„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-13
ბიუროს ნომერი 223
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
16.01.2012,
სარეგისტრაციო
კოდი:
010100000.05.001.016606) მე-6-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) მონაცემები მუშავდება უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმის
ფუნქციონირებისთვის ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის ან/და
ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი
რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამავე ფარგლებში,
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ უწყებებს შორის კოორდინაციის
უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 84-ე მუხლის 21
ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
ბავშვის უფლებათა კოდექსმა სხვადასხვა უწყებებს მნიშვნელოვანი ვალდებულებების
შესრულება დააკისრა. ამ ვალდებულებების ჯეროვანი აღსრულება მოითხოვს გამართულ
უწყებათაშორის კოორდინაციას. იმპლემენტაციის პროცესში საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში მოქმედ სხვადასხვა უწყებებს უჭირთ ერთმანეთთან კოორდინაცია ასეთი
მექანიზმის არარსებობის გამო, რადგან არ არის გაწერილი დეტალური წესები, რომელიც
ნათლად განსაზღვრავდა უწყებების როლს უშუალოდ თანამშრომლობისა და კოორდინაციის
პროცესში და ერთმანეთთან ურთიერთობის დეტალებს..
ასევე, აუცილებელია,
ელექტრონული სისტემის გამართული მუშაობა, რომელიც უზრუნველყოფს უწყებათაშორის
კოორდინაციას.
კოორდინაციის მექანიზმის სრულფასოვანი ოპერირებისათვის, მათ შორის,
ელექტრონული სისტემის დახმარებით, პერსონალური მონაცემების დამუშავებას უდიდესი
პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების
დამუშავებისთვის ამ პროცესში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
ბავშვის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები საჭიროებს დამუშავების
საფუძვლის შექმნას და მიზნის განსაზღვრას, რათა მაქსიმალურად იქნას მისი უფლებები
დაცული.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით შეიქმნება ბავშვის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების
დამუშავებისთვის აუცილებელი სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზე
შესაძლებელი იქნება კოორდინაციის მექანიზმის ფარგლებში ბავშვის პერსონალურ
მონაცემთა დამუშავებისთვის დეტალების გაწერა, რაც უწყებებს საშუალებას მისცემს
შეასრულონ საკუთარი ფუნქციები ბავშვის პერსონალური მონაცემების, მათ შორის
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, მაქსიმალური დაცვით..
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
განსაკუთრებული მონაცემების დამუშავების საფუძვლებს მე-6 მუხლში ემატება ახალი,
„მ“ ქვეპუნქტი, რომელიც უკავშირდება ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზნებისთვის
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავებას იმ ზოგადი წესებით
და პრინციპებით, რომელიც პერსონალურ მონაცემებს უკავშირდება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
კანონპროექტის შემუშავებულია „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისად, რომლის ძირითადი ნორმების
ამოქმედება გათვალისწინებულის 2024 წლის 1 ივლისიდან. ამდენად, ამ კანონპროექტის
ამოქმედებაც გათვალისწინებულია იმავე თარიღიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტი არ საჭიროებს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ამავე სამსახურისთვის გამოყოფილის ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ამავე სამსახურისთვის გამოყოფილის ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება არ შეცვლის იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კოორდინაციის მექანიზმი მოიცავს ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც
ბავშვის კოდექსში არის მითითებული როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე, ცენტრალური
ორგანოების დონეზე. ხოლო ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმების
გაძლიერება ამ პროცესში, სადაც სხვადასხვა უწყებებს შორის მოხდება ამ მონაცემების
გაზიარება, მათ შორის, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ბავშვის სხვადასხვა
უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს
წარმომადგენლობა; ბავშვის უფლებების სფეროში მომუშავე ექსპერტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო, ალუდა
ღუდუშაური, გენრიეტა წიწავა, ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ქეთევან დუმბაძე,
გიორგი ცაგარეიშვილი, ბაია კვიციანი, რატი იონათამიშვილი, მაია მენაღარიშვილი, ანტონ
ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე