საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-2291/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-2291/23 20-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარალმენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2022 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 87 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში 1| სარჩევი შესავალი ...................................................................................................................................................................................................... 3 1. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ..................................................................................................................................... 3 1.1. კომიტეტის მიზნები და ამოცანები ....................................................................................................................................... 3 1.2. კომიტეტის საქმიანობა........................................................................................................................................................... 4 1.3. კომიტეტის წევრები ................................................................................................................................................................ 5 2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის მთავარი მიღწევები და გამოწვევები ...................................................... 6 3. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები ............................................................................................................................... 9 4. სფეროს ზოგადი მიმოხილვა და ტენდენციები .......................................................................................................................... 10 5. საერთაშორისო ვალდებულებები ................................................................................................................................................ 13 6. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ............................................................................................................................................... 14 6.1 კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები .......................................... 14 6.1.1. ახალი საკანონმდებლო ინიციატივები რომლებზეც კომიტეტს არ დაუსრულებია მუშაობა ...................................... 20 6.2 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები .................................................................... 22 6.3 განხილული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც სავალდებულო იყო კომიტეტის დასკვნის წარდგენა ............................................................................................................................................................................................... 27 6.4 განხილული დადგენილების პროექტები ................................................................................................................................... 34 7. საზედამხედველო საქმიანობა ...................................................................................................................................................... 35 7.1 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა ..................................................... 35 7.2 ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ................................................................................................................................................ 44 7.3 ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით ჩატარებული საზედამხედველო საქმიანობა .......................................... 45 7.4 ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებების შესრულებაზე ზედამხვედველობა ................................................... 46 7.5 კომიტეტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების ანგარიშების განხილვა ............................................................... 48 7.6 თემატური მოკვლევები ................................................................................................................................................................. 49 7.7 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD) ............................................................................................................. 52 7.8 თემატური მომხსენებელი ............................................................................................................................................................ 55 8. წარმომადგენლობითი საქმიანობა .............................................................................................................................................. 56 8.1 განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები ....................................................................................................................... 56 8.2 საკანონმდებლო წინადადებები .................................................................................................................................................. 56 8.3 პეტიციები ....................................................................................................................................................................................... 60 8.4 თანამდებობის პირთა არჩევა ...................................................................................................................................................... 61 8.5 სამუშაო შეხვედრები კომიტეტის საკოორდინაციო სფეროებში შემავალ საკითხებზე ....................................................... 62 8.6 კომიტეტი სოციალურ ქსელში და საზოგადოებასთან კომუნიკაცია ...................................................................................... 66 8.7 მიღებული წერილები და განცხადებები .................................................................................................................................... 67 8.8 საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ............................................................................................................. 67 8.9 საერთაშორისო თანამშრომლობა............................................................................................................................................... 68 9. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება ............................................................................................................................. 80 10. სხვა საქმიანობა............................................................................................................................................................................... 81 10.1 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა ........................................................................................................... 81 10.2 სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა................................................................................................................... 82 დანართი 1. კანონპროექტები რომელთა განხილვის პროცედურა გრძელდება 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე ................ 83 2| შესავალი დოკუმენტის მიზანია შეაჯამოს კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები, აგრეთვე გამოავლინოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას კომიტეტი. წინამდებარე ანგარიში შემუშავდა კომიტეტის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და მისი შედეგების ანალიზის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. ანგარიშში წარმოდგენილია: ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ; შეჯამებულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის მთავარი მიღწევები და გამოწვევები; სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები; მოცემულია ეკონომიკის სექტორული ანალიზი; მიმოხილულია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით განხორციელებული აქტივობები; აგრეთვე, ინფორმაცია კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი საქმიანობის შესახებ; შეჯამებულია ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით კომიტეტის აქტივობები. 1. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 1.1. კომიტეტის მიზნები და ამოცანები მიზანი 1. ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკის დარგების განვითარების საკანონმდებლო უზრუნველყოფა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სრულყოფა.    ამოცანა 1.1. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სრულყოფა. ამოცანა 1.2. ხარისხიანი ანალიტიკური საქმიანობის წარმართვა, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და ანალიზი. ამოცანა 1.3. კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესება და დიალოგის უზრუნველყოფა. მიზანი 2. საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესის ხელშეწყობა    ამოცანა 2.1. მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობის პროცესის სრულყოფა და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა. ამოცანა 2.2. კანონების აღსრულების ზედამხედველობის გაუმჯობესება. ამოცანა 2.3. ეფექტური საბიუჯეტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა. მიზანი 3. კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესება და ეფექტურობის ზრდა    ამოცანა 3.1. კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების განვითარება. ამოცანა 3.2. პარლამენტს შიგნით თანამშრომლობის სრულყოფა. ამოცანა 3.3. პარლამენტს გარეთ ეფექტური თანამშრომლობის წარმართვა. 3| 1.2. კომიტეტის საქმიანობა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობა მოიცავს ყველა იმ სფეროს, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას ან პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკური, მათ შორის ეკონომიკის დარგების, პოლიტიკის შემუშავებასა და განსაზღვრაში და შესაბამისობაში მოჰყავს საქართველოს კანონმდებლობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. უფრო დეტალურად, კომიტეტი საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას გამოყოფს საქმიანობის შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:                    სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა; ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისაკენ მიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების და გატარების ხელშეწყობა; მეწარმეობისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა; თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა; საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და ექსპორტის დივერსიფიცირება; პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირება და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა; ტურიზმის სექტორის განვითარება; სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა; საექსპორტო პოტენციალის გაზრდა; ინვესტორთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; „ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ შეთანხმების (შემდგომში ასოცირების შესახებ შეთანხმება) და მათ შორის, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთახმების წარმატებული იმპლემენტაცია; სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, ფისკალური რისკების შემცირება, სახელმწიფო საწარმოების მართვა; კაპიტალის ბაზრის განვითარება; ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების პერიოდული ანალიზი და ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში; ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელება; სამშენებლო სექტორის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე მუშაობა; სატრანსპორტო პოლიტიკის წარმართვა; საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარება; ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ხელშეწყობა. 4| 1.3. კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგება 14 წევრისაგან:               კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ეკა სეფაშვილი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გოჩა ენუქიძე; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გელა მიქაძე; კომიტეტის წევრი - ელგუჯა გოცირიძე; კომიტეტის წევრი - ისკო დასენი; კომიტეტის წევრი - ვასილ ჩიგოგიძე; კომიტეტის წევრი - ბექა ლილუაშვილი; კომიტეტის წევრი - ლევან მგალობლიშვილი; კომიტეტის წევრი - ხათუნა სამნიძე; კომიტეტის წევრი - გელა სამხარაული; კომიტეტის წევრი - სულხან სიბაშვილი; კომიტეტის წევრი - ბეჟან წაქაძე; კომიტეტის წევრი - ნინო წილოსანი. 5| 2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის მთავარი მიღწევები და გამოწვევები კომიტეტის მნიშვნელოვანი მიღწევები 2022 წლის განმავლობაში კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა, როგორც კანონშემოქმედებით, ასევე საზედამხედველო საქმიანობას: - ჩაატარა 41 სხდომა; - განიხილა 236 კანონის პროექტი (გამომდინარე კანონპროექტების ჩათვლით), რომელთაგან 87 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 149 კანონპროექტზე კომიტეტის დასკვნა იყო სავალდებულო; - კომიტეტის და კომიტეტის წევრების მიერ დაინიცირდა 19 კანონის პროექტი; - შეისწავლა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის შემოსული 24 საერთაშორისო ხელშეკრულება; - განიხილა 9 საკანონმდებლო წინადადება, 1 დადგენილების პროექტი და 1 პეტიცია; - მოისმინა საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების 19 ანგარიში; - მოისმინა ევროკავშირთან საქმიანობის 5 ანგარიში; - განიხილა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა და ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ; - დაასრულა 4 თემატური მოკვლევა და მათი დასკვნები გაზიარებულ იქნა კომიტეტის სხდომაზე; - დაიწყო 2 თემატური მოკვლევა; - კომიტეტმა გასცა 142 რეკომენდაცია. ასოცირების შეთანხმების მიმართულებით ჩატარებული კომიტეტი წარმატებით ასრულებდა სტრატეგიით გათვალისწინებულ იმ მიზნებს რომელიც უკავშირდებოდა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში დაინტერესებული ჯგუფების აქტიურ ჩართულობას. ამისათვის კომიტეტი აქტიურად იყენებდა ისეთ საპარლამენტო ინსტრუმენტს როგორიცაა თემატური მოკვლევა. აღსანიშნავია, რომ, კომიტეტი წლების განმავლობაში აქტიურად იყენებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს - საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატს (PPD), რასაც მოწმობს 6 ჩატარებული PPD. ყველა იმ კანონპროექტის განხილვისას რაც უკავშირდებოდა მნიშვნელოვან და კომპლექსურ ცვლილებებს კომიტეტი იყენებდა სწორედ აღნიშნულ ფორმატს. დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის შემთხვევაშიც კი ახერხებდა პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვას . კომიტეტი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე იყო პრინციპული და მისი მიდგომა საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების სურვილს ეფუძნებოდა, სადაც დაცული იქნებოდა როგორც ბიზნესის, ისე საერთო საზოგადოებრივი ინტერესები და ორიენტირებული იყო ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე. ანალოგიურად, უწყებების ანგარიშის მოსმენისას ხელმძღვანელობდა დაინტერესებულ ჯგუფებთან აქტიურად თანამშრომლობის პრინციპით. 6| კომიტეტი წლის განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა დარგის ექსპერტებთან, საჯარო, აკადემიური წრეების და ბიზნესის წარმომადგენლებთან. ხაზგასასმელია ორი მნიშვნელოვანი სფერო - ენერგეტიკა და სივრცის მოწყობა/მშენებლობა კომიტეტს შექმნილი აქვს სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოები, სადაც სწორედ ზემოხსენებული ჯგუფების ჩართულობით განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 623 ორგანიზაციის წერილი და მოქალაქის განცხადება, რომლებზედაც კომიტეტმა უზრუნველყო დროული რეაგირება. კომიტეტმა იმუშავა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიცაა „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (NECP). გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა. შედეგად ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. კომიტეტმა ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტთან (NDI) ერთად განახორციელა საპარლამენტო კვლევა - „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი სამშენებლო სექტორში“ და მოისმინა შესაბამისი ანგარიში. კომიტეტმა დაამკვიდრა პრაქტიკა ითანამშრომლოს ორმხრივ ეკონომიკურ გაერთიანებებთან, შესაბამისად, აღნიშნულის ფარგლებში გამართა შეხვედრა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებთან და მოისმინა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის, ჩატარებული კვლევებისა და რეკომენდაციების შესახებ. გაერთიანების შესაბამისი რეკომენდაციები გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათი მხარდაჭერით ახორციელებდა ისეთი მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორებიცაა საჯარო და კერძო დიალოგები, თემატური მოკვლევები, კანონპროექტებზე მუშაობა და სხვა. განსაკუთრებით, უნდა აღინიშნოს, იმ კანონპროექტებზე მუშაობა, რომლებიც უკავშირდებოდნენ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციას. კერძოდ: - - - ტურიზმის შესახებ საქათველოს კანონის პროექტის შემუშავება. კომიტეტი აქტივობას ახორციელებდა USAID-ს მხარდაჭერით და ტურიზმის ალიანსთან თანამშრომლობით. პროცესში ჩართულია კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. ჩატარებულ იქნა 50მდე შეხვედრა; „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა, კომიტეტი აქტივობას ახორციელებდა USAID-ს მხარდაჭერით; “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. კომიტეტი აქტივობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით; „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა, კომიტეტი აქტივობას ახორციელებდა USAID-ს მხარდაჭერით. კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა. შესაბამისად, კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში განახორციელა მთელი რიგი მნიშვნელოვანი აქტივობები: - “ასოცირების შეთანხმების განხორცილების მხარდაჭერა საქართველოში - II” (AA Facility) პროექტის მხარდაჭერით და ექსპერტის ჩართულობით მოისმინა, როგორც საქართველოს 7| - - - - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აგრეთვე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ანგარიშები ენერგეტიკის სექტორში ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და დარგში არსებული გამოწვევების შესახებ. კომიტეტმა გასცა სათანაო რეკომენდაციები. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთად მოისმინა შესაბამისი უწყებების მოხსენებები ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. კომიტეტმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა სამუშაო შეხვედრები NECP-ზე კომიტეტის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. დოკუმენტი განხილულ იქნა როგორც კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში, აგრეთვე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. აღნიშნულ დოკუმენტზე გაცემულ იქნა კომიტეტის რეკომენდაციები. კომიტეტმა USAID-ს მხარდაჭერით დაიწყო ენერგეტიკის დამოუკიდებლობის აქტის შემუშავება. 2022 წელს კომიტეტმა NDI-სთან თანამშრომლობით განახორციელა ორი ახალი აქტივობა, რომელიც დამკვიდრებული იქნება კომიტეტის შემდგომი წლების საქმიანობაში. კერძოდ: - - ფართო საზოგადოების წინაშე წარადგინა კომიტეტის საქმიანობის და სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში. სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ფარგლებში გამართა შეხვედრა კომიტეტის საზედამხედველო სფეროში შემავალ უწყებებთან ერთის მხრივ, კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულების და, მეორეს მხრივ, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. კომიტეტმა დაამკვიდრა გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პრაქტიკა, შეიქმნა რეკომენდაციების რეესტრი; კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში დაასრულა კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით განხორციელებული თემატური მოკვლევები, რომლებიც შეეხებოდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემებს, აგრეთვე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კარგი მმართველობის ინიციატივის მხარდაჭერით განხორციელებული თემატური მოკვლევა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით დაწყებულ იქნა ორი ახალი თემატური მოკვლევა ციფრული ეკონომიკისა და დეკარბონიზაციის საკითხებზე. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა შემდეგი გამოწვევები:  საკომიტეტო მოსმენებისა და თემატური მოკვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი.  სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ანგარიშების პროგრამული ბიუჯეტირების ჭრილში მოსმენების ეფექტიანობის ზრდა.  ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში (OGP) საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის ზრდა. კომიტეტის საქმიანობაში 8| 3. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, 3 სტრატეგიული მიზნის და 10 ამოცანის შესასრულებლად განსაზღვრული იყო 171 აქტივობა, რომელთაგან სრულად შესრულდა 70 (41%). ანალიზის შედეგად ამოცანების შესრულების სტატუსები შემდეგნაირად გადანაწილდა:     სრულად შესრულებული - 3 მეტწილად შესრულებული - 2 ნაწილობრივ შესრულებული - 4 შეუსრულებელი - 1. სამოქმედო გეგმის შესრულების დონე 10% 30% 40% 20% სრულად შესრულებული მეტწილად შესრულებული ნაწილობრივ შესრულებული შეუსრულებელი საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოამზადა შუალედური - 2022 წლის 6 თვის ანგარიში, რომელიც 12 ივლისს წარუდგინა ფართო საზოგადოებას, მათ შორის პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, მარეგულირებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. 9| 4. სფეროს ზოგადი მიმოხილვა და ტენდენციები ეკონომიკური მიმოხილვა რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როცა მსოფლიო და რეგიონი ჯერ კიდევ დგას პანდემიური თუ პოსტპანდემიური და უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე, საქართველომ დადებითი დინამიკა შეინარჩუნა და 2022 წლის ეკონომიკურმა ზრდამ 10.1%* შეადგინა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე 2021 წლის მარტიდან ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები და გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა. ბოლო პერიოდში ინფლაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური გამოწვევაა და ინფლაციამ არაერთ ქვეყანაში არამხოლოდ პროგნოზირებულ დონეს გადააჭარბა, არამედ, ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. საქართველოში ინფლაციის დონემ დეკემბერში 9.8% შეადგინა. პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch, S&P, Moodys’) შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე.  S&P სუვერენულ საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი.  Fitch საქართველოს საკრედიტო რისკს უცვლელად, “BB” დონეზე აფასებს, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის "სტაბილური" მოლოდინი.  Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად “Ba2” დონეზე დაადასტურა, რეიტინგის მოლოდინი კი “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა. ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას სატარიფო ბარიერების გარეშე ჰქონდეს წვდომა მსოფლიო ქვეყნების 2.3 მილიარდიან ბაზარზე. ასევე, საინვესტიციო და მათ შორის საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია კუმულაციური შეთანხმებები. აქტიურ ფაზაშია თურქეთთან დიაგონალური კუმულაცია და ინფორმირებულობის გაზრდის კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა.  2021 წელს აღდგა საგარეო ვაჭრობა და ექსპორტი 26.9%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 29.9%-ით გაიზარდა. რუსეთ-უკრაინის ომმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. მიუხედავად ამისა, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების ტენდენციები გაგრძელდა 2022 წელსაც. 2022 წელს ექსპორტი 31.8%-ით, იმპორტი 33.2%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 18.4%-ით გაიზარდა. ეკონომიკური აღდგენის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა.  2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა 2020 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1 152.8 მლნ აშშ დოლარი (2019 წელთან შედარებით 86%-იანი აღდგენაა) შეადგინა. 10 |  დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა 2022 წელსაც და 2022 წელს განხორციელებული FDI-ის მოცულობა (1 675.6 მლნ აშშ დოლარი) 35.0%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გლობალური ეკონომიკური პროცესების ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკის სექტორის მდგრადობა მთავარი გამოწვევაა. 2011-2021 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ყოველწლიური ზრდის საშუალო მაჩვენებელია 4.2%, ხოლო პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2020 წელთან შედარებით 46%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით – 24%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გენერაციის გაზრდა და მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროების სხვადასხვა მიმართულებით განვითარება, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის წყაროცაა.  გასულ წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მესამე ადგილზე (157 მლნ აშშ დოლარი) იყო ენერგეტიკის სექტორი, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კი პირველ ადგილზე (76.6 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნულის ფონზე, კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროცესში, რომელიც უკავშირდება ასოცირების შესახებ შეთანხმებით და შედეგად, ენერგეტიკული გაერთინების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულებას. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც იქნება ერთგვარი სტრატეგია ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევისთვის. ხაზგასასმელია სატრანსპორტო დარგის აღდგენის ტენდენციაც.   2021 წელს სატრანსპორტო გადაზიდვები (44.3 მლნ ტონა) გაიზარდა, როგორც 2020 წელთან (42.9 მლნ ტონა), ასევე 2019 წელთან (42.3 მლნ ტონა) შედარებით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო გადაზიდვები გაზრდილია 2022 წლის 6 თვის მონაცემებითაც - 1 მლნ ტონით (5%). მათ შორის, გაზრდილია საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების (5%-ით) ტონით) და კონტეინერების (8.4%-ით) რაოდენობა. გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმის სექტორში მიმდინარე დადებითი ტენდეციები, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკურ ზრდაზე.  2022 წლის განმავლობაში საქართველოში 4.9 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 185.0%-ით მეტია.  ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. 2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთნ შედარებით 182.0%-ით მეტია. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ გენერირებული შემოსავალი მაქსიმალური 2019 წელს იყო და ის 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა. იმ ფონზე, რომ ტურიზმის სექტორმა სწრაფი აღდგენა დაიწყო, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ტურიზმის ახალი კანონი, რომელზეც ეკონომიკის სამინისტროს და სექტორის აქტიური ჩართულობით კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა და რომელშიც ასახული იქნება ასოცირებიდან გამომდინარე რეგულაციები. ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინარჩუნებს და აუმჯობესებს პოზიციას საერთაშორისო რეიტინგებში. 11 |      მსოფლიო ბანკის Doing Business რეიტინგში მე-7 ადგილი (2020 წელი); “ მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ - 2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო ლიდერთა ხუთეულშია (მე-5 ადგილი); “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით 2022 წელს საქართველო რჩება უმეტესად თავისუფალ ჯგუფში (26-ე ადგილი); „SME Policy Index-2020“ მიხედვით, საქართველოს შეფასება რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12ვეში გაუმჯობესდა; საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ მიხევდით 120 ქვეყანას შორის საქართველო პირველ პოზიციას იკავებს (2021 წელი). ცხრილი 1. ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები 2016 2017 2018 2019 2020 2021 2022 * USD 15.1 16.2 17.6 17.5 15.8 18.6 17.3 (იანვ.-სექტ.) GEL 35.8 40.8 49.3 49.3 60.0 51.2 (იანვ.-სექტ.) 2.9 4.8 4.8 5.0 -6.8 10.5 10.0 (11 თვის საშუალო) USD 4 062.1 4 358.5 4 722.0 4 696.2 4 255.7 5 023.2 4 689.5 (იანვ.-სექტ.) GEL 9 613.9 10 933.9 11 968.0 13 239.4 13 234.1 16 179.5 13 878 (იანვ.-სექტ.) ინფლაცია (წლიური) % 1.8 6.7 7.0 2.4 13.9 9.8 FDI, მლნ USD 1 654.0 1 990.5 1 351.5 1 352.2 589.8 1 241.8 1 675.6 USD 2 117.1 2 745.7 3 379.7 3 798.4 3 343.4 4 242.7 5 592.8 ზრდა% -4.0 29.7 23.1 12.4 -12.0 26.9 31.8 USD 7 341.9 8 057.2 9 361.8 9 519.2 8 053.8 10 099.8 13 450.1 ზრდა% 0.5 9.7 16.2 1.7 -15.4 25.4 33.2 ინდიკატორი მშპ (ნომინალური), მლრდ მშპ-ს რეალური ზრდა, % 44.6 მშპ ერთ სულზე 1.5 ექსპორტი, მლნ იმპორტი, მლნ 12 | 5. საერთაშორისო ვალდებულებები მდგრადი განვითარების მიზნებთან შესრულების კუთხით განხორციელებული აქტივობები:         ენერგეტიკული თავისუფლების აქტზე მუშაობა - SDG 2. ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს სხდომის ჩატარება - SDG 7. ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა - SDG 7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიშის მოსმენა - SDG 7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობის წლიური ანგარიშის განხილვა - SDG 7. ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევაზე მუშაობის დაწყება - SDG 8.2. თემატური მოკვლევა - მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით − „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამების ეფექტიანობის შესახებ - SDG 9.3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშის მოსმენა - SDG 17. 13 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა 6. კანონშემოქმედებითი საქმიანობა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, ასევე, მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან სხვა აქტების პროექტების განხილვაშემუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და სხვა. კანონპროეტების ჩამონათვალი, რომლთა განხილვა დაიწყო საანგარიშო პერიოდში და რომლებზე მუშაობასაც გააგრძელებს 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე მოცემულია დანართ 1-ში. 6.1 კომიტეტის თავმჯდომარისა კანონპროექტები და კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული საანგარიშო პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების მონაწილეობით ინიცირებულ იქნა 19 კანონის პროექტი. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, გოჩა ენუქიძისა და ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/185; 30.03.2022). (დაჩქარებული წესით) კანონპროექტის ძირითადი არსია, განისაზღვროს სანავსადგურე ერთეულების უფლებამოვალეობები ნავსადგურის შესასვლელ არხთან მიმართებაში და სააგენტოს უფლებამოსილება. აგრეთვე, განისაზღვრება სანავსადგურე ერთეულის განმარტება და მათი უფლებამოსილება. საქართველოს ნავსადგურები იძლევა საშუალებას, ერთ საზღვაო ნავსადგურში არსებობდეს ერთი ან ორი სანავსადგურე ერთეული. სანავსადგურე ერთეულებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ხელშესაწყობად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს ობიექტური, დაბალანსებული და გამჭვირვალე მიდგომა კერძო საკუთრებაში არსებულ სანავსადგურე ერთეულებთან მიმართებაში. აღნიშნული მიზანი ემსახურება ერთის მხრივ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ნავსადგურების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. რამდენადაც ცნობილია ნავსადგური საჯარო ობიექტია და მისი გამოყენების ინტერესი შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, რამინა ბერაძის, გელა სამხარაულის, ირმა ზავრადაშვილის, გოჩა ენუქიძის, ვასილ ჩიგოგიძისა და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07- 3/193; 13.04.2022) წარმოდგენილი კანონპროექტით ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება საგადასახადო კოდექსით 2022 წელს არის გათვალისწინებული, თავისუფლდება: სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებების, ან/და დასასვენებელი და მოკლევადიანი განთავსების საშუალებების; რესტორნების და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობების; ტურისტული სააგენტოების, 14 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურების და მათთან დაკავშირებულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა. საგადასახადო შეღავათი გავრცელდება, ასევე, იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში არსებულ, რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება. ამასთან, ცვლილების თანახმად, ამ შემთხვევაში საწარმო/ორგანიზაცია არ თავისუფლდება მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადის გადახდისგან და იგი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/218; 08.06.2022). (დაჩქარებული წესით) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისთვის ხელის შეწყობა. საკანონმდებლო ცვლილებით - სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შესაძლებლობა მიეცემათ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა. კანონპროექტის მიღების შედეგად - საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებით შესაძლებელი იქნება დანაზოგებისა და დაფინანსების დივერსიფიცირება და ეკონომიკაში კაპიტალის ეფექტური ალოკაციის მოხდენა, რაც კერძო სექტორს უფრო მდგრადს და გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებად დამოკიდებულს გახდის საბანკო და სახელმწიფო დაფინანსებაზე. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანით. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გელა სამხარაულის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ნინო წილოსანის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/274; 07.12.2022) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას 94/22/EC ევროდირექტივის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ნორმასთან, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ეძლევა 15 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა შესაძლებლობა ტენდერის/აუქციონის ჩატარების გარეშე ლიცენზია მიანიჭოს თავისუფალი ფართობის მომიჯნავე ფართობზე ანალოგიური ლიცენზიის მფლობელს, თუ ეს გამართლებულია გეოლოგიური და მოპოვების მოსაზრებებიდან გამომდინარე. კომიტეტმა კანონის პროექტი მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვარის, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, გელა სამხარაულის, ლევან მგალობლიშვილის, ბაია კვიციანის, ირაკლი მეზურნიშვილის, ბექა ოდიშარიასა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/236; 07.09.2022). საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვარის, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, გელა სამხარაულის, ლევან მგალობლიშვილის, ბაია კვიციანის, ირაკლი მეზურნიშვილის, ბექა ოდიშარიასა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტმა 2022 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე განიხილა სხდომაზე მკაფიოდ განიმარტა, რომ ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის აუდიოვიზუალური დირექტივასთან მიახლოების ნაწილში, კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები და მედიის პროფესიული რეგულირება კი საკმაოდ კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს. კანონპროექტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა საჭიროება დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე სექტორთან დამატებითი კონსულტაციების გამართვისა და პოზიციების შეჯერების. კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის საბჭოს წარმომადგენლობასთან საქართველოში და მათი მხარდაჭერით ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიის პერიოდში, შედგა სამუშაო შეხვედრა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე მ.წ. ოქტომბერში გაიმართა კანონპროექტის განხილვა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში. კომიტეტმა აგრეთვე მიმართა ევროპის საბჭოს კანონპროექტის აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივასთან (Audiovisual Media Services Directive) 2010/13/EU შესაბამისობის ანალიზის განხორციელების თხოვნით. სრული ექსპერტიზის მიღებამდე, კონსულტაციების შედეგად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გარდამავალი პერიოდის შემოღება. კერძოდ, 2023 წლის პირველ ივლისამდე, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვისა და პასუხის უფლების ნაწილში კანონის მოთხოვნების დარღვევის გამო, კომისიას არ ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს სანქცირების მექანიზმი. შესაბამისად, მედია მომსახურების მიმწოდებლებს არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რაც ამ ეტაპისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული. გარდა ამისა, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას, ნათლად იქნეს დანახული შემოთავაზებული მექანიზმის პრაქტიკული განხორციელება. საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას მიერ კანონის პროექტზე წარმოდგენილ იქნა ალტერანტიული წინადადება (N2-18682/22). 16 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა კომიტეტმა იმსჯელა ალტერნატიული წინადადებით შემოთავაზებულ მოდელზე. პირველ რიგში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მედიის პროფესიულ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ მოხდა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ევროპის საბჭოში გაგზავნა და მისი აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივასთან (AVMSD) შესაბამისობის ანალიზის მოთხოვნა. აღინიშნა, რომ საკითხის სენსიტიურობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადება შესწავლილ იქნას ექსპერტების მიერ და შემოთავაზებული იყოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით გათვალისწინებული რეგულაციები. აღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადება. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გოჩა ენუქიძის, გელა სამხარაულისა და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№ 07-3/219; 08.06.2022) კომიტეტმა, 2022 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე განიხილა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა და მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა. საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში შესაბამისი პროცესების გადაწყობა, რასაც ესაჭიროება 12-24 თვე. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული 2023 წლის 1 იანვრამდე შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულის განხორციელება. კანონპროექტით შეიცვალა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან განლაგების შესახებ მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა და მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად განისაზღვრა 2024 წლის 31 ივლისი. 17 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გელა სამხარაულის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ნინო წილოსანის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძისა და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-3/275; 07.12.2022) მასშტაბური ცვლილებები შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად შეიცვალა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული მოწყობის ფორმაც. კერძოდ იქმნება საბჭო 5 წევრის შემადგენლობით. საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამეტი 5 წლის ვადით. კანონის შესაბამისად, საბჭოს მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2023 წლის პირველი იანვრიდან. ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება 2023 წლის 1 თებერვლამდე. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით საბჭოს მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან. ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება 2025 წლის 1 თებერვლამდე. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევა, რათა საბჭოს წევრების სახელფასო ფონდში შესატანი საბიუჯეტო რესურსი და საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის გასაწევი ერთჯერადი ხარჯები მოხმარდეს ქვეყანის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის, ეკა სეფაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გოჩა ენუქიძის, გელა სამხარაულის, რამინა ბერაძისა და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/245; 21.09.2022) წარმოდგენილი კანონის პროექტით, 2024 წლის 1 მარტამდე, სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად ახორციელებენ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები. ასევე, 2024 წლის 1 მარტამდე, არქიტექტორებს არ მოეთხოვებათ შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა პროექტის დასამოწმებლად. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს. 18 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა (რიმა) ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან მგალობლიშვილისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/220; 08.06.2022) კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობა თითოეული კვადრატული მეტრისათვის იზრდება 4 ლარიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - 5 ლარიდან 11 ლარამდე. ხოლო, რაც შეეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მოსაკრებელი რჩება 4 ლარი. ამასთანავე, კანონპროექტი გვთავაზობს მოსაკრებლის ოდენობის ეტაპობრივად გაზრდას. გადამხდელისთვის 10 ლარიანი მოსაკრებლის ოდენობა ამოქმედდება მხოლოდ 2025 წლიდან. მანამდე კი, 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე იქნება 6 ლარი; 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე - 8 ლარი. ხოლო, საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე იქნება 7 ლარი; 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე - 9 ლარი; ხოლო 2025 წლიდან - 11 ლარი. ზემოთ აღნიშნული ცვლილებები ადმინისტრაციულ ორგანოებს (მუნიციპალიტეტებს) მიეცემათ მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა ბიუჯეტში, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის პროცესს. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ’’ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 07-2/455; 28.02.2020) „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა IX მოწვევის პარლამენტში. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 თებერვლის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურის გაგრძელება. ამასთან, კომიტეტმა საჭიროდ ჩათვალა კანონპროექტის პრინციპების განხილვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. მხარეებთან გაიმართა შეხვედრა როგორც საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში, ასევე დაინტერესებულ ჯგუფებთან. კომიტეტმა მოისმინა და გაიზიარა აგერთვე მსოფლიო ბანკის ექსპერტების პოზიციები. კანონპროექტი პირველი მოსით მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. განხილვების პროცესში გამოიკვეთა საკითხები რომლებიც საჭიროებენ დამატებით კონსულტაციების შესაბამისად, გრძელდება მუშობა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. 19 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა 6.1.1. ახალი საკანონმდებლო ინიციატივები რომლებზეც კომიტეტს არ დაუსრულებია მუშაობა კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად დაიწყო ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა. ორივე კანონპროექტი თავისი კომპლექსურობიდან გამომდინარე საჭიროებს დაინტერესებული ჯგუფების აქტიურ ჩართულობას და ფართო წრეებში დისკუსიას, შესაბამისად ამ ინიციატივებზე მუშაობას კომიტეტი გააგრძელებს 2023 წლის განმავლობაში. საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, 2021 წლის 16 თებერვალს დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მუშაობს ტურიზმის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფაზე. აღნიშნულ საქმიანობას კომიტეტი ახორციელებს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსთან თანამშრომლობით. რეფორმა მიზნად ისახავს ტურიზმის მარეგულირებელი პოლიტიკის სფეროში ტურისტის, როგორც მომხმარებელთა უფლების დაცვას, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას,ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და დარგის განვითარების რეალისტურობისა და ეფექტიანობის ზრდისთვის გზების წარმოჩენას, ევრო დირექტივებთან ტურიზმის დარგის აპროქსიმაციას. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ დღეს მოქმედი საქართველოს კანონი მიღებულია 1997 წელს და ვერ პასუხობს მსოფლიო ტურიზმში არსებულ გამოწვევებს. კანონით არ არის განსაზღვრული ტურისტთა უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმები, რის გამოც მომხმარებელთა უფლებების დაცვა არასათანადოდ ხორციელდება. საკანონმდებლო დონეზე არ არის ასახული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ტურიზმთან დაკავშირებული დირექტივების მოთხოვნები. შესაბამისად, სახელმწიფო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას - ადეკვატურად უზრუნველყოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ტურისტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, ტურისტული სერვისების გაუმჯობესება, მაღალი ხარისხის მომსახურება და სხვა. კომიტეტში მიმდინარეობს თემატური ჯგუფების სამუშაო შეხვედრები „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებულ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტრის წარმადგენლებთან. ტურიზმის ქვესექტორების მიხედვით დაყოფილ მიზნობრივ ჯგუფებში ძირითად განსახილველ საკითხებს განეკუთვნება: - ძირითადი ტერმინები და განმარტებები; ტურიზმის კერძო სექტორის და სახელმწიფოს ურთიერთობები; დარგის ქვესექტორებში მომსახურების ხარისხი და კომპეტენციები; მომსახურების სტანდარტიზაცია და სერტიფიცირება; ტურისტული კომპანიების დაზღვევა და გარანტიები; 20 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა - საერთაშორისო კომპანიების რეგისტრაციის ფორმები და საგადასახადოსთან მათი ურთიერთობა; ტურისტულ კომპანიებში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციისა და ტრენინგების სტანდარტების იდენტიფიცირება; მომხმარებელთა უფლებების დაცვა; კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და მომხმარებელთათვის სანდო ინფორმაციის მიწოდება; უსაფრთხოებისა და დაზღვევის აუცილებლობა რისკის შემცველ ტურიზმის სახეობებში; გიდების სერტიფიცირება და კატეგორიზაცია; განთავსებისა და კვების ობიექტების კლასიფიკაცია და სტანდარტიზაცია; ავთენტური განთავსების ობიექტების საგადასახადო შეღავათები; უსაფრთხოების სტანდარტები და ნორმები - სურსათის უვნებლობის, სახანძრო უსაფრთხოების, ვირუსების და ბაქტერიების გავრცელების პრევენციის, შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოების რეგლამენტები და ა.შ. 2022 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD) „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანი იყო „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე სექტორთან დამატებითი კონსულტაციების გამართვა და პოზიციების შეჯერება. საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კერძო, საჯარო და ყველა სხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით ჯამში ჩაატარა 50-მდე თემატური და 17 საორგანიზაციო შეხვედრა. კომიტეტი აღნიშნულ შეხვედრებს მართავდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ჩართულობით. საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტი“ მიმდინარე წელი კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან დაიწყო მუშაობა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტზე. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კვალობაზე იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც. 2011 წლიდან ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება 4%-ით. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე (რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი), რამაც განსაკუთრებით გამოკვეთა ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა. შესაბამისად, გვჭირდება სტაბილური და პრინციპული ენერგეტიკული პოლიტიკის გატარება, რომელიც დაეფუძნება ენერგოუსაფრთხოების კომპონენტებს, განახლებადი ენერგორესურსების ინტენსიურად განვითარებას და უზრუნველყოფს სექტორის მდგრად განვითარებას. პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა დოკუმენტებთან ერთად აღნიშნული კანონი გახდება ქვეყნის განვითარების გარანტი. 21 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა კანონპროექტზე მუშაობისას კომიტეტი თანამშრომლობს საკონსულტაციო კომპანია Deloitte Consulting LLP, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). სამუშაო პროცესის ფარგლებში განხორციელდა სამუშაო შეხვედრები და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავებულ იქნა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტის პროექტთან დაკავშირებული კონცეფცია. 6.2 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 87 კანონის პროექტი (გამომდინარე კანონპროექტების ჩათვლით), რომლებზეც წამყვანი იყო. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კომიტეტის მუშაობა შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,საჯარო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (N07-2/158; 08.06.2022) საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამეტს საქართველოს მთავრობა წარმოუდგინა საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო შესყიდვების შესახებ’’ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლის მიხედვითაც რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე გაიმართა სამუშაო შეხვედრები და დიალოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის. შეხვედრების მიზანი იყო ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად, ასევე, კანონპროექტზე ბიზნეს სექტორთან დამატებითი კონსულტაციების გამართვა და პოზიციების შეჯერება. შესაბამისად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და კერძო სექტორის წამომადგენლები. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, მიხეილ ყაველაშვილის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილისა და ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№073/180; 16.03.2022). (გამარტივებული წესით) წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის კოდექსის დროებითი წესში, რომლის თანახმადაც, სამართალდამრღვევ სუბიექტს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის 2023 წლის პირველ იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის პირველი იანვრისა. პასუხისმგებლობისგან ასევე გათავისუფლდებიან ის სუბიექტებიც, რომელსაც 2022 წლის პირველ მაისამდე უკვე დაეკისრა პასუხისმგებლობა, მაგრამ ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი ან 22 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა გადახდილი აქვს ნაწილობრივ. ასევე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას იმ სამართალდამრღვევი სუბიექტების მიმართ, რომლებსაც 2022 წლის პირველ მაისამდე ჩადენილი აქვთ ზემოთ ნახსენები სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო, დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე მიიღებს შეწყვეტის შესახებ დადგენილებას. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძისა და ირაკლი ზარქუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/167; 09.02.2022). საკანონმდებლო ცვლილებით, იმ შემთხვევაში თუ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდება ადგილზე ან საფოსტო გზავნილით, გაცნობად ჩაითვლება ამ გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. აღნიშნული განპირობებულია არსებული პრაქტიკით, რომლის დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა დიდი ნაწილის საფოსტო გზავნილით ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება. ესეთ შემთხვევებში ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებული აქტი ვერ შედის ძალაში და მისი აღსრულებაც შეუძლებელი ხდება. კანონპროექტით შემოთავაზებული ახალი რეგულაციით კი, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიეცემა შესაძლებლობა უზრუნველყოს მის მიერ მიღებული დადგენილებების აღსრულება. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07- 2/125; 23.02.2022). საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, რომელსაც გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ტერიტორიული სივრცითი დაგეგმარება და ქალაქმშენებლობა მჭიდროდ უკავშირდება მშენებლობის პროცესს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის სამშენებლო პოლიტიკაზე და ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო. შესაბამისად, ამ ყველა კომპონენტის ერთ სივრცეში მოქცევა მოგვცემს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების უფრო ეფექტიანად და ურთიეთრთკოორდინირებულად წარმართვის შესაძლებლობას. 23 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/163; 15.06.2022). (დაჩქარებული წესით) წარმოდგენილი კანონპროექტით, ქალაქ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა. დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ: - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე; - განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში; - ავარიული შენობა-ნაგებობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი, საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით; - იმ ობიექტის დასრულების მიზნით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები (07-2/219; 22.11.2022). საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ინიციატივა კომიტეტმა 2022 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე განიხილა . ცვლილებები უკავშირდება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულებას და გამომდინარეობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის (ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით) მიერ შემუშავებული შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის 49-ე და 50-ე საკითხებიდან. კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის, იმ დათქმით, რომ კანონის პროექტში მეორე მოსმენისთვის ასახული იქნებოდა შემდეგი შენიშვნები: 1. აზარტული თამაშობების მიმართ სახელმწიფოს მიერ გაცხადებული პოლიტიკა გულისხმობდა ხელმისაწვდომობის შემზღუდავ რეგულაციებს. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, კონკრეტული სახეობის ონლაინ თამაშობების მოწყობისთვის საჭირო ხდება ამავე 24 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა სახეობის აზარტული თამაშობის ფიზიკურად მოწყობა, რამაც შესაძლოა პირიქით წაახალისოს/ბიძგი მისცეს აზარტული თამაშობების ფიზიკურად გახსნას. შესაბამისად, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ იყოს, შემდეგნაირი მიდგომა, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ პირი მიწაზე ფლობს სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვას ჰქონდეს შესაძლებლობა ერთ-ერთი ნებართვის საფუძველზე აიღოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა. 2. კომიტეტმა მნიშვნელოვნად მიიჩნია გათვალისწინებულ იქნეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნა, რომელიც უკავშირდება საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიული ზღვაში მცურავ ყველა სახის ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის აკრძალვას. შენიშვნის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან ნათლად არ ვლინდება აღნიშნული შეზღუდვის (აკრძალვის) თანაზომიერების პრინციპის დაცვით განხორციელების ჯეროვანი მახასიათებლები. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები უფლებრივი დაცვის თვალსაზრისით დამატებით მსჯელობას საჭიროებს. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცესში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე სექტორის წარმომადგენლებთან. სადაო საკითხების დეტალურად შესწავლის შედეგად მეორე მოსმენისთვის კომიტეტმა წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ დააფიქსირა შემდეგი სახის შენიშვნები: 1. მიზანშეწონილად მიიჩნია, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს და სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის აღების შესაძლებლობა არ ყოფილიყო სავალდებულოდ დაკავშირებული ფიზიკურად მოწყობილი ობიექტების (სამორინეს ან სათამაშო აპარატების სალონის) ნებართვის ფლობასთან და მეწარმე სუბიექტს, ვისაც გააჩნდა სურვილი განეხორციელებინა მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის ან/და სათამაშო აპარატების სალონის თამაშობების ორგანიზება, ასევე ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის გარეშე აეღო სისტემურელექტრონული ფორმით სამორინეს ორგანიზების ან/და სათამაშო აპარატების სალონის თამაშობების ორგანიზების ნებართვები. ამასთან, ასეთი ნებართვის მფლობელი პირებისათვის სანებართვო მოსაკრებელი განსაზღვრულიყო იმ ოდენობებით, რაც კანონით განსაზღვრულია თბილისის ტეროტორიაზე. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზებისთვის - წელიწადში 5 000 000 ლარი და სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისთვის - წელიწადში 1 000 000 ლარი. ვინაიდან ფიზიკური ობიექტის გარეშე, მხოლოდ ონლაინ სანებართვო საქმიანობა ვერ იქნებოდა მიბმული რომელიმე კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთან, ასეთი ტიპის საქმიანობა არ დაქვემდებარებოდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას. 2. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, სავალდებულოა, რომ სამორინეში დამონტაჟებული იყოს და ფუნქციონირებდეს არანაკლებ შვიდი სამორინეს მაგიდისა. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული ლიმიტი შემცირებულიყო და სავალდებულო გამხდარიყო შვიდის ნაცვლად არანაკლებ ხუთი მაგიდის განთავსება და ფუნქციონირება. 3. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის თანახმად, სანებართვო პირობების 25 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა დარღვევისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვების მფლობელებისთვის დგინდებოდა განსხვავებული ჯარიმები, კერძოდ, სანებართვო პირობების დარღვევისთვის - 50 000 ლარი, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 20 000 ლარი. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკურად არსებული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია 7 000 ლარის ოდენობით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის − 20 000 ლარის ოდენობით. იმისათვის, რომ ბიზნეს ოპერატორები არათანაბარ პირობებში არ აღმოჩენილიყვნენ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში შემცირებულიყო ჯარიმების ოდენობა და გათანაბრებულიყო ფიზიკურად მოწყობილი ობიექტების ნებართვის მფლობელებისთვის გათვალისწინებულ ოდენობებს. კერძოდ, სანებართვო პირობების დარღვევისთვის - 50 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 7 000 ლარი. 4. წარმოდგენილი კანონპროექტების სრულად ამოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2024 წლის 1 იანვარი. ვინაიდან საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს, იმისათვის რომ კერძო სექტორს ჰქონოდა გონივრული ვადა ცვლილებებთან ადაპტაციისთვის, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დამატებით 6 თვით გადაწეულიყო ცვლილებების ამოქმედების ვადა. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/183; 14.09.2022) წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებულია, რომ 2029 წლის 3 ივნისამდე, იმ ქალაქთმშენებლობით გეგმებში, რომლებიც დამტკიცებულია კონცეფციის გარეშე, ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი გეგმის ცვლილების პროექტის განხილვითა და დამტკიცებით. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, სოზარ სუბარის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძე მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/183; 23.03.2022). წარმოდგენილი კანონპროექტით, ცვლილება შედის დროებით წესში, რომლის მიხედვითაც დაუმთავრებელი მშენებლობების შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი განაწილვადებით უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა, ნაცვლად 2020 წლის 1 იანვრისა. 26 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე შეთანხმების დადება შესაძლებელია, თუ სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით. 6.3 განხილული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სავალდებულო იყო კომიტეტის დასკვნის წარდგენა ინიციატივები, რომლებზეც საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 149 კანონის პროექტი (გამომდინარე კანონპროექტების ჩათვლით), რომლებზეც სავალდებულო იყო კომიტეტის დასკვნის წარდგენა. კანონპროექტები ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, თამბაქოს კონტროლი და სხვა. მიზანშეწონილია აღინიშნოს კომიტეტის მუშაობა შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07- 2/128; 02.03.2022) წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია კომერციული ბანკების წვდომის გაზრდა დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე და ქვეყანაში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების უზრუნველყოფა. კანონპროექტის მიღებით საქართველოში შეიქმნება იპოთეკური ობლიგაციების მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება აღნიშნული ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვება რეზიდენტი ემიტენტების (კომერციული ბანკების) მიერ. იპოთეკური ობლიგაციების ემისიით გრძელვადიანი დაფინანსების მოზიდვა გაზრდის კომერციული ბანკების წვდომას შედარებით გრძელვადიან ფინანსურ რესურსებზე და, შედეგად, პოზიტიურ გავლენას იქონიებს რეალური ეკონომიკის დაფინანსებაზე. კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, რომ დასაზუსტებელია „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში აღნიშნული ეროვნული ბანკის უფლებამოსილების საკითხი იპოთეკური სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასებასთან, შემფასებლის საქმიანობის დამატებით მოთხოვნასთან, უძრავი ქონების ღირებულების მონიტორინგთან, გადაფასებასთან და დამატებითი ვალდებულებების დაწესებასთან დაკავშირებით. 27 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონების პროექტები (№07-2/178; 31.08.2022) საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტმა 2022 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტიდან ამოღებულ ყოფილიყო ყველა ის რეგულაცია, რომელიც არ გამომდინარეობდა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრიანებაში არსებული მოთხოვნებიდან, ხოლო ის რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის დირექტივასა და SEPA-ს მიერ დადგენილ სტანდარტებზე უფრო მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებდა, შემსუბუქებულიყო. ყურადღება გამახვილდა კანონპროექტის ამოქმედების ვადებზე და მიჩნეულ იქნა საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების ვადად 2024 წლის 1 იანვარი განსაზღვრულიყო, ვინაიდან ბაზარზე არსებულ ბიზნეს სექტორს მისცემოდა შესაძლებლობა ადაპტირება მოეხდინა რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განხორციელებულიყო რეგულაციის დახვეწა. ზემოაღნიშნული შენიშვნებისა და დათქმის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/157; 25.01.2022) კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული მაუწყებლების 3 წლით, ადგილობრივი მაუწყებლების 6 წლით გათავისუფლებას მოგების გადასახადისა და დღგ-საგან, ხოლო ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის მოგების გადასახადისგან 6 წლით და დღგ-საგან მუდმივად გათავისუფლებას. კომიტეტის აზრით აღნიშნული კანონპროექტის განხილვისას აუცილებელი იყო საბიუჯეტო კოდექსისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების გათვალისწინება, რომელთა თანახმადაც თუ კანონპროექტის მიღება იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების ცვლილებას, ის შეიძლება პარლამენტმა მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტი მიიჩნია მიუღებლად საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. 28 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/161; 15.06.2022) წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის, საგადასახადო გამჭვირვალობისა და კანონშესაბამისობის გაუმჯობესების ხელშეწყობის უზრუნველყოფა, გლობალიზაციის პირობებში სხვა იურისდიქციებში გადასახადებისთვის თავის არიდების შესაძლებლობების ზრდაზე საპასუხოდ, რაც გამომდინარეობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობის ვალდებულებების შესრულებიდან. კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:  მიზანშეწონილია კანონპროექტის განმარტებით ბარათში იყოს ასახული ინფორმაცია წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ამოქმედებისათვის აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტებში ინფორმაციული ტექნოლოგიების გასამართ, შიდა პროცედურების მოსამზადებელ და კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებით გამოწვეულ სირთულეებთან დაკავშირებით.  ცვლილებების მიხედვით, ფინანსურ ინსტიტუტებს 2024 წლის 30 ივნისამდე განსაზღვრული აქვთ სსიპ შემოსავლების სამსახურში ანგარიშგების ვადა. კომიტეტის სხდომაზე, კერძო სექტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებით, აღნიშნული ვადა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს ადაპტირება და ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების სამსახურისათვის.  საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტებისათვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები საკმაოდ მაღალია და სასურველია შემცირდეს შესაბამის გონივრულ ოდენობამდე.  კანონპროექტით, ფინანსური ინსტიტუტებისთვის ინფორმაციის დაზუსტების მიზნით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობაზე გათვალისწინებული ჯარიმა შეადგენს 10 000 ლარს. დასაზუსტებელია, დამატებით დაეკისრება თუ არა ფინანსურ ინსტიტუტს კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმა ინფორმაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 000 ლარის ოდენობით.  აუცილებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ცხადად და ამომწურავად გაიწეროს ცვლილებებით შემოღებული ვალდებულების ფარგლები. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. საქართველოს პარლამენტის 29 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07- 2/167; 18.07.2022) კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკრო ბანკების საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება, მათი განვითარებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა. მიკრო ბანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. მიკრო ბანკის კანონით განსაზღვრული მანდატი - ძირითადად დააკრედიტოს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორი, გაზრდის მოსახლეობის ფინანსურ ჩართულობას, განსაკუთრებით რეგიონებში. გარდა ამისა, მიკრო ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან შედარებით მნიშვნელოვნად შეუმცირდება დანახარჯები და გაეზრდება რესურსებზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული, კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საკრედიტო პროდუქტების გაიაფებას და შესაბამისად კონკურენციის ზრდას. საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ კომიტეტმა ამოთქვა შემდეგი მოსაზრებები:  წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთ მსესხებელზე გაცემული სესხის მაქსიმალური ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს, რაც მხოლოდ ლარში იქნება შესაძლებელი, ნაცვლად დღეისათვის არსებული 200 ათას ლარიანი შეზღუდვისა. მიზანშეწონილია, რომ მიკრო ბანკებსაც ჰქონდეთ აღნიშნული შეზღუდვით უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის უფლება, რაც უფრო მართებული იქნება ფინანსურ ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისათვის.  სასურველია კანონპროექტის განმარტებით ბარათში წარმოდგენილი იყოს მიკრო ბანკის საქმიანობის მთავარი მანდატის - სამეწარმეო, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში კონკურენციაზე და რეგიონებში ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე დადებითი გავლენის, საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. ამასთანავე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს რეგიონებში სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტებას. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/176; 31.08.2022) წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრული რეგულირების ჩარჩო ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობას შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაცია, ადმინისტრატორთა შესაფერისობის 30 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა კრიტერიუმების შემოწმება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობა. კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცემა შესაძლებლობა ეფექტურად და შეუფერხებლად განახორციელოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით. კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის ამოქმედების ვადებზე და მიიჩნია, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან ბაზარზე არსებულ ბიზნეს სექტორს მიეცეს შესაძლებლობა ადაპტირება მოახდინონ რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული შენიშვნის გათვალისწინება და მხოლოდ ამ დათქმით წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/177; 31.08.2022) კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შემძენთა/მფლობელთა და კომერციული ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან დაკავშირებული მოთხოვნების ცვლილებების საჭიროებით. პროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული მოთხოვნების, ევრო დირექტივითა „საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ და ევროპის საბანკო უწყების (European Banking Authority) მიერ განსაზღვრულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფას.    კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის პროექტით გათვალისწინებული რეგულაცია, რომელიც პირობით ლიცენზიას ეხება მკაფიოდ გაიწეროს, რათა გამორიცხულ იქნას ყველა ბუნდოვანება, რომელიც რეგულაციის მიერ შესაძლებელია პრაქტიკაში გამოყენებულ იქნეს. კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის ამოქმედების ვადებზე და მიიჩნია, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან, 31 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა ვინაიდან ბაზარზე არსებულ ბიზნეს სექტორს მიეცეს შესაძლებლობა ადაპტირება მოახდინონ რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული შენიშვნის გათვალისწინება და მხოლოდ ამ დათქმით წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/206; 09.11.2022) კანონპროექტის მომზადება განპირობებულია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პერსპექტიული განვითარების ფართომასშტაბიანი სტრატეგიის და გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის გლობალურ მიზანს (SDG Target 3.8). კანონპროექტი ეხება ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასების რეგულირებას, რეფერენტული ფასების დადგენის გზით და მის ასახვას „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტი ადგენს მინისტრის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები, განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც გავრცელდება ფასის სახელმწიფო რეგულირება და განსაზღვროს მათი რეფერენტული ფასები და კრძალავს მედიკამენტების, რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაციას და განსაზღვრავს აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირებს და ადმინისტრირების ზომებს.    კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა რომ რეფერენტული ფასების მოდელი, გარკვეულწილად წარმოადგენს თავისუფალი ფასწარმოქმნის პრინციპებში ჩარევას. მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული აქტუალური საკითხი დარეგულირდეს იმგვარი მოდელით, რომელიც ფასწარმოქმნის საბაზრო პროცესს ხელს არ შეუშლის და არ დაარღვევს მოთხოვნა-მიწოდების პირობებს, აგრეთვე შესაძლებელს გახდის გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც ფართოდ არის აპრობირებული და არსებობს პრაქტიკა, მათ შორის მარჟის ფიქსაციის მოდელი. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, შესწავლილ იქნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება. აგრეთვე აღინიშნა, რომ დამატებით კითხვებს ბადებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოყენებულ იქნეს საწარმოს დაყადაღების უფლება. კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია აღნიშნული რეგულაციის არსებობა „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში, ვინაიდან მსგავსი ნორმა პირდაპირ აისახება ბიზნესგარემოს გაუარესებაზე. შესაბამისად, კომიტეტმა აუცილებლად მიიჩნია „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, განსაზღვრული ვალდებულება, მაკონტროლებელ ორგანოს ფარმაცევტული დაწესებულებების გაკონტროლების უფლებამოსილება ჰქონდეს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ არ განხორციელდეს აღნიშნული საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით, ვინაიდან კომიტეტის შენიშვნები პრინციპულ საკითხებს შეეხება. 32 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა 25000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/225; 21.06.2022) კანონპროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული, საკანონმდებლო ხარვეზები. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დღეისთვის გამოყენებული ტერმინი „გამონაფრქვევი“ შეიცვალოს ტერმინით „გამონაბოლქვი“. კომიტეტმა დადებითად შეაფასა 25000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის მიზნები გარემოს დაცვის საკითხებისადმი. ამასთანავე, მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში დამაბინძურებელ ნივთიერებათა მავნე შემადგენლობის დადგენისთვის აუცილებელია შესაბამისი მოწყობილობისა და კრიტერიუმების ობიექტურად დადგენა, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნება სამართალდარღვევის საჭირო მტკიცებულებების მოპოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია გაგრძელდეს კონსულტაციები შესაბამის კომიტეტთან, უწყებებთან და სპეციალისტებთან, და ამ ეტაპზე, კანონპროექტი ჩაითვალოს არასაკმარისად მომზადებულად საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/86; 15.11.2021) კანონპროექტი ითვალისწინებს წყლის რესურსების მართვის სფეროს რეფორმირებას, მათ შორის სააუზო მართვის სისტემის დანერგვას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორია დაიყოფა მდინარეთა ექვს სააუზე უბნად (მართვის ტერიტორიულ ერთეულად) და თითოეული აუზისათვის შემუშავდება სააუზო მართვის გეგმა. რეფორმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს აგრეთვე ზედაპირული წყლების სარგებლობის სანებართვო სისტემის აღდგენა. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ნებართვის 3 სახეს - ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა და ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა. რეფორმა ასევე ითვალისწინებს წყლის გამოყენების პრიორიტეტიზაციას სააუზო მართვის გეგმის მიხედვით (მაგ. ჰიდროენერგეტიკა, ირიგაცია, წარმოება ა.შ.); წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე დაკვირვების და მონაცემთა ანალიზის სისტემის ჩამოყალიბებას და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის საკითხების მოწესრიგებას; წყალდიდობების რისკის შეფასებისა და მართვის მექანიზმის დადგენას. კანონპროექტთან დაკავშირებით, 2022 წლის 12 დეკემბერს, საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში კომიტეტმა გამართა შეხვედრა, რომელიც განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის 33 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა მეურნეობის სამინისტროს, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის, დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა. კანონპროექტი კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას და დადებითად შეაფასა კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხი როგორც კანონპროექტების შემუშავების, ასევე, განხილვების ეტაპზე. 6.4 განხილული დადგენილების პროექტები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 1 დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თამარ ტალიაშვილის, გიორგი ხელაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ხატია დეკანოიძის, ნატო ჩხეიძის, ანა ბუჩუკურის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია წილოსანის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა კვიციანის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, მაია ბითაძის, ნიკოლოზ სამხარაძის, ლევან მგალობლიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გოგი მეშველიანის, გოდერძი ჩანქსელიანის, დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ზაზა ლომინაძისა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ (№07-3/181; 22.03.2022). კონცეფცია ემყარება საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, მათ შორის კანონს გენდერული თანასწორობის შესახებ, კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კანონს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ და კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საარჩევნო კოდექსს. კონცეფცია ეყრდნობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებს, რომლის მონაწილეც არის საქართველო. კონცეფცია აღიარებს, რომ უთანასწორობა ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს, მაგრამ იგი უფრო მეტად ქალებს აზიანებს; რომ უთანასწორობა შედეგია ისტორიულად ჩამოყალიბებული ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილების; რომ გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს; და რომ დისკრიმინაციის ჯვარედინი ფორმები ქალებს და გოგოებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის და ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კონცეფციის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 34 | წარმომადგენლობითი საქმიანობა 7. საზედამხედველო საქმიანობა კომიტეტის საზედამხედველო მიმართულებით სამოქმედო გეგმით განსაზღვრული იყო სამი ამოცანა: - - ამოცანა 2.1. მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობის პროცესის სრულყოფა და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა - ნაწილობრივ შესრულებული. მოიცავდა 34 აქტივობას, მათგან შესრულდა - 13 (44.1%). ამოცანა 2.2. კანონების აღსრულების ზედამხედველობის გაუმჯობესება - ნაწილობრივ შესრულებული. მოიცავდა 5 აქტივობას, მათგან შესრულდა 2 (40%). ამოცანა 2.3. ეფექტური საბიუჯეტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა - მეტწილად შესრულებული. მოიცავდა 11 აქტივობას, მათგან შესრულდა 5 (63.6%). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტმა განახორციელა მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული კომიტეტის სამოქმედო გეგმით. 7.1 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების მიერ წარმოდგენილი 19 ანგარიში. მათგან აღსანიშნავია: სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2021 წლის საქმიანობის შესახებ (#1-5157/22, 28.04.2022) ანგარიშის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საქსტატის მიერ 2021 წელს დანერგილ სიახლეებსა და ცვლილებებზე. კერძოდ, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხის აუდიტზე; სტატისტიკის არეალის გაფართოებაზე; სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესებაზე; ახალი პროდუქტების შექმნასა და ახალი სერვისების ამოქმედებაზე. კომიტეტის სხდომაზე, ასევე, დაისვა საკითხი 2020 წლის ანგარიშის შესახებ კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე, რომლებიც ეხებოდა: მცირე და საშუალო ბიზნესის სპეციალიზებული სტატისტიკის წარმოების საჭიროებას; რეგიონული ეკონომიკის განვითარების ამსახველი სტატისტიკის დეტალურ წარმოდგენას; რეგიონულ ჭრილში, კომიტეტის საკურატორო სფეროებთან დაკავშირებით (მშენებლობა, სივრცითი დაგეგმარება, კომუნიკაციები და სხვ.), დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების გაფართოებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2021 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე (№1-6691/22; 31.05.2022) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2022 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების 35 | საზედამხედველო საქმიანობა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2021 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე. კომიტეტმა დადებითად შეაფასა კომისიის 2021 წლის საქმიანობა და მხარი დაუჭირა წლიური ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიში (№1-5487/22; 05.05.2022) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2022 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიში და გასცა რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა გაზის უსაფრთხოების ღონისძიებების აქტიურ გაგრძელებას და ამ მიმართულებით ინფორმაციის წარმოდგენას განსაკუთრებით შედეგების შეფასებისას გამოყენებული საზომი ინსტრუმენტებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიის თაობაზე. კომიტეტის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული გაერთიანების (ENERGY COMMUNITY) 2021 წლის ანგარიშით გამოყოფილ საკითხზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორში მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის წესების შემუშავების საკითხს ეხებოდა, აღინიშნა წყლის ხარისხთან დაკავშირებული მიმართულებები კერძოდ, მოსახლეობის მომართვიანობა და საოჯახო სასტუმროებისათვის ე.წ. „ჰიბრიდული ტარიფების“ დაწესების საკითხები. ანგარიშთან დაკავშირებული რეკომენდაციები გაეგზავნა, როგორც, საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველს. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმაციის მოსმენა მ.წ. 16 მაისს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, უწყებათა შორის კონსულტაციის შედეგად, დახურულ ფორმატში გაიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომელზეც განიხილა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ და სენსიტიურ თემას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი წარმოადგენს. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს მიმდინარე მოვლენების ფონზე და მნიშვნელოვანია შესაბამისი უწყებისგან მიღებულ იქნას კომპეტენტური პასუხები ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე როგორებიცაა: ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები და დაგეგმილი ნაბიჯები; ენერგორესურსებზე წვდომის საკითხი; ენერგომატარებლების მიწოდებაზე უწყვეტობისა და სანდოობის საკითხი; ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და გამოწვევები. 36 | საზედამხედველო საქმიანობა საკომიტეტო მოსმენაზე წარმოდგენილი ინფორმაციის შედეგად შემუშავებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები:  საქართველოს მთავრობამ მოახდინოს 2020 წლის 2 ივლისის N403 დადგენილების (განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარების მხარდაჭერის სქემა) მოდიფიცირება, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო თუ ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების მიერ პროექტების წარმატებით დაფინანსებას.  ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ენერგეტიკული წყაროებისა და ინფრასტრუქტურის დივერსიფიცირება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ხელშეწყობა.  საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ენერგეტიკული რეზერვების შექმნაზე მუშაობა.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:  ცნობიერების ამაღლება ენერგოეფექტურ საკითხებზე.  ინიციატივების შემუშავება ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის წახალისების მიზნით (საგადასახადო შეღავათები, მწვანე კრედიტები).  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ „PPA“ მექანიზმის აღდგენა და „CFD“ (ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება) მექანიზმის შემოღება, რომელიც მოტივაციას მისცემს დეველოპერებს განახორციელონ ენერგეტიკული პროექტები და დააბალანსებს ფინანსურ ვალდებულებებსა და იმ სარგებელს, რომელიც მიღებულ იქნება ამ პროექტების წარმატებული განხორციელების შედეგად.  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს საშეღავათო პერიოდის შემოღება, რომელიც მისცემს დეველოპერებს შესაძლებლობას არ დაჯარიმდნენ უბალანსობაზე, სადგურების ექსპლოატაციაში შესვლიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბირჟაზე საპროგნოზო გენერაციის შეთავაზებისგან გონივრული მაჩვენებლით გადახრის შემთხვევაში.  ვინაიდან მსოფლიოში აქტუალურ საკითხად წამოწეულია „მწვანე წყალბადთან“ დაკავშირებული საკითხები, მიზანშეწონილია განხორციელდეს ქვეყანაში არსებული რესურსების და პოტენციალის შესწავლა, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკურად მისაღები პროექტების განვითარება. „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ 2021 წლის წლიურ ანგარიშზე“ (N 1-5232/22; 29.04.2022) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 6 ივნისის სხდომაზე განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის წლიური ანგარიში“. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, სააგენტომ 2021 წელს, ხუთი მოკვლევის საქმე და ერთი ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მათივე ცნობით, 37 | საზედამხედველო საქმიანობა მომზადდა კონკურენტულ გარემოზე კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. ზეგავლენის შეფასების ერთი ანგარიში, ასევე, სამ როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, საანგარიშო პერიოდში გაცემული იქნა ჯამში 14 რეკომენდაცია, მათ შორის 13 ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაჯანსაღების მიმართულებით, რომლებსაც სრულად იზიარებს კომიტეტი. სააგენტოს მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიზანია მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ორი საქმის მოკვლევის პროცესი. ერთი სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების ფაქტის გამოვლენაზე. მეორე – სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენაზე. ასევე, მიმდინარე რეჟიმშია სამი საქმის განხილვა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან ერთად: სემეკთან – ჰიდროელექტროსადგურისთვის წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიასთან – სატელევიზიო არხების ტრანსლირების საფასურთან დაკავშირებით და ეროვნულ ბანკთან – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით საგადახდო მომსახურების ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის შესწავლის მიზნით. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2021 წელს დაასრულა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი. სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა მედიკამენტების საცალო ფასები, ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე. მისასალმებელია, რომ სააგენტო 2018 წლიდან ახორციელებს საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარკვეული პერიოდულობით, შუალედურ შეფასებებს/ანგარიშებს საჯაროდ წარადგენს. 2022 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერება, დემპინგის პრევენციის მიმართულებით ბიზნეს კომპანიებთან აქტიური მუშაობა, პარლამენტის მიერ მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ მისი აღსრულებისთვის უწყების მომზადება იქნება. ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით კომიტეტმა დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში (№1-238/22; 12.01.2022). წარმოდგენილ ანგარიშში განხორციელებული შეფასებით ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა რეგულაციების სიმცირით, რაც იწვევს ინფორმაციის ასიმეტრიულობას. ამის შედეგად ერთი მხრივ, სამედიცინო პერსონალი ფლობს სრულ ინფორმაციას მედიკამენტების ხარისხისა და ჩანაცვლებადობის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებელს ამგვარ ინფორმაციაზე წვდომა არ გააჩნია. 38 | საზედამხედველო საქმიანობა ანგარიშში წარმოდგენილია სააგენტოს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ეხება რეცეპტისა და დანიშნულების დონეზე მხოლოდ მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელების (გენერიკი) მითითებას და სავაჭრო დასახელების მითითების შეზღუდვას; ძირითად გენერიკთან ერთად, სულ მცირე ერთი დამატებითი ჩამანაცვლებლის გენერიკის მითითებას; მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების ერთიანი სისტემის დანერგვის აუცილებლობას; რეცეპტის/დანიშნულების განგრძობადი კონტროლის საჭიროებას; GMP სტანდარტის მოქმედების აუცილებლობას ბაზარზე მედიკამენტების დაშვების ორივე დონეზე - წარმოება და იმპორტი; სამკურნალო გაიდლაინების სრულყოფას, რაც უნდა მოიცავდეს ექიმის მიერ რეცეპტის/დანიშნულების გამოწერის შედეგად შესაძენი მედიკამენტების ზედა ჭერის დაწესებას თანხობრივ ნაწილში; ფარმაცევტის საქმიანობის ეფექტიან რეგულირებას და განგრძობად მონიტორინგს; ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების მეშვეობით;სანქცირების მექანიზმის გამკაცრებას და ეფექტიან კონტროლს; რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას; დარგის მარეგულირებლის მიერ გენერიკულ მედიკამენტებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის წარმოების საჭიროებას; საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფას; ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვას, რაც მოიცავს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელების კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოქცევას; ფარმაცევტულ ბაზარზე „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვას და ფასის რეგულირების ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზანშეწონილობას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში (N1-13514; 20.10.2022) ანგარიშში მოცემული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: წინასაარჩევნო მონიტორინგი, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი, უხამსობა და შეურაცხმყოფელი ლექსიკა მედიაში, არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამები და ძალადობის კადრები მედიაში, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მაუწყებლობის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, პროექტი - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი რეგლამენტი და სხვა. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, სრულ შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ 2021 წელს მიიღო. კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და დაუშვებლად ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მენეჯმენტის სარჩელი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა. არც ერთი ინსტანციის სასამართლომ მაუწყებლების მოთხოვნა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ, არ დააკმაყოფილა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მაუწყებლები არა მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებითა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, არამედ ამჯერად უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით არიან ვალდებულნი, შეავსონ კომუნიკაციების კომისიის მიერ დამტკიცებული ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ფორმები. 2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - „დეზინფორმაცია, როგორც 39 | საზედამხედველო საქმიანობა გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“. პროექტის მიზანი დეზინფორმაციით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება და საქართველოს ევროპასთან დაახლოების შესახებ ცოდნის ამაღლება იყო. პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდათ საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. 2021 წელს კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, ახალი წესები მიიღო. ახალი რეგლამენტით მომხმარებელს ენიჭება არჩევანის თავისუფლება თავად გადაწყვიტოს ვისგან შეიძინოს ქსელში ჩასართავად სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა მისთვის ხელსაყრელი საფასურით და პირობებით. მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას უფლება არ ექნება უარი უთხრას მომხმარებელს სხვა პირისგან შეძენილი მოწყობილობის მის ქსელში ჩართვაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო ეს შეუძლებელია - აღნიშნული კი აუცილებელია შეთანხმდეს კომუნიკაციების კომისიასთან. კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში. კომიტეტმა დადებითად შეაფასა და მიზანშეწონილად მიიჩნია ანგარიშის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2020 და 2021 წლების ანგარიშებზე (№1-3487/21; 22.03.2021, №1- 3948/22; 31.03.2022) კომიტეტმა 2022 წლის 13 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2020 და 2021 წლების ანგარიშები. კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შეაჯამა მომხმარებელთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, საჩივრების სტატისტიკური მაჩვენებლები და რეაგირების შედეგები. ასევე, ისაუბრა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე. კერძოდ, სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე; მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობაზე; სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობაზე. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოსული განცხადება/საჩივრების სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი ცხადყოფს, რომ წინა წლებთან შედარებით საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მომხმარებლის მიმართვიანობის მაჩვენებელი. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა ყურადღება გაამახვილა პროექტზე „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“, რომლის ფარგლებში ჩატარებული 40-ზე მეტი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა/პრეზენტაციის შედეგად, კომუნიკაცია შედგა უშუალოდ 2000-ზე 40 | საზედამხედველო საქმიანობა მეტ სატელეკომუნიკაციო სფეროს ინდივიდუალურ მომხმარებელთან. ამასთან, მომხმარებლებს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ საკითხებთან და მომხმარებელთა უფლებების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით. კომიტეტმა დადებითად შეაფასა ზემოთ აღნიშნული ტენდეცია და აღნიშნა რომ, საჭიროა არა მხოლოდ მომხმარებელთა ცნობიერების კუთხით მუშაობის გაგრძელება, არამედ მიმწოდებელი კომპანიების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ყურადღების გამახვილება. აგრეთვე, იმისთვის რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსხური ინსტიტუციურად უფრო ძლიერი და აქტიური გახდეს, მნიშვნელოვანია სამსახურის ბიუჯეტის ფორმირებისას, გათვალისწინებულ იქნეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ოდენობა და მის ზრდასთან ერთად შესაბამისი პროპორციით მოხდეს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ბიუჯეტის ზრდაც. კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ინფორმაცია. სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის ანგარიში (№1- 5231/22; 29.04.2022) კომიტეტმა, 2022 წლის 23 მაისის სხდომაზე განიხილა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში. ანგარიშის განხილვის დროს ყურადღება გამახვილდა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის “ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის მიერ 2021 წლის დასკვნის წარმოდგენის აუცილებლობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2021 წლის ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. “სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე” (№1-2216/22; 24.02.2022) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 23 მაისს სხდომაზე განიხილა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვები ქვეყნის ეკონომიკისა და საჯარო მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და კომიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღევანდელი მოცემულობით, როცა საბჭო ინსტიტუციურადაც დამოუკიდებელია იგი სრულად აკმაყოფილებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 41 | საზედამხედველო საქმიანობა დავების საბჭოს საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია, ცხადყოფს დავების განხილვის საბჭოს მნიშვნელობას სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და მისი გამჭირვალობის უზრუნველყოფაში. კომიტეტმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიში (№1-2814/22; 11.03.2022) სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიში ეხება სამსახურის ფუნდამენტურ პრინციპებს: დაცულ შრომის უფლებებს, ღირსეულ, უსაფრთხო და დისკრიმინაციისგან თავისუფალ სამუშაო პირობებს. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექციის სამსახური, ზედამხედველობას ახორციელებს შრომის უსაფრთხოებაზე, შრომით უფლებებზე, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიმართულებაზე, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებასა და შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის მართვის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით სამსახური ინსპექტირებებს ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:  „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;  „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი“ საქართველოს №112 დადგენილება. კომიტეტმა სხდომაზე. მხარი დაუჭირა ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“ (№07-2/133; 06.04.2022) 2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“. კანონი აწესრიგებს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს. ანგარიში მოიცავს პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიერ კანონის ამოქმედებიდან (2021 წლის 1 სექტემბერი) განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ:  სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შესახებ;  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესახებ; 42 |        საზედამხედველო საქმიანობა საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტროს შესახებ; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესახებ; სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის შესახებ; ეროვნული სატყეო სააგენტოს შესახებ; ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის სააგენტოს შესახებ; შპს საქართველოს მელიორაციის შესახებ; სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს შესახებ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის წლიური ანგარიში (№1-5233/22; 29.04.2022) საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) 2021 წლის წლიური ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სხდომაზე განიხილა და ცნობად მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი (№07-2/154; 30.05.2022) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ექვემდებარება საპარლამენტო განხილვას. 174-ე მუხლის საფუძველზე, ანგარიშის პროექტი ანგარიშში აღწერილი იყო, სოციალური დაცვის სიტემის ორი ძირითადი კომპონენტის - მიზნობრივი სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის და საპენსიო სისტემის შესახებ ანგარიში, მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის მაჩვენებლებისა და მის აღმოსაფხვრელად დასახული მიზნების შესახებ ანგარიში, მოსახლეობის განაწილება საცხოვრისის პოლიტიკის შესახებ, რომელიც მოიცავდა მოსახლეობის ელექტროენერგიით, წყალმომარაგებითა და გაზიფიცირების შესახებ ანგარიშს, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებს ანგარიშს. კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის საფუძველზე, პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიში“-ს პროექტი დადებითად შეაფასა. (№2-9163/22;22.06.2022) 43 | საზედამხედველო საქმიანობა 7.2 ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/155; 31.05.2022) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/155; 31.05.2022). წარმოდგენილი წლიური ანგარიში განხილულ და მხარდაჭერილ იქნა კომიტეტის მიერ. კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა პრივატიზაციის გეგმის შესრულებაზე და მისგან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდაზე. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/156; 31.05.2022) წარმოდგენილი ინფორმაცია განხილულ და მოწონებულ იქნა კომიტეტის სხდომაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ (№1-9630/22; 29.07.2022) კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგი სფეროების დაფინანსების გაზრდაზე თავდაცვა და უსაფრთხოება (საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა) და სოფლის მეურნეობა (გენდერული მიმართულების გაძლიერებაზე). კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი “საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა” და ცნობად მიიღო წარმოდგენილი დოკუმენტი. 44 | საზედამხედველო საქმიანობა 7.3 ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით ჩატარებული საზედამხედველო საქმიანობა 2022 წლის განმავლობაში კომიტეტმა მოისმინა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშები, მათ შორის: ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების, ენერგეტიკის დარგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით ნაკისრი ვალდებულების პროგრესისა და არსებული გამოწვევების შესახებ 2022 წლის 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ღონისძიება განხორცილდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროექტი - II“-ის მხარდაჭერით. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით ნაკისრი ვალდებულების პროგრესისა და არსებული გამოწვევების შესახებ, შეხვედრის მონაწილეებს თავის მოსაზრებები და რეკომენდაციები წარუდგინა მოწვეულმა ექსპერტმა, მარიამ ვალიშვილმა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში ასევე, მოსმენილი იქნა კომიტეტთან არსებული ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა:     ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით დადგენილი ვადების დაცვას, სათანადო ექსპერტული მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების შედეგად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის კუთხით. ინფრასტრუქტურული დაკავშირების კუთხით - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების მნიშვნელობას, ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულებით, ქვეყნისთვის კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსის გაჩენის პოტენციალს, რაც გულისხმობს, მაღალ კონკურენტუნარიანობას - ღირებულად იქნეს გამოიყენებული განახლებადი ენერგიის რესურსები და განხორციელდეს ჭარბი ენერგიის ექსპორტი უცხოურ ბაზრებზე. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან, თანამშრომლობის გაღრმავებასა და კომუნიკაციის ინტენსივობის გაზრდას. ახალი რეგულაციების ტრანსპოზიციების ოპერატიულად განხორციელებასა და დადგენილი ვადების დაცვას. ახალი ელექტროენერგეტიკული მოდელის დროულად გაშვებას, ტრანსპორტირების ოპერატორების სერტიფიცირებას და გაზის სექტორში განაწილების ოპერატორების განცალკევებას და ამ პროცესის მსვლელობისას პროცესში მონაწილე მხარეების ინტერესების დაცვის ოპტიმალურად განხორციელებას. 45 | საზედამხედველო საქმიანობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2022 წლის სამოქმედო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2022 წლის სამოქმედო გეგმა კომიტეტმა 2022 წლის 22 მარტს მოისმინა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ვაჭრობაში ხელშემწყობ მექანიზმებზე, აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:  რუმინეთში ლოგისტიკური ჰაბის შექმნა;  საბორნე მიმოსვლა;   შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი; პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციით მიღებული ბენეფიტები. 7.4 ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებების შესრულებაზე ზედამხვედველობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განახორციელა მის გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებაზე კონტროლი, კერძოდ განხორციელდა შემდეგ საკანონმდებლო აქტებზე ზედამხედველობა:         საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ (N5646-რს; 20.12.2019); საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N1198-VIIრს-Xმპ; 22.12.2022); საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1088-VIმს-Xმპ; 14.12.2022); საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ (N5652-რს, 20.12.2019); საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ (N5898-სს; 21.05.2020); საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1083-VIმს-Xმპ; 14.12.2022); საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1185-VIIრს-Xმპ; 22.12.2022); საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1193-VIIრს-Xმპ; 22.12.2022); 46 | საზედამხედველო საქმიანობა           საქართველოს კანონი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (N1268-VIIრს-Xმპ; 29.12.2021); საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№5693-რს; 20.12.2019); საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1516-VIIIმს-Xმპ; 26.04.2022). საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1547-VIIIმს-Xმპ; 10.05.2022); საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1088-VIმს-Xმპ; 14.12.2022); საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1516-VIIIმს-Xმპ; 26.04.2022); საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1712-VIIIმს-Xმპ; 23.06.2022); საქართველოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ (N1455-VIIIმს-Xმპ; 29.03.2022); საქართველოს კანონი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N2033-IXმს-Xმპ; 16.11.2022); საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1948-IXმს-Xმპ; 20.10.2022) ზემოხსენებული კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების კანონით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად კომიტეტი სისტემატურად უგზავნიდა წერილებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. ზედამხედველობა გაეწია 18 საქართველოს კანონით განსაზღვრულ - 30 დავალებას. მათგან უმეტესობა კანონებით დადგენილ ვადაში შესრულებულია (მიღებულია: საქართველოს მთავრობის დადგენილებები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებები, გამოცემულია: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებები, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებები. კომიტეტი დავალებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. 47 | საზედამხედველო საქმიანობა 7.5 კომიტეტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების ანგარიშების განხილვა საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა კომიტეტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის 2 ანგარიში. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) ერთობლივი საპარლამენტო კვლევის - „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი სამშენებლო სექტორში“ - ანგარიშის მოსმენა 2022 წლის 28 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა კომიტეტისა და ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) ერთობლივი საპარლამენტო კვლევის - „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი სამშენებლო სექტორში“ - ანგარიშის მოსმენა. 2021 წლის ივლისში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, დაიწყო მუშაობა საპარლამენტო კვლევაზე: „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი სამშენებლო სექტორში“. კვლევა განხორციელდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. კვლევის მიზანია სამიზნე აუდიტორიის მოსაზრებების შესწავლა შემდეგი მიმართულებით: არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, არსებული გამოწვევები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი - საჭიროება, პოტენციური გამოწვევები და რეკომენდაციები. კომიტეტის და NDI-ის წარმომადგენლების ერთიანი თანამშრომლობით, განისაზღვრა ფოკუს ჯგუფები და კვლევის ეტაპები. კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებს წარედგინება კვლევის შედეგები, დარგის ექსპერტებთან სიღრმისეული ინტერვიუების შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და მიგნებები, ასევე მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები. ასევე, კომიტეტი გეგმავს გააგრძელოს დოკუმენტის განხილვა საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში. საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტის წინასწარი ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის პრეზენტაცია 2022 წლის 5 დეკემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტის წინასწარი ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის პრეზენტაცია. დოკუმენტი მომზადდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ. წარმოდგენილი ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA) წარმოადგენს საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტის ზეგავლენის შეფასებას სხვადასხვა ასპექტების მიმართულებით. კერძოდ, ესენია: შესყიდვების ელექტრონული სისტემის განვითარება; საჯარო შესყიდვების მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები; საჯარო შესყიდვების სპეციალისტების სერტიფიცირება; საჯარო შესყიდვების 48 | საზედამხედველო საქმიანობა ახალი ინსტრუმენტები და პროცედურები; ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა; ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის წესი და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები; მდგრადი საჯარო შესყიდვების პრინციპები; ქართველი ბიზნეს-ოპერატორებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარზე წვდომა. ზემოქმედების შეფასება ოფიციალურად დაიწყო 2022 წლის ივნისის შუა რიცხვებში. პროექტის საწყის ეტაპზე პროექტის გუნდმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან. შეხვედრები მიზნად ისახავდა პროექტის დაწყების ფორმალურ აღიარებას, ძირითადი დაინტერესებული მხარეების ხედვის გაცნობას და შემდგომი ნაბიჯების დაზუსტებას. რეფორმის ხარჯების კონტექსტში, CBA აფასებს რეფორმასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო ხარჯს, მათ შორის რეფორმის შესაბამისობის ხარჯებს, საზედამხედველო და ადმინისტრაციულ ხარჯებს და ა.შ. პოლიტიკის ინტერვენციის ხარისხობრივი შეფასების მიხედვით, საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონი ხელს შეუწყობს შესყიდვების ეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდას, შესყიდვების პროცესში გამჭვირვალობასა და სამართლიან კონკურენციას, საჯარო შესყიდვებში უცხოური და ადგილობრივი კომპანიების ჩართულობის გაზრდას, საჯარო ინფრასტრუქტურისა და სახელმწიფო აქტივების ხარისხის გაუმჯობესებას და ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებას 7.6 თემატური მოკვლევები საანგარიშო პერიოდში დასრულდა 2021 წელს დაწყებული კომიტეტის 3 თემატური მოკვლევა: „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2021 წლის 21 ივნისს დაიწყო თემატური მოკვლევა „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“. თემატური მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლისა და არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა. მოკვლევის ფარგლებში ტექნიკური პირობები დაეგზავნა 35 ორგანიზაციას, მათ შორის საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, საკონსულტაციო/ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს/პროგრამებს. ჩატარდა მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები და 2 ზეპირი მოსმენა საჯარო და კერძო სექტორთან. მიღებული წერილობითი მოსაზრებების გაანალიზებისა და გამართული ზეპირი მოსმენების შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები და დასკვნა. თემატური მოკვლევა განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Stiftung) მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. 49 | საზედამხედველო საქმიანობა „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2021 წლის 21 ივნისს დაიწყო თემატური მოკვლევა - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“. თემატური მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება. მოკვლევის ფარგლებში ტექნიკური პირობები დაეგზავნა 44 ორგანიზაციას, მათ შორის საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, საკონსულტაციო/ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს/პროგრამებს. ჩატარდა მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები და 2 ზეპირი მოსმენა საჯარო და კერძო სექტორთან. მიღებული წერილობითი მოსაზრებების გაანალიზებისა და გამართული ზეპირი მოსმენების შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები და დასკვნა. თემატური მოკვლევა განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Stiftung) მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2021 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო თემატური მოკვლევა - „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“. მოკვლევის მიზანია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ის მიერ წარმოებული ინდუსტრიული სუბსიდირების/თანადაფინანსების და საკრედიტო-საგარანტიო მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასება. თემატური მოკვლევის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ და დაესაბუთებინათ საკუთარი მოსაზრებები სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ის აღნიშნული პროგრამების კომპონენტების ეფექტიანობასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებით, და ასევე გამოეთქვათ თავიანთი რეკომენდაციები. თემატური მოკვლევის ფარგლებში მოსაზრებათა წარმოდგენის შემდეგ გაიმართა, როგორც სამუშაო შეხვედრები - მოკვლევის ჯგუფის წევრებთან, ასევე 3 ზეპირი მოსმენა, სადაც დამატებით განხილულ იქნა მიღებული ინფორმაცია და მოკვლევასთან დაკავშირებული საკითხები. მიმდინარეობს თემატური მოკვლევის რეკომენდაციებსა და დასკვნის პროექტზე მუშაობა. 50 | საზედამხედველო საქმიანობა 2022 წელს კომიტეტმა დაიწყო 2 თემატური მოკვლევა: „ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ“. საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების და არსებული გამოწვევების/პრობლემების შესწავლის მიზნით კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა „ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ“. საკომიტეტო თემატური მოკვლევის პროცედურის თანახმად, დასაბუთებული/არგუმენტირებული მოსაზრების წარსადგენად ტექნიკური პირობები დაეგზავნა საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, საკონსულტაციო/ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს/პროგრამებს. წერილობითი მოსაზრებების მიღების შემდეგ გაიმართა ორი ზეპირი მოსმენა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევის დასკვნის მომზადება. თემატური მოკვლევა მხარდაჭერით. ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები იწყებენ ერთობლივ თემატურ მოკვლევას - „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“. თემატური მოკვლევა ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით. მოკვლევის მიზანია, საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობების და არსებული პრობლემების გამოვლენა საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინებით. შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება დეკარბონიზაციის მიზნების ეფექტური განხორციელებისთვის. არსებული გამოწვევების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს მთავრობას დაეხმარება ეფექტურად განახორციელოს დეკარბონიზაციის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, ხოლო, საქართველოს პარლამენტს, ეფექტურად განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა დაგეგმილ აქტივობებზე. 51 | საზედამხედველო საქმიანობა 7.7 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD) საანგარიშო პერიოდში კომიტეტში ჩატარდა 6 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD): საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით 27 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში. შეხვედრის მიზანი იყო ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად, ასევე, კანონპროექტზე ბიზნეს სექტორთან დამატებითი კონსულტაციების გამართვა და პოზიციების შეჯერება. შესაბამისად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და კერძო სექტორის წამომადგენლები. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტის სიახლეების ძირითადი არსი/რეფორმის საკომუნიკაციო დოკუმენტი, რომელიც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კონსულტანტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“, რომელიც ხორციელდება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD) „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით 19 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსთან თანამშრომლობით გამართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD) „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანი იყო „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე კანონპროექტზე სექტორთან დამატებითი კონსულტაციების გამართვა და პოზიციების შეჯერება. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის, მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სსიპ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის სფეროში არსებული ასოციაციების, გაერთიანებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 52 | საზედამხედველო საქმიანობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი საქართველოს კანონის პროექტზე „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ’’ 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გამართა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD). შეხვედრის მიზანი იყო „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე კანონპროექტზე სექტორთან დამატებითი კონსულტაციების გამართვა და პოზიციების შეჯერება. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის, მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციებისა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და კერძო სექტორის წამომადგენლები, ასევე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტები ჩარლზ ჰარპი და ჰიმატ სანდჰუ. შეხვედრაზე ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით ქ. ბათუმში 14-15 ივლისს გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება და აუდიოვიზუალური სერვისები“. შეხვედრის მიზანი იყო საქათველოს პარლამენტის წევრებისათვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მნიშნველოვანი და საკვანძო საკითხების განხილვა. შეხვედრა გაიმართა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების აუდიოვიზუალური მედია სერვისების გაწევის შესახებ ევროპული საბჭოს (AVMSD 2010/13/EU) დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში ჰარმონიზებასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი„სამშენებლო რეგულაციების სფეროში არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში“ 2022 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში გაიმართა „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი“ - კვლევის პრეზენტაცია 53 | საზედამხედველო საქმიანობა შეხვედრის მიზანი იყო კვლევის შედეგების გაცნობა და მათზე მსჯელობა. კვლევის ძირითადი მიმართულები იყო არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება; არსებული გამოწვევები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი - საჭიროება, პოტენციური გამოწვევები და რეკომენდაციები. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის, დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, ასევე კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები. მათ ასევე წარმოადგინეს თავიანთი პოზიციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით 2022 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში (PPD) გამართა შეხვედრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. (№07-2/86/10; 15.11.2021) „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც, ასოცირების შესახებ შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, სრულიად ცვლის წყლის რესურსების მართვის პრინციპებს და აყალიბებს წყლის რესურსების მართვის ერთიან, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებულ, წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი ევროდირექტივების შესაბამის, თანამედროვე სისტემას. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის, დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. მათ წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია წყლის რესურსების მართვის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მ.წ. 10 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD). შეხვედრის მიზანს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვა, ასევე კანონპროექტზე სექტორთან დამატებითი კონსულტაციების გამართვა და პოზიციების შეჯერება წარმოადგენდა. 54 | საზედამხედველო საქმიანობა შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის, მთავრობის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და კერძო სექტორის წამომადგენლები, ასევე ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტები. შეხვედრაზე ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა მაუწყებლობის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას. 7.8 თემატური მომხსენებელი თემატური მომხსენებლის ეკა სეფაშვილის ანგარიში თემაზე - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი 2022 წლის 29 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს იმ მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგად პრინციპებს, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობას ამყარებს მოვაჭრესთან მისი საქონლის ან მომსახურების პირადი მოხმარების მიზნით გამოსაყენებლად. კომიტეტის თავმჯდომარის 30 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლის შესაბამისად, თემატურ მომხსენებლად მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე დაინიშნა კომიტეტის წევრი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი განხორციელდა “ასოცირების შეთანხმების განხორცილების მხარდაჭერა საქართველოში - II” (AA Facility) პროექტის მხარდაჭერით. ეკა სეფაშვილმა შესაბამისი ანგარიში მიმდინარე წლის 19 დეკემბერს წარუდგინა ფართო საზოგადოებას, დარგის ექსპერტებსა, აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს. 22 დეკემბერს თემატური მომხსენებლის ანგარიში მოსმენილ იქნა კომიტეტის სხდომაზე. 55 | წარმომადგენლობითი საქმიანობა 8. წარმომადგენლობითი საქმიანობა 8.1 განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის შემოსული 24 საერთაშორისო ხელშეკრულება. ხელშეკრულებები უკავშირდებოდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებს, სატრანსპორტო კავშირებსა და ურბანულ განვითარებას. კომიტეტმა ცალსახად მხარი დაუჭირა ყველა აღნიშნულ ხელშეკრულებას, ვინაიდან, საინვესტიციო პროექტების განხორციელება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ხელშეკრულებების განხილვისას სხდომაზე დასმული შეკითხვები უკავშირდებოდა უშუალოდ პროექტების განხორციელების პროცესებს, რაც შეეხება ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანას რომლებიც დაკავშირებული იყო პროექტების განხორციელების გადავადებასთან, კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებდა მიზეზების სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. 8.2 საკანონმდებლო წინადადებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 9 საკანონმდებლო წინადადება: o საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ (№1-13619/21; 12.10.2021). წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული იყო ხელოსნების ლიცენზირების მოთხოვნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება. ავტორის გადმოცემით, აღნიშნული ნაკარნახევი იყო ქ. ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით, რომელსაც მოყვა საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევა. მისი მოსაზრებით, აუცილებელია ხელოსნებზე ლიცენზიის გაცემა და მათი აღრიცხვა შესაბამის უწყებაში, რათა დარეგულირდეს აღნიშნული სუბიექტების პროფესიონალიზმის საკითხი და გამოირიცხოს არაკვალიფიციური პირის შეუსაბამო საქმიანობა. კომიტეტის მოსაზრებით, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია და მოითხოვს დარეგულირებას, თუმცა, ამავდროულად კომპლექსურია და საჭიროებს არა მარტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არამედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროფესიული სასწავლებლებისა და გადამზადების ცენტრების კოორდინირებულ მოქმედებას; ერთიანი რეესტრის შექმნას და ამ მიმართულებით ელექტრონული სერვისების დანერგვას და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას. კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევა ამ ფორმით და ამ ეტაპზე კომიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. 56 | წარმომადგენლობითი საქმიანობა o საქართველოს მოქალაქე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „გარე ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-1224/22; 03.02.2022). საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ იქნა კანონპრექტი, რომლითაც რეგულირდებოდა გარე ვაჭრობის განხორციელების წესები და გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ: გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემის პროცედურა, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცე, გარე ვაჭრობის პროცესში რეალიზაციისათვის დაშვებული პროდუქციისა და შენახვის პირობები, გარე ვაჭრობის განხორციელების მოსაკრებელი, გარე ვაჭრობის განხორციელებისათვის განკუთვნილი კონსტრუქციების იერსახე. წარმოდგენილი კანონის პროექტი იყო ზოგადი, შეიცავდა მთელ რიგ უზუსტობებს, როგორც მიზანშეწონილობის, ისე, სამართლებრივი თვალსაზრისით. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ცნო უარყოფილად. (28.03.22/ 2-3578/22) o საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სურსათპროდუქტებზე ფასების რეგულირების შესახებ (№1-14077/21; 25.10.2021). საკანონმდებლო წინადადების წარდგენის საფუძველს წარმოადგენდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თაღლითური ქმედებებით, ტურისტების მიმართ გამოვლენილი საკუთრების უფლების მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, კერძოდ: რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში ტურისტებისთვის მოტყუებით სურსათპროდუქტებზე გაორმაგებული ფასების მოთხოვნა. ვინაიდან, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით, ამასთან, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება განეკუთვნება მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ცნო უარყოფილად. (№ 28.02.22/ 2-2275/22) o სამოქალაქო მოძრაობა „გამოდი“-ს (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პირველადი ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასების რეგულაციებისა და შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების შესახებ (№1-18360/21; 16.12.2021). საკანონმდებლო წინადადებების მიხედვით, სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე ყველანაირ ბიზნესში (მათ შორის ჯანსაღი პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო სფერო) დადგენილ სარეალიზაციო ფასებში უნდა ასახოს მოგების დანამატი თვითღირებულებაზე არაუმეტეს 20%-ის ოდენობისა. ასევე, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთათვის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას, 5 ლარს და პოზიციების მიხედვით მზარდ ოდენობებს. კომიტეტის აზრით საქართველოში დღეისათვის არ მოქმედებს რეგულირებადი ფასები პროდუქციაზე და მომსახურეობაზე, რომელიც საკანონმდებლო დონეზე დაადგენდა ფასში ერთიან, მაქსიმალურ 57 | წარმომადგენლობითი საქმიანობა ზღვრულ დანამატს და შესაბამისად, ფასში მოგების დანამატის ერთიანი 20%-იანი მაქსიმალური ზღვრის დაწესება ბიზნესის სპეციფიკის გაუთვალისწინებლად წინააღმდეგობაში მოდის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან. აგრეთვე, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება მსხვილი ბიზნესისათვის ხელს შეუწყობს დასაქმების სფეროში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის გაზრდას. შესაბამისად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. o საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1- 1161/22; 02.02.2022). საკანონმდებლო წინადადების მიხედვით "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"-დან ამოღებულ უნდა იქნას 128-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების შესაბამისი აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება ჩაითვლება ინდივიდუალური აქტების გაცნობად სამშენებლო სუბიექტის მიერ. საკანონმდებლო წინადადების ავტორის თვალსაზრისით საკითხის ამგვარი მიდგომა არასამართლიანია და ამით ირღვევა ადამიანის უფლებები. მისი მოსაზრებით, ვინაიდან საქმე ეხება ჯარიმების საკმაოდ მოცულობით ოდენობებს, თუ სამართალდამრღვევი პირადად ან ფოსტის მეშვეობით არ ჩაიბარებს შესაბამის ინდივიდუალურ აქტს, მათ და სამშენებლო ურთიერთობების მონაწილეებს ეზღუდებათ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, პოზიციის მოწოდების მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას. ასევე, სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, ევროპის და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში აღნიშნულ საკითხზე მათი გამოცდილების და მოქმედი რეგულაციების შესახებ. მთავრობის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პოზიციები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ საქმისწარმოების პროცესისა და გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურების ან შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, არ არის მიზანშეწონილი დადგენილი ნორმის ცვლილება და გზავნილის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების წესის გაუქმება. სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციით, საზედამხედველო ორგანოების გადაწყვეტილებების თვალსაჩინო ადგილზე გაკვრის პრაქტიკას ვხდებით ევროპის ქვეყნებშიც. ამასთან ერთად, ოფიციალური დასკვნის ასლები ეგზავნება ყველა სამშენებლო პროცესში ჩართულ მხარეს, საჯარო სამსახურებს და პასუხისმგებელ პირებს. კომიტეტის მოსაზრებით, კოდექსის 128-ე მუხლი არ უნდა იქნეს ამოღებული კოდექსიდან, როგორც ამას მოითხოვს საკანონმდებლო წინადადების ავტორი, არამედ მიზანშეწონილია მასში აისახოს ის დამატებითი მექანიზმები, რომელთა მეშვეობით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი 58 | წარმომადგენლობითი საქმიანობა საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“. o საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკევებისა და თამბაქოს მაღაზიების ლიცენზირებული ბიზნესის შექმნის შესახებ (№1-214/22; 12.01.2022). წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკავებისა და თამბაქოს მაღაზიების ლიცენზირებული ბიზნესის შექმნას. ასევე, თამბაქოს მაღაზიებისათვის სპორტული ფსონების ბილეთების განთავსების უფლებისა და ფუნქციის შეძენას, რითაც გაჩნდება ინტერნეტ-კაზინოს ალტერნატივა და ხელი შეეწყობა მცირე ბიზნესის განვითარებას. კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია თამბაქოს ინდუსტრიაში ახალი ლიცენზირებული სამეწარმეო საქმიანობის, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო სუბიექტების ფორმირება და მათთვის სპორტული ფსონების ბილეთების განთავსების უფლების მინიჭება. შესაბამისად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. o საქართველოს მოქალაქეების: რატი ფუტკარაძისა და ანი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№13734/22; 28.03.2022). საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით, ელექტრონული ტენდერის ჩატარების პროცედურული საკითხები მიზანშეწონილია მოწესრიგდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, იმისათვის, რომ ა) არ იყოს შეზღუდული ვაჭრობის რაუნდების რაოდენობა და ბ) ვაჭრობის რაუნდებში წინადადების დაფიქსირებისას მიმწოდებელს არ შეეძლოს ტენდერით გაცხადებულ ბიჯზე ნაკლები ოდენობით წინადადების დაფიქსირება. კომიტეტმა განიხილა საკანონმდებლო წინადადება და მისი მოსაზრებით, მიზანშეწონილი არ არის ცვლილება განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რადგან საკანონმდებლო წინადადებაში დასმული საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ამასთან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. 59 | წარმომადგენლობითი საქმიანობა o საქართველოს მოქალაქე მარიამ ჯონჯუას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე საბინაო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით“ (№1-5829/22; 16.05.2022). და საქართველოს მოქალაქეების ლაშა შუკაკიძის და ელენე გრიგალაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უბინაო ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“ (№1-7794/22; 21.06.2022) აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებებით შემოთავაზებულია საქართველოს მოსახლეობის სოციალური პირობების და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს უბინაოდ მყოფი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფას. საკანონმდებლო წინადადების თანახმად ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებდა არა მარტო სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობის დაბინავებას, არამედ ყველა უსახლკარო მოქალაქის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფას. კომიტეტზე აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და მუნიციპალიტეტები წარმატებით ახორციელებენ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება უბინაო და საცხოვრებლად უვარგის პირობებში მცხოვრები მოქალაქეების იჯარით გაყვანა. კომიტეტმა გაიზიარა მომხსენებლის პოზიცია ქვეყანაში საბინაო ფონდის არსებობის შესახებ, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ფორმაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს კომიტეტთან არსებულ „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე“ მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო სექტორის ჩართულობით. ამრიგად, საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევა ამ ეტაპისთვის კომიტეტმა არ მიიჩნია მიზანშეწონილად. 8.3 პეტიციები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 1 პეტიცია: o საქართველოს არქიტექტორების (ნიკოლოზ აბაშიძე, თამაზ გიორგაძე) მიერ წარმოდგენილი პეტიცია მოთხოვნით - „არქიტექტორები სერტიფიცირების ანტიევროპული წესის წინააღმდეგ!“ (№1-10412/22; 18.08.2022). წარმოდგენილი პეტიციის ავტორების მოსაზრებით ქვეყანა მზად არ არის სერტიფიცირების ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროცესის დასაწყებად - შესაბამისად აუცილებელია სერტიფიცირების წესის მიღების გადავადება მოხდეს მინიმუმ 15 თვით. 60 | წარმომადგენლობითი საქმიანობა მათი მოსაზრებით, სერტიფიცირების წესების შემუშავება უნდა განხორციელდეს პროფესიული საზოგადოების, პროფესიული შემოქმედებითი კავშირების და გაერთიანებების ჩართულობით. ასევე, აუცილებელია პროცესში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს შესაბამისი კომისიების ექსპერტების მონაწილეობა; სხდომაზე აღინიშნა, რომ ვინაიდან სამშენებლო დარგი კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და სამშენებლო პროცესის ხარისხიანი მართვისთვის საჭიროა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, კომიტეტი აღნიშნულ საკითხებზე განაგრძობს მუშაობას მასთან არსებულ სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულსამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში. ასევე აღინიშნა, რომ კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის, ეკა სეფაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გოჩა ენუქიძის, გელა სამხარაულის, რამინა ბერაძისა და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/245; 21.09.2022), რომლის მიხედვით ხდება სერტიფიცირების საკითხის გადავადება 2024 წლის 1 მარტამდე. აღნიშნული ცვლილების მიღებით ფაქტობრივად შესრულდება პეტიციის ავტორების მოთხოვნები. 8.4 თანამდებობის პირთა არჩევა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად რეკომენდაცია გაეწია თანამდებობის პირთა არჩევას სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობებზე.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კონკურსის შედეგად შერჩეული გოგიტა თოდრაძისა და ალექსანდრე არაბულის კანდიდატურები (№07-2/138; 15.04.2022). კომიტეტმა 2022 წლის 26 აპრილის სხდომაზე კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძის დანიშვნას.  საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნათელა თურნავას კანდიდატურა (№07-1/13; 25.05.2022). 61 | წარმომადგენლობითი საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნათელა თურნავას კანდიდატურის თაობაზე (№07-1/13; 25.05.2022) კომიტეტმა განიხილა წარდგენილი ნათელა თურნავას კანდიდატურა და კენჭისყრის შედეგად რეკომენდაცია გაუწია ნათელა თურნავას კანდიდატურას არჩეულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კონკურსის შედეგად შერჩეული მარინე მინდორაშვილის, სიმონ გელაშვილისა და დავით კუპატაძის კანდიდატურები (№07-2/201; 26.10.2022). კომიტეტმა 2022 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის)საბჭოს წევრებად დაინიშნოს მარინე მინდორაშვილისა და სიმონ გელაშვილის კანდიდატურები. 8.5 სამუშაო შეხვედრები კომიტეტის საკოორდინაციო სფეროებში შემავალ საკითხებზე საანგარიშო პერიოდში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, კომიტეტის საკოორდინაციო სფეროებში შემავალ საკითხებზე.  ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის ანალიზის სესია პარლამენტის წარმომადგენლებისათვის საქართველოს პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით, 31 მარტსა და 1 აპრილს, სასტუმრო „Ambasadori Kachreti“-ში ჩაატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის შესახებ“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს პარლამენტში წარდგენილი NECP-ის დოკუმენტის კომიტეტის წევრებთან განხილვა. 2021-2023 წლების ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული ინტეგრირებული გეგმის შემუშავება განხორციელდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. დოკუმენტის მიზანია სათბური ემისიების შემცირება, განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის მოცულობის გაზრდა; ენერგოეფექტურობის საკითხის წინ წამოწევა; ენერგეტიკული სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირება. დოკუმენტში განხილულია არსებული ენერგეტიკული სისტემის და ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკა; ეროვნული მიზნები და ამოცანები ენერგეტიკული გაერთიანების 5 ძირითადი 62 | წარმომადგენლობითი საქმიანობა მიმართულებისთვის (დეკარბონიზაცია, ენერგო-ეფექტურობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, შიდა ენერგობაზარი და კვლევები, ინოვაციები და კონკურენტუნარიანობა); ზომები და ანალიტიკური საფუძველი ამ მიზნების მისაღწევად. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ესკო-ს გენერალური დირექტორი, გიორგი გიგინეიშვილი და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალური დირექტორი, ირინა მილორავა . NECP-ის დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებული კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა. დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ექსპერტები იანეშ კოპაჩი, პაატა ცინცაძე, მედეა ინაშვილი, ნიკ ბერდი და ირაკლი სამხარაძე, ხოლო NECP-ის ენერგეტიკული უსაფრთხოების განზომილების თაობაზე მოხსენება გააკეთა ექსპერტმა გიორგი მუხიგულიშვილმა. ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: პროცედურა, მეთოდოლოგია, სამიზნე მაჩვენებლები, ენერგო ეფექტურობა, განახლებადი ენერგია, ენერგეტიკული უსაფრთხოება, შიდა ენერგობაზარი, კვლევა, ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დანართის სახით, გაეგზავნა, საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი NECP-ის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით ექსპერტთა მიერ მოწოდებულ შენიშვნები, წინადადებები და რეკომენდაციები.  საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით ნაკისრი ვალდებულების პროგრესისა და არსებული გამოწვევების შესახებ 2022 წლის 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ღონისძიება განხორცილდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროექტი - II“ის მხარდაჭერით. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით ნაკისრი ვალდებულების პროგრესისა და არსებული გამოწვევების შესახებ, შეხვედრის მონაწილეებს თავის მოსაზრებები და რეკომენდაციები წარუდგინა მოწვეულმა ექსპერტმა, მარიამ ვალიშვილმა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში ასევე, მოსმენილი იქნა კომიტეტთან არსებული ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების მოსაზრებები და რეკომენდაციები.  თიბისი კაპიტალის მიერ ჩატარებული ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებისა და შესაძლებლობების კვლევის განხილვა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების რეკომენდაციების წარდგენა კომიტეტში შემოსული წერილის საფუძველზე (1-4751/22;15.04.22), მიმდინარე წლის 25 მაისს საკომიტეტო მოსმენის ფორმატში გაიმართა შეხვედრა ყაზახურ-ქართული ეკონომიკურ გაერთიანებასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნეს სექტორისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 63 | წარმომადგენლობითი საქმიანობა შეხვედრაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია თიბისი კაპიტალის მიერ განხორციელებული ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებისა და შესაძლებლობების კვლევის შესახებ, რომელიც მოიცავდა სტატისტიკურ მონაცემებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, კომიტეტს, როგორც საკანონდებლო და საზედამხედველო ორგანოს, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობამ, წარუდგინა რეკომენდაციები იმ სამოქმედო გეგმის თაობაზე, რომელთა გადასაწყვეტად და სასურველი მიზნის მისაღწევად ესაჭიროებოდა კომიტეტის მხარდაჭერა. კომიტეტმა შესაბამისი კვლევა და წარმოდგენილი რეკომენდაციები შემდგომი რეაგირების მიზნით, გაუზიარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.  ელექტრონული კომერციის რეფორმის შესახებ საკომუნიკაციო დოკუმენტის განხილვა კომიტეტის ფარგლებში, USAID-ს მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა რომლის მიზანს წარმოადგენდა ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის ძირითადი დებულებების განხილვა, ექსპერტთა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, კანონმდებელთა ინფორმირებული მონაწილეობის ხელშეწყობა ელექტრონული კომერციის რეფორმის პროცესში.  სამუშაო შეხვედრა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და შვედებით მთავრობის მხარდაჭერით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით საჯარო შესყიდვების შესახებ რეფორმის ფარგლებში, 21-22 ივლისს გამართა გასვლით სამუშაო შეხვედრა პარლამენტის წევრებისთვის. გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და ექსპერტებთან ერთად, ასევე, კანონმდებელთა ინფორმირებული მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო შესყიდვების რეფორმის პროცესში. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს რეფორმის დღის წესრიგი საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების კონტექსტში; თანამედროვე და ინოვაციური საჯარო შესყიდვების სისტემა; კანონის პროექტის ინსტიტუციური ჩარჩო, ზოგადი მიმოხილვა, ძირითადი ასპექტები, ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები; კანონის პროექტით გათვალისწინებული სიახლეების ძირითადი არსი და გამოწვევები; ევროკავშირის ახალი ჰოლისტიკური, პრაგმატული და რაციონალური მიდგომები; მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფცია; ევროდირექტივის მიხედვით აღსრულების პროცედურების საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, ტექნიკა და ინსტრუმენტები. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ახალი კანონპროექტის ირგვლივ პარლამენტის წევრების ინფორმირებულობის გაზრდის საკითხი, მათ შორის, ეფექტური საკომუნიკაციო დოკუმენტის შემუშავების გზით, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კონსულტანტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა. 64 | წარმომადგენლობითი საქმიანობა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები და საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტები.  ისრაელის კვირეულის ფარგლებში, 25-ე ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა ბიზნესფორუმში დავით სონღულაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. თავის გამოსვლაში კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.  ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების ბანაკის პროექტი საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების 100-მდე სტუდენტმა ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის პროექტში მიიღო მონაწილეობა. უპრეცედენტო მასშტაბის სტუდენტური პროექტი ახალგაზრდებში, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. სტუდენტები გაეცნენ თანამედროვე პროფესიებს; მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა პრაქტიკული ცოდნა და საქმიანი უნარ-ჩვევები ქვეყანაში მოქმედ წამყვან ევროპულ კომპანიებში განევითარებინათ. 2022 წლის 24 მაისს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის გახსნა, ხოლო, 2022 წლის 14 დეკემბერს, ბანაკის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც მოხდა პროექტის კურსდამთავრებულების დაჯილდოება. ორივე ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარე, კერძო სექტორის და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები, მენტორები და სტუდენტები. ბანაკის პროექტი განხორციელდა ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით.  ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისა და საქართველოს ენერგო უსაფრთხოებაზე ისაუბრა. საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა შავიზღვისქვეშა საკაბელო პროექტის მნიშვნელობას, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარებასა და ენერგეტიკის დამოუკიდებლობის აქტზე მუშაობის პროცესს. საქართველო, ხუთ წელზე მეტია ენერგეტიკული გაერთიანების წევრია და ამ დროის განმავლობაში, აქტიურად ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში. 65 | წარმომადგენლობითი საქმიანობა  COSAC LXVIII პლენარულ სხდომა მიმდინარე წლის, ნოემბერში დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა პრაღაში გამართულ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში (COSAC), სადაც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკის და საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით მონაწილეობდა. დავით სონღულაშვილის გამოსვლა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას ეხებოდა.  ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბიზნესის დაფინანსებას და ფინანსებთან წვდომის საკითხებს ეხებოდა. დავით სონღულაშვილის გამოსვლა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ბიზნესის დაწყების სიმარტივესა და იმ გამოწვევებს მოიცავდა, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი უკვე გაიხსნა. 8.6 კომიტეტი სოციალურ ქსელში და საზოგადოებასთან კომუნიკაცია საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ოპერატიულად უზრუნველყოფდა კომიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ინფორმაციის გაშუქების მიზნით თანამშრომლობდა მასმედიის წარმომადგენლებთან, ხელს უწყობდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროულად განთავსებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ვებგვერდზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად განთავსდა ახალი დოკუმენტები (კომიტეტის სამოქმედო გეგმა, კომიტეტის საქმიანობის ანგარიშები, კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევების დოკუმენტები, კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებს დოკუმენტები და სხვა). კომიტეტი აქტიურად იყენებს სოციალური მედიის საშუალებებს, რის საფუძველზეც კომიტეტისა და კომიტეტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდებზე რეგულარულად თავსდება ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ორივე გვერდის მნახველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის დიდ ნაწილს მედიასაშუალებები აქტიურად იყენებენ, როგორც ოფიციალურ წყაროს. 66 | წარმომადგენლობითი საქმიანობა 8.7 მიღებული წერილები და განცხადებები საანგარიშო პერიოდში, კომიტეტში სულ შემოვიდა 623 წერილი და განცხადება, მათ შორის, სხვადასხვა უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან შემოსულია 341 წერილი და მოქალაქეებისგან მიღებულია 282 განცხადება. შემოსული კორესპონდენცია ეხებოდა, როგორც საკანონმდებლო საქმიანობას, გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას, ისე სხვადასხვა დარგებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. კერძოდ:           მიწის რეგისტრაციის საკითხებს. მშენებლობის საკითხებს. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ტურიზმის სფეროს. კომუნიკაციების სფეროს. ტრანსპორტის დარგის საკითხებს. სამეწარმეო საკითხებს. მსჯავრდებულთა პრობლემებს. მოქალაქეების საჩივრებს პირად პრობლემებზე. და სხვა. შემოსული წერილები და განცხადებები რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს, ხოლო მათ ავტორებთან გაიმართა შეხვედრები და სატელეფონო კონსულტაციები. 8.8 საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, დავით სონღულაშვილის თავმჯდომარეობით, აქტიურად და ეფექტიანად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა დარგის უცხოელ ექსპერტებთან. ამ კუთხით, გაიმართა არაერთი შეხვედრა და ღონისძიება. კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა კონფერენციებსა და ფორუმებში. კერძოდ, კომიტეტი სამუშაო შეხვედრებს მართავდა და აქტიურად თანამშრომლობდა:  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან.  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან.  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან.  USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასთან.  USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან (GGI) .  აშშ-ის სავაჭრო პალატასთან.  გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) .  ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD). 67 | წარმომადგენლობითი საქმიანობა  ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II“ პროექტთან.  კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KONRAD ADENAUER STIFTUNG) „სამხრეთ-კავკასიის პოლიტიკური დიალოგის“ რეგიონალური პროგრამასთან.  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ).  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტთან - (NDI).  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში, ასევე, თემატური მოკვლევების ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფდა დაინტერესებული მხარეების ჩართულობას. 8.9 საერთაშორისო თანამშრომლობა საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, სამუშაო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მათ წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა დარგში მოღვაწე მოწვეულ ექსპერტებთან. კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმში. იმყოფებოდა ოფიციალურ ვიზიტებში, როგორც საერთაშორისო, ასევე სხვდასხვა სამუშაო შეხვედრების ფარგლებში.  23 ივნისი - შეხვედრა ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილესთან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილე იოვიტა ნელიუპშიენეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტიურ დინამიკას და დააფიქსირეს თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის მზაობა, პოტენციალის სრულად ასათვისებლად. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ლიეტუვის ბიზნეს წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს. იოვიტა ნელიუპშიენეს განცხადებით, საქართველო მათთვის მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენს და ლიეტუვის მხარე აქტიურად მუშაობს, რათა მეტი ინვესტიცია განხორციელდეს სხვადასხვა სექტორში. 68 | წარმომადგენლობითი საქმიანობა ლიეტუვის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.  20 ივნისი - შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ამერ ომარ ამერს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერების გეგმები. ხაზგასმით აღინიშნა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განსაკუთრებული მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის შემდგომ კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და დაბრკოლებების გადალახვას სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები და დაისახა სამომავლო გეგმები, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ტურიზმის კუთხით. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში აქტიურად ითანამშრომლებენ და მჭიდრო კომუნიკაციაში იქნებიან ერთმანეთთან, რათა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.  19 მაისი - ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მონაწილეობა 2022 წლის 18 მაისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხებოდა. სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის თავმჯდომარემ კავკასიის საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობასა და რეგიონის ენერგო პოტენციალზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ყურადღება გაამახვილა საქართველოს შესაძლებლობაზე შეასრულოს დამაკავშირებელი ხიდის როლი ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებს შორის. დავით სონღულაშვილის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება. „ვფიქრობ, შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელებით, ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულებით, საქართველო, კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსს შეიძენს, 69 | წარმომადგენლობითი საქმიანობა რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება მაღალკონკურენტუნარიანი, ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის პოტენციალს და ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე. ამასთან, ქვეყანას ექნება სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩო, რომელსაც შეეძლება ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში და ექნება სტაბილური და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის.“  29 აპრილი - შეხვედრა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის წარმომადგენლებთან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის ევროპისა და ჩრდილო ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლარს ჰანსელს და ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს, ტომას შრაპელს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ფონდსა და პარლამენტს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს.  3 აპრილი - ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა კონფერენციის მთავარ მიზანს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის პლენარული სესიისთვის პრიორიტეტული საკითხების შემუშავება და განსაზღვრა წარმოადგენდა. ასამბლეის ფარგლებში, ევროპის რეგიონში მიმდინარე აქტუალური საკითხები და მათ შორის რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენები მიმოიხილეს სიტყვით გამოსვლა დავით სონღულაშვილმა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვით დაიწყო და აღნიშნა, რომ საქართველომ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესიის შესახებ და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 21ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი ძალადობაა, რომელიც ხელს უშლის უკრაინის მისწრაფებებს თავისუფლებისადმი და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალის პრინციპებს. კონფერენციაზე სესიის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2023 წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის ყოველწლიურ პლენარული სესიას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, APF-ში 2001 წელს გაწევრიანდა, ხოლო 2012 წელს კონფერენციას უმასპინძლა. 2021 წელს კი გააკეთა ოფიციალური განაცხადი სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დამკვირვებლის სტატუსიდან ასოცირებულ წევრად გადასვლას გულისხმობს.  14 მარტი - შეხვედრა ლიეტუვის ელჩთან საქართველოში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში განსაკუთრებულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კუთხით არსებული გარემო. და რეგიონში შექმნილი 70 | წარმომადგენლობითი საქმიანობა შეხვედრისას, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც გულისხმობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და ლიეტუვის მხარის გამოცდილების გაზიარებას. ელჩმა, კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის ურყევი და უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა. აგრეთვე, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის პროცესში და შემდგომ ეტაპებზე ლიეტუვის მხარის მაქსიმალურ ჩართულობასა და მტკიცე მხარდაჭერას დაპირდა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის სურვილი და შეთანხმდნენ, რომ კომიტეტი და საელჩო მუდმივ კავშირზე იქნებიან ერთმანეთთან. შეხვედრის დასასრულს, ელჩმა, კომიტეტის თავმჯდომარე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით მიიწვია.  5 მარტი - ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მონაწილეობა დავით სონღულაშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს (სლოვენია, საფრანგეთი, ჩეხეთი) სპეციალური მოწვევით მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას კომიტეტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით სონღულაშვილმა, საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება რუსეთის ენერგო რესურსებზე. ევროპასთან შესაბამისი კავშირების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ენერგიის ჩვენგან მიწოდებას, ასევე ევროპიდან ელექტროენერგიის აქ შემოდინებასა და ერთიან ევროპულ ენერგეტიკულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირებას. ეს მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკის, ასევე კლიმატის დაცვის თვალსაზრისით. კონფერენციაზე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის მონაწილეობით გაიმართა დებატები საფრანგეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის შესახებ. პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სხდომა 4-5 მარტს გაიმართა და სხდომაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტები მონაწილეობდნენ.  11 თებერვალი - ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომაში მონაწილეობა დავით სონღულაშვილმა, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომაში მივიღე მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირისაქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. სხდომაზე, დავით სონღულაშვილმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, 71 | წარმომადგენლობითი საქმიანობა საქართველოსა და ევროპას შორის საბორნე მიმოსვლაზე, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი საკაბელო ხაზის მშენებლობასა და ევროკავშირთან საერთო ბაზრის საკითხებზე ისაუბრა. ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.  7 თებერვალი - შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები ფრანგული ბიზნეს ასოციაცია MEDEF International-ის და საფრანგეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საფრანგეთში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის, საფრანგეთთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი, სადაც არაერთი შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და სენატორებთან. შეხვედრისას ხაზი გაესვა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული“ დიალოგის მნიშვნელობას და ამ კუთხით საპარლამენტო მიმართულების გააქტიურებას. დავით სონღულაშვილმა და დიეგო კოლასმა, ასევე ისაუბრეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და სენატის წევრების საქართველოში სამომავლო ვიზიტის განხორციელებაზე.  28 ივნისი - ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმში მონაწილეობა დავით სონღულაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. დავით სონღულაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ახალი მოდელების განვითარება, მათი დროული და სრულფასოვანი დანერგვა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, საზოგადოებებისა და სახელმწიფოების წარმატებისა. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ ახალ გამოწვევებს, რომლებიც GovTech-ის მიმართულებით გვაქვს და რომელიც დახურული, ცენტრალიზებული სისტემიდან, ღია დეცენტრალიზებული ეკოსისტემის დანერგვას გულისხმობს. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეკონომიკის ყველა დარგში ჩვენი მხარდაჭერა ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების საკითხში, რომლებიც საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირებასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას უწყობენ ხელს. შესაბამისად, მეტი ციფრული ინიციატივა და მეტი მომზადებული კადრი გვჭირდება. მიმაჩნია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების, მაღალტექნოლოგიური ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მაგალითად, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო/სატრანზიტო მიმართულებით, 72 | წარმომადგენლობითი საქმიანობა გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია.“  7 ივნისი - შეხვედრა თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK), შემავალ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესა და მის წარმომადგენლებთან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK), შემავალ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესა და მის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, რომელსაც თურქი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ თურქული საქმიანი წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. თურქული მხარის წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საქართველო თურქეთისთვის მეგობარ სახელმწიფოს წარმოადგენს და კეთილმეზობლური და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK), 1985 დაარსდა და არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს მათ წარმართვას და ფოკუსირდება საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე. აერთიანებს 148 ბიზნეს საბჭოს 140 ქვეყანასთან. იკვლევს საინვესტიციო შესაძლებლობებს, როგორც თურქეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  11 მაისი - ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილ მე-7 კონფერენციაში მონაწილეობა დავით სონღულაშვილმა მიმდინარე წლის 11 მაისს, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილ მე-7 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მონაწილეობა. მის გამოსვლაში აქცენტი ცირკულარული ეკონომიკის დანერგვაზე გაკეთდა, რომელიც უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. რესურსების დაზოგვისა და მათი გამოყენების ოპტიმიზაციის მიმართულებით დიდი როლი აქვთ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას და რესურსეფექტიანობას. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოში ე. წ უდანაკარგო წარმოების კარგი მაგალითია სოფელ ველისციხეში მდებარე წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სწორედ წრიული ეკონომიკის პრინციპების შესაბამის მეთოდებს მიმართავს და ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესადაც ითვლება. წრიული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები – რესურსეფექტური, სუფთა წარმოება და ეკო– ინოვაცია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის უნდა წარმოადგენდეს საქართველოს პრიორიტეტს. 73 | წარმომადგენლობითი საქმიანობა ამიტომ ვფიქრობ დროა, „მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე“ მიდგომიდან, „მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადაამუშავე“ მიდგომაზე, მსოფლიოსთან ერთად გადავიდეთ. ეს ტრანსფორმაცია კი ხელს შეუწყობს წარმოების ახალი მოდელების დანერგვას, მწვანე მეწარმეობისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას, რომლებიც დაეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს და მდგრადობის პრინციპებს. ამ მნიშვნელოვან პროცესებში ქვეყნის ჩასართავად მუშაობისთვის კი რა თქმა უნდა ჩვენი კომიტეტი სრულ მზაობას გამოთქვამს.  3 მაისი - საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიმდინარე წლის 3 მაისს დავით სონღულაშვილმა, ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარესთან მილოშ ვისტრჩილთან ერთად საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გახსნა. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და დაინტერესებულია გაზარდოს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, მათ შორის, უზრუნველყოს ჩეხური ინვესტიციების მოზიდვა და კომპანიების მეტი ჩართულობა. კომიტეტის თავმჯდომარემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ სქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, ასევე შეთანხმებები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის თაობაზე, მყარ საფუძველს იძლევა აქტიური სავაჭროეკონომიკური ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის. ხაზი გაესვა დადებით დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს: საქართველოსა და ჩეხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 54%-ით, ასევე 2022 წელს გაზრდილია ჩეხეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა. „ეს მაჩვენებელი რა თქმა უნდა წარმატებული თანამშრომლობის შედეგია, თუმცა მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს ათვისებული საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ ჩეხეთის საქმიანი წრეებისა და კომპანიების ინტერესის გაზრდას, ჩეხური ინვესტიციების მოზიდვასა და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მსურს ასევე ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და საქართველოში, იმ პროექტების მუდმივი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლითაც ევროკავშირთან თავსებადობის ამაღლებას ეწყობა ხელი.“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა  3 თებერვალი - შეხვედრა უმსხვილესი ესპანური კომპანია „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორთან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, უმსხვილესი ესპანური კომპანია „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორ ფელიქს პარა მედიავილასა და „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურს შეხვდა. 74 | წარმომადგენლობითი საქმიანობა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ „აქუალიას“ სახით საქართველოში მსხვილი და სტრატეგიული ინვესტორის შემოსვლა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია . მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს, როგორც სექტორში, ასევე მთლიანად ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, რადგან აღნიშნული კომპანიის ცოდნა და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. ასევე, შეხვედრისას კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მაქსიმალურად მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს ესპანურ კომპანიასთან. თავის მხრივ, „აქუალიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფელიქს პარა მედიავილამ განაცხადა, რომ საქართველო მათთვის სანდო და სტაბილურ ქვეყანას წარმოადგენს და იმედი გამოთქვა, რომ „აქუალიას“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა იქნება მაგალითი სხვა ესპანური კომპანიებისთვისაც. „აქუალია“ (Aqualia) ესპანური კომპანიაა, რომელიც წყლის მენეჯმენტის მიმართულებით საქმიანობს. აღნიშნული კომპანია ლიდერია ესპანეთში წყლის მომარაგების მენეჯმენტსა და სერვისში. ამავდროულად "აქუალია" არის მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიდიდით მეცხრე ყველაზე მსხვილი წყალმომარაგების კომპანია. „აქუალია“ უზრუნველყოფს და ემსახურება 1100-ზე მეტ მუნიციპალიტეტს და 30 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 17 ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, კოლუმბიაში, მექსიკასა და საუდის არაბეთში და სხვა.  19 დეკემბერი - შეხვედრა ისრაელის „კარასო ჯგუფის“ პარტნიორთან და მფლობელ მოშე კარასოსთან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ისრაელის „კარასო ჯგუფის“ პარტნიორს და მფლობელს მოშე კარასოს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ისრაელს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. დავით სონღულაშვილმა მოშე კარასოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოში ისრაელის კერძო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეებმა მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელს იციკ მოშე. კარასო ჯგუფი ისრაელში 90 წელია არსებობს და ერთ-ერთ წამყვან ჯგუფს წარმოადგენს. მასში გაერთიანებულია სატრანსპორტო, უძრავი ქონების, საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, სალიზინგო და სხვა სფეროები. 75 | წარმომადგენლობითი საქმიანობა  5 დეკემბერი - შეხვედრა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტთან და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელ იციკ მოშესთან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელს იციკ მოშეს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის განსაკუთრებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც მრავალ საუკუნეს ითვლის. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის და კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ ისრაელის საქმიანი წრეებისა და კომპანიების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. მხარეებმა მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.  3 ნოემბერი - შეხვედრა ლატვიის ელჩთან საქართველოში ედიტე მედნესთან დავით სონღულაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის და კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში სასურველია დაიგეგმოს შეხვედრები ლატვიის სეიმის თემატური კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის რიგი საკითხები. ედიტე მედნეს მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა ლატვიის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და მზადყოფნა.  17 ოქტომბერი წარმომადგენლებთან შეხვედრა ლიეტუვის აღმასრულებელი ბიზნეს კავშირის ლიეტუვის აღმასრულებელი ბიზნეს კავშირი, ლიეტუვაში უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელშიც წამყვანი ლიეტუვური კომპანიები არიან წარმოდგენილები. აღნიშნული გაერთიანება, რეგულარულად აწყობს ფორუმებსა და კონფერენციებს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კომპანიებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს, ასევე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, დააფიქსირეს თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის მზაობა. 76 | წარმომადგენლობითი საქმიანობა აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ლიეტუვის ბიზნეს წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ბიზნეს კავშირის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო მათთვის მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენს და ისინი აქტიურად განიხილავენ შესაძლებლობებს, რათა მეტი ინვესტიცია განხორციელდეს სხვადასხვა სექტორში.  7 ოქტომბერი - შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური მისიის ხელმძღვანელთან ვოუტერ ბოსუსთან სამუშაო ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესები და რეფორმები განიხილეს. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისას, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობითი როლის გაუმჯობესებას. დავით სონღულაშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური მისიის ხელმძღვანელს, საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ეფექტიან თანამშრობლობას.  5 ოქტომბერი - შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზი გაესვა არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკას, რომელიც წარმატებით ვითარდება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროებაზე. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს რეგიონულ და გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. ამ კუთხით ხაზი გაესვა შუა კორიდორის მნიშვნელობას. მხარეები შეთანმდნენ, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა თემატურ საკითხებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.  4 ოქტომბერი - შეხვედრა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩი საქართველოსა და ხორვატიას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განხილული იქნა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო 77 | წარმომადგენლობითი საქმიანობა ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ხორვატიის ბიზნეს წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. შეხვედრისას, ხორვატულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.  3 ოქტომბერი - შეხვედრა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, ბრიტანელ დეპუტატ რიჩარდ გრეჰემთან და საქართველოში WFDის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის კანონის მიღების მნიშვნელობაზე, კანონის შემუშავების პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებსა და საქართველოს პარლამენტის როლზე კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებასთან დაკავშირებით. მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი და ის შესაძლებლობები მიმოიხილეს, რომელიც ქვეყანას ამ მიმართულებით გააჩნია, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობა, ასევე ის პროექტები და ღონისძიებები, რომელთა ეფექტიანი განხორციელებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. დავით სონღულაშვილმა რიჩარდ გრეჰემს და ფონდის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ მიერ განხორციელებული პროექტებისთვის და კომიტეტთან ეფექტიანი და აქტიური თანამშრომლობისთვის.  6 სექტემბერი - შეხვედრა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის ეკონომიკისა და ინვესტიციების კომიტეტის თავმჯდომარე დოქტორ ხაირ აბდულაჰ აიად აბუ საილიკთან და კომიტეტის წევრებთან შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების აქტიურ დინამიკას და დააფიქსირეს თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის მზაობა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და იორდანიას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა არ შეესაბამება არსებულ პოტენციალს, არის ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობები, რაც მომავალში აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. დავით სონღულაშვილმა იორდანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოსთვის, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის, სადაც ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, საქართველოს მიმართ იორდანიის ბიზნეს წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამ მიმართულებით დაისახა კონკრეტული გეგმები, რომლებზე მხარეები სამომავლოდ იმუშავებენ. 78 | წარმომადგენლობითი საქმიანობა დოქტორ ხაირ აბდულაჰ აიად აბუ საილიკის განცხადებით, საქართველო მათთვის მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენს და იორდანიის მხარე მზადაა აქტიურად იმუშაოს, რათა მეტი ინვესტიცია განხორციელდეს სხვადასხვა სექტორში. ასევე, მან კომიტეტის წევრები იორდანიაში დაპატიჟა.  19 აგვისტო - ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მააიკე ვან კოლდამთან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას დაუთმეს. ამ მიმართულებით განხილულ იქნა კონკრეტული პროექტები და ღონისძიებები. შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ნიდერლანდების ბიზნეს წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან აღინიშნა, რომ ნიდერლანდები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა, რომელსაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში. თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მაქსიმალური ჩართულობა და სრული მხარდაჭერა აღნიშული საკითხების მიმართ. 79 | წარმომადგენლობითი საქმიანობა 9. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება კომიტეტის აპარატის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტრენინგებსა თუ სემინარებში, რომლებიც უკავშირდებოდნენ მიმდინარე სპეციფიურ რეფორმებს, აგრეთვე ფუნქციური გადანაწილებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებასთან. მათ შორის აღსანიშნავია:  ცოდნის გაზიარების შეხვედრა - კომიტეტმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით 2022 წლის 25-17 მარტს ჩაატარა ცოდნის გაზიარების გასვლით შეხვედრა, „აუდიოვიზუალური მედიასერვისების გაწევის შესახებ ევროპული საბჭოს (AVMSD 2010 /13/EU) დირექტივიდან გამომდინარე საინტერესო სპეციფიკურ საკითხებზე. ვინაიდან, აღნიშნულ დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის მიახლოება წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებას და კომიტეტი 2022 წელს გეგმავდა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას, მიზანშეწონილად ჩაითალა კომიტეტის აპარატის და სხვა საპარლამენტო სტრუქტურული ერთეულების აპარატის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავება და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა. ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებმა აპარატის წარმომადგენლებს გააცნეს საკვანძო საკითხები (გამოხატვის თავისუფლება, თანარეგულირება) და არსებული გამოწვევები. გასვლით შეხვედრას ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის, პარლამენტის თავჯდომარის კაბინეტის და კულტურის კომიტეტის აპარატის, აგრეთვე იურიდიული დეპარტამენტისა და სსიპ საქართველოს პარლმენტთან არსებული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები.  საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) საპარლამენტო გზამკვლევი - 2022 წელს კომიტეტმა, USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით, დაიწყო საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) საპარლამენტო გზამკვლევზე მუშაობა და ეს პროცესი გაგრძელდება 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე. კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული იყო სამი ამოცანა:     ამოცანა 3.1. კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების განვითარება - შეუსრულებელი. დაგეგმილი იყო 2 აქტივობა, რომლებიც ვერ შესრულდა, თუმცა ამ მიმართულებით განხორციელდა სხვა აქტივობები. ამოცანა 3.2. პარლამენტს შიგნით თანამშრომლობის სრულყოფა - მეტწილად შესრულებული. დაგეგმილი იყო 9 აქტივობა, რომელთაგან შესრულდა 7 (77.8%). ამოცანა 3.3. პარლამენტს გარეთ ეფექტური თანამშრომლობის წარმართვა, გამჭირვალობა - სრულად შესრულებული. დაგეგმილი იყო 4 აქტივობა, მათგან შესრულდა ოთხივე (100%). ამოცანა 3.4.კომიტეტის სამოქმედო გეგმის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება სრულად შესრულებული. მოიცავდა 1 აქტივობას, რომელიც შესრულდა. კერძოდ, მომზადდა კომიტეტის საქმიანობის შუალედური - 2022 წლის 6 თვის ანგარიში და მოხდა ფართო სპექტრისთვის წარდგენა. 80 | წარმომადგენლობითი საქმიანობა 10. სხვა საქმიანობა 10.1 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა  ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭო 2022 წლის 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროექტი - II-ის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩაატარა კომიტეტის გასვლითი სხდომა, სამუშაო შეხვედრა და ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა . სხდომაზე მოსმენილ იქნა ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანგარიში. მოსმენის ფარგლებში განხილულ იქნა ის მთავარი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ენერგეტიკის სექტორი (ბაზრის ლიბერალიზაცია, ენერგოუსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა, ენერგოეფექტურობა და სხვა). კომიტეტის სხდომაზე აგრეთვე მოსმენილ იქნა ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებისა და ექსპერტების მოსაზრებები და გამოთქმული მოსაზრებების შედეგად, კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები.  ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ ცვლილების შეტანა 2022 წლის 13 ივნისის, N16 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შევიდა ცვლილება ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ, საბჭოს წევრად უჩა უჩანეიშვილის ნაცვლად განისაზღვრა გიორგი გიგინეიშვილი, აგრეთვე, საბჭოს დაემატა სულხან ზუმბურიძის კანდიდატურა და შემადგენლობა ნაცვლად 23 წევრისა განისაზღვრა 24 წევრით.  სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კომიტეტთან არსებული „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა 2022 წლის 3 ოქტომბერს. სხდომის დღის წესრიგით განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული „არქიტექტორების, ინჟინერ-მშენებლების და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესი.“ დარგის ექსპერტების მოსაზრებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული ზემოთ აღნიშნული პროექტი ვერ უზრუნველყოფს კოდექსით 81 | წარმომადგენლობითი საქმიანობა დათქმულ ამოცანებს და სრულად ეწინააღმდეგება არქიტექტორთა რეგულაციების/სერტიფიცირების საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. პრაქტიკის სხდომაზე გამართული მსჯელობის თანახმად გადაწყდა, რომ დადგენილებაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი უწყებების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რათა შეჯერებულ იქნეს ყველა სადაო საკითხი. 10.2 სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან და მათთან ერთად ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:  საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად კომიტეტმა ჩაატარა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გასვლითი სამუშაო შეხვედრის და საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი და სამუშაო შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად კომიტეტმა გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“. შეხვედრა ჩატარდა გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერითა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით.  და კომიტეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მუშაობს ტურიზმის ახალ კანონზე, რომლის დაინიცირებაც იგეგმება 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე. კანონზე მუშობის პროცესში კომიტეტი აქტივობებს ახორციელებს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსთან თანამშრომლობით. კომიტეტმა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის საკითხები, ასევე დაიწყო სამუშაო პროცესი 2023 წლის კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. აღნიშნული აქტივობა კომიტეტმა განახორციელა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. 82 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა დანართი 1. კანონპროექტები რომელთა განხილვის პროცედურა გრძელდება 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა იმუშავა სხვადასხვა კანონპროექტზე, რომელთა განხილვაც იგეგმება 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/144; 04.05.2022). (III მოსმენისთვის) 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021). (III მოსმენისთვის) 3. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/455; 28.02.2020). (III მოსმენისთვის) 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/187; 28.09.2022). (II მოსმენისთვის) 5. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის (ნინო კვეტენაძე) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში (№12478/22; 02.03.2022). 83 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა 6. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/179; 16.03.2022). 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოსა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/257; 17.10.2022). 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/223; 30.11.2022). 9. საქართველოს პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძისა და ანზორ ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/276; 07.12.2022). 10. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/228; 07.12.2022). 11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ელექტრონული კომერციის შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/237; 21.12.2022). 12. საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/113; 20.10.2021). 13. საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/171; 23.02.2022). 84 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა 14. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიასა და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/255; 12.10.2022). 15. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 2/193; 10.10.2022) 16. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(№07-2/194; 10.10.2022). 17. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სეკიურიტიზაციის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის 85 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 2/192; 10.10.2022). 18. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: ,,ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/266; 16.11.2022). 19. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/222; 30.11.2022). 86 | კანონშემოქმედებითი საქმიანობა 20. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/236; 21.12.2022). 21. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/234; 15.12.2022). 22. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვარის, შალვა პაპუაშვილის, რატი იონათამიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, გოჩა ენუქიძის, გურამ მაჭარაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძისა და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/112; 13.10.2021). 87 |