საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-03-13
ბიუროს ნომერი 231
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412303139026
10.03.2023
საქართველოს პარლამენტი
სათაური: დაზუსტებული საკანონმდებლო წინადადება "ამნისტიის შესახებ"
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ საკანონმდებლო წინადადებას "ამნისტიის შესახებ". აღნიშნული
საკანონმდებლო წინადადება შეეხება დროის მონაკვეთს, რომელიც იწყება 2023 წლის 27
თებერვალს (როდესაც პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის და საბიუჯეტო ოფისის
მიერ გაიცა დადებითი დასკვნები "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ"
საქართველოს კანონის პროექტის შესახებ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101(6)
მუხლის მოთხოვნათა დარღვევით) და მთავრდება 2023 წლის 09 მარტს, როდესაც
აღნიშნული კანონპროექტის "გაწვევის" შესახებ გავრცელდა განცხადება მისი ავტორების
მიერ. გთავაზობთ, რომ მიღებული იქნას კანონი "ამნისტიის შესახებ", იმ მიზნით, რომ
შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში და თავიდან იქნეს აცილებული 2023
წლის 04–09 მარტს ქ. თბილისში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს
კანონპროექტის განხილვისას მიმდინარე დემონსტრაციების დროს დემონსტრანტებისა და
პოლიციელების მიერ ჩადენილ ქმედებებზე რეაგირების საკითხის გადაჭარბებული
პოლიტიზება, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, პირობითი მსჯავრისგან და
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს ყველა პირი,
რომელმაც 2023 წლის 04–09 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით 2023 წლის 27
თებერვლიდან 09 მარტის ჩათვლით ჩაიდინეს დანაშაული ან ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა, თუ პირი უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ამნისტია გავრცელდეს აგრეთვე იმ პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაულის მომზადება
ან მცდელობა. პირი, რომლის მიმართაც გავრცელდება ამნისტია, ნასამართლობის და
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არმქონედ ჩაითვლება. კანონი ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე (
) და ზურაბ ვანიშვილი
), საქართველოს და აშშ-ს ადვოკატთა ასოციაციების წევრები
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: