საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2023-02-09
შენიშვნები 127-XIმს-Xმპ, 09022023 ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-1584/23
07-02-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის
ანგარიშს.
დანართი: 48 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
2022 წლის საქმიანობის ანგარიში
თბილისი 2023
1
სარჩევი
წინასიტყვაობა-------------------------------------------------------------------------------------------------------- 3გვ.
თავი I: საკანონმდებლო საქმიანობა--------------------------------------------------------------------------4გვ
კანონპროექტები: ------------------------------------------------------------------------------------------------------4 გვ.
საერთაშორისო ხელშეკრულებები: ----------------------------------------------------------------------------- 8 გვ.
დადგენილების პროექტები: ------------------------------------------------------------------------------------- 14 გვ.
რეზოლუციები: ------------------------------------------------------------------------------------------------------ 16 გვ.
თავი II: საზედამხედველო საქმიანობა: ------------------------------------------------------------------- 17 გვ.
ანგარიშების მოსმენები: ------------------------------------------------------------------------------------------ 17 გვ.
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ანგარიშები: --------------------------------------- 18 გვ.
ელჩების და მთავრობის წევრების მოსმენები ------------------------------------------------------------ 19 გვ.
თემატური მოკვლევის ჯგუფი: -------------------------------------------------------------------------------- 21 გვ.
სადეპუტატო კითხვები: ----------------------------------------------------------------------------------------- 21 გვ.
თავი III: საპარლამენტო დიპლომატია:------------------------------------------------------------------ 21 გვ.
საერთაშორისო ვიზიტები: -------------------------------------------------------------------------------------- 22 გვ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, უცხო ქვეყნების საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 35 გვ.
თავი IV: სხვა ღონისძიებები ---------------------------------------------------------------------------------- 45 გვ.
მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები ---------------------------------------------------- 47 გვ.
კომიტეტის მიღწევები ------------------------------------------------------------------------------------------- 48 გვ.
2
შესავალი
საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი
გზებით მოგვარება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საქართველოს სტრატეგიულ
პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში
თანამშრომლობის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე,
საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში საქართველოს აქტიური
ჩართულობა, ქმედითი და დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკის განხორციელება,
ტრანსნაციონალურ პროექტებში ქვეყნის ჩართულობა, შუა დერეფნის განვითარება,
ეკონომიკური დიპლომატია, დიასპორებთან ურთიერთობა და საზღვარგარეთ მყოფი
საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა, - ჩვენი
სახელმწიფოს ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების
განსაზღვრა პარლამენტს ეკისრება. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
თავისი პროფილიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე აქტიურად არის ჩართული ამ
პროცესში.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის
განხორციელების მიმართულებით და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებისა და ქვეყნის
საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევის მიზნით აქტიურად იყენებდა საპარლამენტო
დიპლომატიას. საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, კომიტეტის წევრები აქტიურად
მონაწილეობდნენ სხვადასხვა შეხვედრებში, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს
გარეთ. დიდი ყურადღება ეთმობოდა საზედამხედველო საქმიანობას და წარმატებით
განხორციელდა კომიტეტის ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში,
საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების
პერმანენტულ საკომიტეტო მოსმენებს. საანგარიშო პერიოდში საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტმა გამართა 22 სხდომა, სადაც განხილული იყო არაერთი საკანონმდებლო
წინადადება, დადგენილების პროექტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და ჩატარდა
სხვადასხვა სახის და შინაარსის მოსმენები.
3
თავი I: საკანონმდებლო საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში საგარეო
საკანონმდებლო წინადადებები:
ურთიერთობათა
კომიტეტმა
განიხილა
შემდეგი
კანონპროექტები
1. „საზღვაო შრომის კონვენცია“ და საქართველოს კანონის პროექტები: „მეზღვაურთა
შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/228; 07.12.2022) „საზღვაო შრომის კონვენცია“ მიღებული იქნა 2006 წლის
თებერვალში შრომის საერთაშორისო კონფერენციის მე-10 საზღვაო სესიაზე, მასში
კონსოლიდირებული იქნა ამ დარგში არსებული 37 კონვენცია და მათთან დაკავშირებული
რეკომენდაციები. კონვენცია თავს უყრის საზღვაო სექტორში შრომის შესახებ არსებულ
თითქმის ყველა ნორმატიულ დოკუმენტს ერთიანი ახალი კონვენციის სახით და
განსაზღვრავს მეზღვაურთა უფლებებს ღირსეული სამუშაო პირობების გათვალისწინებით.
კონვენცია მოიცავს მეზღვაურთა მუშაობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა
ასპექტებს, მათ შორის: მეზღვაურის მინიმალურ ასაკს, მეზღვაურთა შერჩევასა და შრომით
მოწყობას, მეზღვაურთა შრომის ხელშეკრულებებს, ხელფასებს, სამუშაო დროისა და
დასვენების დროის ხანგრძლივობას, ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ უსაფრთხოებას
და სხვ.
2. „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის
კონვენცია და საქართველოს კანონის პროექტები: „საერთაშორისო კერძო
სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-2/190; 10.10.2022). კონვეცია არეგულირებს საერთაშორისო კომერციულ ან
სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოთა არჩევის ექსკლუზიურ შეთანხმებებს. მისი მიზანია
ისეთი სამართლებრივი რეჟიმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული
გარიგებების მხარეთა მიერ კონკრეტული სასამართლოსთვის ექსკლუზიური კომპეტენციის
მინიჭებას, აგრეთვე სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმების ეფექტურობის
უზრუნველყოფა.
3. საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/172; 28-07-2022) .კანონპროექტის ავტორი იყო საგარეო საქმეთა
სამინისტრო, ინიციატორი - მთავრობა. კანონში აისახა დიპლომატიურ სამსახურში
არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე მორგებული ნორმები, დაკორექტირდა ნორმები,
რომლებიც იძლეოდა ორაზროვანი გაგების საფუძველს და შესაბამისად თანამდებობის
პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ბუნდოვანებას. ცვლილებების
განხორციელების აუცილებლობა განპირობებული იყო დიპლომატიური სამსახურის
მომწესრიგებელი ნორმების დახვეწის საჭიროებით. ცვლილებების მიღების მიზანს
წარმოადგენდა დიპლომატიური სამსახურის პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების
მინიმუმამდე დაყვანა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებული
პირების მოტივაციის ამაღლება, დიპლომატიური სამსახურის წინაშე დასახული მიზნებისა
4
და ამოცანების მიღწევის გაადვილება. ცვლილებების შედეგად დარეგულირდა როტაციის
წესით სამუშაო მივლინებით პირთა წარგზავნასთან დაკავშირებული საკითხები,
გათვალისწინებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
დისციპლინურ გადაცდომასთან და წახალისების ფორმებთან დაკავშირებული საკითხები
და დარეგულირდა დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები;
4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის
2016 წლის ცვლილება“ და საქართველოს კანონის პროექტები: „ატმოსფერული ჰაერის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
(07-2/203;
01.11.2022)
„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის
2016 წლის ცვლილება“ არეგულირებს არა ოზონ დამშლელი ნივთიერებების - ჰიდრო
ფტორ ნახშირბადების წარმოებასა და მოხმარებას. ცვლილებების მთავარი მიზანია
მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ჰიდრო ფტორ ნახშირბადების
მოხმარებისა და გაფრქვევების ეტაპობრივი შემცირება დაბალი ან ნულოვანი გლობალური
დათბობის პოტენციალის მქონე ალტერნატივების წახალისების გზით. ოქმი ადგენს ჰიდრო
ფტორ ნახშირბადების ჩამონათვალს და მათი წარმოებისა და მოხმარების შემცირების
მოთხოვნებს.
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანომდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/182, 14.09.2022)
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2022 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
მის მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამს.
6. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის
ძირითადი
მონაცემები
და
მიმართულებები
2023-2026
წლებისათვის“,
საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/189/10; 30.09.2022)
კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს
თანდართულ მასალებთან ერთად.
7. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით( 1-13165/22;
12.10.2022) წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საზღვარგარეთ
მყოფ შშმ პირთათვის საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და
საკონსულო
დაწესებულებებში
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
პირობების
შექმნა.
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონს დაემატოს 47-ე
5
მუხლი, ხოლო „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლს დაემატოს
მე-13 პუნქტი, რომელთა თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში თანამშრომლებისთვის და
ვიზიტით
მყოფ
პირთათვის
უზრუნველყოფილი
იქნება
საქართველოს
კანონმდებლობით შშმ პირთათვის განსაზღვრული პირობები. კომიტეტმა
წინადადებას მხარი არ დაუჭირა
8. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით
(სანოტარო
უფლებამოსილების
შეზღუდვის
საკითხი)საკანონმდებლო წინადადება ეხებოდა საკონსულო თანამდებობის პირის
მიერ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სანოტარო
მოქმედებების შესრულებაზე შეზღუდვის დაწესებას. შემოთავაზებული იყო
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისთვის მე-5
პუნქტის დამატებას, რომლის თანახმადაც იურისტის კვალიფიკაციის არმქონე პირს,
მიუხედავად საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დასანიშნად საჭირო
სერტიფიკატის ფლობისა ან/და თანამდებობრივი/წოდებრივი მდგომარეობის,
საქმიანობის განხორციელებისას შეეზღუდებოდა საჯარო აქტის შედგენის
უფლებამოსილება. კომიტეტმა წინადადებას მხარი არ დაუჭირა
9. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„დიპლომატიური
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან
დაკავშირებით
(1-11145/22/10;
07-09-2022)
საკანონმდებლო
წინადადება
ითვალისწინებდა
„დიპლომატიური
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც „დიპლომატიურ
სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით ნებისმიერი სახის
კონკურსი ჩატარდება საჯარო სამსახურში ბიუროს ადმინისტრირებადი ვებგვერდის (hr.gov.ge) მეშვეობით“. კომიტეტმა მიიჩნია, რომ არსებული
საკანონმდებლო ჩანაწერები დიპლომატიურ სამსახურში ღია და დახურული
კონკურსის წესით დასაქმებასთან დაკავშირებით აკმაყოფილებს საკანონმდებლო
წინადადებით გათვალისწინებული ცვლილების მიზანს. კომიტეტმა წინადადებას
მხარი არ დაუჭირა
10. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (საკონსულო სერტიფიკატებისათვის ქმედითობის დაბრუნების
საკითხი)(1-10075/22;10-08-2022)
წინადადებით
გათვალისწინებული
იყო
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში „ლევან მიქელაძის
სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის“ ნაცვლად
ჩაწერილიყო „საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი“ ამ იურიდიული პირის სახელწოდების
მითითების გარეშე. კომიტეტმა მიიჩნია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული
პირის სახელწოდების გადარქმევა არ აუქმებს მანამდე არსებული სახელწოდებით
და ფორმით ამ იურიდიული პირის მიერ
გაცემული სერტიფიკატების
ვალიდურობას. სამართალმემკვიდრეობის პრინციპიდან გამომდინარე, ნამდვილად
6
მიიჩნევა სერტიფიკატის გაცემის მომენტისთვის არსებული სასწავლო ცენტრის
კანონისმიერი დასახელება. კომიტეტმა წინადადებას მხარი არ დაუჭრია.
11. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (საკონსულო მოსაკრებლით გათვალისწინებული, სათარგმნად
დასაშვები დოკუმენტების ჩამონათვალის სრულყოფის საკითხი)(1-9305/22; 25-072022) საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა „საკონსულო საქმიანობის შესახებ“
კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათარგმნად
დასაშვები დოკუმენტების ჩამონათვალში „სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის/სამოქალაქო აქტის ჩანაწერის“ დამატებას. კომიტეტმა
წინადადება არ გაითვალისწინა, ვინაიდან არსებული რედაქცია მოიცავს ყველა სახის
სამოქალაქო აქტებს. კომიტეტმა წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
12. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით
(1-6862/22;
03-06-2022).
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება ითვალისწინებდა ცვლილებების განხორციელებას „საკონსულო
მოსაკრებლის შესახებ“ კანონში. კერძოდ, წინადადებით შემოთავაზებული იყო
საქართველოს გრძელვადიანი ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის
მოსაკრებლის გაზრდა არსებული 20 აშშ დოლარიდან 30 აშშ დოლარამდე;
კონსულის მიერ ანდერძის დადასტურებისა და გაუქმებისათვის კანონით
დადგენილი მოსაკრებლის გაუქმება; კონსულის მიერ „საკონსულო მოსაკრებლის
შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის 1 პუნქტის „კ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მოქმედებების განხორციელებისთვის (პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტის
დადასტურება, პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის
ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის დადასტურება, დოკუმენტის
წარდგენის დროის დადასტურება) საფასურის შემცირება 15 აშშ დოლარიდან 5 აშშ
დოლარამდე; საქართველოს დროშით მცურავი გემის რეგისტრაციისთვის და
რეგისტრაციის მოწმობის გაცემისთვის მოსაკრებლის დაწესება (900 აშშ დოლარი და
100 აშშ დოლარი შესაბამისად); საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე
უცხოელებისთვის საკონსულო მომსახურებაზე განაკვეთების დაწესება არსებულზე
50%-ით მეტი ოდენობით; „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-5
მუხლით გათვალისწინებული საკონსულო მოსაკრებლის შეღავათების ახლებური
ფორმულირება; ცვლილებები „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-51
მუხლში მოსაკრებლის არასათანადოდ გადახდასთან დაკავშირებით.კომიტეტმა
წარმოდგენილ წინადადებას მხარი არ დაუჭრია.
7
საერთაშორისო ხელშეკრულებები
1) სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო
პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ (07-2/116/10; 20.01.2022). წარმოდგენილ
სასესხო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2021 წლის 10 დეკემბერს, რომლის ფარგლებშიც
გამოიყოფა 101 მლნ. ევროს ოდენობის სესხი. პროექტის მიზანია მუნიციპალური
ინფრასტრუქტურის და მომსახურების გაუმჯობესება, ურბანული განახლება,
საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება
თბილისში და საქართველოს რეგიონებში.
2) ფინანსური ხელშეკრულება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის
(ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)“ (№07-2/113; 27.12.2021)
ხელშეკრულების ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გამოუყოფს
34 მლნ. ევროს სესხის სახით. აღნიშნული სესხი წარმოადგენს პროექტი „ოუფენ ნეტის“
მხარდამჭერ
სესხს,
რომელიც
მოხმარდება
5000კმ
ოპტიკურ-ბოჭკოვანი
სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობას საქართველოში
3) შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას
შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ (07-02/123/10; 16.02.22)
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2021 წლის 14 აპრილს. იგი ითვალისწინებს საქართველოსა
და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების
განხორციელებას ორმხრივი, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში კვოტირებული
ნებართვის საფუძველზე.
4) საკრედიტო შეთანხმება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი)
და საქართველოს (მსესხებელი) შორის“ (02-2/120/10; 03.02.22). შეთანხმებას ხელი
მოეწერა 2022 წლის 28 იანვარს. იგი ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების
სააგენტოს მიერ საქართველოსთვის 30 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 20
წლით (მათ შორის 5 წელი შეღავათიანია).
აღნიშნული სესხი წარმოადგენს
„წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების
პროგრამის“ რეფორმის ნაწილს, რომელიც ასევე ფინანსდება აზიის განვითარების
ბანკის მიერ
5) სასესხო შეთანხმება „2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბათუმის ავტობუსების
პროექტი)“ №2 ცვლილება “ (07-02/129/10 04.03.22) ცვლილება №2 ითვალისწინებს
სესხის ფარგლებში ჩამოურიცხავი თანხის გამოყენებას ბათუმის მუნიციპალური
სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო
ელექტრონული ტაბლოების შეძენასა და დამონტაჟებას.
6) სასესხო შეთანხმება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ენერგეტიკული
ქსელის გაძლიერების პროექტი)“ ცვლილება – მე-2 ტრანშის გაუქმების შეტყობინება“
(07-2/130/10; 25.03.2022) „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების
პროექტი“ ითვალისწინებს ახალი ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების
მშენებლობას. სასესხო შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზანია აღნიშნული
8
შეთანხმებით გათვალისწინებული ფინანსური რესურსის მეორე ტრანშის (55 მლნ.
ევრო) გაუქმება, რომლის შესახებაც 2021 წელს საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.
7) სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების
საერთაშორისო ბანკს შორის (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ (072/140; 20.04.2022) შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 30 მარტს. იგი
ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ
საქართველოსთვის 358,5 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 27,5 წლის ვადით.
აღნიშნული ფინანსური რესურსით დაფინანსდება „საქართველოს ადამიანური
კაპიტალის პროგრამა“, რომლის მიზანია რეფორმების განხორციელება განათლების,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით.
8) სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების
საერთაშორისო ბანკს შორის (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების
პროექტი)“ (07-2/139; 05.04.2022) შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 30 მარტს. იგი
ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ
საქართველოსთვის 97,7 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 27,5 წლის ვადით.
აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი
ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობას. პროექტის დასრულების თარიღია
2027 წლის 31 დეკემბერი.
9) წერილ-შეთანხმება „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოს და ევროპის
საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული
რეკონსტრუქცია და განვითარება)“ №2 ცვლილება“ (07-2/135; 08.04.2022) 2022 წლის
31 მარტს ხელი მოეწერა არსებული ხელშეკრულების №2 ცვლილების წერილშეთანხმებას, რომელიც ეხება სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გადაწევას 2022 წლის
30 ივნისამდე და ფინანსური ხელშეკრულების დანართი ბ-ს ცვლილებას, რომელიც
ეხება LIBOR-სა და EURIBOR-ის განმარტებებს.
10) სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკს შორის (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ (N07-2/131;
31.03.2022) სასესხო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 18 მარტს. იგი
ითვალისწინებს ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის მიერ
საქართველოსთვის 40 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 15 წლის ვადით.
პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სკოლების შენობების ენერგოეფექტურობის
განახლება/მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას. პროექტის
დასრულების სავარაუდო თარიღია 2027 წლის 31 იანვარი.
11) სასესხო შეთანხმება „2020 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბაკურიანის მუნიციპალური
მომსახურების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ (N07-2/143; 04.05.2022)
ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტის მიზანია ბაკურიანისთვის საჭირო
სპეცტექნიკისა და თანამედროვე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვა.
სასესხო შეთანხმებაში შესატანი ცვლილები ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში
9
არსებული დანაზოგით დამატებითი სპეცტექნიკის შეძენას და პროექტის დასრულების
სავარაუდო თარიღის გადაწევას 2023 წლის 31 დეკემბერიდან 2024 წლის 31
დეკემბრამდე.
12) სასესხო შეთანხმება „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების
ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“
№1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/148; 13.05.2022) მეორადი გზის
გაუმჯობესების
პროექტი
გულისხმობს
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონაჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის და სარკინიგზო სადგურებთან
და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელ მისასვლელი გზების
რეაბილიტაციას. შეთანხმებაში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს პროექტის
დახურვის ვადის გაგრძელებას 2024 წლის 31 აგვისტომდე და სესხის ჩამორიცხვის
ბოლო ვადის გაგრძელებას 2025 წლის 28 თებერვლამდე.
13) სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო
კორპორაციას შორის (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების
რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ (07-2/152;19.05.2022)
წარმოდგენილი შეთანხმების მიხედვით NEFCO გამოყოფს 3,9 მლნ ევროს სესხის
სახით
პროექტის-„საქართველოს
მთიან
რეგიონებში
საჯარო
სკოლების
რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ დასაფინანსებლად.
პროექტის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში სწავლის პირობების გაუმჯობესება და
მოსწავლეებისთვის სოციალური პლატფორმის განვითარება.
14) საგრანტო შეთანხმება
„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს
საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროქტის „საქართველოს
მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის
გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის (07-2/153; 19.05.2022).
წარმოდგენილი შეთანხმების მიხედვით გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდი
(E5P) გამოყოფს 2,6 მლნ ევროს გრანტის სახით პროექტის-„საქართველოს მთიან
რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის
გაუმჯობესება“ დასაფინანსებლად. გრანტის თანხა პროექტის განსახორციელებლად
გადაეცემა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს.
15) შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით
დადებული (N07-2/149; 17.05.2022) წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს 1998
წლის 11 მაისის ჩარჩო შეთანხმების საფუძველზე გერმანიის მიერ საქართველოსთვის
2,1 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას პროექტების „მდგრადი
ურბანული განვითარება საქართველოში“ და „კვლევებისა და სპეციალისტთა ფონდი“
დასაფინანსებლად. პროექტებს განახორციელებს გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
16) სასესხო შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის
ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის (ენერგოეფექტურობის ღია პროგრამა
10
(საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა))“ (07-2/165; 08.07.2022)
შეთანხმება ითვალისწინებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ
საქართველოსთვის 40 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 15 წლის ვადით (მათ
შორის 5 წელი შეღავათიანი). აღნიშნული თანხა მოხმარდება საქართველოს საჯარო
სკოლების რეაბილიტაციას ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
17) წერილი-შეთანხმება „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის
რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“
N6 ცვლილების“ (07-2/142; 04.05.2022). წარმოდგენილი ცვლილება ეხება ფრანგ
მომწოდებლებსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების
რეგისტრაციის ვადის და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის და გრანტის
ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას.
18) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის
საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ (07-2/180; 05.09.2022). წარმოდგენილ შეთანხმებას
ხელი მოეწერა 2022 წლის 20 ივლისს. აღნიშნული შეთანხმება ჩაანაცვლებს
საქართველოსა და თურქმენეთს შორის 1993 წელს გაფორმებულ შეთანხმებას,
რომლიც არ შეესაბამება საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის დარგში აღებულ
ლიბერალიზაციის კურსს. ახალი შეთანხმებით ავია საწარმოებს საშუალება ეძლევათ
განახორციელონ
საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა თავიანთი ქვეყნების
ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის; ხოლო ტარიფები და ფრენების
სიხშირე განსაზღვრონ დამოუკიდებლად საავიაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნის
შესაბამისად.
19) სასესხო შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის
ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს
მიერ
(„მსესხებელი“), შორის
(მდგრადი
ურბანული
მობილობა)“ (07-2/188; 29.09.2022) შეთანხმება ითვალისწინებს გერმანიის
რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოსთვის 47 მლნ. ევროს
ოდენობის სესხის გამოყოფას 15 წლის ვადით. აღნიშნული თანხა მოხმარდება
ურბანული ტრანსპორტის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას. კერძოდ,
ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის და თბილისის სატრანზიტო დერეფნის
განვითარებას.
20) სასესხო შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის
ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის (ეკონომიკის სტაბილიზაცია
ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით)“ (07-2/204; 04.11.2022)
წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკსა (KfW) და
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა
დეკლარაციას „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა
საქართველოსთან“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ
ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას. წარმოდგენილი
სასესხო შეთანხმება გაფორმებულია ახალი დეკლარაციის ფარგლებში რომლის
11
საფუძველზეც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი
გამოუყოფს 27 მლნ. ევროს ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით.
საქართველოს
21) შეთანხმება „2017 წლის 17 იანვრის „საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური
განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების „ბათუმიახალციხის გზის პროექტი (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)" ცვლილების
შეთანხმება" (07-2/198; 21.10.2022) წარმოდგენილი ხელშეკრულების ცვლილება
ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში წარმოშობილი დანაზოგის გაუქმებას
(დაახლოებით 7,4 მლნ. აშშ დოლარი), სესხის თანხის გამოთხოვის ბოლო ვადის
გადაწევას 2025 წლის 31 დეკემბრამდე და პროექტის აღწერაში მითითებული 29 კმ-ის
ნაცვლად 24 კმ-იანი მონაკვეთის განსაზღვრას. აღსანიშნავია, რომ 5 კმ-იანი მონაკვეთი
დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
22) წერილ-შეთანხმება „2017 წლის 14 ივნისის „საქართველოსა და ევროპის
საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს
სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ №1 (07-2/209; 14.11.2022) ცვლილების წერილიშეთანხმება ითვალისწინებს თანხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გადაწევას 2024 წლის
23 ოქტომბრამდე და ხელშეკრულებაში გარკვეული განმარტებების განახლებადამატებას.
23) საკრედიტო
შეთანხმება
„საფრანგეთის
განვითარების
სააგენტოსა
(გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის“ (07-2/210; 14.11.2022)
2018 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკსა
(KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ხელი მოეწერა
განზრახულობათა დეკლარაციას „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური
თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს
მთავრობის მიერ ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას.
წარმოდგენილი საკრედიტო შეთანხმება გაფორმებულია ახალი დეკლარაციის
ფარგლებში რომლის საფუძველზეც საფრანგეთის განვითარების სააგენტო
საქართველოს გამოუყოფს 60 მლნ. ევროს.
24) შეთანხმება „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში
თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში"
საქართველოს მონაწილეობის შესახებ" (07-2/196; 21.10.2022) ევროკავშირის
„საგადასახადო პროგრამაში“ მონაწილეობა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმება
განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმებით
გათვალისწინებული საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესით.
საქართველოს
ევროკავშირის თემატურ პროექტებში ჩართულობა და ევროკავშირის კოლეგა
ორგანოებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ფორმატებში
მონაწილეობის
მიღება
მნიშვნელოვანია
საქართველო
საგადასახადო
კანონმდებლობის სრულად ჰარმონიზაციისთვის
25) შეთანხმება „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში
თანამშრომლობის
მიზნით,
ევროკავშირის
„საბაჟო
პროგრამაში"
საქართველოს მონაწილეობის შესახებ"(07-2/197; 21.10.2022) ევროკავშირის
„საბაჟო პროგრამაში“ მონაწილეობა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმება
12
განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმებით
გათვალისწინებული საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესით.
საქართველოს
ევროკავშირის თემატურ პროექტებში ჩართულობა და ევროკავშირის კოლეგა
ორგანოებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ფორმატებში
მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია საქართველო საბაჟო კანონმდებლობის
სრულად ჰარმონიზაციისთვის.
26) შეთანხმება „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას
შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და
გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ
ძირითადი
სტანდარტული
ხელშეკრულების“
პირობების
გაეროს
მოსახლეობის ფონდზე გავრცელების თაობაზე“ წერილების გაცვლის გზით
დადებული
(07-2/208;
14.11.2022)
„საქართველოს
რესპუბლიკასა
და
გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ
ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების გაეროს მოსახლეობის
ფონდზე გავრცელებით სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა საქართველოში გაეროს
მოსახლეობის ფონდის მიერ პროექტების განხორციელება და დახმარების გაწევა.
კერძოდ, განისაზღვრება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოსთვის
გაწეული დახმარების საშუალებები და ფორმები, პროექტების განხორციელების
პირობები და ამ პროცესში მთავრობის როლი და მოვალეობები, აგრეთვე,
პროგრამებში მთავრობის მხრიდან ფინანსური მონაწილეობის პირობები, მისიის
წევრთა პრივილეგიები და იმუნიტეტები და სხვ. შეთანხმება ითვალისწინებს გაეროს
მოსახლეობის ფონდისთვის გასაწევ ისეთ შეღავათებს, როგორიცაა ექსპერტების
გადაადგილებისათვის სათანადო პირობების შექმნა, მოწყობილობებისა და მასალების
ქვეყანაში შემოსატანად საჭირო ნებართვების გაცემა და გაეროს მოსახლეობის
ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბაჟო პროცედურების
სწრაფად განხორციელება.
27) შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის
შესახებ“
(07-2/207; 14.11.2022) „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის
ფედერაციული
რესპუბლიკის
მთავრობას
შორის
კულტურის
სფეროში
თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მიზანია საქართველოსა და გერმანიას შორის
კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში არსებული მეგობრული და
პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება და ორი ქვეყნის კუტურის
პოპულარიზაცია. შეთანხმება ხელს შეუწყობს კულტურისა და საზოგადოებების უკეთ
გაცნობას, ხალხების კულტურული და სულიერი ცხოვრების, აგრეთვე ყოფის უკეთ
გაცნობას და საქართველოსა და გერმანიის ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და
მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას
28) სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური
დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2)“ (07-2/221; 29.11.2022) წარმოდგენილ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 21 ნოემბერს. იგი ითვალისწინებს ფისკალური
მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის მეორე ქვეპროგრამის ფარგლებში
აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსადმი დაახლოებით 100 მლნ. ევროს
ოდენობის სესხის გამოყოფას. სესხის ხანგრძლივობაა 15 წელი (მათ შორის 3 წელი
13
შეღავათიანი). აღნიშნული სესხი წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და
პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
29) შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული
თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“
(07-2/226; 06.12.2022) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის
ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის
შესახებ“ შეთანხმების მიზანია ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.
შეთანხმების ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა
თავდაცვის პოლიტიკა და სტრატეგიული კომუნიკაცია, სამხედრო და სამოქალაქო
პერსონალის ტრეინინგი, თანამშრომლობა თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში,
შეიარაღების კონტროლი და განიარაღება და სხვა. შეთანხმებით გათვალისწინებულია
სტრატეგიული დიალოგის სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც გამართავს შეხვედრებს
საქართველოსა და რუმინეთში. მხარეებს შორის გაიმართება სხვადასხვა დონეზე
შეხვედრები, ორმხრივი გაცვლითი ვიზიტები, პროფესიული პროგრამები და ა. შ.
თავდაცვის
სფეროში
ორმხრივი
თანამშრომლობის
ორგანიზებისა
და
კოორდინირების მიზნებიდან გამომდინარე, შეთანხმებით გათვალისწინებულია
რუმინულ-ქართული ერთობლივი სამხედრო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციაც
იქნება გაწეული თანამშრომლობის შეჯამება და მომავალი განსახორციელებელი
საქმიანობის დაგეგმვა.
30) ჩარჩო შეთანხმება რატიფიცირება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა
(გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის“ (072/231; 13.12.2022) შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 15 ნოემბერს. იგი
ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის 100
მლნ. ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ადამიანური კაპიტალის
განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად. პროგრამის მიზანია რეფორმების
განხორციელება განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში
სხვადასხვა მიმართულებით.
დადგენილების პროექტები
1) „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/155/10; 18.01.2022)
დადგენილებების მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციებისა და საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციების
შემადგენლობებში გათვალისწინებული იქნა ფრაქციების წერილობით მიმართვები
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განაწილების თაობაზე საქართველოს
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად დელეგაციებში ფრაქციის
წევრთა შეყვანის თაობაზე.
2) „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/154/10; 29.12.2021) დადგენილების მიღება
განპირობებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტისთვის გაკეთებული მიმართვებით საქართველოს
14
პარლამენტში არსებული უცხო ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში
გაწევრიანების თაობაზე.
3) საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტი
„საქართველოს
გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
(N07-3/181; 22.03) კომიტეტმა განიხილა და მოიწონა „საქართველოს გენდერული
თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია“, რომელიც ეფუძნება საქართველოს
კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით
გარანტირებულ არსებითი თანასწორობის პრინციპს. კონცეფციის მიზანს წარმოადგენს
გენდერული თანასწორობის დანერგვა საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკის,
პრაქტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, სქესისა და გენდერის
ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლა და რეალური თანასწორობის
ხელშეწყობა.
4) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის
23 დეკემბრის N30-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (073/182; 23.03.2022) დადგენილების მიზანი იყო „მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის №30IIრსXმპ დადგენილებით გათვალისწინებული ფრანკოფონიის საპარლამენტო
ასამბლეის დელეგაციის ძირითად და სათადარიგო შემადგენლობებში ადგილების
რაოდენობის გაზრდა ორ-ორი ადგილით. დადგენილების თანახმად ფრანკოფონიის
საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა განისაზღვრა 5
ადგილით, ხოლო სათადარიგო შემადგენლობაში აგრეთვე 5 ადგილით.
5) საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის
მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18
თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.(073/209; 11.05.2022) დადგენილების მიღება განპირობებული იყო საქართველოს
პარლამენტის წევრების მიერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის გაკეთებული
მიმართვებით საქართველოს პარლამენტში არსებული უცხო ქვეყნის პარლამენტებთან
მეგობრობის ჯგუფებში გაწევრიანების თაობაზე.
6) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის N87-IIრს-Xმპ დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/178/10; 16.03.2022) დადგენილებების მიღების
შედეგად
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
დელეგაციებისა და საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციების შემადგენლობებში
გათვალისწინებული იქნა ფრაქციების წერილობით მიმართვები საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განაწილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის
ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად დელეგაციებში ფრაქციის წევრთა შეყვანის
თაობაზე.
15
7) „მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
დელეგაციების
შემადგენლობის
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის
№87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-3/242:
21.09.2022) დადგენილებების მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და საპარლამენტო ასამბლეების
დელეგაციების შემადგენლობებში გათვალისწინებული იქნა ფრაქციების წერილობით
მიმართვები
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განაწილების თაობაზე
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად დელეგაციებში
ფრაქციის წევრთა შეყვანის თაობაზე.
8) „საქართველოს
პარლამენტის
მეგობრობის
ჯგუფების
შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-3/243: 21.09.2022)
დადგენილების მიღება განპირობებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრების
მიერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის გაკეთებული მიმართვებით
საქართველოს პარლამენტში არსებული უცხო ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის
ჯგუფებში გაწევრიანების თაობაზე.
9) „საქართველოს
პარლამენტის
მეგობრობის
ჯგუფების
შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/271; 29.11.2022)
დადგენილების მიღება განპირობებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრების
მიერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის გაკეთებული მიმართვებით
საქართველოს პარლამენტში არსებული უცხო ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის
ჯგუფებში გაწევრიანების თაობაზე.
10) „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის №30-IIრს-Xმპ დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/280; 14.12.2022) დადგენილების მიღება
გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო
დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით გაწევრიანდა ასეანის საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში. აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს პარლამენტის ინტერესების
სათანადოდ წარმოსადგენად და საქართველოს ინტერესების გატარების მიზნით,
დადგენილებით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში ასეანის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციის შექმნა. დელეგაციის რაოდენობა განისაზღვრა სამი ადგილით.
რეზოლუციები:
1) საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „უკრაინაში მიმდინარე
მოვლენების შესახებ“ (07-3/146; 21.12.2021)
2) საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „უკრაინაში შესაძლო
სამხედრო ესკალაციის შესახებ“ ( N07-3/161; 26.01.2022) რეზოლუციის მიღება
გამოწვეული იყო უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის საშიშროებით, აგრეთვე
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის
გამოხატვის აუცილებლობით. რეზოლუციაში საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს
შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, გმობს ყოველგვარ
განზრახვას, რომელიც შეიძლება იყოს მიმართული სუვერენული სახელმწიფოს
ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მიაჩნია რომ აღნიშნული საფრთხეს
უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას.
16
რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა დააფიქსირა
თავისი
მხარდამჭერი
უკრაინის
ტერიტორიული
მთლიანობისა
და
სუვერენიტეტისადმი, განაცხადა რომ სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას
წარმოადგენს გადაწყვიტოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში
წევრობის საკითხი და მოუწოდა საქართველოს მთავრობას შეიტანოს წვლილი
უკრაინაში ომის არდაშვებაში მის ხელთ არსებული დიპლომატიური საშუალებებით,
აგრეთვე პარტნიორებთან კომუნიკაციით.
თავი II: საზედამხედველო საქმიანობა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მთელი წლის მანძილზე ინტენსიურად
თანამშრომლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რაც გამოიხატებოდა შემდეგი
კონკრეტული აქტივობებით:
რეგულარული სამუშაო შეხვედრები;
საგარეო საქმეთა მინისტრის და მოადგილეების მოსმენა სასესიო და საკომიტეტო
ფორმატებში;
რეგულარული კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან
დაკავშირებით;
კომიტეტის ოფიციალური ვიზიტების წინ კოორდინაცია საგარეო საქმეთა
სამინისტროსთან;
კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები დანიშნულ და დასანიშნ საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩებთან;
ანგარიშების მოსმენები:
1) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ
მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ; 2020 და 2021 წლების
ანგარიშები (N1-4030/21; 31.03.2021), (N1-4019/22; 01.04.2022). მომხსენებელი:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი/20.05.2022/
2) „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“
(07-2/155; 31.05.2022) მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე, გიორგი კაკაურიძე /10.05.2022/
3) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და
კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე
საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი (№07-2/154; 30.05.2022)
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა
თოთლაძე /20.05.2022/
4) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“
საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების
წლიური ანგარიში“ (07-2/174; 18-08-2022) მომხსენებელი: პრემიერ მინისტრის
მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი
/31.10.2022/
17
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ანგარიშები
1. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2021 წლის ანგარიში (2-1608/22/10; 14.02.22) მომხსენებელი:
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე,
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ბერაია
/11.03.2022/
2. საპარლამენტთაშორისო
კავშირში
(IPU)
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში (2-1845/22/10; 17.02.22)
მომხსენებელი:
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარე,
საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი,
შალვა
პაპუაშვილი
/11.03.2022/
3. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის მუშაობის ანგარიში (2-1681/22/10; 14.02.22
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე;
/11.03.2022/
4. სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში (2-1882/22/10; 17.02.22)
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი, სუამის საპარლამენტო
ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
ხელმძღვანელი გიორგი ხელაშვილი /11.03.2022/;
5. საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში შავი ზღვის
ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში 2021 წლის
განმავლობაში /2-1653/22; 14-02-2022/ მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი
დავით
სერგეენკო;
/11.03.2022/
6. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში (EU-Georgia PAC)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2021 წლის
ანგარიში; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარე
მაკა
ბოჭორიშვილი;
/24.03.2022/
7. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში; მომხსენებელი:
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი /24.03.2022/
8. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
2021
წლის
ანგარიში;
მომხსენებელი: საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი - ირაკლი ჩიქოვანი.
/24.03.2022/
18
ელჩების და მთავრობის წევრების მოსმენები
1) საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების
გაერთიანებულ სხდომაზე ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, აშშრუსეთისა და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესზე ინფორმაცია მოისმინეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და თავდაცვის
მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დეპუტატებთან, დახურულ ფორმატში,
მიმდინარე მოლაპარაკებებში საქართველოს ინტერესების დასაცავად ქართველი
დიპლომატების
მიერ
საერთაშორისო
პარტნიორებთან
არსებულ
თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 13 იანვარი, 2022
2) საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, ევროპარლამენტარ
სვენ მიკსერის მოსმენა. საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა,
სვენ მიქსერმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების
გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტი,
ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები
საქართველოს გვერდით არიან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა
და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს სუვერენულ
უფლებას, აირჩიოს საკუთარი მისწრაფებები და მოკავშირეები. მისი თქმით,
საქართველოს მისწრაფებები სრულიად ლეგიტიმურია და მათი რეალიზება
დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების
ხელშეკრულების შესრულებაზე. 3 თებერვალი, 2022
3) საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დიეგო
კოლასის მოსმენა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაზე და საქართველოსთან
ურთიერთობაზე. საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას
დიპლომატმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე
ისაუბრა. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს
დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობას. ეს
არის სუვერენული ქვეყნების არჩევანი და ამის ხელყოფა მიუღებელია. 24 მარტი,
2022
4) საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რაზვან
როტუნდუს მოსმენა რუმინეთის საგარეო პოლიტიკაზე და საქართველოსთან
ურთიერთობაზე.
დიპლომატმა
სიტყვით
გამოსვლისას
რუმინეთის
საქართველოსთან ურთიერთობაზე, რუმინეთის საგარეო პოლიტიკაზე, შავი ზღვის
რეგიონის
საკითხებზე,
ზოგადად,
რეგიონში
მიმდინარე
მოვლენებთან
დაკავშირებით და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ელჩმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის
მხარდაჭერა რუმინეთის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა.18 აპრილი, 2022
19
5) საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ენრიკო ვალვოს
მოსმენა იტალიის საგარეო პოლიტიკაზე და საქართველოსთან ურთიერთობაზე.
იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ
ურთიერთობებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, უკრაინაში
მიმდინარე პროცესებზე და რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ელჩმა,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი
ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ
გამოხატა. 17 მაისი, 2022
6) საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ულრიკ
ტიდესტრომის მოსმენა შვედეთის საგარეო პოლიტიკაზე და საქართველოსთან
ურთიერთობაზე. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას საკუთარი ქვეყნის საგარეო
პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რუსეთ-უკრაინის ომზე და საქართველოსთან
შვედეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინაში
რუსეთის მიერ წარმოებულ არაპროვოცირებულ ომზე და მის გლობალურ
მნიშვნელობაზე. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ
ორმხრივ თანამშრომლობაზე და მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორც
სამთავრობო და საპარლამენტო დონეზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და
ხალხთაშორის კავშირებზე. 10 ივნისი, 2022
7) ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის დომაგოი
ჰადუკოვიჩის მოსმენა. ელჩმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გამოხატა, როგორც
ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ ასევე, ჩვენი ქვეყნის
ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. ხორვატიის საპარლამენტო
დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოს მიმართ ხორვატიის პოლიტიკური
მხარდაჭერის გამოხატვა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო
თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენდა. 4 ოქტომბერი, 2022
8) საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თომას მიულმანის
მოსმენა ავსტრიის საგარეო პოლიტიკაზე და საქართველოსთან ურთიერთობაზე.
საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები და
საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები იყო ის ძირითადი
საკითხები, რომელთა შესახებ პარლამენტში მოწვეულმა ავსტრიის საგანგებო და
სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა ისაუბრა. მან ორ
ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა
მიმოიხილა და სამომავლო პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება. თომას
მიულმანმა ორივე ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა,
რომ საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს კარგი დღის წესრიგი და
იმავდროულად ბევრი სამუშაო განსახორციელებელი. 20 დეკემბერი, 2022
20
თემატური მოკვლევა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
20 დეკემბერი, 2022
პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების
უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების
შესრულებაზე, სადაც მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი AAFacility, კომიტეტმა თემატურ
საკითხებზე მომხსენებლი წარადგინა. თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელად
არჩეული იქნას კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი. თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის
მიზანია: ინტელექტუალური საკუთრების, კერძოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების
მიმართულებით
საერთაშორისო
ვალდებულებებთან
შესაბამისობაში
ქვეყნის
კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა.
სადეპუტატო კითხვები
2022 წლის განმავლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს გაგზავნილი
აქვს სადეპუტატო შეკითხვები და გამოთხოვილი აქვს ინფორმაცია რამდენიმე სამთავრობო
სტრუქტურიდან.
საპარლამენტო დიპლომატია
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სამოქმედო გეგმის მიხედვით განსაზღვრული
სტრატეგიული მიზნების შესრულების მიზნით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე გამართა 100-ზე მეტი შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან,
დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმომდგენლებთან,
ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და მკვლევარებთან.
შეხვედრებზე საუბრის მთავარ თემას, სხვა მიმდინარე, მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად
წარმოადგენდა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:
ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს დეოკუპაციის და
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით
საქართველოს პარტნიორების ჩართულობის და საერთაშორისო საზოგადოების
მობილიზების გაზრდა;
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ევროკავშირის წევრ
სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების
წარმომადგენლებთან, ასევე დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და
წარმომადგენლებთან თანამშრომლობა. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების
საკითხებზე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში
მონაწილეობა;
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობის მიზნით ნატო-ს
მოკავშირე სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან ინტენსიური კომუნიკაცია და
თანამშრომლობა;
საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ხელშეწყობა;
საპარლამენტო ასამბლეებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობაში
ჩართულობა, მათი ფორმატების ეფექტიანი გამოყენება და საერთაშორისო
ასპარეზზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება;
ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;
21
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა;
საქართველოს, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი
რეგიონალური კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარების ხელშეწყობა სავაჭროეკონომიკური, განათლების და ლოჯისტიკური მიმართულებით,
თავი III: საპარლამენტო დიპლომატია
2022 წლის მანძილზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე 28 ჯერ იმყოფებოდა საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, მათ შორის 16
შემთხვევაში ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, 6 შემთხვევაში
როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მონაწილეობა
მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, ხოლო 6
ჯერ
საერთაშორისო
მივლინებით
იმყოფებოდა
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად.
საერთაშორისო ვიზიტები
1) 2022 წლის 20-22 თებერვალი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარის,
ნიკოლოზ
სამხარაძის
ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე,
ირაკლი ქადაგიშვილი და დეპუტატი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის
წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი. შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის სენატის და
დეპუტატთა პალატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელობასთან;
ასევე, სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის, დეპუტატთა პალატის საგარეო და
თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელობასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლებთან. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა რეგიონული
უსაფრთხოების გარემო. დელეგაციის წევრებმა ჩეხ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია
მიაწოდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე, ასევე,
გაუზიარეს ხედვები ზოგადად შავი ზღვის რეგიონში და უკრაინაში არსებულ
ვითარებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს პარლამენტების მეგობრობის
ჯგუფების გააქტიურების და საპარლამენტო ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
ჩეხეთის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურეს საქართველოს ნატო-ში და
ევროკავშირში გაწევრიანების უპირობo მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ საქართველო
იმსახურებს ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებას.
2) 2022 წლის 4-11 აპრილი. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური
ვიზიტით იმყოფებოდა არგენტინაში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის
შემადგენლობაში შედიოდნენ: თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე,
ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი, დავით ბაქრაძე. ქართველმა კანონმდებლებმა
შეხვედრები გამართეს არგენტინის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარესთან, ადოლფო როდრიგეს საასთან და სენატში საქართველოსთან
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ლუსილა კრექსელთან. საუბრის ძირითად
თემას ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება და სავაჭრო
22
ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები წარმოადგენდა. არგენტინელ
კოლეგებს,
საქართველოში
განხორციელებულ
რეფორმებთან დაკავშირებით
ინფორმაცია მიაწოდეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს
პარლამენტის დელეგაციის წევრებმა. საპარლამენტო დელეგაციების წევრებმა შეხვედრა
ასევე გამართეს არგენტინის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, პაბლო ანსელმო
ტეტამანტისთან, სადაც ორმხრივ ურთიერთობებზე და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული
რეგიონების არაღიარების პოლიტიკაზე ისაუბრეს. შეხვედრები ასევე გაიმართა
არგენტინის დეპუტატთა პალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ომარ დე მარჩისთან და
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ედუარდო ვალდესთან.
საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული
აგრესია და ამ ჭრილში საქართველოსთვის და მთლიანად, შავი ზღვის რეგიონისთვის
მომდინარე საფრთხეები. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და
დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე მოხსენებით წარდგა
არგენტინის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში. ნიკოლოზ სამხარაძემ
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე:
ტერიტორიული
მთლიანობის
მშვიდობიან
აღდგენაზე,
არაღიარების
პოლიტიკაზე, ნატო-ში და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და
მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივაზე ისაუბრა.
3) 2022 წლის 29 აპრილი - 3 მაისი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის
ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური ვიზიტით ისლანდიაში იმყოფებოდა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი; კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე და
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან,
თორდის გილფადოტირთან და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბირკირ
არმანსონთან; ისლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარესთან, ბიარნი იონსონთან და კომიტეტის წევრებთან. შეხვედრებზე
განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის მიერ
წარმოებული ომი, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მომავალ სამიტზე და
საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ მინისტრს მიაწოდა
ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ
დესტრუქციულ ქმედებებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ისლანდიის მტკიცე მხარდაჭერა
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობას. ნიკოლოზ სამხარაძემ და
დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ისლანდიაში საქართველოს
საპატიო საკონსულოს ოფისის გახსნის ცერემონიაში. საგარეო კომიტეტის დელეგაციამ
შეხვედრა გამართა აგრეთვე ისლანდიის პრომოციის სამსახურის ხელმძღვანელთან,
პეტურ ოსკარსონთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის
შესაძლებლობები
ტურიზმის,
კულტურის
და
ხალხთაშორისი
კავშირების
მიმართულებით. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში,
ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ისლანდიის უნივერსიტეტში და მსმენელებს
23
გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, შავი ზღვის და კავკასიის
რეგიონში არსებული გამოწვევები, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ევროკავშირში საქართველოს მიერ
გაკეთებული განაცხადი და მასთან დაკავშირებული მოლოდინები ვიზიტის ბოლოს
დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და ისლანდიის
დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებულ
ღონისძიებაში, რომელიც ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
4) 2022 წლის 4-7 მაისი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დანიის სამეფოში იმყოფებოდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი; კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე და
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ
შეხვედრები გამართა დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე,
ბერტელ ჰორდერთან და საგარეო საქმეთა, საგარეო პოლიტიკის და ევროპულ საქმეთა
კომიტეტების წევრებთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლოტე
მაქონთან და სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, კრისტინა მარკუს ლასენთან.
შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს მიერ ევროკავშირის
წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინები, რუსეთის
აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა გამართეს
შეხვედრები დანიის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან,
კრისტიან ფიშერთან და ინსტიტუტის მკვლევარებთან და დანიის სამეფო თავდაცვის
კოლეჯის კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ჰენრიკ ბრაიტენბაუხთან. შეხვედრებზე
განხილული იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები,
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს
როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ომი უკრაინის
წინააღმდეგ და სხვა მიმართულებები. ნიკოლოზ სამხარაძემ ქალაქ ოდენსეში, სამხრეთ
დანიის უნივერსიტეტის ომის სწავლებათა ცენტრში საჯარო ლექცია წაიკითხა. თავის
გამოსვლაში, ნიკოლოზ სამხარაძემ მკვლევარებს გააცნო საქართველოს საგარეო
პოლიტიკური
პრიორიტეტები
და
მიმოიხილა
რუსეთის
მიერ
უკრაინაში
განხორციელებული აგრესია, რეგიონული გამოწვევები, ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის გაფართოების და მასში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობა,
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და ქვეყანაში
გატარებული რეფორმები. მადრიდის სამიტის წინ, დანიაში, როგორც ნატო-ს
დამფუძნებელ ქვეყანაში, ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ნიკოლოზ
სამხარაძის განცხადებით მათ ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ დანიელ
კანონმდებლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დანიის
გავლენიანი კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებსაც გააცნეს მათ ხედვები
რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და სამიტთან დაკავშირებით მოლოდინებზე.
5) 2022 წლის 21–23 მაისი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის
ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. დელეგაციის
24
შემადგენლობაში
შედიოდნენ:
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი; კომიტეტის წევრი, რამაზ
ნიკოლაიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი,
ნიკოლოზ ხატიაშვილი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოაზერბაიჯანი-თურქეთის
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტების
თავმჯდომარეების ყოველწლიური სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთის მიერ
უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე,
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ასევე, კავკასიის
რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერების გზები და სამმხრივი
თანამშრომლობის სხვა მიმართულებები. ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით
გამოსვლისას ხაზი გაუსვა სამი ქვეყნის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას,
როგორც რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მთავარ
საშუალებას და აღნიშნა, რომ ვერცერთი გარე ძალა ვერ შეძლებს ამ
სტრატეგიული კავშირების საფრთხის ქვეშ დაყენებას. ვიზიტის ფარგლებში,
ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს მილი მეჯლისის
თავმჯდომარესთან,
საჰიბა გაფაროვასთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიიღეს
გადაწყვეტილება, რომ აქტიურად იმუშავებენ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის
საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოების
თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით მსგავსი
ფორმატის ჩამოყალიბება თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს ქვეყნებს შორის
არსებულ საპარლამენტო კავშირებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილეს, ელნურ მამედოვს შეხვდა, სადაც მთავარ განსახილველ საკითხებს
წარმოადგენდა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა
რეგიონზე,
საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის
სამომავლო
ნაბიჯები
ენერგოუსაფრთხოების
გაძლიერების,
ვაჭრობის
გაზრდის
და
ახალი
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის
რეგიონში ახალ სამშვიდობო ინიციატივებსაც.
6) 2022 წლის 29-31 მაისი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარის,
ნიკოლოზ
სამხარაძის
ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, ბუქარესტში, რუმინეთში იმყოფებოდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი,
ირაკლი ზარქუა, ისკო დასენი და რამაზ ნიკოლაიშვილი. საპარლამენტო დელეგაცია
რუმინეთის სენატის პრეზიდენტს, ფლორინ ვასილე ჩიცუს და დეპუტატთა პალატის
ვიცე-სპიკერს და საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებს,
ასევე თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლეტა
პაულიუცს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, რობერტა ალმა
ანასტასეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა
საქართველოს და რუმინეთს შორის მაღალ დონეზე არსებული პოლიტიკური
ურთიერთობები. ასევე, განხილული იყო ეკონომიკური საკითხები, მათ შორის,
სატრანსპორტო დერეფნების უფრო მეტად გამოყენების და მისი სრულად ათვისების
შესაძლებლობები. შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ გამოთქვა მხარდაჭერა
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით
25
და აღნიშნეს, რომ ისინი იმუშავებენ თავიანთ ევროპელ კოლეგებთან, რომ საქართველომ
ეს სტატუსი მიიღოს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო
ვიზიტების გააქტიურების და საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის
საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის და პარტნიორობის შესახებ
შეთანხმების ხელმოწერის საკითხი. რუმინულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ
მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს საქართველოს.
7) 2022 წლის 1-3 ივნისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა
მიიღო გლობსეკის (GLOBSEC) ბრატისლავას ფორუმზე. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა
მიიღო GLOBSEC - ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ
დისკუსიაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოებას და აღმოსავლეთ
სამეზობლოს. ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს მიერ
ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში
ინტეგრაციის გზაზე გატარებულ რეფორმებზე და არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოზე.
მომხსენებლებმა აგრეთვე განიხილეს ევროკავშირის გაფართოების საკითხი, ახალი
უსაფრთხოების გარემო, გამოწვევები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვდა
სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მილან ლავრენჩიკს და თავდაცვის და
უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, იურაი კრუპას. საუბრის ძირითადი თემები
იყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ნატო-ს
მოახლოებული სამიტი. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით შეხვედრებზე, სლოვაკეთის
მხრიდან მიიღო უპირობო გზავნილები, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასევე მხარს დაუჭერენ ნატო-ს
მადრიდის კომუნიკეში უფრო მკაფიო სიგნალებს, საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებით. GLOBSEC-ის ფორუმის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს
სხვადასხვა საკითხზე, ძირითადად უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე.
ოლექსანდრ მერეჟკომ ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მხრიდან
თავდაცვითი ომის წარმოებაზე. კოლეგებმა განიხილეს საპარლამენტო ასამბლეებზე
ერთობლივი ფრონტით გამოსვლის და თანამშრომლობის აუცილებლობა. ნიკოლოზ
სამხარაძემ უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინელი ხალხისადმი
სოლიდარობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მათი ევროპული და
ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ,
რომ მომავალშიც იმუშავებენ, როგორც პრობლემური თემების აღმოსაფხვრელად, ასევე
საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების შესასრულებლად.
8) 2022 წლის 9-11 ივნისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ოქსფორდში, მონაწილეობა მიიღო საქართველოოქსფორდის ფორუმში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებული სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის
გლობალური და დარგობრივი მეცნიერებების სკოლის მოწვევით. ღონისძიება მიეძღვნა
საქართველოს როლს ევროპასა და მსოფლიოში. გიორგი ხელაშვილმა ღონისძიებაში
26
მონაწილეობა მიიღო, როგორც პანელის „საქართველო, როგორც გაერთიანებული
სამეფოს სტრატეგიული პარტნიორი“ მომხსენებელმა. ფორუმის ფარგლებში, სხვა
საკითხებთან ერთად, განხილული იქნა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის
სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და
რეგიონში არსებული გამოწვევები და უსაფრთხოების გარემო.
9) 2022 წლის 15-18 ივნისი. ფინეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე. ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა
ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილესთან, ერკი ტუომიოიასთან (სოციალ-დემოკრატიული პარტია). ფინური
მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები,
ევა ბიაუდეტი (შვედი ხალხის პარტია), ინკა ჰოპსუ (მწვანეთა პარტია), იუსი სარამო
(მემარცხენეთა ალიანი) და კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი, იონა ლაურმაა.
შეხვედრაზე, ნიკოლოზ სამხარაძემ ფინელ კოლეგებს დეტალურად გააცნო
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან
ბოლო დროს გადადგმული, მათ შორის, ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, ხაზი გაუსვა
ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების
აუცილებლობასა და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას. კომიტეტის
თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი
აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის, არამედ ბალტიისა და
ფინეთის ყურის ქვეყნებსაც. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ
შეხვედრები გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, აღმოსავლეთ
ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, მარია
ლიივალასთან და ევროინტეგრაციის საკითხებში ფინეთის პრემიერ მინისტრის
მრჩეველთან, სახელმწიფო მდივანთან, იარი ლუოტოსთან. შეხვედრების ძირითადი
ნაწილი ევროკომისიის მიერ შეფასებითი ანგარიშის განხილვასა და საქართველოსთვის
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს დაეთმო. ფინურ
მხარესთან დეტალურად იქნა განხილული საქართველოს პროგრესი როგორც
ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების, ისე კონკრეტული მიღწევების, მათ
შორის, მედია-პლურალიზმის, ადამიანთა უფლებების დაცვის, საკუთრების უფლების,
პენიტენციური სისტემის რეფორმის და სხვა მიმართულებებით. ნიკოლოზ სამხარაძე
შეხვდა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრის საგარეო
ურთიერთობათა სამსახურის უფროს, რასმუს ჰინდერს, კვლევისა და ანალიზის
განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლ დიკსონს და საერთაშორისო
ურთიერთობების კოორდინატორს, ლიდა კარიალაინენს. შეხვედრაზე მხარეებმა
განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
კომიტეტის თავმჯდომარემ ჰიბრიდული ცენტრის წარმომადგენლებს დეტალურად
გააცნო საქართველოში ჰიბრიდული საფრთხეების მხრივ არსებული გამოწვევები.
ნიკოლოზ სამხარაძე სამუშაო სადილი ჰქონდა კვლევითი ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან. სამუშაო სადილს ფინეთის მხრიდან ესწრებოდნენ - სამხრეთ
კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კირსტი ნარინენი, „ფინეთის
საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის“ მკვლევარი, გაეროს გენმდივნის ყოფილი
წარმომადგენელი საქართველოში საარი სინიკა; „მშვიდობის მედიაციის ცენტრის“
მკვლევარი, იენი ლააკსო და „ალექსანდრეს ინსტიტუტის“ მკვლევარი, ანტი ტურუნენი.
27
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული ცენტრები ფინეთის საგარეო
პოლიტიკისა და აზრის ფორმირების კუთხით ყველაზე გავლენიან კვლევით
ორგანიზაციებს წარმოადგენენ. შეხვედრაზე, განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, რეგიონში
არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში
გაწევრიანების პერსპექტივები, ასევე, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. ვიზიტის
ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა მარტი აჰტისაარის მშვიდობის
ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, იანე ტალასთან და აღმოსავლეთ ევროპისა და
აზიის პროგრამების დირექტორთან, ვილე ბრუმერთან. შეხვედრის ფარგლებში,
ნიკოლოზ სამხარაძემ ფინურ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რუსეთ-უკრაინის
ომის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ
ვითარებაზე, რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მხრიდან
განხორციელებულ პროვოკაციებზე და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ.
საპრეზიდენტო არჩევნებზე. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა
უკრაინისთვის გაწეულ და მიმდინარე დახმარებაზე, მათ შორის, საქართველოს
მთავრობის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის
საბჭოსა და ჰააგის სასამართლოში მხარდამჭერი განცხადებების, რეზოლუციებისა და
გადაწყვეტილებების შესახებ.
10) 2022 წლის 19-21 ივნისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე, ლატვიის პარლამენტის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რიგაში,
ლატვიაში. ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ
სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სამი ზღვის ევროპული ინიციატივის სამიტში და
შეხვედრები გამართა ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან. ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის
ევროპული ინიციატივის ფორუმში, სადაც განიხილეს სამი ძირითადი თემა:
გეოპოლიტიკური უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა; სამი ზღვის ინიციატივის
ეკონომიკური ასპექტები, პროექტები, დაფინანსება და ინვესტიციები და მდგრადი
განვითარება და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, მათ შორის, ციფრული
ტრანსფორმაციის გზით. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თავის
გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ამ ინიციატივის ეკონომიკურ მხარესა და
თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას ჩვენი რეგიონისთვის.
მისი განცხადებით ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო სამი ზღვის
ინიციატივის სამიტში მონაწილეობდა და ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
იყო. ნიკოლოზ სამხარაძემ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა
ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან,
რიჰარდს კოლსთან, სეიმის ევროპის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარია
გოლუბევასთან და თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის
თავმჯდომარესთან, იურის რანცანსთან. კანონმდებლებთან შეხვედრებზე მთავარი
განსახილველი საკითხი იყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის
მინიჭება და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინები. ლატვიაში სამუშაო
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები, ასევე გამართა ჩეხეთის და
მოლდოვას
პარლამენტების
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტების
თავმჯდომარეებთან; ლატვიის მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, არვილს
აშერადენსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ანდრის
28
პელშთან და პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ევროკავშირის საკითხებში, რეინის
ბრუსბარდისთან. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები, ასევე, გაიმართა ლატვიის
საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, ანდრის შპრუდსთან
და ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის წარმომადგენელთან, იანის
კარლსბერგსთან. შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკომისიის მიერ საქართველოს
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით წარმოდგენილი რეკომენდაციები, ნატო-ს
სამიტის მოლოდინები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და შავი ზღვის რეგიონში
არსებული გამოწვევები. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან
როლზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის
პროცესში.
11) 2022 წლის 5-6 ივლისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, რომელიც
შედგებოდა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების
სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისგან, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ორგანიზაციის
ოფისში დაგეგმილ „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო
პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის განხილვაში.
ქართულმა მხარემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია
მიაწოდა წინა პერიოდული ანგარიშის მოსმენის შემდგომ პერიოდში სახელმწიფოს მიერ
განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ და
უპასუხა ამავე კომიტეტის წევრების შეკითხვებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით
საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.
12) 2022 წლის 10-12 აგვისტო.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარის,
ნიკოლოზ
სამხარაძის
ხელმძღვანელობით სამხრეთ აფრიკის ქ. კეიპტაუნს სტუმრობდა. დელეგაციის
შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით კაჭარავა, საქართველოს
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი,
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის
პარლამენტის ზედა პალატის სპიკერთან, ნა მასონდოსთან, სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის
კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან , ტერენს პანზასთან და
კომიტეტის წევრთან: ბერნის სვართსთან,
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის
პარლამენტის ეროვნულ ასამბლეაში მმართველი პარტიის "აფრიკის ეროვნული
კონგრესის" ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, თავმჯდომარის
მოადგილესთან (Deputy Chief Whip), ქალბატონ დორის დლაკუდესთან და სამხრეთ
აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის პროვინციების ეროვნულ საბჭოში მმართველი
პარტიის "აფრიკის ეროვნული კონგრესის" ფრაქციის თავმჯდომარესთან, ბეკიზიზვე
რადებესთან. შეხვედრა, ასევე გაიმართა მთავარი ოპოზიციური პარტიის „
დემოკრატიული ალიანსის“ წევრებთან: დარენ ბერგმანთან და ვილემ ფაბერთან.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების
გაძლიერებაზე, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის
29
ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, რეფორმები, სოფლის
მეურნეობა, სპორტი და განათლება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან შეხვედრაზე
ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ აფრიკელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ძირითადი
საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე,
მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე,
არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. სამხრეთ
აფრიკელი კანონმდებლები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ
საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით და
ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით, რაზეც მათ ამომწურავი
ინფორმაცია მიაწოდეს ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის სხვა წევრებმა. „ამ ვიზიტს
განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რადგან ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტუმრობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას,
რომელიც კონტინენტზე წამყვანი სახელმწიფოა“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის
ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ
სამხარაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთ წამყვან
ანალიტიკურ ცენტრ - სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში (SAIIA).
გამოსვლის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის უსაფრთხოება ცვალებად
გეოპოლიტიკურ გარემოში.
13) 2022 წლის 30 აგვისტო-2 სექტემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პრაღაში,
ჩეხეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენცია „ფორუმი 2000“-ის
პანელზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ“. დისკუსიაში
მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და ევროკომისიის
გაფართოების დირექტორატის წარმომადგენლებმა. ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა
აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აირჩიეს
ევროკავშირის წევრობის გზა. მან ხაზი გაუსვა, რომ არსებულ პირობებში, როდესაც
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრობის
პერსპექტივა და გაწერილი პირობები, აღმოსავლეთ პარტნიორობა საჭიროებს
გადახედვას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა საჭიროებს გადახედვას და ახალი იდეების
გენერირებას. საქართველო მიიჩნევს, რომ მისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე
მთავარი პლატფორმა არის ასოცირების ხელშეკრულება და ის რეკომენდაციები,
რომლებიც მიღებული აქვს ქვეყანას. აღმოსავლეთ პარტნიორობა ამ შემთხვევაში არ
არის რელევანტური. თუმცა, ის რელევანტური რჩება ევროკავშირისთვის, რომ მას
ჰქონდეს ურთიერთობები სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩვენს რეგიონში,
სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ
პარტნიორობა მკვდარია არ იქნება სწორი, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ ის საჭიროებს
ახალ მიდგომებს“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.
პრაღაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე
მის კოლეგას, უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს,
ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია,
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების
გზები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
30
თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა,
თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, პაველ ფიშერს შეხვდა.
მხარეებმა
ისაუბრეს
უკრაინაში
რუსეთის
აგრესიაზე
და
ევროკავშირის
უსაფრთხოებისთვის მის გავლენაზე. განიხილეს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის
გამოყოფილი სამხედრო და ფინანსური დახმარება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის
ომის გავლენას საქართველოზე და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ
კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და
ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე
ვითარებაზე.
14) 2022 წლის 12-15 სექტემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა
საქართველო-ევროკავშირის
საპარლამენტო
ასოცირების
კომიტეტის
თანათავმჯდომარესთან,
მარინა
კალიურანდთან,
საქართველოს
საკითხზე
ევროპარლამენტის მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან და სხვადასხვა პოლიტიკური
ჯგუფებისა და საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების და ადამიანის
უფლებების კომიტეტების წევრებთან. შეხვედრების ფარგლებში, განხილული იქნა
საქართველო-ევროკავშირის
თანამშრომლობის
ძირითადი
პრიორიტეტები,
საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი,
საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და დაგეგმილი
საკანონმდებლო ინიციატივები. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხელაშვილმა,
სპეციალური სტუმრის სტატუსით,
მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტში
სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის მმართველი კომიტეტის
შეხვედრაში.
15) 2022 წლის 25-28 სექტემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა
მდინარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ბარსელონაში, ესპანეთში. ვიზიტის
ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. ნიკოლოზ სამხარაძემ მიაწოდა
ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ინტეგრაციის გზაზე, ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე; რეგიონში
არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს
შეხვდნენ.
16) 2022 წლის 3-5 ოქტომბერი. ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
ვარშავაში, პოლონეთში. ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად ვარშავაში იმყოფებოდნენ:
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი. ნიკოლოზ
სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელში, რომელიც
დაეთმო ევროპის ქვეყნების პარლამენტების როლს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.
ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის პროვოკაციული ქმედებები. აგრეთვე
31
ხაზი გაუსვა საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობას და
მათთვის უსაფრთხოების ქოლგის შექმნას. ფორუმის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე
შეხვდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეს, კრისტოფ ჰოისგენს,
სადაც განიხილეს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებში არსებული
გამოწვევები, და მიმდინარე პროცესები. ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები
შეხვდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მარჩინ ფშიდაჩს;
სეიმის ვიცე-მარშალს, მარგოჟატა გოშევსკას, ეროვნული თავდაცვის კომიტეტის
თავმჯდომარესთან, მიხალ იახს, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კასპერ
პლაჟინსკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს,
არკადიუშ მულარჩიკთან. შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა
უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში
არსებული გამოწვევები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის
მინიჭების საკითხი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და
საპარლამენტო კავშირების გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. პოლონელმა
კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული და
ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ როგორც
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და
ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ვარშავის
ადამიანური განზომილების კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ეუთო-ს მოქმედი
თავმჯდომარის პოლონეთის ორგანიზებით და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა
და ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.
17) 2022 წლის 24 ოქტომბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა, როგორც სუამ-ის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დელეგაციის წევრებთან ერთად,
დისტანციურ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და
რეგიონული უსაფრთხოების კომიტეტისა და მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და
სპორტის კომიტეტის სხდომებში. გიორგი ხელაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას,
უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს
ომი დიდი ხანია გასცდა რეგიონულ მასშტაბებს და მთელი დასავლური სამყაროს
გამოწვევას წარმოადგენს. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ უკრაინის
მხარდაჭერაზე როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით, ორმხრივ და
მრავალმხრივ ფორმატებში. გიორგი ხელაშვილმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებაზე.
18) 2022 წლის 27-28 ოქტომბერი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი
ხელაშვილის ხელმძღვანელობით ბალტიის ასამბლეის 41-ე სესიის მუშაობაში მიღო
მონაწილეობა.
საპარლამენტო
დელეგაციის
შემადგენლობაში
შედიოდნენ:
საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ალექსანდრე ელისაშვილი.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა, ასამბლეის სესიის
მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ
32
გამოხატულ მხარდაჭერაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ
ვითარებასა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიულ
ქმედებებზე ისაუბრა. გიორგი ხელაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა
საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივ ძალისხმევას - უზრუნველყონ
რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობა და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ და
ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხელაშვილმა
შეხვედრები გამართა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას ვიცე-სპიკერთან, ინესე ლიბინაეგნერესთან და საქართველოსთან საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, აინარს
ლატკოვსკისთან. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ
გამოწვევებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და უსაფრთხოების საკითხებზე
ისაუბრეს. შეხვედრაზე აგრეთვე განხილული იქნა ქვეყნებს შორის საპარლამენტო
თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
19) 2022 წლის 7-9 ნოემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა, საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში,
მონაწილეობა მიიღო რიგით მეათე „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც
ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.
გიორგი ხელაშვილმა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, როგორც პანელის
“Persuasion or Polarisation?” მომხსენებელმა. მისი გამოსვლა შეეხო პოლარიზაციის
შემცირების ტენდენციებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კონტექსტში.
20) 2022 წლის 17-19 ნოემბერი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გაიმართა ქ. კარდიფში (უელსი, დიდი ბრიტანეთი).
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
გივი ჭიჭინაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე, დავით კაჭარავა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა უელსის
სენედის თავმჯდომარის მოადგილესთან, დევიდ რისთან; უელსის კონსტიტუციის
მინისტრთან, მიკ ანტონივთან; სენედის ახალგაზრდობის და განათლების კომიტეტის
თავმჯდომარესთან, ჯეინ ბრაიანტთან და თემთა პალატის წევრთან, ჯესიკა
მორდენთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს პარლამენტსა და უელსის სენედს
შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა - მათ შორის,
განათლების, ახალგაზრდობის, კულტურისა და ჯანდაცვის მიმართულებებით. ვიზიტის
ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უელსში მცხოვრებ ქართული
დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ამასთან ერთად,
განიხილეს პროექტები, რომლებიც ქართული კულტურის უკეთ წარმოჩენას შეუწყობს
ხელს.
21) 2022 წლის 21-22 ნოემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია,
ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში. დელეგაციის
შემადგენლობაში იყვნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, კომიტეტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ
33
ნიკოლაიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ
ხატიაშვილი. 21 ნოემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გამართა საჯარო ლექცია
ლეიდენის უნივერსიტეტში, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა ახალი მსოფლიო
წესრიგი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.ნიკოლოზ
სამხარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის
გავლენაზე მთლიანად შავი ზღვის რეგიონზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ
პრიორიტეტებზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, საქართველოს
სამშვიდობო პოლიტიკაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე,
საქართველოს როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და საქართველოს
ჩართულობაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებაში. ვიზიტის
ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენლებს, სადაც მთავარ განსახილველ თემებს წარმოადგენდა
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. 22
ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ
სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების
პარლამენტის სენატის და ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა, ევროპის, ნატო-ს და
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომების მუშაობაში,
რომლებიც ეძღვნებოდა საქართველოს საკითხს. ნიკოლოზ სამხარაძემ თავის
გამოსვლაში მიმოიხილა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში
მიმდინარე რუსული აგრესია, სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივა და
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ნიდერლანდელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ქვეყნის მტკიცე
მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,
ასევე, როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების
მიმართ.
22) 2022 წლის 23-24 ნოემბერი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის დელეგაციის წევრები
ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ
ლუქსემბურგში.
დელეგაციის
შემადგენლობაში
შედიოდნენ:
საქართველოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და კომიტეტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, რამალ
ნიკოლაიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ
ხატიაშვილი. 23 ნოემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა
გამართეს შეხვედრა ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან,
ფრანსუა ბაუსხთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ლუქსემბურგის
ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, უკრაინაში არსებული რუსული აგრესია და მასთან
დაკავშირებული გამოწვევები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა და
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მხარეებმა
ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი
გაუსვეს საქართველოს როლის მნიშვნელობას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების
34
დარეგულირების პროცესში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა
მონაწილეობა მიიღეს ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და
თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის მუშაობაში, რომელიც დაეთმო
საქართველოს საკითხს. კომიტეტის სხდომაზე ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა
საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, შავი ზღვის რეგიონში არსებული
გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენა ევროპული
უსაფრთხოების არქიტექტურაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებული მძიმე ვითარება. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველო-ლუქსემბურგის
ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე
და შეთანხმდნენ, რომ მომავალში გაააქტიურებენ მუშაობას ამ მიმართულებით, რადგან
არსებობს დიდი პოტენციალი, რომ ორმხრივი კავშირები მნიშვნელოვნად განვითარდეს.
23) 2022 წლის 5-7 დეკემბერი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად,
ოფიციალური ვიზიტით სლოვენიაში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში
იყვნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე და გრიგოლ
ვაშაძე; საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიქტორ
სანიკიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ
ხატიაშვილი. შეხვედრები გაიმართა სლოვენიის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა
მინისტრთან, ტანია ფაიონთან; სლოვენიის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის)
თავმჯდომარესთან, ქ-ნ ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩთან;
საგარეო პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარესთან, პრედრაგ ბაკოვიჩთან,
ევროკავშირის საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლენარტ ჟავბისთან და თავდაცვის
კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარტინ პრემკისთან და კომიტეტების წევრებთან.
შეხვედრებისას, მთავარ განსახილველ თემებს წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე
ომი, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო,
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროკავშირის 12
რეკომენდაციის შესრულება, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები და ორმხრივი
სავაჭრო-ეკონომიკური
კავშირების
გაძლიერების
საკითხები.
ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიელ კანონმდებლებთან ერთად, განიხილა ევროკავშირის
12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. სლოვენიის
„ევროპული პერსპექტივის ცენტრში“ (Center for European Perspective, CEP),
რომელიც სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ქოლგის ქვეშ“ მოქმედი
ანალიტიკურ- სამეცნიერო წამყვანი think-tank-ია, გაიმართა მრგვალი მაგიდა: “New
International Order: The Georgian Perspective”. სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ
სამხარაძემ მიმოიხილა შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთისგან
მომდინარე საფრთხეები და საქართველოს მნიშვნელობა, როგორც რეგიონში
მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი ქვეყნის, ასევე, ნატო-ს გაფართოების
საკითხი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, უცხო ქვეყნების საკანონმდებლო
და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
35
1) 2022 წლის 18 იანვარი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს უსაფრთხოების
საკითხებში, იულიან კიფუს და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,
რაზვან როტუნდუს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის
წესრიგში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.შეხვედრის მთავარი თემა იყო
რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო. სახელმწიფო მრჩეველი
დაინტერესდა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან და რუსეთის აგრესიულ
ქმედებებთან დაკავშირებით ქართული მხარის ხედვით, რასთან დაკავშირებითაც
ნიკოლოზ სამხარაძემ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
2) 2022 წლის 19 იანვარი.
ნიკოლოზ სამხარაძემ შვედეთის პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კენეტ ფორსლუნდთან ონლაინშეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ევროპაში არსებული უსაფრთხოების
გარემო, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ნატოსა და რუსეთს, ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და ეუთო-ს ფარგლებში მიმდინარე
მოლაპარაკებები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები
იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ რუსეთის მთავარი ამოცანა არის
პოსტ-საბჭოთა სივრცეზე სრული კონტროლის დამყარება, რაც არავითარ შემთხვევაში არ
უნდა იქნას დაშვებული.
3) 2022 წლის 24 იანვარი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე საქართველოში ესტონეთის ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. შეხვედრის
მთავარ თემას წარმოადგენდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, ნატოს და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები. მხარეებმა განიხილეს პოსტსაბჭოთა
სივრცეზე გავლენის გაძლიერების კუთხით, რუსეთის მხრიდან გადადგმული აგრესიული
ნაბიჯები და ასევე, სხვადასხვა სცენარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნატო-სა და
რუსეთს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
4) 2022 წლის 3 თებერვალი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის 11 ქვეყნის დიპლომატიური მისიის
წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო რეგიონალური
უსაფრთხოების საკითხები, უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და რუსეთის
მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯები. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით
მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა მიმდინარე პროცესებში,
რადგან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება და თუ
რუსეთი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მძიმედ აისახება
არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალზეც. დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს
სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა.
5) 2022 წლის 14 თებერვალი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოიაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ
36
იაპონიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან,
იჩირო აისავასთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს და
იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე. განიხილეს 2022
წელს საქართველო-იაპონიის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30
წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა
თავისუფალი ვაჭრობის ასევე, უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას და ამ
მიმართულებით მოლაპარაკებების დაჩქარების მნიშვნელობას.
6) 2022 წლის 14 თებერვალი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ სამხარაძემ ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის ახლად დანიშნულ
თავმჯდომარესთან, ლაიმა ანდრიკიენესთან გაცნობითი ხასიათის ონლაინ-შეხვედრა
გამართა. შეხვედრაზე საქართველოს და ლიეტუვას შორის არსებული ურთიერთობები და
ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის
პერსპექტივები მიმოიხილეს.
ისაუბრეს საქართველოს და ლიეტუვას საგარეო
პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონული
უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და საქართველოს
ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.
7) 2022 წლის 18 თებერვალი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და
საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ
სამხარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა
აკირას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ
ორმხრივ ურთიერთობებზე და გაუზიარეს ხედვები რეგიონული უსაფრთხოების
გარემოსა და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ნიკოლოზ
სამხარაძემ იაპონელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე მზარდ
საფრთხეებზე.
8) 2022 წლის 28 თებერვალი. ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. მხარეებმა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირის მიერ
დაწესებულ სანქციებზე და გერმანიის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე
ისაუბრეს.
9) 2022 წლის 9 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.
საუბრის მთავარ თემას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები წარმოადგენდა.
შეხვედრისას, დიპლომატმა, როგორც უკრაინის დასახმარებლად, ასევე, რუსეთის
შესაჩერებლად ბრიტანეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა მათ
შორის, ყურადღება გაამახვილა იმ სანქციებზე, რომელიც ამოქმედებული აქვს დიდ
ბრიტანეთს.
10) 2022 წლის 9 მარტი. ნიკოლოზ სამხარაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ
ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა
37
ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე
და საჭირო რეფორმების პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით მთელ
რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე. საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა,
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
11) 2022 წლის 10 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე საქართველოში
რუმინეთის
საგანგებო
და
სრულუფლებიან
ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მიერ მიმდინარე
აგრესიაზე ისაუბრეს და მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საფრთხეები.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში წევრობის
განაცხადზე და ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით
მინიჭების მნიშვნელობაზე.
12) 2022 წლის 10 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი
საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს
შეხვდნენ. საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების
გარემო, უკრაინაში რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესია და საქართველოსა და ევროპის
უსაფრთხოებისთვის ამ აგრესიის შედეგად შექმნილი გამოწვევები. მხარეებმა,
ევროკავშირისა და ნატო-ს მიერ უკვე გადადგმულ და შესაძლო სამომავლო ნაბიჯებზე
იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის
შეტანა.
13) 2022 წლის 11 მარტი. ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხელაშვილთან ერთად, ესტონეთის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რიინა კალიურანდს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე იმ აგრესიის ფონზე,
რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო იმ
ეკონომიკურ სირთულეებს, რომელიც შესაძლოა ამ ომის შედეგად საქართველომ
მიიღოს.ქართულმა მხარემ ესტონეთის ელჩისგან მოისმინა ინფორმაცია უკრაინის
მხარდასაჭერად ესტონეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და
რუსეთის წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ.
14) 2022 წლის 11 მარტი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე,
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველ
მოადგილესთან, გიორგი ხელაშვილთან ერთად, შვედეთის სამეფოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. მხარეებმა
ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიაზე და მის ზეგავლენაზე
საქართველოს უსაფრთხოებისთვის. შეხვედრისას, დიპლომატმა, როგორც უკრაინის
დასახმარებლად, ასევე, რუსეთის შესაჩერებლად საკუთარი ქვეყნის მიერ გადადგმულ
ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა იმ სანქციებზე, რომელიც
რუსეთს შვედეთის მთავრობამ დაუწესა.
38
15) 2022 წლის 14 მარტი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი
ხელაშვილთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე
მოვლენებზე, რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე და
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს
ევროკავშირში საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის შესახებ.
16) 2022 წლის 14 მარტი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი
ხელაშვილთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,
მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა რეგიონში
არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესია და
ის გავლენები, რომელიც ამ ომს აქვს საქართველოზე, როგორც პოლიტიკური, ასევე
უსაფრთხოების და ეკონომიკური კუთხით. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით ელჩს
გააცნეს მათი ხედვები მოვლენების სხვადასხვა სცენარით შესაძლო განვითარებასთან
დაკავშირებით.
17) 2022 წლის 15 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,
ენრიკო ვალვოს შეხვდა. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე
ომი და მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე და სოციალ-ეკონომიკურ
მდგომარეობაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირში საქართველოს მიერ გაკეთებული
განაცხადის შესახებ. აღინიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების
სწრაფი
შესრულება
დადებით
გავლენას
მოახდენს
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ევროკომისიის
რეკომენდაციაზე.
18) 2022 წლის 16 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხელაშვილთან
ერთად საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,
პაველ ვიზდალს შეხვდა. განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში
არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე აგრესია და
ამ ომის შესაძლო პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური გავლენა საქართველოზე. 2022
წლის 16 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ ხორვატიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გარი
კაპელისთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირში
საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე. ხორვატიის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციას. შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონის
უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია და მისი შესაძლო
გავლენა საქართველოზე.
19) 2022 წლის 17 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას
39
შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
გიორგი ხელაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული
თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება და ურთიერთობების გაღრმავების
პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში
არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე სამხედრო
აგრესიაზე და საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ აგრესიით შექმნილ
გამოწვევებზე.
20) 2022 წლის 17 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორს, სონია შიფერსს
შეხვდა.
შეხვედრაზე
ისაუბრეს
საქართველო-გერმანიას
შორის
არსებულ
თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე. მიმოიხილეს ბიოლის ფონდის
პრიორიტეტები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგო-უსაფრთხოების და
კლიმატის ცვლილებების, ასევე დემოკრატიული განვითარების საკითხებზე. ნიკოლოზ
სამხარაძის განცხადებით შეხვედრაზე ისაუბრეს გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის
დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობაზე.
21) 2022 წლის 30 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის
და კრიზისების მართვის მიმართულების მმართველ დირექტორს, პაველ ჰერჩი
ნსკის და ევროკავშირის სამხედრო პერსონალის დეპარტამენტის გენერალურ
დირექტორს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს შეხვდა.
მხარეებმა
ისაუბრეს
რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში
მიმდინარე ომზე და საქართველოსთვის ამ ომის შესაძლო შედეგებზე.
განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების ისეთი გამოწვევები,
როგორიცაა დეზინფორმაცია და სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში. ასევე,
თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ევროკავშირი საქართველოს ამ პრობლემის
აღმოსაფხვრელად.
22) 2022 წლის 31 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, იეპე კოფოდს, საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბერტელ ჰორდერს და დელეგაციის
წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს და დანიას შორის არსებულ
ორმხრივ ურთიერთობებზე. ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ორმხრივი
ურთიერთობების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში
დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული
უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი და მისი შესაძლო
შედეგები საქართველოსთვის. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს საქართველოს საგარეო
პოლიტიკის პრიორიტეტები, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. ხაზი
გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების კონტექსტს
და მის შემდგომ პროცედურებს.
23) 2022 წლის 24 მაისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ
სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და
40
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი, ნინო იობაშვილი
სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს,
კარი ჰენრიკსენს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან დაგეგმილ ანექსიის ნაბიჯებზე, უკრაინაში
მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე, ასევე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე
მოლაპარაკებებზე ისაუბრეს.
24) 2022 წლის 7 ივნისი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ისრაელის ელთან, რან გიდორთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას
ასრულებს. შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს საქართველოს და ისრაელს შორის
არსებული ურთიერთობები და განიხილეს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული
სხვადასხვა საკითხი.
25) 2022 წლის 10 ივნისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს
საქართველოში, თომას მიულმანს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი. ნიკოლოზ
სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და საქართველოსთვის
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე
განიხილეს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესია და
საქართველოს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ აგრესიით შექმნილი
გამოწვევები.
26) 2023 წლის 23 ივნისი. ნიკოლოზ სამხარაძე ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის
ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯო მაკჰიუს და კომიტეტის წევრებს
შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის არსებულ
თანამშრომლობაზე და ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე
ისაუბრეს.
27) 2022 წლის 7 ივლისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ ესპანეთის
სამეფოს კონგრესის (ქვედა პალატის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პაუ
მარი-კლოსეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ესპანეთს შორის
არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.განხილვის
მთავარი თემა იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის
მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხები.
ასევე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და მადრიდის სამიტის შედეგები.
28) 2022 წლის 19 ივლისი. ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, კატრინ გიორინგეკარდტს, თანმხლები დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდნენ. მხარეებმა
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისა და
41
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ისაუბრეს.შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა
ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე.
29) 2022 წლის 21 ივლისი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ევროპული
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ
მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. საუბრის მთავარ თემას რეგიონში
მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან
მიმდინარე აგრესიაზე და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება
განვითარდეს ომი უკრაინაში და რა საფრთხეები შეიძლება მან შეუქმნას საქართველოს
და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი
ხელაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ზილფიმიანმა და კომიტეტის
წევრებმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ და ალექსანდრე მოწერელიამ.
30) 2022 წლის 24 აგვისტო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალდანიშნულ
ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა
საქართველოს და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს
და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს. ყურადღება
გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის და განათლების სფეროებში
თანამშრომლობაზე.
31) 2022 წლის 6 სექტემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი აშშის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება განიხილეს. საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა სტუმარს დეტალურად გააცნეს ხელისუფლების
გეგმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. მხარეებმა
განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე და
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.
32) 2022 წლის 19 სექტემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგიასაქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, მარკ
დემესმაეკერს და ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი
ხელაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ზილფიმიანმა და კომიტეტის
წევრებმა: ალექსანდრე მოწერელიამ და გრიგოლ ვაშაძემ. შეხვედრისას ორ ქვეყანას
შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაცემული რეკომენდაციების
შესრულების პროცესს. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება, უკრაინაში
მიმდინარე რუსული აგრესია და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები.
42
33) 2022 წლის 20 სექტემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
დეპუტატს, ფრედერიკ პეტის შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი
ხელაშვილმა და კომიტეტის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ. შეხვედრაზე განიხილეს
საქართველო-საფრანგეთს
შორის
არსებული
თანამშრომლობის
სხვადასხვა
მიმართულება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყნის პარლამენტებს
შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონული
უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე ომი და სამხრეთ კავკასიის
კონფლიქტები.
34) 2022 წლის 29 სექტემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ სამხარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში
ბულგარეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარება, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე
ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები და სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების
გამოწვევები. ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარელ დიპლომატს გააცნო ხელისუფლების
გეგმა 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.
35) 2022 წლის 10 ოქტომბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ სამხარაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ლატვიის
რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ედიტე მედნესთან. შეხვედრაზე ისაუბრეს
საქართველოს და ლატვიას შორის არსებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის
დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის
სფეროში ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე რეგიონული
უსაფრთხოების გარემო, საქართველოსთვის და ლატვიისთვის რუსეთიდან მომდინარე
შესაძლო საფრთხეები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული
ვითარება განიხილეს.
36) 2022 წლის 19 ოქტომბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ სამხარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ
ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის
ძირითადი მიმართულებებზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის
გაღრმავების შესაძლებლობებზე. დიპლომატთან შეხვედრაზე განიხილეს რეგიონებში
არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
37) 2022 წლის 20 – 21 ოქტომბერი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით
იმყოფებოდნენ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთის პარლამენტების საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. ვიზიტის ფარგლებში პირველი
შეხვედრა გაიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან,
ნიკოლოზ სამხარაძესთან. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება,
უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა საქართველოს და ზოგადად,
43
ევროპის
უსაფრთხოებაზე.
მხარეებმა
განიხილეს
ევროკავშირის
მიერ
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი და კანდიდატის
სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი. ვიზიტის
მეორე დღეს გაიმართა გაფართოებული შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
წევრებთან. შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემებს ოკუპაცია და საქართველოს
ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენდა. შეხვედრისას, მხარეებმა
უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და მის ზეგავლენაზე ისაუბრეს
როგორც საქართველოზე, ასევე, მთლიანად ევროპაზე. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში
შეხვედრები გაიმართა როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან ასევე, კომიტეტების
წარმომადგენლებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან.
38) 2022 წლის 27 ოქტომბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სამხრეთ აფრიკის
საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ალვინ ბოტეს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის არსებული
ურთიერთობების, მათ შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების
შესაძლებლობებზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები,
რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა როგორც
საქართველოს და სამხრეთ აფრიკის, ასევე გლობალურ უსაფრთხოებაზე.
39) 2022 წლის 28 ოქტომბერი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე
საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე,
მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე.
40) 2022 წლის 16 ნოემბერი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული
ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ედუარდ აღაჯანიანს
შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების
გაძლიერებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო
ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის
გაღრმავებაზე, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელისმოწერით
დაადასტურეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების
თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
41) 2022 წლის 19 დეკემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე ნიდერლანდების ელჩს საქართველოში, მაიკე ვან კოლდამს
შეხვდა. ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის
სამუშაო დღის წესრიგზე, 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობასა და
სამომავლო გეგმებზე. ასევე, ისაუბრეს ადამიანის უფლებათა სტრატეგიის
შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე. მხარეებმა განიხილეს
რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში
მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს, როგორც მედიატორის,
მნიშვნელოვან როლს.
44
42) 2022 წლის 23 დეკემბერი. ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ
მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ხალილს
შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-მალდივებს შორის არსებული
ურთიერთობები და ტურიზმის, ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის
გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა საკანონმდებლო დონეზე ურთიერთობების
განმტკიცების საკითხს.
თავი III: სხვა ღონისძიებები
1) 2022 წლის 20 იანვარი. საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების
მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის 2022-2024 წლების სამოქმედო
გეგმასთან დაკავშირებით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა. „გაეროს
მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი აღიარებს პარლამენტების
უმნიშვნელოვანეს როლს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში როგორც
პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების
უზრუნველყოფის გზით. უპირველეს ყოვლისა, ის მოითხოვს პარლამენტარების
ძალიან აქტიურ ჩართულობას ქვეყანაში გლობალური დღის წესრიგის
დასანერგად. პარლამენტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი
განვითარების მე-16 მიზანს - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები,
ვინაიდან პარლამენტი არის ადგილი, სადაც მიიღება კანონები და იქმნება პოლიტიკა
მშვიდობის, სამართლიანობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად.
პარლამენტის წევრებს, როგორც პირდაპირ ხალხის მიერ არჩეულ წევრებს აქვთ
მანდატი, რომ შეაკავშირონ ხალხი და სახელმწიფო ინსტიტუტები“, - განაცხადა
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ.
2) 2022 წლის 2 თებერვალი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო კარპატების ქვეყნების 32-ე
კონფერენციაში და პანელზე „საპარლამენტო დიპლომატიის როლი ევროპის
უსაფრთხოებაში“ სიტყვით გამოვიდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების
გარემოზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. მისი განცხადებით რუსეთის
აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ
საქართველოს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. ნიკოლოზ სამხარაძემ
ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და
აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოკუპაციის საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის
წესრიგში მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი. კონფერენცია პოლონეთის სეიმის
ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის,
პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვას, უნგრეთის, რუმინეთის და შვედეთის
პარლამენტის წევრებმა.
45
3) 2022 წლის 18 თებერვალი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ სამხარაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს პოლიტიკის
ინსტიტუტის (GIP)
მკვლევარებთან. მკვლევარებმა საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ
განხორციელებული კვლევები: „მეტი პასუხისმგებლობა თუ ინტერესის ნაკლებობა?
გერმანიის პერსპექტივა სამხრეთ კავკასიის შესახებ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ“,
„რუსეთის და ჩინეთის ვაქცინაციის დიპლომატია სამხრეთ კავკასიაში“ და „3+3 ერთის
გამოკლებით: საქართველოს სამხრეთ კავკასიური გამოწვევები და პერსპექტივები“.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ანალიტიკურ
ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა მნიშვნელოვან საკითხებზე.
4) 2022 წლის 14 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ სამხარაძემ „შავი ზღვის სტრატეგიული გარემოს სტაბილიზაციის გზები
და გამოწვევები“ ონლაინ-ვებინარში მიიღო მონაწილეობა. ვებინარის მონაწილეებმა
განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო შეჭრის შედეგად შავი ზღვის
რეგიონში არსებული გამოწვევების და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების
გარემოზე და გამოწვევებზე, ასევე მათზე რეაგირების სხვადასხვა მიდგომაზე.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის მხრიდან მომდინარე
აგრესიაზე და საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ აგრესიით
შექმნილ გამოწვევებზე. ონლაინ დისკუსია ანალიტიკური ორგანიზაცია
„ჯეოქეისის“ ორგანიზებით გაიმართა.
5) 2022 წლის 27 აპრილი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე იან კარსკის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა და ქვეყნის
საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა. პროგრამის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოს ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებით და საქართველოს
ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯებით. განიხილეს საქართველოს
მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადი და სამომავლო ნაბიჯები.
6) 2022 წლის 27 ივნისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო
კომიტეტის ონლაინ-სხდომაში მიიღო მონაწილეობა. განხილვის თემას რუსეთის
მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა
წარმოადგენდა.
7) 2022 წლის 18 ოქტომბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა
ინსტიტუტის და „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაში, სადაც
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს. ნიკოლოზ სამხარაძემ
ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხებზე,
უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მის
შესაძლო გავლენაზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ
ყურადღება გაამახვილა საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებულ
46
წარმატებულ ურთიერთობებზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას და
კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და
რეფორმებს.
8) 2022 წლის 14 ნოემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე კლინგენდაელის ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდა,
რომლებიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის გეოპოლიტიკური როლის შესახებ
ანგარიშს ამზადებდნენ. ნიკოლოზ სამხარაძემ საერთაშორისო მკვლევრებს მიაწოდა
ინფორმაცია სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარებაზე და უსაფრთხოების
გამოწვევებზე,
სომხეთსა
და
აზერბაიჯანს
შორის
სამშვიდობო
მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.
9) 2022 წლის 14 ნოემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე „NX“-ის მიერ ორგანიზებულ „თანამედროვე დიპლომატია და
საერთაშორისო პოლიტიკა: გლობალური გამოწვევები და ქართული რეალობა“
კურსის მონაწილეებს შეხვდა. ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო
პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე და
მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა.
10) 2022 წლის 28 ნოემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა, როგორც სუამ-ის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დელეგაციის წევრებთან ერთად,
დისტანციურ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო სუამის საპარლამენტო ასამბლეის
სესიის მუშაობაში. სესიაზე განხილული იქნა უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად
შექმნილი მძიმე ვითარება, რომელმაც ენერგომომარაგების მიმართულებით
მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. გიორგი ხელაშვილმა სიტყვით მიმართა სესიის
მონაწილეებს და ხაზი გაუსვა საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და
უკრაინელი ხალხის მიმართ და აგრეთვე, ისაუბრა უკრაინის და ევროპის
ენერგოუსაფრთხოებაში სუამ-ის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მან
ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული
მძიმე ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები
კომიტეტი კომპეტენციის ფარგლებში, იხილავდა მოქალაქეთა წერილებს, განცხადებებსა და
საჩივრებს უწევდა მათ შესაბამის დახმარებას, ახდენდა სათანადო სამართლებრივ
რეაგირებას. აღნიშნული საქმიანობისას, კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტები იყო
მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, მათთან მჭიდრო
თანამშრომლობა
და
გამჭვირვალობა.
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების,
დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნით, საანგარიშო პერიოდში
მომზადდა და გაიცა, კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული, არაერთი საჯარო
ინფორმაცია, რომლებიც შეეხებოდა საპარლამენტო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს.
47
კომიტეტის ძირითადი მიღწევები
-
საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ყველაზე აქტიური წელიწადი;
-
ინტენსიური საპარლამენტო დიპლომატია ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოების
საკითხების მოგვარებასა და რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში;
-
პარტნიორებთან გააქტიურებული თანამშრომლობა ორმხრივ (მეგობრობის ჯგუფები,
სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) და
მრავალმხრივ (საპარლამენტო დელეგაციები) ფორმატებში;
-
საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტად დაინტერესება შავი ზღვის რეგიონსა და
სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
-
საქართველოს დეოკუპაციის საკითხის
მხარდაჭერა;
-
რეზოლუციის მიღება უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ;
-
ისტორიული ვიზიტები ისლანდიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში;
-
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს;
-
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ
მონაწილეობა მიიღო სამი ზღვის ინიციატივის საპარლამენტო ფორუმში. ეს იყო
პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო იყო წარმოდგენილი აღნიშნულ ფორუმში;
-
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით, საქართველოს სამუშაო
ვიზიტით ესტუმრნენ, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პარლამენტების საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები;
-
თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სომხეთის პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტთან;
-
ერთობლივი სხდომის გამართვა ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა, ევროპის, ნატო-ს და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებთან;
-
ერთობლივი
სხდომის
გამართვა
ლუქსემბურგის
ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებთან
48
გააქტიურება და პარტნიორების ურყევი
პარლამენტის
საგარეო