა განსხვავებული
წესით, რის საფუძველზეც მოხდა პატიმრობაში მყოფი პირებისთვის სასჯელის შემცირება.
2
3
https://parliament.ge/legislation/23668
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/298438
23
ამდენად, კომიტეტის მხრიდან, მოქალაქეთა მომართვის საპასუხოდ შეთავაზებულ იქნა
სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გადაწყვეტა.
პარლამენტის წევრის კითხვა
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:
„პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო
საქმიანობის განხორციელების პერიოდში“.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კი, საჯარო საქმიანობა განიმარტება როგორც
„სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის
იურიდიულ
პირში
(გარდა
პოლიტიკური
და
რელიგიური
ორგანიზაციებისა,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისა,
პროფესიული
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული
და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო
საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი
ანაზღაურებადი საქმიანობა. [...]“.
შედეგად, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეს წარმოეშობა პენსიის მიღების
უფლება ასაკის გამო, და ის იმავდროულად არის საჯარო მოხელე, ასევე, თუ ის სახელმწიფო
სამსახურში დასაქმებულია ადმინისტრაციული ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე,
მას უწყდება პენსიის მიღების უფლება. შეწყვეტა ხდება იმ ვადით, რა ვადითაც პირი არის
დასაქმებული საჯარო სამსახურში, როგორც მოხელე ან იმ ვადით, რა ვადითაც პირთან
დადებულია ადმინისტრაციული ან შრომითი ხელშეკრულება.
საყურადღებოა, რომ პენსიის მიღების უფლების შეწყვეტა ხდება პირის მიერ ერთჯერადი
ხასიათის სამუშაოს შესრულების შემთხვევაშიც, კერძოდ, შესაბამისი სამუშაოსთვის
სახელმწიფოსგან ერთჯერადი ჰონორარის გაცემის დროსაც.
სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხებოდა მოქალაქის განცხადება, რომელიც მონაწილეობას
იღებდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. კონკურსის საფუძველზე
მოქალაქე ახორციელებდა შემოქმედებით საქმიანობას, რის საფუძველზეც სახელმწიფო
დაწესებულებებთან აფორმებდა ხელშეკრულებას ერთჯერადი ჰონორარის გაცემის მიზნით.
ეს კი ავტომატურად იწვევს პენსიის შეჩერებას. მოქალაქე ითხოვდა, რომ მიეღო
სახელმწიფოსგან გრანტი, ისე, რომ არ შეწყვეტილიყო მასზე პენსიის გაცემა.
კომიტეტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც, კომიტეტის თავჯდომარემ,
სადეპუტატო კითხვის მეშვეობით გამოითხოვა სათანადო ინფორმაცია შესაბამისი
სახელმწიფო დაწესებულებებიდან 4 . საკითზე მუშაობა მიმდინარეობს მულტისექტორული
ჩართულობით.
სამუშაო შეხვედრა
კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს პატიმრობაში მყოფ
პირთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით, კომიტეტის ინიციატივითა და
ჩართულობით არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა შემუშავებული და განხილული.
4
https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/16365
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მძიმე
ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ იმავე ნორმით
განსაზღვრული ცალკეული ქმედებების ჩადენა, ითვლება დამამძიმებელ გარემოებად და
იწვევს უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ნორმა
იდენტური ქმედებების ჩადენისას პასუხისმგებლობის დამძიმებას ითვალისწინებს მხოლოდ
იმის გამო, რომ მსჯავრდებული სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულისთვის არის მოთავსებული
პენიტენციურ დაწესებულებაში. მაგალითად, ამ ნორმის თანახმად, ნაკლებად მძიმე
დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის
თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ისჯება
თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე, ხოლო ზუსტად იმავე ქმედების ჩადენა მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ - თავისუფლების
აღკვეთით 10-დან 12 წლამდე.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტში შემოვიდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების
განცხადებები, რომლებიც ითხოვენ ქმედების დანაშაულებრიობასთან და დასჯადობასთან
დაკავშირებული საკითხების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ახლებურად
მოწესრიგებას და საკანონმდებლო აქტში ცვლილების განხორციელებას.
აქვე გასათავლისწინებელია ის გარემოება, რომ პენიტენციური სისტემის თანამშრომლებზე
თავდასხმების პრევენცია განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რადგან მათი რთული
სამუშაო საჭიროებს ჯეროვან დაფასებასა და განსაკუთრებულ პატივისცემას, ასევე,
უსაფრთხოების გარანტიების არსებობის უზრუნველყოფას, რაც სახელმწიფოს
განსაკუთრებული მოვალეობაა.
ზემოაღნიშნული საკითხების შესწავლის და ჯეროვანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით,
კომიტეტმა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან
ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. 5 სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა სისხლის
სამართლის კოდექსის ცალკეული ნორმების გამოყენების პრაქტიკის ირგვლივ, რომელი
ნორმებიც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულებსა და
მსჯავრდებულებს.
კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და რეაგირებას ახდენს მოქალაქეთა
მომართვებზე. საანგარიშო წლის განმავლობაში დაინერგა მოქალაქეთა განცხადებების
დამუშავების ახლებური მიდგომა. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი წერილობით
სამართლებრივ განმარტებას აძლევს მოქალაქეს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე
შესაძლებლობების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში სულ შემოვიდა მოქალაქეთა 2508 განცხადება. მათზე რეაგირების
სახით, კომიტეტიდან გაიგზავნა 1939 წერილი. შემოსული განცხადებების შინაარსობრივი
კლასიფიკაცია შემდეგია:
−
−
−
გამოძიება და მართლმსაჯულება-934
სასჯელაღსრულებასთან დაკავშირებული-548
სასჯელისაგან გათავისუფლება/შეწყალება-267
https://parliament.ge/media/news/adamianis-uflebata-datsvisa-da-samokalako-integratsiis-komitetmaaghmasrulebeli-da-sasamartlo-khelisuflebis-tsarmomadgenlebtan-ertad-samushao-shekhvedra-gamarta
5
25
− ამნისტია-119
− სოციალური და ეკონომიკური საკითხები-108
− იურიდიული დახმარება-146
− სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება-63
− ჯანმრთელობის დაცვა-45
− საკუთრების უფლება-35
− ინფრასტრუქტურა-29
− სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები-24
− დევნილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები-22
− შშმ პირთა უფლებები -18
− ბავშვთა უფლებები-15
− შრომითი უფლებები-25
− სხვა-110
იხ. დიაგრამა.
ბავშვები
1%
ჯანდაცვა
2%
საკუთრება
1%
შშმ. პირები
1%
შრომა
1%
სასამართლო
გაწყვეტილების
აღსრულება
3%
ინფრასტრუქტურა
1%
სხვადასხვა
4%
გამოძიება და
მართლმსაჯულება37%
დევნილები
1%
სამოქ.პოლიტ. უფლ.
1%
იურიდიული
დახმარება
6%
სოციალური
4%
ამნისტია
5%
სასჯელისგან
გათავისუფლება/შეწყა
ლება
11%
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
სასჯელაღსრულება
22%
7.1.2. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა
კომიტეტში, საანგარიშო წლის მანძილზე, არაერთი შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო
საზოგადოების ინდივიდუალური წევრების და ორგანიზაციების, აგრეთვე პროფესიული და
აკადემიური წრეების მონაწილეობით. ხსენებული თანამშრომლობა ეხებოდა ევროკომისიის
12 რეკომენდაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ბავშვთა, თვითგამორკვევის
უფლებებთან და კომიტეტის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2022 წლის განმავლობაში კომიტეტმა უპასუხა სამოქალაქო საზოგადოების მიერ საჯარო
ინფორმაციის გაცემის თაობაზე 40 მოთხოვნას. მათგან 1 არ დაკმაყოფილდა, რადგან
მოთხოვნის შინაარსი ეწინააღმდეგებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონს.
კომიტეტი უზრუნველყოფდა საკომიტეტო განხილვებში ყველა დაინტერესებული მხარის,
მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას და ჩართულობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების
მდგომარეობის შესახებ სამთავრობო ანგარიშის განხილვის პარალელურად, კომიტეტმა
ასევე განიხილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი
ალტერნატიული ანგარიშები მთავრობის 2020 და 2021 წლების ანგარიშებთან
დაკავშირებით.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩართული იყვნენ კომიტეტის მიერ
ორგანიზებულ სამუშაო ჯგუფში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი
ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაცემულ მე-11 რეკომენდაციაზე (საქართველოს
სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების
პროაქტიულად გათვალისწინების თაობაზე) მუშაობის პროცესში, რომლის შედეგადაც
მომზადდა და ინიციირებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (07-3/229/10;
05.08.2022). დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივა მე-3 მოსმენით პარლამენტმა
მიიღო 18 ოქტომბერს 101 ხმით, მრავალპარტიული მხარდაჭერით.
კომიტეტი მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ
ორგანიზებულ კონფერენციებში, კვლევების პრეზენტაციებში, შეხვედრებში და სხვა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)
კვლევის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონზე მუშაობისას საჯარო-კერძო დიალოგის გამორჩეულად მაღალი ხარისხის
უზრუნველყოფისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. კომიტეტის თავმჯდომარემ
მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციების „მაკ-ჯორჯიას“ და „კოალიცია დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის“ მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში შშმ პირთა უფლებების შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარე, რონდელის ფონდის პროექტის - „მონაწილეობითი პოლიტიკა და
უმცირესობები“ ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს
შეხვდა.
7.2.
საერთაშორისო თანამშრომლობა
კომიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა
27
და ერთობლივი ღონისძიება როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან,
ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა გაეროს ბავშვთა
ფონდის, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის, ამერიკის შეერთებული შტატების
დიპლომატიური მისიის, მალდივის რესპუბლიკის დელეგაციის, სომხეთის რესპუბლიკის
დელეგაციის, საერთაშორისო განვითარების კომპანია DAI-ის წარმომადგენლებთან.
კომიტეტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს, აშშ-ის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახალ ხელმძღვანელს, სომხეთის
რესპუბლიკის ელჩს საქართველოში.
აშშ საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა შეხვედრა ელექტრონული მონიტორინგის,
როგორც აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის შესახებ. გაეროს განვითარების პროგრამასთან
თანამშრომლობით გაიმართა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიება.
კომიტეტის თავჯდომარემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის, გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
კომიტეტი ინტენსიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო უწყებებთან და მონაწილეობდა
საანგარიშო პერიოდში გამართულ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის
უფლებათა და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტების მიერ განხილული
ანგარიშების მომზადებასა და განხილვაში. 2022 წლის 5-6 ივლისს გაეროს ადამიანის
უფლებათა კომიტეტში გაიმართა საქართველოს მიერ წარდგენილი სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის შესრულების მე-5 პერიოდული ანგარიშის
განხილვა. 2022 წლის 23-24 ნოემბერს, გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის
კომიტეტში გაიმართა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“
კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-9 და მე-10 გაერთიანებული პერიოდული
ანგარიშის განხილვა.
კომიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს ოფისთან შემდეგი 4 პროექტის
ფარგლებში: სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები, ადამიანის უფლებათა
სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში, სოციალური
და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში, ბავშვზე მორგებული
მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში, ბავშვთა დაცვა და პრევენცია
ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში.
8. კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს
თემატურ საკითხებზე გამართულ სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში და ტრენინგებში. მათ
შორის: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საპარლამენტო
ზედამხედველობის განხორციელება, საკანონმდებლო დაიჯესტის შემუშავების პრაქტიკული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
ტრენინგი, სასწავლო კურსი „სამართლებრივი აქტების მომზადება“, უსაფრთხოების
სექტორზე ზედამხედველობის პრაქტიკა, ბავშვის უფლებები, უსაფრთხოების სექტორის
მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროცესში გენდერული მეინსტრიმინგის
უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის სექტორის ეროვნული
ინსტიტუტების წარმომადგენლებისათვის, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის
გაძლიერება საქართველოში, გენდერული ზეგავლენის შეფასება.
აღნიშნული კურსების ჩამტარებელი ორგანიზაციები იყო: ევროპის საბჭო, გაეროს ბავშვთა
ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, BS Europe PMCG და
GCSD, OSCE-ODIHR.
9. კომიტეტის სხვა საქმიანობა
9.1.
კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა
სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში, კომიტეტის მიერ, ქვეყანაში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობის ეფექტიანი
განხორციელების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. კომიტეტი ყურადღებით
სწავლობს და აანალიზებს ანგარიშში წარმოდგენილ ადამიანის უფლებათა საკითხებს და
მჭიდროდ თანამშრომლობს ადრესატ უწყებებთან და დარგობრივ კომიტეტებთან, რაც
არსებითად მნიშვნელოვანია ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გაზიარების და
პარლამენტის დადგენილების პროექტში მათი ასახვის თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც
ეცნობა და აანალიზებს ადრესატი უწყებების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, კომიტეტი
იღებს გადაწყვეტილებას სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების
გაზიარების თაობაზე. საბოლოოდ, კომიტეტი ამზადებს პარლამენტის დადგენილების
პროექტს, რომელშიც წარმოდგენილია სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე
გაცემული დავალებები აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიმართ.
კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2021 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
მოისმინა და განიხილა 2022 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე. აღნიშნულ ანგარიშში
წარმოდგენილი 339 რეკომენდაციიდან კომიტეტმა გაიზიარა და პარლამენტის
დადგენილების პროექტში ასახა 317 რეკომენდაცია, რომლებიც თავის მხრივ აისახა
პარლამენტის დადგენილებაში რელევანტური უწყებების მიმართ გაცემული დავალებების
სახით. რეკომენდაციების გაზიარების წლის მაჩვენებელია 93.5%.
იხ. დიაგრამა.
29
100
რეკომენდაციების გაზიარების პროცენტული მაჩვენებელი
90
84.1
80
88.9
91.7
93.5
75.2
70
60
50
40
30
20
10
0
32.3
29
18.7
13.5
20132014
20142015
20152016
20162017
20172018
20182019
20192020
20202021
20212022
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მხრიდან რეკომენდაციების გაზიარების
მაჩვენებლის მცირე გაუმჯობესების მიუხედავად, გამოწვევად რჩება საქართველოს
პარლამენტის
დადგენილებაში
ასახული
რეკომენდაციების
შესრულების
არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი, რასთან დაკავშირებითაც კომიტეტი გეგმავს
მუშაობის გააქტიურებას.
9.2.
კომიტეტის
მიმართულებით
საქმიანობა
საქართველოს
ევროკავშირში
ინტეგრაციის
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა, კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ძალისხმევა
გასწია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული
სამუშაოს თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სამუშაო გათვალისწინებული არ
იყო კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმით, თუმცა ახალი შესაძლებლობებისა და
სახელმწიფო პოლიტიკის ვექტორის გათვალისწინებით, კომიტეტმა არსებითი ცვლილებები
შეიტანა დღის წესრიგში, რათა მისი საქმიანობა მაქსიმალურად მოქნილი და თანმხვედრი
ყოფილიყო პირველი რიგის სახელმწიფო პრიორიტეტებთან.
საწყის ეტაპზე, პარლამენტის კომპეტენციისა და სახელმწიფო დაწესებულებათა
ურთიერთდახმარების
ფარგლებში,
კომიტეტი
მონაწილეობდა
ევროკომისიის
თვითშეფასების კითხვარისთვის (ნაწილი I) საქართველოს პასუხების მომზადების პროცესში.
ამ პროცესში კომიტეტის აპარატმა პასუხები მოამზადა კითხვებზე, რომლებიც შეეხებოდა
როგორც საპარლამენტო საკითხებს, ისე ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ქვეყანაში.
კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო ღონისძიებებში, მას შემდეგაც, რაც
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების შეტანის შემდეგ ევროპულმა საბჭომ
საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12
პრიორიტეტი განუსაზღვრა. კომიტეტი სხვადასხვა ფორმითა და ინტენსივობით იყო
ჩართული აღნიშნული რეკომენდაციებიდან შვიდის შესრულებაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
9.2.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების
პროაქტიული გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი
12 პუნქტიდან მე-11 პუნქტი საქართველოსგან მოითხოვს შესაბამისი კანონმდებლობის
მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინებას.
2022 წლის 11 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის მიერ
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-11
პუნქტის შესრულების უზრუნველყოფა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პროცესში აქტიურად
იყვნენ ჩართული არასამთავრონო ორგანიზაციების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების,
პროფესიული გაერთიანებების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. უშუალოდ
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან
კონსულტაციების შედეგად. ჯგუფის შეხვედრებისა და განხორციელებული საქმიანობის
შესახებ ინფორმაცია სისტემატურად მიეწოდებოდა საზოგადოებასა და მედიას. სამუშაო
ჯგუფის მიერ მოხდა იმ საკითხების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ევროკომისიის მე11 რეკომენდაციის შესრულებას და ამ მიზნით მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების სამუშაო დოკუმენტი, რაც მოსაზრებების წარმოსადგენად გაეგზავნა
დაინტერესებულ პირებს. შემუშავებული კანონპროექტები საჯაროდ გამოქვეყნდა
პარლამენტის ვებგვერდზე.
საჯაროდ გაცნობის შემდეგ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ინიციირებული იქნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ (07-3/229/10;
05.08.2022), სადაც ეს უკანასკნელი განისაზღვრა, როგორც წამყვანი კომიტეტი. პროექტის
თანახმად, იქმნება სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების გამოყენების სტიმულირების საკანონმდებლო მექანიზმები, ხდება
პროცესის მონაწილეთა (მოსამართლე, ადვოკატი, პროკურორი) კვალიფიკაციის ამაღლებისა
და მათ საქმიანობაში სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის
გამოყენების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა. სასამართლო ხელისუფლების ფარგლებში
იქმნება სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტრასბურგის
სასამართლოს
გადაწყვეტილებების
ანალიზს
და
მოსამართლეებისთვის
ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას. განისაზღვრება საქართველოს მიმართ გამოტანილი,
ასევე სხვა პრეცედენტული გადაწყვეტილებების თარგმნისა და გამოქვეყნების ეფექტიანი
მექანიზმი.
დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მიიღო 18 ოქტომბერს 101 ხმით.
აღსანიშნავია, რომ სამივე მოსმენის დროს კანონის პროექტს ჰქონდა მრავალპარტიული
მხარდაჭერა.
საკანონმდებლო პაკეტი გამოქვეყნდა და ამოქმედდა 24 ოქტომბერს.
31
9.2.2. სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი
12 პუნქტიდან მე-12 პუნქტი საქართველოსგან მოითხოვს ახალი სახალხო დამცველის
კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. ამასთანავე, რეკომენდაციის
თანახმად,
ახალი
სახალხო
დამცველის
კანდიდატის
წარდგენის
პროცესში
უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება.
ამ მიზნით ცვლილებები იქნა ინიციირებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
(07-3/223/10; 31.08.2022), რაც ითვალისწინებდა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის
დროებითი წესის დადგენას. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან
პარლამენტის წევრები - მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე. 2022 წლის 9 სექტემბერს
კანონპროექტმა მიიღო კანონის სახე და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.
რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შემოთავაზებული სახალხო
დამცველის არჩევის მოდელი შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. ამ
მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის
რეკომენდაციები, პარიზისა და ბელგრადის პრინციპები, ასევე, ომბუდსმენის ინსტიტუტის
დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მიღებული პრინციპები.
რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გამოიცა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც დეტალურად განისაზღვრა სახალხო
დამცველის კანდიდატთა შერჩევის, შეფასებისა და ნომინირების საკითხები. პარლამენტის
თავმჯდომარის ბრძანებითვე შეიქმნა საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად
წარდგენის მსურველ პირთა შეფასების სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგებოდა 9 წევრისგან −
სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების)
წარმომადგენლებისგან.
განცხადება სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საკუთარი კანდიდატურის
წარდგენის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინა 19 კანდიდატმა.
თითოეული მათგანი წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით შეაფასა შეფასების სამუშაო
ჯგუფმა, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. შეფასება მოხდა
შემდეგი კრიტერიუმებით: კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა,
მაღალი რეპუტაცია, სათანადო პროფესიული ცოდნა და ადამიანის უფლებებისა და
ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
შეფასების სამუშაო ჯგუფის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატი.
შეფასების დასრულების შემდეგ პროცესში ჩაერთნენ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის
წარდგენის უფლების მქონე სუბიექტები, რომლებმაც იმავე ბრძანებით დადგენილ ვადაში
წარადგინეს მათთვის სასურველი კანდიდატები. სახელდობრ: ფრაქციამ „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პოლიტიკურმა
ჯგუფებმა „რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“
ერთობლივად წარადგინეს 3 კანდიდატურა, პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი
სოციალისტები“ წარადგინა 2 კანდიდატურა, პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი“ წარადგინა 1
კანდიდატურა, ხოლო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეები“ წარადგინა 19-ვე კანდიდატურა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კანდიდატურების განხილვა დაევალა ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს. კომიტეტმა წინასწარი
კონსულტაციებისა და უშუალოდ კომიტეტის სხდომაზე შეთანხმების შედეგად შეიმუშავა და
დაამტკიცა თითოეული კანდიდატურის მოსმენის/განხილვის რეგლამენტი.
თითოეული კანდიდატურის საკომიტეტო განხილვა ჩატარდა საჯაროდ, გამჭვირვალედ,
ყველა კანდიდატს მიეცა საკუთარი ხედვებისა და შესაძლებლობების სრულად წარმოდგენის
შესაძლებლობა, პარლამენტის ყველა ფრაქციას, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო
პარლამენტის წევრებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰქონდათ
სრული და თანაბარი შესაძლებლობა მათი დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატთან
უშუალოდ გასაუბრების გზით მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ამასთან,
ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო კანდიდატებთან დაკავშირებული, მათ მიერვე
წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კომიტეტის სხდომები და მთლიანად პროცესი
ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხითაც მომზადდა და მიმდინარეობდა
მაღალ დონეზე.
განხილვების პროცესში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა სამმა კანდიდატმა.
საკომიტეტო განხილვების დასრულების შემდეგ გამოიყო დრო ცალკეული საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფების მიერ კონსულტაციებისა და გადაწყვეტილების მისაღებად
პოზიციების შეჯერებისთვის, რის შემდეგაც, კომიტეტის 21 ნოემბრის სხდომაზე 19-ვე
კანდიდატურის მიმართ გაიმართა კენჭისყრები, რის შედეგადაც სახალხო დამცველის
თანამდებობაზე ასარჩევად კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა 16 კანდიდატურას, ხოლო 3
კანდიდატის არჩევა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
9.2.3. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი
12 პუნქტიდან მე-9 პუნქტი საქართველოსგან მოითხოვს გენდერული თანასწორობის
ხელშეწყობასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მეტად ეფექტიანი ბრძოლის
უზრუნველყოფას.
აღნიშნული რეკომენდაციის განხორციელების ერთ-ერთ აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი
„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის
(07-2/181; 05.09.2022).
აღნიშნული სტრატეგიის ერთ-ერთი თავი ეხება გენდერული თანასწორობის საკითხებს,
რომლის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ხელშესახები ცვლილებების განსახორციელებლად,
სტრატეგია უზრუნველყოფს ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას როგორც ცენტრალურ,
ისე ადგილობრივ დონეზე. ასევე, გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი მექანიზმების
გაძლიერებას. დამატებით, სტრატეგია ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ
გაძლიერებას და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
წარდგენილ სტრატეგიას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი განიხილავს წამყვანი კომიტეტის სტატუსით. კომიტეტი ასევე ამუშავებს
33
სტრატეგიასთან დაკავშირებით სხვადასხვა დაინტერესებულ პირთა მიერ გამოხატულ
მოსაზრებებს სტრატეგიასთან დაკავშირებით.
იმავდროულად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
ფარგლებში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან
თანამშრომლობით შემუშავდა 3 საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარედგინა საქართველოს პარლამენტს 05 ოქტომბერს:
1.
საკანონმდებლო პაკეტი (N07-3/251/22; 05.10.2022), რომელიც ითვალისწინებს
ცვლილებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და მისი მიზანია „ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის
საბჭოს კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
ნორმების შესაბამისობაში მოყვანის გზით და აღნიშნული ქმედებებისთვის ადეკვატური
პასუხისმგებლობის ზომების დაწესებით, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა
და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლის უზრუნველყოფა.
ამავე პაკეტით შესაბამისი ცვლილებები გათვალისწინებულია კიდევ 4 საკანონმდებლო
აქტში.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად გადაეცა იურიდიულ საკითხთა
კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, რომელსაც
დასახელებული პაკეტი გადმოეცა სავალდებულო დასკვნისთვის, განიხილა ის 2022 წლის 17
ოქტომბრის სხდომაზე და შესაბამისი დასკვნა გაუგზავნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს,
რომლის ფარგლებშიც გრძელდება შესაბამისი პროცედურები;
2.
საკანონმდებლო პაკეტი (N07-3/249/22; 05.10.2022), რომელიც ითვალისწინებს
ცვლილებებს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. აღნიშნული ინიციატივით განისაზღვრება, რომ
სახელმწიფო, გარდა ფორმალური თანასწორობის განმტკიცებისა, უზრუნველყოფს ქალებსა
და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებას და ფაქტობრივი
უთანასწორობის აღმოფხვრას.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მრავალპარტიული
მხარდაჭერით მიიღო 15 დეკემბრის სხდომაზე.
3.
საკანონმდებლო ინიციატივა (N07-3/250/22; 05.10.2022), რომელიც ითვალისწინებს
ცვლილებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. აღნიშნული
კანონპროექტით ყალიბდება ის ინსტიტუციური ჩარჩო, რომელმაც უნდა გააცხადოს
კანონმდებლის ნება საკანონმდებლო პროცესში გენდერული ზეგავლენის შეფასების
სისტემის დანერგვის შესახებ და განსაზღვროს ამ სისტემის მთავარი დამახასიათებელი
ნიშნები. ხაზი გაესმება ზოგადად სამართალშემოქმედებით პროცესში გენდერული
თანასწორობის საკითხებზე ჯეროვანი ყურადღების გამახვილების პრინციპული მიდგომის
მნიშვნელობას, რაც, იმავდროულად, წარმოადგენს მნიშვნელოვან და მკაფიო პოლიტიკურ
განაცხადს სახელმწიფოს მხრიდან.
აღნიშნული ინიციატივა პარლამენტმა განიხილა და მრავალპარტიული მხარდაჭერით
მიიღო 15 დეკემბრის სხდომაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
აქვე აღსანიშნავია რომ, გენდერული საბჭოს ფარგლებში შემუშავდა და მოხდა ინიციირება
სამი მნიშვნელოვანი პროექტის, რომელებიც მე-9 პუნქტის ფარგლებში განიხილება.
აღნიშნულ პროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია ადამიანია უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. კერძოდ:
1. ცვლილებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მარეგულირებელ
კანონმდებლობაში 6 (07-3/172; 23.02.2022). საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად მიზანს
წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
მხარდაჭერის გაძლიერება და სახელმწიფო მომსახურებებით, მათ შორის, სახელმწიფო
თავშესაფრით სარგებლობისთვის არსებული გამოწვევის/ბარიერის დაძლევა. ასევე,
სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გამოხატული
ნების თანახმად, უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს კანონმდებლობის კონვენციის
დებულებებთან შესაბამისობა - მსხვერპლების მიერ მხარდაჭერის სერვისებით მარტივად და
შეუფერხებლად სარგებლობა (ბარიერების გარეშე);
დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა წარიმართა დაჩქარებული წესით.
პარლამეტმა ინიციატივა განიხილა და მესამე მოსმენით, მრავალპარტიული მხარდაჭერით
მიიღო 22 დეკემბერს.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს
გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ (07-3/181;
22.03.2022). კონცეფცია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას გენდერული ნიშნით არსებული
ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის
უზრუნველყოფისთვის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ
სფეროებში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში.
დასახელებული დადგენილების პროექტი კომიტეტმა განიხილა 2022 წლის 9 დეკემბრის
სხდომაზე და მოამზადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის.
პარლამენტმა აღნიშნული დადგენილება განიხილა და კონცეფცია მრავალპარტიული
მხარდაჭერით დაამტკიცა 22 დეკემბერს.
3. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია - 2021 წელს გაეროს
განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით აქტიურად დაიწყო მუშაობა ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებაზე. დოკუმენტი მიზნად
ისახავს საქართველოში არსებული სპეციფიური გენდერული თანასწორობის გამოწვევების
გათვალისწინებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას.
საქართველოს კანონის პროექტები: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „იურიდიული
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
6
35
კონცეფციის ინიციირება მოხდა 2022 წლის 14 დეკემბერს და მას ინტერპარტიულ ფორმატში
31-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მე-9 პუნქტის ფარგლებში განხორცილებული სხვა სახის
აქტივობები:
სამუშაო ჯგუფი
მე-9 პუნქტის ფარგლებში ადამიანი უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა, 2022 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ
სარჯველაძისა
და
საქართველოს
პარლამენტის
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის ინიციატივის
საფუძველზე, N8 გადაწყვეტილებით შექმნა ფემიციდის პრევენციის ხელშემწყობი
ღონისძიებების დაგეგმვის/განსაზღვრის სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში
მიმდინარეობს მუშაობა ფემიციდის პრევენციის ხელშემწყობი ღონისძიებების სამოქმედო
გეგმაზე.
თემატური მოკვლევა
მე-9 პუნქტის ფარგლებში ადამიანი უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დანიშნა თემატური მოკვლევის
ჯგუფი და დაიწყო თემატური მოკვლევა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის
სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი
ღონისძიებების და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში დაგეგმილი ანგარიშის განხილვა
2023 წლის თებერვალში, 84-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილია ქალთა მიმართ
დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) მიერ საქართველოს მე-6 პერიოდული
ანგარიშის განხილვა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“
კონვენციის შესრულების შესახებ. ანგარიშის განხილვამდე, საკითხთა ჩამონათვალის სახით,
კომიტეტის მიერ მოთხოვნილი იქნა დამატებითი ინფორმაცია. საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოსთან ერთად იმუშავა პარლამენტის კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხებზე და მოამზადა მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხები. ინფორმაცია
შეიცავდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ქალთა მიმართ დისკრიმინაციასთან ბრძოლის
მარეგულირებელი ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო და უკანასკნელი საკანონმდებლო
ცვლილებები, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო მექანიზმები, ქალთა პოლიტიკურ
და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერების ზომები, საზოგადოებრივი
ცნობიერების გაზრდის ღონისძიებები და ა.შ.
9.2.4. პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების
ინსტიტუციური გაძლიერება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის
მოპოვების მიზნით, წარდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, მმართველი პარტიის მიერ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
წარდგენილ შესრულების 12 პუნქტიან გეგმაში, მე-4 პუნქტი ეხება, მათ შორის, პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური გაძლიერება, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ისეთი
კანონმდებლობის შემუშავებას, რომელიც მიხედვითაც სამსახურს ექნება საკუთარი
უფლებამოსილებების მეტად ეფექტიანი განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები.
ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მონაცემთა
დაცვის სფეროში ევროკავშირში არსებულ სტანდარტებთან (მონაცემთა დაცვის ევროპული
რეგულაცია (GDPR) და დირექტივა 2016/680 (LED Directive)) დაახლოებას და მონაცემთა
დაცვის სამსახურის საქმიანობის დეტალური და ეფექტიანი აღსრულების მექანიზმების
შემოთავაზებას.
კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, სადაც ხაზი გაესვა მის მნიშვნელობასა და მთავარ
მიღწევებს. ამჟამად მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა სხვადასხვა ჩართული
უწყებების მონაწილეობით, რათა მასში მოცემული დებულებები მაქსიმალურად დაიხვეწოს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფოში შეიქმნება მონაცემთა დაცვის
მარეგულირებელი გამოწვევებზე ორიენტირებული, დახვეწილი და ეფექტიანი
კანონმდებლობა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა
მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ინიციირებული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრების:
მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილისა და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი (№07-3/230; 10.08.2022).
აღნიშნული
კანონპროექტის
მიხედვით,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
1
სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 238 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს
მოსამართლის უფლებამოსილებას რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის გამოძიების
ორგანოს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას გაუჩნდა ეჭვი,
რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება,
დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება, მათ შორის, ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა
წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, თუ იგი ჩადენილია
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიზანია სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და ამ მიზნით
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ
შესასრულებელი
ევროკომისიის
12-პუნქტიანი
რეკომენდაციებიდან
ერთ-ერთის
37
შესასრულებლად იდენტიფიცირებული გაუმჯობესების შეთავაზება. კერძოდ, აღნიშნული
რეკომენდაციების მე-4 პუნქტი ითვალისწინებს, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია ისიც, რომ
სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ ანგარიშშიც მიუთითებდა აღნიშნული პრობლემის
გადაჭრის საჭიროებაზე. 7
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დროული ინფორმირება ზემოაღნიშნული
დანაშაულების ნიშნების არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაზრდის ამ
საქმეების გამოძიების ხარისხს, რაც ხელს შეუწყობს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის
გაზრდას, რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამსახურის მანდატის
გაძლიერების მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტი მე-3 მოსმენით მიღებულ იქნა 18
ოქტომბერს (83 ხმა, მათ შორის 2 ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი და 11 უფრაქციო
დეპუტატი).
კანონი გამოქვეყნდა და ამოქმედდა 2022 წლის 28 ოქტომბერს.
9.2.5. პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და
გამჭვირვალობის გაუმჯობესება
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი
12 პუნქტიდან მე-2 პუნქტი საქართველოსგან მოითხოვს ისეთი ღონისძიებების
განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური
ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, აგრეთვე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის
ფუნქციების შემდგომ გაუმჯობესებას.
ამ მიზნით, ცვლილებები იქნა ინიციირებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
(07-3/238/10; 19.09.2022), რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტის საზედამხედველო
საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და
პარლამენტის კანონშემოქმედებით თუ საზედამხედველო საქმიანობაში მოქალაქეთა მეტად
ჩართულობას. ამასთანავე, შექმნის უკეთეს შესაძლებლობებს ევროკავშირის საბჭოს
ზემოაღნიშნული მე-2 რეკომენდაციის შესასრულებლად, რაც გამოიხატება, მათ შორის,
პარლამენტის კომიტეტების აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანოებთან ურთიერთობის ამსახველი ინფორმაციისა და
შესაბამისი მასალების გასაჯაროებაში, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე,
ირაკლი ქადაგიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და გივი მიქანაძე.
აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ეხმიანება ღია
პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
7
http://ombudsman.ge/res/docs/2022040413242699860.pdf გვ.68
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კანონპროექტი განსახილველად გადაეცა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. ამჟამად აღნიშნული კომიტეტის
ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
9.2.6. სათანადო
მედიაგარემოს
უზრუნველყოფა,
ჟურნალისტების
წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების
წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
მისანიჭებლად შემუშავებული 12 პუნქტიანი რეკომენდაციის მე-7 და მე-8 პუნქტებით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს
პარლამენტის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საპარლამენტო უმრავლესობის
მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხებს მოიცავს ასევე, საქართველოს
მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი „საქართველოს ადამიანის
უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის პროექტი 2022-2030 წლებისთვის (07-2/181;
05.09.2022). წარდგენილ სტრატეგიას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს წამყვანი კომიტეტის სტატუსით. მოცემულ ეტაპზე
კომიტეტი მუშაობს სტრატეგიის პროექტზე, სადაც გათვალისწინებულია რეკომენდაციაში
ასახული თემებიც.
9.3.
სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა
კომიტეტი ჩართულია სხვადასხვა უწყებათაშორისი/მულტისექტორული ჯგუფების
მუშაობაში. 2022 წელს, კომიტეტი წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომისიების, საბჭოების,
სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.
−
−
−
−
მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) უწყებათშორისი საბჭო;
ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე
მომუშავე უწყებათაშორისი კომისია;
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო;
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, „დასაქმების ხელშეწყობის
მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი
კომისია;
აღსანიშნავია კომიტეტის მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასთან.
არაერთი სამუშაო შეხვედრა და საკომიტეტო მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა
საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის
უფლებათა
სამდივნოსთან
თანამშრომლობით.
სხვადასხვა
დროს,
მათთან
თანამშრომლობით გაიმართა ორი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში „საქართველოს
ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიასთან“
დაკავშირებით. ერთ შემთხვევაში პარლამენტის წევრები გაეცნენ დოკუმენტს და მის
ძირითად სიახლეებს, ხოლო მეორე შეხვედრაზე საერთაშორისო და სამოქალაქო
39
საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის შეთავაზებული იყო მსჯელობა
დოკუმენტის შესახებ.
პარლამენტის წევრებისა და რელევანტური უწყებების მონაწილეობით გაიმართა სამუშაო
შეხვედრები, სადაც მხარებმა იმსჯელეს სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისადმი
მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის თაობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, სადაც აჭარის უმაღლესი
საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე, საქართველოში და ზოგადად რეგიონში ადამიანის
უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე იმსჯელეს.
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების პრობლემურ საკითხებზე და გადაჭრის გზებზე
იმსჯელეს კომიტეტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა
ორი სამუშაო შეხვედრის ფორმატში.
კომიტეტის ფარგლებში შექმნილია ხუთი სამუშაო ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაშიც,
სხვებთან ერთად, შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და რელევანტური
უწყებების წარმომადგენლები.
−
−
−
−
−
9.4.
ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის
აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებისა და წინადადებების შესწავლის
მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას, სახელმწიფო ენისა და საქართველოს
ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებასთან
დაკავშირებული საკითხების რეგულირების მართებულობის დადგენის მიზნით
შექმნილი სამუშაო ჯგუფი;
საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის შემუშავების
მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;
„2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
სახალხო
დამცველის
ანგარიშში
წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების
გათვალისწინების მიზანშეწონილობის შესწავლის თაობაზე;
ფემიციდის პრევენციის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვის/განსაზღვრის მიზნით
შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
შიდა ინსტიტუციური თანამშრომლობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ინტენსიურად თანამშრომლობდა პარლამენტის
სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან და მუდმივმოქმედ საბჭოებთან. მათ შორის
აღსანიშნავია თანამშრომლობა პარლამენტის კვლევით ცენტრთან, სასწავლო ცენტრთან,
გენდერული თანასწორობის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და ღია მმართველობის
მუდმივმოქმედ საბჭოებთან.
განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან,
რომელთან ერთადაც მრავალი სამუშაო შეხვედრა, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა და
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2022
პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ან მიმდინარეობს განხილვა. კოლაბორაციის
მნიშვნელოვანი მიღწევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია მოცემული ანგარიშის
შესაბამის თავებში.
დარგობრივი კომიტეტების და უწყებების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრები უკრაინაში
შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის
შესახებ. კომიტეტმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან და
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან ერთად იმსჯელა
უკრაინაში ომით დაზარალებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობებზე. აგრეთვე,
კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვა შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა აღმასრულებელი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს უკრაინაში შეიარაღებული
კონფლიქტით
დაზარალებულთათვის
სამართლებრივი
მხარდაჭერის
შემდგომი
ინტენსიფიკაციის შესაძლებლობებზე და ამ მიმართულებით საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს შორის კოორდინაციის საკითხებზე.