„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, გენრიეტა წიწავა, ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ქეთევან დუმბაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ბაია კვიციანი, რატი იონათამიშვილი, მაია მენაღარიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე
ნომერი
#07-3/289/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-13
ბიუროს ნომერი 223

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ბავშვის უფლებათა კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ კოდექსით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა ქმნის უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმს. უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის შესახებ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 2. 84-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული კოორდინაციის მექანიზმის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ბავშვის უფლებების რეალიზების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების, მათ შორის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის, ბავშვის მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, მსჯავრდების რაოდენობების, შესაბამისი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემის და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსი 21 ნაწილი: 21. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმის ფუნქციონირებისთვის ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამავე ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. 99-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. 2024 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ: ა) დაამტკიცოს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემის და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის შესახებ დებულება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი კოორდინაციის მექანიზმისთვის, ისევე როგორც, მისი განხორციელების ხელშეწყობის ინსტრუმენტის - მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა. ბავშვის უფლებათა კოდექსმა სხვადასხვა უწყებას მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება დააკისრა. მათი მოვალეობების ჯეროვანი აღსრულება საჭიროებს გამართულ უწყებათაშორის კოორდინაციასა და თანამშრომლობას. კოორდინაციის მოთხოვნას ითვალისწინებს კოდექსის მოქმედი ვერსიაც. თუმცა, ამ ნორმათა იმპლემენტაციის პროცესში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედ სხვადასხვა უწყებებს უჭირთ ერთმანეთთან კოორდინაცია ასეთი კონკრეტული ინსტიტუციური მექანიზმის არარსებობის გამო, რადგან არ არის გაწერილი დეტალური წესები, რომელიც ნათლად განსაზღვრავდა უწყებების როლს უშუალოდ თანამშრომლობისა და კოორდინაციის პროცესში და ერთმანეთთან ურთიერთობის დეტალებს. ასევე, აუცილებელია ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირება, რომელიც, ბავშვის პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, უზრუნველყოფს უწყებათაშორის კოორდინაციას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ასევე, ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი, რომელიც არ არის მკაფიოდ დარეგულირებული მოქმედი კანონმდებლობით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პროგრამები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და მართლმსაჯულების სფეროებს შორის კოორდინაციითა და უწყებათაშორისი თანამშრომლობით, ბავშვების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ხოლო იმავე კოდექსის 84-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნის ვალდებულებას. ვინაიდან არ არსებობს უწყებათა შორის თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი ორგანო და ინსტიტუციური მექანიზმი, რაც არასათანადო ეფექტიანობას განაპირობებს, აუცილებელია უფრო მკაფიო ჩანაწერის გაჩენა, რათა თავიდან იქნას არიდებული ორმაგი ინტერპრეტაცია და ამასთანავე, უფრო მეტი დეტალი მოწესრიგდეს კანონქვემდებარე დონეზე, მოხდეს ამ ფუნქციის მთავრობაზე დელეგირება, რისი საფუძველიც სწორედ ამ კანონპროექტმა უნდა შექმნას. ამასთან, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიმოცვლის ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს უწყებებს შორის სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები პირველყოვლისა, მოხდება უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმისა და ელექტრონული სისტემის და ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის დეტალური გაწერის ფუნქციის მთავრობაზე დელეგირება. მთავრობის მიერ ამ აქტების მიღების შემდეგ, შესაბამის უწყებებს საშუალება ექნებათ კოორდინირებულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა მაქსიმალური დაცვით კოდექსის იმპლემენტაციის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 83-ე მუხლის მე-3 ნაწილი მკაფიოდ მიუთითებს კოორდინაციის მექანიზმის შექმნასა და მთავრობის მიერ კანონქვემდებარე აქტის მიღების საკანონმდებლო საფუძველზე. 84-ე მუხლის პირველი ნაწილის ახალი რედაქცია მოიცავს მკაფიო ჩანაწერს მონაცემთა შეგროვებისა და ელექტრონული სისტემის შექმნის კუთხით, რომელიც პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით უნდა განხორციელდეს. 84-ე მუხლის 21 ნაწილი განსაზღვრავს უწყებათაშორისი კოორდინაციის ფარგლებში ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზანს. 99-ე მუხლის 21 ნაწილი ახდენს კოორდინაციის მექანიზმის, აგრეთვე მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ელექტრონული სისტემის შექმნის ფუნქციის დელეგირებას კანონქვემდებარე აქტების დონეზე. ამ უკანასკნელს თან უნდა ახლდეს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი - 2024 წლის 1 ივლისი განისაზღვრა დროის იმ გონივრული მონაკვეთის სახით, რომელიც ობიექტურად დასჭირდება უწყებებს კანონქვემდებარე აქტების შემუშავების, ისევე როგორც, კოორდინაციის მექანიზმისა და ელექტრონული სისტემის მომზადებისთვის, მათ განსახორციელებლად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საჭირო ფინანსების ნაწილის მოზიდვა დაგეგმილია ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიან ელექტრონულ სისტემის შექმნა დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან, რისი ოდენობაც დაზუსტდება ამ სისტემის შექმნის მოსამზადებელ პროცესში. აღნიშნული სისტემის შექმნა დაგეგმილია 2024 წლის დასაწყისიდან, შესაბამისად, მისი შექმნისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებული იქნება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. სისტემის შექმნისთვის საჭირო ფინანსების ნაწილის მოზიდვა დაგეგმილია ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის ფუნქციონირებისთვის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემის მომსახურებას უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსით, არსებული არსებული საშტატო ერთეულებისა და ფინანსური ასიგნებების ფარგლებში ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება არ შეცვლის იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კოორდინაციის მექანიზმი მოიცავს ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ბავშვის კოდექსში არის მითითებული როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე, ცენტრალური ორგანოების დონეზე. ყველა აღნიშნული უწყების კოორდინირებული მუშაობა უზრუნველყოფს არსებული სახელმწიფო, ადამიანური, თუ მატერიალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას, პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებათა რეალიზების გაძლიერებას, მათ უფლებების უკეთესად დაცვას ყველა შესაბამისი მიმართულებით. ბ2) გენდერული ზეგავლენის შეფასება თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობა; ბავშვის უფლებების სფეროში მომუშავე ექსპერტები. საქართველოს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, გენრიეტა წიწავა, ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ქეთევან დუმბაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ბაია კვიციანი, რატი იონათამიშვილი, მაია მენაღარიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე