საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და კომიტეტის 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული სამოქმედო გეგმა
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და კომიტეტის 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული სამოქმედო გეგმა
- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და კომიტეტის 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული სამოქმედო გეგმა (ეს პროექტი) საორგანიზაციო საკითხი
- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 54
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
2/7/23, 12:36 AM
საქართველოს პარლამენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
03 თებერვალი 2023 13:00
2023 წლის 3 თებერვალი, 13:00 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის
კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/228; 07.12.2022);
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ
გურამიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „ელექტრონული კომერციის შესახებ“, „კონკურენციის
შესახებ“
საქართველოს
ადმინისტრაციულ
კანონში
საპროცესო
ცვლილების
კოდექსში
შეტანის
ცვლილების
თაობაზე“
შეტანის
და
„საქართველოს
შესახებ“
(07-2/237/10;
21.12.2022);
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ
გურამიშვილი;
3. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
https://parliament.ge/print/announcement/1974?local=true
1/2
2/7/23, 12:36 AM
https://parliament.ge/print/announcement/1974?local=true
საქართველოს პარლამენტი
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N54
2023 წლის 3 თებერვალი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
ნინო იობაშვილი
დავით ბაქრაძე
არჩილ თალაკვაძე
მაია მენაღარიშვილი
ვიქტორ სანიკიძე
ხატია წილოსანი
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის
კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/228; 07.12.2022);
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ
გურამიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „ელექტრონული კომერციის შესახებ“, „კონკურენციის
1
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/237/10;
21.12.2022);
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ
გურამიშვილი;
3. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სხდომის მსვლელობა: სხდომის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს
დღის წესრიგი გააცნო. ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა სხდომის დასაწყისში ევროკომისიის
მიერ მომზადებულ ანგარიშებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს,
უკრაინასა და მოლდოვას მიერ კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების
ხარისხს აფასებს.
თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის შეფასება რომელიც საქართველომ ხელისუფლების
დაუღალავი მუშაობის შედეგად და შევსებული კითხვარის საფუძველზე მიიღო. მისივე
განცხადებით, ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ საქართველო ცალსახად
ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის რეფორმების განხორციელების კუთხით. მისი თქმით,
ევროკომისიის მოსაზრება მომზადებულია ევროკავშირის გაფართოების შეფასების
კრიტერიუმების მიხედვით და ევროკავშირთან ქვეყნის თავსებადობას 6 ძირითადი
მიმართულებით, 32 სფეროში აფასებს.
სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ
გურამიშვილმა განსახილველად „საზღვაო შრომის კონვენცია“ და მისგან გამომდინარე
კანონის პროექტები წარმოადგინა.
მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია,
საქართველოში საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ კომერციულ საქმიანობაში
ჩართულ გემებზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესების დადგენის, ასევე,
მეზღვაურთა დასაქმების სფეროში მოქმედი სამსახურების/გემთმფლობელის მიერ
ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქე მეზღვაურთა დასაქმების
უნიფიცირებული სტანდარტებისა და წესების განსაზღვრისა და საზღვაო შრომის შესახებ
საერთაშორისო კონვენციის დებულებების ასახვით.
მისივე თქმით, წარმოდგენილი კონვენციით გადასინჯული და კონსოლიდირებულია 37
არსებული კონვენცია და მათთან დაკავშირებული რეკომენდაციები. შესაბამისად მისი
განცხადებით, უმნიშვნელოვანესია რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული დებულებები
იყოს ასახული საქართველოს კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ქართველი
მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას და საქართველოს სახელმწიფო
დროშის ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში.
მომხსენებლის განმარტებით, საზღვაო შრომის კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაწილია დროშის კონტროლი და გემებზე კანონის და კონვენციის
მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი, სერტიფიცირება და შემოწმება. მისივე თქმით, იმ
2
სახელმწიფოებისთვის, რომელთაც საერთო რეგისტრირებული ტონა დიდია, კონვენციით
გათვალისწინებული ინსპექტირებების ჩატარება და სერტიფიცირება დიდ ადამიანურ
რესურსსა და შესაბამის სახსრებსაც მოითხოვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის,
რომელთაც ღია დროშა აქვთ.
ბატონმა გურამმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან
დაკავშირებით განმარტა, რომ კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმებით შუალედური მომსახურების მიმწოდებლების (ISP) დეფინიციის, მათი
უფლებებისა და ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ
აღებული ვალდებულებით და ქვეყანაში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, რომლის
პირობებშიც შუალედური მომსახურების მიმწოდებლები არ არიან დაცული
ზოგადი
მონიტორინგის ვალდებულებისგან, რაც შესაძლოა ნებისმიერ მომენტში, საკანონმდებლო
რეგულირების არ არსებობის პირობებში ძალზედ მძიმე ტვირთად დააწვეს მათ.
მისივე განცხადებით, წარმოდგენილი პროექტის მიზანს ევროკავშირთან დადებული
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, საინფორმაციო საზოგადოების
მომსახურების თავისუფალი გადაადგილებით უზრუნველყოფის გზით, შიდა ბაზრის
სათანადოდ ფუნქციონირების ხელშეწყობა და გაუმჯობესება, აგრეთვე ელექტრონული
კომერციის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლება წარმოადგენს, რაც მისი განცხადებით,
კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯია
ევროპის ერთიანი ციფრული ბაზრისკენ
ინტეგრაციისთვის.
კომიტეტმა კენჭი უყარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტებს, რასაც მხარი კომიტეტის
სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა.
მაკა ბოჭორიშვილი
სხდომის თავმჯდომარე
3