საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-2071/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-04-05
შენიშვნები 05/04/2023 ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-2071/23 15-02-2023 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით 2022 წელს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. გთხოვთ, მისცეთ მსვლელობა. დანართი „44“ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში 20 23 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში თბილისი 2023 3 4 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 6 მთავარი მიღწევები და გამოწვევები 8 სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები 10 საკანონმდებლო საქმიანობა 12 საზედამხედველო საქმიანობა 20 სახელოვნებო განათლების რეფორმა 25 საავტორო და მომიჯნავე უფლებები 26 მოქალაქეთა წერილები/მომართვები და მათზე გაცემული პასუხების რაოდენობა 28 კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობა 28 საერთაშორისო თანამშრომლობა 30 კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო 36 ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება 37 კულტურის კომიტეტის აქტივობები 40 2022 წლის საქმიანობის ანგარიში შესავალი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის შინაარსი 4 შესავალი საქართველოს პარლამენტის კულტურის კო მიტეტმა მიზნად დაისახა ქვეყნის აქტიური კულტურული ცხოვრების უზრუნველყოფა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის საქართველო უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი სახელმწიფოა, რომელსაც შესაბამისი წარმოჩენა სჭირდება, როგორც ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციის გზით. ამისათვის, აუცილებელია შენარჩუნებულ და გაუმჯობესებულ იქნას კულტურული ინფრა სტრუქტურა, რომელიც უნდა დაიტვირთოს მეტი აქტივობებით, უზრუნველყოფილ იქნას მათში მოქალაქეთა ფართო ჩართულობა, გან საკუთრებით სკოლის მოსწავლეები და ახალ გაზრდები. საქართველოს პარლამენტის კულტურის კო მიტეტის ძირითადი ფუნქციაა კულტურული განვითარებისათვის ხელსაყრელი სამარ თლებრივი გარემოს შექმნა – კონკრეტული და ზოგადი კანონები და რეგულაციები კულ ტურასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია ურთიერთობების გაძლიერება ეროვნულ, რეგიონალურ, ადგილობრივ დონე 5 ებსა და კერძო სექტორს შორის, რომ განვავითაროთ კულტურის პოლიტიკა ჩართულობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესით. აუცილებელია კულტურული მრავალფეროვნების და კულტურული გამოხატულების მრავალ სახეობის განვითარება და ხელშეწყობა. მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია კულტურულ ცხოვრებაში ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. დაინტერესებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელოვნებო და კულტურულ დაწესე ბულებებზე, ამასთანავე, კულტურის ცხოვრების წახალისება საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა. მიგვაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია კულტურის გავლენა პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებზე, მათ შორის კულტურა და მდგრადი განვითარება, განათლება, რეგიონული განვითარება და ტურიზმი, ეკონომიკა და ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კულტურაში, კულტურული და შემოქმედებითი ექსპორტი, ინტერნაციონალიზაცია, კულტურული დიპლომატია. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სწორედ ამიტომ, კულტურის კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს კულტურის დიპლომატია და მისი მეშვეობით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ხელშეწყობა წარმოადგენს. კომი ტეტი ხშირად მართავს შეხვედრებსა და სამუშაო ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, თანამშრომლობს კულტურის სფეროში მოღვაწე კოლეგებთან და სფეროს წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებისა თუ სამომავლო მიზნების დასახვისთვის. 6 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 2022 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში კულტურის კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევდა კულტურის პოლიტიკის, ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრა-განხორციელებას. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის კომიტეტი ამზადებდა/იხილავდა კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, უზრუნველყოფდა პარლამენტში შემოსული წინადადებების დამუშავებას, ხელს უწყობდა კულ ტურის მოღვაწეთა ინტეგრაციას საერთაშორისო კულტურულ სივრცეში. ელისო ბოლქვაძე ირაკლი მეზურნიშვილი ქეთევან დუმბაძე როსტომ ჩხეიძე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ელისაშვილი გრიგოლ ვაშაძე ბაია კვიციანი დავით მათიკაშვილი კომიტეტის წევრი კომიტეტის წევრი კომიტეტის წევრი კომიტეტის წევრი ბექა ოდიშარია გივი ჭიჭინაძე კომიტეტის წევრი კომიტეტის წევრი 7 კომიტეტი უზრუნველყოფდა კულტურის სფეროში პოლიტიკისა და რეფორმების განხილვის საკი თხებში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და სა ხელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე უზრუნველყოფდა:  კანონპროექტების შემუშავებას;  საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას;  აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებზე საპარლამენტო კონტროლს;  საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებ ლობაში ასახვას;  საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მასში საზოგადოების ჩართულობას. კულტურის სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა და სამომავლო რეფორმების შემუშავებაში თანამონაწილეობა;  კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოების ფართო ჩართულობა;  ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაცია;  კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭი როებების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობა ემსახურებოდა შემდეგი მიზნების ხელშეწყობასა და განხორციელებას: 8 მთავარი მიღწევები და გამოწვევები 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2022 წელს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ განახორციელა უმნი შვნელოვანესი სამუშაო ვიზიტები, როგორც ევროპის ქვეყნებში: შვეიცარია, ლატვია, ფინეთი, ისლანდია. ასევე, მეზობელ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში: სომხეთსა და აზერბაიჯანში. აღსანიშნავია, რომ სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგად დაიდო ურთიერთთანამშრომლო ბის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტს შორის. მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს კულტურული კავშირების გაღრმავებას, რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას და სამშვიდობო პროცესების გააქტიურებას. კულტურის კომიტეტის წინაშე დგას მრავალი გამოწვევა, რომელიც თანმიმდევრულად უნდა დარეგულირდეს. მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება კულტურის სფეროს დაფინანსების საკითხი. მიგვაჩნია, რომ კულტურის სფეროში სახელმწიფო დაფინანსების გარდა აუცილებელია მოხდეს დაფინანსების სხვა წყაროების მოძიება, კერძო სექტორის წახალისება და საერთაშორისო დაფინანსებების მობილიზება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ასევე ქართველ ხელოვანთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერის კუთხითაც. 9 გამოწვევაა კულტურის საგანმანათლებლო სისტემა, მათ შორის, სახელოვნებო განათლების სფერო. საჭიროა სისტემური საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება და შესაბამისად, უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის საკანონმდებლო სრულყოფა სახელოვნებო განათლების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ შექმნილია სამუშო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია პირადად კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომელი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან დარგის წარმომადგენლები და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა სფერო დაარეგულიროს კონკრეტულმა ნორმატიულმა აქტმა. მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ „მინისტრის საათის“ ფორმატში აღინიშნა, რომ სახელოვნებო განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 2023 წლის საგაზაფხულო სესიისა. ამასთან, უნდა გაუმჯობესდეს შესაბამისი სასწავლო სტანდარტები, განახლდეს უმაღლესი და პროფესიული განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოები და გამდიდრდეს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, სამართლებრივად უნდა მოხდეს ყველა საერთაშორისო ბერკეტის გააქტიურება, რომ შესაძლებელი იყოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენა. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის კულტურის კომიტეტმა შექმნის დღიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ოკუპირებულ ტერი ტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესასწავლად. ესეც უდიდესი გამოწვევაა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. 10 აუცილებელია კულტურის დისციპლინათა პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება სახელმ ძღვანელოებით, დამხმარე მასალებით და სასწავლო ინვენტარით. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი ინოვაციური სასწავლო მეთოდოლოგიებისა და ინტერდისციპლინური მიდგომების დანერგვა. კვლავ გამოწვევად რჩება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციისთვის კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობისა და მისი შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ. უნდა გაღრმავდეს და განმტკიცდეს კულტურათაშორისი დიალოგი. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მრავალფეროვანი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას. ასევე, განსხვავებული კულტურული ტრადიციების მქონე ხელოვანებისა და აკადემიური კადრების გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები 2022 წლის განმავლობაში ეფექტიანი ფინანსური (საბიუჯეტო) ზედამხედველობის მიზნით, კომიტეტმა მოისმინა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კულტურის დარგობრივი სფეროების ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშები, განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ როგორც „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“, ასევე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებს. მოისმინა და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ ანგარიში. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტი რეგულარულად ახორციელებდა სხვადასხვა საკანონ მდებლო და საზედამხედველო საქმიანობას. 11 კულტურის კომიტეტი წამყვანად განისაზღვრა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე. საქართველოს პარლამენტმა ზეამოღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო 2022 წლის დეკემბერში. ცვლილებების მიხედვით ახლებურად განისაზღვრა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელის, აგრეთვე მონაცემთა ბაზის დამამზადებლისათვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში რაც შეეხება საკანონმდებლო საქმიანობას, საქართველოს პარლამენტმა განიხილა და მიიღო „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი გახლდათ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით 2025 წლიდან შეიქმნება სამხედრო მუზეუმი, რომელიც მართვაში გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დაენიშნა თემატური მოკვლევის ჯგუფი შემდეგ საკითხზე – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხედარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლა. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა შესაბამისი დასკვნა. 12 საკანონმდებლო საქმიანობა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2022 წელს ჩაატარა ოცდაერთი კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა წამყვანის სტატუსით განიხილა ორი კანონპროექტი, ასევე წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა სამი საკანონმდებლო წინადადება, ერთი პეტიცია, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით რვა ნორმატიული აქტის პროექტი. კანონპროექტები, რომლებზეც კულტურის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ირაკლი ბერაიას, ელისო ბოლქვაძის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ხელაშვილის, რესან კონცელიძისა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/226; 24.06.2022); საკანონმდებლო ინიციატივით შეიქმნა მუზეუმის ახალი ტიპის, კერძოდ, სამხედრო მუზეუმი, რომელიც 2025 წლიდან მართვაში გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა სეფაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/278; 07.12.2022); 13 საკანონმდებლო ცვლილებებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედააქციით, ამასთან ახლებურად განისაზღვრა ზიანის ანაზღაურებისას ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. კანონპროექტები, რომლებზეც კულტურის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად ინიცირებული ცვლილებებით კარდინალურ რეფორმას განიცდის ამჟამად მოქმედი სა ხელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან და კავშირებული არაერთი საკითხი. კანონპროექტის მიღების შედეგად სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში. კანონპროექტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს UK და EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილე ბათა პაკეტის მიხედვით, ტერმინოლოგიური ცვლილება ხორციელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში ტერმინი „სახელმწიფო შესყიდვა“ იცვლება ტერმინით „საჯარო შესყიდვა“, რითიც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/182/10; 14.09.2022); 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი კანონპროექტები (№07-2/158; 08.06.2022); საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 1. 14 წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 400,8 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სპორტული ფედერაციების მხარდაჭერასთან (11,9 მლნ ლარი), მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სპორტსმე ნებისთვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებასთან (25,0 მლნ ლარი) და 2023 წელს სათხილამურო სპორტში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/225/10; 05.10.2022); საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 70,0 მლნ ლარით და შეადგინა 470,8 მლნ ლარით. ასიგ ნებების ზრდა დაკავშირებული იყო ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით მსოფლიოში აღიარე ბული მუსიკალური ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტების ხარჯების დაფინანსებით. აღნიშნული ღონისძიებები გაიმართება 2023-2024 წლების ტურისტულ სეზონებზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მსგავსი ღონისძიებები იგეგმება 1-1,5 წლით ადრე, ვინაიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავური ჯგუფები და მომღერლები, მათ საგასტროლო ტურნეებს მინიმუმ 1 წლით ადრე გეგმავენ. ასევე, წინასწარ გახდა საჭირო შესაბამისი აპარატურის შეძენა და მისი საქართველოში ტრანსპორტირება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს 2022 წელს გამოეყო საჭირო თანხის დიდი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება როგორც ჰონორარების ანაზღაურება, ასევე შესაბამისი ტექნიკისა და აპარატურის შესყიდვა. ღონისძიებების სრულად დაფინანსებისთვის საჭირო თანხების მობილიზება განხორციელდება ზემოაღნიშნული ღონისძიებების ბილეთების რეალიზაციისა და სპონსორებისგან მიღებული შემოსავლებით. შესაბამისად, არ იქნება საჭირო 2023-2024 წლებში დამატებითი თანხების გამოყოფა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 15 პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი – „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება – „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/189; 30.09.2021); სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება – 17.2 მლნ ლარი;  ინფრასტრუქტურის განვითარება – 48,7 მლნ ლარი;  სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა – 12.1 მლნ ლარი;  კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 98.1 მლნ ლარი;  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა – 39,5 მლნ ლარი;  მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია – 177,1 მლნ ლარი;  კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები – 23.4 მლნ ლარი;  ახალგაზრდობის ხელშეწყობა – 5.9 მლნ ლარამდე. გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია სისტემაში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 431,2 მლნ ლარით. გამოყოფილი რესურსი ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: 16 კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები კულტურის კომიტეტმა 2022 წელს განიხილა სამი საკანონმდებლო წინადადება, სამივე მათგანი შესაბამისი დასაბუთებების საფუძველზე (რომლებიც აისახა კომიტეტის დასკვნაში) კომიტეტმა ცნო უარყოფილად. 1. საქართველოს მოქალაქე მარინე დამენიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“, „დოკუმენტის სავალ დებულო ეგზემპლარის შესახებ“ და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები (№1-6903/22; 06.06.2022); საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი იყო „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულიყო ცვლილებები და შეიქმნილიყო მედია მუზეუმი, ასევე, მედია მუზეუმს გადაცემოდა დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარები. მოქმედი კანონი იძლევა შესაძლებლობას მუზეუმი დაფუძნდეს არასახელმწიფო ან შერეული საკუთრების ფორმით. კერძოდ, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, არასახელმწიფო და შერეული საკუთრების ფორმის მუზეუმებს აფუძნებს მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუზეუმის შემქმნელი (დამფუძნებელი) სამინისტროს წერილობით აცნობებს მუზეუმის შექმნის (დაფუძნების) მიზანს, მის ტიპს, სახელწოდებასა და ადგილმდებარეობას. აღნიშნული მედიამასალები, მათი შინაარსის და მნიშვნელობის გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია განთავსდეს ისტორიულ მუზეუმში. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2. საქართველოში ავტორიზებული მაუწყებლების (შპს „მთავარი არხი“, სს „მედია ჰოლდინგ“-ი, შპს „ფორმულა“, შპს „პოსტვ“, შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ჯი-დი-ესთი-ვი“) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№1-8205/22; 30.06.2022); საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხოციელებას და ზემოხსნებული კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტიდან „ვ“ ქვეპუნქტის ამოღებას. წინადადების ავტორები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სიტუაციის არასატაბილურობას, აყალიბებს არასამართლიან გარემოს და ახალისებს სანქცირებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. 2017 წელს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები. სხვა ცვილებებთან ერთად, ამ კანონის 59-ე მუხლის ნაწილი ჩამოყალიბდა ახლებური რედაქციით, ხოლო ზემოაღნიშნული კი გამოწვეული იყო „ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ IV კარის მე-9 თავის მესამე ნაწილით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება) გათვალისწინებული ნორმებიდან გამომდინარე. 17 ამასთან, ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების პოტენციურ დამრღვევთა წინააღმდეგ მოქმედ, მსოფლიოში აპრობირებულ მექანიზმს და ამავდროულად საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას. აგრეთვე, უფლებადამრღვევისთვის ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ“ ევროკავშირის N2004/48/EC დირექტივა. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№1-12039/22; 21.09.2022); წინადადების ავტორის მოსაზრებით მიზანშეწონილია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლით უფლებამოსილ ორგანოთა შორის განი საზღვროს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო 61 დამატებული მუხლით კი გაწერილი იყო ზემოხსენებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხრივ განსახორციელებელი ღონისძიებები. ქართული კულტურის ძეგლებს, სახელმწიფოსთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული „კონკორდატის“ შესაბამისად, იცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც. ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, საკუთარი არხებით, საზღვარგარეთ არსებული უძრავი ძეგლების მოვლა-პატრონობასა და ძეგლების მდგომარეობის შესახებ სახელმწიფოს დროულად ინფორმირებაში. ამასთან, საქართველოს კულტურული მემკვიდორება, იმავდროულად, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, სადაც ეს ძეგლი მდებარეობს. ამიტომ, მათი მოვლა-პატრონობა რეგულირდება საერთაშორისო კონვენციებითა (რომლებზეც საქართველო მიერთებულია) და იმ ქვეყნების კანონმდებლობით, სადაც მოძრავი თუ უძრავი ძეგლებია განთავსებული. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ვერ იქნება უფლებამოსილი დაიცვას საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა იმ ფორმით, როგორც ამას გვთავაზობს საკანონმდებლო წინადადების ავტორი, რადგან სახელმწიფო ვერ შექმნის პარალელური ფუნქციების მქონე სტრუქტურას საზღვარგარეთ არსებული კულტურის ძეგლების/ობიექტების იდენტიფიცირების, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, სტატუსის მინიჭებისა თუ სხვა სახის პროცედურების ჩასატარებლად. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია საზღვარგარეთის ქვეყნებთან დიპლომა ტიური ურთიერთობის გაძლიერება ქართული კულტურის ძეგლების (უძრავი, მოძრავი) დაცვის, ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ძეგლების შესახებ დიპლომატიური მისიების დროული ინფორმირება ხელს უწყობს საზღვარგარეთ დავანებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 3. 18 კულტურის კომიტეტში შემოსული პეტიციები საანგარიშო პერიოდში კულტურის კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი ერთი პეტიცია, კერძოდ: 1. საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ (სულხან სალაძე, ნატალია ფერაძე, სოფიო კილასონია) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 685 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე (№1-18283/21; 15.12.2021); პეტიციაში საუბარი ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მუზეუმში დაცული ფონდების ევაკუაციის გეგმა, მასში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა და შენობის რეაბილიტაციის პროცესი. ასევე, აღნიშნულია, რომ შენობის მეორე კორპუსში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და საჯარო გახდეს ინფორმაცია კონკრეტულად, რომელი კოლექციების გადასატანად მზადდება აღნიშნული სივრცე. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის კომიტეტმა საკითხზე მსჯელობისას ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა გარემოებებზე, კერძოდ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ, მინისტ რის საათის ფორმატში სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული როგორც შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დასმულ კითხვებზე. სამინისტრომ აგრეთვე წარმოადგინა მისი პოზიცია, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა თემატური მოკვლევის ინსტრუმენტის არარელევანტურობაზე საკითხთან დაკავშირებით და კომიტეტს მიმართა, რომ პეტიციით შემოთავაზებულ საკითხებზე მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა მექანიზმი, კერძოდ, პარლამენტის წევრის კითხვა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის, მე-7 პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის შესწავლა და განხილვა. 19 რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები შეთანხმების მიხედით, განისაზღვრა სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ და სატრანზიტო მიმოსვლაში, ასევე, მესამე ქვეყნის სახელმწიფოს ტერიტორიასა და ნებისმი ერი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიას შორის და უკუმიმართულებით კვოტირების ნებართვის საფუძველზე, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ამასთან, შეთანხმების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ორმხრივი და ტრანზიტული მიმოსვლისას, შესაბამისი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, ნებართვის გარეშე ხორციელდება შემდეგი გადაზიდვები: გარდაცვლილთა გვამების და ფერფლის, ხელოვნების საგნებისა და ნიმუშების, რომლებიც განკუთვნილია ბაზრობებისათვის, გამოფენებისათვის ან სხვა კულტურული ღონისძიებისათვის, ასევე, სარეკლამო მიზნებით გამოსაყენებელი საგნებისა და მოწყობილობების (მათი უკან გამოტანის პირობით), მოძრავი ქონების (გადასახლების დროს), აპარატურის, რეკვიზიტებისა და ცხოველების, რომლებიც განკუთვნილია თეატრალური, კინოთეატრალური, სპორტული, მუსიკალური და საცირკო ღონისძიებებისათვის, ბაზრო ბებისა და გამოფენებისთვის, ასევე, კინო და ტელეჩაწერისათვის. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტის მიერ. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/123; 16.02.2022); საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 1. 20 საზედამხედველო საქმიანობა 2022 წლის განმავლობაში კულტურის კომიტეტმა განიხილა რვა ანგარიში, საიდანაც ოთხი წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. კომიტეტის მიერ განხილული ანგარიშები 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174 -ე მუხლის და 176-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტის შესაბამისად, კულტურის კომიტეტმა განიხილა და შესაბამისი დასკვნა მოამზადა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტზე (№07-2/154; 30.05.2022); „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიში მომზადებულია ამავე ფაქტის მე-16 მუხლის საფუძველზე. ანგარიშის მიზანია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურის უფლებათა კომიტეტს მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოში პაქტით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ და მასში დეტალურადაა საუბარი იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სახელმწიფომ განახორციელა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, რაც თავის მხრივ აისახა ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების მაღალი სტანდარტის დაწესებაში. 2. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1752-ე მუხლის შესაბამისად, კულტურის კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/174; 18.08.2022); 21 წარმოდგენილი ანგარიში შედგება 8 თავისგან და მასში მოცემულია საქართველოს სამინისტროების 2021 წლის საქმიანობის შეჯამება შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების შესრულების კუთხით და ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს. კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში. 3. სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში“ (№1-5231/22; 29.04.2022). ანგარიში მოიცავდა რამდენიმე ძირითად საკითხს, კერძოდ: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკა; საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტები; მიმდინარე და სამომავლო პროგრამები; ჩატარებული კვლევები და მონიტორინგის პროგრამა; ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იურიდიული სამსახურის 2021 წლის ანგარიში და ბიუჯეტის შესრულების ზოგადი პარამეტრები. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომლის შედეგადაც, შემდგომში უზრუნველსაყოფად, გამოიკვეთა რამდენიმე საჭიროება: საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმებზე შემეცნებითი გადაცემების წილის გაზრდა, გადაცემებში რეგიონების ცხოვრების მეტად ასახვა, არაპოლიტიკური სადისკუსიო სივრცის გაფართოება, საგანმანათლებლო პლატფორმაზე თანამედროვე ელემენტების დამატება და სხვა. კომიტეტმა დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა წარმოდგენლი ანგარიში პლენარულ სხდომაზე განხილვას. ანგარიშში საუბარი შეეხო 2021-2022 წლებში ბიბლიოთეკაში განხორციელებულ ინფრა სტრუქტურულ ცვლილებებზე, დარბაზების რეკონსტრუქციაზე და მსგავსი ხასიაათის ჩატარებულ სამუსაოებზე. აღინიშნა, რომ მოხდა წიგნადი ფონდის, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვადასხვა დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის ფორმით განთავსება ბიბლიოთეკის ვებგვერდზე. განახლდა საბიბლიოთეკო ფონდი, შეძენილია საქართველოში გამოცემული ახალი ბეჭდური ერთეულები, ექსკლუზიური ისტორიული დოკუმენტური მასალები, მათ შორის, მე-19-20 საუკუნის ფოტოარქივი. გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფორმაციული და საბიბლიოთეკო სფეროს ტექნოლოგიური განვითარება და რეგიონების ბიბლიოთეკების წიგნებით უზრუნველყოფა. კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექ ტორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში კულტურის კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები: 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 4. 22 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა(№1-5242/22; 29.04.2022); 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-9630/22; 29.07.2022); 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (№1-11084/22; 01.11.2022); 4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშისა“ (№07-2/155; 31.05.2022) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიში (№1-6198/22; 20.05.2022). კულტურის კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევა – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხე-დარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 2022 წლის 13 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნასთან დაკავშირებით. თემატური მოკვლევის საკითხად განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხე-დარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლა. 23 მოკვლევაში მონაწილეობა დაადასტურეს საქართველოს პარლამენტის შემდეგმა წევრებმა: ელისო ბოლქვაძემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, ქეთევან დუმბაძემ, როსტომ ჩხეიძემ, ბაია კვიციანმა, ალექსანდრე ელისაშვილმა და დავით სონღულაშვილმა.  საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, საფორტიფი კაციო ნაგებობების დაცვა, კონსერვაცია/რესტავრაცია და პოპულარიზაცია; ასევე, სახელმწიფოს, მოსახლეობისა და კერძო ბიზნესის ინტერესის გაღვივება პრობლემი სადმი; 2022 წლის საქმიანობის ანგარიში თემატური მოკვლევის მიზნად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მოკვლევის ჯგუფის წევრებმა საკითხზე მთავარ მომხსენებლად აირჩიეს კულტურის კომიტეტის წევრი, ალექსანდრე ელისაშვილი. 24  საქართველოს მთავრობის, ძეგლთა დაცვისა და მომიჯნავე ორგანიზაციების საქმი ანობაში არსებული ძირითადი პრობლემების წარმოჩენა და გამოწვევების შეფასება;  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, მათ შორის, საფორტიფიკაციო ნა გებობების ფიზიკური თუ ფუნქციური გადარჩენისა და შესაბამისი გადაუდებელი სამუშაოების აუცილებლობის განსაზღვრა;  გეგმების შემუშავების საჭიროების დასაბუთება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, მათ შორის, საფორტიფიკაციო ნაგებობების თანამედროვე მეთოდოლოგი ითა და საერთაშორისო გამოცდილებით მართვისათვის;  შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. მოკვლევის პროცესში, მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა და დაინტერესებულ პირებს გაუგზავნა ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტი. აღნიშნულ დოკუმენტზე მიღებული პასუხების საფუძველზე, 2022 წლის 3 ოქტომბერს, მოკვლევის ჯგუფმა გამართა ზეპირი მოსმენა, რომელიც გულისხმობდა დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებისათვის ინტერაქტიულ რეჟიმში დამატებითი კითხვების დასმას. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ზეპირი მოსმენის შემდეგ, საკითხზე სათანადო დასკვნის მოსამზადებლად თემატური მოკვლევის ჯგუფმა ასევე სამუშაო შეხვედრა გამართა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე კითხვა-პასუხის ფორმით განიხილეს თემის ფართო ასპექტები. შედეგად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება. მაგალითად, ტურიზმის ეროვნული სა აგენტოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უწყება უკვე მუშაობდა რამდენიმე წლის წინაც. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკვანძო საკითხები. თემატურმა მოკვლევამ არაერთი მნიშვნე ლოვანი ასპექტი გამოკვეთა, დაწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკითხებით, დამთავრებული მისი სამომავლო ფიზიკური თუ ფუნქციური ადაპტაციის შესაძ ლებლობებით. თემატური მოკვლევის დასკვნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინა 2022 წლის 13 დეკემბერს და იგი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. 25 სახელოვნებო განათლების რეფორმა კომიტეტს განსაზღვრული აქვს სახელოვნებო განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. შემუშავებულია სახელოვნებო განათლების სტრატეგია, კონცეფცია და რეკომენდაციები. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ასევე, სახელოვნებო განათლების გაფართოება ხელს შეუწყობს ინტელექტუალური გაუმჯობესე ბის ფაქტორს ახალგაზრდებში და შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლებას. აღიშნული რეფორ მის ამოცანაა სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებების განვითარება, ახალი სისტემის და მეთო დოლოგიების დანერგვა. განიხილება საქართველოს მასშტაბით სახელოვნებო სასწავლებლების კოლეჯებად გადაკეთება, თანამედროვე ინოვაციური პროგრამების შემუშავება და ადაპტაცია. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით კულტურის კომიტეტი უახლოეს მომავალში მოამ ზადებს სახელოვნებო განათლების პოლიტიკის დოკუმენტს და წარუდგენს ფართო საზოგადოებას. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიგვაჩნია, რომ პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს სახელოვნებო განათლების მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განურჩევლად ასაკის, რელიგიური აღმსარებლობის, საცხოვრებელი ადგილის, ეთნიკური წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობისა. 26 საავტორო და მომიჯნავე უფლებები როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია კულტურის კომიტეტი აქტიურად მუშაობს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2022 წლის 31 მარტს, კულტურის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრმა, ბაია კვიციანმა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის შესახებ. ბაია კვიციანის განცხადებით, საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, კერძოდ, ჰონორარების განაწილების კუთხით, კომიტეტს 300-ზე მეტმა ავტორმა მიმართა. შესაბამისად, გაიმართა საკომიტეტო მოსმენა, ავტორების, „საქპატენტისა“ და კოლექტიური მართვის ასოციაციების წარმომადგენლების ჩართულობით. აღნიშნულ კომიტეტის სხდომაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში დარგის სპეციალისტები და საქართველოს პარლამენტის წევრები არიან. „კვლევის პროცესში გამოიკვეთა განსხვავებული ხედვები და მიდგომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საფუძვლიანი კვლევის საჭიროების გამოკვეთის შემდეგ, დონორ ორგანიზაციებს, მათ შორის, USAID-ს მივმართეთ“, – განაცხადა ბაია კვიციანმა. მისი თქმით, კომიტეტი არ გეგმავს ახალი კანონის შემუშავებას და ორიენტირებულია მხოლოდ არსებულის გაუმჯობესებაზე. მისივე თქმით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპი რეალურად კარგად მუშაობს, თუმცა, ამ პრინციპის ფორმის დახვეწაა საჭირო. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონი ყველა მოსარგებლისთვის უნდა იყოს სამართლიანი. შეხვედრაზე მოსაზრებები გამოთქვეს იურისტმა და დარგის სპეციალისტმა, მიხეილ ჭიღლაძემ, USAID-ის წარმომადგენელმა თათია ბაციკაძემ. მათ ისაუბრეს კონკრეტულ აქტივობებზე, კვლევის პროცესსა და სამუშაო ჩარჩოზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა CLDPსთან (კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა) ერთად, განახორციელებს კვლევას აღნიშნული მიმართულებით. 27 2022 წლის 7 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის, საქარ თველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის, USAID საქართველოს და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ერთობლივი საჯარო-კერძო დიალოგი (PPD), საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დიალოგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელის უფლების, USAID საქართველოს და CLDP-ის წარმომადგენლებმა, ასევე, კრეატიული ინდუსტრიე ბის, შესაბამისი ასოციაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. 28 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგ ლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელე ბული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგები – „შემოქმედებითი ინდუსტრიების შეფა სება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ“. მხარეებმა განიხილეს ასევე საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, CLDP-ის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები. ღონისძიება მიზნად ისახავდა კულტურის კომიტეტთან არსებული საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ჩართულობით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პერსპექტივების განსაზღვრას, რათა კოლექტიური მართვის საფუძველზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებები საქართველოში, აგრეთვე შესაბამისი კანონმდებლობის რედაქცია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ბაზრის გამოწვევებთან თავსებადი გახდეს, ხოლო ზემოაღნიშნული კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს უფლების მფლობელებისათვის უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნასა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი საზოგადოების ფართო ჩართულობით ამზადებს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. მოქალაქეთა წერილები, მომართვები და მათზე გაცემული პასუხების რაოდენობა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2022 წლის განმავლობაში კულტურის კომიტეტმა რეაგირება მოახდინა მოქალაქეთა 138 წერილზე. შემოსული განცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან გაიმართა შეხვედრა, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან. კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კულტურის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორთან. კომიტეტის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და დარგში მომუშავე ექსპერტებს. შეხვედრები მიზნად ისახავდა კომიტეტის დარგობრივი მიმართულებებით არსებული მდგომარეობის ერთობლივ შეფასებას, შესაბამის სფეროებში მომუშავე ორგანიზაციების რეკომენდაციების განხილვას, კომიტეტის კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასებების და კვლევების შედეგების გათვალისწინებას. 29 კომიტეტის წევრები ხვდებოდნენ მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, 2022 წლის საქმიანობის ანგარიში კულტურის კომიტეტის წევრები რეგულარულად ეცნობოდნენ კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებს, კერძოდ: დეპუტატები სტუმრობდნენ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეცნობოდნენ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის გასცემდნენ ზეპირ რეკომენდაციებს. ასევე, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე განიხილავდნენ სახელოვნებო განათლების განვითარების შესაძლებლობებს. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა რეგულარულად დასწრებოდნენ კომიტეტის სხდომებს, ასევე გამოეთქვათ საკუთარი წინადადებები და შენიშვნები საკანონმდებლო საქმია ნობასთან დაკავშირებით. 30 ეცნობოდნენ მათ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად, რეაგირებდნენ მათი მდგომარეობის გაუმ ჯობესებისთვის. კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების (სხდომები, შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.) შესახებ მოქალაქეებს აქტიურ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია საქარ თველოს პარლამენტის ვებგვერდისა და კომიტეტის სოციალური არხების გამოყენებით. საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კულტურის კომიტეტის შექმნის დღიდან ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხად განისაზღვრა კულტურის დიპლომატიის ხელშეწყობით ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და ქვეყნებს შორის დაახლოება, რომელიც ეფუძნება და იყენებს ფასეულობების, კულტურისა თუ იდენტობის ასპექტებს ურთიერთობების გასამყარებლად, კულტურული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და ეროვნული ინტერესების გასატარებლად. კულტურა საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროა, ერთგვარი სოციალური ინსტიტუტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას შორის, ძალზედ მტრულად განწყობილებშიც კი, ყველაზე მარტივი და გასაგები საკომუნიკაციო ენა შეიძლება გახდეს. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის კულტურული დიპლომატიის გამოყენების მტკიცებულებები მრავლადაა ისტორიაში და საუკუნეების განმავლობაში არესბობდა. არაერთი მკვლევარის აზრით რომელთაც ჩვენც ვეთანხმებით, „კულტურის დიპლომატებად – „არაოფიციალურ ელჩებად“ შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერი ეპოქის მკვლევარები, მოგზაურები, ვაჭრები, მასწავლებლები, მხატვრები და სხვა. ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ურთიერთქმედებს სხვადასხვა კულტურასთან და ხელს უწყობს კულტურათა გაცვლას, ძირითადად კულტურის ისეთ მიმართლებებში როგორებიცაა: ხელოვნება, სპორტი, ლიტერატურა, მუსიკა, მეცნიერება, ბიზნესი, ეკონომიკა და სხვა. კულტურული დიპლომატია არის დიპლომატიის ის სფერო, რომელიც უკავშირდება უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარებას, განვითარებასა და შენარჩუნებას კულტურის, ხელოვნებისა და განათლების საშუალებით, რადგან კულტურა არის ადამიანის საქმიანობის ყველაზე მრავალფეროვანი გამოვლინების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ცივილიზაციის შედეგად დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას. მას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანურ ურთიერთობებში შექმნას პოზიტიური და კონსტრუქციული დამოკიდებულებები. სწორედ კულტურულ დიპლომატიას შეუძლია იყოს კაცობრიობის აგრესიული ინსტინქტების, ფიზიკური ძალადობის და პოლიტიკური ძალაუფლებისადმი დამოკიდებულების შეცვლის ერთერთი უმნიშნელოვანესი საშუალება. კულტურული დიპლომატია ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ქვეყანას შეუძლია მსოფლიოს წარუდგინოს საკუთარი ინტერესები და პოზიცია. კულტურული დიპლომატია მოიცავს აკადემიურ, პროფესიულ, კულტურულ და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, კონფერენციებს და ლექციებს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, ლიტერატურაზე, კინოწარმოებაზე, თეატრს, სამხატვრო გამოფენებსა და შოუებს, ცეკვებს და მუსიკალურ კონცერტებს. ცხადია, რომ არსებობს მრავალი პლატფორმა და შესაძლებლობა, რაც საშუალებას გვაძლევს შექმნათ კონსტრუქციული დიალოგი და შექმნას ქვეყნის პოზიტიური იმიჯი. 31 შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ქვეყნების კულტურათაშორისი დიალოგისა და დაახლოების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. რეგულარული შეხვედრები იმართება საქართველოში არსებულ დიპლომატიურ მისიებთან და განიხილება მათთან მჭიდრო თანამშრომლობა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის განსაკუთრებული ყურადღება ეპყრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად, კულტურის კომიტეტის საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს: 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 32 • კულტურის სფეროში ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში; • ევროკავშირის ინსტიტუციებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმა ვებას; • საერთაშირისო და რეგიონალურ კულტურულ ღონისძიებებში საქართველოს მონაწი ლეობას. საერთაშორისო სამუშაო ვიზიტები და ღონისძიებები როგორც აღვნიშნეთ, კულტურის კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს კულტურის დიპლომატია და მისი მეშვეობით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ხელშეწყობა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კომიტეტი ხშირად მართავს შეხვედრებსა და სამუშაო ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, თანამშრომლობს კულტურის სფეროში მოღვაწე კოლეგებთან და სფეროს წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებისა თუ სამომავლო მიზნების დასახვისთვის. 33 2022 წელს კომიტეტის თავმჯდომარემ განახორციელა სამუშაო ვიზიტები, როგორც ევროპის ქვეყნებში: შვეიცარია, ლატვია, ფინეთი, ისლანდია. ასევე, მეზობელ სამხრეთ კავკასიის რესპუბ ლიკებში: სომხეთსა და აზერბაიჯანში. სამუშაო ვიზიტების ფარგლებში იმართებოდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ქვეყნების პარლა მენტების შესაბამის კომიტეტებთან და სამინისტროების ხელმძღვანელობასთან. ასევე კომიტეტის თავმჯდომარე ხვდებოდა სახელოვნებო დაწესებულებების წარმოამდგენლებს. ვიზიტების დროს დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ასევე იმართებოდა შეხვედრები სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებების დირექციასთან და მოსწავლეებთანაც. აღსანიშნავია, რომ სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგად დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტს შორის. მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს კულტურული კავშირების გაღრმავებას, რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას და სამშვიდობო პროცესების გააქტიურებას. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის აგრეთვე, განიხილება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დადება აზერბაიჯანის რესპუბ ლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტთან. 34 აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, ასევე ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრა ფინეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, რომელ საც ასევე ესწრებოდნენ სახელოვნებო განათლების ექსპერტები, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა შემდგომ თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების თაობაზე. 2022 წლის 7-11 ნოემბერს განხორციელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში, ქ. რეიკიავიკში. ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის გლობალურ ფორუმზე, რომელიც 8-10 ნოემბერს ლიდერ ქალთა მონაწილეობით წელს მესამედ გაიმართა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იუნესკოს მშვიდობის ელჩი, ელისო ბოლქვაძე, ისლანდიის მთავრობისა და პარლამენტის ოფიციალური მიწვევით, საპატიო სპიკერის რანგში წარდგა. ელისო ბოლქვაძემ ფორუმზე, როგორც სპიკერმა, ხელოვნებისა და მუსიკის მნიშვნელობაზე, ასევე პოლიტიკურ პროცესებში ქალების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ისლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები ისლანდიის რესპუბლიკის პარლამენტში და კულტურის სამინისტროში, სდაც დაისახა შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. ასევე , მნიშვნელოვანია კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკონცერტო ჰოლის “ჰარპა“-ს დირექტორთან , შეხვედრაზე გამოითქვა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი და მზაობა, რომ ქართველი მუსიკოსები ჩაერთონ იმ საერთაშორისო მუსიკალურ პროგრამებში, რომლებსაც ისლანდიის სიმფონიური ორკესტრი ახორციელებს 2022-2023 წლებში. თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კულტურის კომიტეტი შექმნის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის გამოვყოფდით მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF Georgia)-თან. 2022 წლის 1-4 ივნისს, პარლამენტის კულტურის კომი ტეტის თავმჯდო მარემ ელისო ბოლ ქვაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ადრეული განათლება და ზრუნვა“, რომლელიც ჩატარდა კონფერენცია იმართება აჭარის 35 ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF Georgia) და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კომიტეტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე ისაუბრა ბავშვის აღზრდის და განათლების სტანდარტის ერთ-ერთი მიმართულების – ხელოვნების მნიშვნელობაზე. დღიდან შექმნისა კულტურის კომიტეტი მუშაობს სახელოვნებო განათლების ახალი სისტემის შექმნაზე, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი მუსიკალური განათლება, ჩაერთონ შესაბამის აქტივობებში და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის გამოვლენა. სახელოვნებო განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის, განურჩევლად მათი სხვადასხვა მახასიათებლისა. (სქესი, შესაძლებლობა, სოციალური, ეთნიკური და კულტურული წარმომავლობა და სხვ.) რაც წარმოადგენს გაეროს ბავშვთა ფონდის პრიორიტეტს. კულტურის კომიტეტი ინ ტენსიურად თანამშრომლობს სამხრეთ კავკასიასა და საქარ თველოში ბრიტანეთის საბჭო სთან. საქართველოში ბრი ტანეთის საბჭოს დირექტორი და ექსპერტი ზაზა ფურცელაძე აქტიურ მონაწილეობას იღებს კომიტეტის სამუშაო პროცესში, როგორც კულტურული დიპ ლომატიის კუთხით, ასევე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით კულტურის დიპლომატიის გააქტიურების კუთხით იგეგმება კულტურული პროგრამების განხორციელება, ქართული კინოს კვირეული, თეატრალური დადგმები, წიგნების გამოფენა, სახვითი ხელოვნების გამოფენები, ქართული ფოლკლორის საღამოები, საშემსრულებლო ხელოვნება. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში თანამშრომლობის დაწყების აღსანიშნავად გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი გეგმავს შეხვედრას და ღონისძიების „ხელოვნება ყველასთვის“ მოწყობას შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთან. ღონისძიება კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს მათთვის ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მნიშვნელობას და შემოქმედებითი უნარების გაცნობიერების პროცესს. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი უნა რების სწორი განვითარებისათვის დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ პრო ცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჩართულობას. ერთიანი სისტემური მიდგომა უნდა დაეხმაროს ყველა ბავშვს მათი სოციალური ინტეგრირების პროცესში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს შორის. 36 კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის კულტურის კომიტეტის მიერ მრავალმხრივი რეფორმების და ინიციატივების განსახორციელებლად, სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების და გეგმვასა და საკითხების სიღრმისეულად შესწავლისათვის კომიტეტმა 2021 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის საფუძველზე მხარი დაუჭირა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხს. ამ დროისათვის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შედგება 30 წევრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე (საბჭოს სრული შემადგენლობა განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე). აღნიშნული საბჭო სათათბირო ორგანოა, რომელიც ეხმარება კომიტეტს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების გაანალიზებასა და მათ დაძლევაში. ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესასწავლად და აზრთა გაზიარების თვალსაზრისით ხშირად იმართება საბჭოს წევრებთან ერთად სამუშაო შეხვედრები. 2022 წლის 4 აპრილს გაიმართა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის და კომიტეტთან არსებული სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა. საბჭოს წევრებმა კომიტეტის წინაშე ისაუბრეს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაგეგმვის შესახებ. მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, გურამ ოდიშარიამ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რეგიონული პროექტების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა აფხა ზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული ძეგლების დაცვაზე, სახალხო დიპლომატიის როლზე ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. 37 ჟურნალისტმა და მხატვარმა პაატა ნაცვლიშვილმა საქართველოში მემორიალურ ძეგლებთან და და ფებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მუზე უმების წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრა, ყუ რადღება გაამახვილა თბილისში ტურისტული ღირსშესანიშნაობების სიმცირეზე. დეპუტატებმა კულტურის სფეროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების, კულტურის ორგანიზების სისტემის შესახებ გამოთქვეს მოსაზრებები. 2022 წლის 27 დეკემბერს შემაჯამაბელი შეხვედრა გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან, სადაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ საბჭოს წევრებს გააცნო სამომავლო გეგმები, მათ შორის საუბარი შეეხო კულტურის დიპლომატიის სტრატეგიის დოკუმენტს. კულტურული დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. წარმატებული კულტურის საერთაშორისო პოლიტიკა ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, სახელმწიფოთა და ხალხთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სახელმწიფო ინტერესების დაცვას, მშვიდობის შენარჩუნებას რეგიონში, ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებას, საზღვარგარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ქართული დიასპორების განვითარებას. ქართული კულტურის, როგორც ევროპული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილის ევროპულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაცია, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია. კომიტეტების აპარატების კომპეტენციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის – სასწავლო ცენტრი. ცენტრი რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა ტრენინგების ჩატარებას როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. 2022 წლის განმავლობაში კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისათვის ჩატარდა არაერთი ტრენინგი სხვადასხვა საკითხებზე. ხაზგასასმელია გაეროს/UNDP პროგრამის მხარდაჭერით 2022 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული ტრენინგი მენეჯერებისთვის თემაზე – „თანამედროვე მენეჯმენტი“, აგრეთვე, ნომებრის თვეში გაიმართა ტრენინგი თემაზე „რთული საუბრები სამსახურეობრივ გარემოში“, ორივე მათგანზე წარმოდგენილი იყო კულტურის კომიტეტის აპარატის უფროსი. 2022 წლის 25 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით, მთავრობის N 242-ე დადგენილების შესაბამისად, ჩატარდა საჯარო მოხელეთა სავალდებულო ტრენინგები თემაზე „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“, რომელიც წარმატებით გაიარეს კომიტეტის აპარატის ახლადდანიშნულმა თანამშრომლებმა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი გეგმავს კულტურის დიპლომატიის შესახებ დოკუმენტის შემუშავებას, რომელშიც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს კულტურის კომიტეტის კომპეტენცია, როლი და ფუნქციები. ამასთან დაკავშირებით, კომიტეტი საგაზაფუხლო სესიის დაწყებისთანავე შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც სფეროს, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. 38 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა SDG 2022 წლის განმავლობაში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობის მიმართულებით კომიტეტმა განახორციელა შემდეგი აქტივობები:  განისაზღვრა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი – ბაია კვიციანი;  კომიტეტმა შეიმუშავა და სამოქმედო გეგმაში ასახა 2022 წელს განსახორციელებელი ის აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მე-6 ამოცანის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნას ყველა დონეზე, კულტურის კომიტეტი ახორციელებდა შემდეგ აქტივობებს: • დროულ და ეფექტიან რეაგირებას ახდენდა მოქალაქეთა მიერ შემოსულ გან ცხადებებზე; • მოქალაქეებისთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე, საკონსულტაციო შეხვედრებს წარმართავდა როგორც კომიტეტის წევრების, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლების ჩართულობით; • კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების (სხდომები, შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.) შესახებ მოქალაქეებს აწვდიდა ინფორმაციას პარ ლამენტის ვებ-გვერდისა და კომიტეტის სოციალური არხების გამოყენებით. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის კულტურის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ვიკიპედიასთან. პერიოდულად კომიტეტის აქტივობისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია ემატება კულტურის კომიტეტის ვიკიპედიის გვერდს. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა კულტურის კომიტეტი ინტესიურად თანამშრომლობს როგორც ცენტრალური ხელისუფლების, აგრეთვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. „ძლიერი რეგიონების კულტურული განვითარების ხელშეწყობის“ ფარ გლებში, კულტურასთან საზოგადოების ფართო წრეების წვდომისა და დე ცენტრალიზაციისათვის, ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად, კულტურის კომიტეტი აქტიურად არის ჩართული რეგიონების კულტურული განვითარების პოლიტიკის პროცესში. 39 კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივითა და შეთავაზებით, რეგიონებთან თანამშრომლობის ფორმატში დაორგანიზდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე მოსწავლეებს საპარლამენტო საქმიანობის, მათ შორის, კულტურის კომიტეტის ფუნქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრება. ამასთანავე, თემატური მოკვლევის ფარგლებში კომიტეტს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა ქონდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგნელებთან, კერძოდ: ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტზე დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინა ყველა მუნიციპალიტეტმა, აგრეთვე, ინტერაქტიულ რეჟიმში, ზეპირი მოსმენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთან, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჩვენი მუშაობის შედეგად ბათუმის ფესტივალში 13 მუნიციპალიტეტი ჩაერთო და წარადგინეს როგორც მუსიკალური ნომრები, ისე სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშები და გასტრონომიული კუთხეები. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიმდინარე წელს კომიტეტმა რეგიონებთან გამართა 7 ონლაინ ფორმატის შეხვედრა, სადაც განი ხილეს სხვადასხვა საკითხები კულტურის სფეროში, კერძოდ: რეგიონებში არსებული მიდგომები და მექანიზმები კულტურის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით, ასევე ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის შესაძლებლობები. 40 კულტურის კომიტეტის აქტივობები 2022 წლის 28 სექტემბერს, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში წიგნის „LIBER AMICORUM – მინდია უგრეხელიძე 80“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მოწვეული იყო ქართველი სამართალმცოდნე, იუსტიციის მინისტრის მრჩეველი მინდია უგრეხელიძე. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ქართულ სამართალმცოდნეობაში მინდია უგრეხელიძის როლსა და ღვაწლზე ისაუბრა. „როდესაც ვსაუბრობთ მინდია უგრეხელი ძის როლზე არა მხოლოდ ქართულ სამარ თალმცოდნეობაში და მართლმსაჯულებაში, არამედ საზოგადოებაში, ვფიქრობ, სწორედ საზოგადოების განვითარების ნაწილიცაა ჰყავდეს ისეთი ღირსეული ადამიანები, რომ ლებიც მისაბაძი მაგალითი იქნებიან სხვადასხვა თაობისთვის. წელს მისი საიუბილეო წელია, მინდა მივულოცო. გამოცემა, რომელიც მის იუბილეს ეძღვნება, კარგად უყრის თავს იმ დამსახურებებს, დამოკიდებულებებს, ფილო სოფიას, რასაც უკავშირდება ბატონი მინდიას სახელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ წიგნის პრეზენტაციაზე, ქართველი ერისა და ქართული მეცნიერების წინაშე მინდია უგრეხელიძის ღვაწლსა და როლზე ისაუბრა. „დიდია მინდია უგრეხელიძის ღვაწლი ქართველი ერისა და ქართული მეცნიერების წინაშე. ბევრი რამ დაიწერა და ითქვა მის იუბილესთან დაკავშირებით და გამოიცა წიგნი, სადაც წარმოჩენილია 41 ბატონი მინდიას პიროვნება და მისი მოღვაწეობა. ახალშექმნილი კულტურის კომიტეტისთვის დიდი პა ტივია, რომ ის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მთავარი ფიგურაა. მისი პროფესიონალური რჩევები ჩვენთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნე ლოვანია. მან სამართლებრივი მატერია გააერთიანა სამი სიტყვის ფორმულაში – სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა. მან სამართლის ცნება ადრეული ტრადიციული განსაზღვრებიდან განსხვავებით სრულიად ახლებურად განმარტა და ხელოვნების რანგში აიყვანა“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. წიგნის ავტორის, ბექა ქანთარიას განცხადებით, წიგნი საფუძველს უდებს ახალ მიმართულებას სამართლის მეცნიერებაში. მინდია უგრეხელიძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტსა და კულტურის კომიტეტს. ღონისძიებას დეპუტატები და კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. 2022 წლის 31 ოქტომბერს, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ელისო ბოლქვაძემ სტუდენტებს კულტურის კომიტეტის საქმიანობა გააცნო. სტუდენტებთან სა უბრისას დეპუტატმა კულტურული დიპლომატიის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის შეხვედრის მთავარ თემას „ხელოვნებისა და მუსიკის როლი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღ ლების პროცესში“ წარმოადგენდა. 42 „პირველად მომეცა შესაძლებლობა, რომ სტუდენტებს პირისპირ შევხვედროდი. ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე როგორიც არის ხელოვნება და მუსიკა. ასევე, ვისაუბრეთ საპარლამენტო საქმიანობისა და რეფორმების შესახებ. პარლამენტის როლზე ახალგაზრდების ცხოვრებაში. როგორ შეუძლია კანონებს შეცვალოს მათი ცხოვრება და დაარეგულიროს ის პრობლემები და გამოწვევები, რაც მათ აქვთ“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. 2022 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერითა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით მცხეთის კულტურის სახლში, წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების კონცერტი, „მშვიდობის ჰანგები წეროვანიდან“ გაიმართა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენ ლები, ადგილობრივი თვითმმართველობა, დიპლომატიური კორპუსი და სასულიერო პირები. აღსანიშნავია, რომ წეროვანის დასახლებაში მცხოვრები ბავშვები ძალ-ღონეს არ იშურებენ სა კუთარი მიზნების მისაღწევად. ეს ბავშვები უზარმაზარი პოტენციალის მქონე პიროვნებები არიან. საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთობლივად ხელი უნდა შევუწყოთ მათი განვითარების პრო ცესს. ამ ბავშვებმა უნდა იცხოვრონ პროდუქტიული, სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ცხოვრებით და ბოლოს: • საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ქვეყანაში კულტურის პოლიტიკას, მათ შორის ამ სფეროში ინსტიტუციური რე ფორმებისა და პროგრამების განსაზღვრასა და განხორციელების ზედამხედველობას. ამზადებს/იხილავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფასთან და კავშირებულ დოკუმენტებსა და კანონპროექტებს; საკომიტეტო სხდომებზე სისტემატურად განი ხილავს კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მიერ შესრულებული საქმიანობის ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას; • კომიტეტი რეგულარულად გამოითხოვს აღ მასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციას ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდე ბულებების შესრულების თაობაზე; • საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში რე გულარულად მომზადდება წერილობითი შეკითხვები და ჩატარდება საკომიტეტო სხდო მები აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით; • კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს გასვლითი სხდომების ორგანიზებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კულტურული პროგრამების ხელშესაწყობად და საერთაშორისო პროგრამებში წვდომის ხელშესაწყობად; • კულტურის კომიტეტი შესრულებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს, როგორც დაინტერესებულ პირებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას; • კომიტეტი გეგმავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველ ხელოვანებთან კოორდინაციას და ონლაინ რეჟიმის ფორმატში კოორდინაციას. 2022 წლის საქმიანობის ანგარიში • საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 43