საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-2071/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 40

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1997?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 კულტურის კომიტეტის სხდომა თარიღი 15 თებერვალი 2023 14:00 2023 წლის 15 თებერვალი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კულტურის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე. 2/15/2023, 10:25 AM
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N40 2023 წლის 15 თებერვალი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კულტურის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე. სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე. სხდომის მდივანი: თეონა თაბაგარი - აპარატის თანამშრომელი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი - (ადგილმონაცვლე) რესან კონცელიძე, ქეთევან დუმბაძე, ბაია კვიციანი, ბექა ოდიშარია - (ადგილმონაცვლე) ირაკლი მეძმარიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, როსტომ ჩხეიძე, გრიგოლ ვაშაძე. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები, მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა და დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით. 1. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა სხდომაზე წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, კულტურის კომიტეტის სამოქმედო გეგმა ეფუძნება მისი ფუნქციონირების შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და კანონშემოქმედებას, საზედამხედველო საქმიანობას, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და კომუნიკაციას, კომიტეტის ორგანიზაციულ განვითარებას. ამასთანავე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით კომიტეტის მიმდინარე წლის პრიორიტეტი იქნება კულტურული დიპლომატიის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა, რომელშიც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს კულტურის კომიტეტის კომპეტენცია, როლი და ფუნქციები. ამასთან დაკავშირებით კომიტეტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში შექმნის სამუშაო ჯგუფს, სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც სფეროს ექსპერტები აგრეთვე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტი გეგმავს თემატური მოკვლევების ინსტრუმენტების გამოყენებას შემდეგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში, რომელზეც მთავარ მომხსენებლად განსაზღვრულია ელისო ბოლქვაძე. ასევე კულტურის კომიტეტის წევრის, ბაია კვიციანის ინიციატივით კომიტეტი აპირებს თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნას შემოქმედებითი ინდუსტრიებთან დაკავშირებით. კომიტეტმა გადაწყვიტა: კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმას. სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა კოლეგებს სთხოვა, რომ ემსჯელათ და მოსაზრებები დაეფიქსირებინათ გელათის შესახებ. „გელათი საერთო წუხილია და ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ ამ პროცესში ვიყოთ მედიატორები, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს და გელათი გადარჩეს“ - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. ასევე კომიტეტის თავმჯდომარემ შესთავაზა კულტურის კომიტეტის წევრებს, რომ სამუშაო გარემოში მოხდეს შეხვედრა, სადაც ჩართულები იქნებიან სამინისტროსა და საპატრიაქოს წარმომადგენლები და განიხილავენ აღნიშნულ საკითხს. სხდომის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე სხდომის მდივანი - თეონა თაბაგარი